You are on page 1of 12

სკოლამდელ დაწესებულებაში ადამიანის რესურსების მართვა

ჩვენს საბავშვო ბაგა-ბაღს აღსაზრდელთა ხარისხიანი მომსახურებისთვის შემუშავებული აქვს დასაქმებული


პირების (აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე, მზარეული, დიასახლისი, მენეჯერი, ბუღალტერი, იურისტი
და სხვა პირი/პირები რომლებიჩ შეიძლება საბავშო ბაღში ახორციელებდნენ საქმიანობას ხელშეკრულებს )
მართვის სქემა - რაც მოიცავს დასაქმებული პირების შემდეგ დოკუმენტაციას:
 სააღმზრდელო დაწესებულებაში მომუშავე ძირითადი და დამატებითი პერსონალის სია;
 პერსონალის კვალიფიკაციის მოთხოვნები;
 თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების წერილობითი გეგმა;
 პერსონალის დოკუმენტაცია

სააღმზრდელო დაწესებულებაში მომუშავე ძირითადი პერსონალი

N სახელი და გვარი პოზიცია


1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.

დამატებითი პერსონალის სია

N სახელი და გვარი პოზიცია


1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
საბავშო ბაგა-ბაღს გაწერილი აქვს იმ ძირითადი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც ყველა
თანამშრომლის (ძირითადი და დამატებითი პერსონალი) პირად საქმეში უნდა ინახებოდეს:
1. CV (ავტობიოგრაფია);
2. სკოლის დამთავრების მოწმობა-ატესტატი (ასლი);
3. უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
4. პირადობის მოწმობა (ასლი);
5. ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
6.
7. ჯანმრთელობის ცნობა ტუბერკულოზზე შემოწმების ჩათვლით ;
8. ერთი რეკომენდაცია, განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;
** ბაგა- ბაღშიდაუშვებელია ტუბერკულიოზის ღია ფორმა BK დადებითის მატარებელი პირის ყოფნა
** შენიშვნა: პერსონალის პირადი საქმეების ძირითადი ნაწილი ინახება მათი სამსახურიდან წასვლის შემდეგ 5
წლის განმავლობაში.

თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები
საბავშვო ბაგა-ბაღს თანამშრომელთა რესურსების სწორად მართვისათვის შედგენილია აქვს თითოეული
თანამშრომლისთვის/დასაქმებული პირისთვის უფლება-მოვალეობები პოზიციის მიხედვით, რაც ემსახურება
შემდეგს:
 პერსონალი იცნობდეს საკუთარ უფლებებს და შეეძლოს მათი დაცვა მუშაობის პროცესში;
 პერსონალი იცნობდეს საკუთარ მოვალეობებს და ასრულებდეს მას მუშაობის პროცესში;

თანამშრომლის/დასაქმებული პირის უფლებები


ბაგა-ბაღის ყველა თანამშრომელს აქვს უფლება:
 მიიღოს შრომის ანაზღაურება დროულად;
 თანამშრომლები სარგებლობენ შვებულებით შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
 თანამშრომელთა სამუშაო განისაზღვრება ხუთდღიანი სამუშაო კვირით;
 ბაღის თანამშრომლებს აქვთ უფლება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაუზიარონ ერთმანეთს
თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მიიღონ და გასცენ პროფესიული რჩევები;
 თანამშრომლებს აქვთ უფლება, გამოხატონ პრეტენზია ამა თუ იმ საკითხის მიმართ, როგორც ზეპირად,
ასევე წერილობით;
 თანამშრომლის ინიციატივით შესაძლებელია, მოწვეული იყოს რიგგარეშე კრება;
 თუ მათი ზეპირი შენიშვნა არ დაკმაყოფილდა, აქვთ უფლება წერილობით მიმართონ დირექტორს ან
ზემდგომ ორგანოებს;
** შენიშვნა (თუ რომელიმე სამუშაო მოითხოვს არასამუშაო დღეებში თანამშრომლის მუშაობას, სხვადასხვა
თანამდებობისთვის ინდივიდუალური გრაფიკის შემუშავებას, შვებულების დღეების მორგებას და ა.შ. ეს
შესაძლებელია ხელმძღვანელსა და თანამშრომელს შორის მიღწეული შეთანხმებით, ორგანიზაციის
ხელმძღვანელის ბრძანებითა და საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოხდეს).

თანამშრომლის ვალდებულება სკოლამდელი დაწესებულების მიმართ


ყველა თანამშრომელი ვალდებულია:
 დროულად გამოცხადდეს და დარჩეს სამუშაო საათების დამთავრებამდე სამსახურში;
 თუ თანამშრომელს არ შეუძლია გამოცხადდეს ან იგვიანებს სამსახურში საპატიო მიზეზით
(ავადმყოფობა, დროებითი შრომისუუნარობა, ოჯახური მდგომარეობა და სხვა ) იგი წინასწარ, ერთი
დღით ადრე ან სამუშაო დროის დაწყებამდე ატყობინებს არგამოცხადების ან დაგვიანების მიზეზს
ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს;
 საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს სამსახურში დაგვიანება, რომლის საერთო რაოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს კვირაში 20 წუთს. თუმცა, თუ დაგვიანებას სისტემატური ხასიათი აქვს, ის არ შეიძლება
ჩაითვალოს საპატიოდ.
 ბაგა-ბაღის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, მოქალაქეებთან ურთიერთობისას იყვნენ
თავაზიანები და უწევდნენ მათ პროფესიულ კონსულტაციას თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე;
 თანამშრომლებს მოეთხოვებათ, შეასრულონ შრომითი ვალდებულებები, დაიცვან შინაგანაწესი და
შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობები. მათ ევალებათ, შეასრულონ
დებულებები, ხელმძღვანელის ბრძანებები და სხვა აქტები;
 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას
ეკრძალებათ დამატებითი თანხის ან საჩუქრის მიღება (გარდა ყვავილებისა);
 მათ ეკრძალებათ ყველა ის ქმედება, რაც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე,
უსაფრთხოებასა და მის განვითარებაზე;
 თანამშრომლებს არ აქვთ ბაგა-ბაღის შენობასა და ეზოში სიგარეტის მოწევის უფლება;
 თანამშრომელს ეკრძალება სამსახურში ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ მოსვლა ან სამსახურში
ალკოჰოლის მიღება;
 მათ ევალებათ, დაიცვან ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების წესი, პასუხი აგონ მათი განზრახ
დაზიანებების შემთხვევაში;
 დაიცვან მატერიალური ფასეულობებისა და დოკუმენტების შენახვის წესი, იზრუნონ ორგანიზაციის
საქმიანობის პოპულარიზაციაზე, დროულად და გულისყურით შეასრულონ დავალებები, სამუშაოები,
მითითებები, იზრუნონ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებაზე, დაიცვან ჰიგიენური
წესები;
 თანამშრომლის მიერ განხორციელებული მობილური და საერთაშორისო ზარები მხოლოდ მათ სამ-
სახურეობრივ საქმიანობას უნდა უკავშირდებოდეს. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს პირადი
მიზნებით განხორციელებული სატელეფონო საუბრების რაოდენობა.

ბაგა-ბაღის თანამშრომელს რისი უფლება არ აქვს


პედაგოგიური პერსონალი, რომელიც ბავშვთან მუშაობს, ორიენტირებული უნდა იყოს აღსაზრდელის
ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რესურსებისა და ძლიერი მხარეების წახალისებაზე.
 სიტყვიერად დაამციროს, შეურცხყოფა მიაყენოს აღსაზრდელს ან მისი ოჯახის წევრს;
 დასაჯოს ან დაამციროს აღსაზრდელი უნებლიე შარდვის, ტანსაცმლის დასვრის ან სხვა მსგავს
შემთხვევებში;
 დაემუქროს აღსაზრდელს ფიზიკური დასჯით, დაარტყას, შეაჯანჯღაროს, უხეშად შეეხოს, გამოიყენოს
ჯოხი ან სხვა რაიმე მსგავსი საგანი;
 იხმაროს უხეში, სალანძღავი სიტყვები აღსაზრდელების მიმართ ან აღსაზრდელების თანდასწრებით,
დაუყვიროს, შეაშინოს;
 დააძალოს დაძინება;
 დააძალოს ჭამა ან დალევა, დასაჯოს იმის გამო, რომ არ ჭამს, ან არ სვამს;
 აუკრძალოს აღსაზრდელს ჭამა-სმა დასჯის მიზნით;

პერსონალის სამსახურში მიღება/დათხოვნა


ბაგა-ბაღების მართვის სისტემის სრულყოფისათვის ჩვენი მიზანია, სააღმზრდელო დაწესებულებაში
არსებობდეს შემდეგი მექანიზმი:
1. ვაკანსიის გამოცხადების წესები;
2. თანამშრომელთა დისციპლინური სახდელები;
3. სამსახურიდან დათხოვნის წინასწარგანსაზღვრული წესები;
ახალი თანამშრომლის მიღბის წესი
ბაგა-ბაღში ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში საჯაროდ ცხადდება კონკურსი.
ვაკანსიის, შეთავაზების ფორმა
ყველა თანამშრომელი სამსახურში მიღებისას ეცნობა ხელშეკრულებას, ეცნობა მის უფება- მოვალეობებს
საბავშო ბაღში მისი პოზიციის მიხედვით;
ხელშეკრულება ინახება საბავშო ბაღის ადმინისტრაციასთან;

თანამშრომელთა დისწიპლინარული სახდელი


შრომითი დისციპლინის დარღვევისას თანამშრომელი შესაძლოა, დაექვემდებაროს დისციპლინარულ სახდელს,
რაც შემდეგი სახით აქვს ბაღს შემუშავებული:
 გაფრთხილება;
 საყვედური;
 დაბალანაზღაურებად სამუშაოზე გადაყვანა, თანამდებობრივი დაქვეითება;
 სამუშაოდან დათხოვნა.

თანამშრომელი გათავისუფლდეს სამსახურიდან


თანამშრომლის გათავისუფლება უნდა მოხდეს შრომის კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილი
წესით. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ფორმდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, რომელიც
აღინიშნება სარეგისტრაციო ჟურნალში.
საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი ვალდებულია, დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა წესი გააცნოს
თითოეულ თანამშრომელს და უზრუნველყოს მათი ზუსტად შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი
მაინც დაფიქსირდა, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გაათავისუფლოს თანამშრომელი სამსახურიდან,
დამატებითი გაფრთხილების გარეშე.
თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს შემდეგი:
 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაში თანხის აღების შემთხვევაში;
 საჩუქრის აღების შემთხვევაში; (გარდა ყვავილებისა)
 მისი პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
 არასაპატიო მიზეზით გაცდენისა და დაგვიანების შემთხვევაში;
 ბაღის შენობაში ან ეზოში სიგარეტის მოწევის შემთხვევაში.
ძირითადი პერსონალის კვალიფიკაცია

აღმზრდელის თანამდებობაზე კანდიდატს მოეთხოვება


აღმზრდელის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი:
 რომელიც ფლობს უმაღლეს განათლებას. თუ კანდიდატის განათლების სფერო ეხება ბავშვის
სკოლამდელ განათლებას და კანდიდატს აქვს მუშაობის გამოცდილება, თავისუფლად შეიძლება
დაინიშნოს აღმზრდელის თანამდებობაზე;
 თუ კადიდატს არ აქვს მუშაობის გამოცდილება, სასურველია, 3 თვის გამოსაცდელი ვადით
დაინიშნოს თანამდებობაზე;
 იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის განათლების სფერო არ ეხება ბავშვის სკოლამდელ განათლებას
და ბავშვის განვითარების სოციალურ მეცნიერებებს, მაშინ აუცილებელია მას ჰქონდეს გავლილი
სერტიფიცირებული ტრენინგი სკოლამდელი განათლების საკითხებზე და მინიმუმ 6-თვიანი
მუშაობის გამოცდილება (შესაძლებელია აღმზრდელის თანაშემწედ აყვანა და შემდგომ
აღმზრდელის თანამდებობაზე გადაყვანა);
 აღმზრდელის თანამდებობის კანდიდატი უნდა იცნობდეს ბავშვის განვითარების თავისებურებებს,
ბავშვებთან ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის საგანმანათლებლო პრინციპებს, ბავშვის
ქცევის პოზიტიური მართვის მიდგომასა და ბავშვის უფლებების კონვენციას. უნდა იყოს
კომუნიკაბელური და შეეძლოს კარგი ურთიერთობის დამყარება როგორც ბავშვთან, ასევე
მშობელთან. უნდა იყოს გაწონასწორებული და კრიზისულ სიტუაციებში შეეძლოს თავის მართვა.

აღმზრდელის თანაშემწის თანამდებობაზე კანდიდატს მოეთხოვება


აღმზრდელის თანაშემწის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი:
 რომელსაც აქვს უმაღლესი ან საშუალო პროფესიული განათლება;
 თუ მისი განათლების სფერო არ ეხება ბავშვის სკოლამდელ განათლებას და ბავშვის განვითარების
სოციალურ მეცნიერებებს, მაშინ აუცილებელია, კანდიდატს ჰქონდეს გავლილი
სერტიფიცირებული ტრენინგი სკოლამდელი განათლების საკითხებზე;
 იგი უნდა იცნობდეს ბავშვის უფლებათა კონვენციას და ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპებს;
 ასევე მნიშვნელოვანია, იყოს კომუნიკაბელური;
 თუ აღმზრდელის თანაშემწე მინიმუმ ორი წლის განმავლობაში მუშაობს ბავშვებთან და კარგად
ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების
საფუძველზე, შესაძლოა, დაწინაურდეს და დაინიშნოს აღმზრდელის თანამდებობაზე;

მუსიკის პედაგოგის თანამდებობაზე კანდიდატს მოეთხოვება


მუსიკის პედაგოგის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი:
 რომელიც ფლობს უმაღლეს ან საშუალო პროფესიულ მუსიკალურ განათლებას;
 აქვს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
 იცნობს ბავშვის უფლებათა კონვენციას;
 ფლობს ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის მეთოდებს.

მზარეულის თანამდებობაზე კანდიდატს მოეთხოვება


მზარეულის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი:
 რომელიც ფლობს მზარეულის საშუალო პროფესიულ განათლებას;
 გავლილი აქვს მზარეულის ტრენინგი ან აქვს მზარეულის თანამდებობაზე მუშაობის
გამოცდილება;
 ასევე უნდა იცნობდეს ჰიგიენურ ნორმებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვას სამზარეულოში
მუშაობისას;

მზარეულის დამხმარედ მომუშავე კანდიდატს მოეთხოვება


მზარეულის დამხმარედ შეიძლება დაინიშნოს პირი:
 რომელსაც დამთავრებული აქვს უმაღლესი, საშუალო პროფესიული სასწავლებელი ან საშუალო სკოლა;
 მას უნდა ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება და იცნობდეს სამზარეულოს ჰიგიენის ნორმებს;

დამლაგებლის თანამდებობაზე კანდიდატს მოეთხოვება


დამლაგებლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი:
 პროფესიული თუ საშუალო განათლების გარეშე;
 სასურველია, ჰქონდეს დამლაგებლის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
 უნდა იცნობდეს ჰიგიენის და უსაფრთხოების საკითხებს.

** შენიშვნა: თუ ბაგა-ბაღში მუშაობას იწყებს ახალი კადრი (ნებისმიერ თანამდებობაზე), რომელსაც არ აქვს
შესაბამისი კვალიფიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება, აუცილებლად უნდა გაიაროს სტაჟირება
სუპერვიზიის პირობებში ბაღში და ბაღმა (ან თავად ინდივიდმა) უნდა იზრუნოს სპეციფიკურ ტრენინგზე.

დამატებითი პერსონალის კვალიფიკაცია


საქმისმწარმოებლის/მენეჯერის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი:
 რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება;
 სასურველია, ჰქონდეს გამოცდილება სამენეჯმენტო სფეროში;
 ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს;

სპეციალური პედაგოგის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი:


 რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება სპეციალური პედაგოგიკის სფეროში;
 აქვს ბავშვებისათვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებისა და განხორციელების
გამოცდილება;
 იცნობს ბავშვის უფლებებს;
 აქვს კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან;

ფსიქოლოგის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი:


 რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში;
 სასურველია, იყოს ბავშვის განვითარების ფსიქოლოგი;
 აქვს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
 იცნობს ქცევის ანალიზის სტრატეგიებს;
 ქცევის პოზიტიური მართვის მიდგომას;
 ბავშვის უფლებათა კონვენციას;
 აქვს კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან;
პერსონალის უფლება-მოვალეობები

დირექტორის უფლება-მოვალეობები
1. ხელმძღვანელობს ბაგა-ბაღს, მოქმედებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სახელით და
წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობისას. გასცემს მინდობილობებს და დებს გარიგებებს;
2. ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვების ჩარიცხვის არადისკრიმინაციული მიდგომა;
3. ვალდებულია, დაიცვას აღსაზრდელის ყველა ის უფლება, რომელიც მას ბავშვის უფლებათა
კონვენციით აქვს მინიჭებული;
4. ბავშვის ბაგა-ბაღში მიღებისას მშობელს მომსახურების პირობებს განუმარტავს;
5. აღსაზრდელის ჩარიცხვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს;
6. ქმნის ბავშვის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის და განვითრებისათვის შესაბამის პირობებს და
მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას;
7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ბაგა-ბაღის გარემოში სრულყოფილმონაწილეობას უწევს
მონიტორინგს;
8. ხელმძღვანელობს ქცევის პოზიტიური მართვის პოლიტიკის გატარებას;
9. ზედამხედველობას უწევს ბაგა-ბაღის საქმიანობაში მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფას;
10. მეთვალყურეობას უწევს საკოორდინაციო, პრაქტიკოსთა და სამეურნეო ჯგუფის საქმიანობას;
11. სახავს და ახორციელებს ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიით განსაზღვრული ფიზიკური გარემოს
მოთხოვნების შესრულების გეგმას;
12. ბაგა-ბაღის შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს ხელძღვანელობს;
13. ბაგა-ბაღის კონტიგენტის ასათვისებლად იღებს ზომებს;
14. იღებს გადაწყვეტილებას სამუშაო დღის შეცვლასთან დაკავშირებით;
15. აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას, ზრუნავს
მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, შესაბამისი ტრენინგების/სპონსორების მოძიებაზე და საჭიროების
შემთხვევაში, თანამშრომლების დაფინანსებაზე;
16. უზრუნველყოფს თანამშრომელთა დატვირთვის პერიოდულ შეფასებას;
17. განიხილავს თანამშრომელთა მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საჩივრებს;
18. ხელს უწყობს თანამშრომელთა შორის საქმიან და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ
ურთიერთობების გაღრმავებას;
19. შესაძლებელია, შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, განსაზღვროს თანამშრომლისათვის
ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკი;
20. ამტკიცებს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს, მასწავლებლებთან დებს და წყვეტს
ხელშეკრულებს, უზრუნველყოფს ხელფასის დროულად გაცემას;
21. პასუხისმგებელია სახსრების სწორ ხარჯვაზე, დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და ფულადი
სახსრების, მატერიალური ქონებისა და პროდუქტების ხარჯვის ანგარიშების სწორად წარმოებაზე, რემონტის
ჩატარებასა და სათბობით უზრუნველყოფაზე;
22. ვალდებულია, ყოველთვიურად გააცნოს მშობლებს ბაგა-ბაღში მიმდინარე მოვლენებთან
დაკავშირებული ინფორმაცია;
23. ვალდებულია, ხელს უწყობდეს მოხალისეობის სისტემის განვითარებას. ამისათვის ცდილობს
უნივერსიტეტებთან დაკავშირებას;
24. ვალდებულია, დაიცვას აღსაზრდელის შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
25. უფლებამოსილია, წაახალისოს თანამშრომელი ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსათვის.

ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი (ექიმი/ექთანი)


1. ექვემდებარება დირექტორს;
2. უწევს ზედამხედველობას მრეცხავის, დამლაგებლის, მზარეულის და მზარეულის თანაშემწის
საქმიანობას სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვის თვალსაზრისით;
3. აკონტროლებს ბავშვის ფიზიკურ განვითარებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას;
4. ბაგა-ბაღში ჯანმრთელობის უეცარი გაუარესების შემთხვევაში ბავშვს პირველად დახმარებას უწევს;
5. ბავშვისთვის სახლიდან მოტანილი პრეპარატის მიღებას აკონტროლებს;
6. ბავშვისთვის საჭირო ნებისმიერ სამედიცინო პროცედურას აღრიცხავს სამედიცინო ინტერვენციის
ფურცელში;
7. ბაგა-ბაღში არსებულ სამდიცინო ყუთს ამოწმებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო სამედიცინო
პრეპარატის და ნივთის არსებობას;
8. მეთვალყურეობას უწევს აღსაზრდელის პირად ჰიგიენას: ფრჩხილებისა და კანის სისუფთავეს, კანზე
გამონაყარის არსებობას, თავის თმიანი ნაწილის შემოწმებას დატილიანებაზე ისე, რომ ზიანი არ მიადგეს
ბავშვის ინტერესებს;
9. აუცილებლობის შემთხვევაში პირველად დახმარებას უწევს ბაგა-ბაღის თანამშრომლებს და
შესაბამისად, აღრიცხავს ყველა პროცედურას მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ჟურნალში;
10. აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას როგორც აღსაზრდელების, ასევე თანამშრომლების შესახებ;
11. მეთვალყურეობას უწევს ბაგა-ბაღის მთლიან შენობას, განსაკუთრებით ჯგუფის ოთახების,
სამზარეულოს, საპირფარეშოების, სამრეცხაოს, ეზოს სანიტარულ მდგომარეობას.
12. საკვების მომზადების შემდეგ თითოეული მათგანიდან იღებს სინჯს უსაფრთხოების მიზნით;

აღმზრდელის უფლება-მოვალეობები
1. ექვემდებარება საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს;
2. ვალდებულია, განახორციელოს საკუთარ ჯგუფში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ
რეკომენდებული მეთოდოლოგია;
3. მონაწილეობს მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობაში;
4. ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჯგუფში ჩართულობას;
5. თანამშრომლობს მშობლებთან აქტიურად. ახორციელებს მათთან ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ
შეხვედრებს;
6. ორიენტირებულია ბავშვის დამოუკიდებელი უნარების წახალისებაზე;
7. თვალყურს ადევნებს თავისი ჯგუფის ბავშვების დასწრებას;
8. ასრულებს ბაღის სამედიცინო პერსონალის მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვთა
ჯანმრთელობის დაცვასთან;
9. აკვირდება ბავშვის მდგომარეობას დღის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგს ან
ექთანს აწვდის ინფორმაციას;
10. ვალდებულია, განათლების კოორდინატორს ყოველი თვის ბოლოს გადასცეს შემდეგი თვის
მუშაობისათვის საჭირო სათამაშოებისა და მასალების ჩამონათვალი;
11. აღსაზრდელებს აწვდის ინფორმაციას ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ და მეთვალყურეობას უწევს
მათ შესრულებას;
12. კვების პროცესში ახალისებს ბავშვების დამოუკიდებელი უნარების განვითარებას;
13. თუკი აღმზრდელის თანაშემწეს, ობიექტური მიზეზის გამო, არ შეუძლია პამპერსის გამოცვლა,
ვალდებულია, თავად გაასუფთაოს ბავშვი და გამოუცვალოს პამპერსი;
14. თითოეულ აღსაზრდელთან ურთიერთობისას ითვალისწინებს მის პიროვნულ, სოციალურ,
კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ და ენობრივ თავისებურებებს; ყოველდღიურ პრაქტიკაში იცავს
თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის პრინციპებს, ახორციელებს ანტიდისკრიმინაციულ მიდგომებს
ყველა აღსაზრდელის მიმართ;
15. ყოველი კვირის ბოლოს ავსებს ბავშვების განვითარების პორტფოლიოს;
16. ითვალისწინებს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს, პრაქტიკაში ნერგავს ტრენინგებით
მიღებულ ცოდნას;
17. პირადად აგებს პასუხს თავისი ჯგუფის თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე;
18. პასუხს აგებს ჯგუფის კუთვნილ სათამაშოებზე, სასწავლო მასალებზე, წიგნებსა და საერთოდ, ჯგუფის
მთელი ქონების დაცვა-შენახვაზე;
19. ვალდებულია, ორგანიზებულად გადასცეს ბავშვები მის შემცვლელ აღმზრდელს ბავშვის
აღრიცხვიანობის მითითებით;
20. ბავშვის წაყვანის უფლება უნდა მისცეს მხოლოდ მშობელს და სარეგისტრაციო ბარათში მითითებულ
პიროვნებას;
21. ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა აღსაზრდელისა და მისი ოჯახის შესახებ;
22. ვალდებულია, დღის საათებში რამდენჯერმე გაანიავოს ოთახი;
23. ვალდებულია, მზრუნველობით მოეკიდოს თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს, მისცეს
მას საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება ყველა იმ საკითხზე, რომელიც უშუალოდ ეხება ბავშვს;
24. ვალდებულია ჯგუფში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის ყოლის შემთხვევაში
ითანამშრომლოს სპეციალურ პედეგოგთან;
25. ვალდებულია, ერკვეოდეს ბავშვისათვის ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებულ უფლებებში
და ხელს უწყობდეს მათ შესრულებას;
26. ვალდებულია, უზრუნველყოს აღსაზრდელებს შორის არადისკრიმინაციული მიდგომა;
27. ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უსაფრთხოებისათვის საჭირო წესები;
28. ვალდებულია, ბავშვებთან ურთიერთობისას დაიცვას ბალანსი და ყველა აღსაზრდელს თანაბარი დრო
და ყურადღება დაუთმოს;
29. ვალდებულია, შეხვედრებს დაესწროს და წარადგინოს ზეპირი ანგარიში განხორციელებული სამუშაოს
შესახებ.

აღმზრდელის თანაშემწის უფლება-მოვალეობები


1. ექვემდებარება აღმზრდელს;
2. ხელს უწყობს მეთოდოლოგიის განხორციელებას აღმზრდელთან თანამშრომლობით; აღმზრდელებთან
ერთად აქტიურად მონაწილეობს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესში, რათა საჭიროების
შემთხვევაში შეეძლოს აღმზრდელის შეცვლა;
3. მონაწილეობს მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობაში;
4. ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრაციას სააღმზრდელო
აქტივობებში;
5. ბავშვბს კვების წინ ეხმარება მაგიდის გაშლაში, საჭიროების მიხედვით, ულაგებს საკვებს ულუფებად, ან
დგამს საკვებს მაგიდის შუაში, კვების დროს ზის გვერდით მაგიდასთან, ეხმარება მათ დამოუკიდებელი
და სოციალური უნარების განვითარებაში;
6. ვალდებულია, ზუსტად დაიცვას სანიტარული წესები და თითოეული ბავშვის პირადი ჰიგიენა,
ასწავლიდეს მათ ჰიგიენური მოვლის წესებს;
7. ვალდებულია, ბაგის ბავშვებს საჭიროებისამებრ გამოუცვალოს პამპერსი და გამოცვლამდე ბავშვი
გაასუფთაოს (დაბანოს ან გაწმინდოს სპეციალური საბავშვო სველი ხელსახოცებით);
8. ვალდებულია, ყოველდღიურად ზრუნავდეს სათამაშოების მილაგებაზე და კვირაში ერთხელ სველი
წესით გაწმენდაზე;
9. თანამშრომლობს აღსაზრდელის მშობლებთან;
10. ორიენტირებულია ბავშვის დამოუკიდებელი უნარების წახალისებაზე;
11. იცნობს სათამაშოების დანიშნულებას, ფუნქციას, გამოყენების წესებს და ალაგებს მათ ბავშვებისათვის
ხელმისაწვდომ ადგილას;
12. თითოეულ აღსაზრდელთან ურთიერთობისას ითვალისწინებს მის პიროვნულ, სოციალურ,
კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ და ენობრივ თავისებურებებს; ყოველდღიურ პრაქტიკაში იცავს
თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის პრინციპებს, ახორციელებს ანტიდისკრიმინაციულ
მიდგომებს ყველა აღსაზრდელის მიმართ;
13. მზრუნველობითა და ყურადღებით ეკიდება თავისი ჯგუფის თითოეული ბავშვის ინტერესებსა და
საჭიროებებს;
14. ასრულებს ბაღის სამედიცინო პერსონალის მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვთა
ჯანმრთელობის დაცვასა და განმტკიცებასთან;
15. ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უსაფრთხოებისათვის საჭირო წესები;
16. ვალდებულია, ბავშვებთან ურთიერთობისას დაიცვას ბალანსი და ყველა აღსაზრდელს თანაბარი დრო
და ყურადღება დაუთმოს;
17. ვალდებულია, ჯგუფში ჯგუფში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვისყოფნის შემთხვევაში
ითანამშრომლოს სპეციალურ პედაგოგთან;
18. ისევე, როგორც აღმზრდელი, პასუხს აგებს ჯგუფის კუთვნილ სათამაშოებზე, სამუშაო მასალაზე,
წიგნებზე და საერთოდ, ქონების დაცვა-შენახვაზე, მის სისუფთავესა და მოვლა-პატრონობაზე;
19. ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა აღსაზრდელისა და მისი ოჯახის შესახებ;
20. ვალდებულია, მზრუნველობით მოეკიდოს თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს, მისცეს
მას საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება ყველა იმ საკითხზე, რომელიც უშუალოდ ეხება ბავშვს;
21. ვალდებულია, დაესწროს თანამშრომლების შეხვედრებს.

მუსიკის პედაგოგი
1. ექვემდებარება საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს;
2. უზრუნველყოფს აღსაზრდელების მუსიკალურ აღზრდას;
3. თანამშრომლობს აღმზრდელებთან და აღმზრდელის თანაშემწეებთან, შეზღუდული შესაძლებლობის
ბავშვის შემთხვევაში სპეციალური განათლების პედაგოგთან ან ფსიქოლოგთან;
4. აღსაზრდელებს ასწავლის საბავშვო სიმღერებს, მუსიკალურ თამაშებსა და ცეკვას;
5. კონსულტაციას უწევს მშობლებს ბავშვების მუსიკალური აღზრდის საკითხებზე;
6. ყველა ბავშვს ექცევა თანაბრად, ყოველგვარი გამორჩევის გარეშე;
7. იცავს აღსაზრდელების ყველა იმ უფლებას, რომელიც გარანტირებული აქვთ ბავშვის უფლებათა
კონვენციით;
8. მუშაობს იმ გეგმისა და სამუშაო საათების შესაბამისად, რომელიც შეთანხმებული აქვს ბაგა- ბაღის
დირექტორთან;
9. როლების შერჩევისას ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებსა და შესაძლებლობებს;
10. ვალდებულია, თანამშრომელთა შეხვედრას დაესწროს და წარადგინოს ზეპირი მოხსენება
განხორციელებული სამუშაოს შესახებ.

მზარეულის უფლება-მოვალეობები
1. ექვემდებარება ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორს;
2. მენიუზე დაყრდნობით იბარებს პროდუქტებს ყოველდღიურად;
3. პასუხისმგებელია საწყობიდან მიღებული პროდუქტების სათანადოდ ხარჯვაზე;
4. ამუშავებს პროდუქტებს და ამზადებს საკვებს;
5. ადგენს მოთხოვნის ფურცელს აუცილებელ საკვებ პროდუქტებზე;
6. ბაგა-ბაღის კვების რეჟიმის შესაბამისად უზრუნველყოფს საკვების თავის დროზე და ხარისხიანად
მომზადებას;
7. უზრუნველყოფს ბავშვზე გათვალისწინებული ნორმის შესაბამისად მომზადებული საკვების გაცემას;
8. აწარმოებს მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერსა და აღრიცხვას;
9. ვალდებულია, იცოდეს კვების ნორმები, შეეძლოს საკვების მომზადების პროცესში ვიტამინების
შენარჩუნება და სხვა;
10. ვალდებულია, იცოდეს კვებისა და კულინარული ნაწარმის ხარისხისადმი არსებული მოთხოვნები,
ბავშვთა რაციონალური კვების საფუძვლები, მენიუს შედგენის წესი, პროდუქტების აღრიცხვისა და
ნორმების გაცემის წესი, ნედლეულის გახარჯვის ნორმები, პროდუქტების შენახვის ვადები და წესები;
11. ვალდებულია, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური წესები საკვების მომზადებისას,
12. ვალდებულია, ყოველი წლის დასაწყისში ჯანმრთელობის ცნობა წარმოადგინოს. (ჭიების მატარებელზე,
ბაქტერიულ და კანის დაავადებებზე);
დამლაგებლის უფლება-მოვალეობები
1. ექვემდებარება ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორს;
2. ყოველ ორ საათში ერთხელ სველი წესით წმენდს მისთვის გამოყოფილი ჯგუფების საპირფარეშოებს;
3. დღის ბოლოს ეზოში არსებულ ქვიშის ყუთებს სახურავს აფარებს;
4. დღის ბოლოს სველი წესით ალაგებს მისთვის განკუთვნილ ოთახებს, დერეფნებს, ეზოს და ეზოში
არსებულ სათამაშოებს ასუფთავებს;
5. ვალდებულია დაიცვას ბაგა-ბაღში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

საქმისმწარმოებლის უფლება-მოვალეობები
1. ექვემდებარება დირექტორს;
2. აღრიცხავს პერსონალთა დაგვიანების ჟურნალს;
3. უზრუნველყოფს დოკუმენტების (წერილები, განცხადებები, ბრძანებები, განკარგულებები, ოქმები და
სხვა დოკუმენტები) სამუშაო ვერსიის მომზადებას;
4. ახდენს გასული და შემოსული კორესპონდენციების რეგისტრაციას;
5. აწარმოებს საოფისე დოკუმენტაციასა და არქივს;
6. დირექტორის თანხმობის შემთხვევაში მოთხოვნის შესაბამისად გასცემს საჯარო ინფორმაციას;
7. პასუხისმგებელია მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმასა და განახლებაზე;
8. პასუხისმგებელია თანამშრომელთა და აღსაზრდელთა პირადი საქმეების მოწესრიგებაზე, ყველა საჭირო
დოკუმენტაციის არსებობასა და შენახვაზე;
9. ვალდებულია, დაესწროს თანამშრომელთა შეკრებებს. თუ საპატიო მიზეზით დასწრებას ვერ ახერხებს,
ამის შესახებ ხელმძღვანელს წინასწარ, ერთი დღით ადრე უნდა შეატყობინოს. სამჯერ ზედიზედ
არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამშრომელს შენიშვნას
აძლევს;
10. ვალდებულია, მოიძიოს მასალები ბაგა-ბაღის ვებ-გვერდისათვის და მეთვალყურეობა გაუწიოს მის
სისტემატურ განახლებას.

ფსიქოლოგის უფლება-მოვალეობები
1. ექვემდებარება საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს;
2. მონაწილეობს მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობაში;
3. ყოველი თვის ბოლოს განათლების კოორდინატორს გადასცემს შემდეგი თვის მუშაობისათვის საჭირო
სათამაშოებისა და მასალების ჩამონათვალს;
4. პედაგოგებთან და მშობელთან ერთად იმ ღონისძიებათა გეგმას სახავს, რომელიც აღსაზრდელს
პრობლემის დაძლევაში დაეხმარება;
5. თვალყურს ადევნებს და აღრიცხავს, როგორ ხორციელდება მისი და პედაგოგის მიერ შემუშავებული
გეგმა, რამდენად შედეგიანია ის და საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს კორექტივები;
6. ეხმარება პედაგოგს სხვადასხვა სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული პროგრამის
განხორციელებაში;
7. პერიოდულად, დირექტორთან შეთანხმებით, აწყობს სემინარს ან სხვა სახის სამუშაო შეხვედრას
მშობელთან ან პედაგოგიურ პერსონალთან სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდა-განათლების
საკითხზე;
8. კონკრეტულ აღსაზრდელთან დაკავშირებით მშობელსა და პედაგოგიურ პერსონალს ფსიქოლოგიურ
კონსულტაციას უწევს;
9. განსაზღვრავს სავარაუდო პრობლემათა სფეროს;
10. ვალდებულია, დაესწროს თანამშრომელთა შეკრებებს, რომელიც ყოველ კვირას იმართება. თუ საპატიო
მიზეზით დასწრებას ვერ ახერხებს, ამის შესახებ ხელმძღვანელს წინასწარ, ერთი დღით ადრე უნდა
შეატყობინოს. სამჯერ ზედიზედ არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ორგანიზაციის
ხელმძღვანელი თანამშრომელს შენიშვნას აძლევს;
11. ვალდებულია, ყოველი თვის ბოლოს წერილობითი ანგარიში ჩააბაროს საგანმანათლებლო პროგრამების
კოორდინატორს;
12. ვალდებულია, აღსაზრდელზე დაკვირვების გზით დაეხმაროს აღმზრდელს მისი ქცევის მართვაში;
13. ვალდებულია, განსაზღვროს, საჭიროებს თუ არა აღსაზრდელი დამატებით დიაგნოსტირებას.
აუცილებლობის შემთხვევაში მიავლენს შესაბამის სპეციალისტთან: ლოგოპედი, ნეიროფსიქოლოგი,
პედიატრი, ფსიქოთერაპევტი და ა. შ.
14. ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა აღსაზრდელისა და მისი ოჯახის შესახებ;
15. უფლებამოსილია, მოითხოვოს მუშაობისათვის საჭირო მასალის დროულად მოწოდება;
16. უფლებამოსილია, კონკრეტული აღსაზრდელის საჭიროებიდან გამომდინარე მის აღმზრდელს ან
აღმზრდელის თანაშემწეს მიუთითოს განსხვავებული მიდგომის აუცილებლობაზე.

You might also like