You are on page 1of 1

ჭადარი და კაკალი

ჭადარი და კაკალი წაეკიდნენ.

"შენ რა კაცი ხარ, ყოველ შემოდგომას ხალხი დაგესევა ხელკეტებითა და თავპირს

დაგამტვრევენ. მე კი ვდგავარ ცადატყორცნილი და ამაყად გადავცქერი ჩემს ქვემოდ

მოფუსფუსე ადამიანებს" , - ეუბნება ჭადარი თავის მეზობელს.

კაკალმა მწარედ გაიღიმა:

"ჰერი ჰა, ნუთუ არ იცი შლეგო, ხელკეტებს მხოლოდ იმას რომ ესვრიან, ვისგანაც ნაყოფს

გამოელიან, ამიტომაც ჯერ გიჟის გარდა არავინ მინახავს, ხელკეტს რომ გესროდეს

უნაყოფოს, ბერწს".

You might also like