You are on page 1of 6

ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი

მე-5 რაუნდი

ხშირად დასმული კითხვები

1. შესაძლებელია თუ არა „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსში“


ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღონ კოალიციურად?

√ დიახ, შესაძლებელია, თუმცა ეს არც სავალდებულოა და არც უპირატესობის მინიჭების


კრიტერიუმი.

2. სავალდებულოა თუ არა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ვიდეოს გამოგზავნა?

√ არ არის სავალდებულო. ვიდეოგანაცხადი არის განაცხადის ალტერნატიული ფორმა, ის


უნდა პასუხობდეს საგრანტო განაცხადის ფორმაში დასმულ კითხვებს (აღწერდეს პრობლემას
და მისი გადაჭრის გზებს). სასურველია, რომ მასში წარმოდგენილი იყოს თემის
წარმომადგენელთა მოსაზრებები. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს და
ის YouTube-ზე უნდა იყოს ატვირთული.

3. რომელ ფორმატს მიენიჭება პრიორიტეტი წერილობით თუ ვიდეოს სახით წარდგენილ


განაცხადებს?

√ განაცხადის წარდგენის რომელიმე ფორმას შეფასების პროცესში პრიორიტეტი არ მიენიჭება.

4. როდის არის ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული


შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა?

√ 2024 წლის 26 აპრილი. სასურველია, კითხვები დროულად გამოგზავნოთ, რომ მათზე


პასუხების გაცემისთვის გვქონდეს საკმარისი დრო. საგრანტო კონკურსის ფარგლებში
განაცხადების მიღება წარმოებს 26 აპრილის 23:59 საათამდე.

5. შესაძლებელია თუ არა ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსში მონაწილეობა


მიიღოს ახლად დაარსებულმა ორგანიზაციამ?

√ დიახ, შესაძლებელია. საგრანტო კონკურსი ამ მხრივ რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

6. უპირატესობა მიენიჭებათ თუ არა რეგისტრირებულ ორგანიზაციებს?


√ საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეფასება არ ხდება იმის მიხედვით, რეგისტრირებულია
თუ არა განმცხადებელი.

7. შესაძლებელია თუ არა საგრანტო კონკურსის განაცხადი მოიცავდეს საინფორმაციო


კამპანიას?

√ დიახ, შესაძლებელია.

8. აუცილებელია თუ არა განმცხადებელს ჰქონდეს იურიდიული სტატუსი?

√ არ არის აუცილებელი. საგრანტო კონკურსი ღიაა არარეგისტრირებული


გაერთიანებებისთვისაც.

9. შესაძლებელია თუ არა განმცხადებელი იყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის


საზოგადოების (შპს) იურიდიული სტატუსის მქონე პირი?

√ არ არის შესაძლებელი.

10. შესაძლებელია თუ არა განმცხადებელი იყოს მუნიციპალიტეტი?

√ არ არის შესაძლებელი.

11. შესაძლებელია თუ არა ერთმა და იმავე განმცხადებელმა რამდენიმე განაცხადი


წარადგინოს?

√ დიახ, შესაძლებელია.

12. ენიჭება თუ არა ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში


რომელიმე რეგიონს პრიორიტეტი?

√ ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში რომელიმე რეგიონს


პრიორიტეტი არ ენიჭება. მთავარია, განაცხადი შეფასების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.

13. შესაძლებელია თუ არა თბილისში რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ აქტივობები


რეგიონებში განახორციელოს?

√ დიახ, შესაძლებელია.

14. აუცილებელია თუ არა თბილისში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც


საქმიანობას რეგიონში ახორციელებს ჰყავდეს ადგილობრივი პარტნიორი?
√ არ არის აუცილებელი. თუმცა, კომისია შეაფასებს საპროექტო განაცხადში მოცემული
გუნდის გამოცდილებას საპროექტო იდეასთან და შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან
მუშაობასთან მიმართებაში.

15. ვინ შეიძლება იყოს პროექტის პარტნიორი?

√ საგრანტო კონკურსი პარტნიორების განსაზღვრის რაიმე კრიტერიუმს არ ითვალისწინებს.


პარტნიორები პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დაიდენტიფიცირდეს,
გონივრულობის პრინციპით.

16. აქვს თუ არა სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებას კონკურსში მონაწილეობის უფლება?

√ სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებას შეუძლია კონკურსში მონაწილეობა. რაც შეეხება


პროექტში მათ დასაქმებას, საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად. ფიზიკური პირის
შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის
შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან
მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შესაბამისი შრომითი ურთიერთობა
არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ,
ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და
საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

17. ბიუჯეტის რა პროცენტს უნდა მოიცავდეს ადმინისტრაციული ხარჯები?

√ ბიუჯეტის პუნქტებს შორის ხარჯების განაწილების პროცენტული შეზღუდვა არ არსებობს,


თუმცა, ხარჯები გონივრულად დაბალანსებული უნდა იყოს.

18. გამარჯვებული პროექტები იქნებიან თუ არა დღგ-ს გადასახადისგან


გათავისუფლებულები?

√ დიახ.

19. შესაძლებელია თუ არა პროექტის ბიუჯეტის ორგანიზაციული საჭიროებების


დაფარვისკენ მიმართვა?

√ მოცემული საგრანტო კონკურსი არ ითვალისწინებს ორგანიზაციული განვითარებისკენ


მიმართული ხარჯების დაფარვას, შესაბამისად, ბიუჯეტში მხოლოდ ის ხარჯები უნდა იყოს
წარმოდგენილი, რომლებიც წარდგენილი პროექტის განხორციელებისთვის იქნება საჭირო.

20. შესაძლებელია თუ არა სააპლიკაციო ეტაპზე წარდგენილი ბიუჯეტის შემდგომში


მოდიფიცირება?
√ დიახ. სააპლიკაციო ეტაპზე წარდგენილი ბიუჯეტის ფორმა არ არის საბოლოო და შეიძლება
შეიცვალოს სოციალური ლაბორატორიის ფორმატის (რაც შერჩევის მეორე ეტაპზე
ხორციელდება) შეხვედრის შემდეგ შეცვლილი სამოქმედო გეგმის შედეგად.

21. საჭიროა თუ არა პროექტს ჰყავდეს ფინანსური პერსონალი?

√ არარეგისტრირებული გაერთიანებების შემთხვევაში ფინანსური პროცედურები იმართება


USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მიერ, შესაბამისად,
შესაძლებელია პროექტის გუნდმა საჭიროდ არ მიიჩნიოს ფინანსური პერსონალის
დაქირავება. თუმცა, რეგისტრირებული ორგანიზაციების შემთხვევაში, ფინანსური
ანგარიშგება გრანტიორის ვალდებულებაა, შესაბამისად, ჩნდება ფინანსური პერსონალის
ჩართვის საჭიროება.

22. რამდენი ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული პროექტის განხორციელების პროცესში?

√ პროექტის ფარგლებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა განისაზღვრება საპროექტო


წინადადების საჭიროებებიდან გამომდინარე.

23. შესაძლებელია თუ არა განმცხადებელმა წარმოადგინოს პროექტის პერსონალის


რეზიუმეები და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია?

√ დამატებითი დოკუმენტების მოწოდება საჭირო არ არის.

24. აუცილებელია თუ არა ორგანიზაციას ჰქონდეს პროექტის მიზნების შესაბამისი


გამოცდილება?

√ პროექტების შეფასების კომისია იხელმძღვანელებს პროექტის გუნდის გამოცდილების


კრიტერიუმითაც. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ორგანიზაციას არ აქვს
პროექტის მიზნების შესაბამისი გამოცდილება, შესაბამისი ცოდნა უნდა არსებობდეს
განმახორციელებელი გუნდის წევრებს შორის.

25. რას გულისხმობს პროექტში თანამონაწილეობა, მას მხოლოდ ფინანსური განზომილება


აქვს?

√ თანამონაწილეობა შესაძლოა განისაზღვროს არაფინანსურადაც, თუ ეს მაგალითად მოიცავს


პროექტის აქტივობებისთვის სივრცის უფასოდ გამოყოფას, მომსახურების უსასყიდლოდ
გაწევას და ა.შ. თუმცა, თავის მხრივ, თითოეული ეს ხარჯი მონეტიზირებადია.

26. საინიციატივო ჯგუფის დაფინანსების სქემის შემთხვევაში ვინ ახორციელებს


მოლაპარაკებებს საქონლისა და მომსახურების კონკრეტულ მომწოდებლებთან?
√ მოლაპარაკებებს აწარმოებს საინიციატივო ჯგუფი, ხოლო ხელშეკრულებებს აფორმებს
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა.

27. საინიციატივო ჯგუფის დაფინანსების შემთხვევაში როგორ იქნება მოგვარებული


ფინანსური მენეჯმენტის საკითხები?

√ საინიციატივო ჯგუფის დაფინანსების შემთხვევაში ყველა საჭირო შესყიდვას (თანხების


გადარიცხვას ინვოისების, ხელშეკრულებების და შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე)
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა განახორციელებს.

28. შესაძლებელია თუ არა პროექტის აქტივობებში არასრულწლოვანი მოხალისეების


ჩართვა?

√ შესაძლებელია, თუმცა 16 წლამდე მონაწილეების შემთხვევაში საჭიროა კანონიერი


წარმომადგენლის თანხმობა.

29. რამდენად შესაძლებელია ინდივიდუალური მეწარმის დაფინანსება ინოვაციებისა და


გამოწვევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში?

√ საგრანტო კონკურსის ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობა არ დაფინანსდება.

30. განსხვავდება თუ არა საგრანტო დაფინანსების ზღვრები რეგისტრირებული


ორგანიზაციებსა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების შემთხვევაში?

√ დიახ. რეგისტრირებული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გასაცემი გრანტების ბიუჯეტი


$10,000-დან $30,000-მდეა, ხოლო მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის
გასაცემი გრანტების ბიუჯეტი - $1,000-დან $10,000-მდე.

31. განსხვავდება თუ არა პროექტის ვადები რეგისტრირებულ ორგანიზაციებსა და


მოქალაქეთა არარეგისტრირებულ გაერთიანებების შემთხვევაში?

√ დიახ. რეგისტრირებული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გასაცემი გრანტების


ხანგრძლივობა 12 თვემდეა, ხოლო მოქალაქეთა არარეგისტრირებული ჯგუფებისთვის - 6
თვემდე.

32. მინიმუმ რა დროის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს წარმოდგენილი პროექტები?

√ საგრანტო კონკურსი ამ მხრივ რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს, თუმცა


განმცხადებელმა უნდა იხელმძღვანელოს წარმოდგენილი პროექტის საჭიროებების
მიხედვით და გონივრულობის პრინციპით.
33. შესაძლებელია თუ არა ერთი პროექტის ფარგლებში საგრანტო დაფინანსების ორ
ორგანიზაციაზე გაცემა?

√ საგრანტო განაცხადის კოალიციურად გაკეთების შემთხვევაში, თანხა პარტნიორთაგან ერთ-


ერთ ორგანიზაციაზე გაიცემა. მოცემული საკითხი უშუალოდ გამარჯვებულ კანდიდატებთან
კომუნიკაციის შედეგად გადაწყდება.

34. რომელია ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც შესაძლებელი იქნება სტანდარტული


საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება და რა შემთხვევაში არ ფორმდება FAA?

√ მოცემული საგრანტო სქემის ფარგლებში შერჩეულ ორგანიზაციებთან ძირითადად FAA


ტიპის საგრანტო ხელშეკრულება იდება. სტანდარტული საგრანტო ხელშეკრულების
დადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად და ეს საკითხი მხოლოდ
გამარჯვებულ ორგანიზაციებთან განიხილება. ამ გადაწყვეტილების საფუძველი, სხვასთან
ერთად, შეიძლება იყოს: ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობა, მმართველობის სისტემა და
გრანტების მართვის გამოცდილება.

You might also like