You are on page 1of 11

1

კნუტის მოვლა

კნუტის განვითარება

ახალშობილი კნუტი იწონის 80-დან 125გრამამდე, საშუალოდ 100გრამს. სწორი კვების და კარგი
ჯანმრთელობის შემთხვევაში კნუტი დაახლოებით 1 კვირაში იორმაგებს წონას,შემდეგ კი კვირაში
დაახლოებით 100გრამით მატულობს. დღეში კნუტის წონა მატულობს 10-15გრამით. კნუტის
წონაში მატება მისი ორგანიზმის სწორი განვითარების მთავარი მანიშნებელია. თუ წონის მატება
ჩამორჩება ნორმას მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ დედის რძე არაა საკმარისი და უნდა გავზარდოთ
დედისთვის მიცემული საკვების რაოდენობა, ასევე მეტი სითხე უნდა მივცეთ დედას და
დავუმატოთ საკვებში ვიტამინები და მიკროელემენტები.
საერთოდ მეძუძურ დედას საკვები ჭირდება 2-ჯერ მეტი რაოდენობით, ვიდრე არამეძუძურს.

საკვების რაციონი აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებას, თუკი კვების შემდეგ არ კნავის, წონაში
იმატებს(დღეში სულ მცირე 10გ, არის შემთხვევები 20გრამამდეც), კუჭში გადის 3-4-ჯერ და
განავალი არის ღია ყავისფერი.

1-ლი კვირა: საერთოდ, კნუტის წონა დამოკიდებულია ჯიშზე, ჯანმრთელობაზე და კვების


ხარისხზე და ცხადია დიდად ცვალებადია. საშუალოდ 1კვირის კნუტი იწონის დაახლოებით 160-
250გრ. მას უკვე შეუძლია ცოცვა და დედისკენ დაცოცავს, თუმცა ვერ დადის, ხოლო პირველი
კვირის ბოლოს უკვე ესმით მაღალი ხმები.

მე-2 კვირა: წონა ცვალებადობს 250-350გ ფარგლებში. მე-10-14 დღეს კნუტი თვალებს ახელს,
თუმცა ხედვით მე-15-17დღეს ხედავს. სმენა შესამჩნევად გაუმჯოესებულია-უკვე ესმის დედის
კრუტუნი და დაკნავლება. უფრო აქტიურია, უკვე შეუძლია სიარული, თუმცა ამას აკეთებს
ძნელად და მოუქნელად, მიდის ყუთის კიდეებთან და ათვალიერებს გარემომცველ სამყაროს.

მე-3 კვირა: წონა 350-500გრ. მესამე კვირიდან დაწყებული მამრი წონაში მატებით წინ უსწრებს
მდედრს. კნუტი უკვე კარგად უყურებს და ესმის როგორც მოზრდილ კატას. საკმაოდ აქტიურია.
ფხიზლობს დღის მესამედს. აქტივობა გაზრდილია, თამამად დადის და ცდილობს სირბილსა და
ხტომას. ამოსდის პირველი სარძევე კბილები. უკვე ამ დროიდან უნდა დავუდგათ ტუალეტი.
კნუტს უკვე სჭირდება სოციალიზაცია, ამიტომ ჭირდება თამაში და ფერება. მე-3 კვირიდან
ემატება დამატებითი საკვები.

1თვე: წონა 600-750გრ. უკვე აქვს 26-ვე სარძევე კბილი, რომლის შეცვლა მუდმივი კბილებით 5-
6თვის ასაკში ხდება. კნუტი ძალიან აქტიურია, სულ დახტის და თამაშობს, ყუთში ჯდომა აღარ
აკმაყოფილებს, აქტიურად შეისწავლის ოთახს, თვითონვე ნახულობს სათამაშო სიტუაციებს,
აქტიურად ეთამაშება დედას და სხვა კნუტებს. ამ დროს ყველაზე კარგი პერიოდია, რომ მოხდეს
მისი სოციალიზაცია, ამიტომ სულ უნდა ვეფეროთ და ვეთამაშოთ, უფრო მაღალ ასაკში უფრო
გაძნელდება და კატა უფრო „უკარება“ გამოდის.
2

მე-5 კვირა: კნუტი იწყებს თავისი თავის დამოუკიდებლად დაბანას. იწყებს დედის რძის მიღების
შემცირებას. დედა მეტ დროს ატარებს კნუტებისგან მოცილებით და აღარ ჩქარობს მათ ხშირ
გამოკვებას. ამიტომ ამ დროიდან იწყება კნუტის დამოუკიდებელ კვებაზე გადასვლა. უნდა
ჩავუმატოთ რაციონში სველი კონსერვი, წვრილად დაჭრილი და მოხარშული საქონლის ან ქათმის
უცხიმო ხორცი, ხაჭო, მაწონი, მაწონში აზელილი ხაჭო. ამ საჭმელმა უნდა ამოაგდოს სულ მცირე 1
დედის რძით კვება.

მე-6 კვირა: უფრო ნაკლებად სვამს დედის რძეს და ჭირდება დამატებითი საკვების მიცემა. ამ
დროს უკვე შესაძლებელია მთლიანად დამოუკიდებელ კვებაზე გადასვლა, თუმცა თუ დედის რძე
აქვს სასურველია, რომ 8კვირამდე გასტანოს ძუძუს წოვამ.
დამოუკიდებელ კვებაზე გადასვლის შემთხვევაში კვება ჭირდება 5-6-ჯერ დღეში.

ყველფერში ცდილობენ დედას მიბაძონ, ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანსა და კატებს შორის


თბილი ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კნუტები იმახსოვრებენ დედისადმი ცუდ
დამოკიდებულებას და უცხო ადამიანს აგრესიით და ღრენით შეხვდებიან. არაა რეკომენდებული
ამ დროს კნუტის გაშვილება, უმჯობესია 8 კვირამდე დატოვება, რადგან კნუტის ხასიათი ამ დროს
იხვეწება დედასა და თანატოლებთან უერთიერთობაში და მისი ფსიქიკისთვის ეს მნიშვნელოვანი
ეტაპია.

მე-7 კვირა:

ჭამს დღეში 5-6-ჯერ, 2-3 პაკეტს სველს და 30გრ-მდე მშრალს.

მე-8 კვირა:

ესაა ოპტიმალური დრო ძუძუსგან მოსაცილებლად და გასაშვილებლად. ამ ასაკში მისი


სათამაშოები გვევლინება მსხვერპლის როლში, სათამაშოებს აქვს „სამოანდირეო“ როლი- მათ
ხშირად თავს ესხმიან, იჭერენ კბილებით, ებრძვიან, კბენენ და ღრნიან.

მე-12 კვირა: ამ დროისთვის მას უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებული უნარ- ჩვევები გააჩნია-
კარგად ესმის, ხედავს და ყნოსავს, საბოლოოდ ჩამოუყალიბდა თვალის ფერი. ესაა
დეჰელმინთიზაციისთვის (ჭიების დაყრა) და ვაქცინაციისთვის ოპტიმალური პერიოდი.
ვაქცინაცია ტარდება დეჰელმინთიზაციიდან 10-12 დღის შემდეგ. პირველი ვაქცინაცია ტარდება
კატის ჭირის(პანლეიკოპენია), კალცივიროზის, რინოტრაქეიტისა და ქლამიდიოზის წინააღმდეგ,
ხოლო 3-4კვირაში რევაქცინაცია(განმეორებით ვაქცინაცია) იგივე ვირუსებზე და მასთან ერთად
ცოფის წინააღმდეგ.
3

ამ ასაკში მას უკვე უნდა შეეძლოს თავისუფლად ეკონტაქტოს და ეთამაშოს სხვა ცხოველებსა და
ადამიანებს, მშვიდად რეაგირებდეს ალერსზე ადამიანის მხრიდან, არ უნდა ამჟღავნებდეს აგრესიას
მათ მიმართ.

მე-5 თვე:
მუდმივი კბილების ამოჭრის პერიოდია.

კნუტის ხელოვნურად გამოკვება

3კვირა-1თვიდან კნუტს უკვე თეფშიდანაც შეუძლია ჭამა. 3კვირა-1 თვიდან შეიძლება რძის
გარდა სხვა საკვების მიცემაც(მშრალი საკვები, ჟელე, ქათმის უცხიმო ხორცი წვრილად
დაჭრილი, ხაჭო, კვერცხის გული, მაწონი). 3 კვირიდან უკვე შეიძლება რძესთან ერთად
დაემატოს მშრალი საკვები, თუმცა მთლიანად რძისგან მოწყვეტა და სხვა საკვებზე გადაყვანა
ჯერ არაა რეკომენდებული. მხოლოდ 5-6კვირიდანაა შესაძლებელი მთლიანად მშრალ
კვებაზე გადასვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშრალი საკვები დედის რძეს შეცვლის. დედის
რძე კნუტისთვის შეუცვლელია.

1. ახალშობილი კნუტი უნდა ვკვებოთ წვრილი საწოვარით, შპრიცით ან პიპეტით. კვებისას კნუტი
უნდა დავიკავოთ მუცლით ქვემოთ, არ ამოვატრიალოთ ზურგზე თორემ შეიძლება რძე სასულეში
გადასცდეს. ბოთლი უნდა იყოს ნახევრად დახრილი, 45გრადუსი კუთხით(იხ. სურათი).

რძე უნდა მივცეთ თანაბრად და პატარ-პატარა პორციებით და თან ვაკონტროლოთ, რომ


მიწოდებული რძე ჩაყლაპოს. სანამ არ ჩაყლაპავს მანამ ახალი პორცია არ უნდა მივცეთ, თორემ
პირში ბევრი რძე დაუგროვდება და ჭარბი რძე ცხვირში გადავა, საიდანაც შეიძლება სასულეში
მოხვდეს და დაიხრჩოს ან კიდევ ჭამას შეწყვეტს და წინააღმდეგობას გაგვიწევს ახალი პორცია
რძის მიცემისას.
4

2. რძე უნდა იყოს ახალი მომზადებული. შეიძლება წინა კვებისას მორჩენილი რძის მაცივარში
შენახვაც. მაცივარში მომზადებული რძე შეიძლება შევინახოთ არაუმეტეს დღე-ღამისა, თუმცა
სასურველი არაა წინასწარ რძის ნარევის მომზადება და შენახვა დაინფიცირების საფრთხის გამო,
განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, უკეთესია ყოველი ხმარების წინ ახლის დამზადება.

3. მიცემის წინ რძე აუცილებლად უნდა შევათბოთ ცხრილში აღნიშნულ ტემპერატურამდე.


წინააღმდეგ შემთხვევაში ცივმა რძემ შეიძლება საჭმლის მონელების დარღვევა გამოიწვიოს,
კნუტმა ვერ მოინელოს კუჭში რძე და ამან ფაღარათი, მუცლის შებერილობა, აირების დაგროვება
და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

4. თუ რძის ფხვნილის მიცემის შემდეგ ფაღარათი განვითარდა შესაძლოა ამის მიზეზი ბევრი
ფხვნილის გამოყენება იყოს, ამიტომ რძის ფხვნილი უნდა შევამციროთ, რადგან ბევრ ფხვნილში
ბევრი ცხიმია და შეიძლება ან გამოიწვია ფაღარათი.

5. პირველ კვირაში რძის რაოდენობა საშუალოდ ერთ მიცემაზე 5-6მლ-ია, მეორე კვირიდან
ორმაგდება, მესამე კვირიდან კვლავ ორმაგდება წინა კვირის დოზასთან შედარებით.

6. კნუტს ჭირდება დაახლოებით 5წუთი, რომ დანაყრდეს. დანაყრების ნიშანია წოვის შესუსტება,
კნავილის შეწყვეტა და კნუტს ჩაეთვლიმება კიდეც.

7. ქუჩაში ნახული კნუტი ხშირად საკვების მიღებაზე უარს ამბობს და მომვლელი ელოდება, რომ
მადა მოუვა და საკვებს არ აძალებს. არადა კნუტი შეიძლება იმიტომ არ ჭამდეს, რომ
დაუძლურებულია, გამოფიტულია და გაუწყლოებულია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ
კნუტი რძით იკმაყოფილებს წყალზე მოთხოვნილებას და თუ რძე არ მიიღო წყალსაც ვერ მიიღებს,
ხოლო გაუწყლოება მის დასუსტებას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მოშლას იწვევს
და ამიტომაც ვერ ჭამს და ეს მისთვის სასიცოცხლო საშიშროებაა. ამიტომ ასეთ ძალით უნდა
დავალევინოთ რძე, ფრთხილად და ცოტ-ცოტა პიპეტით ან შპრიცით და აარ დავიწყოთ მეძუძური
დედის ძებნა, რადგან ყოველი დაკარგული წუთი კნუტის დამძიმებას ნიშნავს.

8. ჭურჭელი, რომლითაც კნუტს ვაჭმევთ და ასევე სხვა ჭურჭელი და კოვზი თუ სხვა საგნები,
რომელიც მონაწილეობს საჭმლის მომზადებაში, საკვების მიცემის შემდეგ უნდა კარგად
გამოირეცხოს, ხოლო ახალი საკვების მომზადების წინ კარგად უნდა დაიდუღროს.

კნუტის მოვლა

1. კნუტი დღის მანძილზე წონაში იმატებს 10-15გრამით, ამიტომ წონის მატების დინამიკის
გასაგებად უნდა ავწონოთ მგრძნობიარე სასწორით.
2. კნუტის საჭმლის მომნელებელი სისტება სუსტია, ამიტომ მას უნდა დავეხმაროთ
ტუალეტით. ყოველი გამოკვების შემდეგ საჭიროა მუცლის და უკანა ტანის მიდამოს მასაჟი
თბილ წყალში დასველებული ნაჭრით, როგორც დედა უკეთებს ყოველი კვების შემდეგ.
თუ სწორად გავაკეთებთ, კნუტი დღეში 3-4-ჯერ გავა კუჭში და დაიცლება აირებისგან.
5

თუ კნუტს ბევრი აირები დაუგროვდა, გადაბერილი მუცელი მიაწვება დიაფრაგმას და


ჩასუნთქვის აქტი გაძნელდება, განვითარდება ქოშინი, კნუტი ჯერ იწყებს პირღია სუნთქვას
და წუხს, ხოლო შემდეგ შეიძლება დაიღუპოს კიდეც. ამიტომ აუცილებელია ყოველი ჭამის
შემდეგ კნუტის ნაწლავთა პერისტალტიკის სტიმულირება სველი ნაჭრით მუცლისა და
უკანა ტანის მასაჟის საშუალებით.

კნუტის ფეკალია უნდა იყოს ღია ყავისფერი. თუ გადავაჭარბებთ კვებას ფეკალია იქნება
ყვითელი და თხიერი. თუ უფრო სისტემატურ სახეს მიიღებს საკვების გადაჭარბება
ფეკალია იქნება რუხი ან მწვანე, რასაც თან დაერთვის ფაღარათი, რაც სასიცოცხლოდ
საშიშია კნუტისთვის.

3. მშრალ საკვებზე გადასვლის შემდეგ კნუტი უკვე უნდა მივაჩვიოთ თავის ქოთანს.

ადგილი კნუტისთვის

1. კნუტის სახლი, ყუთი უნდა იდგას უხმაურო, კაშკაშა სინათლისაგან და ნათურის


სინათლისაგან მოცილებულ ადგილას, გამჭოლი ქარისგან მოცილებით
2. კნუტებს საკვებზე არანაკლებ ჭირდებათ სხეულის სითბო, ამიტომ პირველ კვირაში უნდა
იმყოფებოდეს 27-30გრადუს ტემპერატურაზე, მეორე კვირაში 26-29, ხოლო შემდეგ
24გრადუსამდე უნდა დავწიოთ ტემპარატურა.

3. ყუთის ფსკერზე უნდა ჩავუფინოთ თბილი ნაჭრები (უმჯობესია შალი) ან ძირში


ფენოპლასტის ნაჭრების ჩაფენა, რომ იატაკიდან სიცივე არ აიღოს, ხოლო ზევიდან
გადავაფაროთ პირსახოცი ან ბავშვის საფენი და ვცვალოთ ხშირად.

ზამთარში კარგია კნუტების კარტონის ყუთის ხის ფიცარზე შემოდგმა იატაკიდან სიცივე
რომ არ აიღოს.

4. ზამთრის თვეებში, განსაკუთრებით ყინვიან ამინდებში, საფენის ქვეშ შეიძლება


მოვათავსოთ სათბური.
კნუტი სითბოს იღებს და კარგავს მუცლიდან, ამიტომ ქუჩაში გადაცივებული კნუტის
პოვნის შემთხვევაში ის მუცლით უნდა გადავაწვინოთ თბილ სათბურზე ან წყლიან
ბოთლზე.

კნუტის ხელოვნური კვების გრაფიკი

კვირა რძის რაოდ-ბა რძის კვების


6

ტემპერატურა გრაფიკი

I კვირა პირველი 4 38-39˚C პირველი 2


დღე 30მლ დღე ყოველ
2სთ-ში, მათ
შორის
ღამითაც, მე-3-
4დღეები
დღისით
ყოველ 2სთ-ში
და ღამით
ყოველ 3სთ-ში.

მე-5 დღიდან
ყოველ 4სთ-ში

II კვირა მე-5-მე-13 30-32˚C ყოველ 4სთ-ში


დღეები-
ყოველ 100გ
წონაზე 38მლ

III კვირა მე-14 - 24-ე 28-30˚C ყოველ 4სთ-ში


დღეები-
ყოველ 100გ
წონაზე 45მლ

IV კვირა 25-ე დღიდან 24-26˚C ყოველ 4სთ-ში


-ყოველ 100გ
წონაზე 55მლ

თუ კვების შემდეგ რომელიმე კნუტი არ იძინებს და კნავის, ე.ი. საკვები არ ეყო. ამ დროს ის თითის
მოწოვას ცდილობს. ის უნდა ხელით დედას ძუძუსთან მივუყვანოთ.

ასევე შესაძლოა კნავილის მიზეზი აირების დაგროვება იყოს. ამ შემთხვევაში ან არ მოწოვს დედას
ან წოვას თავს ანებებს და კნავილს იწყებს.

რით ვკვებოთ კნუტი


7

დედის რძე ყველა ძუძუმწოვარისთვის შეუცვლელია, მაგრამ თუ კნუტი უპატრონოა, მაშინ დგება
საკითხი რით უნდა გამოვკვებოთ ის ხელოვნურად. ყველაზე სწორი გამოსავალია ვეტაფთიაქებში
სპეციალურად კატის ხელოვნური რძის ფხვნილის შეძენა. ის შეიცავს ყველა საჭირო კომპონენტს,
რომელიც აუცილებელია კნუტის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
თუ სპეციალურ კატის რძის ფხვნილს ვერ ვშოულობთ, მაშინ 2 არჩევანია: ან საქონლის
რძე(ძროხის, თხის) ან აფთიაქში ბავშვის ხელოვნური კვებისთვის განკუთვნილი რძის ფხვნილის
შეძენა.

საქონლის რძის მიცემა არაა ოპტიმალური გამოსავალი და აი რატომ: კატა მტაცებელი


ცხოველია. მტაცებლობით საკვების მოპოვებას,მსხვერპლის მოტყუილებას კი მეტი
ინტელექტუალური კოეფიციენტი ჭირდება, ვიდრე მეწველ რქოსან პირუტყვს. ამიტომ მის რძეში
ცილა 10-ჯერ მეტია, ვიდრე ძროხის ან თხის რძეში. ძროხა და თხა არ გამოირჩევა მაღალი
გონებივი შესაძლებლობებით, ადამიანმა მათი ჯიშები რძის და ხორცის მისაღებად გამოიყვანა და
ამიტომ მათ რძეში მეტია ცხიმები, რაც კატის ღვიძლისთვის საზიანოა. ამიტომ კნუტის ტვინის
ნორმალური განვითარებისთვის საჭირო რძე რომ მივიღოთ საქონლის რძისგან საჭიროა საქონლის
რძეს დავუმატოთ ცილა, პროპორციით 1წილი კვერცხის ცილა 4წილ რძეზე(ადუღების შემდეგ
ჩავამატოთ და შევანჟღრიოთ კარგად). ამით ძროხის რძის ცილიანობას კნუტის მოთხოვნილებას
შევუსაბამებთ, მაგრამ აქ კიდევ მეორე პრობლემაა. საქონლის რძე შეიცავს ბევრ ნახშირწყლებს და
თუ კნუტებს იმ ფერმენტის დეფიციტი აქვთ, რომელმაც ეს ნახშირწყლები უნდა დაშალოს, მაშინ
მის ნაწლავში ნახშირწყლები ვერ დაიშლება და ეს გამოიწვევს ნაწლავის გაღიზიანებას,
შებერილობას აირების დაგროვების გამო და ფაღარათსაც კი. ფაღარათი კი კნუტისთვის
სასიცოცხლო საფრთხეა. ამიტომ, რადგან ჩვენ არ ვიცით კნუტებს აქვთ თუ არა საქონლის რძეში
შემავალი ნახშირწყლის დამშლელი ფერმენტის დეფიციტი, არ უნდა გავრისკოთ და კნუტს
საქონლის რძე არ უნდა მივცეთ. თუ ვინმე საქონლის რძეს ასმევს და კნუტები კარგად იტანენ ე.ი.
არ აქვთ ნახშირწყლების მონელების პრობლემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ კნუტსაც მასავით
გაუმართლებს, ამას წინასწარ ვერ გამოვიცნობთ და ამიტომ ექსპერიმენტების ჩატარებას არავის
ვურჩევ.

ორიოდე სიტყვით იმ მითის შესახებ, რომ თხის რძე არნახულად კარგია კნუტისთვის.
სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. თხის რძე კიდევ უფრო მეტ ცხიმს შეიცავს, ვიდრე ძროხის
რძე, ხოლო ცილა მასშიც ისევე ცოტაა, როგორც ძროხის რძეში. ჭარბი ცხიმიანობის გამო მან
შეიძლება კნუტის პანკრეატიტიც კი გამოიწვიოს და პანკრეატიტის ერთ-ერთი სიმპტომი
ღებინებაა და კნუტს თუ შეუჩერებელი ღებინება აუტყდა დიდია რისკი იმისა, რომ გაუწყლოებით
დაგვეღუპოს.
მაშინ რატომაა, რომ სოფელში ბავშვს თხის რძეს აძლევდნენ? თხის რძის დადებითი თვისებაა ის,
რომ მასში ნაკლებია ნახშირწყლები, რომლებიც იწვევს ბავშვის ალერგიას. ოფიციალურად
მედიცინაში აღიარებული ფაქტია, რომ ალერგიული, დიათეზიანი ბავშვები თხის რძე უკეთ
იტანენ, მაგრამ რა ვუყოთ მის ჭარბ ცხიმიანობას? მაშინ წყლით უნდა გავაზავოთ, რომ ცხიმიანობა
8

დავაგდოთ.
მაშასადამე, ძროხის რძე შეიცავს ბევრ ცხიმს, ნაკლებ ცილას და ბევრ ნახშირწყალს, ვიდრე კნუტს
ჭირდება და ამიტომ საჭიროა მასში ცილის დამატება და ამასთანავე კნუტს არ უნდა ქონდეს
ძროხის რძის ნახშირწყლის დამშლელი ფერმენტის დეფიციტი. ხოლო თხის რძე კიდევ უფრო
ცხიმიანია, ვიდრე ძროხის და ამიტომ საჭიროებს გაზავებას, თან ცილის დაფიციტის გამო მასაც
ჭირდება კვერცხის ცილის დამატება.
როგორც ვხედავთ, არც ისე იოლია საქონლის რძის მისადაგება კნუტის მოთხოვნილებებზე.
ამიტომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, თუ სპეციალურ კატის რძის ფხვნილს ვერ
ვშოულობთ, არის ბავშვის ხელოვნური კვებისთვის განკუთვნილი რძის ფხვნილის შეძენა. ასეთი
ფხვნილების ასორტიმენტი დიდია, დაწყებული შედარებით იაფიანი ფხვნილებით(„მალიში“,
„მალიუტკა“, „ვინი“) დამთავრებული ევროპული მაღალი ხარისხის ფხვნილებით. ძალიან კარგად
გადააქვთ ჰუმანას რძის ფხვნილი ახალშობილებისთვის, ნოლი ნომერი. ბავშვის რძის ფხვნილები
შეიცავს მაღალი კონცენტრაციით ცილას, ცოტა ცხიმს და გაანგარიშებულია ნახშირწყლების
აუტანლობის მქონე ბავშვებისთვის.

კნუტისთვის არ შეიძლება: შემწვარი, მარილიანი, შაშხი, ღორის ხორცი, ხახვიანი, ნივრიანი,


ქონიანი და ძლიერ ცხიმიანი, ტკბილეული.

კნუტისთვის შეიძლება (რძის პერიოდიდან რომ გამოვა მას შემდეგ!):


კატის მშრალი საკვები(„კორმი“), ხაჭო, მაწონი, კვერცხის გულიც და ცილაც, ქათმის და საქონლის
ნაკლებცხიმიანი მოხარშული ხორცი, კატის კონსერვი და ჟელე არასისტემატურად, არაჟანი
ყველაზე დაბალცხიმიანი და ისიც ცოტა, რომ კუჭი არ აუშალოს, ასევე კვირაში 2-ჯერ მოხარშული
ქათმის გულ-ღვიძლი, ფაფები(ბრინჯის, წიწიბურას, გერკულესის).

სითბოს მნიშვნელობა კნუტისთვის

კნუტისთვის რძის გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია სხეულის სითბო, განსაკუთრებით 1თვეზე


ნაკლები ასაკის კნუტისთვის ყველაზე მთავარია ტემპერატურა. ბუნებრივად იგი არის დედის
მზრუნველობის ქვეშ 38-39˚C ტემპერატურაზე. ამიტომ ყველაფერი, რასაც კნუტი ეხება, თბილი
უნდა იყოს(ბუდე,გასახვევი ნაჭერი,საჭმელი,ხელი, ბამბა უკანა ტანის ამოწმენდისას).
ტემპერატურა უნდა იყოს 38-39˚C. კუჭში ჩასული ცივი საჭმელი ვერ თბება და კუჭში ცუდად
მოინელება და ნაწლავში გადადის მოუნელებელი რძე და იქ "ლპება", რაც საბოლოოდ ფაღარათებს
და კნუტის დაღუპვასაც იწვევს.
9

ასევე საშიშია კნუტისთვის გადახურებაც, რადგან ის იწვევს ბევრი წყლის აორთქლებას, სხეულის
გაუწყლოვნებას, შესაბამისად სისხლის შესქელებას და სისხლის ცირკულაციის მოშლას, წნევის
დავარდნისა და გონების დაკარგვის ჩათვლით. ამიტომ გადახურებისა და მის მიერ გამოწვეული
გაიწყლოვნების საპროფილაქტიკოდ კნუტს ყოველთვის უნდა ედგას ახალი წყლით ჭურჭელი.

კნუტის თვალების ახელა

კნუტებს ხშირად ემართებათ კონიუქტივიტი- თვალის ლორწოვანი გარსის ანთება.


კონიუქტივიტის ნიშანია თვალიდან ჯერ გამჭვირვალე სეროზული სითხის, ხოლო მოგვიანებით
ჩირქოვანი გამონადენი და ამ გამონადენით ქუთუთოების შეწებება. ამის მიზეზი სხვაა თვალის
ახელამდე და სხვა თვალის ახელის შემდეგ. საშუალოდ მე-10-14 დღეს კნუტს თვალი უნდა
აეხილოს, მაგრამ თუ დედა ჭიითაა ინვაზირებული, კნუტი დედის რძით იღებს ჭიის ტოქსინებს
და ზოგჯერ თვითონ ჭიასაც. სწორედ ეს ჭიის ტოქსინები ან რძით ნაწლავში გადასული ჭიები
იწვევს მის ალერგიზაციას და ალერგიული კონიუქტივიტის განვითარებას. კონიუქტივიტის ერთ-
ერთი ნიშანია თვალის ლირქოვანის ჟონვადობის გაძლიერება და ჩნდება ჭარბი გამონადენი ჯერ
კიდევ აუხელელი თვალიდან. ცხადია ეს გამონადენი გროვდება აუხელელი კნუტის ქუთუთოების
ქვეშ და როცა თვალის ახელის დრო მოვა ქუთუთოების კიდეები ამ გამონადენით შეწებებულია
ერთმანეთთან, რის გამოც კნუტი თვალს ვეღარ ახელს. დედას აქვს კნუტისთვის თვალების
წმენდის ინსტიქტი, მაგრამ ის არაა საკმარისი და ვერ ერევა ქუთუთოების ძლიერ შეწებებას.
შედეგად ქუთუთოების ქვეშ დაგროვილი ანთებითი ექსუდატი(გამონადენი) ბაქტერიული
ინფექციით ინფიცირდება და იწყება ჩირქოვანი კონიუქტივიტი. თუ ქუთუთოები ყველგან არაა
შეწებებული ანტებითი გამონადენით ეს კნუტისთვის უკეთესია, რადგან ინფიცირებული
გამონადენი გარეთ გადმოდის, მაგრამ ბოლოს ეს წებვადი გამონადენი ქუთუთოებს მთლიანად
მიაწებებს ერთმანეთს და მაშინ გამონადენი საერთოდ ვერ გადმოდის თვალიდან და ეს კიდევ
უფრო საშიშია, რადგან პროცესი თვალის კაკალზე სწრაფად გადადის, ჯერ იწვევს რქოვანა გარსის
დაჩირქებას, ხოლო მოგვიანებით თვალის კაკლის ღრმა შრეების დაჩირქებასაც, რის გამოც ჯერ
ერთი კნუტი იწამლება ინფექციური ინტოქსიკაციით და მეორეც, კარგავს მხედველობის ორგანოს.

რაც შეეხება თვალის ახელის შემდეგ კონიუქტივიტის განვითარების მიზეზი ჭიის გარდა
შეიძლება იყოს ახელილ თვალში ინფექციის შეჭრა კნუტის საცხოვრებელი ყუთის არაჰიგიენური
პირობების გამო. კნუტი ახელილი თვალებით ეხება დედა კატის ხშირი ჩახტომა- ამოხტომის გამო
მიწითა და მტვრით დაბინძურებულ საფენს და ეს იწვევს კნუტის თვალში ინფექციის შეჭრას და
ინფექციური კონიუქტივიტის განვითარებას.
10

როგორ ვებრძოლოთ კონიუქტივიტს? ჩვენი მიზანია არ მივცეთ საშუალება მიკრობებს რომ


შეწებებული, დაკეტილი თვალის ქვეშ დაგროვდეს ანთებითი, წებოვანი გამონადენი და ჯერ
თვალის ლორწოვანი გარსი დააჩირქოს, შემდეგ კი თვალის კაკლის ღრმა შრეებშიც შეაღწიოს.
ამიტომ უნდა დავეხმაროთ კნუტს თვალის გაღებაში, მაგრამ ძალით არ უნდა გავუღოთ. თუ
სისველე გადმოდის თვალიდან ან ჩირქი ამ დროს ჩაის მუქ ნაყენში ან გვირილის ნახარშში
დასველებული ბამბით უნდა ამოვუწმინდოთ და შემდეგ ფრთხილად, სველი ბამბის ოდნავ
დაწოლით დავუმასაჟოთ რომ თვალი გააღოს. თუ ეს საკმარისი არ იქნება მერე ქუთუთოები
ფრთხილად, პატარა ძალის გამოყენებით გავუჭიმოთ, რომ შეწებებული ქუთუთოს კიდეები
დავაცილოთ.

ამის შემდეგ საჭიროა ფართე სპექტრის ანტიბიოტიკის წვეთების გამოყენება. ასეთია


ციპროფლოქსაცინის და გენტამიცინის თვალის წვეთები და ტეტრაციკლინის თვალის მალამო.
შედეგს მივიღებთ 2-3 ჩაწვეთებისთანავე. ასევე შეიძლება ალბუციდის, ლევომიცეტინის წვეთების
გამოყენებაც, თუმცა უმჯობესია ზემოჩამოთვლილი ანტიბიოტიკები.

არავითარი ჰორმონშემცევლი თვალის წვეთების ხმარება არ შეიძლება(დექსამეტაზონი,


სოფრადექსი, მაქსიტროლი, ნელადექსი), რადგან არ ვართ დარწმუნებული, რომ ვირუსულ
ინფექციასთან არ გვაქვს საქმე, რასაც ჰორმონშემცველი წვეთები კიდევ უფრო გააღრმავებს.

ესაა კნუტების დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზი. ჩვენ ვერ ვგებულობთ და სინამდვილეში ამის
გამო ვერ ნახულობს მზის სინათლეს კნუტების უმრავლესობა, სარდაფებშივე იხოცებიან
თვალების დაჩირქების გამო. დედა რომ შეატყობს რომ სუნი ასდის მოაცილებს სხვა შვილებს და
ძუძუს აღარ აწოვებს და დასუსტებისგან-გამოფიტვისგან იღუპებიან ან კიდე დედა შეჭამს. შეჭმით
2 საქმეს აკეთებს: ინფექციას აცილებს სხვა შვილებს და ხორცის ცილის აუტანელ დეფიციტს
იკმაყოფილებს, რომ სხვა შვილებს რძე დაალევინოს. და ასე უწყდება უმრავლესობა შვილები...

ასე ვრცლად იმიტომ დავწერე, რომ ცხოველთა ვნებების "ბალელშიკებმა", რომლებიც ნიანგის
ცრემლებს ღვრიან და აპროტესტებენ კასტრაცია-სტერილიზაციას და ცხოველთა სექსუალურ
უფლებებს იცავენ, წაიკითხონ და გაითავისონ ის საშინელება, რაც სარდაფებში ხდება მანამ, სანამ
დედა კატა კნუტებს გამოიყვანს დღის შუქზე და რომ უმრავლესობა საერთოდ ვერ ნახულობს
დღის შუქს და საშინელი წამებით თვალების დაჩირქებით იღუპება სარდაფებში. ეს კიდევ ერთი
სერიოზული მიზეზია, თუ რატო უნდა გასტერილდეს ცხოველები!!!
11

You might also like