You are on page 1of 17

ლექცია-სემინარი

სილაბუსი
LAWB3240 შრომის სამართალი

ბაკალავრიატი
საქართველოს უნივერსიტეტი 2020 წ. საგნის კურატორი : კორძახია მიშა
კრედიტების რაოდენობა: 6 ECTS ელ. ფოსტა: m.kordzakhia@ug.edu.ge

კურსზე დაშვების  LAWB3130 სახელშეკრულებო სამართალი - წინაპირობა


წინაპირობა
სასწავლო კურსი მოიცავს შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების
საკითხებს, მათ შორის შრომითი ხელშეკრულების მიმართებას ვალდებულებით სამართალთან;
შრომითი ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობებს; შრომითი ხელშეკრულებებსი არსებით
პირობებს; შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს, დისკრიმინაციის ნიშნებს,
ფორმებსა და თვისებებს; დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობებს; შრომის
აღწერა
პირობების დაცვასა და უსაფრთხო შრომაზე პასუხისმგებლობის საკითხებს; შრომითი
ურთიერთობის შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივ რეგულირებასა და შრომითი დავების
გადაჭრის გზებს; კოლექტიური შრომით ურთიერთობებსა და სამუშაო ადგილზე ინფორმაციისა
და კონსულტაციების გამართვის უფლებებსა და ვალდებულებებს; შრომის ინსპექციის მანდატსა
და სანქციებს შრომის პირობების დარღვევებისათვის.

კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა შრომითი ურთიერთობების დამახასიათებელი


ძირითადი ელემენტების შესახებ, რის საფუძველზეც მას გამოუმუშავდება შრომის სამართალში
მიზნები ძირითადი პრინციპების ანალიზის, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის სამოქალაქო
კოდექსით მოწესრიგებული ურთიერთობისაგან გამიჯვნისა და მათ შორის ურთიერთკავშირის
დადგენის კომპეტენციები.

ცოდნა და გაცნობიერება
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:

 აღწერს შრომის სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის, ქვემდებარეობისა და


თანასწორუფლებიანობის პრინციპთა შრომითი სამართლებრივ სფეროში სპეციფიკურ
მიდგომებს;
 აღწერს შრომის უფლების დაცვის ეროვნულ მექანიზმებს;
 აღწერს წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების დადების შემდგომ შესაძლო
სამართლებრივ პრობლემებს;
შედეგები
 აღწერს შრომითი ქმედუნარიანობის პირობებს, არასრულწლოვანთან შრომითი
ხელშეკრულებების გაფორმებისა თუ აკრძალვების ფარგლებს;
 აღწერს ვადიანი და უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმების საფუძვლებს,
შეზღუდვებს და შეზღუდვებიდან გამონაკლის შემთხვევებს;
 აღწერს დასაქმებულის და დამსაქმებელის უფლება-მოვალეობებს;
 აღწერს ცვლიანობითა და ღამით სამუშაოს შესრულების პირობებს, დასვენებისა და
შესვენების სავალდებულო ვადების ფარგლებს;
 აღწერს შრომით სამართალში შრომითი დისკრიმინაციის დამახასიათებელ თვისებებს,
ფორმებსა და ნიშნებს;
 აღწერს ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შვებულებების გაცემის პირობებს და
ანაზღაურების წესს;
 აღწერს სამუშაო ადგილებზე შრომისა და უსაფრთხოების პირობების დაცვის ძირითად
პრინციპებსა და მის პრევენციულ ხასიათს;
 აღწერს შრომითი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლებს,
სამსახურიდან დათხოვნის წინაპირობებსა და პროცედურებს, აგრეთვე, ამ ნორმების
დაუცველობიდან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
 აღწერს კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების შედეგებს და კოლექტიური
ხელშეკრულების პირობებს;
 აღწერს ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების პროცედურებს, მათ
შორის კანონიერი გაფიცვისა და ლოკაუტის პროცედურებს;
 აღწერს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მნიშვნელობასა და არსს;
 აღწერს ვალდებულებითი სამართლის სხვა გარიგებებიდან განსხვავებით შრომითი
ურთიერთობების სპეციფიურობას;
 აღწერს შრომის სფეროში კრიზისების აღმოფხვრისას გაერთიანებების თავისუფლებების
პრინციპების დაცვისა და მოლაპარაკებების უპირატესობას;
 აღწერს სახელმწიფო ზედამხედველობის პირობებსა და შრომის ინსპექციის სამსახურის
კომპეტენციებს, სანქციების ოდენობასა და ხასიათს;

უნარი
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:

 შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში იყენებს საკანონმდებლო ნორმებს;


 მიჯნავს შრომით ურთიერთობებს ვალდებულებითი ხასიათის სხვა სახელშეკრულებო
ურთიერთობებისგან;
 ამოიცნობს შრომით-სამართლებრივ სამართლებრივ პრობლემას და მისი
გადაწყვეტისთვის იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
 აანალიზებს შრომით ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ცალკეული პრობლემებს და
გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
 მრავალმხრივი ანალიზის საფუძველზე ასაბუთებს შრომით სამართლებრივი
პრობლემების გადასაწყვეტად არჩეულ გზას;
 იყენებს წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო პერიოდში ანტიდისკრიმინაციულ
მექანიზმებს;
 ადგენს საგამოცდო ვადით, განსაზღვრული ვადით ან უვადოდ შრომითი
ხელშეკრულების პროექტს, აგრეთვე სტაჟირებით დასაქმების კონტრაქტს;
 ადგენს შიდა საწარმოო დოკუმენტაციას, მათ შორის, შრომის პირობების დაცვის მიზნით;
 ასაბუთებს შრომითი ურთიერთობის მოდავე მხარისათვის მიცემულ განმარტებებს;
 კრიტიკულად აანალიზებს არსებულ შრომით-სამართლებრივ ნორმებს და გამოაქვს
შესაბამისი დასაბუთებული დასკვნები;
 მოიძიებს შრომით-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს;
 შრომით ხელშეკრულებაში არსებულ ინფორმაციას გადასცემს როგორც იურისტებს,
ასევე არაიურისტებს.
 განსაზღვრავს კოლექტიური შრომითი ურთიერთობების მახასიათებელ ნიშნებსა და
გამოყენების ფარგლებს;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:

 ავლენს შრომითი სამართლის უახლოესი ლიტერატურისა და პუბლიკაციების გაცნობის


გზით ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავებისა და განვითარების უნარს;
 ცნობს შრომის სამართალში სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობისა და
ანტიდისკრიმინაციული მიდგომების პრინციპის რეალიზების მნიშვნელობას;
 ცნობს უკიდურესი ფორმით ბავშვთა შრომის, მათ შორის შრომითი ექსპლუატაციის ან
მონობის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპის დაცვის მნიშვნელობას;
 ცნობს თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის დაცვის აუცილებლობას
;
 ცნობს გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობის
პრინციპს;
 ცნობს იძულებითი შრომის გამოყენებისაგან თავის დაცვის პრინციპის ურყეობას.

კვირაში: 1
ხანგრძლივობა ლექცია და სემინარი :
საათი : 2

სულ:150 საათი
არასაკონტაქტო
დამოუკიდებელი მეცადინეობა 101
საათობრივი
ნაშრომების მომზადება 20
დატვირთვა
საკონტაქტო
ლექციაზე და სემინარზე დასწრება 25
გამოცდები 4

 ინტერაქტიული ლექციები
 დისკუსიები
 დებატები
 წიგნზე მუშაობის მეთოდი
 პრაქტიკული მუშაობა
 გუნდური მუშაობა
სწავლის და  პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
სწავლების  პრეზენტაციების წარდგენა
მეთოდები/აქტივ  შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
ობები  შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
 წერითი მუშაობის მეთოდი
 როლური თამაში
ძირითადი ლიტერატურა

საქართველოს ორგანული კანონი:


საქართველოს შრომის კოდექსი
საქართველოს პარლამენტი 2010
(2020 წლის 5 ოქტომბრის
მდგომარეობით)

2014 წლის შეთანხმება საქართველოს პარლამენტი 2014


„საქართველოსა და ევროკავშირს და
ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ“;

შველიძე ზაქარია; ქსავიერ ბოდონე,


საქართველოს შრომის
თეიმურაზ თოდრია, თამარ
სამართალი და საერთაშორისო 2017
ხაჟომია, ნათია გუჯაბიძე, ქეთევან
შრომის სტანდარტები
მესხიშვილი;

მოთხოვნებისა და მოთხოვნის ჩაჩავა, სოფიო. 2011


საფუძვლების კონკურენცია
ლიტერატურა

სოციალური დიალოგი მანცკე, ჰ. ; კორძახია, მ. 2011

შრომის სამართალი (სტატიათა


ზაალიშვილი, ვ.(რედ.) 2011
კრებული) I

პროფესიული კავშირების
შესახებ“ საქართველოს
საქართველოს პარლამენტი 1999
ორგანული კანონი (2020 წლის 5
ოქტომბრის მდგომარეობით)

შრომის უსაფრთხოების შესახებ“


საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს პარლამენტი 2019
(2020 წლის 5 ოქტომბრის
მდგომარეობით)

დამატებითი ლიტერატურა

თამაშის წესები : მოკლე შესავალი შრომის საერთაშორისო


2009
ნორმებში
ევროკავშირის სტრუქტურების მიერ მიღებული
ევროდირექტივები (1999/70/EC, 97/81/, 92/85/EEC, 89/391/EEC,
2001/23, 2002/14/EC)

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები (29, 52,


81, 87, 98, 100, 105, 111, 138, 144, 182)

ლექცია (ქვიზი)

თემა

შრომით -სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების არსი და პრინციპები;


თანასწორუფლებიანობა და ქვემდებარეობის პრინციპი; შრომითი ხელშეკრულების მიმართება
ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან; მოქმედების სფერო, შრომითი
ურთერთობების სუბიექტები, შრომის სამართლებრივი საერთაშორისო სტანდარტები;
1 კვირა
საკითხავი მასალა :

 საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები შველიძე,


ზაქარია გვერდი: 14-37; და 49-115;
 1930 წლის კონვენცია იძულებითი შრომის შესახებ (#29);
 1957 წლის კონვენცია იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ (#105);
 შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I ზაალიშვილი, ვ.(რედ.) გვერდი: 1-10 ; 85-138;
 მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია ჩაჩავა, სოფიო. გვერდი: 115-119;

გამოკითხვის სახე: წერითი;

ლექცია (ქვიზი)

თემა

შრომითი დისკრიმინაციის ცნება და მისი აკრძალვა, მტკიცების ტვირთი გონივრული


მისადაგება, დისკრიმინაციის ნიშნები, ფორმები და თვისებები;

საკითხავი მასალა:
2 კვირა

 საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები; თეიმურაზ


თოდრია, გვერდი: 118-165;
 1958 წლის „კონვენცია (დასაქმებასა და საქმიანობაში) დისკრიმინაციის შესახებ (#111);
 შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I ზაალიშვილი, ვ. გიორგი ამირანაშვილი, (რედ.)
გვერდი: 139-158;

გამოკითხვის სახე: წერითი;


ლექცია (ქვიზი)

თემა

შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა და სამუშაოზე მისაღები მინიმალური ასაკი,


წინასახელშეკრულებო ურთიერთობები და შეზღუდვები (განცხადება თავისუფალი სამუშაო ა
დგილის შესახებ, გასაუბრება, ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, შესაბამისობის შემოწმე
ბა), სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლები, შრომითი ხელშეკრულების დადება,
არსებითი პირობები, გამოსაცდელი და სტაჟირების ვადით შრომითი ურთიერთობები;

საკითხავი მასალა :
3 კვირა  საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები;
თეიმურაზ თოდრია, გვერდი: 39-41; და 166-191;
 1973 წლის კონვენცია „მინიმალური ასაკის შესახებ (#138);
 1999 წლის კონვენცია „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების შესახებ (#182);
 შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I ზაალიშვილი, ვ.(რედ.) გვერდი: 175-233;
 1999 წლის 28 ივნისის საბჭოს 1999/70/EC დირექტივა ევროპის პროფკავშირების
კონფედერაციის (ETUC), ევროპის მრეწველთა და დამსაქმებელთა კონფედერაციის
კავშირისა (UNICE) და დამსაქმებელთა და საწარმოთა ევროპული ცენტრის (CEEP) მიერ
გაფორმებული „ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების შესახებ” ჩარჩო შეთანხმების
თაობაზე;

გამოკითხვის სახე: წერითი;

ლექცია (ქვიზი)

თემა

სამუშაოს შესრულება, შრომის შინაგანაწესით დასარეგულირებელი პირობები, მივლინება,


სამუშაო დროის ხანგრძლივობა, ცვლაში მუშაობა, ზეგანაკვეთური სამუშაო, ღამით მუშაობა,
სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვა, სრული და არასრული სამუშაო განაკვეთი, შრომის
ანაზღაურების ფორმა, ოდენობა, გაცემის პირობები, დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან,
იძულებითი მოცდენა, საბოლოო ანგარიშსწორება;
4 კვირა
საკითხავი მასალა :

 საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები შველიძე,


ზაქარია გვერდი: 182-211;
 2003 წლის 4 ნოემბრის ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის დირექტივა 2003/88/EC
სამუშაო დროის ზოგიერთი ასპექტების შესახებ;
 1997 წლის 15 დეკემბრის ევროსაბჭოს დირექტივა 97/81/ EG UNICE, CEEP და EGB-ს
მიერ დადებული „არასრული სამუშაო დროის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმებასთან
დაკავშირებით -დანართი: „არასრული სამუშაო დროის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება;
 1951 წლის კონვენცია „თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ (#100);

გამოკითხვის სახე: წერითი;

ლექცია (ქვიზი)

თემა

შრომითი ურთიერთობების შეჩერების არსი და მისი საფუძვლები;

შვებულების სახეები: ანაზღაურებადი, ანაზღაურების გარეშე და შვებულება ორსულობის,


მშიბიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება
ახალშობილის შვილად აყვანის გამო;

საშვებულებო ანაზღაურება, შვებულების გადატანის გამონაკლისი შემთხვევები, შვებულების


5 კვირა მიცემის წესი, შვებულების მოთხივნის უფლება და დამსაქმებლის წინასწარი გაფრთხილება;

საკითხავი მასალა :
 საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, თამარ
ხაჟომია, გვერდი: 211-223;
 1936 წლის კონვენცია ანაზღაურებადი შვებულების შესახებ (#52);
 საბჭოს 1992 წლის 19 ოქტომბრის დირექტივა 92/85/EEC – ფეხმძიმე მუშაკების და იმ
მუშაკების, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, სამუშაო
ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშემწყობი ზომების
დანერგვის შესახებ (მეათე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-
16(1) მუხლის შესაბამისად);

გამოკითხვის სახე: წერითი;

ლექცია (ქვიზი)

თემა

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და წესი, მასობრივი დათხოვნა, საწარმოს


გადაცემა და დასაქმებულთა გარანტიები, მუშაობის გაგრძელება დამსაქმებლის მითითებით;
6 კვირა
საკითხავი მასალა :

 საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, ნათია


გუჯაბიძე, ქეთევან მესხიშვილი, გვერდი: 224-272;
 ევროპის საბჭოს 1998 წლის 20 ივლისის დირექტივა მასობრივი დათხოვნის თაობაზე წევრი
სახელმწიფოების კანონმდებლობის დაახლოების შესახებ;
 ევროპის საბჭოს 2001 წლის 12 მარტის 2001/23 დირექტივა საწარმოს, ბიზნესის ან საწარმოს
ან ბიზნესის ნაწილობრივ გასხვისებისას დასაქმებულთა უფლებების დაცვის შესახებ წევრი
სახელმწიფოების კანონმდებლობის დაახლოების თაობაზე;

გამოკითხვის სახე: წერითი;

ლექცია

თემა

შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა სამუშაო ადგილზე, დამსაქმებლისა და


დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები შრომის უსაფრთხოების პრევენციის
უზრუნველსაყოფად, შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა, კონსულტაციები და
შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა მონაწილეობა, უბედური შემთხვევებისა და
პროფესიული დაავადებების პრევენცია, სახელმწიფო ზედამხედველობა, მისი
განმახორციელებელი უწყებები, კომპეტენციები და სანქციები;

საკითხავი მასალა:

 „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ სართველოს ორგანული კანონი;


 „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
 საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივა 89/391/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის
ღონისძიებების შემოღების შესახებ;
7 კვირა
შუალედური

საგამოცდო თემატიკა, წერითი

კაზუსის ამოხსნა

ქულების
ჯამი
18
 ნორმები სწორად არის შერჩეული და განმარტებული, გამოკვეთილია
მათი შესაბამისობა ფაქტობრივ გარემოებებთან, მსჯელობა 100%
დასაბუთებულია
 ნორმები სწორად არის შერჩეული, თუმცა მათი განმარტება,
ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობის გამოკვეთა ან/და მსჯელობა არ 75%
არის ამომწურავი
 ნორმები სწორად არის შერჩეული, თუმცა ნორმის განმარტება,
ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობის გამოკვეთა ან/და მსჯელობა
ნაკლოვანია ან ნორმების უმრავლესობა სწორად არის შერჩეული და 50%
განმარტებული, გამოკვეთილია მათი შესაბამისობა ფაქტობრივ
გარემოებებთან, მსჯელობა დასაბუთებულია
 ნორმების ნაწილია სწორად შერჩეული და განმარტებული, მსჯელობა
25%
არასრულია
 ნორმები არ არის სწორად შერჩეული 0%

ლექცია (ქვიზი)

თემა

გაერთიანების თავისუფლება, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების მონაწილეობა


შრომით ურთიერთობებში, დასაქმებულთა გაერთიანებაში წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის
აკრძალვა, გაერთიანებების საქმიანობაში ჩარევის აკრძალვა, კოლექტიური ხელშეკრულების
დადების წინაპირობები და მისი შინაარსი, წარმომადგენლობა კოლექტიურ ურთიერთობებში;

8 კვირა საკითხავი მასალა :

 საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, შველიძე,


ზაქარია გვერდი: 274-286; და 312-317;
 „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
 1948 წლის კონვენცია ასოციაციის თავისუფლებისა და გაერთიანების უფლების დაცვის
შესახებ (#87) ‘
 1949 წლის კონვენცია გაერთიანების უფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკების
შესახებ (#98);

გამოკითხვის სახე: წერითი;

ლექცია (ქვიზი)

თემა

სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციების გამართვა, მისი პროცედურები


და ვალდებულებები, კონფიდენციალური ინფორმაცია, დასაქმებულთა დაცვის გარანტიები;

9 კვირა
საკითხავი მასალა :

 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 11 მარტის დირექტივა 2002/14/EC ევროპის


გაერთიანებაში დასაქმებულთათვის ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტირების
ზოგადი სტრუქტურის შექმნის შესახებ;
 „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გამოკითხვის სახე: წერითი;


ლექცია (ქვიზი)

თემა

ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავები, მათი განხილვა და გადაწყვეტა; გაფიცვა


და ლოკაუტი, მათი გადადებისა და შეჩერების პირობები, უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი,
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურები, შრომითი მედიაცია და მისი მეშვეობით მიღწეული
შეთანხმების აღსრულება; ხანდაზმულობა;
10 კვირა
საკითხავი მასალა :

 საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები შველიძე,


ზაქარია გვერდი: 286-303;
 შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I ზაალიშვილი, ვ., ნუნუ კვანტალიანი, (რედ.)
გვერდი: 67-85;

გამოკითხვის სახე: წერითი;

ლექცია (ქვიზი)

თემა

შრომის ინსპექციის სამსახური, სახელმწიფო ზედამხედველობა შრომის კანონმდებლობაზე,


შრომის ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების უფლებამოსილება,
სანქციები კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის, დისკრიმინაციის აკრძალვის
11 კვირა პრინციპის დარღვევის, იძულებითი შრომისა და კოლექტიური შრომითი ურთიერთობებიდან
გამომდინარე დარღვევებისთვის, დამსაქმებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა;

საკითხავი მასალა :

 საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსის“ მუხლი 75-81;


 „კონვენცია შრომის ინსპექციის შესახებ“ (81);

გამოკითხვის სახე: წერითი;

ლექცია (ქვიზი)

თემა
12 კვირა
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, მისი საქმიანობის პრინციპები, ფუნქციები და
უფლებემოსილებები;
საქართველოსა და ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული შრომის სამართლის
სტანდარტები;

საკითხავი მასალა :

 სოციალური დიალოგი მანცკე, ჰ; კორძახია, მ; გვერდი: 134-159;


 1976 წლის კონვენცია სამმხრივი კონსულტაციების (საერთაშორისო შრომის
სტანდარტები) შესახებ (#144);
 2014 წლის შეთანხმება „საქართველოსა და ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“;

გამოკითხვის სახე: წერითი;

პრეზენტაცია

შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის სამართლებრივი დოკუმენტის


მომზადება და პრეზენტაცია

შინაგანაწესის პროექტი

შინაარსობრივი მხარე - 5 ქულა

დოკუმენტის პროექტის ფორმა და შინაარსი აკმაყოფილებს საკანონმდებლო


მოთხოვნებს, მათ შორის წარმოდგენილია გარიგების ყველა არსებითი პირობა.
დოკუმენტის შინაარსი მაქსიმალურად პასუხობს იმ სამართლებრივ რისკებს,
რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მოცემული დავალების გათვალისწინებით - 100%

დოკუმენტის პროექტის ფორმა და შინაარსი აკმაყოფილებს საკანონმდებლო


13 კვირა მოთხოვნებს, მათ შორის წარმოდგენილია გარიგების ყველა არსებითი პირობა.
დოკუმენტის შინაარსი მეტწილად პასუხობს იმ სამართლებრივ რისკებს, რომლებიც
შეიძლება წარმოიშვას მოცემული დავალების გათვალისწინებით - 75%

დოკუმენტის პროექტის ფორმა და შინაარსი აკმაყოფილებს საკანონმდებლო


მოთხოვნებს, მათ შორის წარმოდგენილია გარიგების ყველა არსებითი პირობა.
დოკუმენტის შინაარსი არ პასუხობს იმ სამართლებრივ რისკებს, რომლებიც შეიძლება
წარმოიშვას მოცემული დავალების გათვალისწინებით - 50%

დოკუმენტის პროექტის ფორმა და შინაარსი მეტწილად აკმაყოფილებს საკანონმდებლო


მოთხოვნებს, თუცა არ არის წარმოდგენილი გარიგების ყველა არსებითი პირობა.
დოკუმენტის შინაარსი არ პასუხობს იმ სამართლებრივ რისკებს, რომლებიც შეიძლება
წარმოიშვას მოცემული დავალების გათვალისწინებით - 25%

დოკუმენტის პროექტის ფორმა და შინაარსი არ აკმაყოფილებს საკანონმდებლო


მოთხოვნებს, მათ შორის არ არის წარმოდგენილი გარიგების არსებითი პირობის
უმრავლესობა, დოკუმენტის შინაარსი არ პასუხობს იმ სამართლებრივ რისკებს,
რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მოცემული დავალების გათვალისწინებით - 0%

ტექნიკური მხარე - 1 ქულა

სამართლებრივი ტერმინოლოგია დაცულია. აზრი ტექსტუალური და სტრუქტურული


თვალსაზრისით ნათლად არის გადმოცემული - 100%

სამართლებრივი ტერმინოლოგია დაცულია, თუმცა აზრი ტექსტუალური და


სტრუქტურული თვალსაზრისით არ არის ნათლად გადმოცემული ან/და აზრი
ტექსტუალური და სტრუქტურული თვალსაზრისით ნათლად არის გადმოცემული,
თუმცა სამართლებრივი ტერმინოლოგია არ არის დაცულია - 50%

სამართლებრივი ტერმინოლოგია არ არის დაცული. აზრი ტექსტუალური და


სტრუქტურული თვალსაზრისით არ არის ნათლად გადმოცემული - 0%

პრეზენტაცია

პრეზენტაციის შინაარსი თანმიმდევრული, კონკრეტული, ლაკონურად ჩამოყალიბებუ


ლი და კარგად ორგანიზებულია, წარმოდგენილია შემოქმედებითად და ორიგინალურ
ად, ძირითადი საკითხები მკაფიოდაა გამოკვეთილი, მათ შორის ორგანული კავშირი ნ
ათელია, პრეზენტაციის ვიზუალური მხარე მაქსიმალურად ეფექტურია, მიზნობრივ ა
უდიტორიასთან უკუკავშირი სრულია - 100%

პრეზენტაციის შინაარსი მეტწილად თანმიმდევრული, კონკრეტული, ლაკონურად ჩამ


ოყალიბებული და კარგად ორგანიზებულია. ძირითადი საკითხები გამოკვეთილია, მა
თ შორის ორგანული კავშირი ძირითადად დაცულია, პრეზენტაციის ვიზუალური მხა
რე მაქსიმალურად ეფექტურია, თუმცა მიზნობრივ აუდიტორიასთან უკუკავშირი ფრა
გმენტულად დარღვეულია - 75%

პრეზენტაციის შინაარსი ძირითადად კონკრეტული და ლაკონურად


ჩამოყალიბებულია, თუმცა გარკვეული საკითხები ბუნდოვანია. საკითხებს შორის
ორგანული კავშირი ფრაგმენტულად დარღვეულია, პრეზენტაცია მონოტონურია,
მიზნობრივ აუდიტორიასთან უკუკავშირი არასრულია - 50%

შინაარსი არ არის ნათლად ჩამოყალიბებული, თუმცა პრეზენტაცია ტექნიკურად


გამართულია, საკითხებს შორის ორგანული კავშირი დარღვეულია, პრეზენტაცია
მონოტონურია, მიზნობრივ აუდიტორიასთან უკუკავშირი მხოლოდ ფრაგმენტულია -
25%

პრეზენტაციის შინაარი ბუნდოვანია, პრეზენტაცია ტექნიკურად გაუმართავი და


მონოტონურია, მიზნობრივ აუდიტორიასთან უკუკავშირი სრულადაა დარღვეული -
0%
მოსამზადებელი კვირა
14 კვირა

დასკვნითი გამოცდა

საგამოცდო თემატიკა

წერითი

კაზუსის ამოხსნა

ქულების
ჯამი
20
 ნორმები სწორად არის შერჩეული და განმარტებული,
გამოკვეთილია მათი შესაბამისობა ფაქტობრივ გარემოებებთან, 100%
მსჯელობა დასაბუთებულია
 ნორმები სწორად არის შერჩეული, თუმცა მათი განმარტება,
ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობის გამოკვეთა ან/და მსჯელობა 75%
არ არის ამომწურავი
 ნორმები სწორად არის შერჩეული, თუმცა ნორმის განმარტება,
ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობის გამოკვეთა ან/და მსჯელობა
15,16,17 კვირა ნაკლოვანია ან ნორმების უმრავლესობა სწორად არის შერჩეული და 50%
განმარტებული, გამოკვეთილია მათი შესაბამისობა ფაქტობრივ
გარემოებებთან, მსჯელობა დასაბუთებულია
 ნორმების ნაწილია სწორად შერჩეული და განმარტებული,
25%
მსჯელობა არასრულია
 ნორმები არ არის სწორად შერჩეული 0%

თემა სამართალში

ქულების
ჯამი
სამართლებრივი დასაბუთება 8
 სტუდენტი სრულად ფლობს საჭირო ინფორმაციას, გამოკვეთილია
დასმული საკითხებისთვის დამახასიათებელი სამართლებრივი
100%
პრობლემატიკა, მსჯელობა თანმიმდევრული და ლოგიკურია,
დასკვნები დასაბუთებულია
 სტუდენტი ფლობს საჭირო ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს,
75%
გამოკვეთილია დასმული საკითხებისთვის დამახასიათებელი
სამართლებრივი პრობლემატიკა, მსჯელობა საკმარისად
თანმიმდევრული და ლოგიკურია, დასკვნები დასაბუთებულია
 სტუდენტი ნაწილობრივ ფლობს საჭირო ინფორმაციას,
გამოკვეთილია დასმული საკითხებისთვის დამახასიათებელი
სამართლებრივი პრობლემატიკის ნაწილი, მსჯელობა მეტნაკლებად 50%
თანმიმდევრული და ლოგიკურია, დასკვნები მეტ დასაბუთებას
საჭიროებს
 სტუდენტის ინფორმაცია მოცემულ საკითხზე მწირია, დასმული
საკითხებისთვის დამახასიათებელი სამართლებრივი პრობლემატიკა
25%
სუსტად არის გამოკვეთილი, მსჯელობა არათანმიმდევრული და
ნაკლებად ლოგიკურია, დასკვნები სუსტად არის დასაბუთებული
 სტუდენტი არ ფლობს საკითხს 0%

ტექნიკური გაფორმება 2
 სამართლებრივი ტერმინოლოგია დაცულია. აზრი ტექსტუალური
100%
და სტრუქტურული თვალსაზრისით ნათლად არის გადმოცემული
 სამართლებრივი ტერმინოლოგია დაცულია, თუმცა აზრი
ტექსტუალური და სტრუქტურული თვალსაზრისით არ არის ნათლად 50%
გადმოცემული
 სამართლებრივი ტერმინოლოგია არ არის დაცული. აზრი
ტექსტუალური და სტრუქტურული თვალსაზრისით არ არის ნათლად 0%
გადმოცემული

ღია კითხვები სამართალში

ქულების
ჯამი
10
 პასუხი არის სრული დასმულ შეკითხვასთან მიმართებაში, სწორია
და აღწერილობითი მხარე/მსჯელობა ამომწურავად არის 100%
წარმოდგენილი, ტერმინოლოგია დაცულია
 პასუხი არის სრული დასმულ შეკითხვასთან მიმართებაში და
სწორია, მაგრამ აღწერილობითი მხარე/მსჯელობა არა არის
ამომწურავი, ტერმინოლოგია დაცულია ან/და პასუხი არის სრული
75%
დასმულ კითხვასთან მიმართებაში, სწორია და აღწერილობითი
მხარე/მსჯელობა ამომწურავად არის წარმოდგენილი, თუმცა
ტერმინოლოგია არ არის დაცული
 პასუხი სწორია, მაგრამ არ არის სრული დასმულ კითხვასთან
მიმართებაში, აღწერილობითი მხარე/მსჯელობა ამომწურავად არ არის 50%
წარმოდგენილი, ტერმინოლოგია დაცულია ან არ არის დაცული
 პასუხი არსებითად არ არის სრული დასმულ შეკითხვასთან
მიმართებაში, აღწერილობითი მხარე არ არის ამომწურავი, 25%
ტერმინოლოგია დაცულია ან არ არის დაცული
 პასუხი არ შეესაბამება დასმულ კითხვა, არცერთი კომპონენტი არ
0%
არის სწორი, ტერმინოლოგია დაცულია ან არ არის დაცული

აღდგენები/გადაბარებები
18,19 კვირაში

კაზუსის ამოხსნა:

ნორმები სწორად არის შერჩეული და განმარტებული, გამოკვეთილია 100%


მათი შესაბამისობა ფაქტობრივ გარემოებებთან, მსჯელობა
დასაბუთებულია
ნორმები სწორად არის შერჩეული, თუმცა მათი განმარტება, ფაქტობრივ 75%
გარემოებებთან შესაბამისობის გამოკვეთა ან/და მსჯელობა არ არის
ამომწურავი
ნორმები სწორად არის შერჩეული, თუმცა ნორმის განმარტება, 50%
ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობის გამოკვეთა ან/და მსჯელობა
ნაკლოვანია ან ნორმების უმრავლესობა სწორად არის შერჩეული და
განმარტებული, გამოკვეთილია მათი შესაბამისობა ფაქტობრივ
გარემოებებთან, მსჯელობა დასაბუთებულია
ქვიზის ნორმების ნაწილია სწორად შერჩეული და განმარტებული, მსჯელობა 25%
კრიტერიუმები არასრულია
ნორმები არ არის სწორად შერჩეული, მსჯელობა არარელევანტურია 0%

ღია კითხვები:

პასუხი არის სრული დასმულ შეკითხვასთან მიმართებით, სწორია და 100%


აღწერილობითი მხარე/მსჯელობა ამომწურავად არის წარმოდგენილი,
ტერმინოლოგია დაცულია
პასუხი არის სრული დასმულ შეკითხვასთან მიმართებით და 75%
სწორია, მაგრამ აღწერილობითი მხარე/მსჯელობა არა
არის ამომწურავი, ტერმინოლოგია დაცულია ან პასუხი არის სრული
დასმულ კითხვასთან მიმართებით, სწორია და აღწერილობითი
მხარე/მსჯელობა ამომწურავად არის წარმოდგენილი, თუმცა
ტერმინოლოგია არ არის დაცული
პასუხი სწორია, მაგრამ არ არის სრული დასმულ კითხვასთან 50%
მიმართებით, აღწერილობითი მხარე/მსჯელობა ამომწურავად არ არის
წარმოდგენილი, ტერმინოლოგია დაცულია ან არ არის დაცული
პასუხი არსებითად არ არის სრული დასმულ შეკითხვასთან 25%
მიმართებით, აღწერილობითი მხარე არ არის ამომწურავი,
ტერმინოლოგია დაცულია ან არ არის დაცული
პასუხი არ შეესაბამება დასმულ კითხვას, არც ერთი ნაწილი არ არის 0%
სწორი, ტერმინოლოგია დაცულია ან არ არის დაცული

ლექცია (ქვიზი) 30 ქულა 30%


შუალედური 18 ქულა 18%
პრეზენტაცია 12 ქულა 12%

 წერითი - 6 ქულა (მინიმალური 1.5 ქულა)


 ზეპირი - 6 ქულა (მინიმალური 1.5 ქულა)

შენიშნვა : თითოეულ კომპონენტში


სავალდებულოა მინიმუმის გადალახვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში განულდება
მთლიანი შეფასების ქულა
დასკვნითი გამოცდა 40 ქულა 40%

შედეგებ საქართველოში მოქმედი


შედეგების საშუალოს საუნივერსიტეტო
ის ზოგადი შეფასება
კოეფიციენტი (GPA) შეფასება
შეფასების საშუალო
სისტემა: 97-100 4,00 A+
94-96 3,75 A A ფრიადი
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+
84-86 3,00 B B ძალიან კარგი
81-83 2,75 B-
77-80 2,50 C+
74-76 2,25 C C კარგი
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+
64-66 1,50 D D დამაკმაყოფილებელი
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50 FX FX ვერ ჩააბარა
<40 F F ჩაიჭრა

ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2020 საქართველოს უნივერსიტეტი

You might also like