You are on page 1of 3

2 კაზუსი თითოეული შეფასდება 10 ქულით

5 ტესტი თითოეული შეფასდება 2 ქულით

1-   კაზუსი

გვიან ღამით სასმელისგან შეზარხოშებულ ო-ს და ა-ს ქეიფისას სასმელი


შემოაკლდათ. ო-მ გადაწყვიტა სასმელი მაღაზიიდან ამოეტანა, სადაც მისი
მეზობელი გამყიდველად მუშაობდა. მაღაზიაში ჩასულმა ო-მ სთხოვა
გამყიდველს სამი ბოთლი ღვინო მიეცა, რომლის საფასურს უახლოეს დღეებში
გადაიხდიდა. გამყიველისგან მან უარი მიიღო. გაბრაზებული ო გარეთ
გამოვიდა და იქვე პატარა ძაღლთან ერთად მოსეირნე გოგონასთან დანით
მივარდა და უთხრა: თუ ფულს არ მისცემდა მის ძაღლს ყელს გამოჭრიდა .
გოგონას შეეშინდა და ყვირილი დაიწყო. ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილზე
დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.

დააკვალიფიცირეთ ო-ს მოქმედება.

2-   კაზუსი

ა 10000 ევროიანი ოქროს სამკაულის მითვისების მიზნით მივიდა ერთ-ერთ


მაღაზიასთან. სადაც მან სრულიად მოულოდნელად დაცვის თანამშრომელი
შენიშნა. ა-ს შესაძლებლობა ჰქონდა სრულიად შეუმჩნევლად მოეკლა დაცვის
თანამშრომელი, მაგრამ მან ჩანაფიქრის განხორციელება მომავლისთვის
გადადო.

მიეცით კვალიფიკაცია განხორციელებულ ქმედებას.

ტესტები

1) ტყავის ფაბრიკის დარაჯმა, ღამის საათებში მორიგეობისას, ამავე ფაბრიკის


ერთ-ერთი საამქროდან ტყავის ნაწარმი სახლში წაიღო მითვისების მიზნით.

როგორ დაკვალიფიცირდება ქმედება?

ა. ჩადენილია მითვისება.

ბ. ჩადენილია ქონებრივი დაზიანება მოტყუებით.


გ. ჩადენილია ქურდობა.

დ. ჩადენილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

2) ღ-მ ბანკს მიაწოდა ყალბი ცნობა მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ


კრედიტის მისაღებად. მისმა ასეთმა მოქმედებამ ბანკს მნიშვნელოვანი ზიანი
მიაყენა.

დააკვალიფიცირეთ ღვინიაშვილის ქმედება.

ა. თაღლითობა.

ბ. სხვისი ქონების მითვისება.

გ. კრედიტის უკანონოდ მიღება.

დ. ცრუ მეწარმეობა.

3) ღია წყლებში მცურავ ტურისტულ გემზე მყოფი ე თავს დაესხა ა-ს და


მოსთხოვა 5000 ევროს გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ
ჩემოდნებს წყალში გადაუყრიდა. ა-მ დაუყოვნებლივ გადასცა ფული ე-ს.

დააკვალიფიცირეთ ე-ს მოქმედება.

ა. ჩადენია მეკობრეობა და მუქარა.

ბ. ჩადენილია ყაჩაღობა.

გ. ჩადენილია ძარცვა და გამოძალვა.

დ. ქმედება დაკვალიფიცირდება ძარცვად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

4) რ-მ ყაჩაღური თავდასხმის დროს დააზიანა საწარმოს სეიფები, დაამტვრია


კარები და ფანჯრის მინები, აგრეთვე გააფუჭა ძვირადღირებული
სიგნალიზაციის სისტემა. მიყენებულმა ზარალმა 6500 ლარს მიაღწია.

დააკვალიფიცირეთ რ-ს ქმედება:


ა. რ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა.

ბ. რ-მ ჩაიდინა ნივთის დაზიანება და განადგურება.

გ. რ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა და სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.

დ. რ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა სადგომში შეღწევით და სხვისი ნივთის დაზიანება და


განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

5) მაღაზის გამყიდეველმა პ-ს ტელევიზორის ყიდვისას ცრუ ინფორმაცია


მიაწოდა ხარისხის შესახებ. ექსპლოატაციისას აღმოაჩინა, რომ მაღაზიის მიერ
მცდარი წარმოდგენა შეუქმნეს ტელევიზორის მონაცემების შესახებ და შეიტანა
საჩივარი, რადგან მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა.

დაისჯება თუ არა გამყიდველი?

ა. არა, არ დაისჯება.

ბ. დიახ, პასუხს აგებს სამოქალაქო წესით.

გ. დიახ, დაისჯება მომხმარებლის მოტყუებისთვის.

დ. დიახ, დაისჯება თაღლითობისთვის.

You might also like