You are on page 1of 9

AICAR-აიქარი

2019 წლის 16 იანვარს, თბილისის მერმა გააკეთა განცხადება მანქანის


გაზიარების სერვისის თბილისში დანერგვის შესახებ. „ყველა ევროპული ქვეყანა
იყენებს მანქანის გაზიარების პრინციპს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს
შეუძლია გარკვეულ ლოკაციებზე არსებული მანქანების დროებით გამოყენება
გარკვეული თანხის სანაცვლოდ. თბილისში დაემატება Nisan-ის, Leaf-ის, Reno-ს და
Smart-ის ფირმის მანქანები. 3 თვეში ქართულ ბაზარზე გამოჩნდა კომპანია - AICAR,
რომელიც თითქმის 2 წელია ოპერირებს.

AICar-ს გააჩნია კონკრეტული მისია, ხედვა, მაშასადამე ღირებულებებიც.


აღნიშნული კომპანიის მისიას წარმოადგენს ერთი მხრივ საქართველოს ეკოლოგიისა
და ჯანდაცვის დახმარება, მეორე მხრივ, მისი მომხმარებლების მსოფლიო
ტენდენციების ნაწილად ქცევა, ისევე როგორც, მათთვის საწვავის ხარჯის დაზოგვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე იკვეთება, რომ კომპანია ქართულ ბაზარზე შემოდის
განცხადებით, რომ იგი ამკვიდრებს საერთაშორისო თვალსაზრისით დიდი ხნის წინ
დამკვიდრებულ ტრენდს ამჯერად უკვე საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულს
ხაზი გაუსვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზემოთ აღნიშნული ციტატის ფარგლებში.
ამასთანავე, კომპანიის მისიაა, ეკოლოგიური პრობლემებისა და ჯანდაცვის
თვალსაზრისით სიტუაციის გამოსწორება, რაც იკვეთება მათი მხრიდან მანქანების
დაზღვევის სერვისის წარმოებისა და ეკოლოგიურად დადებითი, ელექტრო
მანქანების გამოყენებაში.

კომპანიის ძირითად და ერთადერთ პროდუქტს წარმოადგენს მანქანების


გაზიარების სერვისის მიწოდება მომხმარებლებისათვის. სმარტფონის მეშვეობით,
აიქარის აპლიკაციის გამოყენების შედეგად შესაძლებელია მანქანების პოვნა და
შემდგომ გაზიარების პროცესით სარგებლობა. კომპანია მგზავრებს მოგზაურობის
დაწყებამდე სთავაზობს 10 უფასო წუთს, რომელიც საკმარისია მანქანამდე
მისვლისათვის. ამის მიუხედავად, თუ მომხმარებელს აგვიანდება და ვერ ასწრებს 10
წუთში აღნიშნულ ლოკაციაზე მისვლას, სულ რაღაც წუთში 8 თეთრად არის
შესაძლებელი მანქანის ჯავშნის დატოვება, იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც
მოისურვებს მომხმარებელი. ის პირები, რომლებიც იყენებენ აიქარს, არ საჭიროებენ
ისეთ საკითხებზე ზრუნვას, ფიქრს, როგორიც არის ბენზინი, პარკინგი, მომსახურება,
თუ დაზღვევა, რადგან აღნიშნულ პროცესებზე თავად კომპანია ზრუნავს. კომპანია
მომხმარებლებს სთავაზობს GPS-ითა და ბორტ-კომპიუტერით აღჭურვილ მანქანას,
ისევე როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერას 24 საათიან რეჟიმში. როგორც ზემოთ
აღვნიშნეთ, აიქარის მანქანები ეკო-მეგობრულია, რაც კომპანიის ერთ-ერთ უმთავრეს
ღირებულებას წარმოადგენს. აიქარი იყენებს მხოლოდ ელექტრო მანქანებს,
რომლებსაც არ აქვთ CO2 გამონაბოლქვი და ხმოვანი დაბინძურება, აიქარის მანქანები
100%-ით ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხოა.

კომპანიის სამომხმარებლო სეგმენტს წარმოადგენენ ადამიანები, რომელთაც


აქვთ მართვის მოწმობა, თუმცა არ აქვთ მანქანა, ან სურთ მხოლოდ ცალმხრივი
მგზავრობა. ასევე, კომპანიის სამომხმარებლო სეგმენტს წარმოადგენენ საქართველოს
ვიზიტორები, ისევე როგორც ტურისტები, რომელთაც არ სურთ ტაქსის, ან/და
საზოგადოებრივი სერვისის გამოყენება. კომპანია საკუთარ მომხმარებლებს
სთავაზობს მაქსიმალურ თავისუფლებას, სწორედ აქედან გამომდინარე, იგი
მაქსიმალურად კომფორტულია როგორც ადამიანებისათვის, რომლებიც
სპონტანურად გადაწყვეტენ მანქანის გაზიარებით სარგებლობას, ისევე როგორც
ადამიანებისათვის, რომლებსაც წინასწარ აქვთ ეს გადაწყვეტილი. თავდაპირველად,
აიქარის სერვისი განკუთვნილი იყო მხოლოდ იმ პირებისათვის, რომელთაც სურდათ
თბილისის ფარგლებში მოძრაობა, თუმცა დღესდღეობით აღნიშნული სერვისით
მომსახურება შეუძლიათ პირებსაც, რომელთაც სურთ ქალაქგარეთ გასვლა.
მაგალითისათვის, უახლოეს წარსულში კომპანიის მხრიდან იქნა დაანონსებული, რომ
გაიზარდა მათი მხრიდან დაფარვის ზონა და იგი შეეხო საბადურის ტყესაც, რადგან
წარმოუდგენლად გაიზარდა მოთხოვნა ქალაქ თბილისიდან, ქალაქგარეთ გასვლის
კონტექსტში. საბოლოო ჯამში, კომპანიის სამომხმარებლო სეგმენტს ძირითადად
წარმოადგენს თბილისის ახალგაზრდა თაობა და თბილისში შემომსვლელი
ნებისმიერი კატეგორიის ვიზიტორი, ტურისტი. სწორედ აღნიშნულ ორ კატეგორიას
მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ მართვის მოწმობა, თუმცაღა არ აქვთ
მართვის საშუალება - მანქანა, შესაბამისად მათი მხრიდან დგება საჭიროება მანქანის
დროებით გამოყენების. აქედან გამომდინარე, აიქარი ხსნის პრობლემებს როგორც
მომხმარებლის საჭიროებების, ისევე სურვილების თვალსაზრისით. აქედან
გამომდინარე, კომპანიის ლოგო, ისევე როგორც სოციალურ მედიაში კომუნიკაციის
ფორმა არის მაქსიმალურად მეგობრული, ახალგაზრდულ სეგმენტზე მორგებული.
მეორე მხრივ, მეორე სეგმენტს რომ წარმოადგენენ ვიზიტორები, ტურისტები, თუ
დროებით საქართველოში მცხოვრები პირები ამაზე ისიც მოწმობს, რომ ნებისმიერი
პოსტი, თუ განცხადება კომპანიის მხრიდან ყოველთვის ითარგმნება და ქვეყნდება
უცხოურ ენებზეც, ყველაზე ხშირად ინგლისურ ენაზე. ნებისმიერ შემთხვევაში,
კომპანიის მთავარი სამომხმარებლო სეგმენტია 18-30 წლამდე ასაკის თბილისში
მცხოვრები პირები და ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის წარმომადგენელი ვიზიტორები
ან/და ტურისტები.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, კომპანია აბსოლუტურ ინოვაციას წარმოადგენს


ქართულ ბაზარზე. აიქარი საქართველოში 2019 წელს გამოჩნდა და აღნიშნულ
ბაზარზე უკონკურენტოა. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლების
განმავლობაში არსებობდა არა მანქანის გაზიარების, არამედ გაქირავების სერვისი,
რომელსაც საქართველოში მომხმარებლებს სხვადასხვა კომპანიები სთავაზობდნენ.
მნიშვნელოვანია განვიხილოთ მანქანის გაზიარებისა და გაქირავების პროცესებს
შორის განსხვავებები. ზოგადად, მანქანის გაზიარების სერვისის მიმწოდებლებს
გააჩნიათ ერთი, ან რამოდენიმე ლოკაცია, საიდანაც შესაძლებელია მანქანების
ქირაობა, მაშინ, როდესაც მანქანის გაზიარება შესაძლოა უამრავი ლოკაციიდან, სადაც
მანქანებს ექნებათ განკუთვნილი გაჩერების ადგილი. სწორედ აქედან გამომდინარე
არის, რომ საზიარო ავტომობილის სერვისი მაქსიმალურად მორგებულია ქალაქში
მცხოვრებ ადამიანებზე, რომელთაც ქალაქის შიგნით სურთ ნებისმიერ დროს,
ნებისმიერ ადგილზე გადაადგილება მაშინ, როდესაც მანქანის ქირაობა
ტრანზაქციული ბუნების პროცესია და ძირითადად ქალაქგარეთ მოძრაობისას
გამოიყენება. აქედან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ აიქარს არ ჰყავს პირდაპირი
გაგებით კონკურენტი, მნიშვნელოვანია მის კონკურენტებზე და საბაზრო პოზიციებზე
საუბრისას ხაზი გაესვას სწორედ მანქანების გაქირავების სერვისის მომწოდებლების
პოზიციონირებას, რადგან მანქანების გაზიარებისა და ქირაობის სერვისის
მომხმარებლები ხშირად უკონკურენტო გარემოს, ან/და სერვისის მოხერხებულობის
გათვალისწინებით ირჩევენ ერთს, ან მეორეს. პრინციპულად, განსხვავებების
მიუხედავად, ორივე კომპანია მანქანის დროებით გამოყენებას სთავაზობს
მომხმარებლებს, რომელთაც არ აქვთ მანქანებზე წვდომას, თუმცაღა ამას აკეთებენ
განსხვავებული ფორმით, რა მიზეზითაც, ისინი ერთმანეთის კონკურენტებად
ითვლებიან. პირველ რიგში მნიშვნელოვანია დაკვირვება კომპანიაზე Geo Rent Car.
აღნიშნულ კომპანიას გააჩნია სრულად ფუნქციონირებადი საიტი, სოციალური
ქსელები, ოფისი და სატელეფონო მხარდაჭერა. აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს
არ სთავაზობს ელექტრო მანქანებს, თუმცაღა მათი ინფორმაციით ყველა ავტომობილი
საუკეთესო ვიზუალურ და ტექნიკურ მდგომარეობაშია და ისინი მომხმარებლებს
სთავაზობენ მანქანებს მხოლოდ ავტომატური ტრანსმისიით, რაც დამატებით
კომფორტს წარმოადგენს. კომპანია შედარებით უფრო დიდ სამგზავრო არეალს
სთავაზობს მომხმარებლებს, იქიდან გამომდინარე, რომ მანქანების ქირაობა
შესაძლებელია თბილისში, ისევე როგორც ქუთაისში. თუ აღნიშნული კომპანიის Geo
Rent Car-ის სოციალურ მედიას დავაკვირდებით, აღნიშნული კომპანია ცდილობს
შედარებით განსხვავებულ სამომხმარებლო სეგმენტს მოერგოს. პოსტები ხშირად
იწერება რუსულ და ინგლისურ ენაზე, ხშირია ინფორმაციული პოსტები
საქართველოს კულტურისა და ბუნების შესახებ. ლოგიკურია, რომ ქართულ
მოსახლეობას ნაკლებად სჭირდება Geo Rent Car-ის ტიპის კომპანიის მხრიდან
საქართველოს შესახებ საგანმანათლებლო პოსტებით ინფორმაციული დანაკლისის
შევსება, მაშასადამე, აღნიშნული გათვლილია ტურისტებზე, რომელთაც შესაძლოა
საქართველოში სურდეთ გარკვეული ლოკაციების მონახულება, თუმცა არ ჰქონდეთ
ავტომანქანა ამისათვის. Geo Rent Car-ს აქვს მანქანების დიდი რაოდენობა, რომელთა
შორის არის ეკონომიური, საშუალო და ბიზნეს კლასის, ისევე როგორც SUV და
მინივენის ტიპის ავტომანქანები. ფასს რაც შეეხება, იგი განსხვავებულია მანქანის
ტიპის, ლოკაციისა და ხანგრძლივობის მიხედვით. Geo Rent Car არ არის ერთადერთი,
რომელიც მანქანების გაქირავების სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს, შეგვიძლია
კომპანია Sixt-საც დავაკვირდეთ. სიქსთი მომხმარებლებს სთავაზობს ახალ მანქანებს,
რომლებიც საშუალოდ 3 თვე იმყოფებიან მხოლოდ აქტიურ მდგომარეობაში,
ამასთანავე, ჯავშნის გაუქმება უფასოდ არის შესაძლებელი, სტანდარტულ
ავტომობილებზე კი ულიმიტოდ არის შესაძლებელი ნებისმიერი კილომეტრაჟის
გავლა, წინასწარ შეთანხმების საფუძველზე. კომპანია ასევე სთავაზობს
მომხმარებლებს 24 საათიან მხარდაჭერას. კომპანია Sixt მეტად არის მორგებული იმ
ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში მცირე პერიოდს ატარებენ, შესაბამისად
კომპანიის სამომხმარებლო სეგმენტს წარმოადგენს არა კონკრეტულად უცხოელი
ტურისტი, ან ვიზიტორი, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოში
ჩამოსვლას გეგმავს მცირე დროით. სწორედ აქედან გამომდინარე, Sixt ემსახურება
საქართველოს ნებისმიერ აეროპორტს, მაშასადამე, მისი პოვნა შესაძლებელია
ბათუმის, ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მიმდებარე
ტერიტორიაზე. სწორედ აღნიშნული ორი კომპანია წარმოადგენს აიქარის
კონკურენტებს, იმის მიუხედავად, რომ ისინი პირდაპირ კონკურენტად არ
გვევლინებიან. არ არსებობს სტატისტიკური ანალიზი იმისა, თუ რა რაოდენობით
მომხმარებლებს ემსახურება თითოეული კომპანია, თუმცაღა, სოციალური ქსელის
პოპულარობისა და საზოგადოებრივი დაინტერესების თვალსაზრისით შესაძლოა
ნავარაუდები იყოს, რომ თბილისში გადაადგილების მსურველთა დიდი ნაწილი
სწორედ კომპანია აიქარს ირჩევს, თუმცაღა, ტურისტების გარკვეული რაოდენობა
იყენებს ჩვენს მიერ ნახსენებ Geo Rent car-სა და Sixt-ს. საბაზრო პოზიციონირების
კონტექსტში, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ აიქარი უპირობო ფავორიტად ითვლება და
ზემოთ ხსენებული კომპანიები საბაზრო თვალსაზრისით მცირე სეგმენტს უწევენ
მომსახურების გაწევას.

განსხვავებულია ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების მხრიდან


შემოთავაზებული საფასო კატეგორიებიც. მნიშვნელოვანია კონკურენტებთან
შედარებით აიქარის სერვისის განხილვა საფასო კატეგორიის ფარგლებში. აიქარის
სერვისით სარგებლობის შემთხვევაში მინიმალური გადასახადი წარმოადგენს 3.1
ლარს. აღნიშნული ფასი გვხვდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ
გაიაროს 5 კილომეტრი 4 წუთში. ზოგადად, აიქართან 1 კილომეტრი ღირს 0.54 ლარი,
ხოლო მანძილის გავლის ფარგლებში აღნიშნულ თანხას ემატება 1 წუთის
სარგებლობის ღირებულება - 0.1ლ. საშუალოდ ნახევარი საათით მანქანით
სარგებლობის ფასი 4 კილომეტრის გავლის შემთხვევაში 5.2 ლარს წარმოადგენს,
ხოლო მაქსიმალური რაოდენობის წუთები და კილომეტრაჟი რომელიც კომპანიას
საიტზე აქვს მითითებული წარმოადგენს 116 წუთს და 99 კილომეტრს, რა
შემთხვევაშიც გადასახდელი არის 65.4 ლარი. თუ აიქარის გამოყენებას
მომხმარებლები 2 საათზე მეტი დროით, ან 100 კილომეტრზე მეტი დროით
გადაწყვეტენ, დამატებითი მომსახურების ფარგლებში მათ აღნიშნული პროცესითაც
შეუძლიათ სარგებლობა, თუმცაღა განსხვავებული, ინდივიდუალური ფასებით.
აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აქვს აღნიშნული საკითხისადმი Geo Rent
Car-ს, რომლის საფასო სისტემაც ისეთივე გამჭვირვალე, თუმცა მეტად სტატიკური და
ნაკლებად მოქნილია. ყველაზე იაფი საფასო კატეგორია რომელიც Geo Rent Car-ის
საიტზე გვხვდება წარმოადგენს 22 ევროდ ფასებულ მანქანებს. აღნიშნულ მანქანებს
მიეკუთვნებიან Mitsubishi Pajero Io, Suzuki Grand Vitara, Mitsubishi Outlander, Honda
CRV, Nissan X-Trail, Subaru Forester და Hyundai Tucson. თუმცაღა, როდესაც უფრო
დეტალურად დავაკვირდებით თითოეულ მათგანს, მათი ქირაობა შეიძლება მინიმუმ
1 დღით, რისი ფასიც იწყება 35 ევროდან და ქირაობა შესაძლებელია მხოლოდ 1 თვით
ადრე შეთანხმების შემთხვევაში. იმისათვის, რათა შევძლოთ ფასების შედარება,
მნიშვნელოვანია ორივე კომპანიის Rate-ები დასმული იქნას ერთსა და იმავე
გამოყენების დროსა და ვალუტაზე. 1 დღით Geo Rent Car-ის სერვისით სარგებლობის
შემთხვევაში ფასი იქნება 35 ევრო, რომლის ექვივალენტიც ლარში წარმოადგენს 140
ლარს. მეორე მხრივ, თუ აიქარის პოტენციური მომხმარებელი აიქარის გამოყენებას
გადაწყვეტდა 1 დღით, მას მოუწევდა 777.6 ლარის გადახდა, 1 საათში საშუალო 50
კილომეტრის გავლის დათვლით 32.4X24=777.6. ამასთანავე, მნიშვნელოვანია
დავაკვირდეთ ჩვენს მიერ ნახსენებ კომპანიას Sixt, თუმცა შეუძლებელია წინასწარ
აღნიშნული კომპანიის მხრიდან ფასების გამოთხოვება, იქიდან გამომდინარე, რომ
თითოეული მოთხოვნა ინდივიდუალურად გადის ფასთა დათვლის პროცესს. ამის
მიუხედავად, თუ მივუბრუნდებით Geo rent car-ს და აიქარის საფასო კატეგორიზაციის
პროცესს, ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ორი კომპანია განსხვავებულ საფასო
კატეგორიაში ჯდება მომხმარებლების საჭიროებების მიხედვით. პირობითად,
მომხმარებელ A-ს თუ სჭირდება მანქანის თუნდაც 2-3-4 საათით ქირაობა,
აუცილებლად უფრო იაფი არის მისთვის აიქარის სერვისით სარგებლობა, რადგან
ფასი არ ცდება Geo Rent Car-ის მიერ მინიმალური 24 საათით სარგებლობის ფასს.
მეორე მხრივ, მაშინ როდესაც საქმე ეხება მანქანის გამოყენებას 4 საათზე უფრო მეტი
დროით Geo Rent Car ბევრად უფრო დაბალ ფასს სთავაზობს მომხმარებლებს. აქედან
გამომდინარე, აიქარი მიეკუთვნება შედარებით უფრო დაბალი საბაზისო საფასო
კატეგორიის პროდუქტის შემომთავაზებელ კომპანიას, თუმცაღა, მნიშვნელოვანია,
რომ აღნიშნული ორი კომპანია ფოკუსირდება დროის სხვადასხვა ჩარჩოებზე და Geo
rent car უფრო იაფ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს 4 საათზე უფრო მეტი დროით
მანქანის საჭიროების შემთხვევაში, ხოლო 4 საათზე უფრო მცირე დროით მანქანის
გამოყენების თვალსაზრისით აიქარი უკონკურენტოა. საბოლოო ჯამში, აიქარი მაინც
უფრო დაბალ საფასო კატეგორიას განეკუთვნება, საკუთარ კონკურენტებთან
შედარებით, რადგან მისი გამოყენება შესაძლოა მცირე დროით, მცირე კილომეტრაჟის
გავლის თვალსაზრისით.
საბოლოო ჯამში, კომპანია აიქარი მომხმარებლებს ემსახურება 2019 წლის
აპრილიდან. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ეკოლოგიურად უსაფრთხო
მანქანებს და მათი გაზიარების სერვისს. კომპანია ძირითადად ფოკუსირდება, სამიზნე
კატეგორიად წარმოუდგება თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ
მართვის მოწმობა, თუმცაღა არ აქვთ მართვის საშუალება. კომპანიას არ ჰყავს
პირდაპირი კონკურენტი ქართულ ბაზარზე, თუმცა, კომპანია Geo Rent car და
კომპანია Sixt, მომხმარებლებს სთავაზობენ მსგავსს სერვისს. აიქარი ბაზარზე
დომინანტია, ასევე მომხმარებლებს სთავაზობს მაქსიმალურ მოქნილობას. აიქარი
განეკუთვნება დაბალ საფასო კატეგორიას თუ მანქანით სარგებლობას მომხმარებელი
გადაწყვეტს მცირე დროით, ხოლო თუ 4 საათზე მეტი დროით არის
გათვალისწინებული მანქანის გამოყენების საჭიროება, ამ შემთხვევაში უფრო დაბალ
საფასო კატეგორიას მიეკუთვნება Geo Rent Car.

ჯგუფის წევრები:

თამარ ალაზოვა

ანა ლევანიძე

ნარგიზ სადიკოვ

თორნიკე ღვდელაძე
გამოყენებული ლიტერატურა

კომპანია აიქარის ვებსაიტი - AICAR

კომპანია სიქსთის ვებსაიტი - Tbilisi Car Rental | Cheap Deals | SIXT rent a car

Jones, Amy. Carsharing to Begin in Tbilisi. Georgia Today Publishing. Carsharing to


Begin in Tbilisi - Georgia Today on the Web

კომპანია Geo Rent Car-ის ვებსაიტი https://www.georentcar.ge/

You might also like