You are on page 1of 5

შპს.

PERSPEKTIVE“
Info.perspektive.ge@gmail.com
www.perspektivee.wordpress.com
(995 558) 135858

ხელშეკრულება

თბილისი [თარიღი] ____________________

წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები ერთი მხრივ შპს “Perspektive“ მისი წარმომადგენლის ნინო კალმახელიძის
სახით (შემდგომში შპს ”Perspektive”) და მეორე მხრივ, მოქალაქე [პ/ნ, სახელი, გვარი,] _________________________
_________________ ________________________________ (შემდგომში „სტუდენტი“) ხელმძღვანელობენ რა
ურთიერთგაგების/ურთიერთპატივისცემის პრინციპით, თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი:


1.1. შპს ”Perspektive” უზრუნველყოფს სტუდენტის დასაქმების ორგანიზებას არდადეგების პერიოდში გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში.

მუხლი 2. ხელშეკრულების პირობები / მხარეთა უფლებები და მოვალეობები:

2.1. შპს „Perspektive”-ს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:


2.1.1. მოძებნოს სამუშაო ადგილი და მოაგვაროს დასაქმებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხები;
2.1.2. გადასცეს სტუდენტს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს მიერ გაცემული მუშაობის ნებართვის
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აძლევს სტუდენტს უფლებას, ლეგალურად იმუშაოს გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე
2.1.3. გერმანიაში გამგზავრებამდე მიაწოდოს სტუდენტს საჭირო ინფორმაცია სტუდენტების არდადეგების
პერიოდში დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით და გადასცეს მას დამსაქმებლის საკონტაქტო მონაცემები;
2.1.4. გაუწიოს სტუდენტს კონსულტაცია ბინის მოძიებასთან, მგზავრობასთან, მგზავრობისთვის საჭირო
დოკუმანტაციასთან და სამოგზაურო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
2.1.5. შპს ”Perspektive” არ არის პასუხისმგებელი არანაირ დაზიანებაზე, დანაკარგზე ან ხარჯზე, უბედურ
შემთხვევაზე, დაკავებაზე, დაჯარიმებაზე, დამსაქმებელთან წარმოქმნილ პრობლემებსა და იმ სადავო
სიტუაციებზე, სადაც გამოიკვეთება სტუდენტის ბრალეულობა. ასევე შპს ”Perspektive”სგან დამოუკიდებელ
ფორსმაჟორულ სიტუაციებზე და მიმღები ქვეყნის პოლიტიკური კურსის ან კანონმდებლობის ცვლილებებზე;
2.1.6. შპს ”Perspektive” არ იღებს პასუხისმგებლობას სტუდენტის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის
შეუსრულებლობის, უპასუხისმგებლო დამოკიდებულების, ავადმყოფობის ან გერმანული ენის არასათანადო
ცოდნის გამო დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო საათების შემცირებაზე, ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე
ან ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტაზე;
2.1.7. შპს ”Perspektive” არ იღებს პასუხისმგებლობას სტუდენტის დაბინავებასთან დაკავშირებულ არანაირ საკითხზე
- როგორიცაა ბინის მოძიება, გამქირავებელთან კონტაქტი, ქირავნობის ხელშეკრულების პირობები,
საცხოვრებელი პირობები, საცხოვრებელ ადგილის მიხედვით რეგისტრაცია და სხვა.
2.1.8. შპს ”Perspektive” არ იღებს პასუხისმგებლობას სტუდენტის საქართველოში დროულად დაბრუნებაზე.

2.2. „სტუდენტი“-ს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:


2.2.1. მიაწოდოს დამსაქმებელს სააპლიკაციო ფორმაში მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად და სწორად
2.2.2. ფლობდეს გერმანულ ენას მინიმუმ A2/B1 დონეზე (დამსაქმებლის მოთხოვნის შესაბამისად), ისე, რომ შეძლოს
სამუშაო ადგილზე გერმანულ ენაზე კომუნიკაცია; გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც
დამსაქმებელი არ ითხოვს გერმანული ენის ცოდნას. ამ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია იცოდეს
ინგლისური ენა B1 დონეზე.
2.2.3. შეასრულოს დაკისრებული სამუშაო მუშაობის ნებართვის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ
სამუშაო ადგილას, მითითებული ვადის განმავლობაში.
2.2.4. პასუხისმგებლობით მოეკიდოს დასაქმების ადგილზე დაკისრებულ მოვალეობას, იყოს პუნქტუალური -
დროულად გამოცხადდეს სამსახურში, არ დატოვოს სამუშაო ობიექტი სამუშაო საათების დასრულებამდე,
დაიცვას ეთიკის ნორმები, იყოს კეთილგანწყობილი და მოწესრიგებული. შეასრულოს დამატებითი სამუშაო
საჭიროებისა და დამსაქმებლის მოთხოვნის შესაბამისად;
2.2.5. დაიცვას შინაგანაწესი ბინადრობის ადგილას;
2.2.6. გერმანიაში გამგზავრებისას თან იქონიოს:

- გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს მიერ გაცემული მუშაობის უფლების დამადასტურებელი


დოკუმენტი
- სასწავლებლის მიერ ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული სპეციალური ფორმა სტუდენტის
სასწავლებელში ჩარიცხვისა და არდადეგების პერიოდის შესახებ (Immatrikulationsbescheinigung)
- ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს გერმანიიდან დაბრუნების დღიდან
არანაკლებ 6 თვისა
- გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი სამოგზაურო დაზღვევა
- სტუდენტის ბარათი
- გარკვეული თანხა, რაც საკმარისი იქნება მგზავრობის, ბინისა და სხვა ხარჯების დასაფარად ხელფასის
აღებამდე
- დაბინავების ცნობა - ბინის მეპატრონის ან დამსაქმებლის მიერ გაცემული ბინის დაჯავშნის დასტური ბინის
მისამართის და პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით
- თვითმფრინავის ბილეთი ორივე გზისთვის
2.2.7. თავად იზრუნოს დაბინავებაზე და ბინაში დროებით რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ მას დამსაქმებელი
არ უზრუნველყოფს ბინით;
2.2.8. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი უზრუნველყოფს სტუდენტს ბინით და სტუდენტი თანხმდება ამ
შემოთავაზებაზე, სტუდენტი უნდა აცნობიერებდეს, რომ მას ხელფასიდან ჩამოეჭრება ბინის გადასახადი,
მიუხედავად იმისა, იცხოვრებს თუ არა ამ ბინაში. სხვა ბინაში გადასვლასთან ან ნებისმიერ ბინასთან
დაკავშირებულ საკითხებზე მან უნდა მიმართოს დამსაქმებელს ან იმ პირს, ვისთანაც ექნება გაფორმებული
ქირავნობის ხელშეკრულება;
2.2.9. გამგზავრებამდე დაუკავშირდეს შპს ”Perspektive”-ს და შეატყობინოს სამუშაო ადგილზე ჩასვლის დრო ასევე
ჩასვლასთან დაკავშირებული ცვლილებები;
2.2.10. დროულად შეიძინოს თვითმფრინავის ბილეთი;
2.2.11. გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ მისი მონაცემები დამუშავდება და მისი კანდიდატურა განიხილება, თუ
სტუდენტი გადაიხდის 50 (ორმოცდაათი) ევროს ექვივალენტს ლარში. სტუდენტის საბუთები
დამსაქმებელთან გაიგზავნება მას შემდეგ, როდესაც ის გადაიხდის 100 (ასი) ევროს ექვივალენტს ლარში.
მუშაობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მას გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
გადახდილი ექნება მომსახურების სრული საფასური 250(ორასორმოცდაათი) ან შესაბამის შემთხვევაში 200
ევროს ექვივალენტი ლარში.
2.2.12. გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ თუ ორ ან რამდენიმე სააგენტოს მიმართავს დასაქმების მოთხოვნით, რის
შედეგადაც გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოში განმეორებით შევა მოთხოვნა მუშაობის უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ, შესაძლებელია სააგენტომ არც ერთი მოთხოვნა
დააკმაყოფილოს;
2.2.13. თუ სტუდენტმა 2019 ან 2020 წლებში უკვე მიიღო მონაწილეობა სტუდენტების დასაქმების პროექტში, რაც
გულისხმობს იმას, რომ: ა) სტუდენტის სახელზე გაცემული იყო მუშაობის უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტი გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს მიერ (მიუხედავად იმისა, ისარგებლა თუ არა მან ამ
დოკუმენტით) ან ბ) სტუდენტის განაცხადი გაგზავნილი იყო შრომის ფედერალურ სააგენტოში, საიდანაც მან
მიიღო უარი, სტუდენტი ვალდებულია მიაწოდოს შპს ”Perspektive”-ს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ
რომელი საშუამავლო სააგენტოს მომსახურებით ისარგებლა, რომელი სასწავლებლიდან ჰქონდა ცნობა
წარდგენილი, დროის რომელ მონაკვეთში ჰქონდა მუშაობის უფლება ასეთის არსებობის შემთხვევაში და რა
იყო მიზეზი მოწვევაზე უარისა შესაბამის შემთხვევაში.
2.2.14. არ დარჩეს შენგენის ზონაში 90 დღეზე მეტი ხნით;
2.2.15. გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ შენგენის ზონაში 90 დღეზე მეტი ხნით დაყოვნების ან სხვა კანონსაწინააღმდეგო
ქმედების შემთხვევაში მას ელის ჯარიმა, დაკავება, დეპორტაცია ან სხვა იურიდიული სანქცია გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;
2.2.16. პროგრამის დასრულების შემდეგ დაუკავშირდეს შპს ”Perspektive”ს და დაადასტუროს საქართველოში
დაბრუნება;
მუხლი 3. დასაქმების ვადა და პირობები:
3.1. სტუდენტი დასაქმდება სემესტრული არდადეგების პერიოდში;
3.2. სტუდენტების დასაქმება ხდება მაქსიმუმ 88 დღით 12 თვის მანძილზე;
3.3. სტუდენტების დასაქმება ხდება კვების ობიექტებზე, სასტუმროებში, ფოსტაში, საწარმოში, დასუფთავების
სამსახურში და სხვა მსგავს ობიექტებზე დამხმარე პერსონალად;
3.4. სტუდენტების დასაქმება ხდება ქალაქში, საკურორტო ზონაში ან ავტობანზე;
3.5. სამუშაო საათების რაოდენობა არ არის სტანდარტული და მერყეობს 30 დან 40 საათამდე კვირაში. სამუშაო
საათების რაოდენობა მითითებული იქნება მუშაობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში, თუმცა
შესაძლებელია, სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო დამსაქმებლის მიერ შეიცვალოს (შემცირდეს ან
გაიზარდოს) სამუშაო საათების რაოდენობა;
3.6. ანაზღაურება არ არის სტანდარტული და მერყეობს 9.38 ევროდან 12 ევრომდე საათში. ანაზღაურება მითითებული
იქნება მუშაობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში, თუმცა დამსაქმებლის ინიციატივით შესაძლებელია
მოხდეს ანაზღაურების ცვლილება.

მუხლი 4. მომსახურების საფასური, ანგარიშსწორების წესი და თანხის დაბრუნების პირობები:

4.1. შპს “Perspektive”-ს მომსახურების სრული ღირებულება შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათ) ევროს ექვივალენტს
ლარში (დღგ–ს ჩათვლით); იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც წინა წლებში უკვე ისარგებლეს შპს “Perspektive”-ს
მომსახურებით და იყვნენ სამუშაოდ გერმანიაში, მომსახურების ღირებულება შეადგენს 200 (ორას) ევროს
ექვივალენტს ლარში (დღგ–ს ჩათვლით);სტუდენტის მიერ დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის
მომსახურების გადასახადის 250 (ორასორმოცდაათ) ევროს ექვივალენტის ლარში გადახდა ხდება ეტაპობრივად:
4.1.1. სტუდენტი 50 (ორმოცდაათი) ევროს ექვივალენტს ლარში იხდის შპს “Perspektive”-სთან ხელშეკრულების
გაფორმებიდან ორი კვირის განმავლობაში - მითითებულ თანხას სტუდენტი იხდის შეხვედრებში,
კონსულტაციებში, გასაუბრებებში და საბუთების გასაგზავნად მომზადებაში
4.1.2. სტუდენტი 100 (ასი) ევროს ექვივალენტს ლარში იხდის მას შემდეგ, რაც მოიძებნება მისთვის
დამსაქმებელი. თანხა გადახდილ უნდა იქნეს დამსაქმებელთან საბუთების გაგზავნამდე.
4.1.3. სტუდენტი 100 (ასი) ევროს ექვივალენტს ლარში იხდის შპს “Perspektive”-ს მხრიდან გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში მუშაობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებიდან
არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში;
4.2. იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც წინა წლებში უკვე ისარგებლეს შპს “Perspektive” ს მომსახურებით და იყვნენ
სამუშაოდ გერმანიაში მომსახურების გადასახადი შეადგენს 200(ორას) ევროს ექვივალენტს ლარში. გადახდა ხდება
ეტაპობრივად :
4.2.1. სტუდენტი 50 (ორმოცდაათი) ევროს ექვივალენტს ლარში იხდის შპს “Perspektive”-სთან ხელშეკრულების
გაფორმებიდან ორი კვირის განმავლობაში - მითითებულ თანხას სტუდენტი იხდის შეხვედრებში,
კონსულტაციებში, გასაუბრებებში და საბუთების გასაგზავნად მომზადებაში
4.2.2. სტუდენტი 50 (ორმოცდაათ) ევროს ექვივალენტს ლარში იხდის მას შემდეგ, რაც მოიძებნება მისთვის
დამსაქმებელი. თანხა გადახდილ უნდა იქნეს დამსაქმებელთან საბუთების გაგზავნამდე.
4.2.3. სტუდენტი 100 (ასი) ევროს ექვივალენტს ლარში იხდის შპს “Perspektive”-ს მხრიდან გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში მუშაობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებიდან
არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში;
4.3. სტუდენტები. რომელთაც გადახდილი ჰქონდათ მომსახურების საფასურის პირველი შენატანი 2020 წლის ზაფხულის
დასაქმებისთვის, პანდემიის გამო ვერ წავიდნენ სამუშაოდ, მოითხოვეს თანხის უკან დაბრუნება და დაუბრუნდათ
თანხის ნაწილი ისარგებლებენ 4.1 პუნქტში მითითებული გადახდის პირობებით;
4.4. სტუდენტები. რომელთაც გადახდილი ჰქონდათ მომსახურების საფასურის პირველი შენატანი 2020 წლის ზაფხულის
დასაქმებისთვის, პანდემიის გამო ვერ წავიდნენ სამუშაოდ და არ მოუთხოვიათ გადახდილი თანხის დაბრუნება,
ისარგებლებენ 4.2 პუნქტში მითითებული გადახდის პირობებით;
4.5. ანგარიშსწორება განხორციელდება ავანსად ეროვნულ ვალუტაში (ეროვნული ბანკის კურსით) უნაღდო
ანგარიშსწორებით ხელშემკვრელი მხარეების მიერ მითითებული საბანკო ანგარიშების მეშვეობით;
4.6. მომსახურების თანხა ფიქსირებულია და არ ექვემდებარება გადასინჯვას ხელშეკრულების მოქმედების ვადის
განმავლობაში;
4.7. მომსახურების გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში საქმე განსახილად გადაეცემა საარბიტრაჟო
სასამართლოს.
4.8. სტუდენტს გადახდილი თანხა დაუბრუნდება თუ:
4.8.1. შპს “Perspektive” ს მიზეზით არ მოხდება მისთვის სამუშაო ადგილის მოძებნა ან დამსაქმებლის ან შპს
“Perspektive”-ს მიზეზით ის ვერ მიიღებს მოწვევას - ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა დაბრუნდება
სრულად;
4.8.2. ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო დამსაქმებელი უარს იტყვის სტუდენტის დასაქმებაზე ან/და
შეუძლებელი იქნება ქვეყნიდან გასვლა ან/და გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა. ასეთ შემთხვევაში
გადახდილ თანხას გამოაკლდება 25 (ოცდახუთი) ევროს ექვივალენტი ლარში, დარჩენილი თანხა სრულად
დაუბრუნდება სტუდენტს;
4.8.3. მძიმე ავადმყოფობისას (ასეთ შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების
მიერ გაცემული დოკუმენტი შესაბამისი რეკომენდაციით), ან ისეთი გარემოებისას, რომელიც წინასწარ არ
იყო ცნობილი სტუდენტისთვის და რომელიც შეუძლებელს ხდის გამგზავნრებას ან/და მუშაობას. ასეთ
შემთხვევაში გადახდილ თანხას გამოაკლდება 25 (ოცდახუთი) ევროს ექვივალენტი ლარში, დარჩენილი
თანხა სრულად დაუბრუნდება სტუდენტს.

4.9. სტუდეტნს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება თუ:


4.9.1. გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოში საბუთების გაგზავნის შემდეგ უარს იტყვის პროგრამაში
მონაწილეობაზე (ნებისმიერი მიზეზით გარდა 4.8.3. პუნქტისა)
4.9.2. მის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში შეცდომის ან არასწორი ინფორმაციის მითითების გამო უარს
მიიღებს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოსგან
4.9.3. თუკი სტუდენტი უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობაზე (ნებისმიერი მიზეზით, გარდა 4.8.3.
პუნქტისა) მას შემდეგ, რაც მის სახელზე გაიცემა მუშაობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, სტუდენტს დაეკისროს მისთვის დაჯავშნილი საცხოვრებელი ბინისთვის
განსაზღვრული გადასახადის გადახდა
4.9.4. თუკი სტუდენტი სამუშაო ადგილის მოსაძიებლად შპს “Perspektive” ს გარდა მიმართავს სხვა სააგენტოსაც
რის შედეგადაც შპს “Perspektive” უარს მიიღებს გამნაცხადზე იმ მიზეზით, რომ სტუდენტის სახელზე უკვე
გაკეთებულია განაცხადი, სტუდენტს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება და დაეკისრება მომსახურების
გადასახადის სრულად გადახდა.

მუხლი 5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა:


5.1. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან სტუდენტის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან
დროულად დაბრუნებამდე, შესაბამის შემთხვევაში მომსახურების გადასახადის ან ჯარიმის გადახდამდე.

მუხლი 6. მხარეთა პასუხისმგებლობა:


6.1. მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ბრალეული
შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის;

მუხლი 7. დავების მოგვარება:


7.1. დავის წარმოშობის შემთხვევაში დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკებით. მხარეთა შეუთანხმებლობის
შემთხვევაში დავა განიხილება საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით

მუხლი 8. განსაკუთრებული პირობები:


8.1. სტუდენტის მიერ შპს „perspektive”-სთვის სააპლიკაციო ფორმაში მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად ან
არასწორად მიწოდების ან ინფორმაციის დამალვის შედეგად შესაძლოა, განაცხადი გაკეთდეს არასწორ სამუშაო
პერიოდზე და შესაბამისად, მუშაობის უფლება გაიცეს მცირე პერიოდზე. ამ შემთხვევაში სტუდენტს არ
დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საშუამავლო თანხა ან შესაბამის შემთხვევაში დაეკისრება საშუამავლო
თანხის სრულად გადახდა.
8.2. თუ სტუდენტი 8.1. პუნქტში მითითებული მიზეზით უარს მიიღებს გერმანიის შრომის ფედერალური
სააგენტოდან მუშაობის უფლების გაცემაზე, მას არ დაუბრუნდება გადახდილი მომსახურების გადასახადი და
დამატებით დაეკისრება ჯარიმა 250 ევროს ექვივალენტი ლარში.
8.3. მომსახურების გადასახადის ან ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საქმე განსახილად გადაეცემა
საარბიტრაჟო სასამართლოს.

მუხლი 9. დამატებითი პირობები:


9.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე
ეგზემპლარად, ინახება მხარეებთან და ძალაშია მისი ხელმოწერის დღიდან.
9.2. ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების გაუქმება, მეორე მხარისთვის 30 დღით ადრე
წერილობით წარმოდგენილი შეტყობინების მიწოდების საფუძველზე.

მუხლი 10. ხელშეკრულების მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები:

შპს „Perspektive” სტუდენტი:

თბილისი0154, ევდოშვილის2/10,კ.7,ბ.6 სახელი, გვარი:___________________________________

საიდენტ.კოდი:401965290 პირადი ნომერი:__________________________________

საბანკო რეკვიზიტები: მისამართი: ______________________________________


თიბისი ბანკი, GE91TB7502036020100002
_________________________________________________
ტელ.: 558 13 58 58

ხელმოწერა: ხელმოწერა:

You might also like