You are on page 1of 10

სამოქალაქო სამართალი

გვანცა კვაცაშვილი,ნინო გაგნიძე

სკოლა: 112

გაკვეთილის მიზანი:

 მოსწავლეს წარმოდგენა შეექმნას სამოქალაქო სამართლის ძირითადი


არსის შესახებ;
 ჰქონდეს ინფორმაცია უფლებათა კერძო სამართლის სუბიექტის და
ობიექტის, პრინციპების შესახებ;
 შეექმნას ზოგადი წარმოდგენა კერძო სამართლებრივი გარიგებების შეახებ;

გაკვეთილის შედეგი:

 ტრენინგის დასრულების შემდეგ,მოსწავლეებს პრაქტიკული სავარჯიშოების


შესრულების შემდეგ ექნებათ ინფორმაცია და ცოდნა სამოქალაქო სამართლის
ინსტიტუტის, მისი სუბიექტების, ობიექტების, რეგულირების სფეროს,
ქონებრივი ურთიერთობების მათ შორის გარიგებების შესახებ.

გაკვეთილის ჩატარების მეთოდები:

 ლექციური მეთოდი + ინტერაქცია


 ჯგუფური მუშაობის მეთოდი
 კაზუსის ამოხსნა
გეგმა:

საკითხი მეთოდი დრო ტრენერი

ლექციური მეთოდი + 3 წუთი ორივე ტრენერი


წინა მასალის თეზისებად ინტერაქცია
გამეორება

სამოქალაქო სამართლის ლექციური მეთოდი 10 წუთი ნინო გაგნიძე


რეგულირების სფერო/ქონებრივი
ურთიერთობები
კაზუსი N1 8-9 წუთი ორივე
(დანართი N1)

ლექციური მეთოდი 10 წუთი გვანცა კვაცაშვილი


კერძო სამართლის სუბიექტები

ლექციური მეთოდი 6 წუთი ნინო გაგნიძე


კერძო სამართლის ობიექტები

ლექციური მეთოდი 5 წუთი ნინო გაგნიძე


კერძო სამართლის პრინციპები

სავარჯიშო N2 7 წუთი ორივე


(დანართი 2)

გარიგებები ლექციური მეთოდი 10-11 წუთი გვანცა კვაცაშვილი

სავარჯიშო N 3 8 წუთი ორივე


(დანართი 3)

შეჯამება 3-4 წუთი ორივე


დანართი N 1

სავარჯიშო N1

მარიამმა გადაწყვიტა შეეძინა მიწის ნაკვეთი და გამხდარიყო მისი მფლობელი,


მართლაც, 2010 წლის 15 დეკემბერს მან იყიდა 4500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი
საგურამოში და საკუთრების უფლება დაარეგისტრირა სსიპ „საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოში“.

მეზობელმა დათამ გადაწყვიტა ესარგებლა იმით, რომ პირადი მიზეზების გამო


მარიამს მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი არ აუშენებია და 2022 წელს ყალბი
მიღება-ჩაბარების აქტით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე თავი მესაკუთრედ
დაირეგისტრირა. ამის შემდეგ კი, გააფორმა წერილობითი ხელშეკრულება ქეთისთან
და ნასყიდობის საფუძველზე გაასხვისა ეს ქონება.

შეაფასეთ სამართლებრივი მდგომარეობა და იმსჯელეთ აქვს თუ არა უფლება მარიამმა


მოითხოვოს ქეთისგან მიწის ნაკვეთის დაბრუნება.
დანართი N2

სავარჯიშო N2

ინსტრუქცია: განსაზღვრეთ რომელი მათგანია კერძო სამართლის და საჯარო


სამართლის იურიდიული პირი.
დანართი N3

სავარჯიშო N3

ინსტრუქცია: ქვემოთ მოცემული შემთხვევები დააკავშირეთ შესაბამისს


გარიგებებთან.

1. კოტე მეგობარმა ანამ დაპატიჟა დაბადების დღეზე, კოტემ ბევრი ფიქრის


შედეგად გადაწყვიტა ანასთვის ველოსპიედი მიეტანა დაბადებისდღის
წვეულებაზე;
2. ნუცა თავისი სახელფასო დანაზოგით გადაწყვიტა ბინა შეეძინა გიორგისგან,
გადაუხადა თანხა და დაირეგისტრირა ბინა საკუთრებაში;
3. ლეოს ძალიან მოეწონა ნანას მოტოციკლი და შესთავაზა ნანას მოტოციკლის
სანაცვლოდ მის კუთვნილ კვადროციკლს გადასცემდა, ნანას მოეწონა
აღნიშნული იდეა, ვინაიდან ის დიდი ხანია ოცნებობს მოტოციკლის მართვაზე;
4. ლუსიმ ოთახის დალაგების დროს ნახა ბაბუა დრაკის ანდერძი, რომლითაც მის
კუთვნილ აქციებს კომპანია „გლობალური ურჩხულები“ უტოვებდა ლუსის,
იგი ძალიან დანაღვლიანდა, მაგრამ შეუდგა ბაბუას ბოლო სურვილის
აღსრულებას;
5. ქეთის, რომელიც ახლახან ჩამოვიდა ინგლისიდან, სადაც 2 წლის
განმავლობაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა, მეზობელმა მის
კომპანიაში მუშაობა შესთავაზა. ქეთი შემოთავაზებას დათანახმდა, ხელი
მოაწერა კონტრაქტს და მუშაობა დაიწყო;

გარიგებები:

ნასყიდობის ხელშეკრულება შრომის ხელშეკრულება

ჩუქების ხელშეკრულება გაცვლის ხელშეკრულება

სამკვიდრო მოწმობის გაცემის


ხელშეკრულება
სამოქალაქო სამართლი

 სამოქალაქო სამართლის რეგულირების სფერო

სამართლის დარგი, რომელიც არეგულირებს სამართლებრივად თანასწორი


სუბიექტების (ფიზიკური და იურიდიული პირების) ურთიერთობებს. სამოქალაქო
სამართალი სამართლის ერთ-ერთი დარგია და განსხვავდება საჯარო
სამართალისა და სისხლის სამართლისაგან.

სამოქალაქო სამართალის რეგულირების სფერო მოიცავს კერძო ხასიათის: ქონებრივ,


საოჯახო და პირად ურთიერთობებს. სამოქალაქო სამართალლის ამოცანა, პირველ
რიგში, ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგებაა. ის ისეთი საზოგადოებრივი
ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია ნებით განსაზღვრულ წარმოებით
ურთიერთობასთან და რომელსაც აქვს გარკვეული ეკონომიკური ფასეულობა.

ქონებრივი ურთიერთობა:

 ხელშეკრულებები, რომლებიც ეხება სარგებლობის


უფლებას (ქირავნობა, იჯარა, თხოვება და ა.შ.).
 ხელშეკრულებები, რომლებიც გულისხმობს
სარგებლის სანაცვლოდ გარკვეული მომსახურების გაწევას
(ნარდობა, მომსახურება).
 ქონებრივი ურთიერთობების შეიძლება ეხებოდეს
მეუღლეთა ქონებას (საოჯახო სამართალი) მეუღლეთა
თანასაკუთრებას, სარჩოს უფლება და ა.შ.
 ქონებრივი ურთიერთობები შეიძლება ეხებოდეს ადამიანის გარდაცვალების
შემდეგ მისი ქონების განკარგვას. (მემკვიდრეობითი სამართალი)
 ხელშეკრულების მეშვეობით საქონლის გაცვლა (ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა და
ა.შ.).

პირადი არაქონებრივი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი)

18.1 ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით
უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის
თქმა მასზე. 18.2 პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას
საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი
რეპუტაცია შელახვისაგან…
 კერძო სამართლის სუბიექტები

ფიზიკური პირი

 ფიზიკური პირები– ყველა ადამიანი, მიუხედავად


მოქალაქეობისა.
 ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა – უნარი, ჰქონდეს
სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა
დაბადების მომენტიდან.
 მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე.
 ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი გარდაცვალებით.
გარდაცვალების მომენტად ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა.

ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და


მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო
უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან.

7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი


(მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება.

7-18 წლამდე, ასევე სრულწლოვანი,


რომელსაც სასამართლომ დაუწესა
მზრუნველობა, ითვლება შეზღუდულ
ქმედუნარიანად.

იურიდიული პირი
განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების
მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით
დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს
უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია
სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

“იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი


რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის
დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.“
იურიდიული პირი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი


საჯარო სამართლის იურიდიული პირი
კერძო სამართლის იურიდიული პირი საკანონმდებლო და სახელმწიფო
სხვა პირის ან პირთა გაერთიანების მიერ მმართველობის ორგანოებისაგან
დარეგისტრებული იურიდიული პირი, განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც
რომლის მიზანიც შეილება იყოს ან არ იყოს სახელმწიფოს კონტროლით
მოგების მიღება. დამოუკიდებლად ახორციელებს
პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ,
სოციალურ, საგანმანათლებლო,
კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები – მაგ: ამხანაგობები, თუმცა


მათ გააჩნიათ გარკვეული შეზღუდვები, როგორც სუბიექტებს, რაზეც უფრო
დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაშ მოგვიანებით.

სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირები – იმ


ურთიერთობებში წარმოადგენენ კერძო სამართლის პირებს, რომლებიც
სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა
მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.

 კერძო სამართლის ობიექტები

კერძო სამართლის ობიექტი არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობის


საგანი.

მატერიალური ქონებრივი სიკეთე – მაგ: ბინა, მანქანა, ოქროს საათი (ის,


რაც მატერიალური (ფიზიკური) სახით არსებობს).

არამატერიალური ქონებრივი სიკეთე – მაგ: ბრენდის სახელწოდება


(ისეთი ქონებრივი ღირებულების მქონე საგანი, რომელიც
არამატერიალური სახით არსებობს).

პირადი არაქონებრივი სიკეთე – მაგ: ღირსება, პატივი,


გამოსახულებაზე უფლება. (პიროვნებასთან დაკავშირებული,
ქონებრივი ღირებულების არ მქონე საგანი).
 კერძო სამართლის პრინციპები

კერძო ავტონომიის პრინციპი: ეწოდება კონკრეტულ პირთა შესაძლებლობას


მოაწესრიგონ ურთიერთობა ერთმანეთში- გარიგების, განსაკუთრებით
ხელშეკრულების მეშვეობით. პირს აქვს შესაძლებლობა დადოს ან არ დადოს ესა თუ
ის ხელშეკრულება, შეარჩიოს მისთვის სასურველი ადამიანი და ხელშეკრულების
მეორე მხარესთან შეთანხმებით თავისუფლად განსაზღვროს ამ ხელშეკრულების
შინაარსი.

კეთილსინდისიერების პრინციპი: სამოქალაქო კოდექსი სამართლებრივი


ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულობს რომ კეთილსინდისიერად
განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 გარიგების ცნება

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა ხორციელდება გარიგების


მეშვეობით. იმისთვის, რომ გარიგება ნამდვილად ჩაითვალოს, საჭიროა
კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა კანონით არ არის
დაწესებული, მაშინ მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

გარიგება შეილება დაიდოს როგორც


ზეპირად, ისე წერილობით. გარიგების
წერილობითი ფორმის არსებობისას
საკმარისია მონაწილე მხარეთა
ხელმოწერა; კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ან
მხარეთა შეთანხმებით, გარიგება ან
გარიგების ხელმოწერების
ნამდვილობა უნდა დაამოწმოს
ნოტარიუსმა ან სხვა პირმა.

გარიგება შეიძლება იყოს ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა,


რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგი.
ცალმხრივი გარიგებების სახეები:

1. ცალმხრივი გარიგებები, რომლებიც მხოლოდ ნების


გამომვლენ პირს ეხება.

მაგ: ქონების მიტოვების დროს, ქონების მესაკუთრე ნებას


ავლენს, თავისი საკუთრების უფლების გაუქმების მიზნით
კონკრეტულ ქონებაზე.

2. ცალმხრივი გარიგებები, რომლებიც იურიდიულ ძალას იძენენ


ერთი პირის ნების გამოვლენის შედეგად, მაგრამ უფლებრივ,
ქონებრივ ან სხვაგვარ უპირატესობას ანიჭებენ მესამე პირს. მაგ:
ანდერძი

3. გარიგება მესამე პირებს ეხება მაგრამ შესაძლოა მათ მოუტანოს ზიანი. ასეთი
ცალმხრივი გარიგების მაგალითია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა.

ცალმხრივი ხელშეკრულება– ხელშეკრულების მხარეებს მხოლოდ უფლებები აქვთ ან


მხოლოდ ვალდებულებები. მაგ: ჩუქების ხელშეკრულება.

ორმხრივი გარიგებები- ორმხრივი გარიგების კლასიკური


ფორმაა ხელშეკრულება. ხელშეკრულება, რომ ჩაითვალოს
ნამდვილად , მხარეებმა უნდა გამოავლინონ თავიანთი ნება.

ორმხრივი ხელშეკრულება -ამ დროს ხელშეკრულების ორივე


მხარეს აკისრია, როგორც მოვალეობები ასევე აქვთ უფლებები.
მაგალითად:ნასყიდობა.

მრავალმხრივი გარიგებები: მრავალმხირივი გარიგება- ყველაზე გავრცელებული


ფორმაა გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პირთა უმრავლესობით,
ხელშეკრულებისგან განსხვავებით შეიძლება არ დასჭირდეს კონსესუსი და პირთა
უმრავლესობის ნების გამოვლენით განხორციელდეს. მაგ: ბინის ამხანაგობის
წესდებაში ასეთი გადაწყვეტილების მიღება განისაზღვრულის ამხანაგობის წევრთა
2/3 თანხმობა.

You might also like