You are on page 1of 2

დილერებთან კომუნიკაცია

თავდაპირველად საჭიროა მოვახდინოთ პოტენციური მომხარებლების


კლასიფიკაცია.

შესაძლებელია შეგვხდეს 3 სახის დილერი :


1) დამწყები დილერი
2) მცირე დილერი
3) წარმატებული დილერი

1) დამწყები დილერი - არის ის მომხარებელი, რომელიც ყველაზე მარტივად


შესაძლოა დავაინტერესოთ, რადგან ან ჯერ დაწყებული არ აქვს სადილერო
საქმიანობა და ყიდის მხოლოდ საახლობლოში ან ახლა იწყებს. ამიტომ მას არ
ექნება ისეთი ბენეფიტები სხვა კომპანიაში , როგორც წარმატებულ დილერს.

• ასეთ დილერს შესაძლოა შევთავაზოთ - ,,A’’ კატეგორიის კოდები;


კალკულატორი , რომელიც უმარტივებს კალკულაციებს; სერვისი ,
რომელიც არცერთ ჩვენს კონკურენტს არ აქვს ჩვენაირი. ; Carfax - ების
შემოწმება.

2) მცირე დილერი- ეს კატეგორიაც ჩვენი თარგეთია, ასეთი დილერები


საშუალოდ თვეში 2-3 მანქანას ყიდულობენ, ამიტომ არც მათ აქვთ საუკეთესო
ბენეფიტები. უნდა შევთავაზოთ ყველა ჩვენი უპირატესობები, თუმცა ასეთ
დილერებს ყველაზე მეტად გამარტივებული კომუნიკაციები და
,,შინაურული’’ გარემო აინტერესებთ.

3) წარმატებული დილერი - დილერები , რომელიც დიდი რაოდენობით


ყიდულობენ მანქანებს. ასეთების ჩვენკენ გადმობირება არ იქნება მარტივი.
თუმცა აქაც საჭიროა შევთავაზოთ ჩვენი უპირატესობები.
4დილერის უპირატესობები

• ტარიფი- მცირე და დამწყები დილერებისთვის მორგებული ტარიფი.

• კალკულატორი - მარტივი სისტემა , რომელიც 4დილერმა შექმნა,


ამარტივებს მანქანის შეძენისთვის საჭირო ყველა კალკულაციებს.

• ,,A’’ კატეგორიის კოდები - კოდები, რომელსაც აქვს ყველაზე დაბალი


დარიცხვა.

• CARFAX- ვუმოწმებთ მანქანის სრულ ისტორიას უფასოდ.

• სერვისი - სამუშაო ჩათი ვაიბერში , რისი მიზანიც არის კომუნიკაციის


გამარტივება მომხარებელსა და კომპანიას შორის.

• სერვისის მენეჯერი - პროფესიონალი თანამშრომელი , რომელიც ეხმარება


დილერს ყველა საჭირო ნაწილში.

• პრობლემური საბუთების გაკეთება - საშუალოდ 200$-500$ ჯდება.

• მანქანის დაჭრა ადგილზე.

• ადგილზე ხელშეწყობა - კომპანიის დამფუძნებელი არის ამერიკაში და


არეგულირებს ჩატვირთვებს, თუ რამე უნდა ადგილზე მანქანასთან
დავეხმარებით : შეფუთვა, მეტი ფოტო, რამე ნაწილის ჩადება.

• Viber ჯგუფი- რომელიც შექმნილია დილერებისთვის, რათა მარტივად


ნახონ buy now მანქანები და მიიღონ სხვა ინფორმაციები.

გაყიდვების თანამშრომლის მიზანი

გაყიდვების მენეჯერის მიზანი არის დააინტერესოს დილერი ჩვენი


ბენეფიტებით, მიაწოდოს კალკულატორის გამოყენების ინსტრუქცია და
აქაუნთი. დაამატოს სამუშაო ჯგუფში , სადაც სრულად ინფორმირებულ
დილერს მომსახურებას გაუწევს სერვისის თანამაშრომელი.

You might also like