You are on page 1of 16

საქმე N110100119002897427

N1/50-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო


განაჩენი
საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2020 წელი


ქ.ზესტაფონი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე,


სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;

დაცვის მხარე:
ადვოკატი - ფ------ ა----------;

ბრალდებული - ე---–--- ლ------, დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს


მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, დასაოჯახებელი,
ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თერჯოლის
მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ--–-------–-;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი,


მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

ბრალდების არსი: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის


ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,
რაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბრალდებული - ბ-------- გ---------, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს


მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, დასაოჯახებელი,
ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თერჯოლის
მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭ--------;

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი,


მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი; 2) საქართველოს სსკ 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის
,,ა’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

1
ბრალდების არსი: 1) ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული
დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ; 2) ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული
დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც
შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ;

ბრალდებული - უ–---- გ---------, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს


მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, დაოჯახებული,
ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თერჯოლის
მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭ--------;

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი,


მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი; 2) საქართველოს სსკ 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის
,,ა’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

ბრალდების არსი: 1) ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული


დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი
ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 2) ქურდობის
მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც შეეძლო გამოეწვია
მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

1. ე---–--- ლ------ს მიმართ: 2019 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე,


თერჯოლის რაიონის სოფელ ნ--–-------–-ში, უ–---- გ---------ს მართვის ქვეშ მყოფი
„ვაზ 21011“ მარკის ავტომანქანით, ე---–--- ლ------, უ–---- გ---------სთან და ბ-------- გ-------
--სთან ერთად მივიდა შპს „--------------------------------------------------------------------–---–---
ტერიტორიასთან და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, შეეცადა ფარულად,
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა შპს „-----------------------
---------------------------------------------–---–--- კუთვნილ 5991 ლარად ღირებულ ლითონის
ნაკეთობებს. თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, ვინაიდან
მხილებულ იქნენ თერჯოლის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.

2. ბ-------- გ---------ს მიმართ: ა) 2019 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე,


თერჯოლის რაიონის სოფელ ნ--–-------–-ში, შპს „-----------------------------------------------------
---------------–---–--- ტერიტორიიდან, ბ-------- გ--------- და უ–---- გ---------, წინასწარი
შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,
2
ფარულად დაეუფლნენ 3824 ლარად ღირებულ ლითონის ნაკეთობებს. რის
შედეგადაც, შპს „-------------------------------------------------------------------–---–-- მიადგა
მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ბ) 2019 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ


ნ--–-------–-ში, უ–---- გ---------ს მართვის ქვეშ მყოფი „ვაზ 21011“ მარკის ავტომანქანით
ბ-------- გ---------, უ–---- გ---------სთან და ე---–--- ლ------სთან ერთად მივიდა შპს „-----------
---------------------------------------------------------–---–--- ტერიტორიასთან და წინასწარი
შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა შპს „-----------------------------------------------------------
---------–---–--- კუთვნილ 5991 ლარად ღირებულ ლითონის ნაკეთობებს. თუმცა
განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, ვინაიდან მხილებულ იქნენ
თერჯოლის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.

3. უ–---- გ---------ს მიმართ: ა) 2019 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე,


თერჯოლის რაიონის სოფელ ნ--–-------–-ში, შპს „-----------------------------------------------------
---------------–---–--- ტერიტორიიდან, უ–---- გ--------- და ბ-------- გ---------, წინასწარი
შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,
ფარულად დაეუფლნენ 3824 ლარად ღირებულ ლითონის ნაკეთობებს. რის
შედეგადაც, შპს „-------------------------------------------------------------------–---–-- მიადგა
მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ბ) 2019 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ


ნ--–-------–-ში, უ–---- გ---------ს მართვის ქვეშ მყოფი „ვაზ 21011“ მარკის ავტომანქანით
უ–---- გ---------, ბ-------- გ---------სთან და ე---–--- ლ------სთან ერთად მივიდა შპს „-----------
---------------------------------------------------------–---–--- ტერიტორიასთან და წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეეცადა ფარულად მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა შპს „-----------------------------------------------------------
---------–---–--- კუთვნილ 5991 ლარად ღირებულ ლითონის ნაკეთობებს. თუმცა
განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, ვინაიდან მხილებულ იქნენ
თერჯოლის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ქმედება - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული


დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,
რაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება


მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი
ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

4. 2019 წლის 11 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით

3
დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ
ნ--–-------–-ში და წარმოადგენს შპს '------------------------------------------------ მშენებარე
ობიექტს, სადაც მიმდინარეობს მცოცავი მიწის შემაჩერებელი სამუშაოები, რკინა
ბეტონის კონსტრუქციების სახით. აღნიშნულ ობიექტს სამხრეთ მხარეს ჩაუდის
თბილისი, სენაკი, ლესელიძის ავტო-ბანი, ხოლო აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ
დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ტყე-ბუჩქნარი და საძოვრები, მიწის ფენები, სადაც
ხდება მიწის ცოცვა, ხელოვნურად დაკლეტკილია კვადრატებად რკინა-ბეტონის
კონსტრუქციებით, სადაც ყველა ბეტონის კუთხეში ჩასმულია ლითონის მილები
და აღნიშნული მილების თავებზე რეზმით დამაგრებულია ჯერ ლითონის
ოთხკუთხედი ლითონის დეტალი, მასზე ზემოდან რეზმიანი სამაგრი, რასაც
ორთავეს ამაგრებს რეზმიანი ქანჩი, ასევე, ბეტონის კვადრატებს შორის
დამონტაჟებულია რეზინის წყლის საწრეტი არხები, რაც მიწაში ჩამაგრებულია
ლითონის ხრახნიანი ნაჭრებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას,
წარმომადგენელმა, ბ--------- უ--------–---მ მიუთითა, რომ ზემოთ აღნიშნული
ლითონის დეტალები მოხსნილია ბეტონის კუთხეებში ჩამაგრებული ლითონის
მილების თავებიდან და მოფანტულია ბეტონით მოპირკეთებული ბილიკებზე. ბ----
----- უ--------–---ს თანხმობითა და მონაწილეობით ბეტონით მოპირკეთებულ
ბილიკებიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა ადგილზე მოფანტული 113 ცალი
ლითონის ოხთკუთხედი დეტალები, რაც დაილუქა ოთხ პაკეტად პოლიეთილენის
ტომარაში თერჯოლის რაიონული სამმართველოს 33/12 ლუქის ბეჭდით, რეზმიანი
მომჭერები 110 ცალი, რაც დაილუქა ერთ პაკეტად პოლიეთილენის ტომარაში 33/12
ლუქის ბეჭდით, 104 ცალი ქანჩი, რაც დაილუქა ერთ პაკეტად პოლიეთილენის
ტომარაში და დაილუქა 33/12 ლუქის ბეჭდით, 232 ცალი ლითონის 60 სმ-იანი
სიგრძის ხრახნულები (არმატურა), რაც დაილუქა სამ პაკეტად პოლიეთილენის
ტომარაში 33/12 ლუქის ბეჭდით და ყველა დალუქული პაკეტი დადასტურდა
ოქმში აღნიშნული პირების ხელის მოწერით. ასევე, მოფანტული ლითონის
დეტალების შემთხვევის ადგილზე მოხდა ექსპერტების მიერ ფოტოგრაფირება.
აღნიშნული ობიექტის შუა ადგილიდან ამოღებული იქნა ხის ტარიანი წერაქვი,
რაც დაილუქა 33/12 ლუქის ბეჭდით. მშენებარე ობიექტის სამხრეთ მხარეს გამავალ
ავტობანზე დგას ,,ვაზ 21011’’ მომწვანო ფერის ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით Z-----
--- ექსპერტების თანდასწრებით მოხდა აღნიშნული ა/მანქანის დათვალიერება, რა
დროსაც ექსპერტების მიერ ა/მანქანის საჭის ზედაპირიდან ამოღებული იქნა
ანაწმენდი, რაც დაილუქა საექსპერტო სამსახურის ნომერ F-------- სპეციალურ
პაკეტში, ავტომანქანის გადაცემათა კოლოფის ბერკეტის ზედაპირიდან
ამოღებული იქნა ანაწმენდი, რაც დაილუქა საექსპერტო სამსახურის ნომერ F---------
სპეციალურ პაკეთში, ავტომანქანის წინა მარჯვენა, წინა მარცხენა და უკანა ტყავის
სავარძლებიდან ექსპერტების მიერ აღებული იქნა მიკრო ნაწილაკები, რაც
დაილუქა ერთ პაკეტად ექსპერტების მიერ საექსპერტო სამსახურის ნომერ F---------
პაკეტში, ერთ პაკეტად შემდეგ ,,ვაზ 21011’’ ა/მანქანა სახ. ნომრით Z--------
ამოღებული იქნა და დაილუქა 33/12 ლუქის ბეჭდით ნახშირღელის პოლიციის
განყოფილების ეზოში.

5. 2019 წლის 12 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით


დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე მოწმე უ–---- გ---------ს
4
წაეკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც დაადასტურა. საგამოძიებო
ექსპერიმენტის დროს, უ–---- გ---------მ, გამომძიებელს აჩვენა ადგილები თუ სად
დააყენა მანქანა სოფელ ნ--–-------–-ში, ჩინელების მშენებლობის მიმდებარე
ტერიტორიაზე და სად მოიპარა სხვადასხვა დასახელების ლითონის დეტალები.
ასევე, აჩვენა კ-------ში მდებარე შავი ლითონის მიმღები პუნქტი, სადაც მოახდინა
ლითონის სხვადასხვა დეტალების აწონვა, ჩაბარება და დასაწყობება.

6. 2019 წლის 12 იანვრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ თერჯოლის რაიონის


სოფელ კ-------ში არსებული, შ--–-- ლ------–---–-ს შავი ლითონების მიმღები პუნქტის
ეზოდან, შ--–-- ლ------–---–-ს თანხმობით, ამოღებული იქნა ლითონის ხრახნულები
(არმატურა) 60 სმ. სიგრძის 753 ცალი, 43 ცალი ქანჩი, 46 ცალი რეზბიანი მომჭერი
და 71 ცალი ლითონის ოთხკუთხედი დეტალები.

7. 2019 წლის 12 იანვრის ჟურნალის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ


გამომძიებელ ბ------ ს---–-------ს მიერ დათვალიერებული იქნა, შ--–-- ლ------–---–-ს
მიერ წარმოდგენილი, შავი ლითონების ჯართის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის
ჟურნალი. მუყაოს ყდაზე, აღენიშნება წარწერა ,,შავი ლითონების ჯართის მიღება-
ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი’’, რაც არის დანომრილი და არის 101 ფურცელი,
ბოლო ფურცელზე არის ინდ.მეწარმის - შ--–-- ლ------–---–-ს ხელმოწერა. ჟურნალი
დანომრილია, ზონარ გაყრილია და დამოწმებულია 1---------- ბეჭდით და
თერჯოლის რაიონული სამმართველოს ბეჭდით. ჟურნალის 97-ე გვერდზე, რიგით
1126 გრაფაში მითითებულია თარიღი 11-01, სახელი - უ--, გვარი - გ---------,
მცხოვრები - თერჯოლა, პ/ნ------------, ჯართის დასახელება - არმატურის ნარჩენები
მეშოკით, ჯართის რაოდენობა - 467 კგ. ფასი - 0,42 თეთრი, მთლიანობაში ჯართის
ღირებულება - 126,14 ლ. და აღნიშნულია უ.გ---------ს ხელმოწერა.

8. 2019 წლის 12 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით


დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე მოწმე ე---–--- ლ------ს
წაეკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც დაადასტურა. საგამოძიებო
ექსპერიმენტის დროს, ე---–--- ლ------მ მიუთითა ადგილი, თერჯოლის რაიონი,
სოფელ ნ--–-------–-, სადაც ჩინური კომპანია ახორცილებდა გამაგრებით
სამუშაოებს და აჩვენა ადგილები, სადაც უ–---- გ---------სთან და ბ-------- გ---------სთან
ერთად იპარავდა რკინის დეტალებს და ქანჩებს.

9. 2019 წლის 12 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით


დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე, მოწმე ბ-------- გ---------
ს წაეკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც დაადასტურა. საგამოძიებო
ექსპერიმენტის დროს ბ-------- გ---------მ, თერჯოლის რაიონის სოფელ ნ--–-------–-ში,
სადაც ჩინური კომპანია ახორცილებდა სამუშაოებს, მიუთითა ადგილი, საიდანაც
ე---–--- ლ------სთან და უ–---- გ---------სთან ერთად მოიპარა რკინის დეტალები და
ქანჩები. უ–---- გ---------მ მიუთითა ადგილზე, სადაც დააყენა თავისი კუთვნილი
ავტომანქანა. ასევე, მიუთითა ოთხკუთხედი ფორმის ბეტონის კონსტრუქციაზე
დამაგრებულ ქანჩებზე და ლითონის დეტალებზე, რაზეც განმარტა, რომ უ–---- გ-----
----სთან და ე---–--- ლ------სთან ერთად მოიპარა აღნიშნული ნივთები.

5
10. 2019 წლის 30 იანვრის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ბ--------- უ--------–---ს
მიერ ამოცნობილი იქნა 46 ცალი ხრახნიანი მომჭერი, მოვერცხლისფრო ფერით და
გარედან მოჭრილი რეზბით, რაც მოპარული იყო ოქმში მითითებული
ობიექტიდან.

11. 2019 წლის 30 იანვრის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ბ--------- უ--------–---ს
მიერ ამოცნობილი იქნა 71 ცალი ოთხკუთხედი ფორმის, მოვერცხლისფრო
დეტალი, რომელთაც შუაში აღენიშნება მრგვალი ფორმის ჭრილი, რაც
მოპარულია ოქმში მითითებული ობიექტიდან.

12. 2019 წლის 30 იანვრის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ბ--------- უ--------–---ს
მიერ ამოცნობილი იქნა 43 ცალი ქანჩი, შიგ ამოჭრილი რეზმითა და ფერით, რაც
მოპარულია ოქმში მითითებული ობიექტიდან.

13. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, 2019 წლის 24 აპრილს,


ბრალდებულებმა ე---–--- ლ------მ, ბ-------- გ---------მ და უ–---- გ---------მ წარდგენილ
ბრალდებებში თავი სრულად სცნეს დამნაშავედ, გულწრფელად აღიარეს და
მოინანიეს ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

14. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, 2019 წლის 25 ივლისს, მხარეები


შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს (მოწმეთა ჩვენებებს და
საქმეზე დართულ საგნებსა და ნივთებს) სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც
ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული
მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის
გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საქმეზე
მოპოვებული მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები და საქმეზე დართული
საგნები და ნივთები) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ
მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის
მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე
მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც
მხარეები შეთანხმდებიან.

15. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს


მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო
განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის
წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის
პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში
სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის
წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia),
განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016
წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო

6
მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია,
ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება,
დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა
(ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის
გადაწყვეტილების პუნქტი 32).

16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და


ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05,
პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის
მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული
განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე,
უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა,
უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს
(აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC],
no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v.
France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v.
Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

17. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული


კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის
სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების
არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან
წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი
მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7
ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში
მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო
გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი,
რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს
ბრალდებულის სასარგებლოდ". სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-
3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ
ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ
მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

18. სასამართლოს მიაჩნია, რომ ე---–--- ლ------ს, ბ-------- გ---------ს და უ–---- გ---------ს
მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მათი აღიარებებისა და წერილობითი
მტკიცებულებებისა, ასევე, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა
ერთობლიობა: დაზარელებულის წარმომადგენლის ტ---- ვ----ს გამოკითხვის ოქმი;
მოწმეების - რ----- ს--------–---ს, ბ--------- უ--------–---ს, ზ----- ლ---–-----ს, შ--–-- ლ------–---–-ს,
შ----– ს----------ს გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები
და მასალები.

19. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და


გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე

7
მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა
თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის,
დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ
აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა
ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ე---–---
ლ------ს, ბ-------- გ---------ს და უ–---- გ---------ს მიერ ბრალად შერაცხული
დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული
მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულების დამნაშავედ
ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

სამართლებრივი შეფასება:

20. სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრებას და მისი


ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის
ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის
დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან
უშუალო კონტაქტს და შეხებას. იგი სხვისი მოძრავი ქონების სხვა
მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები
საშიშროების შემცველია, დამნაშავე არ იყენებს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ
ძალადობას და სხვა. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი
ფარული ხასიათი. მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისათვის.
დანაშაულის ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს, რომ ქონების მესაკუთრეს ან
სხვა კანონიერ მფლობელს არა აქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ დამნაშავე
მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას. რაც შეეხება სუბიექტურ
კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული
ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნებაში, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო
დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა მისი მოქმედება აშკარა
ხასიათს ატარებს. ქურდობა, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით
მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე
სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის
სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც
დამნაშავე დაეუფლება სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს
განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად მოახერხა თუ
არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. დანაშაულის სუბიექტური მხარე
პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ
მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს (ქონებას), ითვალისწინებს, რომ
თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს
და მაინც სურს მიაყენოს მას ეს ზიანი.

21. ქურდობას აქვს მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ქმედება
- რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა
მითითებულია სსკ 177-ე მუხლის შენიშვნაში. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება
ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. მიყენებული ქონებრივი ზიანის
ოდენობა განისაზღვრება ნივთის (ქონების) ღირებულებით.

8
დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც არსებითად ზრდის ქურდობის საშიშროებას და
ამიტომ ქმნის ობიექტურ საფუძველს ქურდობის ყველა უშუალო მონაწილის
პასუხისმგებლობის გაზრდისთვის. აქ ყველა ამსრულებელი ქურდობის
ობიექტური შემადგენლობის უშუალო დაწყებამდე (და არ მისი დაწყების შემდეგ)
თანხმდებიან ქურდობის ჩადებაზე. წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ
ჩადენილი ქურდობით მიყენებული ზიანის ოდენობა შეიძლება შეჯამებულ იქმნეს
და ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ოდენობის ქონება შეხვდა თითოეულს.
შესაძლებელია ქურდობით მოპოვებული ქონების წილი დამნაშავისთვის დიდ
ოდენობას არ აღწევდეს, მაგრამ მათი ქმედება მანც დაკვალიფიცირდება, როგორც
ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ვინაიდან სახეზეა ჯგუფური დანაშაული.
ეს განპირობებულია იმით, რომ ყველა დამნაშავე ქურდობის თანაამსრულებელია,
ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ყველას განზრახვა მოიცავს იმის შეგნებას, რომ
ჯგუფის მიზანს დიდი ოდენობით ქონების დაუფლება წარმოადგენს. წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების დაუფლების ცნებაში იგულისხმება
ქურდობა, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი პირი, წინასწარ შეთანხმებული
ქურდობის ჩასადენად. მასში არ იგულისხმება ამსრულებლისთვის ხელის
იმგვარად შეწყობა, რაც არ წარმოადგენს ქურდობის ობიექტური შემადგენლობის,
რომელიმე ნიშანს. მაგ. დანაშაულის საშუალებათა ჩადენის შოვნა, ასევე საცავში
მატერიალური ფასეულობათა ადგილსამყოფელის შესახებ ცობების მიწოდება და
სხვა. ,,წინასწარ შეთანხმებაში’’ ივარაუდება ორი ან მეტი პირის შეთანხმება სხვის
ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა
დანაშაულის უშუალო განხორცილებამდე. ვინაიდან განზრახი დანაშაულის
დასაწყისად ითვლება უშუალო დანაშაულის ჩადენისკენ მოქმედება, წინასწარი
შეთანხმება ჯგუფური დანაშაულის ჩასადენად შეიძლება მოხდეს ქურდობის
მოსამზადებელ სტადიაზე, მაგრამ სხვისი ქონების ფარული დაუფლებისკენ
მიმართული მოქმედების დაწყებამდე. წინასწარი შეთანხმების ჯგუფში შედიან
მხოლოდ თანაამსრულებლები (ანუ ისინი ვინც ახორციელებს ქურდობის
ობიექტურ შემადგენლობას), ამიტომ რთული თანამონაწილეობა აქ ქმნის ზემო
აღნიშნულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას. როგორც ცნობილია, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ობიექტური მხარის
განხორციელებაში უნდა მონაწილეობდეს ყველა თანაამსრულებელი.

22. საქართველოს სსკ მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად


ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო
დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ
კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია
პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ


მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით
ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით: ე---–--- ლ------მ ჩაიდინა

9
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების
მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რსაც შეეძლო
გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის
,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით); ბ-------- გ---------მ ჩაიდინა: 1)
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (რაც
გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’
ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით); 2) ქურდობის მცდელობა, ესე იგი
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი,
ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (რაც გათვალისწინებულია
საქართველოს სსკ 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3
ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით); უ–---- გ---------მ ჩაიდინა: 1) ქურდობა, ესე იგი სხვისი
მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების
მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 177-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით);
2)ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების
მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო
გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის
,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით).

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

24. ე---–--- ლ------ს, ბ-------- გ---------ს და უ–---- გ---------ს პასუხისმგებლობის


შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ
დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4


ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული
სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი
დანაშაულის სიმძიმეს.

26. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის


დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა
და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა
დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და
მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და

10
ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის
მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად,
სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის
კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე
კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო
მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი
სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს
შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა
და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ე---–--- ლ------ს,
ბ-------- გ---------ს და უ–---- გ---------ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და
ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო
ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მათთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ
ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და
გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი
ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი
არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა
გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც
ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ
მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

27. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს


განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851),
სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური
შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად
ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის
სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი
(კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის
პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის,
რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა
და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით.
მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592
გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის
საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის
სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და
წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ
უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების,
მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).

11
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ
რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების
ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც
ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს
სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით
განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს
შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით
განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან
შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს
განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და


კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს
ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე
საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის
პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ
ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ
ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი
სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის
მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის
დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი
გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე,
წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად
განხორციელებას (II-12).

28. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის


განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე---–--- ლ------, ბ-------- გ---------
და უ–---- გ--------- აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, აღნიშნული
ქმედებების ჩადენის შემდგომ არ არიან კონფლიქტში კანონთან. უდავოდ
მიიჩნიეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყეს სწრაფი და
ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, ბრალდებულების
მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მითი პიროვნებების
გათვალისწინებით, თითოეულს, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ
თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. სასამართლო იზიარებს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
(2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი,
პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად,
სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან
აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს
პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე
მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა,
მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა,
არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე

12
და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის
მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების
მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. სასამართლოს მიაჩნია, რომ
აღნიშნული სასჯელით - 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით,
უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული
მიზნების მიღწევა.

ნივთიერი მტკიცებულებები:

29. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით
დადგენილი წესის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე,


277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე---–--- ლ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19.177-ე მუხლის მე-
2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილი ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს -
თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

2. ე---–--- ლ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

3. მსჯავრდებულ ე---–--- ლ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს


განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებული
იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში;

4. ბ-------- გ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2
ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 10 იანვრის
ეპიზოდი), სსკ 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’
ქვეპუნქტით (2019 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული
დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

5. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის
,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4
(ოთხი) წლის ვადით;

6. საქართველოს სსკ 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის
,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4
(ოთხი) წლის ვადით;

13
7. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა, სსკ 19.177-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის
11 იანვრის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და
საბოლოოდ ბ-------- გ---------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და
ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

8. ბ-------- გ---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო


გაუქმდეს;

9. მსჯავრდებულ ბ-------- გ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს


განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებული
იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში;

10. უ–---- გ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2
ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 10 იანვრის
ეპიზოდი), სსკ 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’
ქვეპუნქტით (2019 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული
დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

11. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის
,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4
(ოთხი) წლის ვადით;

12. საქართველოს სსკ 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3
ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების
აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

13. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა, სსკ 19.177-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის
11 იანვრის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და
საბოლოოდ უ–---- გ---------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და
ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

14. უ–---- გ---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო


გაუქმდეს;

15. მსჯავრდებულ უ–---- გ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს


განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებული
იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში;

16. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის


დათვალიერების დროს ამოღებული 113 ცალი ლითონის ოთხკუთხედი დეტალი,
110 ცალი რეზმიანი მომჭერი, 104 ცალი ქანჩი, 232 ცალი ლითონის ხრახნულები,
ხის ტარიანი წერაქვი, რაც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში,

14
დაუბრუნდეს დაზარალებულს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ;

17. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანიდან ამოღებული


ლითონის ოთხკუთხედი დეტალი და ლითონის ხრახნიანი მრგვალი სამაგრი, რაც
ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულს,
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

18. შ--–-- ლ------–---–-ს შავი ლითონის მიმღები პუნქტიდან ამოღებული 753 ცალი
ლითონის ხრახნული, 43 ცალი ქანჩი, 46 ცალი რეზმიანი მომჭერი და 71 ცალი
ლითონის ოთხკუთხედი დეტალი (რაც ხელწერილით ჩაბარდა შ--–-- ლ------–---–ს
და ინახება შავი ლითონის მიმღებ პუნქტში), დაუბრუნდეს დაზარალებულს,
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

19. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომანქანა ვაზ


21011, ნომრით Z------, რაც განთავსებულია თერჯოლის რაიონულ სამმართველოს ნ-
-–-------–-ს პოლიციის განყოფილების ეზოში, დაუბრუნდეს უ–---- გ---------ს ანდა
მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

20. უ–---- გ---------სგან ამოღებული ჯინსის შარვალი და კაპიშონიანი ზედა


ჩასაცმელი, დაუბრუნდეს უ–---- გ---------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ;

21. ბ-------- გ---------სგან ამოღებული კაპიშონიანი მოსაცმელი და ე.წ. „კომბინიზონი“,


დაუბრუნდეს ბ-------- გ---------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ;

22. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების


ამსახველი „CD“ დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს
საქმის შენახვის ვადით;

23. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ავტომანქანის საჭის


ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი, გადაცემათა კოლოფის ბერკეტიდან
აღებული ანაწმენდი და მიკრონაწილაკები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

24. უ–---- გ---------სგან და ბ-------- გ---------სგან აღებული ნერწყვის ნიმუშები,


განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
25. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა
სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

26. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში,


ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში,
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

15
მოსამართლე ზურაბ
ბალავაძე

16

You might also like