You are on page 1of 2

კაზუსი ბოლო სემინარისთვის

დავალება: გაეცანით ფაქტობრივ გარემოებებს, მოიფიქრეთ, რა


დარღვევებზე შეუძლია, იდავოს დასაქმებულმა? წარადგინოს
სასარჩელო მოთხოვნები (რაც შეიძლება, მეტი) და მოთხოვნის
საფუძვლები.

ფაქტობრივი გარემობები:

ლიზა დასაქმებული იყო არასამეწარმეო იურიდიული პირის


„კულტურა როგორც ასეთი“ კანცელარიის განყოფილების მთავარ
სპეციალისტად 2013 წლის 31 დეკემბრიდან. განყოფილებაში იყო სულ
ორი შტატი: განყოფილების უფროსი და მთავარი სპეციალისტი.
ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო ერთი წელი.

2015 წლის 8 იანვრიდან მასთან კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება


ერთი წლის ვადით. ამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ,
2016 წლის 15 იანვარს კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება 1 წლის
ვადით.

2016 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეში ლიზამ ორჯერ გააცდინა


სამსახური. ადმინისტრაციას წერილობით აცნობა, რომ გაცდენის
მიზეზი ორივე შემთხვევაში იყო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის
მიერ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა, სადაც
მას სთხოვეს ღონისძიების მუსიკალური გაფორმება. 2016 წლის 9
ოქტომბერს აიპ-ის დირექტორმა გამოსცა ბრძანება ლიზას
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების მიზეზად
მიეთითა დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია.

რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა კანცელარიის განყოფილება.


რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებული ახალი საშტატო განრიგის
მიხედვით, დაწესებულებაში შეიქმნა საქმის წარმოებისა და
საინფორმაციო განყოფილება, რომელიც შედგება სამი საშტატო
ერთეულისგან: განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი და
წამყვანი სპეციალისტი.

You might also like