You are on page 1of 51

საქმე#010100119003134726

საქმე N1-689/19წ

განაჩენი
საქართველოს სახელით
09.03. 2020 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო


სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე
პროკურორი - ალ------------------ძე, ან--------ა

დაცვის მხარე
1. ბრალდებული: რე---- ბო-–---ძე
მამის სახელი: ქა-----
დაბადებული: 1--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
მისამართი: ქ. ბათუმი, ოპ--------------.

ადვოკატი - გვ--–------------ძე

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 236-ე


მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე
მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 109-ე
მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის: 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1---------


--

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

1
სასამართლომ დაადგინა:

1.1. რე---- ბო-–---ძემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში,


მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, უცხოური წარმოების 7.65 მმ
კალიბრის ,,T---------------------” მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო
მასალას, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, 2019 წლის 25 ივნისს
დაახლოებით 18:00-დან - 2019 წლის 26 ივნისის 07:35 საათამდე დროის
შუალებში. ზემოთხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი, 2019 წლის 26
ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხ--–---აში, მისი პირადი ჩხრეკის
შედეგად იქნა ამოღებული.

1.2. რე---- ბო-–---ძე გასამართლებულია საქართველოს უზენაესი


სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე და 109-ე მუხლებით და და
მსჯავრდებულია 2002 წლის 26 აგვისტოს განაჩენით;

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე და 109-ე მუხლებით ნასამართლევმა რე---- ბო-–


---ძემ, 2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ხულოს
მუნიციპალიტეტის სოფელ ხი------ში მდებარე გუ-–-----------ის კუთვნილ
კვების ობიექტში მყოფ რო---------ეს, წარსულში არსებული უთანხმოების
ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, არაერთგზის, განზრახ მკვლელობის
მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლით, გულმკერდის მარცხენა არეში მიაყენა შემავალი
სიცოცხლისათვის სახიფათო ცეცხლსასროლი ჭრილობა. მიყენებული
დაზიანებების შედეგად რო---------ე გარდაიცვალა, ხოლო რე---- ბო-–---ძე
მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. 

1.3. რე---- ბო-–---ძის მიერ, არაერთგზის, რო---------ის განზრახ მკვლელობის


შემდგომ, პოლიციის მუშაკების, საქართველოს შ.ს.ს აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული
სამმართველოს თანამშრომლების: სამმართველოს უფროსის ბე--------–-ძის,
სამმართველოს უფროსის მოადგილის რო---------------–--ისა და ამავე
სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების, კო-------–----ისა და ფრ-----
-----–--ის მიერ,  ხორციელდებოდა დაუყოვნებლივი ოპერატიული
ღონისძიებები რე---- ბო-–---ძის  დაკავების მიზნით. 

2019 წლის 25 ივნისს, 22:00 საათის შემდგომ, ხულოს მუნიციპალიტეტის


სოფელ თხ--–---აში, ლა--------------ის კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე
ტერიტორიაზე, პოლიციის თანამშრომლებმა -კო-------–----ემ და ფრ----------–--ემ
შეამჩნიეს რე---- ბო-–---ძე, მივიდნენ მასთან  და განუმარტეს, რომ იყვნენ
პოლიციის თანამშრომლები და სურდათ მასთან გასაუბრება, რა დროსაც რე--
-- ბო-–---ძემ, პოლიციელების  სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით ჯანმრთელობის ხელყოფისა და მიმალვის მიზნით, მის მიერ

2
მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი
იარაღიდან, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა,
ოთხჯერადი  გასროლა განახორციელა ხსენებული პოლიციის მუშაკების
მიმართულებით, რა დროსაც ფეხის არეში, ჯანმრთელობის დაზიანება
მიიღო ფრ----------–--ემ, ხოლო რე---- ბო-–---ძე  შემთხვევის ადგილიდან გაიქცა 
და გადაადგილდებოდა სოფელ თხ--–---აში მდებარე მეჩეთის მიმდებარე
ტერიტორიაზე. აღნიშნული შემთხვევიდან  დაახლოებით 15 წუთში, ხულოს
რაიონული სამმართველოს უფროსი ბე--------–-ძე და ამავე სამმართველოს
უფროსის მოადგილე რო---------------–--ე, სოფელ თხ--–---აში მდებარე მეჩეთის
მიმდებარე ტერიტორიაზე ხმამაღლა მოუწოდებდნენ რე---- ბო-–---ძეს, რომ
იყვნენ პოლიციის მუშაკები და დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას,
შეეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები და  გასაუბრებოდა მათ. რე----
ბო-–---ძემ, პოლიციელების  სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით
ჯანმრთელობის ხელყოფისა და მიმალვის მიზნით, კვლავ გააგრძელა
დანაშაულებრივი საქმიანობა და ზემოთხენებული ცეცხლსასროლი
იარაღიდან განახორციელა გასროლა  პოლიციის მუშაკების - ბე--------–-ძის და
რო---------------–--ის მიმართულებით, რის შედეგადაც, ბე--------–-ძემ, ფეხის
არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ - ირ---------ემ საქმის განხილვისას


სასამართლოს განუცხადა, რომ აწ გარდაცვლილი რო---------ე იყო მისი
მეუღლე; მას ყავს სამი არასრულწლოვანი შვილი; ცხოვრობს ხულოს
მუნიციპალიტეტის სოფელ ხი------ში;
2019 წლის 25 ივნისს  დაახლოებით 16 საათი იქნებოდა, მისი მეუღლე - რო----
-----ე სახლიდან წავიდა ხი------ის ცენტრში მათი კუთვნილი ავტომანქანის
შესაკეთებლად, საკუთრებაში ყავთ ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით  B-----
-; გე-----------ძისაგან გაიგო საღამოს, რომ ხი------ის ცენტრში გუ-–-----------ის
მაღაზიაში, რო---------ეს უნახავს სოფელ თხ--–---აში მცხოვრები რე---- ბო-–---
ძე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მოუკლავს მისი მეუღლე და
გაქცეულა თხ--–---ას მიმართულებით; ასევე შემდგომ გაიგო, რომ
ცეცხლსასროლი ირაღიდან გასროლით დაჭრა მის დასაკავებლად მისული
პოლიციის თანამშრომლები;

მოითხოვს რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს რე---- ბო-–---ძე; როცა


ის თავისუფლებაში იყო, მისი მეუღლე აფრთხილებდა, რომ მორიდებოდნენ
მასთან შეხვედრას; რადგანაც რე---- ბო-–---ძე იყო ყველაფერზე წამსვლელი,
მასზე შურისძიების მიზნით მისთვის და მისი შვილებისათვის
შესაძლებელია დაეშავებინა რამე, ის სასჯელს იხდიდა მკვლელობისთვის
და აქედან გამომდინარე; ის არ ფლობს ინფორმაციას რე---- ბო-–---ძესა და მის
აწ გარდაცვლილ მეუღლეს შორის მომხდარ უთანხმოებასთან
დაკავშირებით; არც ის იცის პოლიციის განყოფილება იყო თუ არა ვინმესგან
3
ინფორმირებული. მის მკაცრად დასჯას ითხოვს, რადგან მას ყავს შვილები
და არ სურს ისინიც საფრთხის ქვეშ იყვნენ; მოსალოდნელია მისი
თავისუფლებაში ყოფნით მან ჩაიდინოს სხვა პირის მკვლელობაც. (იხ
სასამართლო სხდომის ოქმი 1--11.2019წ; 12:14:29სთ-12:43:24სთ)
   

მოწმის სახით დაკითხვისას გუ-–-----------ემ განაცხადა, რომ   ცხოვრობს


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხი------ში; მისი მეუღლე არის ინდ.
მეწარმე და გახსნილი აქვს სოფელ ხი------ის ცენტრში ლუდის პატარა ბარი
„ხი---ი“, სადაც არის ჩამოსახმელი ლუდი „ზედაზენი“ და ასევე ამზადებს
სხვადასხვა საკვებს; საჭმელს. ახდენს ლუდის ჩამოსხმას და ალაგებს ბარს;
იქ მუშაობს მხოლოდ თვითონ და მისი მეუღლე. 
2019 წლის 25 ივნისს, ჩვეულებრივად დილიდან მუშაობდა ზემოთ
აღნიშნულ ბარში, მისი მეუღლე იმ პერიოდში წასული იყო ქარელის
რაიონში სტუმრად და იყო მარტო. დაახლოებით დილის 11 საათზე, ბარში
შემოვიდა სოფელ თხ--–---აში მცხოვრები რე---- ბო-–---ძე, რომელსაც იცნობდა
სოფლიდან, მას ახლდა პიროვნება, რომელსაც ვერ იცნობდა, ის გაეცნო და
აღმოჩნდა მისი შორეული ნათესავი ზა---------–--ე. ისინი იმყოფებოდნენ
ბარში შუადღემდე - დაახლოებით დღის 14 საათამდე, რე---- ბო-–---ძემ
დალია დაახლოებით 5-6 კათხა ლუდი, მის თანმხლებ ზა---------–--ეს ლუდი
არ დაულევია, მისი განმარტებით ის იყო ავად, ჰქონდა შაქრის დიაბეტი და
არ შეიძლებოდა მისთვის სპირტიანი სასმელების მიღება. რე----ს სხვა
შეკვეთა არ მოუცია, რე---- ბო-–---ძემ გადაიხადა საფასური და წავიდნენ
ჩვეულებრივად.

იმავე დღეს დაახლოებით 16 საათზე, რე---- ბო-–---ძე და ზა---------–--ე ისევ


შემოვიდნენ ბარში და რე----მ ისევ დაიწყო ლუდის დალევა, ხოლო ზა---------–--ე
კვლავ არ სვამდა. რე----ს განმარტებით მას დალეული ჰქონდა არაყი-ჭაჭა და
აშკარად ეტყობოდა საუბარში და ქცევაში ალკოჰოლური სიმთვრალე. რე----მ
დალია კიდევ 3 კათხა ლუდი, რა დროსაც ბარში შემოვიდნენ ხულოს რაიონის
სოფელ ხი------ში მცხოვრებნი რო---------ე და გე-----------ძე, რომლებსაც ის
იცნობდა. გე-----------ძე არის მისი მეუღლის ბიძაშვილი; რო---------ე და გე----------
-ძე დასხდნენ სხვა მაგიდაზე და შეუკვეთეს ლუდი, რის შემდეგ რე---- ბო-–---
ძემ დაუძახა მათ, რომ გადასულიყვნენ მის სუფრასთან. ამ დრო რე---- მარტო
იჯდა სუფრასთან, ხოლო მისი თანმხლები ზა---------–--ე ბარში დადიოდა. რე---
-ს დაძახების შემდეგ რო--- და გენადი გადავიდნენ რე----სთან სუფრაზე, ხელი
ჩამოართვეს ერთმანეთს და დასხდნენ მაგიდასთან. მათივე მოთხოვნით
მიუტანა მათ ლუდი, საუბრობდნენ და სვამდნენ ლუდს. მათ შორის საუბრის
დეტალები არ იცის, ზოგადად იქ შემსვლელი პირების საუბარს არ ისმენს,
თუმცა საუბარი მშვიდად მიმდინარეობდა მათ შორის და მისი ყურადღებაც
არ მიუქცევია; იცოდა, რომ რე---- ბო-–---ძე  ადრე იყო ნასამართლევი
მკვლელობისთვის და ის იყო საპატიმროდან არც თუ ისე დიდი ხნის

4
გამოსული; პირადად მასთან არანაირი ურთიერთობა და ნაცნობობა არ
ჰქონია, მაგრამ მან თავად უთხრა რომ იყო რე---- და მიხვდა ვინც იყო;
მთელი სოფელი ერიდებოდა მასთან ურთიერთობას და კონფლიქტს.
პერიოდულად მათ მაგიდასთან ჯდებოდა რე----ს თანმხლები ზა---------–--ე,
რომელიც არ სვამდა. ბარში აღნიშნული პირების გარდა სხვა არავინ არ
იმყოფებოდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ გაიგონა, რომ რე---- ეუბნებოდა რო-----
-----ეს გასულიყვნენ გარეთ და ესაუბრათ, ხოლო რო--- ეუბნებოდა მას სხვა
დროს ელაპარაკათ და არ მიყვებოდა გარეთ სასაუბროდ. რე---- მარტო გავიდა
ბარიდან გარეთ და ჩაჯდა მის კუთვნილ ვერცხლისფერ ავტომანქანაში,
რომელიც გაჩერებული ჰყავდა ბარის შემოსასვლელთან. რე----ს გაყვა ზა---------
–--ე, რომელიც მას ამშვიდებდა; რამოდენიმე ხანში ორივე შემოვიდა და
დასხდნენ ისევ მაგიდასთან, სადაც ისხდნენ გენადი და რო---.

რე---- იყო ნასვამ მდგომარეობაში, ის ისევ მიმართავდა რო---ს გარეთ


გასულიყვნენ და ელაპარაკათ, რო--- ეუბნებოდა რომ სხვა დროს ესაუბრათ,
თუმცა შემდეგ მაინც გაყვა გარეთ და როგორც გაიგონა, ისინი უნდა
ჩამსხდარიყვნენ რო---ს კუთვნილ ავტომანქანაში, რომელიც იდგა იქვე რე----ს
მანქანის გვერდით. რო----------ის ავტომანქანაც იქვე იდგა იყო თეთრი ფერის;
ავტომანქანების სახელმწიფო ნომრები არ იცის. გარეთ გასვლის შემდეგ
დაინახა, რომ რე---- დაჯდა ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძელზე, ხოლო
რო--- მანქანაში არ ჩამჯდარა. შემდეგ დაინახა, რომ გე-----------ძე გავიდა და
შემოიყვანა ისევ ორივე ბარში და დასხდნენ ისევ მაგიდასთან, თუმცა რაზე
საუბრობდნენ არ იცის. ამის შემდეგ მათ მისცეს ოთხი კათხა ლუდის
შეკვეთა, იდგა ჩამოსასხმელ აპარატთან და ასხამდა ლუდს, რა დროსაც
დაინახე, რომ რე---- ბო-–---ძე წამოდგა ფეხზე, გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი,
მან აიწია მაისური და წელის არედან ამოიღო შავი ფერის პისტოლეტი, რის
შემდეგ დაიწყო იარაღის სხვადასხვა მიმართულებით  დამიზნება. ამ
მომენტში რო--- იჯდა სკამზე  რე----სგან ზურგით, რა დროსაც გაიგონე
გასროლის ხმა. შეშინდა, როგორც მახსოვს პირველი გასროლა მოხდა იმ
მიმართულებით, სადაც იმყოფებოდა თვითონ გე-----------ძე, რომელიც უკვე
იდგა ფეხზე, რის შემდეგ გაისმა მეორე გასროლა, რა დროსაც დაინახა, რომ
მეორე გასროლის შედეგად დაიჭრა რო---------ე. გაიგონა რო---ს ყვირილი
„ვაიო“, დამჭრაო“, რის გაგონებაზე შეშინებული გაიქცა ბარის სამზარეულოს
უკანა მხარეს და შევიდა საწყობში, გამოიხურა კარები და დაიმალა. კარებს
იჭერდა ხელით, რომ არ გაეღოთ და კიოდა, რომ მოშველებოდნენ; რამდენ
ხანს იმყოფებოდა საწყობში არ ახსოვს, შემდეგ იგრძნო, რომ კარებს ვიღაცა
აწვებოდა და ამ დროს გაიგონა მისი ძმის გი--–-------ძის ხმა, რომ კარები გაეღო;
როცა გამოვიდა საწყობიდან იმ დროს ბარში თვითონ და მისი ძმა იყო
მხოლოდ; მის ძმას უთხრა, რომ რე----მ დაჭრა რო---, მის ძმა გი--–-------ძე
გავარდა სწრაფად გარეთ ბარიდან და გაყვა მას, დაინახა, რომ რე---- იჯდა
საჭესთან მის ავტომანქანაზე, გვერდით იჯდა ზა---------–--ე და მანქანაც დაიძრა
და წავიდა ზევით - სოფელ თხ--–---ის მიმართულებით. თვითონ მივიდა იქვე

5
ბარის გვერდით მდებარე საპირფარეშოსთან, სადაც ძირს იწვა ზურგით რო----
-----ე და მასთან იმყოფებოდა გე-–-------ძე, მას ხელში ეჭირა რო---ს თავი და
ცდილობდა მასზე დახმარებას. იქვე იმყოფებოდა გი--–-------ძე, გე-----------ძე,
შემდეგ იქვე მოვიდა ავტომანქანით მათი მეზობელი ას-–----------ძე.
 იყო ძალიან დაბნეული, მისი ტელეფონით გე-----------ძემ დარეკა  112-ზე და
გამოიძახა სასწრაფო დახმარება. სასწრაფოს აღარ დაელოდნენ, რო--- იყო
ცუდად, ჩასვეს ის მისივე კუთვნილ ავტომანქანაში უკანა სავარძელზე,
მანქანაში ჩაჯდა გე-–-------ძე, საჭესთან იყო ას-–----------ძე, ასევე მათ გაყვა გე---
--------ძე და წაიყვანეს საავადმყოფოში. დაახლოებით 15-20 წუთში მისი
ძმისაგან გაიგო, რომ რო--- გარდაიცვალა.

ამ შემთხვევის შემდეგ დაკეტა ბარი და ელოდებოდა პოლიციის


თანამშრომლების მოსვლას, რომლებიც მოვიდნენ გარკვეული პერიოდის
შემდეგ, მათ მისი თანდასწრებით და თანხმობით ექსპერტებთან ერთად
დაათვალიერეს ბარი, საიდანაც ექსპერტების მიერ ამოღებული და
დალუქული იქნა ლუდის კათხები, სიგარეტის ნამწვები, გასროლილი
მასრები და სხვა ნიმუშები. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა
დათვალიერების ოქმი, რასაც გაეცნო და მოაწერა ხელი. დათვალიერების
დასრულების შემდეგ გაყვა პოლიციის თანამშრომლებს გამოკითხვის
მიზნით.

იმ დღეს რე---- ბო-–---ძესა და რო---------ეს შორის ფიზიკური დაპირისპირება


არ მომხდარა. თუ რა იყო მათ შორის დაპირისპირების მიზეზი არ იცის, მათ
შორის საუბარი მშვიდ ვითარებაში მიდიოდა, არ მომხდარა რაიმე სახით
კონფლიქტი და არ ყოფილა დაპირისპირება, შესაბამისად არც მისი
ყურდაღება მიუქცევია მათ საუბარს;

მაგიდა, სადაც ისხდნენ ზემოთ აღნიშნული პირები გასროლის დროს


მდებარეობდა ბარში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ დაახლოებით ხუთ
მეტრში, ხოლო ლუდის ჩამოსასხმელი აპარატი სადაც იმყოფებოდა,
მდებარეობს ასევე ბარში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ, იმავე
მაგიდიდან დაახლოებით 2-3 მეტრში. გასროლის დროს იდგა ლუდის
ჩამოსახმელ აპარატთან. ინციდენტი მოხდა საღამოს ალბათ დაახლოებით 18
საათზე.

რე---- ბო-–---ძეს ტანთ ეცვა მუქი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის მოკლე
სახელოიანი მაისური და ფეხზე ეცვა მუქი ფერის ჩუსტები. 

ეს პირები ბარში ისხდნენ მრგვალი ფორმის მაგიდასთან წრიულად,  მისგან


სახით იჯდა რე---- ბო-–---ძე, მის გვერდით იჯდა მისგან მარჯვენა მხარეს რო----
------ე, მარცხნივ იჯდა ზა---------–--ე, ხოლო რე----ს მოპირდაპირე მხარეს მისგან
ზურგით იჯდა გე-----------ძე.

ბარში მომხდარი ინციდენტის დროს, კერძოდ, გასროლების შედეგად რაიმე

6
ნივთი არ დაზიანებულა და პირადად მას რაიმე სახის ფიზიკური
დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ამ შემთხვევამ ძალიან შეაშინა და იყო
აღელვებული; დღემდე განიცდის, ეს ყველაფერი მოხდა მის თვალწინ და
ახლო მანძილით; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 23.12.2019წ; )

მოწმის სახით დაკითხვისას გი--–-------ძემ განმარტა, რომ მუშაობს


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთას საჯარო სკოლაში ისტორიის
პედაგოგად. 2019 წლის 25 ივნისს იმყოფებოდა სახლში და აპირებდა მთაში
წასვლას. იყო დაახლოებით 17:00 საათი, როცა ჩამოვიდა სოფელ ხი------ის
ცენტრში, სადაც ლუდის ბარში მუშაობს მისი და - გუ-–-----------ე, ვინაიდან მე
ელოდებოდა ა/მანქანას და აპირებდა მთაში წასვლას, ავტომანქანის
მოსვლამდე შეიხედა მისი დის ლუდის ბარში, სადაც დაინახა, რომ
შესასვლელიდან პირდაპირ მაგიდასთან იჯდა ოთხი პიროვნება,
რომელთაგან ორი იყო მისთვის უცნობი.  ერთ-ერთი მათგანი იყო მსუქანი,
ხოლო ტანთ რა ეცვა არ მახსოვს. მეორე პიროვნება იყო ს-–----–-- აღნაგობის,
რომელსაც ტანთ ეცვა მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის
მაისური და მუქი ფერის ჩუსტები. დანარჩენი ორი იყო ნაცნობები - რო---------
ე და გე-----------ძე. ისინი სვამდნენ ლუდს, ხოლო მისი და იდგა ბართან და
ლუდს ასხამდა. მოიკითხა და - გუ-–-----------ე და მალევე გამოვიდა გარეთ, და
გაჩერდა სოფელ ხი------ის ცენტრში; თან მისმა დამ თხოვა, რომ მარტო იყო
ბარში და ცოტა ხნით გაჩერებულიყო და არ წასულიყო; ლუდის ბარიდან
მისი გარეთ გამოსვლიდან დაახლოებით 10-15 წუთში, ლუდის ბარიდან
შემომესმა ორი გასროლის ხმა და მისი დის - გუ-–-----------ის კივილი; მაშინვე
გაიქცა ბარში, მისი და ვერ დაინახა, გაიქცა სამზარეულოსკენ; მის დას
სამზარეულოს კარი შიგნიდან ეჭირა ხელით. დაუძახა, რომ იყო თავად,
გაუღო კარი და უთხრა, რომ კარგად იყო, მაგრამ რო---------ეს ესროლეს.
გამობრუნდა უკან რო---------ის მოსაძებნად, ბარიდან გარეთ დაინახა, რომ
მისთვის უცნობი ორი პირი, რომელთანგან ერთ-ერთი იყო მსუქანი, ხოლო
მეორე ს-–----–-- აღნაგობის, დამსხდარი იყვნენ თეთრი ფერის მიცუბიშის
მარკის ავტომანქანაში; საჭესთან მჯდომ პირზე  მისმა დამ გულიკომ
მიუთითა, რომ იმ პირმა ესროლა რო---------ეს; ისინი მალევე წავიდნენ იმ
ტერიტორიიდან; ბარის გარეთ საპირფარეშოსთან ახლოს, ძირს იწვა რო--------
-ე, მასთან იყვნენ გე-–-------ძე და გენადი; რო---------ე მალევე ჩასვეს მისივე
კუთვნილ მანქანაში უკანა სავარძელზე, რომლის გვერდით დაჯდა გე-–-------
ძე, ხოლო მარჯვენა მხარეს წინ გე-----------ძე, ა/მანქანის საჭესთან დაჯდა
სოფლის მაცხოვრებელი ას-–----------ძე და ისინი წამოვიდნენ საავადმყოფოში,
თუმცა უკვე დარეკილი იყო 112-ში, ხოლო თუ ვინ დარეკა ჩემთვის უცნობია.
შემთხვევიდან რამოდენიმე წუთში იქვე მოვიდნენ პოლიციის მუშაკები და
დაიწყეს ვითარების გარკვევა, ხოლო მე პოლიციელების თხოვნითა და
საკუთარი ნებით წამოვედი სამართალდამცავ ორგანოში გამოკითხვის
მიზნით. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე იმ პირის აღწერა და ამოცნობა არ
შემიძლია ვინც საჭესთან იჯდა  მიცუბისის მარკის ა/მანქანაში, სახელმწიფო

7
ნომრით HH-50-MM და ვინც გასროლა აწარმოა რო---ს მისამართით.  (ის
სხდომის ოქმი 09.01.2020წ);

მოწმე გე-–-------ძემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ხულოს რაიონის სოფელ


ხი------ში ოჯახთან ერთად. 2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით დღის ხუთის
ნახევარზე წავიდა ფეხით ფეხით სოფლის ცენტრისკენ. შეჩერდა ხი------ის
ცენტრში მდებარე ლუდის ბართან, ჩამოჯდა გარეთ დადგმულ მაგიდასთან
შესვენების მიზნით. ბართან გაჩერებული იყო მიცუბიშის მოდელის, ღია
ფერის ავტომანქანა. მიესალმა ბარში მომუშავე ბიძაშვილს, გუ-–-----------ეს და
მოიკითხა, მისგან გაიგო, რომ იქ მყოფი ავტომანქანა იყო რე---- ბო-–---ძის,
ის იმ დროს იმყოფებოდა ბარში. მისი იქ ყოფნის დროს ავტომანქანით
ბართან მოვიდნენ სოფელ ხი------ის მკვიდრი რო---------ე და გე-----------ძე. მათ
მიესალმა და გამოელაპარაკა, უთხრა, რომ ბარში . საუბრისას მათ ვუთხარი,
რომ ბარში სტუმრად იყო თხ--–---ელი რე---- ბო-–---ძე. რო--- და გენადი ცოტა
ხნით შეყოვნდნენ და შემდეგ შევიდნენ ბარში გუ-–-----------ესთან. თვითონ
ბარში არ შესულა. მათი ბარში შესვლიდან დაახლოებით ოც წუთში რე----
ბო-–---ძე გამოვიდა ბარიდან გარეთ და დაჯდა მის ავტომანქანაში მძღოლის 
სავარძელზე. ბარიდან მასვე გამოყვა მსუქანი, მაღალი მამაკაცი, რომელსაც
არ იცნობდა; ეს მამაკაცი დაუჯდა გვერდით. რე---- და მისი თანმხლები
ავტომანქანაში გაჩერდნენ დაახლოებით ორი წუთი და ისევ დაბრუნდნენ
ბარში. ამ დროს რაიმე სახის დაძაბულობა მათზე არ შეუმჩნევია. რამდენიმე
წუთი შემდეგ ბარიდან ისევ გამოვიდა გარეთ რე---- ბო-–---ძე, რომელიც
სასაუბროდ უხმობდა ბარიდან გარეთ რო---------ეს. რო--- გამოყვა რე----ს
გარეთ იმ პირობით, რომ ისინი სასაუბროდ დაჯდებოდნენ რო---ს კუთვნილ
პაჯეროს მოდელის, თეთრი ფერის ავტომანქანაში; რე----მ გააღო ზემოთ რო---
ს ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარი და დაჯდა უკანა სავარძელზე, რო---
მანქანაში არ დაჯდა და რე----ს უთხრა „მე შენ ვერ გენდობი და თუ საუბარი
გინდა ჩემს გვერდით დაჯექი წინა სავარძელზეო“. მიხვდა, რომ
მდგომარეობა იძაბებოდა, ის გე-----------ძემ გადმოიყვანა ავტომანქანიდან და
ისევ შევიდნენ ბარში. თავად ისევ გარეთ იყო და ბარში არ შესულა. ამ
მომენტიდან დაახლოებით ხუთ წუთში ბარიდან შემოესმა იარაღიდან
გასროლის ხმა. მაშინვე წავიდა ბარის მიმართულებით და კარში შემოეფეთა
რო---, რომელიც გამორბოდა ბარიდან და ხელები ჰქონდა მოკიდებული
სხეულზე მარცხენა ნეკნების არეში, თან იძახდა, რომ იარაღი ესროლა რე----
ბო-–---ძემ. ამ დროს ყურადღება გადაიტანა ბარში მყოფ გე-----------ძეზე,
რომელიც ჭიდილში იყო რე---- ბო-–---ძესთან და ცდილობდა წაერთმია
მისთვის პისტოლეტი, რომელიც იყო მცირე ზომის და მუქი ფერის. ის
მივარდა მათთან და ეხმარებოდა გენადი განბაიძეს, ასევე მოვიდა რე----ს
თანმხლები მამაკაცი, როგორც შემდეგ გაიგო ეს პიროვნება იყო სახელით ზა-
----, მან მოახერხა იარაღის გამორთმევა; რის შემდეგაც რე---- გავიდა
ბარიდან გარეთ, მას უკან მიყვა ზა-----ც. ისინი წავიდნენ ავტომანქანით თხ--–
---ას მიმართულებით; ბარიდან დაახლოებით ათიოდე მეტრში მდებარე

8
საპირფარეშოსთან ძირს იწვა რო---------ე, ის ითხოვდა შველას ; გე-----------
ძესთან ერთად ცდილობდა დახმარებოდა როინს; მას მარცხენა ნეკნების
არეში ქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა და
აღენიშნებოდა მცირე რაოდენობის სისხლი. გამოძახებული იქნა სასწრაფო
დახმარებაც, ვინ გამოიძახა არ იცის, თუმცა სასწრაფოს მოსვლას აღარ
დაელოდნენ, რო--- ჩასვეს მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში და წაიყვანეს
საავადმყოფოსკენ, ავტომანქანას მართავდა ბადრი გორგაძე, რომელიც იქ იმ
დროს მოვიდა; გზაში შეხვდათ სასწრაფო დახმარების ავტომანქანაც,
სოფელ კვატიის ცენტრში, ექიმმა ეცადა აღმოეჩინა დახმარება მისთვის,
თუმცა რო--- გარდაიცვალა; რამოდენიმე წუთში მოვიდნენ პოლიციის
მუშაკები და დაიწყეს ვითარების გარკვევა.
რე---- ბო-–---ძეს იცნობს ხულოს რაიონიდან, თუმცა მასთან ახლო
ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. იცის რომ წარსულში ანასამართლევია. რე---
- ბო-–---ძემ მის ხელთ არსებული პისტოლეტით მიაყენა ჭრილობა რო---------
ეს; ამას აღნიშნავდა რო---------ეც გარდაცვალებამდე, როცა ის გამორბოდა
ბარიდან, ასევე იმ დროს როცა მის დახმარებას ცდილობდნენ. რე----ს გარდა
ინციდენტის დროს იარაღი არავის ჰქონია; რე---- ბო-–---ძეს ჭიდილის დროს
პისტოლეტი ეჭირა მარცხენა ხელში, საიდანაც გამოსტაცა ზაურმა.
ადასტურებს, რომ გარეთ მყოფმა გაიგონა პისტოლეტიდან ორი გასროლის
ხმა; გასროლებს შორის იყო დაახლოებით ერთ წამიანი პაუზა, ის იყო
ერთმანეთის მიყოლებით, რის შემდეგაც შევიდა თვითონ ბარში; რე----სა და
როინს შორის წარსულში მომხდარი ინციდენტის დეტალები არ იცის;
როდესაც მოხდა გასროლა იქნებოდა დაახლოებით საღამოს ექვსი საათი. მას
იქ გარეთ ყოფნის დროს ბარიდან ყვირილისა და დაძაბული საუბრის ხმები
არ გაუგია; რე---- ბო-–---ძე იარაღის წართმევისას მათ უძალიანდებოდა და
ამბობდა „მაცადეთ ჩემი საქმე დამასრულებინეთო“, რაც ალბათ იმაზე
მიუთითებდა, რომ სურვილი ქონდა კვლავ ეწარმოებინა პისტოლეტიდან
გასროლები რო---ს ან გენადის მისამართით. გასროლის შემდეგ ბარში
დაიწყო კივილი გუ-–-----------ემ „მოკლესო“ და ის ტიროდა ხმამაღლა. იმ დღეს
რე---- ბო-–---ძეს ტანთ ეცვა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის
მოკლე მკლავიანი მაისური, ხოლო ფეხზე ეცვა მუქი ფერის საზაფხულო
ჩუსტები. ის მათ იარაღის წართმევისას უწევდა წინააღმდეგობას, არ
გამორიცხავს, რომ მას კვლავ მოეხდინა გასროლა ვინმეს მისამართით. თუ
როგორ და რა ვითარებაში აწარმოა გასროლები რე---- ბო-–---ძემ არ
დაუნახავს, ვინაიდან ამ დროს იყო ბარის გარეთ და იჯდა სკამზე. (იხ
სხდომის ოქმი 10.01.2020წ);

საქმის განხილვისას საჯაროდ გამოქვეყნდა მოწმე ზა---------–--ის


ჩვენება, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ის 2019 წლის 25 ივნისს
იმყოფებოდა სოფელ თხ--–---აში რე---- ბო-–---ძესთან. დილის 11 საათი
იქნებოდა დაახლოებით, ჩავიდნენ სოფ. ხი------ის ცენტრში. ნახეს ნაცნობები,
ისაუბრეს, ცოტა ლუდი დალიეს და წავდნენ ისევ თხ--–---აში. შაქრიანი

9
დიაბეტით დაავადებულია და გაიკეთა ინსულინი, საღამოს, იქნებოდა
დაახლოებით ოთხი საათიდან ხუთის ნახევრამდე პერიოდი, გამოაღვიძა
„წამო წავიდეთო, ჩავიდეთ ხი------შიო“. დასხდნენ ისევ კაფეში მარტო იყო
ბარმენი, შეუკვეთეს ლუდი; შემდეგ შემოვიდა ორი პირი. დასხდნენ ცალკე
მაგიდასთან, მათაც ლუდი შეუკვეთეს; რე---- ბო-–---ძემ მათ მიმართა, რომ
მუსულიყვნენ მათ სუფრასთან; ეს პირები გადმოჯდნენ, შემდეგ გაიგო რომ
იყვნენ გე-----------ძე და რო----------ე . რე----სა და რო---ს შორის წარიმართა
რაღაცა კონფლიქტური საუბარი, გაიყვანა რე---- გარეთ. კითხა, თუ რაში იყო
საქმე და რა ხდებოდა? მის პასუხი იყო, რომ არ ჩარეულიყო და მისი საქმე
თვითონ იცოდა; შევიდნენ ბარში, შემდეგ ისევ გავიდნენ რო--- და რე----. რო--
- დაჯდა თავის მანქანაში საჭესთან, რე---- ჩაუჯდა უკან თავად და გე-----------
ძე იდგნენ გარეთ. რო--- ეუბნებოდა, რომ გადმოსულიყო და მის გვერდით
დამჯდარიყო; რე---- კი პასუხობდა „აქაც მშვენივრად ვზივარო“, რომ შეხედეს
რაღაც ისე ლაპარაკობდნენ, რომ არც ერთს ჰქონდა წასვლის თავი და არც
მეორეს, ისევ შემოვიდნენ ბარში. დასხდენ მაგიდასთან მათ კვლავ
გააგრძელეს კონფლიქტური საუბარი. მან რო---ს თანმხლები პირი გე-----------
ძე, გაიცნო უფრო ახლოს, გამონახეს საერთო ნაცნობები და მას
ესაუბრებოდა; ესენი კი ერთმანეთში საუბრობდენენ, რაღაც იმგვარს, რომ
ნასვამი იყო და იმიტომ დაარტყა ხელი , ამ დროს წამოხტა რე----, გამოვარდა
მაგიდიდან და მოულოდნელად ორჯერ გაისროლა და მეორე გასროლაზე
იყვირა რო---მ, რომ დაიჭრა და გავარდა გარეთ;
ამ დროს გე-----------ძე მივარდა რე---- იარაღის წასართმელად, გარედან
ახალგაზრდა ბიჭი შემოვარდა , როგორც შემდეგ გაიოგო - გე-–-------ძიე, - და
ისიც რე----სთან მივიდა, თავადაც მივიდა და წაართვა იარაღი. გამოვიდნენ,
აამუშავეს მანქანა და წავიდნენ; იარაღი დაუბრუნა; თხ--–---აში ავიდნენ, ის
მოგვიანებით წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში გამოაკითხად;
ამ პირების მაგიდასთან გადმოჯდომისას რე----მ გააცნო, რომ ის იყო ზა---------
–--ე, რომ ჩამოსული იყო რუსეთიდან, მაგიდასთან განლაგება იყო შემდეგი
სახით : მის გვერდით იჯდა რე----, რე----ს წინ იჯდა რო--- და მის წინ იჯდა
გენადი.

მათ შორის კამათი იყო იმ სახით, რომ ეუბნებოდა ნასვამი იყო და არ


ახსოვდა რაზე დაარტყა ხელი, თან ამ დროს გე-----------ძე ეცნობოდა მას და ამ
პირისკენაც ჰქონდა ყურადღება; როცა რე---- გავარდა და გარეთ გაყვა,
გამოიკითხა კონფლიქტის მიზეზი და უთხრა, რომ რაღაც იყო ხე ტყის
მასალასთან დაკავშირებული და მას, ანუ რო---------ეს, მასზე ხელი ჰქოდა
დარტყმული და იყვნენ ნაჩხუბრები; მეტი არაფერი არ უთქვამს, შევიდნენ
ისევ შიგნით; გარეთ გასვლას თხოვდა რე----, რომ ესაუბრათ გრეთ და ბარში
არ შეექმნათ კონფლიქტური სიტუაცია;
რე---- იქნებოდა დაახლოებით სამი მეტრით მოშორებული მაგიდიდან, როცა
გასროლა გააკეთა; გასროლა ორჯერ რო---------ის მიმართულებით იყო. მეორე
გასროლაზე რო---მ იყვირა, რომ დაიჭრა;

10
გვიან თავად წავიდა მასთან სახლში და რე---- სად წავიდა იქედან არ იცის;
ბარში ისეთი კონფლიქტი არ ყოფილა, რომ ფიზიკური შეხლა შემოხლა
ყოფილიყო, უბრალოდ საუბრობდნენ თუმცა კონფლიქტური იყო საუბარი;
გასროლები ერთმანეთის მიყოლებით იყო, რაღაც წამებში; იარაღი იყო, შავი
ფერის პატარა ზომის; რო---------ესთან უკვე იყვნენ დასახმარებლად
მისულები და თვითონ უკვე იქ აღარ გაჩერებულან ;
რე----ს იცნობს რუსეთიდან უკვე დიდი ხანია; ბათუმში 16 ივნისს ჩამოვიდა;
რე----ს შემთხვევით შეხვდა; იმ პერიოდში მან წაიყვანა სოფელში;
აკეთებდნენ ეზოში საქმეებს;
შემთხვევის დღეს გამოკითხეს პოლიციის განყოფილებაში გაეცნო ოქმს და
მოაწერა ხელი, აზუსტებს, გამოკითხვის ოქმით ნამდვილად მითითებულია,
რომ დამიზნებით ესროლა და ამჟამადაც ასე თვლის, მათ შორის იყო
კონფლიქტი და მისი მისამართით გაისროლა; თავიდან ისინი რე----ს
მოწვევაზე ჩვეულებრივად გადმოვიდნენ მაგიდასთან, არც წინააღმდეგობა
ყოფილა რაიმეზე;

იხსენებს, რომ რო---, როცა შემოვიდა რეზმის მხარეზე ხელი დაარტყა და


უთხრა, რომ ნასვამი იყო და იმიტომ მოუხდათ კონფლიქტი, ნასვამი იყო
და არ ახსოვდა; რარაც მსგავსი უთხრა, რომ ცხოვრებაზე არ აეღებინებინა
ხელი, თორემ მასზე ნაკლები კაცისო..... ადასტურებს, რომ რარაც
კონფლიქტი იყო მათ შრის ისხსენებდენ წარსულ შემთხვევას, თუმცა რე----ს
მხრიდან გასროლა იყო მოულოდნელი ; (იხ ოქმი მოწმის გამოკითხვის
თაობაზე 02.08.2019წ)

მოწმის სახით დაკითხვისას გე-----------ძემ განაცხადა, რომ ცხოვრობს


ხულოს რაიონის სოფელ ხი------ში ოჯახთან ერთად. 2019 წლის 25 ივნისს,
დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე თამბაქოს შეძენის მიზნით გავიდა
სახლიდან სოფლის ცენტრისკენ. სოფელ ხი------ის ცენტრში შეხვდა ჩემი
ახლობელი - გარე ბიძაშვილი რო---------ე. მოიკითხეს ერთმანეთი და როინმა
დაპატიჟა იქვე სოფლის ცენტრში მდებარე ბარში ლუდზე. დავთანხმდა;
ბარში შესვლამდე, ბარის გარეთ შეხვდა თანასოფლელი გე-–-------ძე. გელამ
უთხრა მათ, რომ ბარში იმყოფებოდა ხულოს რაიონის სოფელ თხ--–---ას
მკვიდრი რე---- ბო-–---ძე და სვამდა ლუდს. ამის გაგონებაზე, ვინაიდან იცოდა
როინსა და რე----ს შორის დაძაბული ურთიერთობის თაობაზე, - რო---------ეს
თხოვა, რომ აერიდებინა თავი რე---- ბო-–---ძისათვის და არ შესულიყვნენ იქ,
თუმცა როინმა არ დაეთანხმა, ვინაიდან რე----ს შიშით რატომ არ უნდა
შესულიყო ბარში და რატომ არ უნდა დაელია ლუდი. რო---ს წინააღმდეგობა
აღარ გაუწია და ერთად შევიდნენ. რე---- ბო-–---ძეს ახლდა მისთვის უცნობი
მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით, ინციდენტამდე  გაიცნო და აღმნოჩნდა
ზაურ აბაშიძე, ბარში ასევე იყოა ბარის მეპატრონე გუ-–-----------ე. ბარში
დასხდნენ ცალკე მაგიდასთან და შეუკვეთეს ლუდი. ლუდის მაგიდასთან
მოტანამდე გვერდით სუფრიდან რე---- ბო-–---ძემ დაუძახა როინს, რომ

11
გადასულიყო მასთან, მტრები ხომ არ იყვნენ; ამ დროს რე---- მარტო იჯდა
სუფრასთან, ხოლო მისი თანმხლები ზაურ აბაშიძე ბარში მოძრაობდა
ფეხით. რე----ს დაძახების შემდეგ რო--- გადავიდა მასთან სუფრაზე, მან
ხელი ჩამოართვა რე----ს და დაჯდა მაგიდასთან. თვითონაც ავიღე მათი
სუფრიდან ორი კათხა ლუდი და გადავიდა მათთან; ამ დროს გაიცნო ზაურ
აბაშიძეც, რომელიც სუფრასთან დაჯდომისთანავე შეუერთდა მათ; თავიდან
როინსა და რე----ს შორის მიდიოდა ნორმალური საუბარი დაძაბულობის
გარეშე, თუმცა რამოდენიმე წუთში რე----მ საუბარი დაიწყო მასსა და როინს
შორის მომხდარ ძველ უთანხმოებაზე. კერძოდ რე----მ ეკითხებოდა როინს -
ხელი ვისზე აიღე თუ იციო, რო--- პასუხობდა, რომ ნასვამი იყო და ამიტომ
დაარტყა. რის შემდეგაც როინმა ასევე უთხრა, რომ ამ თემაზე ესაუბრათ სხვა
დროს, ფხიზელი გონებით; თუმცა რე---- არ წყნარდებოდა, მან აუწია ხმის
ტონს და როინს გარეთ უხმობდა სასაუბროდ. რო--- გარეთ არ გაყვა რე----ს,
რის შემდეგაც რე---- მარტო გავიდა ბარიდან გარეთ და ჩაჯდა მის
ავტომანქანაში. მას უკან გაყვა ზაურ აბაშიძეც და ესმოდა თუ როგორ
აწყნარებდა ის რე----ს; დაახლოებით ორ წუთში რე---- და ზა----- უკან
შემოვიდნენ ბარში და რე---- ისევ ითხოვდა რო---საგან გაყოლოდა მას გარეთ
სასაუბროდ. რო--- გაყვა რე----ს გარეთ იმ პირობით, რომ სასაუბროდ
დაჯდებოდნენ რო---ს კუთვნილ პაჯეროს მარკის, თეთრი ფერის
ავტომანქანაში; გარეთ გასვლის შემდეგ რე----მ გააღო რო---ს ავტომანქანის
უკანა მარჯვენა კარი და დაჯდა უკანა სავარძელზე, რო--- მანქანაში არ
დაჯდა და რე----ს ეუბნებოდა, რომ რომ ვერ ენდობოდა და თუ საუბარი
სურდა დამჯდარიყო მის გვერდით წინ სავარძელზე; მიხვდა, რომ
მდგომარეობა იძაბებოდა, მივიდა რე----სთან და გადმოიყვანა
ავტომანქანიდან. ყველანი შევიდნენ ისევ ბარში. ერთ მაგიდასთან დასხდნენ
ისევ; საუბარი წარიმართა როინსა და რე----ს შორის ისევ ძველ ინციდენტზე,
საუბრისას როინმა რე----ს უთხრა „ეს საუბარი არ გაწყობს, მე შენ ძალაში ვერ
მომიგებო“. რის შემდეგაც რე---- წამოდგა ფეხზე და როინს უთხრა წავედი
კარგად იყავიო. მან გადადგა დაახლოებით სამი ნაბიჯი, რა დროსაც მან
მუცლის არეში დაიწყო ხელის საეჭვოდ მოძრაობა და აიწია მაისური. ამ
დროს მის მარცხენა ხელში შენიშნა მცირე ზომის, მუქი ფერის პისტოლეტი
და ფეხზე წამოდგა. ამ მომენტში რო--- იჯდა სკამზე  რე----სგან ზურგით და
თავის შეტრიალებით გაიხედა რე----საკენ. სწორედ ამ დროს რე---- ბო-–---ძემ
დაიწყო იარაღის მოღერება მათი სუფრისკენ, იარაღიან ხელს ამოძრავებდა
მარჯვნივ და მარცხნივ, მან დაიძახა მოკვდით და ჩაძაღლდითო, რასაც მოყვა
ორი გასროლა. პირველი გასროლა რე---- ბო-–---ძემ აწარმოა ჩემი
მისამართით, ვინაიდან მოუღერა პისტოლეტი უშუალოდ. ამ გასროლების
დროს მე იგრძნო, რომ ტყვიამ ჩაიქროლა მის გვერდით, მიმართულებით
დახლისაკენ, სადაც იდგა ბარმენი გუ-–-----------ე, ამიტომ გუ-–-----------ესაც
შეექმნა საფრთხე ამ გასროლით. მეორე გასროლის შედეგად დაიჭრა რო--------
-ე, რა დროსაც გაიგონა რო---ს ყვირილი „ვაიო“. რო--- ამ დროს უკვე იდგა
ფეხზე. სწორედ ამ დროს გადახტა რე----საკენ და დაუჭირა მას ხელები, ხოლო

12
როინს დაუყვირა, რომ გაქცეულიყო; რო--- სირბილით გავარდა ბარიდან
გარეთ. მასსა და რე----ს შორის წარიმართა ჭიდილი და ცდილობდა მასზე
წაერთმია პისტოლეტი, რასაც ვერ ახერხებდა.  ამ დროს ბარში შემოვიდა გე-–
-------ძეც და ისიც ცდილობდა დახმარებას, ამ ჭიდილში მაშინვე ჩაერთო ასევე
ზა---------–--ეც და უშუალოდ ზა---------–--ემ წაართვა რე----ს პისტოლეტი და ის
ჩაიდო წელის არეში, რის შემდეგაც რე---- გავიდა ბარიდან გარეთ, მას უკან
მიყვა ზა---------–--ეც. ამის შემდეგ ბარიდან გამოსულმა დაინახა დაახლოებით
ათიოდე მეტრში მდებარე საპირფარეშოსთან ძირს იწვა რო---------ე და მასთან
იყო გე-–-------ძეც. გელას ხელში ეჭირა რო---ს თავი და ცდილობდა მასზე
დახმარებას. სასწრაფოდ მივიდა მასთან დაინახა, რომ როინს სხეულზე,
კერძოდ მარცხენა ნეკნების არეში ქონდა ცეცხლსასროლი იარაღით
მიყენებული ჭრილობა და აღენიშნებოდა სისხლი. რე---- ბო-–---ძე ჯერ ისევ
იმყოფებოდა მათ შორიახლოს, ის ეძებდა მისი კუთვნილი ავტომანქანის
გასაღებს და დარბოდა იქეთ-აქეთ. ითხოვდა ტელეფონს სასწრაფოს
გამოძახების მიზნით. გუ-–-----------ემ მიაწოდა მისი კუთვნილი ტელეფონი და
დარეკა 112-ზე,  სადაც განაცხადა, რომ რო---------ე გადმოვარდა ხიდან და
ესაჭიროებოდა დახმარება. ეს განაცხადი იმიტომ გააკეთა, რომ შეშინდი რე---
- ბო-–---ძის აგრესია ისევ არ გამოეწვია. სასწრაფოს აღარ დაელოდნენ, რო---
ჩასვეს მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში და წაიყვანეს; გზაში შეხვდათ
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, გააჩერდნენ, თუმცა ექიმის
მცდელობის მიუხედავად რო--- გარდაიცვალა; შემდეგ მოვიდნენ პოლიციის
თანამშრომლები და დაიწყეს გამორკვევა თუ რა მოხდა;

რე---- ბო-–---ძეს იცნობს დიდი ხანია, ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა,


არა ახლო; იცოდა, რომ წარსულში იყო გასამართლებული; რე----ს გარდა
ინციდენტის დროს იარაღი არავის ჰქონია, ხოლო ბარში მის მიერ
დასახელებული პირების გარდა არავინ იყო. რე---- ბო-–---ძესა და რო---------ეს
შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, ხოლო რე----ს ასევე სხვა
პირებზე ფიზიკურად არ უძალადია. არც რო---საგან და არცერთი სხვა
პირისაგან უშუალოდ რე---- ბო-–---ძეს საფრთხე არ ემუქრებოდა და იარაღის
გამოყენების აუცილებლობაც არ იყო;

რე---- ბო-–---ძის მიერ პისტოლეტიდან გასროლის დროს ისხდნენ მრგვალ


მაგიდასთან შემდეგი თანმიმდევრობით: მისგან მარჯვნივ დაახლოებით ერთ
მეტრში იჯდა რო---------ე, მისგან მარცხვნივ დაახლოებით ნახევარ მეტრში
ზაურ აბაშიძე. ხოლო ზა-----ს უშუალო სიახლოვეს და მის გვერდით რე---- ბო-
–---ძე. სწორედ ამ ადგილიდან წამოდგა რე---- ბო-–---ძე, რის შემდეგაც ბარში
გაირა დაახლოებით სამი ნაბიჯი, შემოტრიალდა და მოახდინა გასროლა
მათი მისამართით. რე---- ბო-–---ძე იარაღის წართმევისას მათ უწევდა
წინააღმდეგობას, რომ არა მათი მონდომება შესაძლოა მას კვლავ მოეხდინა
გასროლა ;

რე----სა და როინს შორის წარსულში მომხდარი ინციდენტის დეტალები

13
მისთვის ცნობილი არ არის; (იხ სხდომის ოქმი 09.01.2020წ)
                                               
დაზარალებულმა ბე--------–-ძემ მოწმის სახით დაკითხვისას
განაცხადა, რომ მუშაობს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ხულოს
რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, 2019 წლის 25 ივნისს
იმყოფებოდა სამსახურში, დაახლოებით 18 საათზე შემოვიდა შეტყობინება,
რომ ხულოს რაიონის სოფელ ხი------ში რო---------ე ჩამოვარდა ხიდან და იყო
უგონო მდგომარეობაში, აღნიშნულ შეტყობინებაზე მისი მოადგილე რო--------
-------–--ე ჯგუფთან ერთად გავიდა სოფელ ხი------ში, რამოდენიმე წუთის
გასვლის შემდეგ  კვლავ შემოვიდა შეტყობინება მასზედ, რომ ხულოს
რაიონის სოფელ ხი------ის მცხოვრები რო---------ე ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლის შედეგად მოკლა რე---- ბო-–---ძემ, შეტყობინების საფუძველზე
ხულოს რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება რე---- ბო-–---
ძის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვისა და რო---------ის
განზრახ მკლელობის ფაქტზე; სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული
ოპერატიული ღონისძიებების შედეგად მიღებული იქნა ასევე ოპერატიული
ინფორმაცია, რომ რე---- ბო-–---ძე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღის
გამოყენებით მოკლა რო---------ე იმყოფებოდა ხულოს რაიონის სოფელ თხ--–--
-აში მდებარე ლა--------------ის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ხსენებული ინფორმაციის მიღებისთანავე აღნიშნულის შესახებ აცნობა მის
მოადგილეს - რო---------------–--ე და თავადაც სამსახურებრივი ავტომანქანით
წავიდა სოფელ  თხ--–---ას მიმართულებით; სოფელ თხ--–---ას მეჩეთთან,
რომლის გვერდით ახლოს არის ე.წ მედრესი, (მეჩეთი და მედრესი
შემოსაზღვრულია მესერით); გამავალ გზაზე დახვდა  რო---------------–--ე,
რომელმაც უთხრა რომ სოფლის ცენტრში მაღაზიასთან მყოფ პოლიციის
თანამშრომლებს - ფრ----------–--ეს და კო-------–----ეს, რე---- ბო-–---ძემ
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნა და ფეხის არეში
დაჭრა ფრ----------–--ე; საუბრისას მეჩეთის მხრიდან შემოესმათ რაღაც
ბრახუნის ხმა, გადაწყვიტეს მეჩეთის ტერიტორიაზე შესვლა და შემოწმება;
მეჩეთის შემოსაზღვრულ ეზოში იყო სიბნელე და მხედველობა საერთოდ არ
იყო, რადგან იცოდნენ, რომ რე---- ბო-–---ძე იყო შეიარაღებული დაბრუნდნენ
ისევ უკან და გამოიძახა დამატებით ჯგუფი; ამის შემდეგ გზაზე გაჩერდნენ
და იცავდნენ გარე პერიმეტრს, ელოდებოდნენ დამატებით ჯგუფს, რის
შემდეგაც შეამოწმებდნენ აღნიშნულ ტერიტორიას,  იქვე იდგა
სამსახურეობრივი ტოიოტა-ჰაილუქსის მარკის ავტომანქანა, რომელზეც
ჩართული იყო ციმციმა განათებები. რო---------------–--ე და თავად ხმამაღლა
მოუწოდებდნენ რე---- ბო-–---ძეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და გამოსულიყო
მათთან შესახვედრად, თუმცა ამ მოწოდებებიდან  რამოდენიმე  წუთში
მეჩეთის მხრიდან გაიგონე მათი მისამართით ერთხელ გასროლის ხმა;
გასროლილი ტყვია მოხვდა მარცხენა ქვედა კიდურის ბარძაყის არეში
მუხლთან ახლოს, აღნიშნულზე უთხრა რო---------------–--ეს, რომ იყო დაჭრილი
და გარიდებოდნენ აღნიშნულ ადგილს, ხედავდა რა ადგილს, საიდანაც
14
განხორციელდა გასროლა, - მეჩეთის მხარეს, ღობის შიგნით დამხმარე
შენობასთან შენიშნა ადამიანის სილუეტი, რომელიც გაიქცა. თვითონ 
სამსახურებრივი ავტომანქანით გადაიყვანეს დაბა ხულოში კლინიკაში,
სადაც ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მარცხენა ქვედა კიდურის ბარძაყის
არეში მუხლთან ახლოს ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა, ჭრილობის დამუშავების
შემდეგ გაწერილი იქნა ბინაზე;

ადასტურებს, რომ 2019 წლის 25 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ


თხ--–---აში, ზემოთაღნიშნული შემთხვევის დროს მასაც და რო---------------–--ეს
ეცვა ზემოდან მაისური რომელსაც ჰქონდა პოლიციის წარწერა.

იქ სადაც თავად და რო---------------–--ე იდგა, - არის ქუჩის განათება და  რე----


ბო-–---ძეს შეეძლო დაენახა რომ იყვნენ პოლიციელები, ამასთან ისინი
მოუწოდებდნენ, რომ იყვნენ პოლიციელები და გასულიყო მათთან; თან
მათთან იდგა სამსახურებრივი ავტომანქანა ციმციმა განათებით; (იხ
სხდომის ოქმი 09.01.20202წ)

მოწმის სახით დაკითხვისას კო-------–----ემ განაცხადა, რომ მუშაობს შსს


ხულოს რაიონული სამმართველოში უბნის ინსპექტორი-გამომძიებლის
პოზიციაზე.  2019 წლის 25 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ
მოვალეობას. საღამოს დაახლოებით 18 საათზე, 112-ის სამსახურიდან
შემოვიდა  შეტყობინება მასზედ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხი-
-----ის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იყო მოქალაქე რო---------ე. აღნიშნულ
ფაქტზე პირადად როგორც ოპერატიული ჯგუფის უფროსმა მობილური
ტელეფონით დაუკავშირდა შეტყობინების ინიციატორს, რომელმაც უკვე
განუცხადა, რომ რე---- ბო-–---ძემ, სოფელ ხი------ის ცენტრში, ცეცხლსასროლი
იარაღით დაჭრა რო---------ე. ამის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენა
სამმართველოს უფროსის მოადგილეს რო---------------–--ეს. რის შემდეგაც
სამსახურეობრივი ავტომანქანით ოპერატიული ჯგუფი - რონ
თავართქილაძის, ფრ----------–--ის, ირაკლი ართმელაძისა და მისი
შემადგენლობით  წავიდნენ შემთხვევის ადგილისკენ. გზაზე
სამმართველოს უფროსის მოადგილემ - რო---------------–--ემ სატელეფონო
საუბრებით, თუ ვისთან საუბრობდა არ იცის, დაადგინა, რომ რო---------ე უკვე
იყო გარდაცვლილი იყო და სასწრაფო სამედიცინო ავტომანქანით
მიასვენებდენ სოფელ ხი------იდან სხალთის მიმართულებით. ამ დროს გზაზე
სოფელ კვატიაში მისვლამდე შეხვდა მათ სასწრაფო დახმარების
ავტომანქანა, გააჩერეს და რო---------------–--ის მითითებით თანმხლები პირი
ირაკლი ართმელაძე გადაჯდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში თავად
გააგრძელეს გზა შემთვევის ადგილის მიმართულებით. შემთხვევის
ადგილზე - სოფელ ხი------ის ცენტრში, გუ-–-----------ის კუთვნილი მაღაზიის
მიმდებარედ, რო---------------–--ემ გაესაუბრა გუ-–-----------ეს, რის შემდეგაც
მისივე მითითებით გააგრძელეს სვლა  სოფელ თხ--–---ას მიმართულებით.

15
მსვლელობისას რო---------------–--ის მიერ დაიგეგმა სათანადო ოპერატიულ
სამძებრო ღონისძიებები, რე---- ბო-–---ძის ადგილსამყოფელის  დადგენის
მიზნით. ამ მიზნით აღნიშნული ოპერატიული ჯგუფი ავიდა ხულოს
მუნიციპალიტეტის სოფელ თხ--–---ას ცენტრში, სადაც მაღაზიასთან შენიშნეს
მათთვის უცნობი პიროვნება, როგორც შემდეგ გაირკვა, რე---- ბო-–---ძის
მეგობარი, რუსეთის მოქალაქე ზაურ აბაშიძე, რომელსაც გაესაუბრნენ და მან
განუცხადა მათ, რომ რე---- ბო-–---ძემ „ანახა შარი“. კერძოდ, მოყვა, რომ ხი------
ის ცენტრში რე---- ბო-–---ძემ თანქონილი იარაღიდან ესროლა კაცსო, რის
შემდეგაც მისი ავტომანქანით გაიქცა, თავად კი იქ დატოვა  და თუ სად
გაიქცა არ იცოდა; ზაურ აბაშიძე   გამოკითხვის მიზნით წამიყვანეს ხულოს
მიმართულებით, რომელიც შემდეგ გადაუსვეს სხვა ეკიპაჟს, ხოლო თვითონ,
რო---------------–--ე და ფრ----------–--ე დაბრუნდით სოფელ თხ--–---აში, ჰქონდათ
ინფორმაცია, რომ რე---- ბო-–---ძე იმყოფებოდა სოფელ თხ--–---აში  მდებარე
ლა--------------ის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლის ცენტრში რო----
-----------–--ის მითითებით თავად და ფრ----------–--ე დარჩნენ პატრულირების
გასაგრძელებლად, ხოლო რო---------------–--ე მარტო წავიდა სოფელ თხ--–---ის
შემოსასვლელისკენ პლიციის უფროსთან შესახვედრად;

იქნებოდა დაახლოებით 22:00 საათის შემდგომი პერიოდი, თავად და


ფროდონ აბაშიძე  მივიდნენ იქვე სოფლის ცენტრში მდებარე ლა--------------ის
მაღაზიის წინ მდებარე ხის სკამთან, სადაც დახვდა სამი მისთვის უცნობი
ახალგაზრდა პირი. მაღაზიის მიმდებარედ ზედა მხარეს არის გარე ქუჩის
განათება მაღაზიიდან 7-8 მეტრის მოშორებით. ხის დასაჯდომი სკამის
გვერდით არის მაღაზიაში შესასვლელი აივანი ხის კონსტრუქციის, ხოლო
მაღაზიის შესასვლელის შემდგომ გვერდით არის მაღაზიის მეპატრონე- ლა---
-----------ეს საცხოვრებელ სახლის ეზოში ჩასასვლელი ჭიშკარი. მიესალმნენ იქ
მყოფ პიროვნებებს და ჩამოჯდნენ არცხნივ თვითონ, ხოლო ფრიდონი
მარჯვნივ ბოლოში. დაახლოებით 3-4 წუთის შემდეგ უკანა მხრიდან
შემოესმა საუბრის ხმა კერძოდ, ვიღაცამ ბიჭებს უკანა მხრიდან შეეკითხა
ბიჭებო ძაღლები წავიდნენ თუ არაო. მე მოიხედა და იცნო სახეზე რე---- ბო-–--
-ძე, რომელსაც ადრეც სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე
იცნობდა ამ დროს მასთან მოვიდა ფრიდონი აბაშიძეც, რა დროსაც მე
დაინახა დაახლოებით 2-3 მეტრის მანძილზე მყოფი რე---- ბო-–---ძე,
რომელსაც მოუწოდა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და მასთან
გასაუბრება უნდოდათ, რის შემდეგაც  მათ დანახვაზე რე----მ შარვლის
საქამრიდან ამოიღო და გადატენა იარაღი-პისტოლეტი და მათი მისამართით
მოიღერა, რის გამოც ორივე სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა.  ამ დროს
გაისმა ოთხი გასროლის ხმა რომელთაგან როგორც შემდეგ გაირკვა ერთი
ტყვია მოხვდა ფრ----------–--ეს მარცხენა ფეხის წვივის წინა არეში, ხოლო
როცა შეწყდა სროლა მატი მისამართით, მის შემდეგ რე---- ბო-–---ძე გაიქცა
გაურკვეველი მიმართულებით. იარაღიდან გასროლით დაზიანება მიიღო
მხოლოდ ფრ----------–--ემ, თუმცა უმნიშვნელოდ ნაკაწრი ჭრილობის სახით,

16
რა დროსაც მას ფეხიდან მოსდიოდა  სისხლი და ასევე დაუზიანდა
შარვალიც. მომხდარის შესახებ სასწრაფოდ მოახსენა სამმართველოს
უფროსის მოადგილეს რო---------------–--ეს ტელეფონის საშუალებით, რის
შემდეგაც რო--- მოვიდა და ერთად წავიდნენ სოფელ თხ--–---აში მდებარე
მეჩეთის მიმართულებით, სადაც მეჩეთთან გზად შეხვდათ სამმართველოს
უფროსი ბე--------–-ძე, რომელმაც დაიწყო საუბარი რო---------------–--ესთან და
თუ რაზე საუბრობდნენ არ მოუსმენია. თავად და ფრიდონი
ხელძღვანელების მითითებით მეჩეთიდან დაახლოებით 30 მეტრის
დაშორებით ზევით ავიდნენ, ხოლო რო---------------–--ე და ბე--------–-ძე დარჩნენ
მეჩეთთან. იქ ყოფნის დროს ყველას ეცვა სამსახურეობრივი ფორმის
ტანისამოსი, კერძოდ ფორმის მაისურები, მაისურებზე წინა მარცხენა მხარეს
აქვს კარგად შესამჩნევად თეთრი ფერის წარწერა შსს, ხოლო უკანა ზურგის
მხარეს აქვს თეთრი ფერის დიდი უცხოური ასოებით წარწერა “POLICE”,
ასევე იქ იდგა სამსახურეობრივი ტოიოტა-ჰაილუქსის მარკის ავტომანქანა,
რომელზეც ჩართული იყო ციმციმა განათებები. ისინი ხმამაღლა
მოუწოდებდნენ რე---- ბო-–---ძეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და გამოსულიყო
შესახვედრად, თუმცა ამ მოწოდებებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ
გაიგონა ერთი გასროლის ხმა და გასროლის ხმის მიმართულებით დაინახა,
რომ ბე--------–-ძე იძახდა „მესროლა და ფეხში დამჭრაო“. რო---------------–--ე და
ბე--------–-ძე ჩასხდენენ სამსახურეობრივ ავტომანქანაში და წავიდნენ ხულოს
მიმართულებით. ხოლო თავად და ფრიდონი დარჩნენ ადგილზე და
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დატოვეს იქაურობა და გადავიდნენ
სოფელ თხ--–---ის შემოსასვლეთან, რის შემდეგ ფრ----------–--ე
სამსახურეობრივი ავტო მანქანით წავიდა ხულოში სამედიცინო დახმარების
მისაღებად. თვითონ კი დარჩა ადგილზე პატრულირების მიზნით.

რე---- ბო-–---ძეს სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე 


დაახლოებით ერთი წელია იცნობს. ასევე იცნობდა ფრ----------–--ეც რადგან იმ
სოფლის უბნის ინსპექტორია.

მათი მისამართით რე---- ბო-–---ძემ გააკეთა ოთხი გასროლა, რა დროსაც


უმნიშვნელო დაზიანება მიღო ფრიდონმა. რე----მ გასროლა აწარმოა მათი,
როგორც პოლიციელების მისამართით და მას იქ მაღაზიასთან მყოფი
პირების მიმართ გასროლა არ უწარმოებია; მაღაზიასთან იყო ქუჩის
განათება და ფორმის მაისურს ნებისმიერი მოქალაქე შენიშნავდა.
ხელმძღვანელი პირები - რო---------------–--ე და ბე--------–-ძე იდგნენ მეჩეთთან,
სადაც ასევე არის ქუჩის განათება და იქაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო
დანახვა იმისა, რომ ეცვათ პოლიციის ფორმის მაისური;(იხ სხდომის ოქმი
06.12.2019წ 13:28:10სთ-13:57:04სთ);

მოწმის სახით დაკითხვისას ფრ----------–--ემ განაცხადა რომ      2019


წლის 25 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, სადაც ასრულებდა
სამსახურეობრივ მოვალეობას. საღამოს დაახლოებით 18 საათზე, 112-ის

17
სამსახურიდან მათთან შემოვიდა  შეტყობინება მასზედ, რომ ხულოს
მუნიციპალიტეტის სოფელ ხი------ის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იყო
მოქალაქე რო---------ე. აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებული იქნა
ოპერატიული ჯგუფის უფროსის კო-------–----ის მიერ, რა დროსაც კო-------–----
ემ მათ უთხრა, რომ რო---------ე ხიდან არ იყო ჩამოვარდნილი და მას ვინმე რე-
--- ბო-–---ძემ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შემდეგაც ის, კო-------–
----ე, ირაკლი ართმელაძე და  სამმართველოს უფროსის მოადგილე რო-----------
----–--ე სამსახურეობრივი ავტომანქანით ხულოს რაიონული სამმართველოს
ადმინისტრაციული შენობიდან წავიდნენ შემთხვევის ადგილისაკენ. გზაზე
უფროსის მოადგილემ რო---------------–--ემ ტელეფონით ესაუბრა, მაგრამ ვის
არ იცის, რის შემდეგაც მან უთხრა , რომ რო---------ე უკვე იყო გარდაცვლილი
იყო და სასწრაფო სამედიცინო ავტომანქანით მოასვენებდენ სოფელ ხი------
იდან სხალთის მიმართულებით. ამ დროს გზაზე სოფელ კვატიაში
მისვლამდე შეხვდა სასწრაფო დახმარების ავტო მანქანა, რომლითაც
მოასვენებდენ გარდაცვლილ რო---------ეს. გააჩერეს ავტო მანქანა  და რო--------
-------–--ის მითითებით ირაკლი ართმელაძე, გადაუჯდა სასწრაფო
დახმარების ავტო მანქანას, რომელიც წავიდა ხულოს მიმართულებით,
ხოლო მათ გააგრძელეს სვლა შემთხვევის ადგილის მიმართულებით.
რამდენიმე წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე რომელიც მდებარეობდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხი------ის ცენტრში, გუ-–-----------ის
კუთვნილი მაღაზიის მიმდებარედ. რო---------------–--ემ გაესაუბრა გუ-–-----------
ეს, რის შემდეგაც მისივე მითითებით  წავიდნენ სოფელ თხ--–---ის
მიმართულებით. გზად რო---------------–--ის მიერ დაიგეგმა სათანადო
ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები, რე---- ბო-–---ძის ადგილსამყოფელის 
დადგენის მიზნით. ამ მიზნით ავიდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ
თხ--–---ის ცენტრში, სადაც მაღაზიასთან შენიშნეს მათთვის უცნობი
პიროვნება, რომელიც როგორც შემდეგ გაარკვიეს იყო რე---- ბო-–---ძის
მეგობარი, რუსეთის მოქალაქე ზაურ აბაშიძე, რომელმაც გასაუბრებისას
უთხრა, რომ რე---- ბო-–---ძემ შარი ანახა, კერძოდ კი მან უთხრა, რომ ხი------ის
ცენტრში რე---- ბო-–---ძემ იარაღი ესროლა კაცს, რის შემდეგაც მისი
ავტომანქანით გამოიქცა, იგი მის სახლთან დატოვა, მაგრამ მან სად გაიქცა
მისთვის უცნობი იყო. აღნიშნულის შემდეგ მათ ზაურ აბაშიძეს განუცხადეს,
რომ საჭირო იყო მისი სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვა აღნიშნულ
ფაქტთან დაკავშირებით და თხოვეს მისი გამოკითხვის მიზნით გაყოლოდათ
ხულოს რაიონულ სამმართველოში, რაზეც იგი დათანხმდა და ჩაისვეს
ავტომანქანაში,  რომელიც შემდეგ გადაუსვეს სხვა ეკიპაჟს და ისინი, ფრ-------
---–--ე, რო---------------–--ე და კო-------–----ე  დაბრუნდნენ სოფელ თხ--–---აში, რა
დროსაც გზაში აცნობეს, რომ რე---- ბო-–---ძე იმყოფებოდა სოფელ თხ--–---აში 
მდებარე ლა--------------ის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც
გაემართნენ სოფელ თხ--–---აში. როცა მივიდნენ სოფლის ცენტრში იქ რე----
ბო-–---ძე არ იმყოფებოდა, რის შემდეგ  რო---------------–--ის მითითებით ის და
კო-------–----ე გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და დარჩნენ სოფლის ცენტრში

18
პატრულირების გასაგრძელებლად, ხოლო რო---------------–--ე მარტო წავიდა
სოფელ თხ--–---ის შემოსასვლელის მიმართულებით. იქნებოდა დაახლოებით
22 საათის შემდგომი პერიოდი, როდესაც ის და კობა  მივიდნენ იქვე
სოფლის ცენტრში მდებარე ლა--------------ის მაღაზიის წინ მდებარე ხის
სკამთან, სადაც დახვდათ სამი მათთვის უცნობი ახალგაზრდა პირი.
აღნიშნული მაღაზიის მიმდებარედ ზედა მხარეს არის გარე ქუჩის განათება
მაღაზიიდან 7-8 მეტრის მოშორებით. ხის დასაჯდომი სკამის გვერდით არის
მაღაზიაში შესასვლელი აივანი ხის კონსტრუქციის, ხოლო მაღაზიის
შესასვლელის შემდგომ გვერდით არის მაღაზიის მეპატრონე - ლა--------------ეს
საცხოვრებელ სახლის ეზოში ჩასასვლელი ჭიშკარი. ის და კობა იქ მყოფ
მათთვის უცნობ ახალგაზრდებს მიესალმნენ და ისინიც ჩამოჯდნენ,
კერძოდ ის ჩამოჯდა მათიდან ხელმარჯვნივ პირველი, ხოლო კობა
ხელმარცხნივ ბოლოში. სკამზე ჩამოჯდომიდან დაახლოებით 3-4 წუთის
შემდეგ, ვიღაცამ უკანა მხრიდან იკითხა ბიჭებო ძაღლები წავიდნენ თუ
არაო, რაზეც ის ადგა სკამიდან და მივედა კობასთან, რომელიც
ესაუბრებოდა აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც იყო რე---- ბო-–---ძე,
რომელთანაც მას ახლო ურთიერთობა არ გაჩნდა თუმცა მას
სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვიცნობდი. რე----სა და მას
შორის დაშორება იყო დაახლოებით 2-3 მეტრი, რომელსაც კო-------–----ემ
განუცხადა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, აღნიშნავს , რომ მათ
ეცვათ ფორმის მაისურები, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს გააჩნია
წარწერა „შსს“, ხოლო უკანა მხარეს გააჩნია წარწერა „POLICE” და ისედაც კი
მიხვდებოდა, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა მას
კობამ მაინც განუცხადა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მასთან
სურდათ გასაუბრება, რა დროსაც რე----მ მათ დანახვაზე შარვლის
საქამრიდან ამოიღო, გადატენა იარაღი-პისტოლეტი და მათი მისამართით
მოიღერა, რის გამოც ორივე სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ.  ამ დროს
გაისმა ოთხი გასროლის ხმა, რა დროსაც ერთმა ტყვიამ მას გაკრა   მარცხენა
ფეხის წვივის წინა არეში, რა დროსაც მიიღო ჭრილობა ნაკაწრი ჭრილობის
სახით, რა დროსაც  ფეხიდან წამოვიდა მცირეოდენი სისხლი და დაზიანდა
შარვალიც, ხოლო როცა რე----მ შეწყვიტა სროლა მათი მისამართით, მის
შემდეგ რე---- ბო-–---ძე გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით. იარაღიდან
გასროლით დაზიანება მიიღო მან , თუმცა უმნიშვნელო. მომხდარის შესახებ
კობამ ტელეფონით აცნობა სამმართველოს უფროსის მოადგილეს - რო----------
-----–--ეს, რომელიც სამსახურეობრივი ავტომანქანით მოვიდა მათთან და
ყველანი ერთად  წავიდნენ სოფელ თხ--–---აში მდებარე მეჩეთის
მიმართულებით, სადაც მეჩეთთან გზად შეხვდათ სამმართველოს უფროსი
ბე--------–-ძე, ის და კობა ხელძღვანელების მითითებით მეჩეთიდან
დაახლოებით 30 მეტრის დაშორებით ზევით ავიდნენ, ხოლო რო---------------–--
ე და ბე--------–-ძე დარჩნენ მეჩეთთან. ადასტურებს, რომ იქ ყოფნის დროს
ყველა მათგანს ეცვა სამსახურეობრივი ფორმის ტანისამოსი, კერძოდ მათ
ეცვათ ფორმის მაისურები, რომლებსაც წინა მარცხენა მხარეს აქვს კარგად

19
შესამჩნევად თეთრი ფერის წარწერა „შსს“, ხოლო უკანა ზურგის მხარეს აქვს
თეთრი ფერის დიდი უცხოური ასოებით წარწერა “POLICE”, ასევე იქ იდგა
სამსახურეობრივი ტოიოტა-ჰაილუქსის მარკის ავტომანქანა, რომელზეც
ჩართული იყო ციმციმა განათებები. ის და კობა, ასევე მათი
ხელმძღვანელები რო---------------–--ე და ბე--------–-ძე ხმამაღლა მოუწოდებდნენ
რე---- ბო-–---ძეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და გამოსულიყო მათთან
შესახვედრად, თუმცა ამ მოწოდებებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ
გაიგონეს ერთი გასროლის ხმა, რის შედეგადაც დაინახა, რომ დაიჭრა ბე-------
-–-ძე ; ის რო---------------–--ესთან ერთად წავიდა ხულოში საავადმყოფოში,
თვითონ დარჩნენ ადგილზე; რე---- ბო-–---ძეს იცნობს, არაერთხელ შეხვედრია
მას; ის წარსულში ნასამართლევია; (იხ სხდომის ოქმი 13.12.2019წ)

მოწმის სახით დაკითხულმა რო---------------–--ემ განმარტა რომ მუშაობს


შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს
უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2019 წლის 25 ივნისს იმყოფებოდა
სამსახურში, დაახლოებით 18:00 საათზე, შსს ხულოს რაიონულ
სამმართველოში შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ ხულოს რაიონის სოფელ
ხი------ში რო---------ე ჩამოვარდა ხიდან და არის უგონო მდგომარეობაში.
აღნიშნულ შეტყობინებაზე უფროსის დავალებით ჯგუფთან ერთად გავიდა
სამსახურეობრივი ავტომანქანით ხი------ის ცენტრში გუ-–-----------ის მაღაზიის
მიმდებარედ, სადაც დაადგინა, რომ ხულოს რაიონის სოფელ ხი------ის
მცხოვრები რო---------ე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად
მოკლა ამავე სოფლის მცხოვრებმა რე---- ბო-–---ძემ, რაზეც შესული იყო
ხულოს რაიონულ სამმართველოში მეორე შეტყობინება. აღნიშნულ
შეტყობინებებზე შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ხულოს
რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ცეცხლსასროლი
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და რო---------ის განზრახ
მკლელობის ფაქტზე, მათ მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ რე---- ბო-–---ძე
აღნიშნული ფაქტის შემდეგ მისი კუთვნილი ავტომანქნით მის თანმხლებ
პირთან ერთად წავიდა სოფელ თხ--–---ას მიმართულებით. ასევე მიიღო
ოპერატიული ინფორმაცია რომ რე---- ბო-–---ძე უნდა იმყოფებოდეს სოფელ
თხ--–---აში მდებარე ლა--------------ის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე. 
აღნიშნულის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებთან ფრ----------–--ესთან და
კო-------–----ესთან ერთად ავიდა სამსახურეობრივი ავტომანქანით სოფელ თხ-
-–---ას ცენტრში. ლა--------------ის მაღაზიასთან შენიშნეს მათთვის უცნობი
პიროვნება, რომელიც როგორც შემდეგ გაარკვიეს იყო რე---- ბო-–---ძის
მეგობარი, რუსეთის მოქალაქე ზაურ აბაშიძე, რომელსაც გაესაუბრა და მან
უთხრა, რომ რე---- ბო-–---ძე ხი------ის ცენტრში პისტოლეტით ესროლა კაცს,
რის შემდეგ რე----ს მანქანით ამოვიდნენ სოფელ თხ--–---აში ერთად, ხოლო
შემდეგ სად წავიდა არ იყო მისტვის ცნობილი; ზა---------–--ე გამოკითხვის
მიზნით გადაიყვანეს ხულოს რაიონულ სამმართველოში, ფრ----------–--ე და
კო-------–----ე  დატოვა ლა--------------ის მაღაზიის მიმდებარედ, რომ
20
ეწარმოებინათ პატრულირება რე---- ბო-–---ძის ადგილსამყოფელის დადგენის
მიზნით, თვითონ გაემარტა სამმართველო უფროსისი შესახედრად და გზაში
შეიტყო რე---- ბო-–---ძის მიერ პოლიციის თანამშრომლების მისამართით
გასროლის შესახებ;

სოფელ თხ--–---აში მდებარე სამლოცველოსთან-მეჩეთთან შეხვდა უფროსს -


ბე--------–-ძეს საუბრის დროს მეჩეთის მხრიდან შემოესმათ რაღაც ბრახუნის
ხმა. აღნიშნულზე გადაწყვიტეს შესვლა და შემოწმება მეჩეთის მიმდებარე
ტერიტორიის. მეჩეთის  ეზოში იყო სიბნელე და არაფერი არ ჩანდა. რადგანაც
იცოდნენ, რომ რე---- ბო-–---ძე იყო შეიარაღებული, რომ არ მომხდარიყო
გაუთვალისწინებელი ინციდენტი, გადაწყვიტეს, რომ დაბრუნებულივნენ და
გამოეძახებინათ დამატებითი ჯგუფები. ისინი იდგნენ და იცავდნენ გარე
პერიმეტრს და ელოდებოდნენ დამატებით ჯგუფს რომ შეემოწმებინათ
აღნიშნული ტერიტორია,  იქვე იდგა სამსახურეობრივი ტოიოტა-ჰაილუქსის
მარკის ავტომანქანა, ჩართული ციმციმა განათებებით. ფიქრობდნენ რომ
მეჩეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ იმალებოდა რე---- ბო-–---ძე და 
ხმამაღლა რიგ-რიგობით მოუწოდებდნენ რე---- ბო-–---ძეს, რომ იყვენენ
პოლიციიდან და გამოსულიყო. მოწოდებებიდან  რამოდენიმე  წუთში
მეჩეთის მხრიდან მოხდა გასროლა ტყვია მოხვდა ბე--------–-ძეს ბარძაყის
არეში მუხლთან ახლოს; ამ დროს მეჩეთის მხარეს ღობის შიგნით დამხმარე
შენობასთან შენიშნეს ადამიანის სილუეტი რომელიც გაიქცა. დაჭრილი ბე----
----–-ძე და ფრ----------–--ე გადაიყვანეს ხულოს კლინიკაში, სადაც ჩაუტარდათ
პირველადი დახმარებები.

ადასტურებს, რომ რე---- ბო-–---ძისთვის ნათლად იყო ცნობილი, რომ იყვნენ


პოლიციელები, რაც კარგად ჩანდა იქ არსებული განათებით, რომ ეცვათ
ფორმები იდგა ციმციმებით პოლიციის ავტომანქანა და თან მოუწოდენდნენ,
რომ იყვნენ პოლიციელები და გამოსულიყო მათთან;

რე---- ბო-–---ძე 2019  წლის  26 ივნისს, დილის დაახლოებით 07:30 საათზე,


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხ--–---აში მდებარე მიხეილ ბო-–---ძის
საცხოვრებელ სახლში დააკავეს; იცის, რომ პირადი ჩხრეკის შედეგად
ამოღებული იქნა მისგან ცეცხლსასროლი იარაღი;

რე---- ბო-–---ძეს კარგად იცნობს სამსახურებრივი საქმიანობიდან


გამომდინარე, ის იყო საყურდაღებო თავისი წარსულიდან გამომდინარე და
აქცევდნენ ყურადღებას; თუმცა მაინც მოხდა ინციდენტი; რაც შეეხება რო---
-------ეს, მას იცნობდა ჩვეულებრივ მშრომელ ადამიანს, მათ შორის
კონფლიქტის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა, თორემ აუცილებლად
ჩაერეოდა რათქმაუნდა და შეიძლებოდა არც მომხდარიყო ეს შემთხვევა;
არც რო---ს და არც რე----ს არ მიუმართავს მისთვის ან პოლიციის
განყოფილებისთვის, რომ ჰქონდათ რაიმე დაპირისპირება ალბათ
ეცოდინებოდა;(იხ სხდომის ოქმი 06.12.2019წ 12:46:00სთ-13:25:12სთ);

21
მოწმის სახით დაკითხვისას გო-------–----ემ განაცხადა, რომ შემთხვევის
დღეს იყო სოფელ თხ--–---აში, სადაც ცხოვრობს მისი მშობლები, მთელი დღის
განმავლობაში ეხმარებოდა მშობლებს, ხოლო საღამოს გამოვიდა თხ--–---ის
ცენტრში ლა--------------ის მაღაზიის მიმდებარედ, სადაც საღამოობით იკრიბება
სოფლის მცხოვრებლები, იქვე არის ხის გრძელი დასაჯდომი სკამი, სადაც
იჯდა მის მეზობლებთან თა---------–---ძესთან და ბა----------–---ძესთან ერთად
და სვამდნენ ლუდს. დაახლოებით საღამოს 21 საათი იქნებოდა, როცა
მაღაზიასთან გაიარა ავტომანქანით რე---- ბო-–---ძემ, რომელსაც ახლდა
მისთვის უცნობი პიროვნება, რე----მ ავტომანქანა გააჩერა იქვე ლა–------–----ის
საცხოვრებელი სახლის ეზოში, მივიდა მათთან გააჩნო თანმხლები პირი და
დალია ლუდი, ამ დროს მათი მიმართულებით მოდიოდა პოლიციის
ავტომანქანა, რე---- ბო-–---ძე სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ზევით და მოერიდა
პოლიციას, რაზედაც მისმა თანმხლებმა ნათესავმა, რომელსაც ერქვა სახელი
ზა----- თქვა,  რომ რე----მ რამოდენიმე ხნის წინ პისტოლეტით დაჭრა ხი------ის
ცენტრში რო---------ე და ამიტომ მოერიდა პოლიციასო. პოლიციის
ავტომანქანით წაიყვანეს ზა-----,  რამოდენიმე წუთში ისევ მოვიდა პოლიციის
იგივე ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა პოლიციის ორი თანამშრომელი,
მათ არ იცნობდა, ისინი იყვნენ პოლიციის ფორმის მაისურებში, ერთერთი
დაჯდა მარჯვენა მხარეს ბოლოში, ხოლო მეორე - მარცხენა მხარეს სკამის
ბოლოში. ჩვეულებრივად აგრძელებდნენ საუბარს, სვამდნენ ლუდს და
ისხდნენ სკამზე. ამ დროს მისგან მარცხენა მხარეს უკანა მხრიდან ქვემოდან
ამოვიდა რე---- ბო-–---ძე, სადაც იჯდა პოლიციის თანამშრომელი და რე----მ
შეეკითხა იქ მჯდომ პოლიციის თანამშრომელს, რომ ძაღლები თუ წავიდნენო.
ამის გაგონებაზე სკამიდან წამოდგა მეორე პოლიციის თანამშრომელი და
გადმოვიდა მეორე მხარეს, სადაც მოსული იყო რე---- ბო-–---ძე, მეორე
პოლიციელი ეუბნებოდა რე----ს, რომ ისინი იყვნენ პოლიციის
თანამშრომლები, რა დროსაც დაინახა, რომ რე----მ ხელი წაიღო წელის
არესაკენ და ამოიღო რაღაც ნივთი, რა დროსაც ორივე პოლიციის
თანამშრომლები გაიქცნენ სწრაფად სხვადასხვა მიმართულებით, ამ დროს
გაისმა რამოდენიმე გასროლის ხმა, რის შემდეგ რე---- გაიქცა ისევ ქვემოთ; რე--
-- ბო-–---ძესა და პოლიციის მუშაკებს შორის სიტყვიერი ან ფიზიკური
დაპირისპირება არ ყოფილა, პოლიციის თანამშრომლებმა რე---- ბო-–---ძეს
მხოლოდ უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მასთან
ჰქონდათ საქმე. აღნიშნულიდან რამოდენიმე წუთში იქვე მოვიდნენ
პოლიციის მუშაკები, დაიკეტა ლა--------------ის მაღაზიაც და ის, ასევე მასთან
ერთად მყოფი თა---------–---ზე და ბა----------–---ძე წავიდნენ სახლებში.
მაღაზიის მიმდებარედ არის ქუჩის განათება, რომელიც ანათებს მიმდებარე
ტერიტორიას და სადაც ისინი ისხდნენ, ის ადგილიც იყო განათებული (იხ
სხდომის ოქმი 18.02.2020წ)

მოწმით დაკითხვისას ბა----------–---ძემ განაცხადა, რომ ცხოვრობს


ხულოს რაიონის სოფელ თხ--–---აში; პროფესიით არის პედაგოგი, მუშაობს

22
საჯარო სკოლაში მასწავლებლად. ამჟამად აქვს საზაფხულო დასვენება და
დამატებითი შემოსავლის მიზნით  დადის თურქეთში, სადაც მუშაობს ჩაის
კრეფაზე სეზონურად. 2019 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში იმყოფებოდა
თხ--–---ას ცენტრში ლა--------------ის მაღაზიის მიმდებარედ, სადაც საღამოობით
იკრიბებიან სოფლის მცხოვრებლები, იქვე არის ხის გრძელი დასაჯდომი
სკამი, იჯდა მეზობლებთან თა---------–---ძესთან და გო-------–----ესთან ერთად
და სვამდნენ ლუდს.   საღამოს ალბათ 21 საათი საათზე, ის რამოდენიმე
წუთით გავიდა პირად საქმეზე იქვე მიმდებარედ და შეხვდა მის  ნაცნობს,
რის შემდეგ ისევ დაბრუნდა ლა--------------ის მაღაზიის მიმდებარედ, სადაც
იმავე ხის სკამზე უკვე ისხდნენ თა---------–---ძე, გო-------–----ე და ორი
პოლიციის თანამშრომელი, იცნობდა ერთერთ მათგანს - ფრ----------–--ეს,
პოლიციის თანამშრომლები იყვნენ ფორმის მაისურებში, ის , თა---------–---ძე
და გო-------–----ე ჩვეულებრივად ისხდნენ და საუბრობდნენ, იყო ნასვამ
მდგომარეობაში და როგორც ახსოვს მაღაზიის უკანა მხრიდან ქვემოდან
ამოვიდა რე---- ბო-–---ძე, რომელმაც რაღაც მოიკითხა, რაც არ გაუგონია, რის
შემდგომ მას მიუახლოვდნენ ფრ----------–--ე და მეორე პოლიციის
თანამშრომელი, რომელსაც ესაუბრებოდა, პოლიციელები გაიქცნენ სწრაფად
სხვადასხვა მიმართულებით და გაიგონა  რამოდენიმე გასროლის ხმა,
ზუსტად რამდენი გასროლა იყო არ ახსოვს, გასროლების შემდეგ რე---- ბო-–---
ძე წავიდა ისევ ქვემოთ ლა--------------ის სახლისაკენ. პოლიციის
თანამშრომლების მხრიდან გასროლა არ განხორციელებულა, გაისროლა რე---
- ბო-–---ძემ და მისი გასროლის შედეგად მიიღო თუ არა პოლიციის
თანამშრომლებმა ან ვინმე სხვა პირმა დაზიანებები არ იცის. რე---- ბო-–---
ძესა და პოლიციის მუშაკებს შორის სიტყვიერი ან ფიზიკური
დაპირისპირება არ ყოფილა. მას რე---- ბო-–---ძის ხელში იარაღი არ
დაუნახია, როცა მობრუნდა უკან გასროლის შემდეგ, რე---- უკვე მიდიოდა
ქვემოთ. მაღაზიის მიმდებარედ არის ქუჩის განათება, რომელიც ანათებს
მიმდებარე ტერიტორიას და სადაც ისინი ისხდნენ ის ადგილი იყო
განათებული. მისთვის შემდეგ გახდა ცნობილი, რომრე---- ბო-–---ძეს
ძიძახირის ცენტრში პისტოლეტით დაუჭრია რო---------ე, რომელიც
გარდაცვლილა. (იხ სხდომის ოქმი 09.01.2020)

მოწმე თა---------–---ძემ სასამართლო განუცხადა, რომ შემთხვევის დღეს


იმყოფებოდა ხულოს რაიონის სოფელ თხ--–---აში დედასთან - სამუშაოდ;
საღამოს გამოვიდა თხ--–---ის ცენტრში ლა--------------ის მაღაზიასტან;
მეზობლებთან გო-------–----ესთან და ბა----------–---ძესთან ერთად და სვამდნენ
ლუდს. განმარტავს რომ როგორც ახსოვს იქნებოდა დაახლოებით საღამო
დრო იყო შებინდებული უკვე ს ავტომანქანით ამოვიდა რე---- ბო-–---ძემ,
რომელსაც ახლდა მისი ნათესავი ზა---------–--ე, რე----მ დალია ერთი ბოკალი
ლუდი, ხოლო მისი ნათესავი ზა----- არ სვამდა; დაინახეს მოსახვევში, რომ
მათი მიმართულებით მოდიოდა პოლიციის ავტომანქანა პიკაპი, რა დროსაც
რე---- სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ზევით და მოერიდა პოლიციას, ზა---------–--

23
ემ თქვა, რომ რე----მ რამოდენიმე ხნის წინ პისტოლეტით დაჭრა ხი------ის
ცენტრში რო---------ე და იმიტომ მოერიდა პოლიციას. ზა---------–--ე წაიყვანეს
პოლიციის ავტომანქანით; რამოდენიმე ხანში მათთან მივიდა პოლიციის
ორი თანამშრომელი, დასხდნენ მათთან ერთად; თავად განაგრძობდნენ
საუბარს; პოლიციელები იყვნენ სამსახურებრივი ფორმით ერთერთ მათგანს
- ფრ----------–--ეს იცნობდა; მისგან მარცხენა მხარეს უკანა მხრიდან ქვემოდან
ამოვიდა რე---- ბო-–---ძე, სადაც იჯდა ფრ----------–--ის თანმხლები მეორე
პოლიციის თანამშრომელი, რე----მ ალბათ არ იცოდა, რომ მათთან ერთად
ისხდნენ პოლიციის თანამშრომლები და შეეკითხა იქ მჯდომ პოლიციის
თანამშრომელს, რომ ძაღლები თუ წავიდნენო. ძაღლებში რე---- ფიქრობს
გულისხმობდა პოლიციის თანამშრომლებს. ამის გაგონებაზე წამოდგა ფრ-----
-----–--ე და ეუბნებოდა რე----ს, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები,
რა დროსაც დაინახა, რომ რე----მ ხელი წაიღო წელის არეში პოლიციელები
გაიქცნენ მოულოდნელად სხვადასხვა მხარეს თან გაისმა რამოდენიმეჯერ
გასროლის ხმა; რე---- შემდეგ გაიქცა ისევ ქვემოთ, ისე, რომ რაიმე არ
უთქვამს. პოლიციელებთან არც დაპირისპირება მომხდარა და არც
გამოუყენებიათ იარაღი; პოლიციის თანამშრომლებმა რე---- ბო-–---ძეს
უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მასთან ჰქონდათ
სასაუბრო. მკვლელობის შესახებ მოგვიანებით გაიგო; (იხ სხდომის ოქმი
18.02.2020წ)

მოწმე უჩ-------ემ განაცხადა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის


საქმეზე მისი მონაწილეობით ჩატარებულია რიგი საგამოძიებო
მოქმედებები; 2019 წლის 25 ივნისს პოლიციის თანამშრომლებთან ერთად
შეტყობინების საფუძველზე იმყოფებოდა ხულოს მუნიციპალიტეტში, რე----
ბო-–---ძის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული
ინფორმაციის საფუძველზე 26 ივნისს დილის საათებში, გავიდნენ მიხეილ
ბო-–---ძის საცხოვრებელ ადგილზე, მათთან ერთად იყო სპეციალური
დანიშნულების რაზმიც, როცა მიუახლოვდნენ საცხოვრებელ სახლის
გარშემო სახლის პერიმეტრზე განლაგდნენ სპეცრაზმელები, რადგან
ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბრალდებული იყო შეიარაღებული; ასევე
მათთან ერთად იყვნენ ხულოს პოლიციის თანამშრომლებიც; დაძახებაზე
ოჯახის წევრი რა--------–----ე გამოვიდა; მან დაადასტურა, რომ რე---- ბო-–---ძე
ნამდვილად იმყოფებოდა მის სახლში მეორე სართულზე; სახლის მეორე
სართულზე ავიდა პოლიციის თანამშრომლებთან და ექსპერტ
კრიმინალისტებთან ერთად; სამი სპეცრაზმელი მათ მიყვათ საძინებელ
ოთახამდე; ოთახში შევიდა პოლიციელებთან ერთად; ოთახში რე---- ბო-–---
ძე უკვე საწოლიდან წამომდგარი იყო და ცდილობდა ფანჯრისკენ
გადაადგილებას და სავარაუდოდ გაქცევას; მასთან სწრაფად მივიდნენ და
დააკავეს, განუმარტა უფლებები და მოუწოდეს რომ დამორჩილებოდა მათ
და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება; მიმართა წარმოედგინა
კანონსაწინააღმდეგო ნივთი რაზეც არ განუცხადებია თანხმობა, თუმცა

24
თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე; რე---- ბო-–---ძის პირადი
ჩხრეკისას ამოიღეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი, პატარა ზომის,
შავი ფერის, მჭიდით ვაზნების გარეშე, ასევე ჩხრეკისას ამოიღეს მობილური
ტელეფონი, გასაღები, მეხსიერების ბარათი და ქაღალდის ნაგლეჯი;
ამოღებული ნივთები დაილუქა ექსპერტ კრიმინალისტების მიერ; ის
დააკავეს და თავდაპირველად გადაიყვანეს ხულოს რაიონულ
სამმართველოში, შემდეგ ბათუმში დროებითი მოთავსების იზოლატორში;
რე---- ბო-–---ძის დაკავების შესახებ შეატყობინა ამის ახლობელს; პოლიციის
განყოფილებაში მოახდინა მისი გამოკითხვა და სრულყოფილად ასახა მის
მიერ მოწოდებული ინფორმაცია ;

განმარტავს, რომ სპეცდანიშნულების რაზმი საგამოძიებო მოქმედებებში


არანაირ მონაწილეობას ირ იღებდა; მათი იქ ყოფნა განპირობებული იყო
მათი და იქ მცხოვრები პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით; მათ ისინი
მიაცილეს ოთახამდე , ოთახში შევიდნენ თავად პოლიციის ორი
თანამშრომელთან და ექსპერტებთან ერთად; თუკი წინააღმდეგობის
გაწევას შეეცდებოდა სავარაუდო ბრალდებული, რა თქმა უნდა ისინი
ჩაერთვებოდნენ; რე---- ბო-–---ძეს ჩანს ეძინა, მათი ასვლისას ხმაურზე მას
გაეღვიძა და როცა შევიდნენ მას სურდა ფანჯრიდან გადახტომა და
მიიწევდა, მაგრამ მისმა თანმხლებმა პოლიციელებმა ის დააკავეს და მან
ოთახის დატოვება ვერ მოასწრო; ბრალდებულთან ხსენებული საგამოძიებო
მოქმედებების (ჩხრეკა, დაკავება) ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა
გამოწვეული იყო უკვე მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე,
გარდაცვლილი იყო ერთი პირი და დაზიანებული იყო პოლიციის ორი
თანამშრომელი; რე---- ბო-–---ძის დაკავება მოხდა 2019 წლის 26 ივნისს
დილის საათებში; ბრალდებულს დაენიშნა ადვოკატი სავალდებულო წესით
და სხვა მომდევნო საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა ადვოკატის
მონაწილეობით;
თავიდანვე იქ მყოფ პირთა მოქმედებები განაწილებული იყო თავიდანვე
და მოქმედებდნენ შესაბამისად; (იხ სხდომის ოქმი 06.12.2019წ
12:09:30სთ-12:33:41სთ);

მოწმე ლა–--------–მა სასამართლოს განუცხადა, რომ მისთვის


სამსახურებრივად გახდა ცნობილი, რომ 2019 წლის 25 ივნისს,
მუნიციპალიტეტის სოფელ ხი------ში მოხდა მკვლელობა; რე---- ბო-–---ძემ
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა რო---------ე და მიმალა. ფაქტზე
ხულოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება და ხელმძღვანელობის
დავალებით მონაწილეობას იღებდა ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებებში რე---- ბო-–---ძის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების
მიზნით ხორციელდებოდა რიგი ღონისძიებები; მისთვის გახდა ცნობილი, რე-
--- ბო-–---ძემ არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკებს და გაუწია მათ
შეიარაღებული წინააღმდეგობა, მოახდინა გასროლები პოლიციის მუშაკების

25
მიმართ და სხეულის დაზიანებები მიაყენა გასროლის შედეგად ხულოს
რაიონული სამმართველოს პოლიციის უფროსს ბე--------–-ძეს და პოლიციის
თანამშრომელს ფრ----------–--ეს.

 2019 წლის 26 ივნისს, დილით დაახლოებით 07:30 საათზე, ოპერატიული


ინფორმაციის საფუძველზე  მივიდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ
თხ--–---აში მცხოვრები რა--------–----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც
ინფორმაციის თანახმად უნდა ყოფილიყო რე---- ბო-–---ძე. უჩ-------ემ დაუძახა
სახლის მეპატრონეს, რა--------–----ე გამოვიდა სახლიდან და გამომძიებელს
დაუდასტურა, რომ რე---- ბო-–---ძე იმყოფებოდა მასთან მისი საცხოვრებელი
სახლის მეორე სართულზე საძინებელ ოთახში, რის შემდეგ გამომძიებელთან
და სუ-–-----------ესთან ერთად ასევე თან ახლდათ ექსპერტ კრიმინალისტები
შევიდნენ სახლში; იქვე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი;

რე---- ბო-–---ძემ შეეცადა რომ გაქცეულიყო, თუმცა მათ დააკავეს ის.  პირადად
თვითონ და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი სუ-–-----------ე მონაწილეობდნენ
გამომძიებელ უჩ-------ესთან ერთად ბრალდებული რე---- ბო-–---ძის დაკავებასა
და მის პირად ჩხრეკაში.

 რე---- ბო-–---ძეს დაკავებისთანავე გამომძიებელ უჩ-------ის მიერ განემარტა,


რომ იგი დაკავებული იქნა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტზე და
განუმარტა მისი როგორც ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი.
გამომძიებელმა რე---- ბო-–---ძეს განუმარტა, რომ უნდა ჩატარებულიყო მისი
პირადი ჩხრეკა, პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე რე---- ბო-–---ძემ განაცხადა უარი.
გამომძიებლის მიერ მას მიეცა წინადადება, რომ თუკი ის ინახავდა
ცეცხლსასროლ იარაღს ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ან
ნივთიერებას წარმოედგინა, რაზედაც ასევე რე---- ბო-–---ძემ განაცხადა უარი.
აღნიშნულის შემდეგ ჩატარებული იქნა მისი პირადი ჩხრეკა, ჩხრეკაში ასევე
მონაწილეობდნენ ექსპერტები, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჩხრეკა
ჩატარდა მშვიდ გარემოში, რა დროსაც მისი ტანთმოსილი მოკლესახელოიანი
ჟილეტის მარცხენა გარეთა ჯიბიდან ამოღებული იქნა პისტოლეტის მსგავსი
საგანი, რომელიც იყო შავი ფერის, უსაფრთხოების მიზნით მოხდა იარაღის
განმუხტვა, მჭიდში და ლულაში ვაზნები არ აღმოჩენილა. აღნიშნული
პისტოლეტის მსგავსი ნივთი მჭიდთან ერთად დათვალიერების შემდეგ
ექსპერტების მიერ მოთავსდა მუყაოს სპეციალურ ყუთში და დალუქული იქნა
საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში. რე----
ბო-–---ძის პირადი ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებული იქნა მობილური
ტელეფონი, ფულადი თანხა, სათვალე, ტელეფონის ელემენტი, ორი ცალი
მეხსიერების მიკრო ბარათი, გასაღებები და ქაღალდის ორი ცალი ფურცელი,
რომლებიც ექსპერტების მიერ იქნა დალუქული სპეციალურ პოლიეთილენის
პაკეტში.

გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი

26
ჩხრეკის ოქმი, რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ გაკეთებულა. საგამოძებო
მოქმედებების დასრულების შემდეგ ის გადაყვანილი ქინა ჯერ ხულოს
რაიონულ სამმართველოში შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
ადმინისტრაციულ შენობაში. მის მიმართ გამომძიებლის მიერ ჩატარებული
იქნა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგ ის
შესახლებული იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. (იხ სხდომის
ოქმი 06.12.2019წ 12:20:22სთ-12:43:01სთ);

მოწმე სუ-–-----------ემ განაცხადა, რომ ინფორმაციის საფუძველზე ავიდნენ


ხულოს მუნიციპალიტეტში მიიღეს ინფორმაცია რომ რე---- ბო-–---ძე
იმყოფებოდა ერთ-ერთ სახლში, ორი ექსპერტი, უჩ-------ე და ლა–--------–ი,
როცა მიუახლოვდნენ სახლს უჩ-------ემ სახლის მესაკუთრეს დაუძახა, პირს
გააცვნეს, თუ რატომ იყვნენ მისულები, მან მიწოდა მათ ინფორმაცია, რომ
რე---- ბო-–---ძე ნამდვილად იმყოფებოდა მეორე სართულზე , მისთვის
მოულოდნელად მოხდა მათი შესვლა და ის აპირებდა ფანჯრისკენ წასვლას,
შეაჩერეს, გამოძიებელმა განუმარტა რომ ის დაკავებული იყო
ბარლდებულის სახით, თან მიეცა წინადადაება, რომ წარმოედგინა
ნებაყოფლობით კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთები; უშაულოდ ლა–-----
---–მა მოახდინა მისი ჩხრეკა; სოფელში როცა ავიდნენ ალბათ რვა საათი
იქნებოდა დაწყებული; ასევე იქ იყო სპეცდანიშნულების რაზმი პერიმეტრზე
განლაგებულიმ მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით; რადგან
დასაკავებელი პირი იყო შეიარაღებული; მესაკუთრის განმარტებით რე----
ბო-–---ძე წინღამით იყო მასთან მისული; სახლის მეორე სართულზე ავიდნენ
ვიწრო კიბეებით მოხვევისას ხელმარცხნივ იყო პირველი საძინებელი;
პირველად სამივენი შევიდნენ კარებთან იდგა სპეცრაზმი, მათი
შესვლისთანავე რე---- ინსტიქტურად გაიქცა ფანჯრისკენ და მან და ლა–------
--–მა გადააკავეს; ოთახში სპეცრაზმელები არ შესულან
გამომძიებელმა განუმარტა უფლებების ექსპერტები ამოღებულ ნივთებს
ასურათებდნენ და დალუქეს ცალ ცალკე, ჩხრეკისას თანთმოსილი ჟილეტის
ჯიბეში ინახავდა იარაღს და ამოიღეს; ის იყო პატარა ზომის, შავი ფერის;
იარაღში ვაზნები არ იყო; ცარიელი იყო მჭიდი; (იხ სხდომის ოქმი
06.12.2019წ 13:12:30სთ-13:26:41სთ);

მოწმის სახით დაკითხვისას რა--------–----ემ სასამართლოს განუცხადა,


რომ ცხოვრობს ხულოს რაიონში სოფელ თხ--–---აში მეუღლესთან და
შვილებთან ერთად. არსად არ მუშაობს, პერიოდულად დადის თურქეთის
რესპუბლიკაში, სადაც სეზონურად მუშაობს ჩაისა და თხილის კრეფის
დროს.  2019 წლის 25 ივნისს ღამის 23 საათზე მივიდა ოჯახში, ივახშმა, რის
შემდეგ ოჯახის წევრებმა დაწვენ და დაიძინეს, ხოლო ის აკეთებდა
ავტომანქანის საბურავს ეზოში, რა დროსაც ეზოში შემოვიდა ფეხით მარტო
მის მეზობლად მცხოვრები რე---- ბო-–---ძე, რომელმაც ჩვეულებრივად
მეზობლურად მოიკითხა და თხოვა რომ ღამე დარჩენილიყო; შეიყვანა
27
მისაღებ ოთახში და დასხდნენ, რა დროსაც რე----მ ამოიღო წელის არედან
შავი ფერის პისტოლეტი, რომელიც დადო მისი სავარძლის გვერდით, ცოტა
ხნის შემდეგ ისევ ჩაიდო წელის არეში; შეშინდა მაგრამ არაფერი არ
უთქვამს; რე---- ბო-–---ძეს ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში. ის
აიყვანა სახლის მეორე სართულზე და შეიყვანა საძინებელ ოთახში; ის
კარგად იცნობდა რე---- ბო-–---ძეს, რომ იყო ყველასათვის საშიში პიროვნება
და მთელი სოფელი ერიდებოდა.  ოჯახის წევრებს რე----ს მოსვლა არ
გაუგიათ. გვიან ღამით ჩაეძინა და გაეღვიძა გამთენიისას ხმაურზე, ეზოდან
შემომესმა ძახილი, რომ  იყვნენ პოლიციელები; კითხეს, რე---- ბო-–---ზე თუ
იყო მასთან ოჯახში სტუმრად, რაზედაც მან უპასუხა, რომ მასთან
იმყოფებოდა სახლის მეორე სართულზე და მიუთითა საძინებელი;
პოლიციის მუშაკები ავიდნენ სახლის მეორე სართულზე და შევიდნენ იმ
ოთახში, სადაც იმყოფებოდა რე---- ბო-–---ძე და დააკავეს ის. ამის შემდეგ მის
სახლში ჩაატარეს ჩხრეკა მისი თანხმობით; რაიმე ნივთი ან ნივთიერება არ
ამოღებულა;
მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რე---- ბო-–---ძეს კონფლიქტი
მოსვლია ხულოს რაიონის სოფელ ხი------ში მდებარე კაფე-ბარში რო---------
ესთან და უსვრია მისთვის პისტოლეტიდან;  ხოლო, როცა მასთან ღამით
მივიდა რე---- ბო-–---ძე და ის დააბინავა სახლის მეორე სართულზე, იმ დროს
მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მან მოკლა იარაღიდან გასროლით რო---------ე
და დაჭრა პოლიციის მუშაკები. ამის თაობაზე მას მისთვის არაფერი არ
უთქვამს და მის ქმედებაში მას იმ დროს რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია, მას
ეტყობოდა, რომ იყო მთვრალი. (იხ სხდომის ოქმი 04.02.2020წ)

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილი აფქტობრივი


გარემოებები:

დადგენილია, რომ 2019 წლის 25 ივნისს გენად გაბაძის განცხადების


საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება დაიწყო
საქართველოს სსკ -ის 236-ე მუხლის მესამე მეოთხე ნაწილებით და
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით ; (იხ განცხადება, გამოძიების
დაწყების აღრიცხვის ბარათი იხ.ს/ფ 1-6, ტომი N1);

2019 წლის 25 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით


დადასტურებულია, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის გმს
განყოფილების გამომძიებლის ზა----–-----–--ის მიერ დათვალიერებულ იქნა
ხულოს მუნიციპალიტეტ სოფელ ხი---ში, არსებული ერთ სართულიანი ქვის
შენობა, წარწერით ,,მაღაზია ხი---ი“, შენობას გაჩნია ცენტრალური
შესასვლელი ხის კარით, რომელიც გარე მხრიდან შეკრულია თუნუქის
ფურცლით და ვიზუალური დათვალიერების შედეგად, რაიმე სახის
დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ცენტრალური შესასვლელიდან 2,5-3
მეტრში დგას ერთი წითელი ფერის მაგიდა, სკამებით და ქოლგა წარწერით

28
,,ზედაზენი“, კარებით არის შესასვლელი 12x6 მ2 ფართობი, რომელსაც აქვს
ორი ჩასასვლელი კიბე, კიბეებიდან ხელმარჯვნივ არის ფანჯარა, დგას სამი
ცალი მაცივარი, რომელთაც ვიზუალური დათვალიერებით დაზიანების
კავალი არ აღენიშნება, არის კიდევ ერთი მაცივარი და ხის დახლები და
თაროები, რომელზეც დალაგებულია სასურსათო საქონელი და საერთო
დათვალიერებით დაზიანების კვალი არ აღენიშნება, თაროების გვერდით
დგას მაცივარი და ცარიელი პლასტმასის მაგიდა, რომელთაც დაზიანების
კვალი არ აღენიშნებათ. მაღაზიის შესასვლელიდან 6 მეტრში აგდია ერთი
ცალი მასრა, ობიექტი N1, მაღაზიას აქვს ღია აივანი, გასასვლელზე და
კარებზე რაიმე დაზიანების კვალი არ აღინიშნება, აივნიდან 1,5მ იატაკზე
აგდია სპილენძის ფერის მასრა, ობიექტი N2, რომლის ზევით ჭერში არის
დაზიანება, რომელიც იქნა გამოკვლეული, თუმცა რაიმე სახის კვალი ან
ნიმუში ამოღებული ვერ იქნა.
ობიექტი N1-დან დაახლოებით 1 მეტრში დგას მაგიდა და სკამები, კედელთან
დგას ქოთანი ყვავილით, ყვავილიდან ხელმარჯვნივ მდგარ მაგიდაზე, გუ-–---
--------ის თქმით იჯდა რე---- ბო-–---ძე, ხოლო მის გვერდით მდგარ სკამზე რო---
------ე, მაგიდაზე დგას ორი ცალი შუშის ბოთლი, ობიექტი N3 და N4; ორი
ასანთის კოლოფი, ობიექტი N5 და N6, ერთი საფერფლე, სიგარეტის
ნამწვავებით და ერთი დამწვარი ასანთის ღერი ობიექტი N5.
მოშორებით დგას ლუდის ჩამოსასხმელი აპარატი, გვერდით არის მაგიდა,
რომელზეც დევს ტელევიზორი, რომელთაც რაიმე დაზიანების კვალი, გარდა
ტელევიზორის ეკრანისა, არ აღენიშნება.
დათვალიერებული შენობიდან 10-12 მეტრში დგას ერთ სართულიანი
შენობა, რომელსაც დაზიანების კვალი არ აღენიშნება, აღნიშნული
შენობიდან მოშორებით დგას ქვის ერთსართულიანი შენობა, წარწერით ,,ქ“
და ,,კ“ აღნიშნული შენობიდან დაახლოებით 1,5 მ დაშორებით გუ-–-----------
ის თქმით იწვა რო---------ე.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა: ერთი


ცალი მასრა, ობიექტი N1; ღია აივნის იატაკიდან ამოღებული იქნა ერთი
ცალი მასრა, ობიექტი N2; მინის ერთი ცალი, 0,5 ლ ტევადობის, ბოკალი,
ობიექტი N3; მინის ერთი ცალი, 0,5 ლ ტევადობის, ბოკალი, ობიექტი N4;
სიგარეტის ნამწვავი, ასანთის ღერი და საფერფლე, ობიექტი N5; ასანთის
ორი კოლოფი; სკამიდან სადაც იჯდა რე---- ბო-–---ძე ამოღებული იქნა
მიკრონაწილაკები, ამოღებული საგნები თითოეული ცალ-ცალკე
მოთავსებული და დალუქული იქნა სპეციალურ პაკეტებში. (იხ. ს/ფ 9-42,
ტომი 1)

2019 წლის 25 ივნისის გვამის დათვალიერების ოქმით დადგენილია,


რომ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს
გამომძიებლის გი---------ის, აჭარის ა/რ საექსპერტო კრიმინალისტიკური
სამსახურის უფროსის ექსპერტის ემ-------------–--ის და რეგიონული ექსპერტის

29
ღუ---------------–---–ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა რო---------ის
გვამი. (იხ.ს/ფ 46-51ტომი 1)

2019 წლის 26 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ აჭარის


პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის
გი---------ის მიერ, ქ. ბათუმში, აჭარის რეგიონული ექსპერტიზის
დეპარტამენტში, სამედიცინო ექსპერტ ღუ--------------–---–ისგან, ამოღებული
იქნა რო---------ის გვამიდან ამოღებული მაისური, შავი შარვალი და
ნაცრისფერ და ცისფერ ზოლებში ტრუსი, რაც მოთავსებული და დალუქულ
იქნა სპეც პაკეტში ლუქით N 0------; ვარდისფერ ქაღალდში გახვეული
მომწვანო ფერის ფხვიერი მასა, თუთუნის ჩასაყრელი ყუთი, თუთუნით და
გასახვევი ქაღალდით, აღნიშნული ამოღებული საგნები მოთავსებული იქნა
სპეც.პაკეტში, ლუქით N 2--------, რო--- გაბაიძის სხეულიდან ამოღებული
მოყვითალო ფერის მეტალის უცხო სხეული დაილუქა N2--------, რო---------ის
სისხლის ნიმუში ლუქით N201861088. (იხ. ს/ფ 56-60 ტომი 1)

2019 წლის 26 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ხულოს


რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის მიერ, დაბა
ხულოს ,,ევექსის“ კლინიკის ადმინისტრაციულ შენობაში, ალ----------------
ისგან ამოღებული იქნა ბე--------–-ძის ლურჯი ფერის შარვალი, რომელსაც
მარჯვენა ფეხის არეში აქვს დაზიანება, შარვალზე აღინიშნება სისხლის
მსგავსი ლაქები, ამოღებული საგნები დალუქული იქნა სპეციალური
ბეჭდით 26/1-- (იხ. ს/ფ 89-93 ტომი 1)

2019 წლის 26 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ხულოს


რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის მიერ, დაბა
ხულოს ,,ევექსის’’ კლინიკის ადმინისტრაციულ შენობაში, ალ----------------
ისგან ამოღებული იქნა ფრ----------–--ის კუთვნილი შარვალი, რომელსაც აქვს
დაზიანება და აღინიშნება სისხლის მსგავსი ლაქები, ამოღებული საგნები
დალუქული იქნა სპეციალურ პაკეტში ბეჭდით N 26/1-- (იხ. ს/ფ 104-108
ტომი 1)

2019 წლის 26 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ აჭარის


პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის
გა------–-------–--ის მიერ, ხულოს რაიონ, სოფელ ზედა თხ--–---აში, ლა–------–----
ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლა–------–----ისგან ამოღებული იქნა რე----
ბო-–---ძის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ავტომანქანის
რეგისტრაციის მოწმობა და მართვის მოწმობა, ასევე ავტომანქანა
სახ.ნომრით H------- რომელიც გადაყვანილი იქნა ხულოს რაიონული
სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში. (იხ. ს/ფ 193-206 ტომი
1).

2019 წლის 26 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით,

30
დადასტურებულია, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის გმს
განყოფილების გამომძიებლის გა------–-------–--ის მიერ, 2019 წლის 25 ივნისს
დათვალიერებულ იქნა ხულოს რაიონ სოფელ ზედა თხ--–---აში,
მუსლიმანური სარწმუნოების სალოცავის ეზო, ეზო არის შემოღობილი და
ღობეს აქვს რკინის ჭიშკარი, სამლოცველო არის ორ სართულიანი,
შესასვლელი კარებიდან 1,5 მეტრში ამოღებული იქნა ერთი ცალი
მოოქროვილი ფერის მასრა, რომელიც მოთავსებული იქნა სპეც. პაკეტში N
FCD1253163. (იხ.ს/ფ 212-223 ტომი 1)

2019 წლის 26 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით,


დადასტურებულია, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის გმს
განყოფილების გამომძიებლის გა------–-------–--ის მიერ, 2019 წლის 26 ივნისს
ხულოს რაიონ სოფელ ზედა თხ--–---აში ლა--------------ის სავაჭრო ჯიხურის
მოშორებით საავტომობილო გზიდან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ერთი
ცალი მოოქროვილი ფერის მასრა, რომელიც მოთავსდა სპეც. პაკეტში N
FCD1362199. აღნიშნულის შემდეგ ლა--------------ის სავაჭრო ჯიხურის
მიმდებარედ სოფელ თხ--–---ის საავტომობილო გზიდან სხვა რაიმე
კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩენილა. (იხ.ს/ფ 224-233 ტომი 1)

ბრალდებული დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 26


ივნისს 07:42 სთ-დან 09:45 სთ-მდე პერიოდში შსს აჭარის პოლიციის
დეპარტამენტის დეტექტივის სამმართველოს გმს დეტექტივ გამომძიებლის
უჩ-------ის მიერ დაკავებული იქნა რე---- ქა-----ს ძე ბო-–---ძე, დაკავების
ზუსტი დრო 2019 წლის 26 ივნისი, 07:35 საათი;

ბრალდებულის დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად


ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტის მაგვარი საგანი, რომლიდანაც
ამოღებული იქნა მჭიდი, მჭიდში და ლულაში არ არის ვაზნები,
პისტოლეტის მაგვარი შავი ფერის საგანი და ვაზნები მოთავსებული და
დალუქული იქნა საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტის სპეც
პაკეტში N FCI426570, ჟილეტის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა
ფურცელი წარწერებით, გასაღებების ასხმა და მობილური ტელეფონის
ელემენტი. წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი მეხსიერების
ბარათი, ფურცელი წარწერით, შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულია
სათვალე.
რე---- ბო-–---ძის ჯინსის შარვლიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი 5 (ხუთ)
ლარიანი და ერთი ცალი 20 (ოც) ლარიანი კუპიურა, სამსუნგის ფირმის
მობილური ტელეფონი.
აღნიშნული საგნები მოთავსდა სპეც პაკეტში და დაილუქა ლუქით
FCI398851; FCI362218 და FCI426570. (იხ.ს/ფ 251-264, ტომი 1)

2019 წლის 26 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ


31
აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურის შენობაში ექსპერტ ას-----
------------–--ის მიერ ბრალდებულ რე---- ბო-–---ძისგან აღებული იქნა
მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუში, რომლებიც მოთავსებული
და დალუქული იქნა სპეც. პაკეტში FCD253440. (იხ.ს/ფ 276-277, ტომი 1)

2019 წლის 26 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ


აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურის შენობაში ექსპერტ ას-----
------------–--ის მიერ ბრალდებულ რე---- ბო-–---ძისგან აღებული იქნა
ნერწყვის ნიმუში, რომლებიც მოთავსებული და დალუქული იქნა სპეც.
პაკეტში FCI399047. (იხ.ს/ფ 278-279, ტომი 1)

2019 წლის 26 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ


აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურის შენობაში ექსპერტ ას-----
------------–--ის მიერ ბრალდებულ რე---- ბო-–---ძისგან მარჯვენა და მარცხენა
ხელის მტევნებიდან აღებული იქნა ანაწმენდები, რომლებიც მოთავსებული
და დალუქული იქნა სპეც პაკეტში FCD253439. (იხ.ს/ფ 280-281, ტომი 1)

2019 წლის 26 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ აჭარის


პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის
უჩ-------ის მიერ, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციული
შენობაში, რე---- ბო-–---ძისგან ამოღებული იქნა შავი ფერის
მოკლემკლავიანი მაისური, ლურჯი ფერის ჟილეტი სახელოების გარეშე,
ჯინსის შარვალი, ტყავის ქამარი, ღია საზაფხულო ფეხსაცმელი, რომელიც
მოთავსებული იქნა პოლიეთილენის სპეც პაკეტში და დაილუქა ლუქით
პაკეტებისათვის N 26/4 (იხ. ს/ფ 284-285).

2019 წლის 26 ივნისის საექსპერტო კრიმინალისტიკური დასკვნის


თანახმად - იარაღი მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული,
უცხოური წარმოების 7,65 მმ კალიბრის ,,T---------------------“ მოდელის (ნომრები
არ იკითხება) პისტოლეტი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა
კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. (იხ.ს/ფ 309-311, ტომი 1)

2019 წლის 26 ივნისის საექსპერტო კრიმინალისტიკური დასკვნის


თანახმად - სს 1----------- საქმესთან დაკავშირებით ქიმიურ ექსპერტიზაზე
წარმოდგენილ მჭიდისმაგვარი საგნით აღჭურვილ 1 (ერთ) ცალ, პისტოლეტის
მაგვარ საგნის ლულაში არის დენთისა და დენთისათვის დამახასიათებელი
ნიტრონაერთების და მათი წვის პროდუქტების კვალი და შესაბამისად ამისა
მისგან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა (იხ.ს/ფ 313-315,
ტომი 1).

2019 წლის 02 ივლისის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ შპს


,,ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს’’ მედდა-ლაბორანტ
მაია ჩხარტიშვილის მიერ მოწმე ბე--------–-ძისგან აღებული იქნა 0,5 გრამის

32
სისხლის ნიმუში. (იხ.ს/ფ 154-157 ტომი 2)

2019 წლის 02 ივლისის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ შპს


,,ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს’’ მედდა-
ლაბორანტის მიერ მოწმე ფრ----------–--ისგან აღებული იქნა 0,5 გრამის
სისხლის ნიმუში. (იხ.ს/ფ 159-162 ტომი 2)

სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 18.07.2019წ დასკვნის თანახმად,


სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას რე---- ბო-–---ძეს მარჯვენა ფერდქვეშა
მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი, აღნიშნული დაზიანება განვითარებულია
რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის
დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ხანდაზმულობით დაზიანება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში
მითითებულ თარიღს.(იხ.ს/ფ 249-252 ტომი 2);

სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, დასკვნის თანახმად,


31.07.2019წ
წარმოდგენილი საბუთების მონაცემებით ბე--------–-ძე 25.06.2019წ. მიღებული
დაზიანებასთან მიყვანილი იქნა ხულოს კლინიკაში და დაესვა დიაგნოზი:
ცეცხლსასროლი ღია შემავალი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ქვემო მესამედში
მედიალურად. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი
იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად და განეკუთვნება სხეულის
დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ
თარიღს.(იხ.ს/ფ 253-256 ტომი 2);

სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, დასკვნის თანახმად,


31.07.2019წ
წარმოდგენილი საბუთების მონაცემებით ფრ----------–--ე 25.06.2019წ. მიღებული
დაზიანებასთან მიყვანილი იქნა ხულოს კლინიკაში და დაესვა დიაგნოზი:
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული კანის ზედაპირული დაზიანება,
მარცხენა წვივის ზემო მესამედში. არსებული დაზიანება განვითარებულია
რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად და
განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის
ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში
მითითებულ თარიღს.(იხ.ს/ფ 257-260 ტომი 2)

სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 08.08.2019წ დასკვნის თანახმად, რო------


---ის სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა- გამოწვეული
გულმკერდის არეში მარცხნივ იღლის შუა ხაზზე მე-9-10 ნეკნების დონეზე
არსებული მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად

33
მსხვილი ნაწლავის განივი ნაწილის პანკრეასის სხეულის, ღვიძლის მარჯვენა
წილის, ჯორჯლის და ჯორჯლის სისხლძარღვების დაზიანებით. გვამის
გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით,
სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დროის შუალედი
არაუმეტეს 08 საათისა, რო---------ის გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა შემდეგი
დაზიანებები: გულმკერდის მარცხენა ნახევრის ცეცხლსასროლი ჭრილობა,
შემავალი ხვრელით გულმკერდის მარცხენა ნახევარში იღლის შუა ხაზზე მე-9-
10 ნეკნების დონეზე, ტერფის ძირიდან 114 სმ დაშორებით, კანის, კანქვეშა
ცხიმოვანი ქსოვილის, კუნთების, მარცხნივ იღლიის შუა ხაზზე მე-9 ნეკნის
ზედა კიდის მოტეხილობა, კედლის ამყოლი პერიტონიუმის, მსხვილი ნაწლავის
განივი ნაწილის, ჯორჯლის, ჯორჯლის სისხლძარღვების პანკრეასის და
ღვიძლის მარჯვენა წილის გამჭოლი დაზიანებები, ჭრილობის არხის
მიმართულებაა უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ,
ჭრილობის არხის მიმართულებით აღნიშნება მოწითალო ფერის
სისხლჩაქცევები, ჭრილობის არხი მთავრდება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში
იღლიის წინა ხაზზე რბილ ქსოვილებში, აღნიშნული დაზიანებები
განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღის ჭურვის გასროლის შედეგად,
სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან- სროლის თანმხლები ფაქტორების
მოქმედების ზონის გარეთ, სროლის მანძილის დაზუსტების მიზნით
მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის (არსებობის შემთხვევაში) გამოკვლევა,
რომლებიც დაზიანების მიყენების მომენტში ფარავდა ზემოთ აღნიშნულ
მიდამოს და წარმოადგენდა დაზიანების პირველ გარეთა შრეს, დაზიანებები
სიცოცხლის დროინდელია, პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან-
სიკვდილთან და ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთობლიობაში
მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც
სიცოცხლისათვის სახიფათო. გვამზე ასევე აღინიშნებოდა ნაჭდევები, რომელიც
სიცოცხლის დროინდელია, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის
ზემოქმედების შედეგად და ცოცხალი პირების ექსპერტიზის შემთხვევაში
ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
დაზიანებების მიყენების თანმიმდევრობის და დაზიანების მიყენების შემდეგ
რამდენ ხანში დადგა სიკვდილი დადენა შეუძლებელია .(იხ.ს/ფ 108-117 ტომი 3)

სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 02/09/2019 წ დასკვნის თანახმად,


ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,ვარდისფერ ქაღალდში გახვეული
მომწვანო-მოყვითალო ფერის ფხვიერი მასა“, წონით 0,467გ, შეიცავს
ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს (მცენარე კანაფის
ნარკოტიკულად აქტიური კომპონენტი) 0,000285 გ ოდენობით და ასევე

34
არანარკოტიკულ და არაფსიქოტროპულ საშუალება ნიკოტინ;

სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 25/10/2019 წ დასკვნის თანახმად,


სეროლოგიური, გენეტიკური კვლევის და სტატსტიკური ანალიზის
საფუძველზე დადგინდა: პაკეტში, წარწერით:... -რო---------ის სისხლი...“
მოთავსებული სისხლი (ობ.N35) ჯგუფური კუთვნილება არ გამოვლინდა
ცილოვანი სტრუქტურის შესაძლო დაშლის გამო;
- პაკეტში, წარწერით: ,,..ფ.აბაშიძისგან.. აღებული სისხლის ნიმუში...“
მოთავსებული სისხლი (ობ.N36) ეკუთვნის O (I) ჯგუფს, RH+ ფაქტორს;
- პაკეტში, წარწერით: ,,..ბე--------–-ძისგან.. აღებული სისხლის ნიმუში...“
მოთავსებული სისხლი (ობ.N37) ეკუთვნის A (II) ჯგუფს, RH+ ფაქტორს;
-პაკეტში, წარწერით: ,,..ანაწმენდი აღებული 4 ბიოლოგიური ჩხირით..“
მოთავსებული ანაწმენდზე (ობ.N1,2) გენოტიპირებისათვის საკმარისია,
ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონვენრაცია, არ აღმოჩნდა;
-პაკეტში, წარწერით: ...,,ორი შეკვრა ასანთის კოლოფი..“ მოთავსებული
ასანთის კოლოფზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N,4) გენეტიკური
პროფილები შერეულია. ობ.N4-ის გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება
შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ.N4-ის გენეტიკური
პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიული ლოკუსებში
გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო.
-პაკეტში, წარწერით:...,,მინის საფერფლე, სიგარეტის ნამწვავი და ასანთის
ღერი...“ მოთავსებულ საფერფლეზე (ობ.N5) და სიგარეტის ნამწვავის
ფრაგმენტზე (ობ.N6) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური
პროფილები შერეულია. ობ.N6-ის გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება
შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ.N5-ის გენეტიკური
პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია ლოკუსებში
გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, ამავე პაკეტში მოთავსებულ ასანთის
ღერზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N7) გენეტიკური პროფილი რო-
--------ეს (ობ N35);
-პაკეტში, წარწერით: ,,FCD1253163... მასრა...“, ,,FCI362257... მასრა...“,
,,FCI362199... მასრა...“, და FCI362258... მასრა...“, მოთავსებული მასრებზე (ობ.
N8-11) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირრთვული დნმ-ის
მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
-პაკეტში, წარწერით: ,,პისტოლეტზე არსებული ანაწმენდები...“ მოთავსებულ
ანაწმენდზე (ობ. N12-14) და ორ ცალ ხელთათმანზე (ობ N14ა)
გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირრთვული დნმ-ის
მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
-პაკეტში, წარწერით: ,, ,FCI434891,... მინის ბაკალი...“ მოთავსებული
ბოკალზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N15) გენეტიკური პროფილი
შერეულია, რომელიც გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის
არაინფორმაციულია ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო.
-პაკეტში, წარწერით: ,, ,FCI434888,... მინის ბაკალი...“ მოთავსებული

35
ბოკალზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N16) გენოტიპირებისათვის
საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონვერაცია, არ
აღმოჩენილა.
-პაკეტში, წარწერით: ,,... რე---- ბო-–---ძისგან ამოღებული ტანსაცმელი...“
მოთავსებული შარვალზე (ობ.N17,18) ჟილეტზე (ობ.N19), მოკლესახელოიან
მაისურზე (ობ.N20) და მარცხენა ფლოსტზე (ობ.N21) არსებული მოყავისფრო
ლაქები და დანაშრევები სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პაკეტში
მოთავსებულ ქამარზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა;
-პაკეტში, წარწერით:,,..ბე--------–-ძის შარვალი...“ მოთავსებული მოყავისფრო
მოიისფრო ლაექბი (ობ.N23,24) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლებიც
ეკუთვნიან ბე--------–-ძეს (ობ.N37);
-პაკეტში, წარწერით:,,..რო---------ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მაისურზე
(ობ.N25,26) და შარვალზე (ობ.N27,28) არსებული მოყავისფრო ლაქები
სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პაკეტში მოთავსებულ ქვედა საცვალზე
სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა;
-პაკეტში, წარწერით: ,,..რო---------ის ტერფებისა და მტევნების ანაწმენდი...“
მოთავსებულ ბამბიან ანაწმენდზე არსებული მოყვითალო-მონაცრისფერო
ლაქები (ობ.N29,30) სისხლს არ შეიცავს;
-პაკეტში, წარწერით: ,,...ბრალდებულ რე---- ქა-----ს ძე ბო-–---ძისგან მარჯვენა
და მარცხენა ხელიდან ამოღებული იქნა ფხჩხილის ნიმუშები...“
მოთავსებული ფრჩხილის ფრაგმენტზე არსებული მოშავო-მონაცრისფერო
დანაშრევები (ობ.N31,32) სისხლს არ შეიცავს. ობ.N31,32-ის გენეტიკური
პროფილი ეკუთვნის რე---- ბო-–---ძეს (ობ.N38);
-პაკეტში, წარწერით: ,,...რო---------ის მტევნებისა და ტერფების ფრჩხილების
ნიმუშები..“ მოთავსებული ფრჩხილის ფრაგმენტზე არსებული მოშავო-
მონაცრისფერო დანაშრევები (ობ.N33,34) სისხლს არ შეიცავს. ობ.N33,34-ის
გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რო---------ეს (ობ.N35);

სამის განხილვისას მოწმის სახიტ დაკითხვისას ექპერტებმა დაადასტურეს


მატ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტეს წარდგენილი
საკვლებვი ობიექტების შესწვალის შედეგად დასკვბის ამ სახით მიღების
საფუძვლები; (იხ სხდომის ოქმი) წ

სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 30/09/2019 წ დასკვნის თანახმად,


რე---- ბო-–---ძე ფსიქიკურად დაავადებული არ არის, ბრალად შერაცხული
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ის ფსიქიკურად
დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნოებიერებინა თავისი ქმედების
ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა
მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია
ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება
და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ის

36
რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას,
დაავადებული არ არის. იგი იძულებით და არანებაყოფლობით
სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.(იხ დასკვნა)

საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: მე------


----------------------------------–--------------------------–-----–------------------------–--ემ
დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და
ავთენტურობა; მათი განმარტებით: მართლსაწინააღმდეგო ქმედების
ჩადენის დროს რე---- ბო-–---ძე არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური
აფექტის მდგომარეობაში და ასევე რე---- ბო-–---ძე დანაშაულის
ჩადენის დროს არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ
მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა
ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.

საქმის განხილვისას მოწმეებმა გა------–-------–--ემ , გურამ დიასამიძემ, გი--


-------ემ, გულადი კვირიკაძემ, რომან სირაძემ ზურაბ შავიშვილმა , ზა----–-
----–--ემ სასამართლო ინფორმაცია მიაწოდეს მატ მიერ ჩატარებული საგამოძებო
მოქმედებების შესახებ; განმარტეს მათი ჩატარების და მიმდინარეობის
შესახებ, დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძებო მოქმედებების
კანონიერება და ავთენტურობა; (იხ სხდომის ოქმი 06.12.2019წ; 12:36:49სთ-
14:03:36სთ)
ზ/აღნიშნული მტკიცებულებების გარდა, სასამართლო სხდომაზე
სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ
გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი
ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული
მნიშვნელობა, კერძოდ: ექსპერტიზის დასკვნები და შესაბამისი ექსპერტები:
ვერ--------------------------------–------------------–---–--------------–-------------------------–-----------
----------–-------------------–----------–-–------–-------------------–-------------------–----ის, ალ-------
---------ის ჩვენებები (ოქმი 18.02.2020წ) ასევე მოწმეები: თა-----–-----------–--------–-
-------------------------------------–----------------------------–----------–-------------------------------------
-----------------------------------------------------–------------–------------------–--ის ჩვენებები;
ნივთიერი მტკიცებულებები;

ბრალდებულმა რე---- ბო-–---ძემ წარმოადგინა წერილობითი განცხადება


და სხდომაზე განმარტა, რომ მას რო---------ის მკვლელობის განზრახვა არ
ჰქონია, ვინაიდან რო----------ესთან მას ნამდვილად ჰქონდა წარსულში
კონფლიქტი, მაგრამ თავად ამ კონფლიქტს არ აგრძელებდა, იმ დღეს ის
თავად არ მოეშვა და მიუხედავად მისი მცდელობისა, ის მაინც აგრძელებდა
მასთან გამომწვევ მოქმედებებს; პოლიციის განხყოფილებაშიც კი მოხდა
მათი შეხვედრა და პოლიციის განყოფილებაში ის დათანხმდა, რომ
კონფლიქტს არ გააგრძელებდა, თუმცა არ მოეშვა თვითონ რო---; თორემ

37
თავად უმიზეზოდ არ ჩადის რაიმე სახის დანაშაულობებს; (იხ სხდომის
ოქმი 09.03.2020წ)

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული


მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო
მივიდა დასკვნამდე, რომ უტყუარად დადასტურდა რე---- ბო-–---ძის მიერ
ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის


„ე“ ქვეპუნქტის დისპოზიციით დასჯად ქმედებადაა მიჩნეული განზრახ
მკვლელობა ჩადენილი არაერთგზის და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. ამ შემთხვევაში
მკვლელობის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური
ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება
მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი
სიკვდილის სახით და ჩადენილი არაერთგზის;

ამავე კოდექსის 3531 მუხლი კი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს


პოლიციელზე თავდასხმისათვის მის სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით; 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები კი -
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და
ტარებისათვის;

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული


დაზარალებულის უფლებამონაცვლის, დაზარალებულების და მოწმეთა
ჩვენებებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, ამოღებული
ნივთიერი მტკიცებულებებითა და თავად დაცვის მხარის პოზიციით,
რომელიც ნაკლებად დამაჯერებელია და რე---- ბო-–---ძის რო---------ესთან
პოლიციის განყოფილებაში არათუ შეხვედრა, მათ შორის კონფლიქტის
არსებობის შესახებ ინფორმირება გამორიცხეს პოლიციის განყოფილების
უფლებამოსილმა პირებმა, როცა მათ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია
მომხდართან დაკავშირებით; - უტყუარად დადგენილია, რომ 2019 წლის 25
ივნისს რე---- ბო-–---ძე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში,
მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა რა უცხოური წარმოების 7.65
მმ კალიბრის ,,T---------------------” მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს და
საბრძოლო მასალას, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ამავე დღეს,
18:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხი------ში მდებარე გუ-–------
-----ის კუთვნილ კვების ობიექტში მყოფ რო---------ეს, წარსულში არსებული
უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, არაერთგზის, განზრახ
მკვლელობის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გულმკერდის მარცხენა არეში
მიაყენა შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო ცეცხლსასროლი ჭრილობა.

38
მიყენებული დაზიანებების შედეგად რო---------ე გარდაიცვალა, და რო---------
ის განზრახ მკვლელობის შემდგომ, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და
შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც ასევე
მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, გასროლა განახორციელა ხსენებული
პოლიციის მუშაკების მიმართულებით, რა დროსაც ფეხის არეში,
ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ფრ----------–--ემ, ხოლო შემთხვევიდან 
რამოდენიმე წუთის შემდეგ - პოლიციელების  სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის ხელყოფისა და მიმალვის
მიზნით, კვლავ გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა და
ზემოთხენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა 
პოლიციის მუშაკების - ბე--------–-ძის და რო---------------–--ის მიმართულებით,
რის შედეგადაც, ბე--------–-ძემ, ფეხის არეში მიიღო ჯანმრთელობის
დაზიანება -  ზ/აღნიშნული მტკიცებულებები სრულ შესაბამისობაშია
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან, მოწმეთა ჩვენებებთან,
დაზარალებულების ჩვენებებთან და პოლიციის თანამშრომელბის მიერ
მოწოდებული ინფორმაციასთან, რომელთა ჩვენებებში სასამართლოს
მხრიდან ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს;

2019 წლის 25 ივნისს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა და რე----


ბო-–---ძის ქმედებების გეგმაზომიერება, უმნიშვნელო კონფლიქტის შედეგად
(რადგან უშუალო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით არ ყოფილა რაიმე
სახით დაძაბული საუბარი მათ შორის და სერიოზული კონფლიქტი)
თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღით ახლო მანძილიდან პირდაპირი
დამიზნებით რო---------ეზე დაზიანებების მიყენებით - სრული სიცხადით
დადასტურებულია რე---- ბო-–---ძის განზრახვა - სიცოცხლე მოესპო რო---------
ისათვის, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მის ხელთ არსებული
იარაღიდან მიყენებული დაზიანებით რო---------ე გარდაიცვალა;

ასეთივე სახით უდასტურდება სასამართლოს საქმის განხილვით რე---- ბო-–--


-ძის განზრახვა, რომ პოლიციელების ჯანმრთელობაზე მიეყენებინა ზიანი;
ის ნათლად ხედავდა და აღიქვამდა პოლიციელების იქ ყოფნას; ადგილზე
ღამის განათება, მოწოდება და პოლიციის მუშაკთა სამსახურებრივი
ფორმები, ავტომანქანა ციმციმებით, - იძლეობდა იმის სრულ
შესაძლებლობას, რომ აღექვა ბრალდებულს თავის მოქმედების შინაარსი;
ამდენად, ის აქაც მოქმედებდა ბრალეულად - იმ განზრახვით რომ ხელეყო
პოლიციელთა ჯანმრთელობა, რაც მოახდინა კიდეც;

ამასთან, რე---- ბო-–---ძის მიმართ ჩატარებული ფსიქიატრიულ-


ფსიქოლოგიური ექსპერტიზითა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული,
შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩვენებებით დადგენილია, რომ რე---- ბო-–
---ძე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენამდე და
ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს

39
ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხული
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას შეეძლო გაეცნობიერებინა
თავისი მოქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და
ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). მართლსაწინააღმდეგო ქმედების
ჩადენის დროს რე---- ბო-–---ძე არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის ან
სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო
არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ


რე---- ბო-–---ძის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაცია - გათვალისწინებული
საქართველოს სსკ-ის 109-მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 3531
მუხლის მეორე ნაწლისთ და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით სწორია.

3. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი


უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს
განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის,
ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით,
რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო
განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ
მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა
დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი


უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და
დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს
მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს
წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი
წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით


პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ
შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული


ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი,
უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები
აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის
შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა
ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის

40
ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს,
მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა
უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და
უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური,
ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ
ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი
იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ
უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა,
რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ
უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის
ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს
გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და


დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში
პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით,
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015
წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას
საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული
კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს
ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების
თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in
dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო
ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის
სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის
მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების
საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის
გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების
შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის
კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის
მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო
წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის
საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა
ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ
ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის
წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის
პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო
საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს
მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის
დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს
გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი

41
პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება,
განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს
მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი
სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს
ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

მოცემული საქმის განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ


უდავოდ მიეჩნეული მტკიცებულებების შეფასებითა და ანალიზით
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია რე---- ბო-–---ძის მიერ
ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა პირის
ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული
თანმიმდევრობით და შინაარსით;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა


დასკვნამდე, რომ რე---- ბო-–---ძემ მის მიერ განხორციელებული
ქმედებებით ჩაიდინა:

· არაერთგზის რო---------ის განზრახ მკვლელობა, დანაშაული


გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის
„ე“ქვეპუნქტით;
· პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის
3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
· ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით;

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი


გარემოებები:

4.1. რე---- ბო-–---ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ


გააჩნია.
4.2. რე---- ბო-–---ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ
გააჩნია.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია


სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და
დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება
მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ

42
მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის


დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა,
სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა
წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის
შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური
უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.

კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის


აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების
დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი
ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია
საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და
თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი
სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ
შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც
ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის
თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს,
აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ
იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის,
ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და
საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც
(სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი
გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და
შენარჩუნებას.

სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების,


საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების
სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით
საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და
ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა,
ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ
ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს,
შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან
აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ
წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.

სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს


ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის
გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის

43
დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა
მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური
საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის
მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა
ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი
სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა.
სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და
მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე,
საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც
ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით
შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და
განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების
მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.

სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც


კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება
ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს,
ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს,
მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების
გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა
შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი
შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს
თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების
გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს
მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური
გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება,
რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.

მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ


კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და
სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების
შესაძლებლობას.

დამნაშავის რესოციალიზაცია - რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს


სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ
აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის
შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის
წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის
მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს
პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც
სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე
მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში

44
მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში
საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად
შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის
რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.

ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის


სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის
მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა
ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე
პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი
პრევენცია.

სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული,


გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის
შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) როდესაც
დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის
მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან
მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე
პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა
საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს,
სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება
გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა,
ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის
გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების
მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე
მიიღწევა ან არა.

ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს


დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც
პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის
რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და
რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის


დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას
ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევენცია), შედეგად, მას აქვს
ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური
მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის
დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი,
შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა.
სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი

45
ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ
საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა
აგრესიისგან.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს


სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის
მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას,
მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების
სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ
ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ,
განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს
დაზარალებულს.

ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და


პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით
გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს
პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა
იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი,
დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად
გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური
ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის
შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი,
რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს
ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და
დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს
სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას
და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი
უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა
გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.

მოცემულ შემთხვევაში, რე---- ბო-–---ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას


სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის ხასიათს - სიცოცხლის
უფლება არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
ევროპულ კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ღირებულება
დემოკრატიული საზოგადოებისათვის. სიცოცხლის უფლება აბსოლუტური
ხასიათისაა და მისგან გადახვევა დაუშვებელია. კონვენციის მე-2 მუხლი
სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რაც გულისხმობს
სიცოცხლის დაცვას და ავალდებულებს ხელისუფლების ორგანოების
წარმომადგენლებს წარმართონ ადეკვატური და ჯეროვანი გამოძიება
ფატალური შემთხვევების არსებობისას. უფრო მეტიც, ევროპის ადამიანის

46
უფლებათა სასამართლომ საქმეში - W. V. the United Kingdom and Ireland -
განაცხადა, რომ კონკრეტული სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების
პოზიტიური ვალდებულება - დაიცვან სიცოცხლე, რა თქმა უნდა, იმას კი არ
გულისხმობს, რომ სახელმწიფომ ყველა ადამიანი უზრუნველყოს პირადი
მცველით, არამედ გულისხმობს ხელისუფლების ორგანოების
ვალდებულებას, აღძრან სამართალწარმოება, ჯეროვნად გამოიძიონ
კონკრეტული შემთხვევები და მოიძიონ პირი, რომელმაც ჩაიდინა
მკვლელობა, რათა წარუდგინონ იგი მართლმსაჯულებას. ევროპული
კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ქმედითი
გამოძიების ჩატარებაზე გარდა გამოძიების ეტაპისა, მოიცავს სასამართლო
განხილვის სტადიასაც, კერძოდ, მთლიანად სამართალწარმოების შედეგად
უნდა შესრულდეს კანონის მეშვეობით სიცოცხლის უფლების დაცვის
პოზიტიური ვალდებულება, ხოლო ეროვნულმა სასამართლომ არ უნდა
დაუშვას, რომ სიცოცხლის მოსპობა დაუსჯელი დარჩეს (B. v. Croatia).

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს


სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების
უზრუნველსაყოფად, ბრალდებულის ასაკის წარსული მახასიათებლების
მხედველობაში მიღებით (ბრალდებული არის 61 წლის ; მსჯავრდებულია
იგივე სახის ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
ჩადენისათვის) სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 109-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით და 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაულთა ჩადენისათვის, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დანიშნული სასჯელები
შეიკრიბოს ნაწილობრივ, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად კი უნდა 22
(ოცდაორი) წლით თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის დანიშვნის წესთან
დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7
მარტის №618აპ-16 გადაწყვეტილება), ვინაიდან სასამართლოს შეფასებით,
ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათისა და სიმძიმის, რო---------ის
ოჯახისათვის გამოწვეული გამოუსწორებელი ზიანის, პოლიციის
თანამშრომლებზე მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით
ზიანის მიყენების და აგრეთვე სს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი
გარემოებების გათვალისწინებით, რე---- ბო-–---ძის საზოგადოებისგან
იზოლირება ზ/აღნიშნული ვადით შეამცირებს საზოგადოებისათვის იგივე
პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს და უზრუნველყოფს სამართლიანობის
აღდგენას.

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად მოცემულ საქმეზე


ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი საგნებისა და ნივთების განკარგვა

47
უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით;

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-


ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე
მუხლებით და

დაადგინა:

ბრალდებული რე---- ბო-–---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3
ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე
მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე მუხლის მე-2
1

ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით,


გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და
ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის
ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით,


გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და
ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის
ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2


ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის
სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი)
წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის


,,ე’’ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის
სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა
19 (ცხრამეტი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის


საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და
დანაშაულთა ერთობლიობით რე---- ბო-–---ძეს საბოლოოდ სასჯელის
სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 22
(ოცდაორი) წლის ვადით.

48
მსჯავრდებულ რე---- ბო-–---ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს
დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან.

მსჯავრდებულ რე---- ბო-–---ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის


ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს


ამოღებული ორი ცალი მასრა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას.

ნივთიერი მტკიცებულება - სიგარეტის ნამწვი, ასანთის ღერი და ასანთის


ორი ცალი კოლოფი, მიკრონაწილაკების ნიმუშები და ანაწმენდის
ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
განადგურდეს.

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს


ამოღებული მინის ორი ცალი ლუდის ბაკალი, მწვანე ფერის საფერფლე,
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს
მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ნივთიერი მტკიცებულება - გვამის დათვალიერებისას ამოღებული


ფრჩხილების ნიმუშები, ანაწმენდები, თმის ნიმუში, თითი კვლები
(ანაბეჭდები), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
განადგურდეს.

ნივთიერი მტკიცებულება - ღუ--------------–---–ისაგან ამოღებული ერთი


ცალი ტყვიის გულა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას.

ნივთიერი მტკიცებულება - ღუ--------------–---–ისაგან ამოღებული რო---------


ის ტანისამოსი, ჩიბუხი, თუთუნის ჩასადები ყუთი და სიგარეტის გასახვევი,
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს
მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ნივთიერი მტკიცებულება - ღუ--------------–---–ისაგან ამოღებული


ვარდისფერ ქაღალდში გახვეული ფხვიერი მასა, საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

ნივთიერი მტკიცებულება - ალ----------------ისაგან ამოღებული ბე--------–-


ძის და ფრ----------–--ის ტანისამოსი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით
აღჭურვილ პირს.

ნივთიერი მტკიცებულება - ლა–------–----ისაგან ამოღებული რე---- ბო-–---


ძის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა (სან.ნომერი: HH 502 IMI)

49
დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც განთავსებულია ხულოს რაიონული
სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს
ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ნივთიერი მტკიცებულება - რე---- ბო-–---ძის სახელზე გაცემული


პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და ავტომანქანის რეგისტრაციის
მოწმობა, რომელიც დალუქულისახით ინახება აჭარის ა.რ პოლიციის
დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის (სამლოცველოს


მიმდებარე ტერიტორია) დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი მასრა,
ასევე (ლა--------------ის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია) დათვალიერებისას
ამოღებული ერთი ცალი მასრა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღების
განყოფილებას.

ნივთიერი მტკიცებულება - რე---- ბო-–---ძის პირადი ჩხრეკისას


ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი, საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შსს
შეიარაღების განყოფილებას.

ნივთიერი მტკიცებულება - რე---- ბო-–---ძის პირადი ჩხრეკისას


ამოღებული მობილური ტელეფონი, ორი ცალი ქაღალდის ნაჭერი,
გასაღებები, ორი ცალი მეხსიერების მიკრო ბარათი, სათვალე, ერთი ცალი
ხუთ ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ოც ლარიანი კუპიურა და მობილური
ტელეფონის ელემენტი, რომელიც დალუქული ინახება აჭარის ა.რ
პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ
პირს.

ნივთიერი მტკიცებულება - რე---- ბო-–---ძისაგან ამოღებული ნერწყვის


ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში და ანაწმენდები დენთი, საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

ნივთიერი მტკიცებულება - რე---- ბო-–---ძისაგან ამოღებული


ტანისამოსი და ფეხსაცმელი, რომელიც დალუქული ინახება აჭარის ა.რ
პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ
პირს.

ნივთიერი მტკიცებულება - ცეცხლსასროლი იარაღიდან აღებული


ანაწმენდები, ბე--------–-ძის სისხლის ნიმუში, ფრ----------–--ის სისხლის
ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

50
განადგურდეს.

ნივთიერი მტკიცებულება - სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული


ზა---------–--ის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე,
რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის
ვადით.

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პენიტენციურ


დაწესებულებას, საქართველოს შსს აჭარის პოლიციის
დეპარტამენტს, ხულოს რაიონულ სამმართველოს, საქართველოს შსს
შეიარაღების განყოფილებას.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა


სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის


ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო
სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე

51

You might also like