You are on page 1of 13

საჯაროს საკითები

1.იმსჯელეთ პროფესიული საჯარო მოხელისთვის, მოხელის კლასის მინიჭების წესსა


და პირობაზე. განსაზღვრეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. რას შეცვლიდით.

მოხელის საკლასო ჩინი განსაზღვრავს მისი პროფესიული დონისა და მონაცემების


შესაბამისობის ხარისხს მოცემული თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო
მოთხოვნებთან. საკლასო ჩინის მინიჭება ან ჩამორთმევა ხდება მოხელის მიერ ატესტაციის
გავლის შედეგების მიხედვით, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე
მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად კომპეტენციის განვრცობადობისა და
უფლებამოსილების დონის მიხედვით საჯარო სამსახურში თანამდებობები იყოფა შემდეგ
რანგებად:

ა) მთავარი საჯარო თანამდებობა;

ბ) წამყვანი საჯარო თანამდებობა;

გ) უფროსი საჯარო თანამდებობა;

დ) უმცროსი საჯარო თანამდებობა.

მოხელეს საჯარო სამსახურში დაკავებული თანამდებობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოთ


შემდეგი საკლასო ჩინი:

ა) მთავარ საჯარო თანამდებობაზე

– ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი,

– პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი,

– სახელმწიფო მრჩეველი;

ბ) წამყვან საჯარო თანამდებობაზე

– პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი;

გ) უფროს საჯარო თანამდებობაზე

– საჯარო სამსახურის, პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი;

დ) უმცროს საჯარო თანამდებობაზე

– საჯარო სამსახურის პირველი, მეორე, მესამე კლასის რეფერენტი.

1
2.დეტალურად დაახასიათეთ კონკურსის ტიპები, გამოყავით მათ შორის სხვაობა და
მოიყვანეთ თითო მაგალითი(პოზიცია).

დახურული კონკურსი - ცხადდება ზემდგომი (მე-3, მე-2 ან პირველი) რანგის


პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

ღია კონკურსი - ღია კონკურსი ცხადდება მეოთხე რანგის პროფესიული საჯარო


მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და ასევე ამ მუხლის მე-5
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში,

გამარტივებული კონკურსი - კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი


ხელშეკრულების საფუძველზე მისაღებად შეირჩევა გამარტივებული კონკურსის
საფუძველზე. კანდიდატი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა
და მისი მოადგილის ვაკანუტურ თანამდებობაზე მისაღებად ასევე შეირჩევა
გამარტივებული კონკურსის საფუძველზე.

შიდა კონკურსი - არის, როდესაც კონკურსში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ


აღნიშნულ სამსახურში კონკრეტულ დეპარტამენტში მომუშავე კადრები, ვისაც ამ
პოზიციაზე მუშაობის სურვილი აქვთ.

ტესტები:

1) საჯარო მოსამსახურე არის.


პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირი;
2) საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიზანია.

უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე,


პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე
დაფუძნებული , სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის
ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძლის შექმნა.

2
3) მოვალოებათა შესრულების სირთულის მიხედვით მე-4 რანგის მოხელეს
(პირველი, მე-2, მე-3, ყველა რანგი) პასუხისმგებლობები.

პირველი რანგისათვის (მაღალი მმართველობითი დონე) აუცილებელი


სპეციალური მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის


გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2
წლის გამოცდილება.

მეორე რანგისათვის (საშუალო მმართველობითი დონე) აუცილებელი


სპეციალური მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სპეციალობით ან შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლის


გამოცდილება.

მესამე რანგისათვის (უფროსი სპეციალისტის დონე) აუცილებელი სპეციალური


მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის
გამოცდილება.

მეოთხე რანგისათვის (უმცროსი სპეციალისტის დონე) აუცილებელი სპეციალური


მოთხოვნები : 1. მეოთხე რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნაა
სრული ზოგადი განათლება. 2. მეოთხე რანგისათვის სამუშაო გამოცდილება არ
მოითხოვება.

4) თამარს 2020 წელს მიენიჭა მე-6 კლასი. რომელი კლასი ექნება მას 2025 წლის
ბოლოს თუ მისი შეფასება 2020-2021 – 3 ქულაა. 2022 - 2 ქულაა. 2023 – 4 ქულაა.
2024 - 2 ქულაა. 2025 – 4 ქულაა.
მე-9 კლასი

3
5) ჩამოთვლილიდან სახელმწიფო პოლიტიკური პირები არიან
საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი,
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი და
მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრები და მათი
მოადგილეები;

6) საჯარო მოსამსახურის სახეებია


პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირი;

7) მოხელის თანამდებობაზე რანგის განაწილების ფაქტორები


პასუხისმგებლობა, მოვალეობათა შესრულების სირთულე, კომპეტენციები,
აუცილებელი კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება

8) ჩამოთვლილთაგან რომელია სპეციალური მოთხოვნის მაგალითი


უმაღლესი განათლება
9) ნინოს აქვს სრული ზოგადი განათლება და სურს დაიწყოს მუშაობა საჯარო
სამსახურში, აქვს თუ არა ვალდებულება ჰქონდეს საჯარო მოხელის
სერთიფიკატი.
კი

10) მოხელისთვის დადგენილი ძირითადი სავალდებულო მოთხოვნილებებია


სრულწლოვანი, მოქალაქე, სახელმწიფო ენა.

4
11) შიდა კონკურსში მონაწიელობის უფლება აქვს

შიდა კონკურსში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ აღნიშნულ სამსახურში


კონკრეტულ დეპარტამენტში მომუშავე კადრები, ვისაც ამ პოზიციაზე მუშაობის
სურვილი აქვთ.

12) დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს

მოქმედ პროფესიულ საჯარო მოხელეს, მოხელეთა რეზევრში ჩარიცხულ პირსა და


შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს
საჯარო სამსახურის სისტემაში და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“
კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

13) რისთვის ცხადდება შიდა კონკურსი

შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური


თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების
სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ
მოხელეს.

14) რისთვის ცხადდება გამარტივებული კონკურსი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის


ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ცხადდება გამარტივებული საჯარო
კონკურსი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შემთხვევებისა. საუკეთესო კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი
ხელშეკრულების საფუძველზე შეირჩევა გამარტივებული საჯარო კონკურსის
საფუძველზე.

15) კომისიამ თუ არ წარადგინა არც ერთი წევრი დასანიშნად, რა ხდება მაშინ

5
კონკურსი ცხადდება ჩაშლილად და მერე გარეთ ეძებენ კადრს.

16) რომელ რანგებზე ცხადდება დახურული კონკურსი

1-2-3 დახურული კონკურსი ცხადდება ზემდგომი (მე-3, მე-2 ან პირველი) რანგის


პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

17) ჩამოთვალეთ რომელი შეიძლება იყოს საკონკურსო კომისიის


დამოუკიდებელი სპეციალისტი? - არასამთავრობო
18) რამდენი წევრი უნდა იყოს კომისიაში? - მინიმუმ 3
19) იუსტიციის სახლის სპეციალურ თანამდებობაზე...? - ღია კონკურსი
20) შიდა ორგანიზაციული კომუნიკაცია გულისხმობს
ეს არის პროცესი ორგანიზაციის შიგნით, რომელიც მოიცავს ინფორმაციის
გაზიარებას საკომუნიკაციო არხების მეშვეობით როგორც ვერტიკალურად
ასევე ჰორიზონტალურად, ორგანიზაციის მიზნების მიღწევის
გასამარტივებლად. კომუნიკაცია შეიძლება შედგეს სხვადასხვა ფორმით
(სიტყვიერი, წერილობითი, ციფრული...), გუნდებში და კომპანიის მასშტაბით.
21) შიდა ორგანიზაციული კვლევები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სფეროებს.
 მართვის ეფექტიანობა;
 სტრუქტურა და ორგანიზაციული კომუნიკაცია;
 პერსონალის შრომითი განწყობები (შრომითი კმაყოფილება,
ორგანიზაციისადმი ერთგულება, ჩართულობა); პერსონალის შრომითი
განწყობების წინაპირობები და ორგანიზაციული შედეგები;
 სამართლიანობის აღქმა ორგანიზაციაში და მისი კავშირი შრომით
განწყობებსა და სამუშაოს შესრულებასთან;
 შესაბამისობის კვლევები - ინდივიდი-სამუშაოსა და ინდივიდი-
ორგანიზაციის თავსებადობა (კომპეტენციები, ღირებულებები...);
 ორგანიზაციული კულტურა - ორგანიზაციაში არსებული ღირებულებების
იდენტიფიკაცია და მისი ეფექტის შეფასება ორგანიზაციის ეფექტიანობაზე;

6
 ორგანიზაციული პროცესებისადმი თანამშრომელთა დამოკიდებულებები და
მოლოდინები;
 სამუშაო სტრესი - სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესორების
იდენტიფიცირება;
 თანამშრომელთა კეთილდღეობა - ბედნიერების სუბიექტური აღქმის შეფასება;
 კონტრპროდუქტიული და პროდუქტიული ქცევები ორგანიზაციაში -
სამოქალაქო ორგანიზაციული ქცევა, დევიაციური ქცევები ორგანიზაციაში;
 ორგანიზაციული კონფლიქტების ანალიზი, ინდივიდუალურ, ჯგუფისა და
ორგანიზაციის დონეზე;
 ორგანიზაციის რეპუტაცია - ორგანიზაციის იდენტობა, ორგანიზაციის იმიჯი,
კორპორატიული რეპუტაცია;
 მომხმარებელთა განწყობებისა და შიდაორგანიზაციული განწყობების
კომპლექსური ანალიზი;
 პროექტის ემპირიული (კვლევაზე დაფუძნებული) შეფასება (საჭიროებების
ანალიზი (Needs Assessment); მიმდინარე პროექტის მონიტორინგი; პროექტის
ეფექტიანობის შეფასება).

22) სახელფასო დანამატი გაიცემა საჯარო დაწესებულებაში


ყველა (ჯანმრთელობის რისკის შემცველი, ზეგანაკვეთური და ა.შ.)
23) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) მოიცავს
ყველაფერს რაც მოიცავს (თანმ. სარგო, საკლასო დაწინაურება, დიპლომი,
ფულადი ჯილდო)
24) საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: 20%
25) რამდენი არის სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა: 20%

7
26) მოხელის სახელფასო დანამატი არის: მოხელის ზეგანაკვეთური სამუშაოს
ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის: ღამის საათებში,
დასვენების დღეს უქმე დღეს ... ჯანმრთ. საფრთხის შემთხვევაში, ეძლევა
საქართველოს კანონით დადგენილათ
27) ძირითადი ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომი
აქტივობაა: კანდიდატების ინფორმირება მათ მიერ მოთხოვნებთან
შესაბამისობის შესახებ

28) დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: რეზერვი

29) კანდიდატი უფლებამოსილია განაცხადში შეიტანოს ცვლილება: ვადის


ამოწურვამდე

30) ორგანიზაციაში შეფასების სისტემის დანერგვისას უნდა გავითვალისწინოთ: ა)


ორგანიზაციული კულტურა ბ) მენეჯერების უნარები და გამოცდილება
შეფასების მიმართულებით გ) ორგში არსბეული ცოდნა და გამოცდილება
შეგასების მიმართულებით დ) ყველა პასუხი სწორია (დ არის სწორი)
31) ხელმძღვანელის ცვლილებისას შეფასებას ანხორციელებს: ინდივიდუალურად

32) რას გულისხმობს შეფასების პროცესში მოხელესთან გასაუბრება, რა მიზანი


აქვს: უკუკავშირის გაცემა ორივე მხრიდან

33) შეფასების პროცესში საჯარო სამსახურის ბიუროს ვალდებულებაა: საჯარო


დაწესებულებას გაუწიოს მეთოდური დახმარება

34) მოხელის შესრულებული სამუშაოს შეფასებას ანხორციელებს: უშუალო


ხელმძღვანელი

8
35) შუალედური შეფასების მიზანია: უკუკავშირის მიცემა და ხარვეზების
გამოსწორება

36) მოხელე შეფასებას ექვემდებარება: წელიწადში ერთხელ მაინც

37) შეფასების პროცესში ჩართული პირები არიან: ა)სამმართველოს უფროსი


ბ)მერი გ)მინისტრი დ) ყველა პასუხი სწორია (სწორი პასუხია დ)

38) რომელ პოზიციებზე არ ვრცელდება შეფასების წესი: შრომითი


ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე

39) ორგანიზაციაში იგეგმება შეფასების სისტემის დანერგვა. პროფესიული


განვითარების გეგმაში ადამიანური რესურსების მენეჯერმა გაწერა ყველა
მენეჯერის გადამზადება. თანამშრომლის შეფასების მიმართულებით
მოხელის პროფესიული საჭიროების განსაზღვრის რომელი კრიტერიუმი
გამოიყენა ად. რესურსების მენეჯერმა: საჯარო დაწესებულების
სტრატეგიული მიზნები და საჭიროებები

40) იმ შემთხვევაში თუ მოხელე არ ეთანხმება შესრულებული სამუშაოს შედეგს:


გასაუბრების თავიდან ჩატარების მოთხოვნა

41) რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოყვეს მოხელის საუკეთესოდ


შეფასებას: პროფესიული განვითარება

42) იმ შემთხვევაში თუ მოხელე უარს იტყვის შეფასებაზე: დისციპლინური


გადაცდომა

9
43) შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესში მონაწილეობს: უშუალო
ხელძღვანელი, არმ მენეჯერი, მოხელე
44) იმ შემთხვევაში თუ კომისიამ არცერთი კანდიდატი არ წარადგინა დასანიშნად:
კონკურსი ცხადდება ჩაშლილად

45) მობილობის ფარგლებში შესაძლებელია მოხელე გადაყვანილ იქნას: ტოლფას


ან დაბალ თანამდებობაზე

46) რას გულისხმობს შერწყმა: ორი ან მეტი საჯარო დაწესებულების გაერთიანებას

47) თამარის შეფასების შემდეგ მისმა უშუალო ხელმძღვანელმა შეადგინა თამარის


პროფესიული განვითარების გეგმა, მოხელის საჭიროების განსაზღვრის
რომელი კრიტერიუმი გამოიყენა ხელმძღვანელმა: მოხელის მიერ
შესრულებული სამუშაოს შედეგები

48) რომელი რანგის მოხელეებს აქვთ პიროვნული და პროფესიული განვითარების


კონპეტეციების კურსის გავლის ვალდებულება: IV – III რანგის
თანამშრომლები

49) ნინო 2012 წლიდან მუშაობს მეორადი სტრუქტურის ხელმძღვანელად მისმა


უშუალო ხელმძღვანელმა გადაწყვიტა რომ მან უნდა გაიაროს მოხელის
მენეჯერული უნარების ტრენინგი, რა ტიპის პროგრამას მიეკუთვნება
აღნიშნული ტრენინგი?: პროფესიული განვითარების დამატებითი პროგრამა

50) რა შემთხვევაში ხდება გამოსაცდელი ვადით დანიშვნა?: მოხელის სტატუსის


არმქონე პირი

10
51) მოხელე გამოსაცდელი პერიოდის დროს ფასდება: მუშაობის დაწყებიდან
ყოველ 3 თვეში

52) რას გულისხმობს ლიკვიდაცია?: საჯარო დაწესებულების გაუქმება

53) მენტორინგის მიზანია: დაწესებულებაში დარგობრივი ცოდნის ექსპერტული


გამოცდილების გაზიარება აქტიური უკუკავშირისა და სამუშაო გარემოში
პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების გზით.

54) თამარი 2020 წლის 4 მაისს დაინიშნა პროფესიული საჯარო მოხელის


პოზიციაზე, როდის დასრულდება მისი გამოსაცდელი ვადა: 2021 წლის 4 მაისს

55) რას ნიშნავს რეორგანიზაცია?: საჯარო დაწესებულების ან მისი ცალკეული


სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობილების შეცვლა, რის
შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად
ახალი სტრუქტურა. საჯარო დაწესებულების არავაკანტური შტატების
გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობების ფუნქცია, იერარქიული
რანგი ანდა კატეგორია) ანდა შემცირება

56) რას ნიშნავს მობილობა?: საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის,


ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო
შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი
მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ
თანამდებობაზე.

11
ხლი 4. პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება
1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური
თანამდებობის პირზე;
ბ) საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების
ფრაქციების აპარატების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის
თანამშრომლებზე;
გ) მოსამართლეზე;
დ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს წევრზე;
ვ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის
მოადგილეზე;
ზ) საქართველოს სახალხო დამცველსა და მის მოადგილეზე;
თ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეზე;
თ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეზე ;
ი) (ამოღებულია - 05.09.2018, №3387);
კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე ,
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე ,
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსებსა და მათ
მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
მთავრობების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და
საქართველოს მინისტრების სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ
მოადგილეებზე;
მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის
მოადგილეზე;
ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე,
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრზე;
ო) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო
მდივნებსა და მათ მოადგილეებზე;

12
პ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენსა და მის მოადგილეზე;
ჟ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და საოლქო
საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრებზე;
რ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა
პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა;
ს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე ;
უ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4075);
ფ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის
მოადგილეზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული
ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სამინისტროს ტერიტორიული
ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე (გარდა საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული
ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი
მოადგილისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − რესურსცენტრის უფროსისა და
მისი მოადგილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და
კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა), საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის
მოადგილეზე;
ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორზე ,
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებზე და საპენსიო სააგენტოს
თანამშრომლებზე;
ღ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს
წევრზე.

13

You might also like