You are on page 1of 4

ხელშეკრულება

ქ. ---------- ------ სექტემბერი 2023 წ.

ერთი მხრივ, სსიპ ---------------- საჯარო სკოლა (შემდგომში ”სკოლა”), წარმოდგენილი მისი დირექტორის
----------- --------------- სახით და, მეორე მხრივ, ---- კლასის მოსწავლე ---------------------ის მშობელი/კანონიერი
წარმომადგენელი ------------------------ (შემდგომში ”მშობელი/წარმომადგენელი”), „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი


1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანია 2023-2024 სასწავლო წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურეობის გაწევა ამ ხელშეკრულების პირობებისა და
მოთხოვნების შესაბამისად;
2. მხარეები თანახმდებიან მათ შორის არსებული ურთიერთობები დარეგულირდეს წინამდებარე
ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის შინაგანაწესით;
3. მხარეები თანხმდებიან, რომ კეთილსინდისიერად დაიცავენ წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობას და
პატივს სცემენ ერთმანეთის უფლებებს;
მუხლი 2. სკოლის საქმიანობა
1. სსიპ ---------- საჯარო სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფუძნებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო
საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
2. სკოლა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, ბრძანებების, ინსტრუქციებისა და
სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.

მუხლი 3. მხარეთა უფლება-მოვალეობები


1. სკოლა ვალდებულია:
1.1. სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლე უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი;
1.2. სისტემატურად აკონტროლოს მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე დასწრება;
1.3. მიაწოდოს ინფორმაცია მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და
გაცდენების შესახებ;
1.4. უზრუნველყოს სასწავლო პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის მისიის შესაბამისად
წარმართვა;
1.5. სასწავლო ოთახები აღჭურვოს სასწავლო ინვენტარით, სასწავლო რესურსებით, ტექნიკური და მეთოდური
საშუალებებით, რაც აუცილებელია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესრულებისათვის;
1.6. იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ და ფიზიკურ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი
ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;
1.7. შექმნას ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი გარემო სკოლაში;
1.8. მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად.
დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით;
1.9. დაიცვას უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები;
1.10. დაიცვას მოსწავლისა და მშობლის პერსონალური მონაცემები;
1.11. ხელი შეუწყოს მოსწავლეს ახალ გარემოსთან შეგუებაში, სხვადასხვა უნარ-ჩვეების დაუფლებაში;
1.12. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ძალადობის განხორციელების შემთხვევაში, ან თუ საკითხის
შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლის სკოლაში
გამოუცხადებლობის/დაგვიანების მიზეზია არასრულწლოვნის სწავლის უფლების შეზღუდვა, იმოქმედოს
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად.
2. სკოლას უფლება აქვს:
2.1. მოსთხოვოს მშობელს/წარმომადგენელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულება და სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დაცვა;
2.2. არ დაუშვას მშობელი/წარმომადგენელი სკოლაში შინაგანაწესით ნებადართული მიღების საათებისა და
განსაკუთრებული შემთხვევების გარდა;
1
2.3. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჩამოართვას მოსწავლეს ნივთები (მობილური ტელეფონი, ტექნიკური
საშუალებები და სხვ.), რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესის წარმართვას და დააბრუნოს სასწავლო
პროცესის დასრულების შემდეგ;
2.4. დაითხოვოს მოსწავლე დროებით ან გარიცხოს (საშუალო საფეხურის მოსწავლის შემთხვევაში) სკოლის
შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევაში;
2.5. მოუწოდოს მშობელს/წარმომადგენელს ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში, მიიღოს მონაწილეობა სკოლის
ორგანიზებით განხორციელებულ აქტივობებში;
2.6. მოსთხოვოს მშობელს/წარმომადგენელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულება.
2.7. სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, სკოლის საჭიროებების გათვალისწინებით შეცვალოს
კონკრეტული კლასის/კლასების ცვლიანობა.
3. მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:
3.1. დაიცვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმები;
3.2. იყოს კორექტული, საერთო მიზნების მიღწევისთვის ითანამშრომლოს სკოლასთან და შეინარჩუნოს
კეთილგანწყობა სკოლისა და მისი თანამშრომლების მიმართ;
3.3. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიური კავშირი იქონიოს კლასის დამრიგებელთან და სკოლის
დირექციასთან;
3.4. არ განახორციელოს სკოლის შინაგანაწესით აკრძალული რაიმე სახის ქმედება, მათ შორის კლასში
ნებისმიერი ოდენობის თანხის შეგროვება. მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს სკოლის დირექციას;
3.5. მოსწავლე სკოლაში გამოუშვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული წესის შესაბამისად ჩაცმული,
სასწავლო ნივთებით აღჭურვილი; ყურადღება მიაქციოს, რომ არ ატაროს სკოლის შინაგანაწესით აკრძალული
ნივთები (სწავლისათვის შეუსაბამო ტექნიკური საშუალებები, ცივი იარაღი და ა.შ. აკრძალული ნივთები
დეტალურადაა განსაზღვრული სკოლის შინაგანაწესით );
3.6. დაესწროს სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებებს და სასკოლო აქტივობებს, მათ შორის, მშობელთა კრებებს.
მშობელთა კრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებლობის მიზეზი წინასწარ შეატყობინოს კლასის
დამრიგებელს;
3.7. ნებისმიერი პრობლემა და გაუგებრობა გაარკვიოს მოსწავლის კლასის დამრიგებელთან ან/და სკოლის
დირექციასთან;
3.8. გადამდები დაავადების შემთხვევაში სკოლაში არ მოიყვანოს მოსწავლე და დამრიგებელს აცნობოს
გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ;
3.9. არ გააცდენინოს მოსწავლეს სკოლა არასაპატიო მიზეზით. წინასწარ აცნობოს დამრიგებელს
მოსალოდნელი გაცდენის შესახებ;
3.10. თავი შეიკავოს სკოლის ნებისმიერი მოსწავლის, მშობლის/წარმომადგენლის ან თანამშრომლის
შეურაცხყოფისაგან, ასევე, მასწავლებლისა და სკოლის ავტორიტეტის შელახვისაგან;
3.11. აანაზღაუროს მოსწავლის მიერ დაზიანებული სასკოლო ინვენტარის ან ტექნიკის ღირებულება სკოლის
დირექციის მოთხოვნის საფუძველზე;
3.12. მოსწავლის ამორიცხვის/გარიცხვის/სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სკოლას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს
გადაცემული სასწავლო რესურსი (სახელმძღვანელოები), ხოლო კერძო სკოლაში გადაყვანის შემთხვევაში სკოლას
ასევე დაუბრუნოს ბუკი მასთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად;
3.13. სკოლის დირექციის მოთხოვნისამებრ გამოცხადდეს სკოლაში;
3.14. დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ ექსკურსიებსა თუ სხვადასხვა გასვლით ღონისძიებებს და
ზედამხედველობა გაუწიოს მოსწავლის ქმედებებს. დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში აღნიშნული წინასწარ
შეატყობინოს კლასის დამრიგებელს;
3.15. შეატყობინოს სკოლას ხელშეკრულებით განსაზღვრული რეკვიზიტების (საცხოვრებელი ადგილი,
ტელეფონის ნომერი) ცვლილების შესახებ;
3.16. დაწყებითი კლასების (I-IV) მოსწავლის შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესის დასრულებისას მოაკითხოს
მოსწავლეს წასაყვანად ან აცნობოს დამრიგებელს მოსწავლის წაყვანაზე უფლებამოსილი პირის შესახებ;
3.17. სკოლის ექიმს/დირექციას აცნობოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ,
ქრონიკული/გადამდები დაავადებისა და ალერგიის შესახებ;
3.18. დისტანციური სწავლების შემხვევაში მშობელი ვალდებულია:
3.18.1. აქტიური კავშირი იქონიოს კლასის დამრიგებელთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან;
3.18.2. მოსწავლეს შეუქმნას მშვიდი გარემო და დისტანციური სწავლებისათვის ხელსაყრელი პირობები. კერძოდ,
უზრუნველყოს კომპიუტერის (პლანშეტის, მობილური ტელეფონის) აუდიო-ვიდეო მოწყობილობის გამართული
მუშაობა;

2
3.3.1 აკონტროლოს შვილის ჩართულობა ონლაინ საგაკვეთილო პროცესში და იზრუნოს კამერის წინ ქცევითი
ნორმების მოწესრიგებაზე.
4. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს:
4.1. მოითხოვოს სკოლისგან წინამდებარე ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;
4.2. მოითხოვოს სკოლისაგან სასწავლო პროცესის წარმართვა მაღალკვალიფიციურად;
4.3. მოითხოვოს სკოლისგან მოსწავლისადმი სამართლიანი, ობიექტური და თავაზიანი დამოკიდებულება;
4.4. მოითხოვოს საგნების მიხედვით მოსწავლის ობიექტური შეფასება.
5. მოსწავლე უფლებამოსილია:
5.1. მიიღოს სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლება;
5.2 პედაგოგთან ურთიერთობის გართულების შემთხვევაში, მიმართოს დირექციას ან/და კლასის დამრიგებელს და
გამოხატოს თავისი შეხედულება.
6. მოსწავლე ვალდებულია:
6.1. იყოს თავაზიანი, პატივისცემით მოეპყრას მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა
პირებს და შეასრულოს შინაგანაწესით გათვალისწინებული პუნქტები;
6.2. დაემორჩილოს სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის
კანონიერ მითითებებს;
6.3. დაიცვას სხვისი საავტორო უფლებები, დაუშვებელია პლაგიატობა;
6.4. დაიცვას სკოლის შინაგანაწესი და მოსწავლის ქცევის კოდექსი;
6.5. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას;
6.6. დაიცვას სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების/თანამშრომლების პერსონალური მონაცემები.

მუხლი 4. მოსწავლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და გასვლითი ღონისძიებები

1. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მისი


და მისი შვილის პერსონალური მონაცემები/ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა საგანმანათლებლო/სასწავლო
პროცესში, სკოლის მიერ დამუშავდეს და გამოყენებულ იქნას საჭიროებისამებრ მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილ ფარგლებში.
2. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი თანხმობას აცხადებს
სკოლამ სასკოლო ან/და არასასკოლო აქტივობების მიმდინარეობის პროცესში განახორციელოს მისი შვილის
ფოტო, ვიდეო გადაღება/აუდიო ჩაწერა. ამ გზით მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია დაამუშაოს ან/და
კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს საჭიროებისამებრ, მაგალითად, განათავსოს სოციალურ
მედიაში, ინტერნეტ სივრცეში, გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას სკოლის ტერიტორიასა თუ სხვა სივრცეებში,
განახორციელოს სხვა ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება სკოლის ცნობადობის ზრდასა და პოპულარიზაციას.
3. მშობელი/წარმომადგენელი ასევე გამოხატავს თანხმობას მისი შვილის განსაკუთრებული კატეგორიის
პერსონალური მონაცემები/ინფორმაცია (მათ შორის ჯანმრთელობის ცნობა), რომელიც ცნობილი გახდა
ხელშეკრულების გაფორმებისა და საგანმანათლებლო/სასწავლო პროცესში, სკოლის მიერ დამუშავდეს და
გამოყენებულ იქნას საჭიროებისამებრ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში (მაგ. მოსწავლის
პირადი საქმის შედგენისას, ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას, ექიმის მიერ მოსწავლეთა ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის (გადატანილი დაავადებები, ჩატარებული აცრები და ა.შ) შეგროვებისას,
დამრიგებლის მიერ მისი სადამრიგებლო კლასის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისას, ფსიქოლოგის მიერ
მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობისას, კათედრების მიერ შემაჯამებელი დავალების ანალიზის
გაკეთებისას, მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას, მოსწავლეთა მონაცემთა ბაზის
(eschool.emis.ge) ფორმირებისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით
ინფორმაციის დამუშავებისას და ა.შ).
4. მშობელი, ასევე, თანხმობას აცხადებს მისი შვილი დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ გასვლით
გაკვეთილებს, ექსკურსიებს და ღონისძიებებს სხვადასხვა ლოკაციებზე. კონკრეტული ლოკაციები უნდა შეირჩეს
საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღირებულების შესაბამისად და უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის
ცნობიერების ზრდასა და თვალსაწიერის გაფართოებას. მაგალითად, ამგვარი ადგილები შეიძლება იყოს მუზეუმი,
აკადემია, ბოტანიკური ბაღი, პარკი, ზოოპარკი, სპორტული მოედანი, კულტურული და საგანმანათლებლო
ცენტრი, ექსპერიმენტორიუმი და ა.შ.

მუხლი 5. სასწავლო დრო, დასვენების დრო, უქმე დღეები

1. მოსწავლის სასწავლო წლისა და არდადეგების დროის დაწყებისა და დამთავრების თარიღები, საგაკვეთილო


პროცესის დაწყებისა და დამთავრების, დასვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ”ზოგადი განათლების შესახებ“

3
საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 03 სექტემბრის N84/ნ
ბრძანებით, სსიპ ----------------------------------------- საჯარო სკოლის შინაგანაწესითა და სასკოლო სასწავლო
გეგმით;
2.დასვენების დღეებია შაბათი და კვირა. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც.
კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ:
2.1 სკოლის სასწავლო გეგმიდან გამომდინარე სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის
განტვირთვას;
2.2 გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები;
2.3 ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს
დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით;
3.სკოლაში დასვენების დღეები განსაზღვრულია „საქართველოს შრომის კოდექსით“ დადგენილი დღეების
მიხედვით.
მუხლი 6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტის წესი
1. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მოსწავლის მიერ სწავლის დასრულებამდე.
2. ხელშეკრულების ავტომატურად შეწყვეტის საფუძველია:
2.1. მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლა (მობილობა);
2.2. მოსწავლის სტატუსის შეჩერება;
2.3. მოსწავლის სკოლიდან ამორიცხვა;
2.4. დისციპლინური სახდელის სახით მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურის მოსწავლის
შემთხვევაში);
2.5 სკოლის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია, თუ მას არ ჰყავს სამართალმემკვიდრე ან უფლებამონაცვლე.

მუხლი 7. დავის გადაწყვეტა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობა

1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;


2. სადავო საკითხები მხარეებს შორის წყდება მოლაპარაკების საფუძველზე, მოურიგებლობის შემთხვევაში,
სასამართლო წესით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 8. დამატებითი პირობები

1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად და ორივეს აქვს თანაბარი


იურიდიული ძალა;
2. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და დამატება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ
წერილობითი ფორმით, რომელიც ხელმოწერილი იქნება ორივე მხარის მიერ.
3. წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია სკოლის შინაგანაწესი. აღნიშნულ
ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს სკოლის შინაგანაწესის
გაცნობის ფაქტს.
4. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით, დამატებით
რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 9. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები

სკოლა მშობელი/წარმომადგენელი

სსიპ _________________________ საჯარო სკოლა სახელი და გვარი: _________________________


პირადი N __________________________________
ს/კ ___________________________________ ფაქტობრივი მისამართი: _____________________
____________________________________________
მისამართი: ___________________________ ტელეფონი: ________________________________
______________________________________ e-mail: _____________________________________

დირექტორი ____________________________________________
(ხელმოწერა)
______________________________________________
(ხელმოწერა)

You might also like