You are on page 1of 6

[INSERT LOGO] [Insert Project Name]

პროექტის წესდება

პროექტის დასახელება მომზადების თარიღი


საკუთარი სახლის მშენებლობა 00.00.2020

დამკვეთი პროექტის მენეჯერი საკონტაქტო ნომერი


597001122

პროექტის მოკლე მიმოხილვა და მისი საჭიროების აღწერა


რატომ განიხილება აღნიშნული პროექტის განხორციელება? მოკლედ აღწერეთ რა სარგებლის
მოტანას ან პრობლემის გადაჭრას ემსახურება პროექტი.

პროექტი მიზნად ისახავს ბნ. ნ.დ.-ის ახალი კერძო ორსართულიანი სახლის მშენებლობას.

შენობა უნდა მდებარეობდეს ვაკის რაიონში, ნიკო ცხვედაძის ქუჩის 27 ნომერში , ნ.დ. საკუთრებაში
მყოფ მიწაზე, რომლის ფართობიც 500 კვ.მ.-ს წარმოადგენს.

პროექტის ინიცირება მოხდა 2020 წლის პირველ იანვარს, დაგეგმვის პროცესისთვის ერთი სრული
თვეა გამოყოფილი. უშუალო ოპერაციები 2020 წლის პირველ თებერვალს უნდა დაიწყოს და უნდა
დასრულდეს არა უგვიანეს 2021 წლის 1 ინვისისა, რომ ნ.დ.-მ ზაფხულის პირველივე რამდენიმე
კვირაში შეძლოს ახალ სახლში გადასვლა.

პროექტის მიზნები
პირველი ეტაპი

 არქიტექტურული გეგმის შედგენა და დამოწმება

 შენების ნებართვის აღება

 ტერიტორიის გასუფთავება და მშენებლობისთვის მომზადება

 საძირკველის ამოთხრა

 საყრდენების გაკეთება და ჩასხმა

 საძირკველის ჩასხმა

 სახლისა და სადგომის გარე ჩონჩხის აგება

მეორე ეტაპი

 სახლისა და სადგომის ჩარჩოს კონსტრუქცია

 სახლისა და სადგომის გადახურვა

 არქიტექტურული გეგმების მიხედვით შიდა ტიხრების გაკეთება

1
[INSERT LOGO] [Insert Project Name]
 შიდა გაყვანილობის გაკეთება

 გარე გაყვანილობის გაკეთება

მესამე ეტაპი

 გათბობა

 ვენტილაცია

 კონდიცირება

 შიდა წყალსადენი სისტემის გაკეთება

 გარე წყალსადენი სისტემის გაკეთება

 უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟება

მეოთხე ეტაპი

 ინტერიერის დასრულება

 ექსტერიერის დასრულება

 პაციოს გადახურვა

 ეზოს მოწესრიგება, კეთილმოწყობა და გამწვანება

 კონსტრუქციისა და დიზაინის აუდიტი

 პროექტის გადახედვა და დამოწმება

პროექტის შინაარსი და მახასიათებლები


რა იქნება პროექტის საბოლოო შედეგი? აღწერეთ რას მოიცავს პროექტი, იმ დეტალიზაციით , რაც
შესაძლებელია საწყის ეტაპზე.

პროექტის საბოლოო შედეგია თანამედროვე მაღალი სტანდარტის უნიკალური დიზაინის მქონე


კერძო სახლის აშენება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური უსაფრთხოების სისტემით ,
ყველანაირი გაყვანილობითა და კეთილმოწყობილი ეზოთი.

პროექტი ამ სახლის თავიდან ბოლომდე მშენებლობას მოიცავს იმ მიზნების გათვალისწინებით ,


რომლებიც ზემოთ არის ჩამოთვლილი და იმ საბოლოო მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც
ქვემოთაა მოცემული.

შენების პერიოდში აქტიური კომუნიკაცია უნდა მიმდინარეობდეს სამშენებლო კომპანიას ,


არქიტექტორს, დიზაინერსა და დამკვეთს შორის, რათა ამ მნშვნელოვანი მხარეების მოთხოვნები
დაკმაყოფილებულ იქნას და საბოლოო შედეგი მივიღოთ ისეთი, როგორიც დაგეგმილი იყო.

ძირითადი კომპონენტები (deliverables)

2
[INSERT LOGO] [Insert Project Name]
რა არის ის ძირითადი პროდუქტი თუ სერვისი რაც პროექტის ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი

 ერთ საერთულიანი თანამედროვე მაღალი სტანდარტის უნიკალური დიზაინის მქონე სახლი

 მანქანის ორ ადგილიანი სადგომი

 გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზო

 პაციო

 ბეტონის საძირკველი

ძირითადი დაინტერესებული მხარეები


 პროექტის დამკვეთი / სახლის მესაკუთრე - სახელი, გვარი

 პროექტის მენეჯერი -

 დაქირავებული სამშენებლო კომპანია -

 დიზაინერი -

 არქიტექტორი -

 მშენებლები

 მთავარი მშენებელი

 უმცროსი მშენებელი

 მუშები -

 ელექტრიკოსები -

 ადგილობრივი მმართველობა -

 რესურსების მიმწოდებელი კომპანიები -

პროექტის ძირითადი მოთხოვნები


დაინტერესებულ მხარეთა ამ ეტაპზე ცნობილი მოთხოვნები, რაც აუცილებელია პროექტის
მოცულობის განსასაზღვრად

 პროექტის მენეჯერი დაქირავებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი უნდა იყოს და


პროექტის დოკუმენტაციაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

 სამშენებლო კომპანიამ სამშენებლო ტერიტორიაზე, ადგილობრივი მმართველობის მიერ


მოთხოვნილი, Covid-19-ის პრევენციისკენ მიმართული, ყოველი მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზეა პასუხისმგებელი. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ,
მმართველობის მხრიდან დაწესებული ჯარიმების გადახდა თავად კომპანიას დაეკისრება .

 სამშენებლო კომპანია თავად უზრუნველყოფს პროექტს მუშახელითა და რესურსებით და

3
[INSERT LOGO] [Insert Project Name]
უზრუნველყოფს მათ მენეჯმენტს.

 სამშენებლო კომპანია პასუხისმგებლობას აიღებს მშენელობის ტერიტორიაზე


უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფაზე.

 პროექტის საბოლოო ვადის გადაჭარბების შემთხვევაში , ყოველ გადაჭარბებულ სამ თვეზე


კომპანიას დაექვითება ანაზღაურების 10%.

 დაქირავებული კომპანია პერიოდულად წარუდგენს დამკვეთს პროექტის პროგრესის შესახებ


ინფორმაციას. განსაზღვრული პერიოდები: ორ კვირაში ერთხელ და თვის ბოლოს.

 პროექტის საბოლოო ვადის გადაჭარბების შემთხვევაში რეპორტები ყოველკვირეული


გახდება.

 დაქირავებული სამშენებლო კომპანია ითანამშრომლებს კლიენტის მიერ შერჩეულ


არქიტექტორსა და დიზაინერთან ერთად.

 ნებისმიერი ტიპის არქიტექტურული და დიზაინერული გადაწყვეტილება შეთანხმებულ უნდა


იქნას დამკვეთ პირთან.

 შენობა უნდა აკმაყოფილებდეს ადგილობრივი მამრთველობის მიერ დადგენილ ნორმებსა


და შეზღუდვებს. ეს უზრუნველყოფილ უნდა იქნას არქიტექტორისა და სამშენებლო კომპანიის
მიერ.

 რეზურსების მიმწოდებელ კომპანიასთან ურთიერთობას სამშენებლო კომპანია


უზრუნველყოფს, საჭიროებისამებრ არქიტექტორთან და დიზაინერთად შეთანხმებით .

პროექტის მნიშვნელოვანი თარიღები


მიუთითეთ პროექტის მნიშვნელოვანი თარიღები, როგორიც არის დაწყების, დასრულების , ან სხვა
მნიშვნელოვანი მოვლენის თარიღი

01.01.2020 - პროექტის ინიცირება.

01.02.2020 - პროექტის ოპერაციების დაწყება.

31.05.2020 - პროექტის პირველი ეტაპის დახურვა და რეტროსპექცია.

31.09.2020 - პროექტის პირველი ეტაპის დახურვა და რეტროსპექცია.

31.01.2021 - პროექტის პირველი ეტაპის დახურვა და რეტროსპექცია.

01.06.2021 - პროექტის დახურვა და რეტროსპექცია.

4
[INSERT LOGO] [Insert Project Name]

პროექტის ბიუჯეტი
აღწერეთ პროექტის ძირითადი ხარჯები რა იქნება, თავდაპირველი საინვესტიციო და ყოველთვიური

შემზღუდველი ფაქტორები, ვარაუდები, დაშვებები, რისკები


შეზღუდვები  ადგილობრივი მმართველობის მოთხოვნები სახლის
იერსახეს, მასალებისა და სამუშაო პირობების კუთხით.
 ფინანსური შეზღუდვა. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 0000 0000
ლარს.
 დროის შეზღუდვა. პროექტი უნდა დასრულდეს 2021 წლის 1
ივნისამდე, ყოველი გადაცილებული სამი თვე სამშენებლო
კომპანიას შემოსავლის 10% დაუჯდება.
 მეზობლების მოთხოვნების, უფლებებისა და თავისუფლებების
გათვალისწინება.
 დამკვეთის მოთხოვნები მატერიალების სტანდარტებსა და
დიზაინთან დაკავშირებით.

ვადაუდები და დაშვებები აღწერეთ პროცესები, ან მოცემულობა, რაზე დაყრდნობითაც


გგონიათ რომ პროექტის მიზნებს მიაღწევთ

 პროექტის სწორად დაგეგმარება.


 პროექტის ეფექტური მენეჯმენტი. თანმიმდევრული
რეტროსპექციები, ბიუჯეტისა და სქოუფის ოპტიმალურად
გაწერა, ეფექტური კომუნიკაცია დაინტრესებულ მხარეებთან.
 სამშენებლო კომპანიის მხრიდან ადამიანური და
მატერიალური რესურსების ეფექტური მიწოდება და
მენეჯმენტი.
 არქიტექტორისა და დიზაინიერის მხრიდან საჭირო
დოკუმენტების, ნახაზებისა და ნახატების დროულად
მიწოდება.
 ეფექტური მიწოდების ჯაჭვის აწყობა.
 დამკვეთის მხრიდან ფულის თანმიმდევრული და მუდმივი
მიწოდება.
 პროცესის პერიოდული კონტროლი დამკვეთის მხრიდან
(ჩანიშნულ რეტროსპექციებსა და ტურებზე).

რისკები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის რისკი(რისკები)


დამოკიდებულებები როგორც უარყოფითი ასევე დადებითი(opportunities) და არის თუ არა
პროექტის განხორციელება კონკრეტულ მოვლენაზე ან საჭიროებაზე
დამოკიდებული რომ განხორციელდეს? თუ კი, აღწერეთ.

უარყოფითი რისკები

 რისკი იმისა, რომ სამშენებლო კომპანია არ დააკმაყოფილებს


ადგილობრივი მმათველობის მოთხოვნებს, როგორც
5
[INSERT LOGO] [Insert Project Name]
უსაფრთხოების, ასევე იერსახისა და რესურსების კუთხით, რაც
შეაფერხებს მშენებლობას.
 რისკი იმისა, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე უბედურ
შემთხვევას ექნება ადგილი.
 საძირკველისთვის შეუსაბამო ნიადაგის აღმოჩენა.
 კოვიდ სიტუაციის რადიკალურად გამძაფრება. ეს რამდენიმე
მხრივ შეაფერხებს მშენებლობას - რესურსების იმპორტი
გართულდება, სამუშაო შეზღუდვები გამკაცრდება,
რესურსების ფასი აიწევს.
 სამშენებლო კომპანიასა და დაირავებულ მუშახელს შორის
უთანხმოება, მაგალითად კონტრაქტების გადახედვის
მოთხოვნის გამო.
 ეკონომიკური კრიზისის ფონზე რესურსების უეცარი
ნაკლებობა. მიწოდების ჯაჭვის დარღვევა.
 დამკვეთის მხრიდან თანხის არასრული ინვესტიცია პირადი
დაუგეგმავი პრობლემების გამო.
 პროექტის არაეფექტური მენეჯმენტი.
 სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული რესურსების ქურდობა .

დადებითი რისკები (opportunities)

 კოვიდ სიტუაციის ჩაწყნარება.


 ეკონომიკური კრიზისის გუმჯობესება (ლარის კურსის
გამყარება და რესურსების მიწოდების შეუფერხებლობა ).
 დადებითან განწყობილი მეზობლები.

ხელმოწერა

[Name], პროექტის დამკვეთი [Name], პროექტის მენეჯერი

You might also like