You are on page 1of 2

MK2210

პროექტის შინაარსი

 შემაჯამებელი წინასიტყვაობა - რა პროდუქტს ქმნით, ბრენდი, მისია და მიზნები. უნდა


პასუხობდეს კითხვას - რა პრობლემას აგვარებს პროდუქტი? - დაახლოებით 1-2 გვერდი
 ახალი პროდუქტის განვითარების ძირითადი ეტაპები - დაახლოებით 8 გვერდი
 იდეების გენერაცია - რა იდეები იყო და რა წყაროებიდან
 იდეების გაცხრილვა - როგორ მოხდა საბოლოო იდეის შერჩევა
 კონცეფციის განვითარება და გამოცდა
 მარკეტინგული სტრატეგიის განვითარება (8 გვერდიდან დაახლოებით 4-5
გვერდი დაუთმეთ მხოლოდ ამ ნაწილს)
 მიზნობრივი ბაზრის სტრატეგია
 პოზიციონირების სტრატეგია (უნდა მოიცავდეს განმასხვავებელი
ნიშნის შერჩევას)
 ბრენდინგის სტრატეგია
 კომუნიკაციის სტრატეგია - digital & non-digital
 ფასწარმოქმნის სტრატეგია
 სტიმულირების სტრატეგია
 დისტრიბუციის სტრატეგია
 ბიზნეს ანალიზი (ახალი პროდუქტის ანალიზი, პროგნოზირება)
 პროდუქტის განვითარების გეგმა
 ტესტმარკეტინგი - გეგმავთ თუ არა/რა მასშტაბით, რა ხანგრძლივობით
 კომერციალიზაცია - სად და როდის?
 გარემოს შეფასება და ანალიზი (მათ შორის კონკურენტების ანალიზი, SWOT ანალიზი) -
დაახლოებით 3-4 გვერდი
 უნდა მოიცავდეს გრაფას სადაც შედარებული იქნება თქვენი პროდუქტი
კონკურენტებთან. ნათლად უნდა ჩანდეს თქვენი კონკურენტული
უპირატესობა
 პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის სტრატეგიები - დაახლოებით 6 გვერდი.
 წარდგენის ფაზა - მახასიათებლები, მარკეტინგული მიზნები, სტრატეგიები
(თითოეული ფაზისთვის დეტალურად აღწერეთ რეკლამის და
სტიმულირების ნაწილი)
 ზრდის ფაზა - მახასიათებლები, მარკეტინგული მიზნები, სტრატეგიები
 მომწიფების ფაზა - მახასიათებლები, მარკეტინგული მიზნები, სტრატეგიები
 ვარდნის ფაზა - მახასიათებლები, მარკეტინგული მიზნები, სტრატეგიები
 ინფორმაციის წყაროები - ბოლო გვერდზე განათავსეთ კონკრეტული ლინკები თუ
ინფორმაცია საიდან მოიპოვეთ (ნებისმიერ თემაზე, თუ დაგჭირდათ საერთოდ).
გირჩევთ მუშაობის დროს შეინახოთ ლინკები, რომ არ გაგიჭირდეთ შემდეგ გახსენება.

ზეპირი პრეზენტაციის გაიდლაინი:

 წარდგენისთვის გაქვთ 12 წუთი, კითხვა-პასუხისთვის 3 წუთი (რჩევა: მომზადების


დროს
ტაიმერი გამოიყენეთ)
 წარდგენის დროს დამხმარე მასალა არ არის დაშვებული (მაგ: ტელეფონი ან ფურცელი)
 შეფასების დროს გავითვალისწინებ PPT ვიზუალს (მაგ: ბრენდის შესაბამისი ფერების
გამოყენება, ფონტი, ცოტა ტექსტი სლაიდებზე და ა .შ.)
 პრეზენტაცია გამომიგზავნეთ wetransfer.com-ის საშუალებით პრეზენტაციის წინა დღეს
(ან გამიზიარეთ Google Slides-ის შემთხვევაში), რომ დრო არ დავკარგოთ ტექნიკური
ხარვეზის გამო
 ივარჯიშეთ იმაზე, რომ კომუნიკაციის დამყარება არ გაგიჭირდეთ მსმენელთან
(წარდგენის დროს სლაიდს არ უყუროთ დიდხანს)
 გირჩევთ Google Slides-ზე მუშაობას; დაგეხმარებათ სამუშაოს უკეთ კოორდინაციაში.
ამასთან ერთად არ დაგჭირდებათ PPT ფაილების გაგზავნა-გამოგზავნა და ყველა პატარა
დეტალზე შეხვედრის დანიშვნა.

წერილობითი დავალების გაიდლაინი:

 ვორდის ან PDF ფაილი


 ფონტის ზომა - 12
 Normal margins - 1 ინჩი ყველა მხრიდან
 Line spacing - 1.15 (ამაზე ნაკლები არ იქნება პრობლემა, მეტი - კი)
 პარაგრაფებს შორის გამოტოვეთ ერთი ხაზი
 დოკუმენტს წინ წაუმძღვარეთ ერთი გვერდი ქავერად, სადაც ეწერება პროექტის
დასახელება, თქვენი სახელები და ა.შ.

You might also like