You are on page 1of 6

თემა 2.

საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, წახალისება და


პასუხისმგებლობა (მე-6, მე-7 და მე-8 თავის მუხლები)

მე-6 თავი (მოხელის კარიერის მართვა)

მოხელის კარიერული განვითარება და კარიერის პრინციპზე დაფუძნებული


საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ მიზანს, რომელიც კანონის პირველივე
მუხლშია დეკლარირებული. იგი ეფუძნება საჯარო სამსახურის სისტემის
ჩამოყალიბებას.
მუხლი 47.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლი ეხება მოხელის


გადაყვანას მის მიერ დაკავებული პოზიციიდან იმავე საჯარო დაწესებულების ან მის
სისტემაში არსებულ მოხელის სხვა პოზიციაზე, რომელიც გადასაყვანი მოხელის
მიერ დაკავებული პოზიციის რანგისა და თანამდებობის შესაბამისია. მოხელის
კარიერაში მსგავსი ტიპის მოძრაობა კანონის ტექსტში ჰორიზონტალურ გადაყვანად
არის განმარტებული და იგი სიახლეა საქართველოს საჯარო სამსახურის სფეროს
კანონმდებლობისათვის. ზოგადად საჯარო დაწესებულების გამართული და
სრულყოფილი საქმიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია
მოხელეთა მუდმივი განვითარება არამარტო იერარქიულ რანგებზე მოძრაობის
გზით, არამედ, ასევე, მათთვის განსხვავებული ფუნქციების დაკისრებითაც.

გადაყვანის დროს არ ხდება მოხელის კარიერული განვითარება და არ იცვლება


თანამდებობისა და რანგის დონე იერარქიულ სისტემაში. აუცილებლად
გასათვალისწინებელია, რომ მოხელის გადაყვანის დროს ყურადღება უნდა მიექცეს
არამხოლოდ თანამდებობისა და რანგის კლასიფიკაციის სისტემაში მდებარეობას,
არამედ მოხელისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებასაც. გადასაყვან პოზიციაზე
მოხელის სამუშაო აღწერილობა, შესასრულებელი ფუნქციების თვალსაზრისით,
უნდა იყოს მოხელის მიერ დაკავებული პოზიციის სამუშაოს აღწერილობის მსგავსი.
შესაბამისად, კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს მოხელის
ჰორიზონტალური მოძრაობისას მისი გადაყვანა განხორციელდეს ზუსტად იმავე
რანგისა და თანამდებობას მიკუთვნებულ პოზიციაზე, რომელსაც მოხელე
გადაყვანამდე იკავებდა, ხოლო, რაც შეეხება განსახორციელებელ უფლებამოსილებას,
ის შესაძლებელია იყოს მსგავსი ან/და განსხვავებული იმ უფლებამოსილებისგან,
რასაც მოხელე გადაყვანამდე ახორციელებდა.
კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს გადაყვანის ორ შესაძლო
შემთხვევას. ერთი დაკავშირებულია მოხელის ინიციატივასთან, რომელიც ვლინდება
საჯარო დაწესებულების მიერ კონკურსის გამოცხადებამდე ვაკანტური პოზიციის
შესახებ ინფორმაციის შიდა ვებგვერდზე გამოქვეყნების დროს. ხოლო მეორე
შემთხვევა დამოკიდებულია საჯარო ინტერესის არსებობაზე, რომლის დროსაც
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დასაბუთებული გადაწყვეტილებითა და
მოხელის თანხმობით, დასაშვებია ჰორიზონტალური გადაადგილება. პირველი
შემთხვევის დროს გასათვალისწინებელია, რომ გადაყვანის მსურველი მოხელის
ინიციატივა უნდა დაფიქსირდეს სწორედ იმ დროს, როცა საჯარო დაწესებულების
უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულებაში არსებული
ვაკანტური პოზიციის შევსების შესახებ და, კონკურსის გამოცხადებამდე, გადაყვანის
მსურველებს ეძებს ჯერ ამ დაწესებულებისა და მისი სისტემის შიგნით.

როგორც აღინიშნა, კონკურსის გამოცხადებამდე, გადაყვანის პროცედურის დაცვა


მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებასა და მის სისტემაში
დასაქმებული მოხელეების მიერ შესრულებული ფუნქციების გადახალისებისა და
მოხელეების მოტივაციის ასამაღლებლად. მისი მიზანია მოხელეთა პროფესიული
ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც, ასევე, ხელს შეუწყობს ორგანიზაციული
ეფექტურობის გაზრდას.

აქვე სავალდებულოდ გასათვალისწინებელია კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის


დათქმა მოხელის ისეთ პოზიციაზე გადაყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.

მოხელის კომპეტენცია გულისხმობს მისთვის დაკისრებული ამოცანების


შესასრულებლად აუცილებელ უნარებსა და ცოდნის დონეს, შესაბამისად, უნდა
განხორციელდეს მათი შედარება გადასაყვანი პოზიციისათვის დადგენილ და
საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებულ უნარებსა და ცოდნის
დონესთან. თუ გადაყვანის მსურველი მოხელის ცოდნა და უნარები შეესაბამება
გადასაყვანი პოზიციისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით და
საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებულ კომპეტენციებსა და აუცილებელ
ცოდნის დონეს, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით,
შესაძლებელია, განხორციელდეს მისი ჰორიზონტალური გადაადგილება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაყვანა არ დაიშვება.

გადაყვანის პროცესში, ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს მოხელის სამუშაო


გამოცდილებას, იმისათვის რომ გადასაყვანი მოხელე აკმაყოფილებდეს შესაბამისი
თანამდებობისათვის სპეციალური მოთხოვნებით და თანამდებობის აღწერილობით
დადგენილ სამუშაო გამოცდილებას. თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ წარმოადგენს
კანონის იმპერატიულ დათქმას, ვინაიდან შესაძლებელია, არსებობდეს გარკვეულ
პოზიციებზე დასაქმებული მოხელე, სპეციალური მოთხოვნებით და თანამდებობის
აღწერილობით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების გარეშე, რაც
გამოწვეულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე,
გარდამავალ პერიოდში მიმდინარე პროცესებით. შესაბამისად, მოხელის
გადაყვანისას რეკომენდებულია, ყურადღება გამახვილდეს მის სამუშაო
გამოცდილებაზეც, თუმცა აღნიშნულის შეუსაბამობა არ უნდა გახდეს გადაყვანაზე
უარის თქმის საფუძველი.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია


ასახოს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან
ელექტრონულ სისტემაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საჯარო სამსახურის
ბიუროსათვის სისტემის მასშტაბით გადაყვანის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების
უზრუნველყოფა და ერთიანი სტატისტიკური სურათის არსებობა.
მუხლი 48.

როგორც კანონის 47-ე მუხლის კომენტირებისას იქნა ახსნილი, კანონით


გათვალისწინებულია მოხელის გადაყვანის ორი შემთხვევა, მათ შორის, მოხელის
მიერ გამოთქმული ინიციატივით და კანონით დადგენილი წესით. კანონის 48-ე
მუხლი სწორედ გადაყვანის წესებს გვთავაზობს და განმარტავს, რომ მათი გამოყენება
მხოლოდ მოხელის ინიციატივით გადაყვანის დროს შეიძლება.

მოხელის ინიციატივა შესაძლებელია გამოვლინდეს საჯარო დაწესებულების


ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ საჯარო დაწესებულების
ოფიციალურ შიდა ვებგვერდზე ვაკანტური თანამდებობის შესახებ ინფორმაციის
გამოქვეყნებისას, იმისათვის რომ, კონკურსის გამოცხადებამდე და ფართო
აუდიტორიისათვის ვაკანტური პოზიციის შეთავაზებამდე, საჯარო დაწესებულების
სისტემის შიგნით გამოვლინდნენ გადაყვანის მსურველი კანდიდატები.

გადაყვანა გამოიყენება ვაკანტური პოზიციის შიდა კადრებით შესავსებად. ეს ხელს


უწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას, ფუნქციების გადახალისებას, სიახლეების
შეთვისებას და მათ პროფესიულ განვითარებას.
მუხლი 49.

მოხელის კარიერული განვითარება გულისხმობს, განვითარების ეტაპების გავლას.

მოხელის კარიერული განვითარება ხორციელდება დახურული კონკურსის


საფუძველზე.
მუხლი 50.

მოხელისათვის დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია ორ


კონკრეტულ შემთხვევაში:
ა) საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე;

ბ) მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე

დროებითი ფუნქციების დაკისრებას მოიაზრებს:

ა) დამატებითი ფუნქციების დაკისრებას.

ბ) ხოლო მეორე შემთხვევა გულისხმობს მოხელისათვის სხვა ფუნქციების


შესრულების ვალდებულებას, როდესაც ის დროებით, სხვა ფუნქციების შესრულების
ვადით, გათავისუფლებულია მისი ძირითადი და მუდმივი ფუნქციების შესრულების
ვალდებულებისაგან.

დაუშვებელია დამატებითი ფუნქციების დაკისრება გადაიზარდოს მუდმივ


ფუნქციებში და გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით. სხვა ფუნქციების
შესრულებას, საჯარო სამსახურის სისტემაში მისი საერთო ვადა არ შეიძლება
აღემატებოდეს 3 წელს, ხოლო საზღვარგარეთ შესასრულებელი სხვა
ფუნქციებისთვის კონკრეტული ვადა არ არის კანონით დადგენილი.

დადგენილია დროებითი ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესი და


პირობები. კერძოდ, პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი
პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის
თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ
თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო მისი
შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს
უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პირს, რომელიც ასრულებს
თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების
შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი
ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
მუხლი 51.

მოხელის სამსახურებრივი მივლინება გულისხმობს მოხელის მიერ საკუთარი


უფლებამოსილების განხორციელებას მისი მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს
გარეთ და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე
მის ფარგლებს გარეთ.
მუხლი 52.

მობილობის საფუძველი შესაძლებელია გახდეს მხოლოდ საჯარო დაწესებულების


რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და შერწყმა და ამ პროცესის შედეგად შტატების
შემცირება, ხოლო მობილობას ექვემდებარება შესამცირებელი მოხელე.

არსებობს ორი სახის მობილობა:

1. შიდა მობილობა- რა დროსაც რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა


საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესში შემცირებულ თანამდებობაზე
დასაქმებულ მოხელეს შესაძლებელია საჯარო დაწესებულებამ შესთავაზოს
იმავე საჯარო დაწესებულებაში არსებული უფრო დაბალი თანამდებობა.
მუხლი 53.

შეფასებას ექვემდებარება საჯარო სამსახურში გამოსაცდელი ვადით მიღებული


მოხელე.

მოხელის მხრიდან შეფასებაზე უარის თქმას, აღნიშნული მძიმე დისციპლინურ


გადაცდომას წარმოადგენს და მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების
საფუძველია.
მუხლი 54.

მუხლი 55.

მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება გულისხმობს მის


დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებისაგან.

სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების სხვადასხვა საფუძველი არსებობს:

1. მოხელის ინიციატივა;
2. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სავალდებულო წესით.

მაგ: სამსახურეობრივი უფლებამოსილება ჩერდება: შვებულების, შრომისუუნარობის,


ავადმყოფობის დროს და სხვა.

You might also like