You are on page 1of 32

პროექტის წერის

და მართვის
სახელმძღვანელო
სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გან­კუთ­ვნი­ლია ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­
ლის მოს­წავ­ლეე­ბის­თვის, პე­და­გო­გე­ბის­თვის და გრან­ტის მო­პო­ვე­
ბით დაინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მიე­რი პი­რის­თვის.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლია პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი პროექ­ტის


წე­რის და მარ­თვის შე­სა­ხებ.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო შეიქ­მნა გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და და­საქ­


მე­ბის ცენ­ტრის (EDEC) მიერ, პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თაო­ბა“ ფარ­
გლებ­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცია PH International-ის დაკ­ვე­თით. პროგ­რა­მას
„მო­მავ­ლის თაო­ბა“ ახორ­ციე­ლებს PH International-ი, აშშ საერ­თა­
შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის საა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით და სა­
ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნიე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის
სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მომ­ზად­და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რი­სა


და ამე­რი­კის შეერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის საერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის
საა­გენ­ტოს ძა­ლის­ხმე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე. ერ­თპი­როვ­ნუ­ლი პა­სუ­ხის­
მგებ­ლო­ბა მო­ცე­მულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში ასა­ხუ­ლი ინ­ფორ­მა­ციი­სა
და მას­ში გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის თაო­ბა­ზე ეკის­რე­ბა გა­ნათ­ლე­
ბის გან­ვი­თა­რე­ბის და და­საქ­მე­ბის ცენტრს და ის არ წარ­მოად­გენს
ამე­რი­კის შეერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის საერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის
საა­გენ­ტო­სა ან ამე­რი­კის შეერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბის შე­ხე­
დუ­ლე­ბებს.

სახელმძღვანელო დაიბეჭდა
„ფაუნტეინ ჯორჯიაში“.

© Project Harmony, Inc., 2021. ყვე­ლა უფ­ლე­ბა და­ცუ­ლია


ISBN 978-9941-8-0167-9
სარჩევი

• რა არის პროექტი?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4

• როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება პროექტის


განსახორციელებლად? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4

• რა თემაზე შეიძლება მომზადდეს პროექტი?.. . . . . . . . . . . 6


პროექტის სახელწოდება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6
საგრანტო განაცხადის თავფურცლის
პრაქტიკული მაგალითი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 7
• პროექტის აღწერა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8
პროექტის მიზანი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8
მოსალოდნელი შედეგები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8
• პრობლემის აღწერა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11
რა ღონისძიებები გატარდება მიზნის
მისაღწევად?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12
• მოსწავლეთა ჩართულობა პროექტში. . . . . . . . . . . . . . . . . . 14
• პროექტის პარტნიორები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15
• ვინ არიან პროექტის
ბენეფიციარები/მოსარგებლეები?.. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15

• რისკები და დაშვებები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 17
• პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების
დასრულების შემდეგ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 17

• პროექტის მონიტორინგი და შეფასება. . . . . . . . . . . . . . . . . 19


• პროექტის სამოქმედო გეგმა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 21
• ბიუჯეტი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 24

• დამატებით წარსადგენი დოკუმენტაცია


(დანართები). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 27
• პროექტის მართვის ციკლი (ეტაპები). . . . . . . . . . . . . . . . . . 27
• რას ვაკეთებთ პროექტის დასრულების შემდეგ?. . . . . . 28
• გამოყენებული ტერმინების განმარტებები. . . . . . . . . . . . 30

• გამოყენებული ლიტერატურა.. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 32
4

რა არის პროექტი?
პროექ­ტი არის კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­კენ
მი­მარ­თუ­ლი საქ­მია­ნო­ბა, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი
კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვას ისა­ხავს მიზ­ნად.

პროექ­ტი უნ­და მომ­ზად­დეს საპ­როექ­ტო გა­ნაც­ხა­დის (საგ­


რან­ტო გა­ნაც­ხა­დი) მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც დო­ნო­რის მიერ
დად­გე­ნი­ლი ფორ­მაა.

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება


პროექტის განსახორციელებლად?
აქციეთ იდეა პროექტად
• ყურადღებით გაეცანით კონკურსის პირობებს
და საგრანტო განაცხადის თანმდევ დოკუმენტებს
(სამოქმედო გეგმა, ბიუჯეტი და ა.შ);

• მაქსიმალურად შეეცადეთ, თქვენი იდეა კონკურსის


მოთხოვნებს მოარგოთ;

• პროექტი მთლიანობაში გაიაზრეთ — დაგეგმვიდან


საბოლოო შედეგის მიღწევამდე;

• დონორის მოთხოვნის შემთხვევაში, რეგისტრაცია


გაიარეთ ვებგვერდზე;

• ელექტრონულ განაცხადზე მუშაობის დაწყებამდე


ჩამოტვირთეთ საგრანტო განაცხადის ფორმა და მასში
მოცემული ყველა ველი შეავსეთ. აუცილებელია,
განაცხადში შეტანილი ინფორმაცია რეალისტური იყოს.
5

G მოამ­ზა­დეთ პროექ­ტის გან­ხორ­


ციე­ლე­ბის გეგ­მა და ბიუ­ჯე­ტი; ატ­
ვირ­თეთ გა­ნაც­ხა­დი და წა­რად­გი­ნეთ
A და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­
ვა­ში დაწ­ვრი­ლე­ბით გაე­ცა­ნით
ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით —
გან­სა­ხილ­ვე­ლად. თან­ხე­ბის ჩა­რიც­ხვი­სა და ან­გა­რიშ­გე­
ბის პი­რო­ბებს.

გახ­სოვ­დეთ, რომ დო­ნო­რი უპი­რა­ტე­სო­ბას ისეთ პროექ­


ტებს ანი­ჭებს, რო­მელ­თაც მდგრა­დო­ბის პო­ტენ­ცია­ლი
აქვთ; ანუ, რომ­ლე­ბიც პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბის ვა­დი­
სა და კონ­კრე­ტუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დე­გაც
მოი­ტა­ნენ სარ­გე­ბელს ან­/და საქ­მია­ნო­ბას გააგ­რძე­ლე­ბენ.

საპროექტო განაცხადის მომზადებისას


ყურადღება მიაქციეთ ისეთ ტექნიკურ
მოთხოვნებს, როგორიცაა:

ენა, ფონტი, სტრიქონებს


რომლითაც რომელიც შორის
უნდა შეივსოს დოკუმენტის ინტერვალი
განაცხადის მომზადებისას (1.0, 1,15);
ფორმა; უნდა
გამოიყენოთ
განაცხადის
(Sylfaen,
საოფისე გვერდების
AcadNusx);
პროგრამა, რაოდენობა;
რომელშიც
უნდა
შრიფტის ზომა განაცხადის
მომზადდეს
(11, 12); წარდგენის
განაცხადი
ბოლო ვადა.
(WORD, PDF);
6

რა თემაზე შეიძლება
მომზადდეს პროექტი?
საკონკურსო თემები მრავალფეროვანია.
თემა შეიძლება იყოს:
ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტ­ყვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლიე­
რე­ბა სკო­ლა­ში, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის
ხელ­შეწ­ყო­ბა მოს­წავ­ლეებ­ში, მოს­წავ­ლე­თა მიერ ადა­მია­
ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, გა­რე­მოს დაც­ვა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­
ბის წე­სის ხელ­შეწ­ყო­ბა, თა­ნა­ტოლ­თა შო­რის ძა­ლა­დო­ბის
პრე­ვენ­ცია, მოს­წავ­ლე­თა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის გაძ­ლიე­
რე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა, ინ­ტერ­
კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, წიგ­ნიე­რე­ბის ხელ­შეწ­ყო­ბა მოს­
წავ­ლეებ­ში, სკო­ლის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა,
ნაად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის პრე­ვენ­ცია, მო­ზარ­დებ­ში კი­ბერ­ბუ­
ლინ­გის წი­ნააღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ინი­ცია­ტი­ვე­ბი, პრო­ფე­
სიუ­ლი ორიენ­ტა­ციის ხელ­შე­წყო­ბა უფ­როს­კლა­სე­ლებ­ში,
მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში,
სა­გან­გე­ბო სი­ტუა­ციე­ბის მარ­თვა და სხვა.

პროექტის სახელწოდება
უმჯობესია, სათაური იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს
პროექტის შინაარსს.
7

პრაქტიკული მაგალითი
ჯე­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­
და­გო­გი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია პროექ­ტით
პროექტის სახელწოდება:
გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საქ­მია­ნო­ბის წარ­
დაი­ნა­ხე, გაი­გე, დაარ­ღვიე დუ­მი­ლი!
მარ­თვა­ზე და პროექ­ტის ფარ­გლებ­ში
შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაოს შე­სა­ხებ ან­გა­
საგრანტო განაცხადის რი­შის მომ­ზა­დე­ბა­ზე; ასე­ვე, უზ­რუნ­ველ­
თავფურცლის პრაქტიკული ყოფს პროექ­ტის მო­ნი­ტო­რინგს მი­სი
მაგალითი: გან­ხორ­ციე­ლე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე და ორ­
1. სკო­ლის და­სა­ხე­ლე­ბა: სსიპ - ზეს­ტა­ფო­ნის გა­ნი­ზე­ბას გაუწევს პროექ­ტის სა­ბო­ლოო
მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის # 95 სა­ჯა­რო სკო­ლა შე­ფა­სე­ბას;
2. აპ­ლი­კან­ტის სა­ხე­ლი და გვა­რი: ეკა­ტე­რი­ნე • ცოტ­ნე ნას­ყი­დაშ­ვი­ლი - პროექ­ტის ასის­
ქა­ში­ბა­ძე ტენ­ტი, მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე, დაეხ­მა­
3. პროექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის სა­ხე­ლი, გვა­რი რე­ბა პროექ­ტის მე­ნე­ჯერს და­გეგ­მი­ლი
და თა­ნამ­დე­ბო­ბა: ეკა­ტე­რი­ნე ქა­ში­ბა­ძე, პე­და­ საქ­მია­ნო­ბის გან­ხორ­ციე­ლე­ბის პრო­
გო­გი ცეს­ში; პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ტრე­ნინ­
4. პროექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის და­ბა­დე­ბის თა­ გე­ბის, კონ­ფე­რენ­ციის, აქ­ციი­სა და „ღია
რი­ღი: 20.05.1975 საუბ­რე­ბის კლუ­ბის“ შეხ­ვედ­რე­ბის საორ­
5. პროექ­ტის ხელ­მძღვანე­ლის მი­სა­მარ­თი გა­ნი­ზა­ციო სა­კით­ხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე;
(ფაქ­ტიუ­რი): • ბარ­ბა­რე ჭან­კვე­ტა­ძე - ტრე­
ნერ­
­
ქა­ლა­ქი: ზეს­ტა­ფო­ნი -კონ­სულ­ტან­ტი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­
მი­სა­მარ­თი: მშვი­დო­ბის ქუ­ჩა #120 ნე­ბა მოს­წავ­ლეე­ბის, პე­და­გო­გე­ბი­სა და
სახ­ლის ტე­ლე­ფო­ნი: 0 492 01 01 01 მშო­ბელ­თა ჯგუ­ფე­ბის­თვის და­გეგ­მი­ლი
მო­ბ. ტე­ლე­ფო­ნი: 572 37 37 37 ტრე­ნინ­გ-მო­დუ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და
ელ. ფოს­ტა: მათ ჩა­ტა­რე­ბა­ზე; ასე­ვე, პე­რიო­დულ კონ­
ekaterine_kashibadze@gmail.com სულ­ტა­ციებს გაუ­წევს „ღია საუბ­რე­ბის
6. პროექ­ტის ხან­გრძლი­ვო­ბა: 4 თვე კლუ­ბის“ წევ­რებს საკ­ლუ­ბო ღო­ნის­ძიე­
7. პროექ­ტში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა პი­რი, მა­თი ბე­ბის და­გეგ­მვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
სტა­ტუ­სი და მო­ვა­ლეო­ბე­ბი: 8. მოთ­ხოვ­ნი­ლი თან­ხა (ლარ­ში):
• ეკა­ტე­რი­ნე ქა­ში­ბა­ძე - პროექ­ტის მე­ნე­ 3,000 ლა­რი

გაით­ვა­ლის­წი­ნეთ: ტრე­ნინ­გი აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ჩაა­ტა­


როს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ციის
მქო­ნე პირ­მა.
8

პროექტის აღწერა
საგ­რან­ტო გა­ნაც­ხა­დის მომ­ზა­დე­ბი­სას კონ­კრე­
ტუ­ლად აღ­წე­რეთ პროექ­ტის ეტა­პე­ბი და ხა­ზი გაუს­ვით, თუ
რა როლს თა­მა­შობს პროექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი
საქ­მია­ნო­ბა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

პროექ­ტის მი­ზა­ნი არის ის სა­სურ­ვე­ლი მდგო­მა­რეო­ბა,


რის მიღ­წე­ვა­საც პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბით ცდი­ლობთ.
მი­ზა­ნი ლო­გი­კუ­რად უნ­და უკავ­შირ­დე­ბო­დეს პრობ­ლე­მას,
რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბას ან ნა­წი­ლობ­რივ გა­დაჭ­რა­საც ემ­სა­
ხუ­რე­ბა პროექ­ტი. მცი­რე ზო­მის პროექ­ტებს, უმე­ტეს­წი­
ლად, მხო­ლოდ ერ­თი ან ორი მი­ზა­ნი აქვთ.
საპ­როექ­ტო გა­ნაც­ხა­დის მომ­ზა­დე­ბას წინ უნ­და უძ­ღო­
დეს სკო­ლა­ში, თემ­ში, სო­ფელ­ში თუ ქა­ლაქ­ში იმ პრობ­
ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რო­მელ­თა გა­დაჭ­რაც მიზ­ნად უნ­და
დაი­სა­ხოს პროექ­ტის გან­მა­ხორ­ციე­ლე­ბელ­მა გუნ­დმა.
მას შემ­დეგ, რაც პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნას დაას­რუ­
ლებთ, შე­გიძ­ლიათ, მა­თი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­
ნა დაიწ­ყოთ. პრობ­ლე­მე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის ცოდ­ნა
მა­თი მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის სწო­რად გან­საზ­ღვრა­ში და­გეხ­
მა­რე­ბათ.

გაით­ვა­ლის­წი­ნეთ: პროექ­ტის მი­ზა­ნი უნ­და იყოს მკა­ფიო,


მიღ­წე­ვა­დი და გა­ზომ­ვა­დი. იგი პრობ­ლე­მის ნა­წი­ლობ­რივ
ან სრულ მოგ­ვა­რე­ბას უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი არის კონ­კრე­ტუ­ლი


ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა მიღ­წე­ვა პროექ­ტის გან­ხორ­ციე­
ლე­ბით გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. არ­სე­ბობს მოკ­ლე­ვა­დია­
ნი და გრძელ­ვა­დია­ნი შე­დე­გე­ბი. მოკ­ლე­ვა­დია­ნია შე­დე­გი,
რო­მე­ლიც პროექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი საქ­მია­ნო­
ბის გან­ხორ­ციე­ლე­ბით მიიღ­წე­ვა, მაგ.: სკო­ლის 100 მოს­
წავ­ლე ცოდ­ნას შეი­ძენს მოს­წავ­ლე­თა შო­რის ძა­ლა­დო­ბის
სხვა­დას­ხვა ფორ­მის შე­სა­ხებ. გრძელ­ვა­დია­ნია ის შე­დე­გე­
ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, პროექ­ტის დას­რუ­ლე­ბი­დან
გარ­კვეუ­ლი პე­რიო­დის შემ­დეგ დად­გეს. გრძელ­ვა­დია­ნი შე­
დე­გე­ბი არის თქვე­ნი პროექ­ტის წვლი­ლი საერ­თო პრობ­
ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში, მაგ.: ბავ­შვთა შო­რის ძა­ლა­დო­ბის შე­
სა­ხებ სა­ზო­გა­დოე­ბის ცნო­ბიე­რე­ბა ამაღ­ლდე­ბა თემ­ში.
9

მაგალითად:

პროექტის მიზანი
უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა

ამოცანა 1 ამოცანა 2 ამოცანა 3


სას­კო­ლო სა­ზო­გა­დოე­ბის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი რეა­გი­რე­ბა
ინ­ფორ­მი­რე­ბა თა­ნა­ტოლ­ დროუ­ლად გა­მოვ­ლე­ნის უკ­ვე მომ­ხდარ ძა­ლა­დო­
თა შო­რის ძა­ლა­დო­ბის სის­ტე­მის შექ­მნა სკო­ლა­ში ბის ფაქ­ტებ­ზე
შე­სა­ხებ

აქტივობა აქტივობა აქტივობა აქტივობა აქტივობა აქტივობა აქტივობა

1.1 1.2 1.3 2.1 2.2 3.1 3.2


ტრე­ნინ­გ- საინ­ფორ­ კომ­პე­ სკო­ლის მულ­ტი­ გრძელ­
შე­მო­სუ­ლი
კურ­სის მა­ციო ტენ­ტურ ვებ­გვერ­ დის­ციპ­ლი­ ვა­დია­ნი
შეტ­ყო­ბი­
მომ­ზა­დე­ბა აქ­ციის პი­რებ­თან დზე ძა­ ნუ­რი ჯგუ­ მუ­შაო­ბა
ნე­ბე­ბის
და ჩა­ტა­ მოწ­ყო­ბა შეხ­ვედ­ ლა­დო­ბის ფის­ მიერ ძა­ლა­დო­
გან­ხილ­ვა
რე­ბა რე­ბი, „ღია შე­სა­ხებ თი­თოეულ ბის ფაქ­ტში
სკო­ლის
საუბ­რების შეტ­ყო­ბი­ნე­ ფაქ­ტზე ჩარ­თუ­ლ
ად­მი­ნის­
კლუ­ბი” და ბისათვის რეა­გი­რე­ ყვე­ლა მხა­
ტრა­ციის
ფილ­მე­ბის სივ­რცის ბის გეგ­მის რეს­თან
მიერ
გან­ხილ­ვა შექ­მნა შე­მუ­შა­ვე­ბა
შექ­მნილ
მულ­ტი­დის­
ციპ­ლი­ნურ
ჯგუფ­ში

მოსალოდნელი შედეგები
• მოს­წავ­ლე­თა, პე­და­გოგ­თა, • მოს­წავ­ლე­თა შო­რის ძა­ლა­დო­
მშო­ბელ­თა მხრი­დან სა­კუ­თა­რი ბის შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბუ­ლი
რო­ლი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის რაო­დე­ნო­ბა და გაუმ­ჯო­ბე­სე­ბუ­
­გაც­ნო­ბიე­რე­ბა თა­ნა­ტოლ­თა შო­ ლი სას­კო­ლო გა­რე­მო.
რის ძა­ლა­დო­ბის მი­მართ;

გაით­ვა­ლის­წი­ნეთ: თუ პროექ­ტის მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დოებ­რი­


ვი ცნო­ბიე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ამა თუ იმ სა­კით­ხის შე­სა­ხებ,
პროექ­ტის შე­დე­გის გა­ზომ­ვის მიზ­ნით, აუ­ცი­ლებ­ლად და­
გეგ­მეთ სა­ზო­გა­დოე­ბის გა­მო­კით­ხვა პროექ­ტის და­საწ­ყის­
ში და მი­სი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.
10

პრაქტიკული მაგალითი

1. პროექ­ტის მი­ზა­ნი: პე­და­გო­გე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ცოდ­ნა ძა­ლა­დო­


სსიპ – ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბის სა­ხეე­ბის, ფორ­მე­ბი­სა და გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­
#95 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა, პე­ ზე­ბის შე­სა­ხებ;
და­გოგ­თა და მშო­ბელ­თა უკეთ ინ­ფორ­მი­ • მოს­წავ­ლეე­ბი გაიაზ­რე­ბენ, რო­გორ უნ­და
რე­ბა მოს­წავ­ლე­თა შო­რის ძა­ლა­დო­ბის მოიქ­ცნენ და ვის უნ­და მი­მარ­თონ იმ შემ­თხვე­
შე­სა­ხებ, თა­ნა­ტოლ­თა შო­რის ჩაგ­ვრის ვა­ში, თუ თა­ნა­ტოლ­თა შო­რის ძა­ლა­დო­ბის შემ­
პრე­ვენ­ცია. სწრე ან მსხვერ­პლი არიან;
2. მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი: • მოს­წავ­ლეე­ბი არ მოე­რი­დე­ბიან ძა­ლა­
პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბის მო­სა­ლოდ­ დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ შეტ­ყო­ბი­ნე­ბას.
ნე­ლი შე­დე­გე­ბი: ისი­ნი დარ­წმუნ­დე­ბიან, რომ მა­თი ვი­ნაო­ბა არ
• სსიპ – ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის #95 გამ­ჟღავ­ნდე­ბა და ამით საფ­რთხე არ დაე­მუქ­
სა­ჯა­რო სკო­ლა­ში შეიც­ვლე­ბა მოს­წავ­ლე­თა, რე­ბათ მათ;
პე­და­გოგ­თა და მშო­ბელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ • სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ციის, პე­და­გო­გე­ბის,
ბა თა­ნა­ტოლ­თა შო­რის ძა­ლა­დო­ბის მი­მართ. ფსი­ქო­ლო­გის, მოს­წავ­ლეე­ბი­სა და სას­კო­ლო
მოს­წავ­ლეე­ბი, პე­და­გო­გე­ბი და მშობ­ლე­ბი სა­ზო­გა­დოე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით
უკეთ დაი­ნა­ხა­ვენ და გააც­ნო­ბიე­რე­ბენ სა­კუ­ მოს­წავ­ლე­თა შო­რის ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­
თარ როლ­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ძა­ლა­დო­ ბი შემ­ცირ­დე­ბა სკო­ლა­ში, გაუმ­ჯო­ბეს­დე­ბა სკო­
ბას­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში; ლის გა­რე­მო;
• სკო­ლა­ში შეიქ­მნე­ბა მოს­წავ­ლე­თა შო­რის • პროექ­ტის შე­დე­გებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას
ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­
რეა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი; ლებ­ლო რე­სურ­სცენტრს გა­ვუ­ზია­რებთ სხვა
• გაიზ­რდე­ბა ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლის, სკო­ლებ­ში მი­სი და­ნერ­გვის მიზ­ნით.
11

პრობ­ლე­მის აღ­წე­რა
პროექ­ტის სა­ჭი­როე­ბის და­სა­ბუ­თე­ბა პრობ­ლე­მის აღ­წე­
რით (არ­სე­ბუ­ლი სი­ტუა­ციის ანა­ლი­ზით) იწ­ყე­ბა.
ახ­სე­ნით, თუ რა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ცდი­ლობთ
თქვე­ნი პროექ­ტით და რა­ტომ? გა­მოკ­ვე­თეთ მნიშ­ვნე­
ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბაც გავ­ლე­ნას
მოახ­დენს პრობ­ლე­მის შემ­ცი­რე­ბა­ზე ან აღ­მოფ­ხვრა­ზე.
დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რეთ პროექ­ტის ბე­ნე­ფი­ციარ­თა (მო­სარ­
გებ­ლე პირ­თა) მდგო­მა­რეო­ბა, მოიყ­ვა­ნეთ ფაქ­ტე­ბი და სტა­
ტის­ტი­კა. პრობ­ლე­მის აღ­წე­რას და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას სძენს
კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი მა­გა­ლი­თე­ბი და ექ­სპერ­
ტთა შე­ფა­სე­ბე­ბი. აუ­ცი­ლებ­ლად მიუ­თი­თეთ ინ­ფორ­მა­ციის
წყა­რო; დარ­წმუნ­დით ყვე­ლა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მის
სი­ზუს­ტე­ში; შეე­ცა­დეთ, რომ პრობ­ლე­მა ლა­კო­ნუ­რად და
გა­სა­გე­ბად გადმოსცეთ.

პრაქტიკული მაგალითი ლე­სო­ბა არ თვლის, რომ თა­ნა­ტო­ლე­ბის და­


ცინ­ვა ძა­ლა­დო­ბაა. დაკ­ვირ­ვე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ
3. პრობ­ლე­მის აღ­წე­რა მო­ზარ­დე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­რეგ­ნუ­ლი ნიშ­
გაე­როს ბავ­შვთა ფონ­დის (UNICEF) მიერ ჩა­ტა­ ნე­ბის­/მა­ხა­სია­თებ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩაგ­რა­
რე­ბულ­მა კვლე­ვამ – „ე­როვ­ნუ­ლი კვლე­ვა სა­ ვენ თა­ნა­ტო­ლებს. მოს­წავ­ლეე­ბი არ ფლო­ბენ
ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ“ ინ­ფორ­მა­ციას, რომ ძა­ლა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს
(http://bit.ly/dzaladoba)­ გა­მოავ­ლი­ნა, რომ მოს­ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით იკ­რძა­ლე­ბა.
წავ­ლე­თა დი­დი ნა­წი­ლი სხვა­დას­ხვა ფორ­მით გაე­როს ბავ­შვთა ფონ­დის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­
გა­ნიც­დის ჩაგ­ვრას. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, უმე­ ლი კვლე­ვა იმა­საც აჩ­ვე­ნებს, რომ მშო­ბელ­თა
ტეს­წი­ლად, ბავ­შვის მიმართ ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ დი­დი ნა­წი­ლი სრულ ინ­ფორ­მა­ციას არ ფლობს
ქო­ლო­გიუ­რი ძა­ლა­დო­ბაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. სამ­ იმის შე­სა­ხებ, თუ რა ით­ვლე­ბა თა­ნა­ტოლ­თა
წუხა­როდ, ამ მხრივ უკე­თე­სი სუ­რა­თი არც სსიპ შო­რის ძა­ლა­დო­ბად. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ
– ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის #95 სა­ჯა­რო ხე­დავს სა­კუ­თარ როლს რო­გორც ძა­ლა­დო­ბის
სკო­ლა­ში გვაქვს, სა­დაც პე­და­გოგ­თა და სკო­ შემ­თხვე­ვე­ბის დროუ­ლი გა­მოვ­ლე­ნის, ისე მა­თი
ლის ად­მი­ნის­ტრა­ციის დაკ­ვირ­ვე­ბით, VII-IX კლა­ შემ­ცი­რე­ბი­სა და პრე­ვენ­ციის სა­კით­ხებ­ში.
სებ­ში მოს­წავ­ლე­თა დი­დი ნა­წი­ლი ძა­ლა­დო­ბის ზე­მოაღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმ­ნიშ­
მო­ნა­წი­ლეა. მო­ზარ­დე­ბი რო­გორც მო­ძა­ლა­დის, ვნე­ლო­ვა­ნე­სია მოს­წავ­ლე­თა, მშო­ბელ­თა, პე­
ისე მსხვერ­პლის ან შემ­სწრის როლ­ში გვევ­ლი­ და­გოგ­თა, სა­ზო­გა­დოე­ბის წარ­მო­მად­გენ­ელ­თა
ნე­ბიან. მოს­წავ­ლეე­ბი საუბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა­ვენ, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის
რომ იციან, რას ნიშ­ნავს ძა­ლა­დო­ბა, თუმ­ცა ისე­ დო­ნის გაზ­რდა თა­ნა­ტოლ­თა შო­რის ძა­ლა­დო­
თი საქ­ციე­ლი, რო­გო­რი­ცაა სიტ­ყვიე­რი შეუ­რაც­ ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და უსაფ­რთხო სას­კო­
ხყო­ფა, და­ცინ­ვა, აბუ­ჩად აგ­დე­ბა, აგ­რე­სიის გა­ ლო გა­რე­მოს შექ­მნა. წარ­მოდ­
მოვ­ლე­ნა და ა.შ. მათ ძა­ლა­დო­ბად არ მიაჩ­ნიათ. გე­ნი­ლი საგ­რან­ტო გა­ნაც­ხა­დიც
სკო­ლა­ში გა­მო­კით­ხულ მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა.
12

რა ღო­ნის­ძიე­ბე­ბი გა­ტარ­დე­ბა მიზ­ნის


მი­საღ­წე­ვად?
აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­წი­ლი თქვენ მიერ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­
წე­ვად კი­დევ უფ­რო კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გააზ­რე­ბას
გუ­ლის­ხმობს. პრო­ცე­სი ისე აღ­წე­რეთ, რომ მან შემ­დეგ
კით­ხვებს უპა­სუ­ხოს:
ვინ მო­ნა­წი­ლეობს თქვე­ნი პროექ­ტის გან­ხორ­ციე­
ლე­ბა­ში?
რას გაა­კე­თე­ბენ პროექ­ტის მო­ნა­წი­ლეე­ბი იმი­
სათ­ვის, რომ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას შეუწ­
ყონ ხე­ლი?
სად გა­ნა­ხორ­ციე­ლე­ბენ აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლე­ბიც
თქვენ მიერ აღ­წე­რი­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას
ისა­ხავს მიზ­ნად?
რო­დის და რა პე­რიოდ­ში გა­ნა­ხორ­ციე­ლებთ თი­
თოეულ აქ­ტი­ვო­ბას?

პრაქტიკული მაგალითი

4. რა ღო­ნის­ძიე­ბე­ბი გა­ტარ­დე­ბა პროგ­რა­მა შე­მუ­შავ­დე­ბა სკო­ლებ­ში თა­ნა­


აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად? ტოლ­თა შო­რის ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ციის თე­
• პროექ­ტის საწ­ყის ეტაპ­ზე სა­მიზ­ნე ჯგუ­ მა­ზე, რო­მელ­შიც, საერ­თო ჯამ­ში, 100-მდე პი­
ფებს წა­რედ­გი­ნე­ბა პროექ­ტი. მი­სი იდეი­სა და რი მიი­ღებს მო­ნა­წი­ლეო­ბას (VII-IX კლა­სე­ბის 60
მიზ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე, 20 პე­და­გო­გი, 20 მშო­ბე­ლი);
და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძიე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ • სკო­ლის ბა­ზა­ზე შეიქ­მნე­ბა „ღია საუბ­რე­ბის
სა­ხორ­ციე­ლებ­ლად. პროექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია­ კლუ­ბი“, სა­დაც მოს­წავ­ლეე­ბი, პე­და­გო­გე­ბი და
ზე მოწ­ვეუ­ლი იქ­ნე­ბიან პე­და­გო­გე­ბი, სკო­ლის მშობ­ლე­ბი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით გა­წევ­რიან­
ად­მი­ნის­ტრა­ციის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მოს­ დე­ბიან. სა­ვა­რაუ­დოდ, წე­ლი­წად­ში 200-ზე
წავ­ლეე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ჯა­რო სკო­ლი­დან, მე­ტი მოს­წავ­ლე ჩაერ­თვე­ბა „ღია საუბ­რე­ბის
ზეს­ტა­ფო­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სცენ­ კლუ­ბის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძიე­ბებ­
ტრი­დან, დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ციი­დან, ასე­ვე ში (10 მოს­წავ­ლე თი­თოეულ შეხ­ვედ­რა­ზე ყო­
- ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­ ველ­კვი­რეუ­ლად). კლუ­ბის წევ­რე­ბი წი­ნას­წარ
რო­ბო და სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ციე­ბი­დან. შერ­ჩეუ­ლი სა­საუბ­რო თე­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად
პროექ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ად­გი­ლობ­ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სპე­ცია­ლის­ტე­ბის მოწ­ვე­ვას.
რი­ვი მე­დიი­სა და სო­ცია­ლუ­რი მე­დიის მეშ­ თე­მა­ტუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის გარ­და, „ღია საუბ­რე­
ვეო­ბით გა­შუქ­დე­ბა; ბის კლუ­ბის“ წევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­
• სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ვი ჯგუ­ფე­ბის­თვის პე­რიო­დუ­ლად ისე­თი ტი­პის
აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და არა­სამ­ ღო­ნის­ძიე­ბებს გაუ­წე­ვენ ორ­გა­ნი­ზე­ბას, რო­
თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ციას­თან „სა­ქარ­თვე­ლოს გო­რი­ცაა:
ახალ­გაზ­რდა ფსი­ქო­ლოგ­თა ასო­ცია­ცია” თა­ à ესეე­ბის კონ­კურ­სი თა­ნა­ტოლ­თა შო­
ნამ­შრომ­ლო­ბით 6 საა­თია­ნი სატ­რე­ნინ­გო რის ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე;
13

à თე­მა­ტუ­რი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა და გან­ ვი­დეორ­გო­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა და მოს­წავ­ლე­თა


ხილ­ვა; ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა გაი­მარ­თე­ბა. პა­რა­ლე­
à ექ­სპერ­ტე­ბის მოწ­ვე­ვა შეხ­ვედ­რებ­ ლუ­რად, „ღია საუბ­რე­ბის კლუბ­ში“ გა­წევ­რია­
ზე სა­საუბ­როდ, თუ რო­გორ უნ­და მოიქ­ ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლეე­ბი ონ­ლაინ კამ­პა­ნიას
ცეს მოს­წავ­ლე, პე­და­გო­გი, მშო­ბე­ლი, წარ­მარ­თა­ვენ რო­გორც სკო­ლის, ისე პროექ­
რო­დე­საც ბავ­შვი/­მო­ზარ­დი ძა­ლა­დო­ბის ტის ფარ­გლებ­ში შექ­მნილ ფეის­ბუ­ქის გვერ­
მსხვერ­პლი ან შემ­სწრეა; დებ­ზე და პე­რიო­დუ­ლად საინ­ფორ­მა­ციო მა­
à სკო­ლა­ში და­ფის­/პოს­ტე­რის შექ­მნა სა­ლებს გა­ნა­თავ­სე­ბენ თა­ნა­ტოლ­თა შო­რის
თე­მა­ზე „ერ­თად ძა­ლა­დო­ბის წი­ნააღ­ ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე;
მდეგ“, რო­მელ­ზეც მოს­წავ­ლეე­ბი სა­კუ­ • კონ­ფე­რენ­ცია მოეწ­ყო­ბა 12-18 წლის ასა­
თა­რი ხელ­მო­წე­რით დაა­ფიქ­სი­რე­ბენ კის მოს­წავ­ლე­თა მო­ნა­წი­ლეო­ბით კი­ბერ­ბუ­
თა­ვიანთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ძა­ლა­დო­ ლინ­გი­სა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია­ზე. კონ­
ბის წი­ნააღ­მდეგ; ფე­რენ­ცია­ში 30 მოს­წავ­ლე, 10 პე­და­გო­გი და
à დაწ­ყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლეე­ 10 მშო­ბე­ლი მიი­ღებს მო­ნა­წი­ლეო­ბას;
ბის­თვის თა­ნა­ტოლ­თა შო­რის ძა­ლა­ • სკო­ლა­ში უსაფ­რთხო გა­რე­მოს შე­საქ­
დო­ბის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი სპე­ცია­ლუ­რი მნე­ლად ძა­ლა­დო­ბა­ზე რეა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი
გა­სა­ფე­რა­დე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ შე­მუ­შავ­დე­ბა. კერ­ძოდ, სკო­ლის ვებ­გვერდს
ლე­ბა; დაე­მა­ტე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც მოს­წავ­ლეებს სა­
à თა­ნა­ტოლგან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის ტრე­ კუ­თა­რი ვი­ნაო­ბის მი­თი­თე­ბის გა­რე­შე შეეძ­
ნინ­გში მო­ნა­წი­ლეო­ბა, თე­მა­ტუ­რი ზღაპ­ ლე­ბათ შეტ­ყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა მოს­წავ­ლე­
რე­ბის­/ი­გავ­-ა­რა­კე­ბის კით­ხვა უმ­ცროს­ თა შო­რის ძა­ლა­დო­ბის მათ­თვის ცნო­ბი­ლი
კლა­სელ­თათ­ვის და გან­ხილ­ვა, ცარ­ცით შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ;
ხატ­ვა. • სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ციას­თან შეიქ­მნე­ბა
• მოს­წავ­ლე­თა მიერ შედ­გე­ნი­ლი სცე­ნა­ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე რეა­გი­რე­ბის მულ­
რე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა კლა­სის მოს­წავ­ლე­ ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მი­ღე­ბულ
თა მო­ნა­წი­ლეო­ბით, 2 თვე­ში ერ­თხელ, მი­ შეტ­ყო­ბი­ნე­ბებს გა­ნი­ხი­ლავს და რეა­გი­რე­ბას
ნი თეატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნის დად­გმა და მოახ­დენს ძა­ლა­დო­ბის თი­თოეულ შემ­თხვე­ვა­
წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ გან­ხილ­ვის მოწ­ყო­ბა. ზე, იმუ­შა­ვებს კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თულ ყვე­ლა
ეს შეიძ­
ლე­
ბა იყოს მცი­
რე პიე­
სა (სკეტ­
ჩი) ან მხა­რეს­თან;
ფო­რუმ­თეატ­რი, რო­მელ­შიც თა­ნა­ტოლ­თა შო­ • სკო­ლის შე­ნო­ბა­ში, პოს­ტე­რე­ბის სა­ხით,
რის ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და პრობ­ლე­მის გან­თავ­სდე­ბა ძა­ლა­დო­ბას­თან ბრძო­ლის სა­
მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი გა­მოიკ­ვე­თე­ბა; კით­ხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ციე­ბის სა­კონ­
• მოეწ­ყო­ბა საინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია:
„დაარ­ღვიე დუ­მი­ლი“, რომ­ლის მი­ზა­ნი ზეს­ტა­ à ბავ­შვთა დახ­მა­რე­ბის „ცხე­ლი ხა­ზი“ –
ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მაც­ხოვ­რე­ბელ­თა 111;
(500-მდე პი­რი) ინ­ფორ­მი­რე­ბა იქ­ნე­ბა მოს­წავ­ à სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­
ლე­თა შო­რის ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე. კამ­პა­ნიის ტო­რიე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­
ფარ­გლებ­ში, სა­ზო­გა­დოე­ბის თავ­შეყ­რის ად­ მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცია­ლუ­რი დაც­ვის
გი­ლებ­ში, გავ­რცელ­დე­ბა პარ­ტნიო­რი ორ­გა­ სა­მი­ნის­ტროს „ცხე­ლი ხა­ზი” – 15 05;
ნი­ზა­ციის – „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ფსი­ à ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა სა­
ქო­ლოგ­თა ასო­ცია­ციის“ მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი კონ­სულ­ტა­ციო „ცხე­ლი ხა­ზი” – 116 006;
საინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლე­ბი, ხო­ლო ქა­ლა­ქის à სა­გან­გე­ბო და გა­დაუ­დე­ბე­ლი დახ­მა­
სკვერ­ში ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­ბა – 112.
14

მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა
პროექ­ტში

აღ­ნიშ­ნუ­ლი პროექ­ტი იმ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ისა­ხავს


მიზ­ნად, რო­მე­ლიც უშუა­ლოდ მოს­წავ­ლეებს ეხე­ბა. ამი­ტომ,
მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა პროექ­ტის ყვე­ლა ეტაპ­ზე მნიშ­ვნე­ლო­
ვა­ნია. მოს­წავ­ლეე­ბი უნ­და მო­ნა­წი­ლეობ­დნენ რო­გორც
და­გეგ­მვის, ისე გან­ხორ­ციე­ლე­ბის, მო­ნი­ტო­რინ­გის, შე­ფა­
სე­ბი­სა და ან­გა­რიშ­გე­ბის პრო­ცეს­ში. აღ­წე­რეთ მე­თო­დე­ბი,
რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც მოს­წავ­ლე­თა ეფექ­ტიან ჩარ­თუ­
ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფთ.

პრაქტიკული მაგალითი

– პე­და­გო­გე­ბი და მშობ­ლე­ბი. მოს­წავ­ლეე­ბი


5. რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყოფთ
ჩაერ­თვე­ბიან საინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლე­ბის გავ­
მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბას?
რცე­ლე­ბა­ში და სო­ცია­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მო­
პროექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი თი­თოეუ­
ყე­ნე­ბით წარ­მარ­თა­ვენ ონ­ლაინ კამ­პა­ნიას;
ლი აქ­ტი­ვო­ბა მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბით
• მოს­წავ­ლე­თა უშუა­ლო მო­ნა­წი­ლეო­
გან­ხორ­ციელ­დე­ბა, რაც მათ უშუა­ლო მო­ნა­
ბით გა­ნი­საზ­ღვრე­ბა კონ­ფე­რენ­ციის თე­მაც,
წი­ლეო­ბას გუ­ლის­ხმობს რო­გორც საქ­მია­ნო­
შეირ­ჩე­ვიან გა­მომ­სვლე­ლე­ბი და მო­ნა­წი­
ბის და­გეგ­მვის, ისე გან­ხორ­ციე­ლე­ბი­სა და შე­
ლეე­ბი. მოს­წავ­ლეე­ბი შეხ­ვედ­რებს მოაწ­ყო­
ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში:
ბენ მშობ­ლებ­თან კონ­ფე­რენ­ციის მიზ­ნე­ბის
• ძი­რი­თა­დად, მოს­წავ­ლეე­ბი წარ­მარ­თა­
გაც­ნო­ბის, მო­ნა­წი­ლეო­ბის ფორ­მე­ბის გან­
ვენ „ღია საუბ­რე­ბის კლუ­ბის“ საქ­მია­ნო­ბას.
საზ­ღვრი­სა და სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მა­თი
ისი­ნი გან­საზ­ღვრა­ვენ შეხ­ვედ­რე­ბის თე­მებს,
ჩარ­თვის მიზ­ნით;
მოი­ძიე­ბენ ექ­სპერ­ტებს და მოიწ­ვე­ვენ მათ;
• მოს­წავ­ლეე­ბი იქ­ნე­ბიან თა­ნა­ტოლ­გან­
• მოს­წავ­ლეე­ბი შეარ­ჩე­ვენ ფილ­მებს თა­ნა­
მა­ნათ­ლებ­ლე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი­სა და ფო­
ტო­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის გა­მო­კით­ხვის სა­
რუმ­თეატ­რე­ბის მო­ნა­წი­ლეე­ბი, სცე­ნა­რე­ბის
ფუძ­ველ­ზე. ამ ფილ­მე­ბის გან­ხილ­ვა­ში სხვა­
ავ­ტო­რე­ბი. ისი­ნი ჩაა­ტა­რე­ბენ საწ­ყის კვლე­
დას­ხვა კლა­სის მოს­წავ­ლეე­ბი ეტა­პობ­რი­ვად
ვას პროექ­ტის დაწ­ყე­ბამ­დე და ასე­ვე, გა­ზო­
ჩაერ­თვე­ბიან;
მა­ვენ პროექ­ტის შე­დე­გებს მი­სი დას­რუ­ლე­
• საინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია­ში მო­ნა­წი­
ბის შემ­დეგ.
ლეო­ბას მიი­ღებს 50-მდე მოს­წავ­ლე, ასე­ვე
15

პროექ­ტის პარ­ტნიო­რე­ბი
იმი­სათ­ვის, რომ თქვე­ნი პროექ­ტი
უფ­რო შე­დე­გია­ნი და დო­ნო­რის­თვის პრაქტიკული მაგალითი
მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დეს, კარ­გი პარ­ტნიო­
რუ­ლი ურ­თიერ­თო­ბე­ბი დაამ­ყა­რეთ 6. პროექ­ტის პარ­ტნიო­რე­ბი:
სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ციას­თან, რომ­ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­

ლე­ბიც პროექ­ტის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში მად­გე­ნე­ლი ტრე­ნინ­გის პროგ­რა­მის შე­


მუ­შა­ვე­ბა­ში ჩაერ­თვე­ბა, პე­რიო­დუ­ლად
და­გეხ­მა­რე­ბიან. ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ციე­
მო­ნა­წი­ლეო­ბას მიი­ღებს „ღია საუბ­რე­
ბი შეიძ­ლე­ბა იყოს პროექ­ტის თე­მა­
ბის კლუ­ბის“ შეხ­ვედ­რებ­ში, დის­კუ­სიებ­ში,
ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­ ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა-­გან­ხილ­ვა­სა და კონ­
გა­ნი­ზა­ციე­ბი, ბიზ­ნეს კომ­პა­ნიე­ბი, ფე­რენ­ცია­ში.
ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ციის „სა­
და სხვა. პარ­ტნიო­რის შერ­ჩე­ვამ­დე ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ფსი­ქო­ლოგ­თა
ორი­ვე მხა­რის საერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ზე ასო­ცია­ცია“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სკო­ლებ­ში

და­ფიქ­რდით; გან­საზ­ღვრეთ, რას მოუ­ ტრე­ნინგს ჩაა­ტა­რებს თა­ნა­ტოლ­თა შო­რის


ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ციის თე­მა­ზე, მო­ნა­წი­
ტანს თქვენს პროექტს ეს თა­ნამ­შრომ­
ლეო­ბას მიი­ღებს საინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­
ლო­ბა. გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა პროექ­ტში
ნიის და­გეგ­მვა­ში და „ღია საუბ­რე­ბის კლუ­
მათ ჩარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ ბის“ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ში ჩაერ­თვე­ბა.
ლოდ ამის შემ­დეგ მიი­ღეთ.

ვინ არიან პროექ­ტის


ბე­ნე­ფი­ცია­რე­ბი/­მო­სარ­გებ­ლეე­ბი?
ბე­ნე­ფი­ცია­რებ­ს/მო­სარ­გებ­ლეებს მიე­კუთ­ვნე­ბიან ადა­მია­
ნე­ბი, რომ­ლებ­მაც პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბით უშუა­
ლო სარ­გე­ბე­ლი უნ­და მიი­ღონ; ანუ ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც
პროექ­ტის შე­დე­გად გაიღ­რმა­ვე­ბენ ცოდ­ნას, შეი­ძე­ნენ გა­
მოც­დი­ლე­ბას და პროექ­ტის ფარ­გლებ­ში შექ­მნილ რე­სურ­
სებ­სა თუ სხვა შე­დე­გებს პრაქ­ტი­კა­ში გა­მოი­ყე­ნე­ბენ.
პროექ­ტის ბე­ნე­ფი­ცია­რე­ბი, თა­ვის მხრივ, ორ კა­ტე­გო­
რიად იყო­ფიან: პირ­და­პი­რი და არა­პირ­და­პი­რი ბე­ნე­ფი­ცია­
რე­ბი. პირ­და­პი­რი ბე­ნე­ფი­ცია­რე­ბი არიან ისი­ნი, ვინც უშუა­
ლოდ მო­ნა­წი­ლეო­ბენ პროექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ
16

ღო­ნის­ძიე­ბებ­ში და პირ­და­პი­რი ფორ­მით იღე­ბენ სარ­გე­


ბელს. ხო­ლო, არა­პირ­და­პირ ბე­ნე­ფი­ცია­რე­ბად მოიაზ­რე­
ბიან პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პროექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ
ღო­ნის­ძიე­ბებ­ში უშუა­ლოდ არ არიან ჩარ­თულ­ნი, მაგ­რამ
მაინც იღე­ბენ ირიბ სარ­გე­ბელს, მა­გა­ლი­თად: პირ­და­პი­
რი ბე­ნე­ფი­ცია­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში
მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბი და სხვა.

პრაქტიკული მაგალითი

ციებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლეო­ბას მიი­ღე­ბენ


7. ვინ არიან პროექ­ტის
საინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნიი­სა და კონ­ფე­რენ­
ბე­ნე­ფი­ცია­რე­ბი?
ციის და­გეგ­მვა-­გან­ხორ­ციე­ლე­ბა­ში;
პროექ­ტის ფარ­გლებ­ში სარ­გე­ბელს
• ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის 500-მდე წარ­მო­
მიი­ღებს:
მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც საინ­ფორ­მა­ციო კამ­
• სკო­ლის დაწ­ყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის 200
პა­ნიის მეშ­ვეო­ბით ინ­ფორ­მა­ციას მიი­ღებს ძა­
მოს­წავ­ლე, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლეო­ბას მიი­
ლა­დო­ბის პრე­ვენ­ციის შე­სა­ხებ;
ღე­ბენ პროექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ
• პროექ­ტის არა­პირ­და­პი­რი ბე­ნე­ფი­ცია­რი
აქ­ტი­ვო­ბებ­ში (ტრე­ნინ­გე­ბი, თე­მა­ტუ­რი ზღაპ­
იქ­ნე­ბა სკო­ლის ყვე­ლა პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც
რე­ბის­/ი­გავ­-ა­რა­კე­ბის კით­ხვა და გან­ხილ­ვა,
პრე­ვენ­ციუ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­დე­გად
ცარ­ცით ხატ­ვა);
უსაფ­რთხო გა­რე­მო­ში გააგ­რძე­ლებს საქ­მია­
• VII-IX კლა­სე­ბის 60 მოს­წავ­ლე, 20 პე­და­
ნო­ბას. არა­პირ­და­პი­რი ბე­ნე­ფი­ცია­რე­ბი იქ­ნე­
გო­გი, 20 მშო­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც ტრე­ნინგს
ბიან, ასე­ვე, მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბი, ოჯა­ხის
გაივ­ლიან მოს­წავ­ლე­თა შო­რის ძა­ლა­დო­ბის
წევ­რე­ბი და, ზო­გა­დად, მა­თი­ვე თე­მის წარ­მო­
თე­მა­ზე, აი­მაღ­ლე­ბენ ცოდ­ნას და ახალ უნარ­-
მად­გენ­ლე­ბი.
ჩვე­ვებს გა­მოი­მუ­შა­ვე­ბენ მოს­წავ­ლეებ­ში ძა­
ლა­დო­ბის პრე­ვენ­ციის მიზ­ნით;
• წლის მან­ძილ­ზე 200-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე,
8. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბე­ნე­ფი­ცია­რე­ბის
რომ­ლე­ბიც ყო­ველ­კვი­რეუ­ლად ჩაერ­თვე­ რაო­დე­ნო­ბე­ბი ცალ­-ცალ­კე
ბიან „ღია საუბ­რე­ბის კლუ­ბის“ მიერ ორ­გა­ ჩა­მოთ­ვა­ლეთ:
ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძიე­ბებ­ში (10 მოს­წავ­ლე თი­ • სკო­ლის მოს­წავ­ლე: 500
თოეულ შეხ­ვედ­რა­ზე); • პე­და­გო­გი: 30
• 50 მოს­წავ­ლე, 10 პე­და­გო­გი და 10 მშო­ • მშო­ბე­ლი: 30
ბე­ლი, რომ­ლე­ბიც პარ­ტნიორ ორ­გა­ნი­ზა­ • თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: 500
17

რის­კე­ბი და დაშ­ვე­ბე­ბი

პრაქტიკული მაგალითი

9. ჩა­მოთ­ვა­ლეთ ის შე­საძ­ლო
რის­კე­ბი, რა­მაც შეიძ­ლე­ბა,
პროექ­ტის წარ­მა­ტე­ბით
დე­ტა­ლუ­რად წარ­მოიდ­გი­ნეთ პროექ­ გან­ხორ­ციე­ლე­ბას შეუ­შა­ლოს
ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბის პრო­ცე­სი და ხე­ლი; გან­საზ­ღვრეთ მა­თი
გან­საზ­ღვრეთ ყვე­ლა შე­საძ­ლო რის­კ- თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გზე­ბი.
ფაქ­ტო­რი, რა­მაც შეიძ­ლე­ბა, გავ­ლე­ნა რის­კი: მოს­წავ­ლე­თა და­ბა­ლი ინ­ტე­რე­სი
იქო­ნიოს პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ პროექ­ტის აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვას­თან და­
ბა­ზე. აღ­წე­რეთ, რო­გორ შეიძ­ლე­ბა კავ­ში­რე­ბით.
ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის მი­ნი­ რის­კის თა­ვი­დან არი­დე­ბის გზე­ბი:

მუმამ­დე შემ­ცი­რე­ბა. მოს­წავ­ლე­თა დაინ­ტე­რე­სე­ბის მიზ­ნით,


პროექ­ტის დაწ­ყე­ბამ­დე, ყვე­ლა კლას­ში
რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის­თვის პო­ტენ­
ჩა­ტარ­დე­ბა პროექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია, მოს­
ციუ­რი ბე­ნე­ფი­ცია­რე­ბის, სა­მიზ­ნე ჯგუ­
წავ­ლე­თა მო­საზ­რე­ბე­ბი პროექ­ტის საქ­მია­
ფე­ბის, პარ­ტნიო­რე­ბის, დაინ­ტე­რე­სე­ ნო­ბის და­გეგ­მვი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი
ბუ­ლი მხა­რეე­ბი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის იქ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად: რო­მე­ლი ფილ­მე­ბის
წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბე­ბის შეს­წავ­ლა ჩვე­ნე­ბე­ბი მოეწ­ყოს, ვინ მო­ვიწ­ვიოთ სკო­
პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბა­ში და­გეხ­ ლა­ში სტუმ­რად და სხვა.
მა­რე­ბათ.

პროექ­ტის მდგრა­დო­ბა მი­სი


და­ფი­ნან­სე­ბის დას­რუ­ლე­ბის
შემ­დეგ
აქ უნ­და აღ­წე­როთ, თუ რო­გორ გააგ­რძე­ლებს არ­სე­ბო­ბას
პროექ­ტის ფარ­გლებ­ში მიღ­წეუ­ლი შე­დე­გე­ბი მას შემ­დეგ,
რაც პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბა დას­რულ­დე­ბა. მა­გა­ლი­
თად: თუ სკო­ლამ ძა­ლა­დო­ბა­ზე რეა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი შეი­
მუ­შა­ვა, უნ­და აღი­წე­როს, რო­გორ გა­მოი­ყე­ნებთ ამ მე­ქა­
ნიზმს მო­მა­ვალ­ში, დო­ნო­რის თან­ხე­ბის გა­რე­შე.
18

პრაქტიკული მაგალითი

დის მარ­თვა­ზე. კლუბს ეყო­ლე­ბა არ­ჩეუ­ლი


10. აღ­წე­რეთ პროექ­ტის
ლი­დე­რი, რომ­ლის არ­ჩევ­ნე­ბიც ფა­რუ­ლი კენ­
მდგრა­დო­ბა მი­სი და­ფი­ნან­სე­ბის
ჭის­ყრის მე­თო­დით წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ჩა­
დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ:
ტარ­დე­ბა. ლი­დე­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა
პროექ­ტის მდგრა­დო­ბის ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­
კლუ­ბის საქ­მია­ნო­ბის და­გეგ­მვა­სა და ორ­გა­ნი­
რი მე­ქა­ნიზ­მი „ღია საუბ­რე­ბის კლუ­ბია“, რო­
ზე­ბა­ზე. კლუბს, ასე­ვე, ეყო­ლე­ბა მენ­ტო­რი მას­
მე­ლიც მუ­შაო­ბას პროექ­ტის დას­რუ­ლე­ბის
წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეებს შეხ­ვედ­
შემ­დე­გაც გააგ­რძე­ლებს. კლუ­ბის მთა­ვა­რი
რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­კით­ხებ­ში დაეხ­მა­რე­ბა.
თე­მა მოს­წავ­ლეებ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია
„ღია საუბ­რე­ბის კლუ­ბი“-ს სა­შუა­ლე­ბით
და მის შე­სა­ხებ ცნო­ბიე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა იქ­
მოს­წავ­ლეე­ბი, პე­და­გო­გე­ბი და მშობ­ლე­ბი
ნე­ბა. კლუბ­ში, ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის სა­ხით,
ერ­თობ­ლი­ვად წა­მო­წე­ვენ წინ მოს­წავ­ლე­
იფუნ­ქციო­ნი­რებს: გა­ნათ­ლე­ბის ჯგუ­ფი, დე­ბა­
თა შო­რის ძა­ლა­დო­ბის თე­მას, გაა­ტა­რე­ბენ
ტე­ბის ჯგუ­ფი, საინ­ფორ­მა­ციო ჯგუ­ფი, შე­მოქ­
პრე­ვენ­ციულ ღო­ნის­ძიე­ბებს და ამით ხელს
მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი, რომ­ლებ­შიც მოს­წავ­ლეე­ბი
შეუწ­ყო­ბენ უსაფ­რთხო გა­რე­მოს შექ­მნას
ინ­ტე­რეს­თა სფე­როე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნა­წილ­
სკო­ლა­ში.
დე­ბიან. თი­თოეუ­ლი ჯგუ­ფის ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა,
ვებ­გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი და სკო­ლის
და­გეგ­მოს და გა­ნა­ხორ­ციე­ლოს თე­მა­ტუ­რი
ად­მი­ნის­ტრა­ციის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უზ­რუნ­
ღო­ნის­ძიე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად: გა­ნათ­ლე­ბის
ველ­ყო­ფენ მოს­წავ­ლეე­ბის­გან ვებ­გვერ­დის
ჯგუ­ფი ორ­გა­ნი­ზე­ბას გაუ­წევს ტრე­ნინ­გ-სე­მი­
მეშ­ვეო­ბით შე­მო­სუ­ლი შეტ­ყო­ბი­ნე­ბე­ბის და­
ნა­რებს, კონ­ფე­რენ­ციებს, სა­დის­კუ­სიო კლუ­
ხა­რის­ხე­ბას, მას­წავ­ლე­ბელ­თა და მშო­ბელ­თა
ბის შეხ­ვედ­რებს ძა­ლა­დო­ბის რაო­ბი­სა და
ინ­ფორ­მი­რე­ბას. სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ციის
პრე­ვენ­ციის თე­მა­ზე; შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი
მიერ შექ­მნი­ლი მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჯგუ­
და­გეგ­მავს სცე­ნა­რე­ბის კონ­კურსს, ფო­რუმ­
ფი კი უზ­რუნ­ველ­ყოფს შემ­თხვე­ვებ­ზე რეა­გი­
თეატ­რებს, მოს­წავ­ლე­თა მიერ ანი­მა­ციე­ბის
რე­ბას, ძა­ლა­დო­ბა­ში ჩარ­თულ მხა­რეებ­თან
შექ­მნას, ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბას და სხვა; კლუ­
მუ­შაო­ბას და გრძელ­ვა­დიან დაკ­ვირ­ვე­ბას
ბის საინ­ფორ­მა­ციო ჯგუ­ფი კი პა­სუ­ხის­მგებ­
პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის შემ­დეგ.
ლო­ბას აი­ღებს პროექ­ტის ფეის­ბუ­ქის გვერ­
19

პროექ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გი
და შე­ფა­სე­ბა
მო­ნი­ტო­რინ­გი გუ­ლის­ხმობს, ძი­რი­თა­დად, სტა­ტის­ტი­კუ­რი
ინ­ფორ­მა­ციის რუ­ტი­ნუ­ლად შეგ­რო­ვე­ბას, რო­მე­ლიც გან­
საზ­ღვრავს, თუ რამ­დე­ნად ზედ­მი­წევ­ნით გან­ხორ­ციელ­და
პროექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი თი­თოეუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა.
მა­გა­ლი­თად, მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­
ვის­წავ­ლოთ: ა) ჩა­ტარ­და თუ არა ტრე­ნინ­გი სკო­ლა­ში ძა­ლა­
დო­ბის თე­მა­ზე; და ბ) რამ­დე­ნი მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი
და მშო­ბე­ლი დაეს­წრო მას საერ­თო ჯამ­ში.
შე­ფა­სე­ბა კი ეყ­რდნო­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად შეგ­
რო­ვილ ინ­ფორ­მა­ციას და პროექ­ტის შე­დე­გე­ბის ხა­რის­ხის
შე­ფა­სე­ბას მოიაზ­რებს. კონ­კრე­ტუ­ლად, შე­ფა­სე­ბის დროს
ხდე­ბა პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბით მიღ­წეუ­ლი შე­დე­გე­ბის
შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ციის შეგ­რო­ვე­ბა­-ა­ნა­ლი­ზი. მა­გა­ლი­თად,
შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნი შეიძ­ლე­ბა იყოს: ა) სკო­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­
ლი ტრე­ნინ­გის შე­დე­გად ამაღ­ლდა თუ არა მო­ნა­წი­ლე­თა
ცნო­ბიე­რე­ბა ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე და ბ) რო­გორ აი­სა­ხა ეს
სკო­ლის გა­რე­მოს გაუმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.
იმი­სათ­ვის, რომ გაი­გოთ, წარ­მა­ტე­ბუ­ლია თუ არა თქვე­
ნი პროექ­ტი, მი­სი გან­ხორ­ციე­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი
წი­ნას­წარ გან­საზ­ღვრუ­ლი შე­ფა­სე­ბის მე­თო­დე­ბის გა­მო­
ყე­ნე­ბით უნ­და გა­ზო­მოთ, მა­გა­ლი­თად: ბე­ნე­ფი­ციარ­თა გა­
მო­კით­ხვა პროექ­ტის დაწ­ყე­ბი­სა და დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ;
პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბით დაინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­
გან მი­ღე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რის ანა­ლი­ზი; იმ ადა­მია­ნე­ბის ქცე­
ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, ვინც პროექ­ტის ფარ­გლებ­ში გაია­რა ტრე­
ნინ­გი და სხვა.
20

პრაქტიკული მაგალითი

11. პროექტის მონიტორინგი და შეფასება:

პროექტის მონიტორინგის
ვინ ჩაატარა
მონიტორინგი/ ჩატარების მონიტორინგის კრიტერიუმები
მონიტორინგი
შეფასება თარიღი

60 მოს­წავ­ლის, 20 პე­და­გო­გი­სა და 20
მშობ­ლის მო­ნა­წი­ლეო­ბით სკო­ლებ­ში
ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გი ძა­ლა­დო­ბის პრე­
ვენ­ციის თე­მა­ზე.
პროექ­ტის მე­ნე­
ყო­ველ­კვი­რეუ­ლად ტარ­დე­ბა „ღია
პირველი ჯე­რი პროექ­ტის
X სექტემბერი, საუბ­რე­ბის კლუ­ბის“ შეხ­ვედ­რე­ბი.
შუალედური გან­მა­ხორ­ციე­
XXXX წელი კლუ­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით ძა­ლა­დო­ბის
მონიტორინგი ლე­ბელ ჯგუფ­
თე­მა­ზე ეწ­ყო­ბა დის­კუ­სიე­ბი, ფილ­მის
თან ერ­თად
ჩვე­ნე­ბა-­გან­ხილ­ვე­ბი, თეატ­რა­ლუ­რი
წარ­მოდ­გე­ნე­ბი, თა­ნა­ტოლგან­მა­ნათ­
ლე­ბელ­თა ტრე­ნინ­გე­ბი, და­ბა­ლი სა­ფე­
ხუ­რის მოს­წავ­ლეებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი.

70-მდე პი­რის ჩარ­თუ­ლო­ბით საინ­


ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია ჩა­ტარ­და სა­
ხელ­წო­დე­ბით „დაარ­ღვიე დუ­მი­ლი“,
რომ­ლის შე­დე­გად ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­
ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რებ­მა 500-მდე
მო­ქა­ლა­ქემ ცნო­ბიე­რე­ბის დო­ნე აი­
პროექ­ტის მე­ნე­ მაღ­ლა ძა­ლა­დო­ბი­სა და მი­სი პრე­ვენ­
მეორე ჯე­რი პროექ­ტის X ოქტომბერი ციის გზე­ბის შე­სა­ხებ;
შუალედური გან­მა­ხორ­ციე­ -ნოემბერი, XXXX 30 მოს­წავ­ლის, 10 მშობ­ლის, 10 პე­
მონიტორინგი ლე­ბელ ჯგუფ­ წელი და­გო­გის მო­ნა­წი­ლეო­ბით, 12-18 წლის
თან ერ­თად ბავ­შვებს შო­რის კი­ბერ­ბუ­ლინ­გი­სა და
ძა­ლა­დო­ბის სხვა ფორ­მე­ბის პრე­ვენ­
ციის თე­მა­ზე კონ­ფე­რენ­ცია მოეწ­ყო.
შე­დე­გად შე­მუ­შავ­და რე­კო­მენ­და­ციე­
ბი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რივ სა­გან­მა­
ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სცენტრს გა­საც­ნო­
ბად გა­დაეგ­ზავ­ნა.

ჩა­ტარ­და მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის


პროექ­ტის მე­ნე­
გან­ხილ­ვა და პროექ­ტის ბე­ნე­ფი­ციარ­
ჯე­რი პროექ­ტის
საბოლოო X დეკემბერი, თა გა­მო­კით­ხვა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­
გან­მა­ხორ­ციე­
შეფასება XXXX წელი დე­ნად შე­დე­გია­ნი იყო პროექ­ტი; ასე­ვე
ლე­ბელ ჯგუფ­
– პროექ­ტის პრე და პოსტ ტეს­ტის შე­
თან ერ­თად
დე­გე­ბის შე­და­რე­ბა.
21

სამოქმედო გეგმა

საპ­როექ­ტო გა­ნაც­ხადს თან უნ­და ახ­ლდეს პროექ­ტის შეს­


რუ­ლე­ბის გან­რი­გი – სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მელ­შიც დაწ­
ვრი­ლე­ბით უნ­და აი­სა­ხოს პროექ­ტის საქ­მია­ნო­ბე­ბი. პროექ­
ტის ში­ნაარ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი
უნ­და იყოს დრო­ში (დღე, კვი­რა, თვე, კვარ­ტა­ლი, წე­ლი).
და­გეგ­მი­ლი საქ­მია­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის ვა­დე­ბის თვალ­სა­ჩი­
ნოდ წარ­მოდ­გე­ნის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ცხრი­ლის გა­მო­
ყე­ნე­ბა.

გადაშალეთ პროექტის
განხორციელების გეგმის
მაგალითის სანახავად
პრაქტიკული მაგალითი

პროექტის განხორციელების გეგმა

პროექტის სახელწოდება: დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი!

პროექტის განხორციელების ვადები: სექტემბერი-დეკემბერი, XXXX წელი

სამუშაოს შესრულების გეგმის გაწერა კვირების მიხედვით


პროექტის მიზნების მისაღწევად
სამუშაოზე პასუხისმგებელი პირი
განსახორციელებელი ღონისძიებების და სტატუსი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
ჩამონათვალი
კვ კვ კვ კვ კვ კვ კვ კვ კვ კვ კვ კვ კვ კვ კვ კვ

პროექტის განსახორციელებლად
მოსამზადებელი სამუშაოების
შესრულება: პროექტის ეკატერინე ქაშიბაძე – პროექტის
1 განმახორციელებელ ჯგუფში სამოქმედო
X X მენეჯერი
გეგმის განხილვა, პასუხისმგებლობების
გადახედვა და პროექტის პრეზენტაცია

ეკატერინე ქაშიბაძე – პროექტის


პროექტის ფარგლებში დაგეგმილი
2 შესყიდვების განხორციელება
X მენეჯერი, ცოტნე ნასყიდაშვილი –
პროექტის ასისტენტი

ბარბარე ჭანკვეტაძე – ტრენერ-


3 ტრენინგ-მოდულის შემუშავება X X X კონსულტანტი

ტრენინგების ორგანიზება სკოლებში


ბარბარე ჭანკვეტაძე – ტრენერ-
4 თანატოლთა შორის ძალადობის X X X X კონსულტანტი
პრევენციის თემაზე

„ღია საუბრების კლუბის“


შექმნა, დისკუსიების, ფილმების
ეკატერინე ქაშიბაძე – პროექტის
ჩვენება-განხილვების,
5 თანატოლგანმანათლებელთა
X X X X X X X X მენეჯერი, ცოტნე ნასყიდაშვილი –
პროექტის ასისტენტი
ტრენინგების, უმცროსკლასელებთან
შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზება

თანატოლთა შორის ძალადობის თემაზე


ეკატერინე ქაშიბაძე – პროექტის
სპექტაკლებისა და წარმოდგენების
6 (მცირე ზომის პიესა/სკეტჩი,
X X X X მენეჯერი, ცოტნე ნასყიდაშვილი –
პროექტის ასისტენტი
ფორუმთეატრი) ორგანიზება
ეკატერინე ქაშიბაძე – პროექტის
მენეჯერი, ცოტნე ნასყიდაშვილი
სკოლის ვებგვერდზე სივრცის შექმნა – პროექტის ასისტენტი, სკოლის
7 შეტყობინებების მისაღებად
X X X X საინფორმაციო მენეჯერი და
სკოლის ადმინისტრაციის
წარმომადგენელი
სკოლის ადმინისტრაციის მიერ სკოლის ადმინისტრაციის
8 მულტიდისციპლინური ჯგუფის შექმნა და X X X X X X X X X X წარმომადგენელი, პროექტის
შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება მენეჯერი

ბარბარე ჭანკვეტაძე – ტრენერ-


საინფორმაციო კამპანიის „დაარღვიე კონსულტანტი, ცოტნე
9 დუმილი“ ორგანიზება
X X ნასყიდაშვილი – პროექტის
ასისტენტი

კონფერენციის ჩატარება 12-18 წლის ეკატერინე ქაშიბაძე – პროექტის


10 ბავშვებს შორის კიბერბულინგისა და X მენეჯერი, ცოტნე ნასყიდაშვილი –
ძალადობის პრევენციის თემაზე პროექტის ასისტენტი

პროექტის საქმიანობების შესრულების ეკატერინე ქაშიბაძე – პროექტის


11 მონიტორინგი და შედეგების შეფასება
X X X X X X X X X X X X X X X მენეჯერი

ეკატერინე ქაშიბაძე –
12 დონორთან ანგარიშის გაგზავნა X პროექტის მენეჯერი

მოამზადა
პროექტის მენეჯერი: ეკატერინე ქაშიბაძე 30.07. XXXX წ.

სახელი და გვარი ხელმოწერა თარიღი


24

ბიუჯეტი

ბიუ­ჯე­ტი უნ­და იყოს რეა­ლის­ტუ­რი და ფა­რავ­დეს ყვე­ლა


სა­ჭი­რო ხარჯს, სხვაგ­ვა­რად პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბა
შეუძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

გაით­ვა­ლის­წი­ნეთ: ბიუჯეტი პროექტით განსაზღვრულ


აქტივობებს უნდა შეესაბამებოდეს.

ბიუ­ჯე­ტი ლო­გი­კურ კავ­შირ­ში უნ­და იყოს პროექ­ტის აღ­წე­


რა­ში მი­თი­თე­ბულ მიზ­ნებ­თან, ღო­ნის­ძიე­ბებ­თან და საქ­მი-
ა­ნო­ბას­თან. არ შეი­ტა­ნოთ მას­ში ის ხარ­ჯე­ბი, რო­მე­ლიც
და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ციე­ლე­ბას არ ემ­სა­ხუ­რე­ბა.
ბიუ­ჯეტ­ში აღ­წე­რი­ლი ხარ­ჯე­ბი ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­
ბის შე­სა­ბა­მი­სად დაით­ვა­ლეთ.
პრაქტიკული მაგალითი
პროექტის ბიუჯეტი (ლარში)

პროექტის სახელწოდება: დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი!


პროექტის განხორციელების ვადები: სექტემბერი-დეკემბერი, XXXX წელი
ერთეულის ერთულის
# აღწერა
დასახელება
ერთეულის ფასი
რაოდენობა
მთლიანი ღირებულება

I. ადამიანური რესურსები

1 პროექტის მენეჯერი სთ 25 17 425.00


2 ტრენერ-კონსულტანტი დღე 90 12 1,080.00
სულ ადამიანური რესურსები 1,505.00
II. შესყიდვები
1 საკანცელარიო მასალები კლუბისთვის თვე 50 4 200.00
2 პროექტის სადგამიანი ბანერის დამზადება ცალი 150 1 150.00
3 ბრენდირებული მაისურები ცალი 12 30 360.00
4 ბრენდირებული სილიკონის სამაჯურები ცალი 1.5 70 105.00
5 საინფორმაციო ბუკლეტები ცალი 0.35 500 175.00
6 ყავა-ჩაი ტრენინგის მონაწილეებისთვის პერსონა 3 100 300.00
7 ბეჭდური მასალები კონფერენციისთვის პაკეტი 2 50 100.00
8 საბანკო მომსახურება საკომისიო 0.9 10 9.00
სულ შესყიდვები 1,399.00
III. ტრანსპორტირება
საინფორმაციო კამპანიისთვის მასალების
1 ტრანსპორტირება
კმ 1 96 96.00

სულ ტრანსპორტირება 96.00


მთლიანი ღირებულება (ლარში) 3,000.00

მოამზადა ეკატერინე ქაშიბაძე 30.07. XXXX წ.


პროექტის მენეჯერი:
სახელი და გვარი ხელმოწერა თარიღი

25
26

ბიუჯეტის შედგენისას აუცილებლად


დაიცავით შემდეგი წესები:

• ბიუ­ჯეტს უნ­და ჰქონ­დეს ცხრი­ლის სა­ხე;

• ბიუ­ჯე­ტი უნ­და შეი­ცავ­დეს მხო­ლოდ იმ სა­მუ­შაოებ­სა


და რე­სურ­სებს, რომ­ლე­ბიც პროექ­ტის ამო­ცა­ნებს შეე­
სა­ბა­მე­ბა;

• ბიუ­ჯე­ტის პუნ­ქტებ­ზე ფა­სე­ბი/­ღი­რე­ბუ­ლე­ბა მიუ­თი­თეთ


ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში – ქარ­თულ ლარ­ში, წი­ნას­წარ
მოკ­ვლეუ­ლი სა­ბაზ­რო ფა­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად;

• ბიუ­ჯეტ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ფა­სე­ბი უნ­და იყოს სა­ბაზ­რო


ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სატ­ყვი­სი;

• კარ­გად გა­დაა­მოწ­მეთ ცხრი­ლი შეც­დო­მე­ბის თა­ვი­დან


არი­დე­ბის მიზ­ნით (მაგ. არას­წო­რად და­ჯა­მე­ბუ­ლი თან­
ხა);

• სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად


გან­მარ­ტეთ და­სა­ხე­ლე­ბის მა­ხა­სია­თებ­ლე­ბი: კონ­ფი­გუ­
რა­ცია, სა­ფირ­მო ნი­შა­ნი, მო­დე­ლი და ა.შ. შე­გიძ­ლიათ,
ახ­სნათ ისიც, თუ რა­ტომ გჭირ­დე­ბათ ამა თუ იმ კონ­კრე­
ტუ­ლი სპეციფიკის რესურსი.

გაით­ვა­ლის­წი­ნეთ: თუ პროექტი დაფინანსდა და


კონკრეტული პროდუქციის შეძენას ბიუჯეტში
გათვალისწინებული თანხა არ ჰყოფნის, ბიუჯეტის სხვა
ხაზიდან თანხის აღების უფლება არ გაქვთ დონორთან
წინასწარი შეთანხმების გარეშე.
27

დამატებით წარსადგენი
დოკუმენტაცია (დანართები)
ყვე­ლა ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი თუ ინ­ფორ­მა­ცია,
რო­მე­ლიც მხარს დაუ­ჭერს თქვენს პროექტს, და­ნარ­თე­ბის
სა­ხით წა­რად­გი­ნეთ. ეს და­ნარ­თე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს
ითა­მა­შებს დო­ნო­რის მიერ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის
პრო­ცეს­ში. და­ნარ­თე­ბი ნუ­მე­რა­ციის მი­ხედ­ვით დაა­ხა­რის­
ხეთ და გა­ნაც­ხა­დის შე­სა­ბა­მის ტექ­სტურ ნა­წილ­ში მიუ­თი­
თეთ კონ­კრე­ტუ­ლი და­ნარ­თის შე­სა­ხებ, მაგ.: და­ნარ­თი 1
– ტრე­ნინ­გ-სე­მი­ნა­რის მე­თო­დო­ლო­გია, და­ნარ­თი 2 – მოწ­
ვეუ­ლი ტრე­ნე­რის რე­ზიუ­მე და ა.შ. ტრე­ნე­რის რე­ზიუ­მე­
ში დე­ტა­ლუ­რად უნ­და იყოს აღ­წე­რი­ლი, თუ რა შე­სა­ბა­მის
კვა­ლი­ფი­კა­ციას ფლობს პი­რი ამა თუ იმ ტრე­ნინ­გის ჩა­სა­
ტა­რებ­ლად, მაგ.: შე­სა­ბა­მი­სი აკა­დე­მიუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა
და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე; მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი
ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი წლე­ბის, და­სა­ხე­ლე­ბე­ბის, თე­
მა­ტი­კი­სა და აუ­დი­ტო­რიის მი­თი­თე­ბით.
და­ნარ­თის სა­ხით შე­გიძ­ლიათ წა­რად­გი­ნოთ, ასე­ვე, სა­რე­
კო­მენ­და­ციო და მხარ­და­ჭე­რის წე­რი­ლე­ბი.

პროექტის მართვის ციკლი


(ეტაპები)
პროექ­ტის მარ­თვის ციკ­ლი სა­მი მთა­ვა­რი ეტა­პის­გან შედ­
გე­ბა: მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი, გან­ხორ­ციე­ლე­ბი­სა და დას­რუ­
ლე­ბის ეტა­პე­ბი. თი­თოეულ მათ­განს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი
მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პროექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ციე­
ლე­ბის­თვის.
მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პი მოი­ცავს: საგ­რან­ტო ხელ­შეკ­რუ­
ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას, პროექ­ტის გან­მა­ხორ­ციე­ლე­ბელ გუნ­
დთან და პროექ­ტის პარ­ტნიო­რებ­თან ერ­თად პროექ­ტის
სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გა­და­ხედ­ვას, მო­ნი­ტო­რინ­გის გეგ­მის
შე­მუ­შა­ვე­ბას, მა­ტე­რია­ლურ­-ტექ­ნი­კუ­რი, ადა­მია­ნუ­რი და
ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას, და­გეგ­მი­ლი შეს­
ყიდ­ვე­ბის გან­ხორ­ციე­ლე­ბა­სა და ფარ­თო აუ­დი­ტო­რიის­
თვის პროექ­ტის გაც­ნო­ბას.
28

გან­ხორ­ციე­ლე­ბის ეტა­პი მოი­ცავს: საქ­მია­ნო­ბის­/ღო­ნის­


ძიე­ბე­ბის გან­ხორ­ციე­ლე­ბას, პროგ­რე­სის მო­ნი­ტო­რინ­გსა
და შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბას.
პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბის მან­ძილ­ზე
მუდ­მი­ვი კავ­ში­რი იქო­ნიეთ დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­
ციას­თან და მი­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პროექ­ტის
ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძიე­ბა­
ზე მოიწ­ვიეთ.

დას­რუ­ლე­ბის ეტა­პი მოი­ცავს: პროექ­ტის შე­დე­გე­ბის პრე­


ზენ­ტა­ციას პარ­ტნიო­რე­ბი­სა და დაინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი­
სათ­ვის, პროექ­ტის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის,
რე­სურ­სე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­და­ცე­მას (თუ ეს
პროექ­ტით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი) ბე­ნე­ფი­ცია­რე­ბის­
თვის, ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბა­სა და დო­ნორ­თან გაგ­ზავ­ნას.

რას ვა­კე­თებთ პროექ­ტის


დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ?
პროექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვიწ­ყებთ პროექ­ტის გან­
ხორ­ციე­ლე­ბის შე­სა­ხებ ში­ნაარ­სობ­რი­ვი და ფი­ნან­სუ­რი ან­
გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბას, რო­მელ­საც დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ციას
წარ­ვუდ­გენთ.

ან­გა­რი­ში ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­მუ­ნი­კა­


ციის სა­შუა­ლე­ბაა დო­ნორ­თან. იგი დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­
ციას შეი­ცავს პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბის პრო­ცე­სი­სა და
მიღ­წეუ­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

პროგ­რა­მუ­ლი ან­გა­რი­შის სტრუქ­ტუ­რა

• პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბის პე­რიო­დი (ვა­დე­ბი)


• პროექ­ტის მიზ­ნე­ბი
• პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბის პრო­ცე­სის აღ­წე­რა
(რა გა­კეთ­და და რო­გორ?)
29

• შე­ვი­და თუ არა თავ­და­პირ­ველ გეგ­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი?


• რა დაბ­რკო­ლე­ბებს წააწ­ყდა პროექ­ტის გან­მა­ხორ­
ციე­ლე­ბე­ლი ჯგუ­ფი პროექ­ტის მსვლე­ლო­ბის დროს,
დაიძ­ლია თუ არა ეს დაბ­რკო­ლე­ბე­ბი და რა გზე­ბით?
• რა შე­დე­გებს მიაღ­წიეთ?
• რა გას­წავ­ლათ პროექ­ტზე მუ­შაო­ბამ? რა იცით დღეს
უფ­რო მე­ტი, ვიდ­რე პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბამ­დე
იცო­დით?

ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბი­სას:

• გა­და­ხე­დეთ დო­ნო­რის მი­თი­თე­ბებს ან­გა­რი­შის მომ­


ზა­დე­ბის თაო­ბა­ზე;
• ეცა­დეთ, ან­გა­რი­შის ტექ­სტი ლა­კო­ნუ­რი და ად­ვი­ლად
გა­სა­გე­ბი იყოს;
• დაურ­თეთ თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლა (ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი,
ბეჭ­დუ­რი მა­სა­ლა, სა­გა­ზე­თო სტა­ტიე­ბი, ვი­დეო ბმუ­ლე­
ბი და სხვა), რაც თქვენ მიერ გან­ხორ­ციე­ლე­ბუ­ლი საქ­
მია­ნო­ბის აღ­ქმას გაუად­ვი­ლებს დო­ნორს;
• დაი­ცა­ვით ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნის ვა­დე­ბი.
30

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტერ­მი­ნე­ბის
გან­მარ­ტე­ბე­ბი

აპ­ლი­კან­ტი პი­რი, ორ­გა­ნი­ზა­ცია ან საი­ნი­ცია­ტი­ვო ჯგუ­ფი, რო­მელ­საც


(გან­მცხა­დე­ბე­ლი) გა­ნაც­ხა­დი შეაქვს კონ­კრე­ტუ­ლი მოთ­ხოვ­ნით.

საგ­რან­ტო თქვენ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იდეის და მი­სი გან­ხორ­ციე­ლე­


გა­ნაც­ხა­დი ბის მიზ­ნით და­გეგ­მი­ლი საქ­მია­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­
ტი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც დო­ნო­რი და­ფი­ნან­სე­ბის გა­ცე­
მის ან არ გა­ცე­მის შე­სა­ხებ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას იღებს.

ბე­ნე­ფი­ცია­რი ადა­მიან­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბის


(მო­სარ­გებ­ლე) შე­დე­გად უშუა­ლოდ მიი­ღებს სარ­გე­ბელს.

გრან­ტი ფუ­ლა­დი რე­სურ­სი, რო­მელ­საც დო­ნო­რი კონ­კრე­ტუ­ლი


პროექ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბის­თვის გას­ცემს.

დაინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უწ­ყე­ბე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ციე­ბი, და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­თე­მო ჯგუ­


მხა­რეე­ბი ფე­ბი, რო­მელ­თა ინ­ტე­რეს­შიც შე­დის პროექ­ტის გან­ხორ­
ციე­ლე­ბა და არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა.

დო­ნო­რი ყვე­ლა ის ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ პი­რი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი


საქ­მია­ნო­ბის­/პროექ­ტის პო­ტენ­ციუ­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია.
ეს შეიძ­ლე­ბა იყოს კერ­ძო ან სა­ხელ­მწი­ფო უწ­ყე­ბა, ად­გი­
ლობ­რი­ვი, საერ­თა­შო­რი­სო, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი და
ორ­გა­ნი­ზა­ცია, ბიზ­ნეს კომ­პა­ნია, კერ­ძო პი­რი და ა. შ.
31

თე­მი აღ­ნიშ­ნავს უფ­რო მეტს, ვიდ­რე გეოგ­რა­ფიუ­ლი მდე­ბა­რეო­


ბაა. პროექ­ტის და­გეგ­მვი­სას, თემს შეიძ­ლე­ბა წარ­მოად­
გენ­დეს იმ სოფ­ლის, ქა­ლა­ქის ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი უბ­ნის
ან და­ბის მო­სახ­ლეო­ბა, სა­დაც პროექ­ტი უნ­და გან­ხორ­
ციელ­დეს. სასკოლო თემ­ში შეიძ­ლე­ბა მოიაზ­რე­ბო­დეს
სკო­ლა ან მი­სი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი: კლა­სი, პე­და­გოგ­თა ჯგუ­
ფი და სხვა; პროფესიულ თემში – პრო­ფე­სიუ­ლი ჯგუ­ფე­ბი:
მცი­რე ბიზ­ნე­სის, კონ­სულ­ტან­ტე­ბის, ფერ­მე­რე­ბის და ა.შ.

პარ­ტნიო­რი იდეის თა­ნა­მოაზ­რე, ერ­თობ­ლი­ვი საქ­მია­ნო­ბის


თა­ნა­მო­ნა­წი­ლე.

პარ­ტნიო­რო­ბა პარ­ტნიო­რო­ბა არის ორი ან მე­ტი მხა­რის შე­თან­ხმე­ბუ­ლი


საქ­მია­ნო­ბა საერ­თო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. პარ­ტნიო­რო­ბა
ეფუძ­ნე­ბა: საერ­თო ხედ­ვას, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, მიზ­ნებ­სა და
ამო­ცა­ნებს.

პრე­ვენ­ცია წი­ნას­წა­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა რაი­მე არა­სა­სურ­ვე­ლი მოვ­ლე­


ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით.

სა­მიზ­ნე ადა­მიან­თა ჯგუ­ფი, რო­მელ­ზეც პროექ­ტის ფარ­


ჯგუ­ფი გლებ­ში მიღ­წეუ­ლი შე­დე­გე­ბი ვრცელ­დე­ბა.
32

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი
ლი­ტე­რა­ტუ­რა
პუბ­ლი­კა­ცია­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ციე­ბის:
„პარ­ტნიო­რე­ბი-­სა­ქარ­თვე­ლო“ და „სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­
ბის კორ­პუ­სი“ მა­სა­ლე­ბი; ასე­ვე – შემ­დე­გი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

პროექ­ტის წე­რის და მარ­თვის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო


(https://bit.ly/3ddUlnf)

Manual of Project Management for


Development Practitioners – GTZ
(https://bit.ly/37eEvVN)

„Project Proposal Writing“ - BESIM NEBIU


(https://bit.ly/3alvFaI)

„მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის“ პროექ­ტის და­გეგ­მვი­სა


და მარ­თვის სა­მუ­შაო წიგ­ნი – 2007 წე­ლი, თბი­ლი­სი

Project Management Manual – GEF, UNDP,


IW LEARN – 2001-2014 (https://bit.ly/3rUpaBr)
სახელმძღვანელო დაიბეჭდა სამოქალაქო განათლების
პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში, რომელსაც
ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს
უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

You might also like