You are on page 1of 2

1.

მოხელის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად მოხელის სერთიფიკატი არ


მოეთხოვება ?

მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში


მონაწილეობისას მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება:
ა) მოქმედ მოხელეს;
ბ) ყოფილ მოხელეს;
გ) უმაღლესი განათლების მქონე პირს;
დ) პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. პირის მიერ
ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს პირის
(აბიტურიენტის) მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის
გადალახვას ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებში, ხოლო არჩევითი
საგნების არჩევის შემთხვევაში – აგრეთვე არჩევით საგნებში.

2,რას ეწოდება საჯარო სამსახური?

საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა, მუნიციპალიტეტის ორგანოებში


(დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა

. საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,


საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების
აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციაში საქმიანობა; 

3,რასეწოდება საჯარო დაწესებულება ?

საჯარო დაწესებულება − სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის


რესპუბლიკური ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და
შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, აგრეთვე მის წინაშე
ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, ასევე სხვა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით
განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის
უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია და მასში მუშაობენ საჯარო მოსამსახურეები;

4,რას ეწოდება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპ?

საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული


(პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. საჯარო
მოსამსახურეს ასევე უფლება არა აქვს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი
უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო
კამპანიაში. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო
სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო
აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

5, რა იგულისხმება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპში?

საჯარო სამსახური ხორციელდება გამჭვირვალედ და ღიად, საქართველოს


კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6, რამდენი ეტაპისაგან შედგება კონკურსი?

კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) კანდიდატის შეფასება;
გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.

You might also like