You are on page 1of 1

სამართალი სახელმწიფოებრიობის აუცილებელი და განუყოფელი ფუნდამენტია .

სასამართლოსა და ნორმატიული სისტემის არსებობის გარეშე წარმოუდგენელია


თანამედროვე სახელმწიფოს არსებობა. ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური
ისტორიის განხილვა სრულყოფილი არ იქნება, თუ არ განვიხილეთ მისი სასამართლო
წყობილებისა და სასამართლო პროცესის საკითხები. ბევრი ევროპული ქვეყნის მსგავსად
საქართველოში ადრეულ პერიოდში შიმჩნევა მოსამართლეებისა და სასამართლოს
ინსტიტუტი, რომელთა ხელშიც იყო თვმოყრილი უზენაესი მართლმსაჯულება.
სასამართლო პროცესში საქართველო სხვა ქვეყნების ტრადიციას მიყვებოდა .
ისტორიულად ცნობილია სასამართლომპროცესის სამი ფორმა: 1.საბრალდებო პროცესი
2.ინკვიზიციური პროცესი, ანუ სამძებრო პროცესი, 3. შერეული პროცესი.

თითქმის ყველა ხალხში სახალხო კრება ასრულებდა სასამართლოს, მართლმსაჯულის


როლს. განვითარების ადრეულ პრიმიტიულ საფეხურზე, სახალხო კრება სასამართლო
ფუნქციებს მხარეთა მიერ არჩეულ შუაკაცებს აკისრებდა.

სახალხო კრება და მამასახლისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა .


მხოლოდ მამასახლისს არ შეეძლო დამნაშავის დასჯა, მათ დამნაშავეები უნდა
წარედგინათ სახალხო კრების წინაშე. განვითარების შედარებით მაღალ საფეხურზე
მამასახლისები აირჩევდნენ მსაჯულებს, რომელთაც ,,ბჭეებს’’ ეძახდნენ. ილია აბულაძის
ძველი ქართული ლექსიკონის მიხედვით ,,ბჭე’’ ნიშნავდა მსაჯულს,
მოსამართლეს,მთავარს, შესასვლელს, კარიბჭეს, ხოლო ბჭობა სჯასა და გასამართლებას.
ბჭეებს ირჩევდნენ გამოცდილი, ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანები. თეიმურაზ
ბატონიშვილის ცნობის თანახმად ორ ან სამ ბჭეს თივთონ მამასახლისი ირჩევდა , ხოლო
მომჩივარი თავის მხრივ ორ-ორ ბჭეს, განიხილავდნენ სადაო საქმეს , რომლის განაჩენსაც
შუა კაცები ადგენდნენ და მხარეთათვის სავალდებულო შესასრულებელი იყო . პატიოსან
სიტყვას დებდნენ, რომ დაემორჩილებოდნენ ბჭეთა გადაწყვეტილებას .

You might also like