You are on page 1of 8

1) რა არის ოპერაცია?

ოპერაცია არის კონკრეტული მოქმედება ან მათი ერთობლიობა, საქმიანობის ცალკეული


სახე, ტექნოლოგიური პროცესის დასრულებული ნაწილი, რომელსაც ასრულებს
ორგანიზაციის ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი.

2. რა თვისებები გააჩნია ოპერაციას?

ორგანიზებულობა და პროდუქტიულობა

3. რომელია ტიპური ბიზნეს-ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია


(ფუნქციები)?

ესენია მარკეტინგის, საფინანსო, საკადრო, იურიდიული ფუნქციები, სამეცნიერო კვლევები


და საცდელ-კონსტრუქტორული სამუშაოები (სკსკს - ხშირად იგი ოპერაციული ფუნქციის
შემადგენელია)

4. რომელია ტიპური ბიზნეს-ორგანიზაციის დამხმარე ფუნქციები?

მარკეტინგის და საფინანსო ფუნქცია ასევე მიჩნეულია ძირითად ფუნქციებად,


ხოლო სხვების მიხედვით კი მათაც დამხმარე ხასიათი გააჩნიათ.

5. რომელი ფუნქცია განსაზღვრავს ორგანიზაციის პროფილს?

ოპერაციული ფუნქციაა, რომელიც განსაზღვრავს მოცემული ორგანიზაციის პროფილს

6. რა არის ოპერაციული მენეჯმენტი?

ოპერაციული მენეჯმენტი არის საქმიანობის ყველა სახე, რომელიც


დაკავშირებულია მასალების, ინფორმაციის და მყიდველების მიზანმიმართულ
გარდაქმნასთან და მისი მიზანია ნებისმიერი ოპერაციის ეფექტიანი და
რაციონალური მართვა.
7. რა არის ოპერაციული სისტემა?

ოპერაციული (საწარმოო) სისტემა არის მოცემულობა, რომელიც იყენებს კომპანიის


ოპერაციულ რესურსებს შემსვლელი ფაქტორის კონკრეტულ პროდუქტად ან მომსახურებად
გარდაქმნისთვის.

8. რა არის ოპერაციული მენეჯმენტის მიზანი?

რესურსების ეფექტიანი გამოყენების პირობებში მომხმარებელს შესთავაზოს


საქონელი იმგვარი ხარისხით, რაოდენობით, ფასებით, საიმედოობით და
ხელმისაწვდომობით, რომელიც მისი მოთხოვნების შესაბამისი იქნება .

9. რა არის ოპერაციულ სისტემაში შემსვლელი ფაქტორი?

შემსვლელი ფაქტორი შესაძლოა იყოს ნედლეული, მაკომლექტებელი ანუ სხვა კომპანიის


საბოლოო პროდუქტი ან დამკვეთი.

10. რა არის ძირითადი ოპერაციული რესურსები (ოპერაციული ელემენტები


ანუ ხუთი P)

პერსონალი (People), ქარხნები (Plants), მაკომპლექტებლები და მასალები (Parts),


პროცესები (Processes), დაგეგმვისა და მართვის სისტემები (Planning and Control
Systems).

11. საწარმოო გარდაქმნის რომელ სახეებს იცნობთ?

 ფიზიკური გარდაქმნა არის შედეგი საწარმოო პროცესისა;


 განლაგების ადგილის შეცვლას იწვევს ტრანსპორტირება;
 გაცვლას ადგილი აქვს სავაჭრო ოპერაციების დროს;
 დასაწყობება და შენახვა ასევე ოპერაციული გარდაქმნის სახეებია, რასაც
ადგილი აქვს სასაწყობე მომსახურებისას;
 ფიზიოლოგიური გარდაქმნა არის სამედიცინო მომსახურების შედეგი;
 ინფორმაციული გარდაქმნა ხდება საინფორმაციო დარგებში.

12. არსებობს თუ არა კავშირი კომპანიის სხვადასხვა ფუნქციებს შორის და თუ არსებობს,


რა სახის?

13. რა არის ორგანიზაციულ ფუნქციებს შორის კავშირის დამყარების


უმთავრესი საშუალება?

ორგანიზაციულ ფუნქციებს შორის კავშირის დამყარების უმთავრესი საშუალებაა


ინფორმაციის ინტენსიური, პერმანენტული გაცვლა.

14. რომელი თვისებებით განსხვავდებიან ოპერაციული სისტემები?

სტანდარტიზაციის დონე, ოპერაციების (წარმოების) ტიპი და განსხვავება


მატერიალურ წარმოებასა და მომსახურებას შორის.

15. რა არის სტანდარტული წარმოება?

სტანდარტული წარმოება დიდი მოცულობებით უშვებს ერთგვაროვან


პროდუქციას. მისი მთავარი უპირატესობაა მასობრიობა და ამის ხარჯზე
თვითღირებულების სიმცირე.

16. რა არის სპეციალური წარმოება?

სპეციალიზებული წარმოების მთავარი უპირატესობა სწორედ კონკრეტული


მომხმარებლის სპეციფიკური მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილების
შესაძლებლობაშია, თუმცა ამგვარ წარმოებას დიდი ნაკლიც გააჩნია, რაც დიდ
დანახარჯებში, პროდუქციის მაღალ თვითღირებულებაში და შესაბამისად,
მაღალ ფასში ვლინდება.
17. ოპერაციული სისტემის რომელ ტიპებს იცნობთ?

18. რომელი ფაქტორები ახდენს გავლენას ოპერაციული სისტემის


კლასიფიკაციაზე?

ეს შეიძლება იყოს ორგანიზაციის ტიპი, სტრატეგია, მის მიერ გამოყენებული


ტექნოლოგიები, მოღვაწეობის სფერო, მომსახურებული ბაზრის ტიპი და ა.შ.

19. რა არის პროექტი?

პროექტი არის ერთჯერადი, დროით შეზღუდული, მიზანმიმართული ღონისძიებების


ერობლიობა, რომელიც კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტისთვის საჭიროებს სხვადასხვა
კვალიფიკაციის სპეციალისტებისა და რესურსების ურთიერთქმედებას.

20. რით არის განპირობებული საპროექტო ოპერაციული სისტემის


გამოყენების აუცილებლობა?

კომერციულ ორგანიზაციებში საპროექტო მიდგომა ძირითადად გამოიყენება


ახალი ნაკეთობის, საწარმოო ხაზების თუ ტექნოლოგიების შემუშავების,
მსხვილმასშტაბიანი უნიკალური ნაკეთობების დამზადების დროს.

21. რა არის ინდივიდუალური წარმოება?

არის ცალკეული უნიკალური ნაკეთობის დამზადება კონკრეტული კლიენტის შეკვეთის


საფუძველზე.

22. რა თავისებურებები გააჩნია წვრილსერიულ წარმოებას?

წვრილსერიული წარმოების დროს კომპანია მცირე პარტიებით უშვებს


ერთგვაროვან პროდუქციას ან მომსახურებას.
23. რა თავისებურებები გააჩნია სერიულ წარმოებას?

სერიული წარმოება ხასიათდება პროდუქციის ან მომსახურების შეზღუდული


ნომენკლატურით, მზადდება პერიოდულად განმეორებადი პარტიებით, რომელთა
მოცულობა შედარებით დიდია.

24. რა არის მასობრივი წარმოების სისტემა?

მასობრივი წარმოების სისტემა უშვებს სტანდარტიზებული პროდუქციის ან


მომსახურების ერთ ან რამდენიმე სახეობას. ერთი ტიპის გამოშვებული
პროდუქციის ცალკეული ერთეულები ერთმანეთის იდენტურია, თუმცა ზოგჯერ
ადგილი აქვს მცირეოდენ განსხვავებებს კომპლექტაციაში ან შეფუთვაში.

25. რა არის უწყვეტი წარმოების სისტემა?

უწყვეტი წარმოება ეწოდება ისეთ ოპერაციულ პროცესს, როდესაც


სისტემას უწყვეტ ნაკადად მიეწოდება რესურსები, რომელიც სისტემიდან
გამოსვლის მომენტისთვის საბოლოო პროდუქციად გარდაიქმნება.

26. რა განსხვავებაა მომსახურებასა და მატერიალურ წარმოებას შორის?

მატერიალურ წარმოებასა და მომსახურებას შორის ძირითადი


განსხვავებებია მომსახურების ხელშეუხებლობა და უხილავობა მაშინ, როდესაც
მატერიალური წარმოების შედეგი ფიზიკური პროდუქციაა. ოპერაციული
თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი განსხვავებაა ის, რომ მომსახურების
პროცესში საკმაოდ ხშირად მონაწილეობს მომხმარებელი, რაც მატერიალური
წარმოების დროს თითქმის არ ხდება

27. რა არის „სასაქონლო პაკეტი“?

მომსახურებასთან ერთად მატერიალური კომპონენტების მიწოდებას და


პირიქით, მატერიალურ პროდუქციასთან ერთად სერვისის გაწევას ნიშნავს.
28. რას ნიშნავს „ქოხური მრეწველობა“?

წარმოების უდიდესი ნაწილი თავისუფლად მოვაჭრე ხელოსნების სახლებში,


ქოხებში და სახელოსნოებში მიმდინარეობდა.

29. რა ნიშნები ახასიათებდა წარმოებას სამრეწველო რევოლუციის ერის


დადგომამდე?

წარმოება სამრეწველო რევოლუციის ერის დადგომამდე ხასიათდებოდა


მწარმოებლის და მომხმარებლის პირდაპირი კონტაქტით, მექანიზაციის მცირე
დონით, შეკვეთით წარმოებით და პერსონალიზებული პროდუქციით.

30. როდის და სად დაიწყო სამრეწველო რევოლუცია?

ინგლისში სამრეწველო რევოლუცია დაიწყო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში,


რომლის ადრეული წლები შეიძლება შეჯამდეს ორი ძირითადი მოვლენით.

31. რომელმა ორმა მოვლენამ დაუდო სამრეწველო რევოლუციის ერას სათავე?

პირველი, ეს იყო მექანიზაცია ანუ ადამიანების შრომის ჩანაცვლება მანქანებით.

32. რას ნიშნავს ურთიერთჩანაცვლების კონცეფცია?

სტანდარტული ნაწილების დამზადებას და მათგან მსგავსი ნაკეთობების აწყობას


გულისხმობს.

33. რით ხასიათდება საწარმოო პროცესების განვითარების თვალსაზრისით


XX საუკუნის მეორე ნახევარი?

34. როდის იწყება მეცნიერული მენეჯმენტის სკოლის განვითარება?


XX საუკუნის დასაწყისისთვის სტარტს იღებს მეცნიერული მენეჯმენტის სკოლის
განვითარება.

35. რომელმა მეცნიერებმა დაუდეს სათავე მეცნიერული მენეჯმენტის


სკოლას?

ვინსლოუ თეილორი, ლილიან და ფრენკ გილბრეთები

36. რა არის მეცნიერული მენეჯმენტის სკოლის მთავარი დებულებები?

უპირველესად უნდა აღვნიშნოთ საწარმოო ოპერაციებზე დაკვირვება, მათი ანალიზი და


ოპტიმიზება ქრონომეტრირების საშუალებით. ის საკუთარი გამოგონების წამმზომიანი
კინოკამერის მეშვეობით იღებდა და შემდეგ დეტალურად აანალიზებდა შრომით პროცესს
და ამის საფუძველზე იძლეოდა ცალკეული საწარმოო ოპერაციების ოპტიმიზების
რეკომენდაციებს. მისი მოძღვრების მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტი იყო შრომის
მასტიმულირებელი ანაზღაურების სისტემის პოპულარიზება. გარდა ამისა, თეილორმა
შეიმუშავა წარმოების მართვის კონცეფცია, რომელიც სამ თეზისს ემყარება: მუშის
ყოველდღიური დატვირთვის ნორმა მეცნიერულად უნდა იყოს დასაბუთებული;
მმართველობითი პერსონალის ფუნქცია წარმოების ნორმატივების, კანონების შემუშავებასა
და მათ საწარმოო პროცესში გამოყენებაში მდგომარეობს; მუშის ფუნქციაა
მმართველობისადმი უსიტყვო მორჩილება.

37. რით იყო აღსანიშნავი მენეჯმენტის ისტორიაში 1913 წელი?

მეწარმე ჰენრი ფორდმა საავტომობილო მრეწველობაში გამოიყენა მასობრივი


წარმოების სისტემა და მოძრავი ამკრები ხაზი - კონვეიერი

38. რით არის აღსანიშნავი ჰოთორნას ექსპერიმენტი?

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი თავდაპირველად დაიწყო მუშათა შრომის


ნაყოფიერებაზე გარემოს ცვლილებების გავლენის შესწავლისთვის, საბოლოოდ
რამდენიმე სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა სხვა მიმართულებებით, რომელთა
შედეგად დადასტურდა ფსიქოლოგიის უდიდესი გავლენა მშრომელის ქცევაზე.
39. როდის ჩამოყალიბდა ოპერაციული მენეჯმენტი, როგორც სამეცნიერო
დისციპლინა?

40. რას ნიშნავს ქასთომიზაციის პროცესი?

ქასთომიზაციის პროცესი, რაც ინდივიდუალურად შეკვეთილი პროდუქციის მასობრივ


წარმოებას გულისხმობს.

41. რას ნიშნავს აუთსორსინგი?

(outsourcing) ინგლისურიდან პირდაპირ თარგმანში ნიშნავს გარე წყაროს. ბიზნესში კი იგი


დამკვიდრდა, როგორც ორგანიზაციის მიერ საკუთარი ბიზნეს-პროცესების ან საწარმოო
ფუნქციების გარე სტრუქტურისათვის (სხვა ორგანიზაციისათვის) გადაცემა.

You might also like