You are on page 1of 38

გამომცემლობა

„ირაკლის კონსპექტები“

თბილისი

2018

შესავალი საკონსტიტუციო სამართალში


ირაკლი თეგაძე

„"
1. რეფერენდუმის საკითხი

რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით


მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.

რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეწყობა საყოველთაო,


თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით..
რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც
რეფერენდუმის გამართვის დღისათვის შეუსრულდა 18 წელი. რეფერენდუმი შეიძლება
მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის
საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით
გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრინციპების შესახებ.

- კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;


- ამნისტიის ან შეწყალების გამო;
- საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ;
- ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური
უფლების შეზღუდვას.

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს


მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი
დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება:

- საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში;


- ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნისას;
- მასობრივი არეულობის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების,
- ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როცა
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ
უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

ერთსა და იმავე საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება ერთ წლის მანძილზე იმ


დღიდან, როდესაც ოფიციალურად გამოქვეყნდა ამ საკითხზე გამართული რეფერენდუმის
შედეგები.

რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.

რეფერენდუმი იმართება არა უადრეს ორი თვისა და არა უგვიანეს ექვსი თვისა საქართველოს
პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

1
2.ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეებია:

- მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები;


- მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები.

მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება არის ამ კანონით დადგენილი


უფლებამოსილება, რომელსაც ის დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით
ახორციელებს.

მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილება არის სახელმწიფო/ავტონომიური


რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც მუნიციპალიტეტს
გადაეცა კანონის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფით.

თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია კანონმდებლობის დაცვით თავისი


ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ
მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ
უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება
თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან.
თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად
და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული
კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია.

3. საქართველოს მოქალაქეობა

საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება:

- დაბადებით;
- ნატურალიზაციით.

ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს


მოქალაქეობის მინიჭებით.

ნატურალიზაციის სახეებია:

- საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;


- საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;
- საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;
- საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება

2
არსებობს დაბადებით მოქალაქეობის მიღების ორი პრინციპი სისხლის და ნიადაგის
სისხლის პრინციპი ეროვნულ პრინციპად მოიხსენიება, ხოლო ნიადაგის ტერიტორიულად,
სისხლის პრინციპით მოქალაქეობა მშობლების მოქალაქეობის შესაბამისად განისაზღვრება
დაბადების ადგილის მიუხედავად. ასევე მოქალაქეობის მისაღებად საკმარისია ერთ-ერთი
მშობლის მოქალაქეობა. ნიადაგის პრინციპის დროს მოქალაქეობა დაბადების ადგილის
შესაბამისად მიიღება, მიუხედავათ იმისა თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან
მშობლები.

- პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს


მოქალაქეა;
- საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის შედეგად დაბადებული პირი, თუ მისი
არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
- საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც
საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
- საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი
უცნობია.

უცნობ მშობელთა შვილის მოქალაქეობა

არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომლის ორივე მშობელი


უცნობია, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.

სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება

სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი


აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

- კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს


მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის
განმავლობაში;
- დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
- დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი
საფუძვლები;
- საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს
ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში
ფლობს წილს ან აქციებს.

არასრულწლოვანი:

არასრულწლოვან პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია,


საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთერთი მშობელი
საქართველოს მოქალაქეა.

3
არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი
საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.

საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში


სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც საქართველოში 5
წლის განმავლობაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება
ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების შეუმოწმებლად.

გამარტივებული წესი:

საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე


უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ
განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა

გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ მან დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს


სახელმწიფო ენა და იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;

საგამონაკლისო:

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით


შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე
განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის
მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ


ფარგლებში უნდა იცოდეს:

- საქართველოს სახელმწიფო ენა;


- საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება:

სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს


მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს
მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, გარდა
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საქართველოს
პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების
მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის
მიღებისთანავე.

პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ:

- მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის


წინააღმდეგ;
- იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის,
სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში;

4
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების
დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს
მოქალაქეობის მინიჭება;
- იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან
საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის
მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.

საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს


მოქალაქეობა შეუწყდა:

- არამართლზომიერად;
- საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;
- მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად.

პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს


შემდეგ მოთხოვნებს:

- დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;


- არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეწყვეტილად მიიჩნევა, თუ პირი


საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე დაკარგავს.

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახეები

საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება:

- საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;


- საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით;
- ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება.

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან


გასვლაზე, თუ:

- მას შეუსრულებელი აქვს საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულება;


- იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში
შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს.

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

5
- საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის
სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;
- საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს;
- მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე არ
მიიღებს თანხმობას საქართველოს სახელმწიფოსგან საქართველოს მოქალაქეობის
შენარჩუნების თაობაზე.

საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან


წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ
– სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან
საკონსულო დაწესებულებას.

საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის


აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ
წარდგინებით მიმართავს სააგენტოს.

საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს


მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის
დახმარებით.

კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის 2


წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2
წევრი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრი − საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით. ხმების
გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან


შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა


და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების
შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა
და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და


გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე


უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით
მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას
ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

6
საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ
კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან:

- 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ


ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ
საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
- 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31
მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის
მოქალაქეობა;
- საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21
დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ
აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ
სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

4. პარლამენტის წევრის სტატუსი

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მის მიერ ფიცის დადებისთანავე და


მთავრდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე.

პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლებამოსილება ვადამდე


შეუწყდება, თუ:

- უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით;


- მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
- სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
- დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა მასთან
შეუთავსებელ საქმიანობას;
- დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
- არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის
მუშაობაში;
- გარდაიცვალა.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ


რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისას ან ვადამდე შეწყვეტისას კენჭი ეყრება


დადგენილებას შესაბამისად უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ
ეს დადგენილება მიღებული არ იქნა, კენჭისყრის გარეშე ფორმდება დადგენილება
შესაბამისად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის ან ვადამდე შეწყვეტის
შესახებ.

თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა


პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში

7
გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს
შესაბამის დასკვნას.

დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო


სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება. შეუთავსებლობის შემთხვევები
განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო
აქტებით.

პარლამენტის წევრს აქვს პარლამენტის წევრის მოწმობა და ატარებს სამკერდე ნიშანს,


რომელთა დებულებებს, ნიმუშებსა და აღწერილობას ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

პარლამენტის წევრს აქვს იმუნიტეტი ინდემნიტეტი და თავისუფალი მანდატი.

იმუნიტეტი - პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო


ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით, გამონაკლისია
დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობს პარლამენტს. თუ
პარლამენტი 48 საათის განმავლობაში თანხმობას არ გასცემს, დაკავებული ან
დაპატიმრებული პარლამენტის წევრი უნდა განთავისუფლდეს.

ინდემნიტეტი - პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო,


რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან
დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს
უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში
არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში ან მის გარეთ გამოთქმული
აზრებისა თუ შეხედულებებისთვის.

თავისუფალი მანდატი - საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს


წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა
დაუშვებელია ,თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი არ არის შეზღუდული
ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და
დავალებებით. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემა
დაუშვებელია. თავისუფალი მანდატი პარლამენტის წევრს არ ათავისუფლებს რეგლამენტით
დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული
პასუხისმგებლობისგან.

5. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება

მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო


გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან
ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ
უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს
პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ
წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის საგანგებო

8
მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს
შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე
კარგავს იურიდიულ ძალას. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ
ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საყოველთაო არჩევნები არ ტარდება. ქვეყნის


რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ
ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი.

გადაწყვეტილება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება


შესაბამისი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით.

პარლამენტის გადაწყვეტილება ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღება


პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას


პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ
შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის
მიერ დამტკიცებისთანავე. გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან
ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს
გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ. პარლამენტი
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან
ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.

6. ეროვნული თავდაცვის საბჭო

საომარი მდგომარეობის დროს იქმნება სათათბირო ორგანო − ეროვნული თავდაცვის საბჭო,


რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს
წევრები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის
თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური. საქართველოს
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ
პარლამენტისა და მთავრობის ცალკეული წევრები. ეროვნული თავდაცვის საბჭო მოქმედებს
საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.

ეროვნული თავდაცვის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება


კანონით.

7. საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო,


რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა
ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე

9
მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში
შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი.

აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მთავრობის უფლებამოსილება განისაზღვრება


საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის
ნორმატიული აქტებით.

მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო


პროგრამით.

მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი


მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების,
მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების
სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური
დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.

საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო,


რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა
ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მთავრობა შედგება
პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. სამინისტრო იქმნება მთავრობის
უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის
განხორციელების უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი. მთავრობის
შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი.

მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს
სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო
და პედაგოგიური საქმიანობისა.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის


წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა უფლებამოსილია დანიშნოს
სახელმწიფო რწმუნებულები. სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება განისაზღვრება
კანონით.

მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით, რომლის პროექტს


პარლამენტს წარუდგენს მთავრობა.

მთავრობის მეთაურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს


მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის
საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს,
პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს. პრემიერ-მინისტრი მთავრობის
საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.

ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა


იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას
ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში

10
პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის
გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა
განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის


გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას
უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ
წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის
მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს


პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა
დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის


რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის
ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის
სრული შემადგენლობის 1/3 - ზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის
კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი


თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2
დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ
დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.

უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ


მესამედზე მეტს. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად ინიციატორები წამოაყენებენ
პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარლამენტს
წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად
პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.

თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული


შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა
გამოცხადებულად ჩაითვლება. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის
ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო
პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს
პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად
ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის
მომენტიდან.

11
თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას
უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის
განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.

ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა.
თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი ნდობის
არგამოცხადებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-14 დღისა დაითხოვს პარლამენტს და
დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს, თუ პარლამენტი მთავრობისთვის


ნდობის არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით
ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ
წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს
პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი
დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ
ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას
უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან.

8.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ტერიტორიული ერთეული, რომელიც


საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ და ამ
კანონით დადგენილი წესით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება


საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების საფუძველზე. აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკაში დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ხელისუფლების
ორგანოების შექმნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია
ქალაქი ბათუმი.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს თავისი დროშა და გერბი, რომლებიც განისაზღვრება


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
დროშასა და გერბში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშისა
და გერბის ელემენტები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა ზომით საქართველოს სახელმწიფო დროშის


სამი მეხუთედი უნდა იყოს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ღონისძიების ჩატარებისას სრულდება


საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებთან (დროშასა და
გერბთან) ერთად გამოიფინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა და გერბი, ხოლო

12
საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას აღიმართება აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის დროშაც.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებათა საფუძვლებია საქართველოს


კონსტიტუცია, კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არა აქვს უფლება, დაადგინოს ისეთი შეზღუდვები ან


მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ხელს შეუშლის მოქალაქის,
საქონლის, მომსახურების ან კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიის გავლით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური


რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში
ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას და აკონტროლებს აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არჩევითი ორგანოა და მისი


ფორმირება ხდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლებით ფარული
კენჭისყრით, არჩევნების საფუძველზე არჩეული არა უმეტეს 21 დეპუტატისგან. უმაღლესი
საბჭოს დეპუტატების არჩევის წესი და მათი რაოდენობა განისაზღვრება აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონმდებლობით.

ვარიანტი 2 ???

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არჩევითი ორგანოა და მისი


ფორმირება ხდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლებით ფარული
კენჭისყრით, არჩევნების საფუძველზე ირჩევენ 6 დეპუტატს, რომელთა უფლებამოსილების
ვადა 4 წელია, მისი დათხოვნა შეუძლია პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის
თანხმობით. აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძვლებია:

თუ უმაღლესი საბჭოს მოქმედებით საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ


მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოების კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა
განხორციელებას;

უმაღლესი საბჭო ვერ ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ


უფლებამოსილებებს;

თუ უმაღლესმა საბჭომ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის მთავრობის პრეზიდენტის მიერ


წარდგენილი თავჯდომარის კანდიდატურა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება:

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს


უფლებამოსილების ცნობისთანავე;

13
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის


აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის


მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისაგან
სტრუქტურა :

- უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე;


- მოადგილე;
- უმაღლესი საბჭოს ბიურო ;
- 6 კომისია;
- 6 ფრაქცია;
- გენდერული თანასწორობის საბჭო ;

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გადააყენოს აჭარის ავტონომიური


რესპუბლიკის მთავრობა, თუ:

- მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ


მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ
უფლებამოსილებათა განხორციელებას;
- იგი ვერ ახორციელებს ამ კანონით ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შექმნა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ


სფეროებში:

- ეკონომიკა, ფინანსები და ტურიზმი;


- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
- განათლება, კულტურა და სპორტი;
- სოფლის მეურნეობა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება აჭარის ავტონომიური


რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის ორი მესამედით და ძალაში
შედის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.

14
9.პარტიის ქონება

პარტიის ქონებას ქმნის:

- საწევრო შენატანები;
- შემოწირულებები;
- კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა;
- სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენებისა და სხვა
საჯარო ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე
საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავალი, რომელიც არ
უნდა აღემატებოდეს მინიმალური საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას.

შემოწირულებად ითვლება:

- პარტიის ანგარიშზე საქართველოს მოქალაქის მიერ ჩარიცხული ფულადი თანხა;


- პარტიის ანგარიშზე იმ იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხა, რომელიც
რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები და
საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან;
- პარტიის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან უსასყიდლოდ ან
ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური
ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) და მომსახურება (გარდა მოხალისის
მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი).

აკრძალულია შემოწირულობების მიღება:

- სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო


ორგანიზაციებისა და მოძრაობებისაგან, ლექციების, სემინარებისა და სხვა მსგავსი
საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;
- სახელმწიფო ორგანოსაგან, სახელმწიფო ორგანიზაციისაგან, საჯარო სამართლის
იურიდიული პირისაგან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი
საზოგადოებისაგან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
- არასამეწარმეო იურიდიული პირისაგან და რელიგიური ორგანიზაციისაგან, ლექციების,
სემინარებისა და სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;
- მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;
- ანონიმური ფორმით.

1.საჯარო ღონისძიებებით არ უნდა აღემატებოდეს 30 000-ს

2.თითოეული მოქალაქისგან 60 000

3.თითოეული იურიდიული პირისგან 120 000

15
10. საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნა

პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მხოლოდ


საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:

ა) საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 6 თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება


საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე;

ბ) პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლით განსაზღვრული


უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში, თუ


დათხოვნა არ ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს


პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა
დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის


რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის
ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის
სრული შემადგენლობის 1/3 - ზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის
კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

11.ჩამოთვალეთ პოლიტიკური თანამდებობის პირები

პრეზიდენტი

პრემიერ-მინისტრი

მინისტრები

დეპუტატები

პარლამენტის თავმჯდომარე

თავმჯდომარის მოადგილეები

ქალაქის მერი

12.საერთო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების წესი

საერთო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის


ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით

16
მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საერთო სასამართლოს მოსამართლის
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ორგანული კანონით. საერთო
სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ორგანული კანონით
დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლე შეირჩევა კეთილსინდისიერებისა და
კომპეტენტურობის ნიშნით. გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე განწესების
შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი
მესამედის უმრავლესობით. მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისა და თანამდებობიდან
გათავისუფლების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

13. მუნიციპალი უფლებამოსილების სახეები

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეებია:

- მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები;


- მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები.

მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება არის ამ კანონით დადგენილი


უფლებამოსილება, რომელსაც ის დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით
ახორციელებს.

მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილება არის სახელმწიფო/ავტონომიური


რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც მუნიციპალიტეტს
გადაეცა კანონის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფით.

14.საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება

- ფიზიკური პირის ,იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის


საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას მეორე თავით
აღიარებულ ადამიანის უფლებებთან მიმართებით;
- საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5 ან მთავრობის
სარჩელის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის შესაბამისობის
საკითხზე:
- საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის
კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონსტიტუციური საქმის განხილვისას
უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი
ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას;
- საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური
აუდიტორის, სახალხო დამცველის ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის
საფუძველზე იხილავს დავას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების საფუძველზე;

17
- წყვეტს დავას რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ
ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის)
კონსტიტუციურობის შესახებ;
- განიხილავს საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხს;
- საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი;
- წყვეტს დავას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე;
- წყვეტს საქართველოს კონსტიტუციასთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხს;
- ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის სარჩელის საფუძველზე
იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს
კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით;
- ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

15.საკანონმდებლო ინიციატივა და საკანონმდებლო წინადადება.

საკანონმდებლო ინიციატივა არის კანონპროექტის მიღების უფლება.

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ:

- მთავრობას;
- პარლამენტის წევრს;
- საპარლამენტო ფრაქციას;
- პარლამენტის კომიტეტს;
- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობთ
ორგანოებს;
- არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს;

საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე


სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დასაბუთებული მიმართვა ახალი
კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების
თაობაზე.

საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ:

- საქართველოს მოქალაქეებს;
- სახელმწიფო ორგანოებს (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა);
- ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ
ორგანოებს;

18
- კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და
საზოგადოებრივ გაერთიანებებს
- სხვა იურიდიულ პირებს;

16.პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსი, თანამდებობაზე არჩევა და


უფლებამოსილებები.

საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის


ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.

საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი


მთავარსარდალი.

საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი

საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს


საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს
მხოლოდ ორჯერ.

საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს


მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს


პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე
განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური
პარტიები. კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის
პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით
ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით. საარჩევნო კოლეგიის
შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში. საქართველოს


პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30
წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი
კანდიდატის წარდგენას. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს უფლება აქვს ხმა მისცეს მხოლოდ
ერთ კანდიდატს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც
მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ
პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ
ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება
კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად

19
ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის
ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი
არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პრეზიდენტის


უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. საქართველოს
პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს
პრეზიდენტის არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში. თუ
არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნები იმართება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში. თუ საქართველოს
პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს,
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი
სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი, გარდა ხელახალი არჩევნებისა,


რომელსაც ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

თანამდებობის დაკავების წინ, არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს საქართველოს


ახალარჩეული პრეზიდენტი მიმართავს ხალხს და დებს ფიცს.

საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება და საქართველოს ახალარჩეული


პრეზიდენტის უფლებამოსილება იწყება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ
ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია. თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი


დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს


სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე სხვა
საქმიანობისათვის. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის
წევრი.

 საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების განხორციელების


 შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე
 შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს
პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პრეზიდენტი:

- მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს


საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა
სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა
დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს

20
და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების
ხელმძღვანელებს;
- საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან;
- კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს;
- მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს; ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
ერთ წევრს; ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით
მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და
წევრების თანამდებობაზე განწესებაში; მთავრობის წარდგინებით პარლამენტს
ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის
კანდიდატებს;
- ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს;
- შეიწყალებს მსჯავრდებულებს;
- კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს, უმაღლეს
სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს;
- უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს
ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს
იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ
მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური
უფლებამოსილებების განხორციელებას;

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ


200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით
განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიის ან
შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების
შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი
კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან
დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს. წელიწადში ერთხელ იგი


პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საჭიროებს პრემიერ-მინისტრის


თანახელმოწერას. სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება
და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემდეგ.

21
თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება
მთავრობას.

თანახელმოწერას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი,


რომელიც უკავშირდება:

- პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან


სხდომის მოწვევას;
- კონსტიტუციური შეთანხმების დადებას;
- კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით
დაბრუნებას;
- პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე
განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას;
- სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას;
- მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას;
- მსჯავრდებულთა შეწყალებას;
- საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას;
- საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.

17.ფედერაციული მოწყობა

ფედერაციული სახელმწიფო რთული, სამოკავშირეო სახელმწიფოა, რომელშიც


გაერთიანებულია რიგი სახელმწიფოები ან სახელმწიფოს მსგავსი წარმონაქმნები,
ფედერაციის სუბიექტები.

ფედერაციის ზოგადი ნიშნებისა და მახასიათებლების შესაბამისად არსებობს ფედერაციის


ორი სახე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფედერაცია.

ეროვნულ - სახელმწიფოებრივ ფედერაციას ადგილი აქვს მრავალენოვან სახელმწიფოში,


სადაც ერები ნებაყოფლობით არიან გაერთიანებული ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში. ამ
ერებს საკავშირო ორგანოებისთვის ნებაყოფლობით აქვთ გადაცემული თავიანთი
სუვერენული უფლება.

ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ფედერაციას საფუძვლად უდევს ეკონომიკური


გეოგრაფიული, ენობრივი ,კულტურული და სხვა მსგავსი ფაქტორები. ფედერაციის ეს სახე
ცენტრალიზაციის უფრო მაღალი ხარისხით ხასიათდება, ვიდრე ეროვნულ
სახელმწიფოებრივი ფედერაცია.

ფედერაციაში არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიმღები ცენტრები

- უზენაესი სახელმწიფო ხელისუფლება ფედერაციაში ფედერალურ ორგანოთა სისტემას


ეკუთვნის;
- ფედერაციის ტერიტორია მისის სუბიექტების ტერიტორიისგან შედგება;

22
- ფედერაციის სუბიექტებს, ჩვეულებრივ საკუთარი სამართლებრივი სისტემა, საკუთარი
კონსტიტუცია გააჩნიათ;
- შემოღებულია ერთიანი მოქალაქეობა, ფედერაციის სუბიექტის მოქალაქე იმავდროულად
ფედერაციული სახელმწიფოს მოქალაქეცაა;
- პარლამენტი, როგორც წესი ბიკამერალურია, მისი ზედა პალატა სუბიექტთა ნების
საფუძველზე იქმნება;
- საგარეო ურთიერთობათა მნიშვნელოვანი ნაწილის რეგულირება ფედერალური
ორგანოების ექსკლუზივს წარმოადგენს;

18.სახალხო დამცველი

საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს


საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც 6 წლის ვადით სრული შემადგენლობის
არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. სახალხო დამცველად
ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია. საქართველოს სახალხო
დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე.

სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის,


მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია
დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ
პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდეს.

საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და


თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას , ასევე მათი დარღვევის ფაქტებს როგორც
მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე , ისე საკუთარი ინიციატივით .

საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა , უცხო ქვეყნის


მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა , აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ
პირთა , პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებსა და საჩივრებს ,
რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოთა , საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა ქმედებებს საქართველოს
კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა , აგრეთვე იმ
საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და
თავისუფლებათა დარღვევის შესახებ , რომელთა მონაწილეც არის საქართველო .

საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა


დარღვევის შესახებ განცხადებასა და საჩივარს იმ შემთხვევაში , თუ განმცხადებელი
სადავოდ ხდის :

- საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას ;


- სასამართლო განხილვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული
უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას ან დარღვევას ;

23
- დაკავებული , დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირისთვის
საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას ;
- ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობას ;
რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების
საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის )
კონსტიტუციურობას .

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადებისა და საჩივრის განხილვამ არ


შეიძლება დააბრკოლოს ანალოგიური განცხადების ან საჩივრის განხილვა შესაბამის
საერთაშორისო ორგანიზაციაში.

19.რეგიონალური სახელმწიფო მოწყობა

რეგიონალიზმი (რეგიონული მოწყობა) აყალიბებს სახელმწიფოს სხეულს, მის ფორმას.


ხოლო თვითმმართველობა ამ სხეულს ანიჭებს სიცოცხლეს, რაც ეფექტიანი მმართველობის
შინაარსში გამოიხატება. ის მთელ სახელმწიფოზე აისახება. რეგიონალურ სახელმწიფოს
რამდენიმე პრიორიტეტი აქვს:

- უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების დეცენტრალიზაცია;


- რეგიონებში რეალური თვითმმართველობის მიღწევა და დამკვიდრება;
- რეგიონების ( და ქვეყნის ) ეკონომიკური განვითარების სტიმულირება;

შედეგი: ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო მმართველობის დემოკრატიული პრინციპების


დამკვიდრება.

რეგიონული ტერიტორიული მოწყობის მოდელში ხელისუფლების დეცენტრალიზაცია


იმდენად მაღალი რომ ქვეყნის ყველა რეგიონს ტერიტორიული ავტონომიის სტატუსი აქვს
მინიჭებული.

20.პარლამენტის წევრის იმუნიტეტი

იმუნიტეტი - პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო


ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით, გამონაკლისია
დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობს პარლამენტს. თუ
პარლამენტი 48 საათის განმავლობაში თანხმობას არ გასცემს, დაკავებული ან
დაპატიმრებული პარლამენტის წევრი უნდა განთავისუფლდეს.

21.მმართველობის საპრეზიდენტო მოდელი.

საპრეზიდენტო რესპუბლიკა - ამ მმართველობას ამერიკულსაც უწოდებენ, ვინაიდან მისი


კლასიკური მოდელი აშშ-ში იქნა შემოღებული, მისი დამფუძნებლები ამ ფორმის ღირსებად
მის სახალხო ფესვებს აღმასრულებელი ხელისუფლების სტაბილურობას და სახელმწიფოს
ქმედითუნარიანობას მიიჩნევდნენ. პრეზიდენტს გააჩნია სახელმწიფოს მეთაურის
ტრადიციული უფლებამოსილებები, იგი სრული ბატონ-პატრონია აღმასრულებელ
ხელისუფლებაში.

24
22.პარტიის აკრძალვა

პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს


გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია


საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის
დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა
ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ
შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

პარტიის საქმიანობა შეიძლება აგრეთვე შეწყდეს რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება,


გაყოფა) ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე.

პარტიის რეორგანიზაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით, ხოლო რეორგანიზაციის


შედეგად შექმნილი პარტიის (პარტიების) რეგისტრაცია – ამ კანონით დადგენილი წესით.

რეორგანიზაციის შემთხვევაში პარტიის ქონების განაწილების საკითხს წყვეტს ყრილობა,


დადგენილი წესით.

პარტიის თვითლიკვიდაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით, წესდებით დადგენილი


წესით.

პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა


სახელმწიფო ხაზინას.

23.ცესკოს სამართლებრივი სტატუსი ფორმირების წესი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი


უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის
საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

თუ ერთდროულად ტარდება საერთო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საოლქო და


საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საერთო არჩევნებისთვის
ჩამოყალიბებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს


პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 5 წევრის კანდიდატურებს. საქართველოს პარლამენტის
მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.

ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.

25
ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო
ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – მისი წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა
საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და
საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის შემადგენლობის ნახევარი ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.
საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14
დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს
პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არა
უგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის
არჩევისთანავე.

ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25


წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს
საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

- პირი, რომელსაც არა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;


- პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო
კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში
დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის
განმავლობაში;
- პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო
სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, –
სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;
- ნასამართლევი პირი;
- საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;
- დამკვირვებელი.

ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის


პირია.

ცესკოს თავმჯდომარე:

- ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;


- უძღვება ცესკოს სხდომას;
- განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;

და ა.შ.

26
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია:

- ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და


განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების
შემაჯამებელი ოქმი;
- საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება,
კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები;
- საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება,
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

24.დროებითი კომისიის შექმნა პარლამენტში.

დროებითი კომისია - არის საქართველოს პარლამენტის დროებითი ორგანო, რომელიც


იქმნება პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ
ერთი მეოთხედის მოთხოვნით, ცალკეული საკითხების შესასწავლად და გადაწყვეტილების
პროექტის მოსამზადებლად, აგრეთვე ნებისმიერი იმ საკითხის შესასწავლად, რომელიც არ
განეკუთვნება პარლამენტის არც ერთი კომიტეტის კომპეტენციას ან განეკუთვნება
რამდენიმე კომიტეტის კომპეტენციას.

დროებითი კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს


კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და სხვა ნორმატიული
აქტები. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს პარლამენტი, მაგრამ
არა უმეტეს ერთი წლით.

დროებითი კომისია იქმნება:

- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით;


- პეტიციის ან საჩივრის შესასწავლად, თუ საქმე შეეხება საერთო-სახელმწიფო
მნიშვნელობის პრობლემებს;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემოწმების მიზნით.

დროებითი კომისიის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები,


იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან განსაზღვრულ ვადაში, ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით წარმოადგინონ კომისიის მუშაობისათვის აუცილებელი
დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

დროებით კომისიას უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ


რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის
წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების საკითხი.

პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტი, ფრაქცია ან პარლამენტის შემადგენლობის


არანაკლებ ერთი მეოთხედი უფლებამოსილია სათანადო წერილობითი დასაბუთების

27
წარდგენით დააყენოს დროებითი კომისიის შექმნის საკითხი. პარლამენტი კენჭს უყრის
აღნიშნული წინადადების მიზანშეწონილობას. თუ წინადადებას მხარს დაუჭერს დამსწრეთა
უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა,
კენჭისყრაზე დგება დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი.

25.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედიან 4 წლის ვადით განწესებული 14


წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა
ნახევარზე მეტს შეადგენენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის
ორგანოს მიერ მოსამართლეთაგან არჩეული წევრები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
შემადგენლობაში, გარდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის
ორგანოს მიერ არჩეული წევრებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, შედიან
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი და პარლამენტის მიერ სრული
შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩეული წევრები. იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან
ორგანული კანონით დადგენილი წესით 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი როგორც
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო მის მიერ არჩეულ
წევრთაგან. ერთიდაიგივე წევრი არ შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორჯერ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი


მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს
30 დღისა და არა უგვიანეს 7 დღისა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ


3 თვეში ერთხელ, იწვევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი
დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

26.პრეზიდენტის არჩევის წესი.

საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს


საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს
მხოლოდ ორჯერ.

საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს


მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც. საარჩევნო
კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი
ორგანოს ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისია. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება

28
პარლამენტის სასახლეში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება
აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია
მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს
უფლება აქვს ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად
ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის
ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე
ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში
არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან
მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის
სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ
საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს
პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.

27.მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები

მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილება არის სახელმწიფო/ავტონომიური


რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც მუნიციპალიტეტს
გადაეცა კანონის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფით.

სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანომ მუნიციპალიტეტს


შეიძლება გადასცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ის
უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელებაც ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანია.

სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ


მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება შეიძლება შესაბამისად
საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, აგრეთვე
საქართველოს ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე დადებული
ხელშეკრულებით, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დელეგირებული უფლებამოსილებები საქართველოს


კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით
განახორციელოს.

უფლებამოსილებების დელეგირებისას იმავე აქტით უნდა განისაზღვროს ის


სამინისტრო/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც
დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ
ზედამხედველობას გაუწევს.

28.პარლამენტის კითხვა, ინტერპელაცია

პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს:

-მთავრობას

-პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს

29
-მთავრობის წევრს

-ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს

-სახელმწიფო დაწესებულებას

საპარლამენტო ფრაქციას ,პარლამენტის წევრთა არანაკლებ 7 კაციან ჯგუფს უფლება აქვს


ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს:

-მთავრობას

-პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს

-მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას პარლამენტის


სხდომაზე;

29.საქართველოს მთავრობის ფორმირების წესი და უნდობლობის გამოცხადება

ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა


იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას
ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში
პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის
გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა
განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის


გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას
უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ
წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის
მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს


პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა
დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის


რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის
ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას
გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ
წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი


თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2
დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ
დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

30
პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.

უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ


მესამედზე მეტს. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად ინიციატორები წამოაყენებენ
პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარლამენტს
წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად
პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.

თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული


შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა
გამოცხადებულად ჩაითვლება. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის
ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო
პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს
პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად
ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის
მომენტიდან.

თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას


უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის
განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.

პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის


საკითხი.

პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის


წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო
პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით −
სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.

ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა.
თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი ნდობის
არ გამოცხადებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-14 დღისა დაითხოვს პარლამენტს
და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

3საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს, თუ პარლამენტი მთავრობისთვის


ნდობის არ გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით
ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ
წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს
პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი
დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ

31
ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას
უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან.

30.საომარი მდგომარეობის გამოცხადება

საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში


საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საომარ
მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს
დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება საომარი
მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ძალაში შედის საომარი მდგომარეობის გამოცხადების
მომენტიდან. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი
გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-


მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს,
რომლებიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.
ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა ეროვნული
ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან.
დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს. პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს
შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს
იურიდიულ ძალას.

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საყოველთაო არჩევნები არ ტარდება. ქვეყნის


რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ
ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი.

გადაწყვეტილება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება


შესაბამისი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით.

პარლამენტის გადაწყვეტილება ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღება


პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ


იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის
მიერ.

საომარი მდგომარეობის დროს იქმნება სათათბირო ორგანო − ეროვნული თავდაცვის საბჭო,


რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს
წევრები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის
თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური. საქართველოს
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ
პარლამენტისა და მთავრობის ცალკეული წევრები. ეროვნული თავდაცვის საბჭო მოქმედებს
საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.

31.პარლამენტის რიგგარეშე სესია და სხდომა

32
პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში.

პარლამენტის მორიგი სესია არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას. რიგგარეშე სესია


მოიწვევა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში
და დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ


ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს
რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ
წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა,
პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული
დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

რიგგარეშე სესია ან სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არა უგვიანეს 1
დღისა. პარლამენტს მორიგი სესიის დღის წესრიგში შეუძლია შეიტანოს ის საკითხი
(საკითხები), რომლის (რომელთა) განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სესიაზე.

32.საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი აქტები (გადაწყვეტილება, საოქმო


ჩანაწერი, განჩინება) ???????????

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ან დასკვნის შესავალ ნაწილში


აღინიშნება:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) გადაწყვეტილების ან დასკვნის გამოტანის თარიღი და ადგილი;

გ) სასამართლოს შემადგენლობა და სხდომის მდივანი;

დ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი.

აღწერილობით ნაწილში უნდა აღინიშნოს:

ა) კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოთხოვნა;

ბ) მოპასუხის პოზიცია;

გ) მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტის და სასამართლოს მეგობრის მიერ წარმოდგენილი


მოსაზრებები.

საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერს /განჩინებას ხელს აწერს საქმის განხილვაში


მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებას/დასკვნას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე
საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა


საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება

33
33.რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა და რა არის მისი სამართლებრივი სტატუსი

საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ


ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი
ორგანოების მეშვეობით. წარმომადგენლობითი ორგანო აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და
პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. აღმასრულებელი
ორგანოები აღასრულებენ წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებებს და
ანგარიშვალდებული არიან მათ წინაშე.

თვითმმართველი ერთეული არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.


გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის შექმნის, გაუქმების ან მისი საზღვრების
შეცვლის თაობაზე შესაბამის თვითმმართველ ერთეულებთან კონსულტაციით მთავრობის
წარდგინებით იღებს პარლამენტი.

ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ორგანული კანონით დადგენილი წესით.

სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები


გამიჯნულია.

თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია კანონმდებლობის დაცვით თავისი


ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ
მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ
უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება
თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან.

თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად


და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული
კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია.

სახელმწიფო ხელისუფლების მიერ თვითმმართველი ერთეულისთვის უფლებამოსილების


დელეგირება ხორციელდება საკანონმდებლო აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე,
შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

სახელმწიფო ხელისუფლება ახორციელებს სამართლებრივ ზედამხედველობას


თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაზე. თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის
ზედამხედველობა გადაწყვეტილებათა მიზანშეწონილობის უზრუნველყოფის მიზნით
დასაშვებია მხოლოდ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებულ
გადაწყვეტილებებთან მიმართებით. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება
ორგანული კანონით დადგენილი წესით, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად.

34.რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის


კანდიდატი?

34
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან,
რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული
შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3
მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი
იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და
გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ
შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

35.ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი.

ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სრული


შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი, ამ
მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების
ვადაა 5 წელი.

თუ ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა ემთხვევა არჩევნების


ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურებს
წარადგენს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა.
ცესკოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე.

ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა,


ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – შეწყვეტიდან არა უგვიანეს 15 დღისა
საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
პირებთან კონსულტაციების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს
წარუდგენს 3 კანდიდატურას.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი


მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება,
თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან


5 დღის ვადაში იღებს ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით. ცესკოს
თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში მონაწილე
ყოველ წევრს 1 ხმა აქვს. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. სხდომის ოქმსა და
ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულებას ხელს აწერს სხდომის
თავმჯდომარე.

ცესკოს მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ განკარგულება 7 დღის ვადაში


ეგზავნება საქართველოს პარლამენტს, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ
შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში წარედგინება
ცესკოს.

46.ჩამოაყალიბეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა.

35
უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა:

- სამოქალაქო საქმეთა პალატა


- ადმინისტრაციული საქმეთა პალატა
- სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- დიდი პალატა
- პლენუმი
- სადისციპლინო პალატა
- საკვალიფიკაციო პალატა

უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატებისა)


არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონით
დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების
გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით
განიხილავს მისი განსჯადობისათვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს

უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა დიდი პალატისა) საქმეს განიხილავს 3


მოსამართლის შემადგენლობით.

დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების


თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების
შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.

უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი


პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და
სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან.

უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით


ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის
წევრთა ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის, სადისციპლინო პალატის
თავმჯდომარის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან უზენაესი
სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი.

უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის


ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო
პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც
იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია

37.პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები (პარლამენტის წევრთა კითხვა,


ინტერპელაცია და იმპიჩმენტი)

პარლამენტის წევრი ულებამოსილია კითხვით მიმართოს:

- მთავრობას
- პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს
- მთავრობის წევრს

36
- ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს
- სახელმწიფო დაწესებულებას

საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 7 კაციან ჯგუფს უფლება აქვს


ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს:

- მთავრობას
- პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს
- მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას პარლამენტის
სხდომაზე;

იმპიჩმენტი არის საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით


გათვალისწინებული პროცედურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციის
დარღვევისას ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას დგება განსაზღვრული
თანამდებობის პირების იურიდული პასუხისმგებლობა. იმპიჩმენტის წესით
თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება:

- საქართველოს პრეზიდენტის;
- მთავრობის წევრის;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლის;
- გენერალური მოსამართლის;
- გენერალური აუდიტორის;
- ეროვნული საბჭოს წევრის;

37

You might also like