You are on page 1of 3

ალექსანდრე მაღრაძე

საჩივარი N DIS15003481 (SPA)

სადავო შესყიდვის

N SPA100000007

დავის განხილვის დრო და ადგილი

11.12.2018.

ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა N8

მომჩივანი

შპს ,,ალტა“ (211380691)

ქ. თბილისი, საბურთალოს ქ. N 35, +995 32 510 111, info@alta.com.ge

შემსყიდველი ორგანიზაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (204383176)

ქ. თბილისი, გულუას ქ. N 10, 0322411517, s.vacheishvili@mia.gov.ge

დაინტერესებული მხარე

არ არის მითითებული

შესყიდვის კატეგორია (CPV)

30231310 - ბრტყელი მონიტორები

გასაჩივრებულია
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება

1.კონკრეტულად მიუთითეთ თუ რას ეხება თქვენი საჩივარი

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას

1.1. რომელი ოქმით (მიუთითეთ შესაბამისი რეკვიზიტები) მიიღო


სატენდერო/საკონკურსო კომისიამ სადავო გადაწყვეტილება?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის 2018 წლის 9


დეკემბრის ოქმი N 3

1.2.მიუთითეთ სატენდერო/საკონკურსო პირობების კონკრეტული ჩანაწერი ან/და


ნორმატიული აქტის შესაბამისი ნორმა (მუხლი, პუნქტი/ნაწილი, ქვეპუნქტი),
რომელთან/რომლებთან შეუსაბამობა/შესაბამისობა დაადგინა
სატენდერო/საკონკურსო კომისიამ სადავო გადაწყვეტილებით.

სატენდერო დოკუმენტაცია - ფასების ცხრილი.

2.მიუთითეთ ნორმატიული აქტის შესაბამისი ნორმა (მუხლი, პუნქტი/ნაწილი,


ქვეპუნქტი), რომელსაც ეწინააღმდეგება სატენდერო/საკონკურსო კომისიის სადავო
გადაწყვეტილება/ქმედება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება


N12-ით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 27-ე
(ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების წესი) და 32-ე (პრეტენდენტის
დისკვალიფიკაცია) მუხლები.

3.დეტალურად დაასაბუთეთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება თქვენ მიერ


გასაჩივრებული სატენდერო/საკონკურსო კომისიის სადავო
გადაწყვეტილება/ქმედება კანონმდებლობას?

სატენდერო კომისიამ 2018 წლის 9 დეკემბრის ოქმი N3-ით დისკვალიფიკაცია მისცა


შპს ,,ალტა“-ს იმის გამო, რომ პრეტენდენტს ფასების ცხრილი ატვირთული ჰქონდა
ელექტრონული ხელმოწერის გარეშე. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ქმედება
ექვემდებარება დაზუსტებას და არ არის პრეტენდენტის დაზუსტების გარეშე
დისკვალიფიკაციის საფუძველი. აღნიშნული გარემოება არსებითად არ ცვლის
სატენდერო წინადადებას და არ ზრდის წინადადების ფასს. დაზუსტებას არ
ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, იმ შემთვევაში თუ სატენდერო
დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი ან მასში არ
არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის,
მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან
განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა. არც ერთი ეს შემთხვევა, რაც
განსაზღვრულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ
მიღებულ ნორმატიულ აქტში, არ ფიქსირდება შპს ,,ალტა“-ს ქმედებაში. გარდა ამისა
წარმოგიდგენთ დავის ნომერს (DIS190000525_01(NAT), სადაც ანალოგიური საკითხი
გადაწყვეტილია მომჩივანის სასარგებლოდ. გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ უარს არ
ვამბობთ სატენდერო წინადადებაზე, ჩვენი ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება
სატენდერო პირობებს, ასევე ტექნიკური დოკუმენატცია წარმოდგენილი გვაქვს
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილ ვადებში, ერთადერთი რაც ტექნიკური
ხარვეზის შედეგადაა გამოწვეული, ესაა მხოლოდ ელექტრონული ხელმოწერის არ
არსებობა. ვფიქრობთ, ამ გარემოებებისდა გამო შპს ,,ალტა“-ს ამ საფუძვლით
დისკკვალიფიკაცია აზრს მოკლებულია და არ პასუხობს კანონმდებლობის მიერ
წაყენებულ მოთხოვნებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციასთან მიმართებით.

4. მიუთითეთ მოთხოვნა

გაუქმდეს სატენდერო კომისიის 2018 წლის 9 დეკემბრის N3 ოქმით მიღებული


გადაყვეტილება შპს ,,ალტა“-ს დისკვალიფიკაციის თაობაზე და მოგვეცეს საშუალება
ტექნიკური მდგომარეობის დაზუსტებისა.

საჩივრის წარმომდგენი პირადი ნომერი ტელეფონის ნომერი

ალექსანდრე მაღრაძე 01024090813 577097858

You might also like