You are on page 1of 2

კორპორატიული შეთავაზებები თანამშრომლებისთვის:

1. კორპორატიული ტელეფონის ნომერი

 თანამშრომელს შეუძლია ისარგებლოს კორპორატიული ტელეფონის ნომრით (ნომრის ჩართვა


უფასოა). კორპორატიულ ქსელში ჩართული თანამშრომლები ისარგებლებენ სხვდასხვა
მომსახურებით და ტარიფებით.

 იმისათვის, რომ თქვენ ჩაერთოთ კორპორატიულ ქსელში, მეილის საშუალებით უნდა 


მიმართოთ მენეჯერს   და  მოითხოვოთ თქვენი ტელეფონის  ნომრის ჩართვა კორპორატიულ
ქსელში. მეილს თან უნდა ერთვოდეს თქვენი  პირადობის  მოწმობის ასლი, რომელზეც  იქნება 
მიწერილი   შემდეგი შინაარსის განცხადება  “თანახმა ვარ ნომერი 5xxxxxxxx  ჩართოთ
კორპორატიულ მობილურ სატელეფონო მომსახურების  ქსელში“.

კორპორატიული ტელეფონის ნომრით სარგებლობასთან დაკავშირებით დამატებითი


ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის
თანამშრომელს, ანნა ლაცაბიძეს - alatsabidze@psh.gov.ge

2. კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა

იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეუძლიათ ისარგებლონ სადაზღვევო კომპანია   „ჯიპიაი


ჰოლდინგის“ სამედიცინო დაზღვევით. დაზღვეულ პირს შეუძლია, მომსახურება მიიღოს
მზღვეველის პროვაიდერ კლინიკაში ან მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ
ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებას; თანამშრომელს სურვილისამებრ შეუძლია აირჩიოს
ნებისმიერი სადაღზვევო ბარათი, არა მხოლოდ საკუთრი თავისთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვისაც.

 კორპორატიული სამედიცინო დაზღვევის შესახებ მიიღებთ ხელშეკრულებას


ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დაზღვევის მსურველებმა, მოთხოვნა 
ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის სურვილის  და შერჩეული პაკეტის შესახებ,
უნდა  მიაწოდოთ  იუსტიციის სახლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის
თანამშრომელს, ანნა ლაცაბიძეს შემდეგ მეილზე - alatsabidze@psh.gov.ge

3. ავტოსადგომით სარგებლობა

 თანამშრომელს, შეუძლია ისარგებლოს უფასოდ, ავტოსადგომით. (კორპორატიული


შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა თანამშრომელს). ამისთვის, საჭიროა
თანამშრომელმა (თუ უკვე დანიშნულია), ან მისმა უშუალო ხელმძღვანელმა შემდეგი
ინფორმაცია: თანამშრომლის სახელი გვარი, პირადი ნომერი, მანქანის რეგისტრაციის ნომერი,
თანამშრომლის სამუშაო პოზიცია, გადააგზავნოს მეილზე: sales@psh.gov.ge.
4. სოლიდარობის ფონდი

 სოლიდარობის ფონდი უზრუნველყოფს საზოგადოების კერძო სექტორისა და სახელმწიფოს


თანამონაწილეობით ე.წ. „ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების“ ამოქმედებასა და
ალტერნატიული რესურსების მობილიზაციას საქართველოში მცხოვრები 22 წლამდე
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების, შეზღუდული
შესაძლებლობებისა  (შშმ) და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებისათვის, სოციალურად
დაუცველი ოჯახების მხარდაჭერისათვის.
 იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გახდნენ
სოლიდარობის ფონდის დონორები. სოლიდარობის ფონდში დონაციის განხორციელება
შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით: პირდაპირ ონლაინ დონაცია, ყოველთვიური დონაცია,
თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე და ა.შ
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სოლიდარობის ფონდის ოფიციალურ
ვებგვერდზე : solidaroba.ge

5. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

 დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ეხმარება 18 წლამდე ასაკის ლეიკემიითა და


სიმსივნით დაავადებულ მოზარდებს.

სსიპ „იუსტიციის სახლის“ თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გახდნენ


ზემოაღნიშნული ფონდის დონორები. ფონდში დონაცია რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:

        ვებგვერდიდან - www.media4life.ge - მოძებნეთ დონაციის ღილაკი და პლასტიკური ბარათის


საშუალებით შეასრულეთ ოპერაცია;
         ტელეფონის ნომერზე ზარის განხორციელებით - 0901080806;
         შემდეგ ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვით:
o   საქართველოს ბანკი: BAGAGE22, ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500;

o   თი ბი სი ბანკი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003

მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

You might also like