You are on page 1of 11

Wordpress CMS

(CONTENT MANAGEMENT SYSTEM)


რა არის ჰოსტინგი?
ჰოსტინგი (hosting)- მომსახურეობაა,
რომელსაც უზრუნველყოფს ჰოსტ
პროვაიდერი კომპანია თავის სერვერზე
კლიენტის ფაილების განსათავსებლად და
შესანახად.
უნდა განვასხვავოთ ჰოსტინგი და გაგება
სერვერის შექმნა, დიზაინი ,დომენის
რეგისტრაცია და შენახვა.
რა არის დომენი?
ტექნიკური ენით დომეინი არის ინტერნეტ უნიკალური
დასახელება, იგივე მისამართი, რომელიც სჭირდება თქვენს
საიტს ან კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტას
ასევე ტექნიკურად , დომენურ სახელს ინტერნეტი ციფრებში
გადაიყვანს რასაც IP-მისამართს ეძახიან, მაგალითად,
123.123.123.123 . იმისათვის, რომ დომეინი მუშაობდეს იგი
მიმაგრებული უნდა იყოს რომელიმე ჰოსტინგზე და ასევე უნდა
ჰქონდეს მინიჭებული IP.
მარტივი ენით კი დომენური სახელი არის თქვენი საფოსტო
მისამართი, ჰოსტინგი - მიწის ფართი რომელზეც სახლია
აშენებული; ხოლო ვებსაიტი არის შენობა, რომელშიც
ცხოვრობთ. ამ სამი კომპონენტის გარეშე კი საიტის
ფუნქციონირება შეუძლებელია.
დომეინის რა კატეგორიები არსებობს?
ძირითადად მათ ყოფენ 3 მთავარ კატეგორიად:
- გლობალური ანუ ზოგადი: .com, .org, .net, .info, .biz, ...
- სპეციალური: .mobi, .tv, .aero, .museum, .travel, ...
- ქვეყანაზე დამყარებული: .us, .uk, .ge, .ru, .de, .fr, .sp, .it, .
დადებითი მარტივი გამოსაყენებლად:

მხარეები თავსებადია ნებისმიერ ჰოსტინგთან


რომელსაც აქვს PHP/MYSQL მხარდაჭერა

CMS თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, მათ შორის


ქართულად

შაბლონების და დამატებითი ფუნქციების


დაყენება შესაძლებელია რამდენიმე კლიკით

უფასოდ ხელმისაწვდომია უამრავი შაბლონი


და პლაგინი
დადებითი მარტივი დეველოპმენტი:

მხარეები დიზაინის ინტეგრაციისთვის საკმარისია


მცირედი PHP-ს ცოდნა და საშუალო დონეზე
HTML/CSS ფლობა

კარგი დოკუმენტაცია -
https://codex.wordpress.org/ მოცემულ რესურსზე
დეტალურად არის აღწერილი ვორდპრესის
სტრუქტურა

სხვადასხვა API-ს წყალობით, აღარ არის


აუცილებელი დიდი რაოდენობით კოდის წერა
HTML/CSS
HTML - Hypertext Markup Language, ანუ ჰიპერტექსტის
ნიშნულების ენა
ჰიპერტექსტი არის, შიდა ბმულების, ანუ იგივე ჰიპერბმულების
მეშვეობით, სხვა ტექსტებთან დაკავშირებული ტექსტი, ის
შეიძლება მოიცავდეს ცხრილებს სურათებს... აუცილებელია, რომ
ეს ტექსტი იყოს ადვილად წაკითხვადი და გარჩევადი
ადამიანისათვის (გამოყოფილი იყოს აბზაცები, სათაურები და ა.შ).
სწორედ ამაში გვეხმარება HTML. მისი ნიშნულების დახმარებით
ბრაუზერი ადვილად არჩევს თუ სად უნდა მოხდეს ახალ ხაზზე
გადასვლა, სად უნდა გაკეთდეს ახალი აბზაცი, სად უნდა შეიქმნას
სათაური და ა.შ.

CSS (Cascading Style Sheets) არის ტექნოლოგია რომელიც


გამოიყენება HTML დოკუმენტის გარე იერსახის
აღწერისათვის, მისი საშუალებით შეგვიძლია
განვსაზღვროთ ნებისმიერი HTML ელემენტის სიგრძე,
სიგანე, ფონის ფერი, მდებარეობა სხვა ელემენტებთან
მიმართებაში და ა.შ.
PHP
PHP არის სერვერული მხარის სამუშაოებისათვის
შექმნილი, ფართოდ გავრცელებული პროგრამირების ენა
ღია წყაროთი (Open Source) , რაც ნიშნავს შემდეგს : მისი
კოდი ხელმისაწვდომია ნებისმიერი
მომხმარებლისათვის, შესაძლებელია მისი შესწავლა,
შეცვლა და ა.შ. PHP იშიფრება როგორც Hypertext
Preprocessor ანუ ჰიპერტექსტის პრეპროცესორი.
რა შეუძლია PHP-ს ?
PHP-ს დახმარებით შესაძლებელია დინამიური ვებ-გვერდების
შიგთავსის დაგენერირება, ფაილების შექმნა, გახსნა, წაკითხვა,
ჩასწორება, დახურვა და წაშლა სერვერზე, HTML ფორმაში
შეყვანილი ინფორმაციის დამუშავება, მონაცემების დამატება,
წაშლა, ჩასწორება მონაცემთა ბაზაში, მომხმარებელთა
შესაძლებლობებისა და უფლებების კონტროლი, მონაცემთა
დაშიფრვა.

რატომ PHP ?
PHP არის მულტიპლატფორმული (Windows, Linux, Unix, Mac OS X და
ა.შ), აგრეთვე თავსებადია დღეისათვის არსებულ ყველა
პოპლულარულ სერვერთან (Apache, IIS და ა.შ), PHP-ს გადმოწერა
უფასოდაა შესაძლებელი ოფიციალური ვებ-გვერდიდან
(www.php.net).
MYSQL
SQL ანუ Structured Query Language - სტრუქტურიზებული
მოთხოვნების ენა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია
მონაცემთა ბაზებთან წვდომა და იქ შენახული ინფორმაციით
მანიპულირება. SQL არის ANSI-სტანდარტი (American National
Standards Institute).
რა შეუძლია SQL-ს ?
მოთხოვნების გაკეთება მბ-ში (მონაცემთა ბაზა)
ინფორმაციის ამოღება
ინფორმაციის დამატება
მონაცემთა განახლება
მონაცემთა წაშლა
ახალი ცხრილების შექმნა
SQL და ვებ-გვერდი
იმისათვის რომ ვებ-გვერდზე გამოვიტანოთ მბ-დან წამოღებული
ინფორმაცია საჭიროა :
RDBMS პროგრამა (relational database management system) ანუ
რელაციური ბაზების მართვის სისტემა (მაგ: MS Access, SQL Server,
MySQL). RDBMS-ში ინფორმაცია შენახულია მბ-ს ობიექტებში ანუ
ცხრილებში, ცხრილი მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ
ინფორმაციათა ნაკრებს და შედგება სვეტებისა და
სტრიქონებისაგან.
სერვერულ მხარეზე სამუშაო რომელიმე ენა, მაგ: PHP.
უშუალოდ SQL, მბ-დან ინფორმაციის წამოსაღებად.
HTML / CSS - ით გამართული საიტი.
Wordpress სტრუქტურა
ჩანაწერების სახეობები
პოსტები, ჩანაწერები (Posts) - ჩანაწერების სახეობა რომელიც
გამოიყენება ბლოგზე . შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, სურათს,
ვიდეოს და ა.შ

გვერდები (Pages) - გვერდი, ბლოგის პოსტის მსგავსი, რომებიც არ


არის მიბმული ქრონოლოგიაზე.

დანართები (Attachments) - ნებისმიერი ატვირთვადი ფაილი:


სურათი, ვიდეო, დოკუმენტები (PDF,Word,Excell)

რევიზიები ( Revisions) - ნებისმიერი გვერდის ან პოსტის მონახაზი.


შესაძლებელია ტექსტის სხვადასხვა ვარიანტის შენახვა ან
რედაქტირების ისტორიაზე გადასვლა.

პერსონალური პოსტის ტიპი ( Custom post type) - ცვლადი


ჩანაწერის სახეობა. შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერ მოთხოვნაზე
მორგებული ჩანაწერის სახეობა და შემდგომ დაურთოთ თან
სხვადასხვა ფუნქციონალი.

ნავიგაციის მენიუ (Menus) - ჩანაწერის ტიპი რომელიც შეიცავს


ინფორმაციას მენიუს ერთი პუნქტის შესახებ: დასახელება, ბმული ,
მახასიათებლები.
ტაქსონომიები

ტაქსონომია (ბერძ. taxis - განლაგება, nomos - კანონი) - აღნიშნავს იმგვარ კლასიფიკაციას, რომელიც ობიექტს
ახასიათებს მარტივი კატეგორიიდან რთულისაკენ. ეს არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ამ
ტერმინის სინონიმად შეგვიძლია განვიხილოთ ასევე სისტემატიკა, რაც გულისხმობს საგანთა, მოვლენათა
დაჯგუფებას.

არსებული ტაქსონომიები:

კატეგორია ტეგი ჩანაწერის ფორმატი ბმულის კატეგორია


CATEGORY TAG POST FORMAT LINK CATEGORY

მორგებული ტაქსონომია
CUSTOM TAXONOMY
კატეგორიები და ტეგები

კატეგორიები
საუკეთესო მეთოდი კონტენტის ნაწილებად დასაყოფად.
განსაკუთრებით კარგად ბლოგებსა და ონლაინ მაღაზიებს.
ერთი ჩანაწერი შეიძლება მივუსადაგოთ რამდენიმე
კატეგორიას

ტეგები
ტეგი (ან თეგი, ინგლ. tag) — ნებისმიერ საიტზე, ბლოგზე,
ფორუმზე, ვიდეო- ან ფოტომასალაზე მიმაგრებული საძიებო
სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ამა თუ იმ მასალის მიკუთვნებას
გარკვეული კატეგორიისადმი. მაგალითად, ვიკიპედიაში
მსგავს ტეგებს პირდაპირ კატეგორიები ეწოდებათ.

You might also like