You are on page 1of 1

ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს ურთიერთობის

როგორც დადებით ასპექტებს, როგორიცაა მოწონება, შექება, წახალისება, ასევე -


უარყოფითსაც: საყვედური, აკრძალვა, დასჯა.
დასჯა არის ნებისმიერი საყვედური, გაფრთხილება, დაგმობა, აკრძალვა, რომელთა
დანიშნულებაა ბავშვის ქცევის კორექცია განსაზღვრულ რთულ სიტუაციებში, ანუ მაშინ,
როცაა ის ცუდად იქცევა.რა თქმა უნდა, ბავშვის დასჯას და ლოიალურად მოქცევას აქვს
თავის მინუსები და პლიუსები.

ფსიქოლოგების აზრით, თანამედროვე ბავშვები პატივისცემას არიან მიჩვეულნი.


შესაბამისად, მათთან მკაცრი მიდგომები ყოველთვის არ მოიტანს იმ შედეგს, რისი
მოლოდინიც მშობელს აქვს, თუმცა, სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ მკაცრად
აღზრდის მეთოდებს აქვს არაერთი დადებითი მხარე. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის
უარყოფითი შედეგები, რომლებიც ბავშვებთან მკაცრმა მიდგომებმა შეიძლება
მოგვიტანოს. საქართველოს მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ბავშვის აღზრდის მკაცრი
მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივის - ეს შედეგი აჩვენა
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ფსიქოლოგების აზრით, სიმკაცრეში გაზრდილ ადამიანს ახასიათებს წინააღმდეგობის


გადალახვის მაღალი უნარი. ისინი დროს ფუჭად არ ხარჯავენ - სოციალურ ქსელებში,
გართობაში და ა.შ. მათთვის მოსახერხებელია ტყუილი - რამდენად შეიძლება ეს პლუსად
ჩაითვალოს, საკამათოა, თუმცა, კვლევებმა ცხადყო, რომ სიმკაცრეს შეჩვეული
ადამიანები კარგად იტყუებიან.

მაგრამ ამ ყვეალფერს გააჩნია თავისი მინუსებიც: სპეციალისტები ფიქრობენ,


რომ მკაცრი აღზრდის შედეგი ხშირად არის ბავშვის კომპლექსები, ნევროზი და
დეპრესიული მდგომარეობა. გარდა ამისა, ბავშვი, რომელიც მცირე ასაკიდან მიჩვეულია
ზეწოლას და კრიტიკას, შემდეგ ხშირად უჭირს სკოლაში სწავლა. 

სხვადასხვა კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ ბავშვები, რომლებსაც მშობლები


მხოლოდ აკრიტიკებდნენ და სჯიდნენ, სხვებზე მეტად ჰქონდათ მიდრეკილება
დეპრესიისა და ნევროზისკენ. ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები ხშირად
აქებდნენ და სიყვარულსაც გამოხატავდნენ მათ მიმართ, გაცილებით უკეთ
სწავლობდნენ, უფრო მაღალი თვითშეფასება და გაწონასწორებული ფსიქიკა ჰქონდათ.

აქედან გამომდინარე,ვფიქრობ რომ ბავშვის აღზრდა ჯობია ლოიალური


ხერხებით,ვიდრე მისი დასჯით და საყვედურებით.

You might also like