You are on page 1of 19

საგანი - ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი I (საჯარო მმართველობა)

ლექტორი: შალვა ყიფშიძე

კაზუსის შესრულების ვადა: 26.12.2023 წლის 23:59 საათი

შენიშვნა : ყველა საკვანძო საკითხი უნდა შემოწმდეს 4 საფეხურის მიხედვით: ჰიპოთეზა,


ნორმა, სუბსუმცია, დასკვნა.

კაზუსის ამოხსნისას დაიშვება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის


გამოყენება. საჭირო ნორმატიული მასალა ერთვის კაზუსს.

კაზუსი უნდა ამოიხსნას სქემის ყველა ელემენტის გამოყენებით

პლაგიატის შემთხვევაში ყველა ნაწერი განულდება

სტუდენტის სახელი და გვარი:

გისურვებთ წარმატებებს 😊

კაზუსი

ირაკლი მოლოდინაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის


MOD 3 123696 ბრძანებით, გამოსაცდელი ვადით, 6 თვით დაინიშნა საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის
(შემდგომში - დეპარტამენტი) თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოში მთავარი
სპეციალისტის თანამდებობაზე. გამოსაცდელი ვადა ირაკლიმ გაიარა წარმატებით და
დაინიშნა ამავე დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების


დეპარტამენტის უფროსმა 2016 წლის 4 დეკემბერს მოხსენებითი ბარათით მიმართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრს, მიუთითა, რომ დეპარტამენტის თანამშრომელი
ირაკლი არაერთხელ იქნა შემჩნეული მოხელისა და დაწესებულების
დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელში, დავალების არაჯეროვნად
შესრულებასა და ზოგადზნეობრივი ნორმების დარღვევაში, რაც გამოიხატებოდა
კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და ცრუ ბრალდებებში,
სუბორდინაციის დარღვევასა და ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ სამსახურებრივ
მითითებათა შეუსრულებლობაში.

მითითებულ მოხსენებით ბარათში, დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ


დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ყველა შესაძლო გზას მიმართავდა ირაკლისთან
კონსტრუქციული და კოლეგიალური დამოკიდებულების დასამყარებლად. ერთი მხრივ,
მას არაერთგზის მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო მეორე მხრივ წახალისდა
დეპარტამენტის მენეჯმენტის მიერ (გაიგზავნა საზღვარგარეთ გამართულ სასწავლო
კურსებზე, სემინარებზე და ა.შ). მიუხედავად მიღებული ზომებისა, ზემოხსენებულ
ქმედებებს ირაკლის მხრიდან ჰქონდა განგრძობადი ხასიათი, რაც ნეგატიურად
აისახებოდა დეპარტამენტის პერსონალის მორალსა და დეპარტამენტის გამართულ
საქმიანობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტის უფროსმა
მიუთითა, რომ ირაკლი ვერ აკმაყოფილებდა საჯარო მოხელისათვის აუცილებელ
პროფესიული ჩვევების მიღებულ სტანდარტებს და არ შეესაბამებოდა დაკავებულ
თანამდებობას, რის გამოც დეპარტამენტის უფროსმა საქართველოს თავდაცვის
მინისტრს სთხოვა შესაბამისი სამსახურის მიერ აღნიშნული გარემოებების შესწავლა და
შესაბამისი რეაგირება.

ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მინისტრის დავალებით


თავდაცვის სამინისტოს გენერალურმა ინსპექციამ (შემდგომში - გენერალური ინსპექცია)
განახორციელა ირაკლის სამსახურებრივი შემოწმება. სამსახურებრივი შემოწმების
საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ ირაკლის მხრიდან ადგილი
ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის მე-10 მუხლით
გათვალისწინებული ნორმების (მოსამსახურის ვალდებულებანი) დარღვევებს და
ირაკლის მიერ ჩადენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე
მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე,
გენერალური ინსპექციის დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ირაკლის
მიმართ გამოყენებულიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე
მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება.

თავის მხრივ ირაკლიმ წერილობით მიმართა გენერალურ ინსპექციას და განმარტა, რომ


მის მიერ სამსახურის დაწყებისთანავე, შესამჩნევი გახდა მის მიმართ პიროვნული
დისკრედიტაციის მცდელობა, მასზე ცრუ ინფორმაციების გავრცელება, მის მიმართ
შეურაცხმყოფელი ქმედებები, რასაც იგი ხსნიდა მისი პროფესიული
მიზანსწრაფულობით, საქმის მაღალ დონეზე შესრულებით, განათლებით, პროფესიული
უნარ-ჩვევებით, გამოცდილებით, საერთაშორისო მიღწევებით და სამსახურებრივი
კონკურენციით. მანვე წერილობით განაცხადა, რომ „დეპარტამენტის უფროსთან და მის
მოადგილეებთან დაახლოებული პირები აქტიურად ცდილობდნენ სამსახურიდან მის
ჩამოშორებას, რადგან მიიჩნევენ პროფესიულ მეტოქედ“, ასევე, წერილში გამოთქმულ
სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით, როგორიც არის დავალებების არაჯეროვანად
შესრულება, სუბორდინაციის დარღვევა, ხელმძღვანელების მიერ გაცემული
სამსახურეობრივი მითითებათა შეუსრულებლობა, განმარტა, რომ მოკლებულია
სიმართლეს და ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია დაადასტუროს აღნიშნული.

ირაკლი ასევე, განმარტავს, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესიულ მეტოქეს


ხედავს მასში. აღნიშნული განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 2016 წლის 16
ოქტომბრიდან, როდესაც თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, როგორც
გამორჩეული თანამშრომელი გაემგზავნა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე და ამავე
ფორუმზე აირჩიეს ევროპის ახალგაზრდა უსაფრთხოების ლიდერად.
გენერალური ინსპეციის დასკვნის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის
2017 წლის 28 იანვრის MOD 3 14595 ბრძანებით, ირაკლი გათავისუფლდა დაკავებული
თანამდებობიდან.

ირაკლი თვლის, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და ითხოვს მის გაუქმებას.

დავალება: ამოხსენით კაზუსი სქემის მიხედვით.

ამონარიდი კანონმდებლობიდან

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის


ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო
ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები

1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის


გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.

მუხლი 25. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო


თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

საქართველოს კანონი

საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება


ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

გ) საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4


მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული
საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო,
სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ
კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში
საქმიანობისა).
მუხლი 85. დისციპლინური გადაცდომები
1. მოხელის დისციპლინური გადაცდომებია:

გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც


მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ,
მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

2. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი.


3. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:
ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი
პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ
მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების
რეპუტაციას;
დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში
მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;

მუხლი 96. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები


1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე
ვადით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

მუხლი 97. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება


1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის
თანაზომიერი უნდა იყოს.
2. მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას
გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე;
გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ
დისციპლინური პასუხისმგებლობა;
თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომის განსაზღვრაზე.

მუხლი 98. სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვის


სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის
ჩადენის შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №580

2018 წლის 12 დეკემბერი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი


1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს
კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის
საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს
სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში.

5. სამინისტრო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ


ტერიტორიაზე.

მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

2. თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა.

მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა


1. სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც
ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

4. მინისტრი:

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს


სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების,
დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნის, შვებულებაში გასვლისა
და სხვა საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
მუხლი 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) გენერალური ინსპექცია;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის


ბრძანება № 888
2011 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიც


ების შესახებ

მუხლი 10. მოსამსახურის ვალდებულებანი

მოსამსახურე ვალდებულია :
ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული თანამდებობრივი მოვალეობანი ;
ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები , რომლებიც მ
ის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება ;
გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება , რომლებიც გ
ამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ;
დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო , არ და
უშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს ოფისის მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახუ
რის ავტორიტეტს ;
ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას , დაიცვას მატერიალურ ფასეულობათა
მოვლა - პატრონობის დადგენილი წესი ;
ვ ) დაიცვას სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მოსამსახურეთა ქცევის წესები და ოფი
სის შინაგანაწესი ;

ამოხსნა
1. ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი ფორმის დადგენა
ჰიპოთეზა: შესაძლოა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017
წლის 28 იანვრის MOD 3 14595 ბრძანება იყოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


ლეგალური დეფინიცია მოცემულია სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმადაც გამოიყოფა ინდ.
აქტის 4 ელემენტი: ა) ადმინისტრაციული ორგანო; ბ)
ადმინისტრაციული კანონმდებლობა; გ) ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი(ინფივიდუალური
ბუნება); დ) „აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს“

ინდაქტის დადგენისთვის საჭიროა რომ სახეზე გვქონდეს ოთხივე


ელემენტი შესაბამისად განვიხილოთ თითოეულის არსებობა.

• ადმინისტრაციული ორგანო

შესაძლოა თავდაცვის სამინისტრო არის ადმინისტრაციული ორგანო


ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ფუნქციური გაგებით

სზაკ-ის 2 მუხლის 1 ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულია


ადმინისტრაციული ორგანოს დეფინიცია. იგი იყოფა ორ ნაწილად
ადმინისტრაციული ორგანო ორგანიზაციული და ფუნქციური
გაგებით. განვიხილოთ თითოეული.

იმისათვის რომ თავდაცვის სამინისტრო იყოს ადმინისტრაციული


ორგანო ორგანიზაციული გაგებით საჭიროა ის იყოს
სახელმწიფო/მუნიციპალური ორგანო/დაწესებულება ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფო ორგანოებია
სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო მინისტრი
და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ხოლო
მუნიციპალური ორგანოებია მერია(მონოკრატიული ორგანო) და
საკრებულო(კოლეგიური ორგანო), თბილისის შემთხვევაში
დამატებით - გამგეობა.
ზემოთხსენებულ ჩამონათვალში ნახსენებია სამინისტრო როგორც
სახელმწიფო ორგანო შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რომ
თავდაცვის სამინისტრო ორგანიზაციული გაგებით არის
ადმინისტრაციული ორგანო.

რაც შეეხება ფუნქციურ გაგებას. ფუნქციური გაგება მოიცავს 2


ასპექტს: 1) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო-
სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას; 2) ნებისმიერ
სხვა პირს, ანუ იმ კერძო პირებს, რომლეთაც დელეგირებული აქვთ
საჯარო უფლებამოსილება და დელეგირების ფარგლებში მათი
საქმიანობა ადმინისტრაციული ორგანოს ტოლფას ქმედებად მიიჩნევა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების 1 მუხლის
მიხედვით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში –
სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი
კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის
განხორციელებას თავდაცვის სფეროში.
იგი ხელმძღვანელობს თავდაცვის პოლიტიკისა და წარმართვას…
შესაბამისად აღნიშნულ სფეროში მას გააჩნია ასევე აღნიშნული
საკითხების მომწესრიგებელი ფუნქცია ანუ იგი საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო
მმართვრლობას.

დასკვნა: თავდაცვის სამინისტრო ფუნქციური და ორგანიზაციული


გაგებით არის დამინისტრაციული ორგანო.

• ადმინისტრაციული კანონმდებლობა
ჰიპოთეზა: შესაძლოა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017
წლის 28 იანვრის MOD 3 14595 ბრძანება იყოს გამოცემული
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

ადმინისტრაციული კანონმდებლობის ლეგალური დეფინიცია


საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ამიტომ
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დავის ბუნებაა გადამწყვეტი და ის
განსაზღვრავს გამოყენებული ნორმა არის თუ არა
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი. ძირითად შემთხვევაში დავის
გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია არა პირის სტატუსი არამედ თუ
რა ფუნქციით არიან ისინი აღჭურვილნი ამ ურთიერთობაში.
სზაკის 5 მუხლიც განამტკიცებს იმას რომ ადმინისტრაციული
ორგანო აუცილებლად კანონმდებლობის საფუძველზე უნდა
მოქმედებდეს.

მოცემულ კაზუსში ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს


დებულების 1 მუხლის მიხედვით თავდაცვის სამინისტრო არის
სახელმწიფო ორგანო მისი ხელმძღვანელია ამავე კანონის 3 მუხლის 4
ნაწილის მიხედვით მინისტრი. ასევე ამავე კანონის 3 მუხლის 4
ნაწილის ვ ქვეპუნქტის მიხედვით მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების
მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის,
მივლინებაში წარგზავნის, შვებულებაში გასვლისა და სხვა საკითხებს, გარდა კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა

ვინაიდან ამავე კანონის 5 მუხლის 1 ნაწილის დ ქვეპუნქტის


მიხედვით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი არის
თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი რომელშიც
მუშაობდა ირაკლი და ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ირაკლის
დათხოვნა მინისტრს შეეძლო აღნიშნული კანონიდან გამომდინარე
აშკარაა რომ ბრძანება ნამდვილად ადმინისტრაციული
კანონმდებლობის საფუძველზეა მიღებული.

დასკვნა:საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 28


იანვრის MOD 3 14595 ბრძანება არის გამოცემული
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
• ინდივიდუალური-ადმინისტრაციული დამართლებრივი აქტი

ჰიპოთეზა:შესაძლოა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის


28 იანვრის MOD 3 14595 ბრძანება არის ინნ. აქტი.

სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის


დისპოზიციიდან ირკვევა, რომ აქტი ინდივიდუალური ბუნებისაა, თუ
ის აწესრიგებს ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევას და მიემართება
პირის ან პირთა შეზღუდულ წრეს, ანუ განსაზღვრულ ან
განსაზღვრად პირთა წრეს.
აღნიშნული ნიშანი სწორედ იმ მიზანს ემსახურება რომ მარტივად
გავმიჯნოთ ინდ.აქტი ნორმ. აქტისგან.
სამართლებრივი აქტი ინდივიდუალური ხასიათისაა, როდესაც ის
მიმართულია კონკრეტული პირისკენ, გენერალური მოწესრიგების
დროს სამართლებრივი აქტი პირთა განუსაზღვრელ წრეს შეეხება, და
მისი გამოცემის დროს ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული იმ
სუბიექტთა წრე, ვისზეც ეს აქტი გავრცელდება.

მოცემულ კაზუსში მინისტრის ბრძანება უშუალოდ, კონკრეტულად


ირაკლისკენ ანუ ინდივიდისკენაა მიმართული და ის
შესასრულებლად ერთჯერადია.

დასკვნა:საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 28


იანვრის MOD 3 14595 ბრძანება არის ინდ. აქტი

• აწესებს ცვლის წყვეტს ან ადასტურებს.

ჰიპოთეზა: შესაძლოა:საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017


წლის 28 იანვრის MOD 3 14595 ბრძანება აწესებდეს ცვლიდეს
წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ეს ელემენტი არის ინდ.აქტის განსაზღვრისათვის
უმნიშვნელოვანესი, რადგან სწორეთ ამით განსხვავდება ინდ.აქტი
უბრალო მმართველობითი საქმიანობის ანუ რეალაქტისგან.
თუ აქტი იწვევს პირის მიმართ სამართლებრივ შედეგს და ცვლის
მის მდომარეობას ის ინდაქტია ხოლო თუ მხოლოდ საქმე გვაქვს
მხოლოდ ინფორმაციის, დარიგების, ახსნა-განმარტების
მიწოდებასთან ან სხვა სახის სარეკომენდაციო ღონისძიებასთან,
მოცემული იქნება რეალაქტი.

მოცემულ კაზუსში მინისტრის ბრძანება ახდენს ირაკლის


სამართლებრივი მდგომარეობის ნეგატიურად მოწესრიგებას…
აქტი ცვლის აწესებს და წყვეტს მის სამართლებრივ მდგომარეობას.

დასკვნა:საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 28


იანვრის MOD 3 14595 ბრძანება არის ინდ. აქტი

• ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახის განსაზღვრა


ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით

ჰიპოთეზა: შესაძლოა აქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017


წლის 28 იანვრის MOD 3 14595 ბრძანება იყოს შემზღუდველი
ხასიათის.

მოცემულ კაზუსში ინდ აქტის ადრესატია ირაკლი. ზოგადად ინდ


აქტი ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით შესაძლია
იყოს შემზღუდველი და აღმჭურველი ხასიათის. აღმჭურველი აქტი
პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან პრივილეგიას ხოლო
შემზღუდველი კი პირიქით ამძიმებს პირის სამართლებრივ
მდგომარეობას. ამ შემთხვევაში აქტი შემზღუდველია რადგან
ირაკლი სამსახურიდან დაითხოვეს და ამით მიდი სამართლებრივი
მდგომარეობა დამძიმდა.
დასკვნა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 28
იანვრის MOD 3 14595 ბრძანება არის შემზღუდველი ხასიათის.

2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


კანონიერების შემოწმება

ჰიპოთეზა: შესაძლოა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017


წლის 28 იანვრის MOD 3 14595 ბრძანება არის უკანონო.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი


პასუხობს მისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არის
კანონიერი, როდესაც:
1. კონკრეტულ შემთხვევაში ადმ.ორგანო უფლებამოსილია,
გამოიყენოს საქმიანობის ეს სამართლებრივი ფორმა, ანუ ინდ.აქტის
გამოცემა დასაშვებია;
2. კონკრეტულ შემთხვევაში დაცულია ფორმალური კანონიერება,
ანუ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისთვის
კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის
დაცვით და შესაბამისი ფორმითაა გამოცემული, ახლავს
დასაბუთება და მითითება გასაჩივრების უფლებაზე;
3. აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის
სამართლებრივ საფუძვლებს.

• ფორმალური კანონიერება

ინდ.აქტი უნდა გამოიცეს საგნობრივად და ტერიტორიულად


უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საგნობრივი
უფლებამოსილება უკავშირდება მოწესრიგების საგანს, ანუ იმას,
არის თუ არა საერთოდ ადმინისტრაციული ორგანო
უფლებამოსილი, მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი
ურთიერთობა, ხოლო ტერიტორიული უფლებამოსილება
გულისხმობს საგნობრივად უფლებამოსილი ორგანოს სამოქმედო
ტერიტორიას.

როგორც უკვე საკანონმდებლო საფიძვლის ეტაპზე განვიხილეთ


მინისტრი მოქმედებდა საქართველოს მთავრობის დადგენილება N
580 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების 3 მუხლის
4 ნაწილის ვ ქვეპუნქტის საფუძველზე რომელიც მას ანიჭებდა
უფლრბამოსილებას სამინისტროს დაქვემდებარებული
დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურიდან დაერთხოვა. ასევე
აღნიშნული მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე
ზემოთხსენებული კანონის 1 მუხლის 5 ნაწილი განსაზღვრავს რომ
თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება ვრცელდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისად სამინისტტოს
გააჩნია ტერიტორიული უფლებამოსილება.

• ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე.

ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს


საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და
აღსრულებისკენ. სზაკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების სახეებია: ა) მარტივი
ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ფორმალური ადმინისტრაციული
წარმოება; გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ამავე მუხლის
მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის
ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმ.ორგანო ინდ.აქტს
ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კაზუსში არ ჩანს, თუ ადმინისტრაციული წარმოების რომელი სახე
გამოიყენა ადმ.ორგანომ, ამიტომ პრეზუმირდება, რომ
დადგენილება გამოცემულია მარტივი წარმოების საშუალებით, ანუ
დაცული იყო ადმინისტრაციული წარმოების სახე.
• ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ფორმა

სზაკ-ის 51-ე მუხლის განამტკიცებს ინდ.აქტის გამოცემის


შესაძლებლობას ზეპირი ან წერილობითი ფორმით. ინდ.აქტის
გამოცემა წერილობითი ფორმით ყველაზე გავრცელებულია, რასაც
აქვს გონივრული გამართლება, კერძოდ, წერილობითი ფორმა
უზრუნველყოფს სამართლებრივი ურთიერთობის გამჭვირვალობას,
მტკიცების პროცესის გამარტივებასა და მმართველობითი აქტების
ადმინისტრირებას. თანამედროვე სამყაროში აქტები გვხვდება ასევე
უმოქმედობის, დუმილის, სხეულის მოძრაობის, შუქნიშნების ან სხვა
სახით.

როგორც კაზუსიდან ირკვევა, სადავო ბრძანება გამოიცა წერილობითი


სახით. ასევე
უნდა ვივარაუდოთ, რომ დაცულია წერილობითი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები.
შესაბამისად, აქტის წერილობითი ფორმა დაცულია.

• აქტის დასაბუთება

შესაძლოა, სადავო აქტი არ იყოს დასაბუთებული.

სზაკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი


ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტ უნდა მიეთითოს ის
საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი
შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის მე-
5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ
არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე,
ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა
გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

მიუხედავად იმისა რომ სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე


გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ ირაკლის მხრიდან ადგილი
ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის
შინაგანაწესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ნორმების
(მოსამსახურის ვალდებულებანი) დარღვევებს და ირაკლის მიერ
ჩადენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე
მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება.

ბრძანებაში მითითებულია მხოლოდ და მხოლოს დარღვეული


ნორმების შესახებ და კაზუსიდან არიკვეთება არანაირი
არგუმენტირება და მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე. მიუხედავად
იმისა რომ ნორმები აღნიშნულია რადგან აქტი გამართულ და
არგუმენტირებულ მსჯელობასაა მოკლებულია ის მიიჩნევა
დაუსაბუთებლად. შესაბამიდად აღნიშნული ნაწილი დარღვეულია.

• გასაჩივრების უფლებაზე მითითება

სზაკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ინდ.აქტში უნდა


მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდ.აქტის გასაჩივრება,
მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. მართალია, ამ
წინაპირობის დაუკმაყოფილება აქტის უკანონობას არ იწვევს, თუმცა
ყოვნდება მისი კანონიერ ძალაში შესვლა, რადგან აქტი
შესასრულებლად მყარად სავალდებულო ძალას გასაჩივრების ვადის
გასვლის შემდეგ იძენს.

დასკვნა: ვინაიდან დასაბუთრბის ნაწილი დარღვეულია აქტი


მიიჩნევა ფორმალურად უკანონოდ.
3. მატერიალური კანონიერება

შესაძლოა, სადავო ბრძანება არ აკმაყოფილებს მატერიალური


კანონიერების საფუძვლებს.სადავო აქტი მატერიალურად კანონიერია,
თუ ის შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და
პრინციპებს.

• შესაბამისობა ძირითად უფლებასთან

საქართველოს მოქალაქის თანამდებობიდან უსაფუძვლოდ


გათავისუფლებისაგანდაცვის გარანტიებს უზრუნველყოფს
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი. მითითებული მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს
უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი
აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად,
კონსტიტუციის 25-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს,
გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება,
განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია. ამასთან,
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი
განამტკიცებს დაინტერესებული პირის უფლებას, მისი საქმე
ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილოს სამართლიანად.

• შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან

,,საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ” 96 მუხლი


აწესებს პირის დისციპლინური გადაცდენის ზომებს
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია
ა. გაფრთხილება
ბ.საყვედური
გ.თამანდებობრივი სარგო 10 დან 50 % მდე 1-6 თვის განმავლობაში
დ. სამსახურიდან დათხოვნა
ამავე კანონის 85 მუხლის 2 ნაწილი ითვალისწინებს რომ
დისციპლინუტი გადაცდომა შესაძლოა იყოს მხიმე ან მსუბუქი

ამავე კანონის 98 მუხლი აწესებს რომ სამსახურიდან განთავისუფლება


შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდენის შემთხვევაში

აღნიშნული კანონის 85 მუხლის 3 ნაწილი განსაზღვრავს მძიმე


დისციპლინურ შემთხვევებს
დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:
ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი
პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ
მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების
რეპუტაციას;
დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში
მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;

ყოველი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ამასთანავე თუ


გავითვალისწინებთ კაზუსის ფაბულას ირაკლის მიმართ
განხორციელებული ქმედება არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას
ვინაიდან კაზუსის ფაბულაში არ იკვეთება დადგენილი ფაქტი იმის
შესახებ რომ ირაკლის ჰქონდა რაიმე მძიმე დისციპლინური
გადაცდენა. გამოკვლეული არ არის
სამართლებრივი და ფატობრივი საფუძვლები იმის შესახებ,
არსებობდა თუ არა უკიდურესი ზომის გამოყენების აუცილებლობა.
შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ნორმათა ანალიზი
ცხადყოფს, რომ ირაკლის სამსახურიდან დათხოვნა არ მომხდარა
ჯეროვანი პროცედურის დაცვით

• საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის პრინციპი

სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,


ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული
წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა
გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა
და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი
გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის
გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციული ორგანო უნდა მოქმედებდეს
კეთილსინდისიერებისა საფუძველზე და მის მიერ გამოცემული
აქტები ობიექტური დამკვირვებლის თვალში უნდა ქმნიდეს
სამართლებრივი უსაფრთხოების განცდას. საჯარო სამსახურში
საქმიანობა ნდობაზე დაფუძნებული საქმიანობაა, საჯარო
მოსამსახურეები მოქმედებენ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად.
მათ სახელმწიფოსთან გააჩნიათ ნდობაზე და განსაკუთრებულ
ლოიალობაზე დაფუძნებული კავშირი, რაც
ავალდებულებსსახელმწიფოს ჯეროვანი პროცედურის დაცვით
იმოქმედოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან
გათავისუფლებისას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არიან კონკრეტული პირები


გამოკითხულები მაგალითად ირაკლის თანამშრომლები მითუმეტეს
რომ ირაკლი თავად ამტკიცებდა რომ თანამშრომლები მის
უდანაშაულობას დაამტკიცებდნენ

შესაბამისად დარღვეულია საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის


პრინციპი.

• დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი

შესაძლოა დარღვეულია დისკრეციული უფლებამოსილების


განხორციელების პრინციპი.

სზაკ-ის მე-6 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამსილება


უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილ ფარგლებში და
ემსახურებოდეს კანონით გათვალისწინებული მიზნის
განხორციელებას. სზაკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას
გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის
კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი
შეზღუდვა.

საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ მინისტრს აძლევს


დისკრეციულ უფლებამოსილებას და შესაბამისად მან უნდა
განსაზღვროს პირის მიმართ ისეთი ნორმის გამოყენება რომელიც
პირიქ ქმედების პროპორციული იქნება და ასევე არ შეზღუდავს
ზედმეტად მის უფლებებს როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ მინისტრს
შეეძლო აღნიშნულ შემთხვევაში ნაკლებად მძიმე გადაწყვეტილება
მიეღო მაგალითად გაფრთხილების მიცემა ვინაიდან საქმისწარმოება
არასათანადოდ იყო განხორციელებული.

შესაბამისად დარღვეულია დისკრეციული უფლრბამოსილების


პრინციპი.

შემაჯამებელი დასკვნა: შეიძლება ბათილად ჩაითვალოს უკანონო


აქტი, ხოლო ძალადაკარგულად შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ
კანონიერი აქტი. აქტის ბათილობას ითვალისწინებს სზაკ-ის მე-60
პრიმა მუხლი. აქტის მოქმედება შეიძლება შეწყდეს : ა)მისი ძალაში
შესვლის დღიდან; ბ)მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ)მომავალში,
კონკრეტული თარიღის მითითებით. ამ შემთხვევაში აქტი ბათილად
უნდა ჩაითვალოს მისი ძალაში შესვლის დღიდან, რადგან
დარღვეულია ფორმალური და მატერიალური კანონიერება.

You might also like