You are on page 1of 17

დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებით

ხშირად დასმული შეკითხვები


2

რა არის დეპოზიტების დაზღვევა?

რას ნიშნავს სადაზღვევო შემთხვევა? რატომ გვჭირდება დეპოზიტების


დაზღვევა?
სადაზღვევო შემთხვევა დეპოზიტების დაზღვევა იცავს
გულისხმობს „კომერციული მომხმარებელს კუთვნილი თანხის
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, ბანკების საქმიანობის შესახებ“ დაკარგვისგან დადგენილი ზღვრის
ფინანსური სტაბილურობის და
უსაფრთხოების სისტემის საქართველოს კანონის შესაბამისად ფარგლებში. ასევე ხელს უწყობს
მნიშვნელოვანი კომპონენტია, კომერციული ბანკის მიმართ ფინანსური სექტორის სტაბილურობას,
რომელიც იცავს დეპოზიტორებს
კუთვნილი თანხების ლიკვიდაციის, რამდენადაც, ნებისმიერ ბანკში
დაკარგვისგან (დადგენილი ზღვრის გადახდისუუნარობის ან სირთულის წარმოქმნისას,
ფარგლებში) სადაზღვევო
გაკოტრების პროცესის დაწყებას. მნიშვნელოვნად ამცირებს პრობლემის
შემთხვევის დადგომისას.
მთელ სისტემაზე გავრცელების, პანიკისა
და თანხების მასობრივი გადინების
რისკებს.
3
ვინ არის პასუხისმგებელი დეპოზიტების
ანაზღაურებაზე?

• დეპოზიტების დაზღვევის სისტემას მართავს


სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო.
• სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების
გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.
• სააგენტოს საოპერაციო ხარჯები იფარება
დეპოზიტების დაზღვევის ფონდიდან.
• სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას,
სააგენტო უზრუნველყოფს დეპოზიტების
შეუფერხებელ ანაზღაურებას.
4

სააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს უფროსი

ხელშეკრულებით

ფინანსური იურისტი ანაზღაურების ადმინისტრაციის


ექსპერტი ექსპერტი სპეციალისტი

ფინანსური შესყიდვების
მენეჯერი მენეჯერი
5

სამეთვალყურეო საბჭო

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ზედამხედველობას უწევს სამეთვალყურეო საბჭო

ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის ეკონომიკისა და 2 დამოუკიდებელი წევრი


პრეზიდენტი მდგრადი განვითარების
მინისტრი
6

5 000 ლარიანი ზღვარი


დეპოზიტები დაზღვეულია 5 000 ლარის
ფარგლებში თითოეული დეპოზიტორისთვის
თითოეულ ბანკში. ანუ, იმ შემთხვევაში თუკი
დეპოზიტორს აქვს ერთ ბანკში რამდენიმე
ანგარიში, მისი ანგარიშები აღნიშნული
ბანკისთვის ჯამდება, თუმცა ანაზღაურებული
თანხის მაქსიმალური ზღვარი უცვლელად 5 000
ლარია.

5 000 ლარიანი ზღვარი დაწესდა


იმ შემთხვევაში თუკი თქვენი დეპოზიტი
საერთაშორისო სტანდარტის და
5 000 ლარს აღემატება, დაზღვეულია
ადგილობრივი ბაზრის თავისებურებების
მხოლოდ 5 000 ლარამდე, შესაბამისად,
გათვალისწინებით. აღნიშნული ზღვარი
აგინაზღაურდებათ 5 000 ლარი, იმის
ოპტიმალურია როგორც დეპოზიტორების
მიუხედავად თუ რა ვალუტაში გაქვთ
უდიდესი ნაწილის სრულად დასაფარად, ისე
დეპოზიტი განთავსებული.
კომერციული ბანკებისთვის დამატებითი
ფინანსური ვალდებულების წნეხის
მაქსიმალურად შესარბილებლად. თუმცა,
დაწესებული ზღვარი ეტაპობრივად
გადაიხედება და გაიზრდება ბაზრის
თავისებურებების გათვალისწინებით.
7

რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი

დეპოზიტების დაზღვევით სარგებლობისთვის დეპოზიტორს არ სჭირდება დამატებითი ქმედების


1 განხორციელება. დაზღვევა ავტომატურად ვრცელდება კანონით განსაზღვრულ ყველა დეპოზიტზე.

დეპოზიტორებისთვის სისტემის ამოქმედება დამატებით ხარჯებთან არ არის დაკავშირებული.


2

სადაზღვევო პრემიას იხდიან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები.


3

ბანკების მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანები აკუმულირდება დეპოზიტების დაზღვევის ფონდში.


4 აღნიშნული ფონდიდან ხდება დეპოზიტების ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას.
8

დაზღვეული და დაუზღვეველი დეპოზიტები


კანონის შესაბამისად დაზღვეულია რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების ყველა ტიპის დეპოზიტები

დაზღვეული დაუზღვეველი

მიმდინარე ანგარიშები იურიდიული პირების დეპოზიტები


1 1
ფიზიკური პირების ის დეპოზიტები, რომლებზეც
2 საბარათე ანგარიშები
2 სარგებლობის უფლება შეზღუდულია საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად

3 ვადიანი დეპოზიტები
3 კომერციული ბანკების ადმინისტრატორების და მათი ოჯახის
წევრების დეპოზიტები

4 მოთხოვნამდე დეპოზიტები
4 კომერციული ბანკების 5%-ზე მეტი წილის მქონე აქციონერთა
და მათი ოჯახის წევრების დეპოზიტები
9

ძირითადი სტატისტიკა

დაზღვეულია
სულ დეპოზიტების მოცულობა დაზღვეული დეპოზიტების დეპოზიტების მთლიანი
აქედან ფიზიკური პირების
მოცულობა 1.5 მილიარდი მოცულობის დაახლოებით
საქართველოში დაახლოებით დეპოზიტების მთლიანი
15%, ხოლო დაზღვევა
19,3 მილიარდი ლარია მოცულობა 10.5 მილიარდი
სრულად ფარავს
დეპოზიტორთა 96,5%-ს

2018 წლის თებერვლის მონაცემები


10

სისტემის წევრი ბანკები

საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი

1 დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრია, ამდენად,


ყველა დეპოზიტი ნებისმიერ ბანკში დაზღვეულია
ერთნაირი წესით.

კომერციული ბანკების შერწყმის დროს, თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგება


შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში, დეპოზიტორს უფლება აქვს მოითხოვოს
შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში არსებული დაზღვეული

2 დეპოზიტის ცალ-ცალკე ანაზღაურება დადგენილი ზღვრის ფარგლებში.


მითითებული ვადის გასვლის შემდეგ დამდგარი სადაზღვევო
შემთხვევებისთვის დეპოზიტორი კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებს
სტანდარტული წესით.
11

დეპოზიტები დაზღვეულია ნებისმიერ ვალუტაში

დაზღვევის პირობები იდენტურია ნებისმიერ ვალუტაში


1 განთავსებული დეპოზიტებისთვის.

დაზღვეული დეპოზიტები ანაზღაურდება ეროვნულ ვალუტაში -


2 ლარში.

იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტი უცხოურ ვალუტაშია,


ანაზღაურდება დადგენილი ზღვრის ფარგლებში, ბანკის
3 გადახდისუუნაროდ გამოცხადების დღისთვის საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური
გაცვლითი კურსის შესაბამისად.
12

დაანგარიშების წესი

თუ დეპოზიტორს ერთ ბანკში აქვს რამდენიმე


ანგარიში, მოხდება მათი დაჯამება. 1
ასანაზღაურებელი
თანხის მაქსიმალური
ოდენობა 5000 ლარია
თუ დეპოზიტორს აქვს რამდენიმე ანგარიში სხვადასხვა ბანკში, მისი
ანგარიშები თითოეული ბანკისთვის დაზღვეულია ცალ-ცალკე. 2
13

ერთობლივი ანგარიში

45% 55%

ერთობლივ ანგარიშზე არსებული თანხმები თითოეული დეპოზიტორისთვის დაზღვეულია და


ანაზღაურდება 5 000 ლარის ფარგლებში. განაწილება ხდება თანამფლობელების წილობრივი
საკუთრების შესაბამისად.
14

ანაზღაურების პროცესი

იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს ექმნება დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის
განმავლობაში უზრუნველყოფს დეპოზიტორებისთვის კუთვნილი თანხის ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში. 2020 წლიდან, საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ანაზღაურების ვადა შემცირდება 10 დღემდე.

დეპოზიტორების
4
ანაზღაურება

3 აგენტი ბანკის შერჩევა

2 დეპოზიტორების
ინფორმირება
სადაზღვევო შემთხვევის
1
გამოცხადება

დეპოზიტორს სააგენტოსგან ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ვადის
ამოწურვის შემდეგ, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიმართება საქართველოს ეროვნულ
ბანკში დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებლად.
15

დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არსებული თანხების მართვა

დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არსებულ თანხებს, დადგენილი საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, მართავს დეპოზიტების
დაზღვევის სააგენტო. სააგენტო უფლებამოსილია ფონდი სამართავად გადასცეს ეროვნულ ბანკს ან საქართველოს სახელმწიფო ხაზინას

საინვესტიციო პოლიტიკა ეფუძნება კანონით გათვალისწინებულ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც თანხების ინვესტირება ხდება
ურისკო აქტივებში. ინვესტირებით მიღებული მოგება ირიცხება ასევე ფონდის ანგარიშზე
16
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ
არის საკმარისი თანხა დეპოზიტორების ასანაზღაურებლად?

იმ შემთხვევაში, თუკი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არ იქნება დეპოზიტორების
ანაზღაურებისთვის საკმარისი თანხა, სააგენტო უფლებამოსილია ისესხოს ფული სახელმწიფოსგან, ადგილობრივი და
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან ან მოიძიოს სხვა ალტერნატიული წყაროები.
17

დამატებითი ინფორმაციის მიღება

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი: www.diagency.ge


ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@diagency.ge
ტელეფონის ნომრები: 2 29 67 38; 2 29 67 36

You might also like