You are on page 1of 8

რეფერატი შესრულებულია სულხან-საბა ორბელიანის

სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის I კურსის


„შესავალი კონსტიტუციურ სამართალში“.

სტუდენტი : ლია ღოლიჯაშვილი

ლექტორი : გიორგი გორაძე

თბილისი 2016
შესავალი

მოქალაქეობა კონსტიტუციური სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინ-

სტიტუტია. იგი სამართლის სხვა დარგებისთვისაც გამოიყენება, რამდენადაც

მოქალაქეობის გარეშე არ არსებობს არც საჯარო სამსახური, არც სამხედრო

ვალდებულება, არც დიპლომატიური ურთიერთობა და სხვა. მოქალაქეობის მო-

პოვება ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით აღიარებულ ადამიანის

ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა სრული „პაკეტის” შეძენის წინაპირო-

ბაა, ვინაიდან სწორედ მოქალაქეა სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრი. ამას

თვალნათლივ ადასტურებს საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუ-

ციის მეორე თავი, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლე-

ბებს შეეხება და იწყება ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების უფლებით.

მოქალაქეობა, როგორც სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის ორმხრივი

კავშირი, მთლიანად ემყარება ორმხრივი ნების გამოვლინებას და ყოველგვარი

ძალდატანება პირდაპირ იწვევს ამ ურთიერთობის ბათილობას. ამდენად, უნდა

გვახსოვდეს, რომ მოქალაქეობა არის არა მოვალეობა, არამედ უფლება, რომელიც, თავის
მხრივ, წარმოშობს როგორც უფლებებს, ისე მოვალეობებს.

1.1 საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების გზები.


საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით.
1.2 საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება დაბადებით:

დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას,საქართველოს მოქალაქეობა


ეფუძნება ძირითადად სისხლის პრინციპს და კანონმდებლობა საქართველოს
მოქალაქედ მიიჩნევს ბავშვს,რომლის დაბადების მომენტისთვის ერთ-ერთი მშობელი
საქართველოს მოქალაქეა. კანონით გათვალისწინებულია ასევე, ნიადაგის პრინციპით
მოქალაქეობის მოპოვების შესაძლებლობაც შემდეგ შემთხვევებში: სუროგაციის გზით
განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვი ,რომლის არცერთი გენეტიკური
მშობლის მოქალაქეობას სახელმწიფო არ მიიჩნევს მას საკუთარ მოქალაქედ,დაბადებით
საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს.აღნიშნული სუროგაციის გზით დაბადებული
ბავშვის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის პრევენვენციას ემსახურება . ასევე,
საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ის
პირი, რომელიც საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა
შვილია; ან პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

1.3 საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ნატურალიზაციით:

ნატურალიზაცია გულისხმობს დაბადების შემდგომ სიმბოლურ და პოლიტიკურ


ხელახალ „დაბადებას“ ახალ საზოგადოებაში.ნატურალიზაციის მახასიათებელი
მოქალაქეობის მიღების მსურველი ადამიანის მიერ შეგნებული ნების გამოხატვაა: პირი
ამ დროს სახელმწფოს სთხოვს მოქალაქეობის მინიჭებას. თუმცა ამ დროს პირი
გარკვეულ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს რაც, როგორც წესი, კანონითაა
განსაზღვრული.

კერძოდ, მოქალაქედ მიღების მსურვე-

ლი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1. უნდა იყოს სრულწლოვანი;

2. მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5

წლის განმავლობაში;

3. დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა;

4. დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია და სამართ-

ლის საფუძვლები;

5. საქართველოში უნდა ჰქონდეს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქარ-

თველოს ტერიტორიაზე უნდა ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას,

ანდა საქართველოს საწარმოში უნდა ფლობდეს წილს ან აქციებს;

6. ჩადენილი არ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და


ადამიანობის წინააღმდეგ;

1.3 ორმაგი მოქალაქეობა:

საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში 2004 წელს განხორციელებული

ცვლილებების შედეგად ქვეყანაში დადგინდა ნატურალიზაციის ახალი სახე – ნა-

ტურალიზაცია გამონაკლისის წესით, იგივე – ორმაგი მოქალაქეობა, რაც ადრე

დაუშვებელი იყო.

ორმაგი მოქალაქეობის, იმავე ბიპატრიზმის, საქართველოში ზოგადი წესის

სახით დანერგვა, ვფიქრობ, ნაადრევია, რადგან ეს საკმაოდ მძიმე ტვირთია და

სუსტად განვითარებული სახელმწიფო მას ვერ ზიდავს.

როგორც ცნობილია, ბიპატრიზმის ცნებაში გულისხმობენ არა მხოლოდ ორი

ქვეყნის, არამედ ხშირად ორზე მეტი მოქალაქეობის არსებობასაც. მისი გამომწ-

ვევი მიზეზები სხვადასხვაა, მაგალითად: მოსახლეობის მიგრაცია, სახელმწიფო-

თა ტერიტორიებისა და საზღვრების ცვლილებები, შერეული ქორწინებები და

სხვა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად გავრცელებულობისა, ბიპატრიზ-

მი, ისევე როგორც აპატრიზმი, ანომალიურ მოვლენებადაა მიჩნეული მსოფლიო

პრაქტიკაში და სახელმწიფოები ყოველნაირად ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ


მისი გამოვლინების შესაძ-

ლებლობები. ორმაგი მოქალაქეობის პრობლემა საერთაშორისო პრაქტიკაში ხში-

რად წამოჭრის ე.წ. „აქტიური” ან „ეფექტური” მოქალაქეობის თაობაზე დავას.

რა თქმა უნდა, ორმოქალაქეობა მისი მფლობელის მიმართ გარკვეულ შე-

ღავათებსა და პრივილეგიებს გულისხმობს. ასეთი პირი ორივე მოქალაქეობის


სახელმწიფოში აღჭურვილია უფლებათა სრული პაკეტით, სარგებლობს ამ ქვეყ-

ნების მფარველობით, მათ შორის უვიზო მიმოსვლის უფლებით, ნებისმიერ მათ-


განში დასახლებისა და მუშაობის პრივილეგიით და ეროვნული კანონმდებლობე-

ბით გათვალისწინებული სხვა მრავალი შეღავათით.

მაგრამ, მითითებული პრივილეგიების პარალელურად, რამდენიმე სახელმ-

წიფოს მოქალაქეობის ერთდროულად არსებობა პრობლემებსაც წარმოშობს,

რომლებიც ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს როგორც ფიზიკურ პირს,

ისე ხელისუფლებას.

სწორედ ზემოაღნიშნულმა პრობლემებმა განაპირობა ის გარემოება, რომ

საქართველოს კანონმდებლობამ ორმაგი მოქალაქეობა შემოიღო არა ზოგადად,

ნატურალიზაციის ერთ-ერთ სახედ, არამედ გამონაკლისის სახით.

1.4 საქართველოს საპატიო მოქალაქეობა:


უცხოელს, რომელსაც თავისი სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობით
განსაკუთრებული
დამსახურება აქვს საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე ან აქვს პროფესია და
კვალიფიკაცია,
რომლებითაც დაინტერესებულია საქართველო, და მისთვის საქართველოს საპატიო
მოქალაქეობის
მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, შეიძლება მიენიჭოს
საქართველოს საპატიო
მოქალაქეობა მისი თანხმობით.
1.5 საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება:
საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს

მოქალაქეობა შეუწყდა:
ა) არამართლზომიერად;
ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;
გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად.

1.6 საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა:

1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება.


2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან
გასვლაზე, თუ:
ა) მას შეუსრულებელი აქვს საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულება;
ბ) იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო
განაჩენი,
რომელიც უნდა აღსრულდეს.
3. საქართველოს მოქალაქის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ

1.7 საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა:

1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:


ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის
სამხედრო
სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;
ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს;
გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.

1.8 საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის


ვადა:
1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების
განხილვისა და
გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
2. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე
უარყოფითი
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით
მიმართოს სააგენტოს
ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო
დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
1.9 მომსახურების საფასური:
1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენისას განმცხადებელი
იხდის
მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობითა და
წესით, გარდა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება შესაბამისი
მომსახურების
საფასური, თუ მას საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეუწყდა.

ამრიგად, დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ მოქალაქეობა არის პირის


სამართლებრივი კავშირი სახელმწიფოსთან, იმ პირს რომელსაც არ აქვს მოქალაქეობა
საზოგადოებისთვის არაფერს წარმოადგენს ანუ მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს
ან საკუთარი აზრი გამოთქვას რაიმესთან დაკავშირებით როგორც ზემოთ ავღნიშნე
მოქალაქეობა ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტია და ვფიქროობ, რომ ამ საკითხთან
დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაშიც ყველაფერი წესრიგშია
გამოყენებული ლიტერატურა:

1) საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი.(2015)

2) ორგანული კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ;

3) კონსტიტუციონალიზმი.(2006)

4) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948);

5) საქართველოს კონსტიტუცია

You might also like