You are on page 1of 11

სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება ადმინისტრაციული სამართლის პროცესი


სასწავლო კურსის ავტორი დავით მაკარიძე, მოწვეული ლექტორი
ელ- ფოსტა: d.makaridze@seu.edu.ge

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ყოველკვირეულად, კონსულტაციის


ცხრილით განსაზღვრულ დროს, აგრეთვე ონლაინ რეჟიმში, მითითებულ
ელ. მისამართზე.
სასწავლო კურსის სტატუსი სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსი

სასწავლო კურსის მოცულობა 6 ECTS კრედიტი (1 კრედიტი - 25 სთ), სულ - 150 სთ.
ლექცია - 26 სთ;
სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 24 სთ;
საათების განაწილება სტუდენტის შუალედური გამოცდა - 2 სთ;
დატვირთვის შესაბამისად დასკვნითი გამოცდა - 3 სთ;
სულ საკონტაქტო - 55 სთ;
დამოუკიდებელი მუშაობა - 95 სთ.
დაშვების წინაპირობები საკონსტიტუციო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი I
სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა
ადმინისტრაციული დავების სასამართლოში განხილვის თავისებურებების
შესახებ, გააცნოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებული
ადმინისტრაციული პროცესუალური ნორმების პრაქტიკული გამოყენების,
სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების, შესაბამისი ნორმის
მოძიებისა და გამოყენების უნარი. ასევე, კურსის მიზანია, სტუდენტს
გააცნოს საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება, სასამართლო პრაქტიკა და
სამეცნიერო მოსაზრებები ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის ამა
თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
სწავლება-სწავლის მეთოდები და სასწავლო კურსში გამოყენებული სწავლება-სწავლის მეთოდებისა და
აქტივობები აქტივობების ზოგადი აღწერა

ლექცია შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად


მონაწილეობენ ლექტორი და სტუდენტი. ლექციის ძირითადი მიზანია
შესასწავლი საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს
გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ამასთან,
ყურადღება უნდა მიექცეს გადასაცემი მასალის ძირითად დებულებებს,
განმარტებებს, აღნიშვნებს, დაშვებებს. საჭიროა მთავარი საკითხების,
ფაქტებისა და იდეების კრიტიკული ანალიზი. ლექცია უნდა
უზრუნველყოფდეს შესასწავლი საგნის ძირითადი დებულებების
მეცნიერულ და ლოგიკურად თანმიმდევრულ შეცნობას ზედმეტი
დეტალებით გადატვირთვის გარეშე. ამიტომ, ის უნდა იყოს ლოგიკურად
დასრულებული. ამასთან, ფაქტები, მაგალითები, სქემები, ნახაზები, ცდები

1
და სხვა თვალსაჩინოებანი უნდა ემსახურებოდეს ლექციის იდეის ახსნას.
ლექციამ უნდა უზრუნველყოს მეცნიერების დიალექტიკური პროცესის
სწორი ანალიზი და უნდა აიგოს კონკრეტულ გარემოში სტუდენტთა
თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობის, ძირითად მეცნიერულ
პრობლემათა შეცნობასა და გაგებაზე ორიენტირებით. ლექციის მეთოდური
საკითხების დამუშავების დროს პედაგოგი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს
მასალის გადაცემის თანმიმდევრობაზე, ლექციის სტილზე, აუდიტორიასთან
კავშირზე. ლექცია უნდა მიმდინარეობდეს სტუდენტთა აქტიური
მონაწილეობით, მეთოდურ საშუალებათა და თვალსაჩინოების ფართო
გამოყენებით. თეორიული მასალა, რომელიც ლექციაზე გადაიცემა, კარგად
აღიქმება სამუშაო ჯგუფში მუშაობით და პრაქტიკული მეცადინეობებით.
სამუშაო ჯგუფში მუშაობის დანიშნულებაა სტუდენტებს მიეცეს ლექციაზე
მოსმენილი თემების გაღრმავების საშუალება. წამყვანი პროფესორის ან
სამუშაო ჯგუფში მეცადინეობის წამყვანი პედაგოგის მითითებით
სტუდენტი ან სტუდენტთა ჯგუფი მოიძიებს და ამუშავებს დამატებით
ინფორმაციას, ამზადებს პრეზენტაციას, წერს ესსეს და სხვ. სადაც
მოისმინება მოხსენებები, იმართება დისკუსია, კეთდება დასკვნები.
პროფესორი/პედაგოგი კოორდინაციას უწევს ამ პროცესების
მიზანმიმართულად წარმართვას.
დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს
სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტიურობას. დისკუსია
შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ეს პროცესი არ შემოიფარგლება
მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს
სტუდენტს მსჯელობისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
გონებრივი იერიში (Brain storming) – პრობლემის გადაჭრის ოპერატიული
მეთოდი შემოქმედებითი აქტიურობის სტიმულირების საფუძველზე.
მეთოდი გულისხმობს თემის ფარგლებში კონკრეტული
საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია
რადიკალურად განსხვავებული აზრის, იდეის ჩამოყალიბებისა და
გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი განაპირობებს
პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. მეთოდის
გამოყენება ეფექტიანია მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში.
დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად
წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ
ეფექტიანია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო
და ვიზუალური გზით მოვაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის
დემონსტრირება შესაძლებელია როგორც მასწავლებლის, ასევე სტუდენტის
მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის
აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება
მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად.
ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. ამ მეთოდს მიეკუთვნება
ლექცია, თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი
სიტყვების საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო
სტუდენტები მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად
აღიქვამენ და ითვისებენ.
პრეზენტაცია - არის სასწავლო-შემეცნებითი ხერხების ერთობლიობა,
რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა სტუდენტის
დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული შედეგების აუცილებელი

2
პრეზენტაციის პირობებში. ამ მეთოდით სწავლება ამაღლებს სტუდენტთა
მოტივაციასა და პასუხისმგებლობას. პრეზენტაციაზე მუშაობა მოიცავს
დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის
ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად.
შემთხვევის ანალიზი (Case study) - პროფესორი სტუდენტებთან ერთად
ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ
და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს.
ანალიზის მეთოდი სასწავლო პროცესში გვეხმარება სასწავლო მასალის,
როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით
მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული
საკითხების დეტალური გაშუქება.
ახსნა–განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული
საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს
კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება
მოცემული თემის ფარგლებში.
კაზუსის ამოხსნის მეთოდი - არის აბსტრაქტული ნორმების კონკრეტულ
ფაქტებთან სტრუქტურირებული მისადაგების მეთოდი. ეს მეთოდი
უზრუნველყოფს მტკიცებულებების წარდგენის პროცედურის მომზადებას
და აგრეთვე გამოიყენება სტუდენტებისთვის განსაკუთრებული
მნიშვნელობის მქონე ნორმის განმარტებისას, ასევე კაზუსის ამოხსნის
მეთოდი კანონის პრაქტიკულ შემთხვევევბზე გამოყენებისა და მორგების
მეთოდოლოგიას წარმოადგენს.
იმიტირებული პროცესი.

თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება -იმგვარი სწავლების სტრატეგიაა,


სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს,
არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს სასწავლო კურსის უკეთ
შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე
ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.

სწავლება-სწავლის პროცესში გამოსაყენებელი აქტივობები თითოეულ


სწავლის შედეგთან მიმართებით
ცოდნა და გაცნობიერება: ანალიზი, სინთეზი, ვერბალური ახსნა-განმარტება,
დემონსტრირება, შემთხვევის ანალიზი (Case study), დამოუკიდებელი
სწავლა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), გონებრივი იერიში
(Brain storming).
უნარი: შემთხვევის ანალიზი (Case study), გონებრივი იერიში (Brain storming),
დისკუსია/დებატები, ანალიზი, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
(PBL), იმიტირებული სასამართლო პროცესი, კაზუსის ამოხსნა,
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლება (PBL), იმიტირებული სასამართლო პროცესი.

შეფასების მეთოდები:
ღია და დახურული კითხვები, კაზუსის ამოხსნა, დისკუსია, იმიტირებული
პროცესი.
სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება

3
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

აღწერს ადმინისტრაციული სამართლის პროცესის არსს და პრონციპებს, ადმინისტრაციული დავის საფუძველს და


სასამართლო განსჯადობას, ადმინისტრაციული დავის საგნის თავისებურებებს, მხარეებსა და მესამე პირებს
ადმინისტრაციულ პროცესში, პროცესის ხარჯებს და მტკიცებულებათა შეკრების წესებს, განმწესრიგებელი სხდომის
არსს და თავისებურებებს, სარჩელთა სახეებს და დასაშვებობის თავისებურებებს, სააპელაციო და საკასაციო
წარმოების, საქმის წარმოების განახლების თავისებურებებს.
განსაზღვრავს ადმინისტრაციული დავის საგანს, დავის წარმოშობის მიზეზებს, ძირითად მახასიათებლებსა და და
მისი სამართლებრივი საშუალებებით გადაწყვეტის გზებს.

უნარი
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

ახდენს ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის საკითხებზე სამართლებრივად სწორი და დასაბუთებული


სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებას, ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სფეროში არსებული
პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებას და მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიებას,
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის მარეგულირებელი ნორმების განმარტებას და პრაქტიკულ საქმიანობაში
სწორად გამოყენებას.
ახდენს ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრობლემური საკითხების ანალიზს და სამართლებრივად
დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბებას, დებატებში ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგებას და იურიდიული
ტერმილოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის გადაცემას; ადმინისტრაციული საპროცესო
სამართლის საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის და მეცნიერული სიახლეების
მიდევნებას და ცოდნის მუდმივად განახლებას.
ადგენს იურიდიული შინაარსის საპროცესო დოკუმენტებს (ადმინისტრაციული სარჩელი, გადაწყვეტილება,
სააპელაციო და საკასაციო საჩივარი და სხვ.).

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

პრაქტიკული საქმიანობისას იცავს სამართლიანობის, კანონის უზენაესობის პრინციპს, ადამიანის უფლებებს,


სოციალურ და დემოკრატიულ ფასეულობებს;
მონაწილეობს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შესაბამისი პროცედურების დაცვითა და სამართლებრივი
საშუალებების გამოყენებით.

შეფასების სისტემა

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:


ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

4
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული
სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით გამოცდაზე


გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში, დასკვნითი გამოცდის შედეგის გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული
ქულათა რაოდენობა.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის
კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით
საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-
50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა მიმდინარე შუალედური შეფასებებით (აქტივობა, შუალედური


გამოცდა) არანაკლებ 11 ქულის დაგროვება.

დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს - არანაკლებ 12 ქულას.

კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა და


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.
შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
შუალედური შეფასება დასკვნითი შეფასება საბოლოო
(მაქსიმალური - 60 ქულა) (მაქსიმალური - 40 ქულა) შეფასება
(მაქსიმალური -
100 ქულა)
მიმდინარე აქტივობები შუალედური გამოცდა დასკვნითი გამოცდა
(მაქსიმალური - 36 ქულა) (მაქსიმალური - 24 ქულა) (მაქსიმალური - 40 ქულა)
3 ქულიანი 10 გამოკითხვა 1 კაზუსი 2 კაზუსი
3x10=30 ქულა 1x6=6 ქულა 2x10=20 ქულა
იმიტირებულ სასამართლო 18 დახურული ტიპის 20 დახურული ტიპის ტესტი
პროცესში მონაწილეობა - 6 ქულა ტესტი 20x1=20 ქულა
18x1=18 ქულა
აქტივობა აქტიურობა - 36 ქულა, რომელიც შედგება:

1. ჯგუფში მუშაობისგან, რომლის დროს სტუდენტის სააუდიტორო აქტიურობა


ფასდება ერთი კვირის განმავლობაში მაქიმუმ 3 ქულით, სულ 10-ჯერ: 10x3=30
ქულა. პირველი კვირა არ ფასდება. მოწმდება სალექციო მასალის ცოდნის დონე,
აქტიურობის ხარისხი, დასმული შეკითხვების და პასუხების ადეკვატურობა,
მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირების უნარი,
ძირითადი და დამატებითი ლიტერატურის დამუშავების ხარისხი, ანალიზის
უნარი, განსახილველ საკითხთა მკაფიოდ ფორმულირებისა და აზრის
ადეკვატურად გადმოცემის უნარი, ლოგიკურად და თანმიმდევრულად
მსჯელობის უნარი, დისკუსიაში მონაწილეობა, კამათის კულტურის ფლობა,
გუნდური მუშაობის უნარი, საშინაო და სააუდიტორიო დავალებების შესრულება,
კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა და სხვ.).

5
ყოველკვირეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია:
3 ქულა: სტუდენტი აქტიურად ჩაერთო სასემინარო მუშაობაში, გამოავლინა
მასალის კარგი ცოდნა, კარგად აქვს შესრულებული ლექტორის მიერ მიცემული
დავალება, კარგად აქვს დამუშავებული ლიტერატურა, დასმულ ყველა შეკითხვას
პასუხობს ამომწურავად, შეძლო დებატებში/დისკუსიაში აქტიურად ჩართვა,
გამოავლინა კამათის კულტურა, არგუმენტირებულად ჩამოაყალიბა თავისი
მოსაზრება. მართებულად გააანალიზა სამართლის ნორმა, შეძლო კაზუსის
დასაბუთებულად, სტრუქტურულად და ტერმინილოგიურად გამართულად და
მართებულად ამოხსნა, შეძლო პრეზენტაციის მასალის კარგად დაწერა და
აუდიტორიის წინაშე კარგად წარმოდგენა, რა დროსაც მეტყველებდა
გამართულად, ლოგიკურად, არგუმენტირებულად და შეძლო აუდიტორიისა და
ტექნიკური საშუალებების კარგად ფლობა, გამოავლინა საკითხის კარგი ცოდნა;

2 ქულა: სტუდენტი ნაწილობრივ ჩაერთო სასემინარო მუშაობაში, გამოავლინა


მასალის საშუალო დონეზე ცოდნა, ნაწილობრივ აქვს შესრულებული ლექტორის
მიერ მიცემული დავალება, მეტ-ნაკლებად აქვს დამუშავებული ლიტერატურა,
დასმული შეკითხვების ნაწილს პასუხობს, შეძლო დებატებში/დისკუსიაში
საშუალო დონეზე ჩართვა, ნაწილობრივ გამოავლინა კამათის კულტურა, მეტ-
ნაკლებად ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება, ნაწილობრივ მართებულად
გააანალიზა სამართლის ნორმა, საშუალო დონეზე შეძლო კაზუსის
დასაბუთებულად, სტრუქტურულად და ტერმინილოგიურად გამართულად და
მართებულად ამოხსნა, შეძლო პრეზენტაციის მასალის საშუალო დონეზე დაწერა
და აუდიტორიის წინაშე წარმოდგენა, რა დროსაც მეტყველებდა მეტ-ნაკლებად
გამართულად, ზომიერად ლოგიკურად, ნაწილობრივ არგუმენტირებულად და
შეძლო აუდიტორიისა და ტექნიკური საშუალებების საშუალო დონეზე ფლობა,
გამოავლინა საკითხის ნაწილობრივი ცოდნა;

1 ქულა: სტუდენტი ნაკლებად აქტიურია, ფლობს სილაბუსით


გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ
შეკითხვებზე გაცემული პასუხები ხშირ შემთხევაში მცდარია; ძირითადი და
დამატებითი ლიტერატურის დამუშავების ხარისხი დაბალია, კაზუსს ხსნის
მეთოდოლოგიის გამოყენების გარეშე, არასწორია კვალიფიკაცია, დასაბუთება
სუსტია.

0 ქულა: სტუდენტი არ ესწრება ან არ აქტიურობს სემინარზე, ვერ/არ გამოავლინა


მასალის ცოდნა, არ აქვს შესრულებული ლექტორის მიერ მიცემული დავალება,
ლიტერატურა დაუმუშავებულია, დასმულ შეკითხვებს უმეტესწილად ვერ
პასუხობს, დებატებში/დისკუსიაში ჩართვის დონე დაბალია, ვერ/არ გამოავლინა
კამათის კულტურა, უჭირს თავისი მოსაზრების ჩამოყალიბება, ვერ შეძლო
სამართლის ნორმის გაანალიზება, კაზუსი დაუსაბუთებელია, სტრუქტურულად
და ტერმინილოგიურად გაუმართავი და ამოხსნა არსებითად მცდარი, ვერ/არ
შეძლო პრეზენტაციის მასალის დაწერა და აუდიტორიის წინაშე წარმოდგენა,
მეტყველებდა გაუმართავად, არალოგიკურად, არგუმენტაციის გარეშე და ვერ/არ
შესძლო აუდიტორიისა და ტექნიკური საშუალებების ფლობა, არ გააჩნია
საკითხის ცოდნა.

ტესტური ამოცანების შესრულება - გამოკითხვაზე შეთავაზებული იქნება 10


ტესტი ოთხი სავარაუდო პასუხით. თითოეულ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 0.3
ქულით, არასწორი - 0 ქულით (სულ - მაქსიმალური 3 ქულა).

6
2. იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა - 6 ქულა.

შეფასების კრიტერიუმები:
მატერიალური, საპროცესო და ეთიკური ნორმების ცოდნა - max. 2 ქულა:
2 ქულა - სტუდენტი ზედმიწევნით იცავს მატერიალურ, პროცესუალურ და
ეთიკურ ნორმებს;
1 ქულა - სტუდენტი იცავს მატერიალურ, პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს,
თუმცა აღინიშნება რამდენიმე არაარსებითი შეცდომა;
0 ქულა - სტუდენტს იმიტირებულ სასამართლო პროცესი მონაწილეობა არ
მიუღია.

წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და


სხვ.) - max. 2 ქულა:
2 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება და სხვ.) კარგადაა
შედგენილი;
1 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება და სხვ.)
ხარვეზითაა შედგენილი.;
0 ქულა - სტუდენტს იმიტირებულ სასამართლო პროცესი მონაწილეობა არ
მიუღია.

ვერბალური კომუნიკაციის, მათ შორის მსჯელობის უნარი - max. 2 ქულა:


2 ქულა - გამოსვლები არგუმენტირებულია, სტუდენტის პოზიცია გამყარებულია
შესაბამისი სამართლებრივი მსჯელობით. იგი კარგად ფლობს იურიდიულ
ტერმინოლოგიას.
1 ქულა - გამოსვლები არ არის საკმარისად არგუმენტირებულია. სტუდენტის
პოზიცია პერიოდულად ემყარება შესაბამის მსჯელობას. იგი არასრულად ფლობს
იურიდიულ ტერმინოლოგიას.
0 ქულა - სტუდენტს იმიტირებულ სასამართლო პროცესი მონაწილეობა არ
მიუღია.
შუალედური გამოცდა საგამოცდო ბილეთი (24 ქულა) შედგება ორი კომპონენტისაგან, შეფასებები
ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) დახურული კითხვები - ტესტები. ფასდება 18 ქულით. თითოეულ ტესტში


წარმოდგენილი იქნება კითხვა 4 სავარაუდო პასუხით. სწორი პასუხი შეფასდება 1
ქულით, არასწორი პასუხი - 0 ქულით.

ბ) 1 კაზუსი – მაქსიმალური 6 ქულა.


კაზუსის შეფასებისი კრიტერიუმია:
6 ქულა - მაღალი დონის ნამუშევარი. ყველა პრობლემა დანახულია, აქცენტები
სწორად არის დასმული. ნაშრომი გამართულია გრამატიკულად და
სტილისტურად. კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და სქემებს სტუდენტი ფლობს
ზედმიწევნით კარგად.
5 ქულა - კვალიფიციური ნამუშევარი. ძირითადი პრობლემები დანახული და
სრულად წარმოჩენილია. სტუდენტს არ გააჩნია იურიდიული წერის პრობლემა,
ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და სქემებს.
4 ქულა - საშუალო დონის ნამუშევარი. ძირითადი პრობლემების უმეტესობა

7
დანახული და წარმოჩენილია. სტუდენტი ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და
ძირითად სქემებს. ნაშრომში არსებული იურიდიული და გრამატიკული
შეცდომების გამო, ნაწერი ფასდება როგორც საშუალო სტანდარტის.
3 ქულა - დაბალი დონის ნამუშევარი. ძირითადი პრობლემების მხოლოდ მცირე
ნაწილია დანახული და წარმოჩენილი. სტუდენტი ვერ აკეთებს სწორ აქცენტებს,
მისი მართლწერა, სტილი და ტავტოლოგია ნაკლოვანია. მიუხედავად ამისა,
სტუდენტს ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკის ძირითად საფუძვლებს.
1-2 ქულა - ძალიან დაბალი დონის ნამუშევარი. პრობლემების აბსოლუტური
უმეტესობა არ არის დანახული. სტუდენტი ვერ აკეთებს სწორ აქცენტებს, სტილი
და ტავტოლოგია ნაკლოვანია. გამოსაცდელი არ ფლობს კაზუსის ამოხსნის
ტექნიკას, არ იცის სქემები.
0 ქულა - ფორმალური ნაშრომი ან არ გამოცხადება.
დასკვნითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის შედეგების მაქსიმალური შეფასება შეადგენს 40 ქულას.
საგამოცდო ბილეთი შედგება ორი კომპონენტისაგან, შეფასებები ნაწილდება
შემდეგნაირად:

ა) დახურული კითხვები. ტესტები - ფასდება 20 ქულით. ტესტში წარმოდგენილი


იქნება 20 დახურული კითხვა, თითოეული - 4 სავარაუდო პასუხით. სწორი
პასუხი შეფასდება - 1 ქულით, არასწორი პასუხი - 0 ქულით.

ბ) კაზუსის ამოხსნა: რაოდენობა 2. თითოეული ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით


(სულ - მაქსიმალური 20 ქულა).
კაზუსის შეფასების კრიტერიუმები:
9-10 ქულა - მაღალი დონის ნამუშევარი. ყველა პრობლემა დანახულია, აქცენტები
სწორად არის დასმული. ნაშრომი გამართულია გრამატიკულად და
სტილისტურად. კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და სქემებს სტუდენტი ფლობს
ზედმიწევნით კარგად.
7-8 ქულა - კვალიფიციური ნამუშევარი. ძირითადი პრობლემები დანახული და
სრულად წარმოჩენილია. სტუდენტს არ გააჩნია იურიდიული წერის პრობლემა,
ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და სქემებს.
5-6 ქულა - საშუალო დონის ნამუშევარი. ძირითადი პრობლემების უმეტესობა
დანახული და წარმოჩენილია. სტუდენტი ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და
ძირითად სქემებს. ნაშრომში არსებული იურიდიული და გრამატიკული
შეცდომების გამო, ნაწერი ფასდება როგორც საშუალო სტანდარტის.
3-4 ქულა - დაბალი დონის ნამუშევარი. ძირითადი პრობლემების მხოლოდ მცირე
ნაწილია დანახული და წარმოჩენილი. სტუდენტი ვერ აკეთებს სწორ აქცენტებს,
მისი მართლწერა, სტილი და ტავტოლოგია ნაკლოვანია. მიუხედავად ამისა,
სტუდენტს ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკის ძირითად საფუძვლებს.
1-2 ქულა - ძალიან დაბალი დონის ნამუშევარი. პრობლემების აბსოლუტური
უმეტესობა არ არის დანახული. სტუდენტი ვერ აკეთებს სწორ აქცენტებს, სტილი
და ტავტოლოგია ნაკლოვანია. გამოსაცდელი არ ფლობს კაზუსის ამოხსნის
ტექნიკას, არ იცის სქემები.
0 ქულა - ფორმალური ნაშრომი ან არ გამოცხადება.

8
სასწავლო კურსის შინაარსი

კვირა სწავლების სთ. თემატიკა


ფორმა
I ლექცია 2 თემა 1. ადმინისტრაციული პროცესის ცნება, წყაროები, პრინციპები.
კვირა
საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე,
შეფასების სისტემაზე და სავალდებულო ლიტერატურაზე. დისკუსია.

II ლექცია 2 თემა 2. დავის საგანი, განსჯადობა და უწყებრივი ქვემდებარეობა.


კვირა

ჯგუფში 2 დისკუსია/დებატები. განვლილი მასალის ზეპირი გამოკითხვა.


მუშაობა
III ლექცია 2 თემა 3. ადმინისტრაციული პროცესის მონაწილეები.
კვირა
ჯგუფში 2 დისკუსია/დებატები, განვლილი მასალის წერითი გამოკითხვა.
მუშაობა
IV ლექცია 2 თემა 4. პროცესის ხარჯები, საპროცესო ვადები, სასამართლო მტკიცებულებები.
კვირა
ჯგუფში 2 დისკუსია/დებატები, განვლილი მასალის წერითი გამოკითხვა.
მუშაობა
V ლექცია 2 თემა 5. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების
კვირა საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა.

ჯგუფში 2 დისკუსია/დებატები, განვლილი მასალის ზეპირი გამოკითხვა.


მუშაობა
VI ლექცია 2 თემა 6. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასარჩელო წარმოება.
კვირა
ჯგუფში 2 დისკუსია/დებატები, განვლილი მასალის წერითი გამოკითხვა.
მუშაობა
შუალედუ 2 სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და გავიდეს
VII-VIII რი გამოცდაზე.
კვირა გამოცდა

IX ლექცია 2 თემა 7. სარჩელი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან


კვირა ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

ჯგუფში 2 ადმინისტრაციული სარჩელის პროექტის მომზადება.


მუშაობა
X ლექცია 2 თემა 8. სარჩელი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
კვირა
ჯგუფში 2 დისკუსია/დებატები, პრეზენტაცია, კაზუსის ამოხსნა.
მუშაობა
XI ლექცია 2 თემა 9. სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე.
კვირა

9
ჯგუფში 2 დისკუსია/დებატები, განვლილი მასალის ზეპირი გამოკითხვა.
მუშაობა
XII ლექცია 2 თემა 10. აღიარებითი სარჩელი.
კვირა
ჯგუფში 2 დისკუსია/დებატები, განვლილი მასალის წერითი გამოკითხვა.
მუშაობა
XIII ლექცია 2 თემა 11. სახელშეკრულებო დავები. ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან
კვირა გამომდინარე დავები. უფლების პრევენციული დაცვა.

ჯგუფში 2 დისკუსია/დებატები, კაზუსის ამოხსნა.


მუშაობა
XIV ლექცია 2 თემა 12. აპელაცია და კასაცია.
კვირა
ჯგუფში 2 განვლილი მასალის ზერითი გამოკითხვა.
მუშაობა
XV ლექცია 2 თემა 13. ადმინისტრაციული სამართალწარმოების განსაკუთრებული სახეები.
კვირა ადმინისტრაციული სამართალწარმოება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული
დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით;
ადმინისტრაციული სამართალწარმოება ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა
და გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის
დადებასთან დაკავშირებით; ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიტიკური
რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირებისათვის და მათი პირველი რიგის
მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციული სამართალწარმოება არასრულწლოვანთა სკოლა-პანსიონში
გაგზავნასთან დაკავშირებით.
ჯგუფში 2 იმიტირებული სასამართლო პროცესი.
მუშაობა
XVI-XIX დასკვნითი 3 სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და გავიდეს
კვირა გამოცდა გამოცდაზე.

XVII-XX სტუდენტს დამატებითი გამოცდაზე გასვლა შეუძლია დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან
კვირა არანაკლებ 5 დღეში

ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1. ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, მ.
კოპალეიშვილი, პ. ტურავა, ი. ხარშილაძე, ხ. ლორია, თ. გვარამაძე, თ. ღვამიჩავა,
თბ., 2018;
2. ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, მ.
კოპალეიშვილი, ნ. სხირტლაძე, ე. ქარდავა, პ. ტურავა (რედ.), თბ., 2016;
3. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, ავტორთა კოლექტივი,
რედ. ვ. ლორია, მესამე გამოცემა, თბ., 2008.
●შენიშვნა: სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში კანონმდებლობაში
შესულმა ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა მოახდენოს სალექციო თემებსა და
მითითებულ ლიტერატურაზე, ამის შესახებ სტუდენტი ინფორმირებული იქნება.

დამხმარე ლიტერატურა 1. ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, მ.


კოპალეიშვილი, ნ. სხირტლაძე, ე. ქარდავა, პ. ტურავა (რედ.), თბ., 2008;
2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, მ. ვაჩაძე,
ი. თოდრია, პ. ტურავა, ნ. წკეპლაძე, თბ., 2005;

10
3. ვ. ლორია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, თბ., 2002;
4. მ. კოპალეიშვილი, ადმინისტრაციული გარიგება., თბ., 2003;
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, თ. ლილუაშვილი,
ვ. ხრუსტალი, თბ., 2004;
6. ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების
თავისებურებანი, მ.სალხინაშვილი, ზ.მეიშვილი, თბ., 2005;
7. პრაქტიკული რეკომენდაციები ადმინისტრაციულ საპროცესო სამართლის
საკითხებზე მაგისტრატი მოსამართლეებისათვის, საქართველოს უზენაესი
სასამართლო, 2010;
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რეგულარული
შეხვედრების შედეგად სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში
შემუშავებული რეკომენდაციები და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, სუს, 2011;
9. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, პაატა ტურავა,
ნათია წკეპლაძე, ,თბ., 2010;
10. ოჯახური ძალადობა ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ, ონისენტი
დაიჯესტი N6, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემა
(თარგმანი), 2006;
11. ჯ. რუსიაშვილი, ადმინისტრაციული ორგაოების მიერ ზიანის ანაზღაურება
(კანონმდებლობის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა), გამომც. „მერიდიანი“,
თბ., 2013;
12. „საზღვარგარეთის ქვეყნების ადმინისტრაციული სამართალი“, თარგ. ი.
ხარშილაძე, ნ. ოვსიანიკოვა, თსუ გამომცემლობა, 2014.

ნორმატიული მასალა
1. საქართველოს კონსტიტუცია, 1995;
2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, 1999;
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999;
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 1997;
5.საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ, 2001;
6.საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, 2006;
7. საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“, 2006;
8. საქართველოს კანონი „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების
შესახებ“, 2011;
9. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“, 1998;
10. საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების
მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“,
1997.

ინტერნეტ-მისამართები:
ნორმატიული მასალის მოძიება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე :
www.parliament.ge
www.justice.gov.ge

11

You might also like