You are on page 1of 3

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის

გენერალურ დირექტორს

გიორგი კეკელიძეს

ალექსანდრე მაღრაძე

მის: ქ. თბილისი, გლდანი, მე-2 მკ/რ, 26-ე კორპუსი, ბინა 151

ტელ: 577097858

ადმინისტრაციული საჩივარი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ

მოთხოვნა:

1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული


ბიბლიოთეკის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის 2019
წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება N01 / 404 საჯარო ინფორმაციის გაცემაზე
უარის თქმის ნაწილში.
2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მომაწოდოს
2019 წლის 15 ნოემბრის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია,
კერძოდ კი, თქვენს დაწესებულებაში თანამდებობის პირთა ვინაობის შესახებ
და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის თაობაზე.

დავის არსის მოკლე მიმოხილვა:

2019 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე


და მე-40 მუხლების საფუძველზე მოვითხოვე საჯარო ინფორმაცია საქართველოს
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თანამდებობის პირთა ვინაობისა და მათი
შრომის ანაზღაურების ოდენობის თაობაზე.
2019 წლის 17 ნოემბერს მივიღე პასუხი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს სხვისი
პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, საკმარისი სამართლებრივი
საფუძვლის გარეშე.

კერძოდ კი, აღნიშნული პასუხის თანახმად, ,, საქართველოს ზოგადი


ადმინისტრაციული კოდექსის“ 44-ე მუხლი, ადგენს რა პერსონალური მონაცემების
საიდუმლოების რეგულაციებს, განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების
ვალდებულებას არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის
თანხმობის, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს
გადაწყვეტილების გარეშე. სწორედ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე
მეთქვა უარი ამ ინფორმაციის გაცემაზე.

მიმაჩნია, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის უარით ამ


სახის ინფორმაციის გაცემაზე უსაფუძვლოდ შემეზღუდა საქართველოს
კონსიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლების უფლება.

საჩივრის სამართლებრივი დასაბუთება:

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს


ყველა მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო
დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ
დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ
საიდუმლოებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად,


საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური
მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან
სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე
წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კანონი პირდაპირ განმარტავს ჩემ მიერ


მოთხოვილი ინფორმაციის საჯაროობის საკითხს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ
მიერ მოთხოვილი ინფორმაცია შეეხება თქვენს დაწესებულებაში მომუშავე
თანამდებობის პირთა ვინაობასა და მათ ანაზღაურებას, გთხოვთ დააკმაყოფილოთ
წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი და გადმომცეთ ინფორმაცია, რომელიც
კანონის შესაბამისად საჯაროა.
ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა:

დანართი N1 (1 ფურცელი) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან


მიღებული წერილის ასლი

პატივისცემით,

ალექსანდრე მაღრაძე 12.12.2019 წ.

You might also like