You are on page 1of 3

დანართი 1

საპროექტო განაცხადის ფორმა

წინამდებარე დოკუმენტი NDI-ის მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში


საპროექტო განაცხადის გზამკვლევს წარმოადგენს. მოცემული რეკომენდაციები და
განმარტებები საპროექტო წინადადების კონკრეტულად და მკაფიოდ
ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. ამასთანავე, ამ ფორმის სათანადოდ შევსების
შემთხვევაში თქვენგან სრულყოფილად მივიღებთ საპროექტო წინადადების
განხილვისთვის საჭირო ინფორმაციას.

საპროექტო წინადადების წარმდგენი


ორგანიზაცი(ებ)ის/მხარეების სახელ(ებ)ი: XXXXX

პროექტის სახელწოდება
(ქართულ და ინგლისურ ენაზე) XXXXX

პროექტის ვადები: დღე/თვე/წელი და დღე/თვე/წელი

მოთხოვნილი თანხა: ---- ლარი

I. პროექტის მოკლე შეჯამება

ერთ ან ორ აბზაცში ნათლად და მოკლედ შეაჯამეთ თქვენი საპროექტო წინადადება:


მისი მიზანი და ამოცანები, ძირითადი სამიზნე ჯგუფები, დაგეგმილი აქტივობები
და მოსალოდნელი შედეგები.

II. არსებული მდგომარეობის ანალიზი და პროექტის მიზანი

არსებული მდგომარეობის ანალიზი

ამ სექციაში მოკლედ მიმოიხილეთ წინასაარჩევნო დისკურსში მოსახლეობის,


განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, საჭიროებების ასახვის მნიშვნელობა და ის
ძირითადი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათი ინტერესების სათანადოდ წამოწევას
პოლიტიკურ დღის წესრიგში.

პროექტის მიზანი
კონკრეტულად და მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ პროექტის საბოლოო მიზანი და
შესაბამისი ამოცანები. მიზანი არსებული მდგომარეობის ანალიზისას გამოკვეთილ
საჭიროებებსა და გამოწვევებს პირდაპირ უნდა პასუხობდეს. პროექტს გაზომვადი
მიზნები და ამოცანები უნდა ჰქონდეს და მათი შეფასება შესაძლებელი უნდა იყოს.
ისინი მასშტაბებისა და დროის თვალსაზრისით შეზღუდული უნდა იყოს და
კონკრეტულად უნდა განმარტავდეს, აღნიშნული პროექტისთვის მოთხოვნილი
ფინანსური რესურსებით რა შედეგები იქნება მიღწეული.

III. პროექტის აქტივობები

დეტალურად აღწერეთ, როგორ გამოიკვლევთ თქვენს რეგიონში/მუნიციპალიტეტში


მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხებს და შემდგომში რა აქტივობების
საშუალებით შეუწყობთ ხელს ამ საკითხების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების
წინასაარჩევნო დისკურსში ასახვას. აქტივობები თანმიმდევრულად უნდა იყოს
წარმოდგენილი და თითოეულ აქტივობას შორის ლოგიკური ბმა მკაფიოდ უნდა
ჩანდეს. ამ სექციაში ნათლად გამოყავით პრიორიტეტული საჭიროებების ფართო
საზოგადოებასა და იმ პოლიტიკურ აქტორებამდე ეფექტურად მიწოდების ხედვა,
რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ერთობლივი საპროექტო განაცხადის შემთხვევაში, აქტივობების აღწერისას უნდა


წარმოაჩინოთ, საპროექტო წინადადების წარმდგენ მხარეებს შორის როგორ არის
როლები და პასუხისმგებლობები გადანაწილებული.

IV. პროექტის მოსალოდნელი შედეგები

აღწერეთ პროექტის მოსალოდნელი შედეგები. მოკლედ მიმოიხილეთ პროექტის


განხორციელებასთან დაკავშირებული შიდა და/ან გარე რისკები და თქვენი ხედვა,
როგორ შეიძლება ამ კონკრეტული რისკების მართვა.

V. განმცხადებელი ორგანიზაცი(ებ)ის/მხარეების გამოცდილება

აღწერეთ საპროექტო წინადადების წარმდგენი ორგანიზაცი(ებ)ის წარსული


გამოცდილება, საქმიანობის სფერო და ექსპერტიზა, და გეოგრაფიული არეალი.
გამოყავით შემოთავაზებულ პროექტზე პასუხისმგებელი ძირითადი პირები, მათი
სამუშაოს აღწერილობა და მიუთითეთ შესაბამისი კვალიფიკაცია. ერთობლივი
განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, თუ საპროექტო წინადადებას
ორგანიზაციებთან ერთად ინდივიდიც წარადგენს, საკითხთან ან პროექტის სამიზნე
ჯგუფებთან დაკავშირებული მისი საქმიანობა და გამოცდილება ამ სექციაში
დეტალურად აღწერეთ.
დამატებით მიუთითეთ ორგანიზაცი(ებ)ის ხელმძღვანელი და მმართველი პირების
(აღმასრულებელი დირექტორი, გამგეობის თავმჯდომარე, ფინანსური მენეჯერი და
პროგრამის მენეჯერი) სახელები.

VI. საბუღალტრო სისტემა და ნაღდი ფულის მართვის პოლიტიკა

აღწერეთ თქვენი ორგანიზაციის საბუღალტრო სისტემა, განსაკუთრებით ნაღდი


ფულის მართვის პოლიტიკა, მათ შორის კონტროლის ის მექანიზმები (ავტორიზაცია,
შემოწმება, ნაღდი ფულის აღრიცხვის სისტემა, სხვა), რომელსაც გამოიყენებთ NDI-
ისგან მიღებული ფინანსური რესურსის ხელშეკრულებისა და საპროექტო
წინადადებაში მოცემული აქტივობების შესაბამისად დახარჯვისთვის.

VII. ბიუჯეტი

ბიუჯეტი პროექტის აქტივობების აღწერილობას პირდაპირ უნდა შეესაბამებოდეს.


მაგალითად, თუ პროექტის აქტივობების სექციაში გიწერიათ ოთხი სამუშაო
შეხვედრა, ბიუჯეტში ნათლად უნდა იყოს მითითებული ამ აქტივობის
განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები (იხილეთ დანართი 2).

ბიუჯეტის დოკუმენტთან ერთად, გთხოვთ, შეავსოთ ხარჯების განმარტების ფორმა


(იხილეთ დანართი 3). ხარჯების განმარტების ფორმა ბიუჯეტში მოცემულ
თითოეულ ხარჯს აღწერს და ასაბუთებს. ეს დოკუმენტი გაძლევთ საშუალებას,
ნებისმიერი უზუსტობა განმარტოთ (მაგ. თუ ოთხ შეხვედრას გეგმავთ, მაგრამ აქედან
ორს ორგანიზაციის ოფისში ჩაატარებთ და არ დაგჭირდებათ საკონფერენციო
სივრცის ქირის გადახდა, შეგიძლიათ ახსნათ აღნიშნული გარემოებები).

You might also like