You are on page 1of 33

ხარჯებისა და

შემოსავლების მართვა

ოთარ ვასაძე
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი
თბილისი - 2022
ფინანსური მენეჯმენტი
ჯანდაცვის ფინანსური მენეჯმენტი წარმოადგენს ორგანიზაციის
ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების ზედამხედველობისა და
გრძელვადიანი ფინანსური პერსპექტივების დაგეგმვის პროცესს.
მისი მიზანია შემოსავლების გაზრდა და ხარჯების შემცირება, ანუ
ორგანიზაციის მაქსიმალურად შესაძლებელი კეთილდღეობის
უზრუნველყოფა.
ამისთვის კი საჭიროა სწორი პროგნოზების გაკეთება, რაც, თავის მხრივ,
მოითხოვს ისეთი გარე ფაქტორების ცვლილებათა გათვალისწინებას,
როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, სადაზღვევო კომპანიების
პოლიტიკა, მარეგულირებებლი გარემო და სხვა.
ფინანსური მენეჯმენტი

ეკონომიკური მიზნების მიღწევისთვის


ორგანიზაციების სტრუქტურაში იქმნება
ფინანსური დეპარტამენტები, რომლთა
ფუნქციას წარმოადგენს:
 აღრიცხვა;
 დაფინანსება.
აღრიცხვა

აღრიცხვა ძირითადად ორი ტიპისაა:


 მენეჯერული აღრიცხვა, რომელშიც ფინანსური მონაცემები
წარმოდგენილია კონკურენტული ან პერსპექტიული კუთხით
და განკუთვნილია შიდა მოხმარებისთვის (მენეჯერები,
აღმასრულებლები, მმართველი საბჭო);
 ფინანსური აღრიცხვა, რომელშიც მონაცემები წარმოდგენილია
რეტროსპექტული კუთხით და განკუთვნილია გარე
მოხმარებისთვის (აქციონერები, კრედიტორები, დამზღვევები,
მთავრობა, მომწოდებლები).
დაფინანსება

დაფინანსება ძირითადად მოიცავს:


 სესხების (კრედიტების) აღებასა და ინვესტირებას;
 აღრიცხვის შედეგად დაგროვილი ინფორმაციის ანალიზს
წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისა და
ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რომლებიც ხელს
შეუწყობენ ორგანიზაციის წარმატებებს მომავალში.
ფინანსური მენეჯმენტი

ფინანსურ ანალიზსა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში


ჩართული უნდა იყვნენ ყველა დონის მენეჯერები.
მაგალითად, რადიოლოგიური დეპარტამენტის მენეჯერი უნდა
აკონტროლებდეს არა მარტო შემოსავლების გენერირებას
(რენტგენი, ულტრაბგერითი გამოკვლევები, კომპიუტერული
ტომოგრაფია და სხვა), არამედ დეპარტამენტის ხარჯებსაც
(აღჭურვილობის განახლება, სახარჯი მასალა, პერსონალით
დაკომპლექტება და სხვა).
ჯანდაცვის ორგანიზაციების
საგადასახადო სტატუსი
საგადასახადო სისტემასთან დამოკიდებულების მიხედვით ჯანდაცვის
ორგანიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ მომგებიანი ან არამომგებიანი
სტატუსი.
მომგებიანი, კერძო მფლობელობაში მყოფი ჯანდაცვის ორგანიზაციები -
მფლობელის ინტერესს წარმოადგენს მოგება. იბეგრება სხვა
ბიზნესის მსგავსად. ასეთებს მიეკუთვნება საექიმო პრაქტიკისა და
საექთნო სახლების უმრავლესობა.
არამომგებიანი ჯანდაცვის ორგანიზაციები - ისტორიულად ასეთი
ორგანიზაციები ახორციელებდნენ ღარიბებისა და უმწეო
მოქალაქეთა მომსახურებას, რის გამოც ისინი
თავისუფლდებოდნენ გადასახადებისგან.
არამომგებიანი ორგანიზაციები

არამომგებიანი ჯანდაცვის ორგანიზაცია შეიძლება იყოს ორი სახის.

ბიზნეს-ორიენტირებული კერძო ორგანიზაციები - სერვისებიდან


მიღებულ შემოსავლებს მიმართავენ საკუთარი მდგრადობის
შენარჩუნებასა და განვითარებაზე. საკუთარი მისიის შესრულების
მხარდასაჭერად თავისუფლდებიან საშემოსავლო და სხვა
გადასახადებისაგან. ვალდებული არიან აწარმოონ ქველმოქმედება
და სათემო სერვისები. ხშირად წარმოადგენენ რელიგიური
გაერთიანებების საკუთრებას.

ასეთ ორგანიზაციათა რიცხვს მიეკუთვნება აშშ-ის საავადმყოფოთა


უმრავლესობა.
არამომგებიანი ორგანიზაციები

სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციები და


საზოგადოებრივი კორპორაციები - ასეთ ორგანიზაციათა
რიცხვს მიეკუთვნება კვლევითი, სასწავლო და სამედიცინო
თვალსაზრისით მოწყვლადი პაციენტების მკურნალობაზე
ორიენტირებული საავადმყოფოები და საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრები.
ფინანსურ მენეჯმენტზე
პასუხისმგებელი სტრუქტურები
ჯანდაცვის ორგანიზაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს
წარმოადგენს:
დირექტორთა საბჭო (Board of Directors) - მომგებიან ორგანიზაციებში.
საბჭოს წევრების შერჩევა ხდება პროფესიული ნიშნით და ისინი
უმეტესწილად ღებულობენ ანაზღაურებას.
სამეურვეო საბჭო (Board of Trustees) - არამომგებიან ორგანიზაციებში.
საბჭოს წევრები ანაზღაურებას არ ღებულობენ (მოხალისეები -
Volunteers). მათი შერჩევა ხდება არა მარტო პროფესიული ნიშნით,
როგორც წესი, საზოგადოების ცნობილი ადამიანებიდან.
ფინანსურ მენეჯმენტზე
პასუხისმგებელი სტრუქტურები
აღმასრულებელი დირექტორი (The Chief Executive Officer - CEO) -
ინიშნება საბჭოს მიერ და წარმოადგენს უმაღლეს
ადმინისტრატორს.

ოპერაციული სამსახურის უფროსი (The Chief Operating Officer - COO) -


პასუხისმგებელია ორგანიზაციაში ყოველდღიურად მიმდინარე
ოპერაციებზე.

ფინანსური სამსახურის უფროსი (The Chief Financial Officer - CFO) -


პასუხისმგებელია ფინანსური მენეჯმენტის ფუნქციებზე (აღრიცხვა
და დაფინანსება).

ორგანიზაციის მასშტაბიდან გამომდინარე, ოპერაციულ და ფინანსურ


სამსახურს შეიძლება მართავდეს ერთი ადამინი.
ფინანსურ მენეჯმენტზე
პასუხისმგებელი სტრუქტურები
კონტროლიორი (The Controller) - პასუხისმგებელია აღრიცხვისა და
ანგარიშგების ფუნქციებზე, მათ შორის, ფინანსური დოკუმენტაციის
წარმოებასა და შენახვაზე. ზოგჯერ შეიძლება ასრულებდეს შიდა
აუდიტორის ფუნქციასაც.

ხაზინადარი (The Treasurer) - პასუხისმგებელია ორგანიზაციის ფინანსური


აქტივების მართვაზე, მათ შორის, ბანკებთან ურთიერთობაზე,
ინვესტიციებზე, საპენსიო და საქველმოქმედო ფონდების მართვაზე.

შიდა აუდიტორი (The Internal Auditor) - პასუხისმგებელია ფინანსური


ანგარიშგების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებაზე.
როგორც წესი, არ ემორჩილება ფინანსური სამსახურის უფროსს.
ფინანსურ მენეჯმენტზე
პასუხისმგებელი სტრუქტურები
ინფორმაციული სამსახურის უფროსი (The Chief Information Officer - CIO)
- პასუხისმგებელია ყველანაირი, მათ შორის, ფინანსური
ინფორმაციული სისტემების გამართულ მუშაობაზე. ექვემდებარება
ოპერაციული სამსახურის უფროსს ან უშუალოდ აღმასრულებელ
დირექტორს.

დამოუკიდებელი აუდიტორი (The Independent Auditor) - ორგანიზაციის


მიერ დაქირავებული აუდიტორული ფირმა, რომელიც ამოწმებს
გარე მოხმარების ფინანსური დოკუმენტაციის შესაბამისობას
მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან.

ყველა მენეჯერი - პასუხისმგებელი არიან საკუთარ უბანზე ფინანსური


მენეჯმენტის განხორციელებაზე.
შემოსავლების წყარო

ჯანდაცვის ორგანიზაციების შემოსავლების ძირითად წყაროს გაწეული


მომსახურების საფასური წარმოადგენს, რომელსაც თავად
პაციენტები ან მესამე მხარე (კერძო ან სოციალური დაზღვევის
სქემები) ანაზღაურებენ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის ორგანიზაცია შეიძლება ღებულობდეს


შემოწირულობასაც, რომელიც უფრო ხშირად ინვესტირებისთვის
გამოიყენება.
კერძო დაზღვევის ანაზღაურების
ფორმები
რეტროსპექტული ანაზღაურების ფორმები
ფასი ანუ შესრულებული სამუშაოს მიხედვით - პროვაიდერები
ღებულობენ მიწოდებული სერვისების დადგენილ საფასურს.
ფინანსური რისკი პრაქტიკულად გამორიცხულია.

ფასი მინუს ფასდაკლება ან ფასის პროცენტი - ორგანიზაცია (ძირითადად


საავადმყოფოები) პაციენტების რაოდენობიდან გამომდინარე
სადაზღვევო კომპანიას თავაზობს გარკვეულ ფასდაკლებას.

ფასი პლუს განვითარების პროცენტი - მიწოდებული სერვისების


დადგენილ საფასურს ემატება მცირე პროცენტი მომავალში ახალი
სერვისების დანერგვისთვის.
კერძო დაზღვევის ანაზღაურების
ფორმები

რეტროსპექტული ანაზღაურების ფორმები


ხარჯის მიხედვით - პროვაიდერები ღებულობენ მხოლოდ სერვისის
მიწოდებაზე გაწეულ ხარჯებს. არ ითვალისწინებს ზედნადებ
ხარჯებს.

მიღწევების შესაბამისად მოდიფიცირებული - ანაზღაურება


დაფუძნებულია მომსახურების ხარისხზე, პაციენტთა
კმაყოფილებაზე და ა.შ. პროვაიდერის ფინანსური რისკი საკმაოდ
მაღალია.
კერძო დაზღვევის ანაზღაურების
ფორმები
პროსპექტული ანაზღაურების ფორმები
საწოლ-დღე (Per Diem) - ანაზღაურება ხორციელდება პაციენტის მიერ
სტაციონარში გატარებული დღეების მიხედვით. შეიცავს ფინანსურ
რისკსა და სტიმულებს. არახელსაყრელია ურგენტული პაციენტების
შემთხვევაში, რომლებსაც პირველ დღეებში ესაჭიროებათ ბევრი
გამოკვლევები და ინტენსიური მკურნალობა.

დიაგნოზზე დაფუძნებული - ანაზღაურება ხორციელდება დიაგნოზების


მიხედვით.
 DRGs (Diagnosis-Related Groups) - საავადმყოფოები
 RUGs (Resource Utilization Groups) - საექთნო სახლები
 HHRGs (Home Health Resource Groups) - ბინაზე მომსახურება.
კერძო დაზღვევის ანაზღაურების
ფორმები
პროსპექტული ანაზღაურების ფორმები
პროცედურის კოდის მიხედვით - გამოიყენება ექიმ სპეციალისტთა
ანაზღაურებისას. რაც უფრო კომპლექსური და ხანგრძლივია
პროცედურა, მით მეტია მისი ანაზღაურება.

კაპიტაციური - ანაზღაურება ხორციელდება მიმაგრებული მოსახლეობის


რაოდენობის მიხედვით. პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების
ყველაზე გავრცელებული მეთოდი. შეიცავს ყველაზე დიდ
ფინანსურ რისკს და ამავე დროს ყველაზე მეტ შესაძლებლობებს.

ანაზღაურების ფორმების მრავალფეროვნება საავადმყოფოებსა და დიდ


საექიმო პრაქტიკებს აიძულებს დამატებითი პერსონალის აყვანას,
რომლებიც სპეციალიზდებიან ამა თუ იმ ფორმის წესების დაცვაზე.
სოციალური დაზღვევის
ანაზღაურების ფორმები
საავადმყოფოების ანაზღაურების ფორმები
დღიური მინუს შეთანხმებული ფასდაკლება, რომელიც
დამოკიდებულია პაციენტთა რაოდენობაზე.

დიაგნოსტიკური ჯგუფები - მაგალითად შუნტირება გაცილებით ძვირია,


ვიდრე მოტეხილობის მკურნალობა.

შერეული - საწოლ-დღისა და დიაგნოსტიკური ჯგუფების კომბინაცია.


ძირითადად გამოიყენება საექთნო სახლებში, სადაც ხელოვნურ
სუნთქვაზე მყოფი პაციენტის დღიური დაყოვნების ანაზღაურება
მეტია, ვიდრე ორთოპედიური პაციენტისა.
სოციალური დაზღვევის
ანაზღაურების ფორმები
ექიმების ანაზღაურების ფორმები
რესურსების შედარებით ღირებულებაზე დამყარებული სისტემა -
ექიმთან ვიზიტების წინასწარი გადახდა, რომელიც ეფუძნება
პროცედურის კოდს. მაგალითად პაციენტის ვიზიტი, რომლის
დროსაც ხდება მისი სრულად გამოკვლევა უფრო ძვირია, ვიდრე
ხანმოკლე ვიზიტი იმის დასადგენად, თუ როგორ იმოქმედა ადრე
მიცემულმა დანიშნულებამ.

კაპიტაციური - ანაზღაურება ხორციელდება ყოველთვიურად


მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და ფარავს
მომსახურების გარკვეულ დონეს.
სოციალური დაზღვევის
ანაზღაურების ფორმები

სხვა პროვაიდერების ანაზღაურების ფორმები


საექთნო სახლები - RUGs (Resource Utilization Groups).

ბინაზე მომსახურების სააგენტოები - HHRGs (Home Health Resource


Groups).

დღის სტაციონარები და ამბულატორიული კლინიკები - OPPS


(Outpatient Prospective Payment System).
დაუზღვეველთა ანაზღაურების
ფორმები
დაუზღვეველ პაციანტებს სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება
გაცილებით ძვირი უჯდებათ, ვიდრე დაზღვევის რომელიმე
სქემით მოცულებს, რადგან მათზე არ ვრცელდება ფასდაკლება.

2001 წელს აშშ-ში თითქმის 1.5 მილიონი გაკოტრების შემთხვევეთა


დაახლოებით ნახევარი სამედიცინო ანგარიშებთან იყო
დაკავშირებული. შედეგად, გაიზარდა გადაუხდელი ანუ
არაკომპენსირებული სერვისების რაოდენობა.

ამერიკის ჰოსპიტლების ასოციაციის მონაცემებით, 2004 წელს


არაკომპენსირებულმა სერვისებმა საერთო ჰოსპიტალური
მომსახურების 5.6% შეადგინა (1999 წელს - 6.2%).
არაკომპენსირებული მომსახურების
ფორმები
უიმედო დავალიანება (Bad Debt) - ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩამოწერს
აუნაზღაურებელი მომსახურებისთვის მის მიერ გაწეულ ხარჯებს
და არა ფასს. ამ ხერხს, ძირითადად მომგებიანი ორგანიზაციები
მიმართავენ.

საქველმოქმედო მომსახურება (Charity Care) - არამომგებიანი


ორგანიზაცია მომსახურებას უწევს პაციენტს მიუხედავად იმისა,
რომ ეს მომსახურება არ ანაზღაურდება და ეს წინასწარაა ცნობილი.
ამ ტიპის შემთხვევები დოკუმენტირებული უნდა იყოს
სპეციალური წესების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება
კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საგადასახადო შეღავათები.
ხარჯების კლასიფიკაცია
ქცევაზე დაფუძნებული მეთოდი
კლასიფიკაცია მაგალითი
ფიქსირებული ხარჯები - არ არის განათებაზე დახადჯული
დამოკიდებული წარმოებული ელექტროენერგია.
სერვისების მოცულობაზე.

ცვლადი ხარჯები - პირდაპირ ჭრილობის გასაკერად დახარჯული ძაფი.


კავშირშია წარმოებული სერვისების
მოცულობასთან.

ნახევრად ცვლადი ხარჯები - 1-8 პაციენტის მომსახურებისთვის საჭიროა


ნაწილობრივ ფიქსირებული და 1 ექთნი. მე-9 ავადმყოფის არსებობის
ნაწილობრივ ცვლადი. შემთხვევაში აკრედიტაციის სტანდარტით
აუცილებელია მე-2 ექთანი, რაც 2-ჯერ
ზრდის ხელფასის ოდენობას.
ხარჯების კლასიფიკაცია
დაკავშირებაზე დაფუძნებული მეთოდი

კლასიფიკაცია მაგალითი
პირდაპირი ხარჯები - პირდაპირაა ქირურგიული ოპერაციის დროს
დაკავშირებული კონკრეტულ დახარჯული შესახვევი მასალა.
პაციენტთან ან სერვისთან.

არაპირდაპირი ხარჯები - კონკრეტულ პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პერიოდში


პაციენტთან ან სერვისთან უშუალოდ დახარჯული წყლის რაოდენობა.
დაკავშირებული არ არის.

მთლიანი ხარჯი - პირდაპირი და წარმოებული მომსახურება პლუს


არაპირდაპირი ხარჯების ჯამი. კომუნალური ხარჯები.
ხარჯების კლასიფიკაცია
გადაწყვეტილების მიღებაზე დაფუძნებული მეთოდი
კლასიფიკაცია მაგალითი
კონტროლირებადი ხარჯები - ექთნის ასისტენტების მორიგეობის
მენეჯერის გადაწყვეტილებაზე ანაზღაურება.
დამოკიდებული.

არაკონტროლირებადი ხარჯები - უფრო მაღალი დონის ადმინისტრაციული


მენეჯერი ვერ აკონტროლებს. პერსონალის შრომის ანაზღაურება.

არჩევითი ხარჯები - არსებული რენტგენის აპარატის შეძენის


ალტერნატივებიდან არჩევა. შეუძლებლობა ულტრასონოგრაფის
შეძენის გამო.
ხარჯების განაწილება

სერვისების ფასების დადგენამდე აუცილებელია მათ წარმოებაზე


საჭირო ხარჯების დაანგარიშება, რომელიც მოიცავს:
 პირდაპირ ხარჯებს (სახარჯი მასალები, მედიკამენტები, სერვისის
მწარმოებელთა ხელფასი და სხვა);
 არაპირდაპირ ხარჯებს (კომუნალური გადასახადები, შენობა-
ნაგებობებისა და აღჭურვილობის ამორტიზაცია და სხვა);
 ზედნადები ხარჯები (ორგანიზაციის მართვის პროცესში ჩართული
და არამწარმოებელი პერსონალის ხელფასი).
ფინანსური მენეჯმენტი

ორგანიზაციის ფინანსური მენეჯმენტი ითვალისწინებს შემდეგ


საკითხებს:
 საბრუნავი კაპიტალის მენეჯმენტს;
 შემოსავლების მენეჯმენტს;
 მასალებისა და აღჭურვილობის მენეჯმენტს;
 ბიუჯეტების მენეჯმენტს.
საბრუნავი კაპიტალის მენეჯმენტი
საბრუნავი კაპიტალის მენეჯმენტის მიზანია შემოსავლების გაზრდა და
ხარჯების შემცირება, რისთვისაც საჭიროა:
 კაპიტალური აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის)
პროდუქტიოლობის გაზრდა ისეთი აქტივების სწორი
მენეჯმენტით, როგორიცაა სამუშაო ძალა და ინვენტარი;
 რესურსების მოცულობის არსებულ აქტივებთან მისადაგება;
 ფულადი სახსრების დაზოგვა ხარჯების შემცირების გზით;
 ფულის მოძრაობის მართვა, რომელიც გულისხმობს შემოსავლების
გარდაქმნას ინვენტარად, სამუშაო ძალად და მასალებად,
რომლებიც აუცილებელია სერვისების საწარმოებლად, რომლებსაც
მოაქვთ შემოსავალი;
 ორგანიზაციის ლიკვიდურიბის მართვა (რამდენად სწრაფად
შეიძლება აქტივების ფულად გარდაქმნა).
შემოსავლების მენეჯმენტი
 გადამხდელებთან მოლაპარაკება და კონტრაქტების გაფორმება;
 პაციენტების რეგისტრაცია, სადაზღვევო პოლისების
ვერიფიკაცია;
 სერვისების მიწოდების პროცესში წარმოებული პროცედურების,
დახარჯული მედიკამენტებისა და მასალების უტილიზაციის
აღრიცხვა;
 ანგარიშების შედგენა და გადამხდელებისთვის წარდგენა;
 ანგარიშების ანაზღაურების კონტროლი;
 რეგულირებისა და პაციენტის უფლებების დაცვა.
მასალებისა და აღჭურვილობის
მენეჯმენტი
პაციენტისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების
მიწოდებისთვის ჯანდაცვის ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს საჭირო
ტიპისა და საჭირო რაოდენობის მასალები, რათა მათი გამოყენება
მოხდეს საჭირო დროს.

დაუშვებელია მედიკამენტების ან სამედიცინო მოხმარების საგნების


ნაკლებობა, რადგან ეს შეიძლება გახდეს პაციენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების, ან სიკვდილის მიზეზი.
ბიუჯეტების მენეჯმენტი
ორგანიზაციის ყოველწლიურ ოპერატიულ დაგეგმვას თან ახლავს
შესაბამისი ბიუჯეტის შედგენა, რომელსაც ფულადი სახსრების
ბრუნვის ბიუჯეტსაც უწოდებენ. მასში ასახალი უნდა იყოს
დაგეგმილი გასავლები (ხარჯები), შემოსავლები და წლის ბოლოს
დაგეგმილი ბალანსი.
Ending Cash = Beginning Cash + Cash Inflow – Cash Outflow
არსებობს კიდევ ორი ტიპის ბიუჯეტი:
 სტატისტიკის ბიუჯეტი - იძლევა სტატისტიკურ ინფორმაციას,
რომლის დახმარებით ხდება ოპერატიული გეგმებით
გათვალისწინებული სერვისების უტილიზაციის, საჭირო
მასალებისა და სამუშაო ძალის პროგნოზს.
 კაპიტალდაბანდებათა ბიუჯეტი - დგება ახალი ობიექტებისა და
აღჭურვილობის შეძენაზე დაგეგმილი ხარჯების დაანგარიშების
მიზნით.
გისურვებთ წარმატებას
ფინანსურ მენეჯმენტში

You might also like