You are on page 1of 1

საშინაო დავალება

ანანო ქარქუსაშვილი

1.ჩამოთვალეთ დოკუმენტაცია რის საფუძველზეც შეიძლება გაეხსნას


არამეწარმე ფიზიკურ პირს ანგარიში ბანკში

განაცხადი ანგარიშის გახსნის თაობაზე რომლიც ადასტურებს, რომ იგი არ


წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და არ გამოიყენებს ამ ანგარიშს
სამეწარმეო საქმიანობისათვის. და ასევე პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის საფუძველზე

2. განმიმარტეთ ნომინალური მფლობელობის ანგარიშის დანიშნულება;

ნომინალური მგლობელობის ანგარიში არის სადეპოზიტო ანგარიში,


ადვოკატის, საადვოკატო ბიუროს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი
პირის (მათ შორის სპეციალიზებული დეპოზიტარის), საპენსიო სააგენტოს
ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიში. ეს ანაგარიში
გამოიყენება კლიენტის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული
ფულადი სახსრების ერთობლივად აღსარიცხავად.

3. რა შემთხვევაში აქვს კომერციულ ბანკს უფლება უშუალოდ


იდენტიფიკაციის განხორციელების გარეშე გაუხსნას ანგარიშები პირებს.

რომლებსაც უკვე გახსნილი აქვთ ანგარიშები საქართველოში მოქმედ სხვა


კომერციულ ბანკებში და შესაბამისი ბანკის მიერ განხორციელებულია
კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად. რომელთა იდენტიფიკაციას/ვერიფიკაციას
კომერციული ბანკი ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ
პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“
შესაბამისად.
რომელთა იდენტიფიკაციისას და მათი ვინაობის გადამოწმებისას
კომერციული ბანკი დაეყრდნო მესამე პირს/შუამავალს, რომელიც
საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს მასთან
ურთიერთობაში მყოფი პირის იდენტიფიკაციას და ვინაობის გადამოწმებას
და ამ მესამე პირის/შუამავლის მიმართ ხორციელდება ზედამხედველობა
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების
წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

You might also like