You are on page 1of 4

ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეები

ფასიანი ქააღალდების ბაზრის მონაწილეები (ბაზრის სუბიექტები)- ფიზიკური და


იურიდიული პირებია, რომლებიც ყიდიან ან ყიდულობენ ფასიან ქაღალდებს ანდა
ემსახურებიან მატ ბრუნვას და ანგარიშსწორებას, ერთმანეთთან შედიან ფასიანი
ქაღალდების ბრუნვასთან დაკავშირებულ განსაზღვრულ ეკონომიკურ
ურთიერთობებში.ფასიანი ქაღალდების ყველა მონაწილე პირობითად შეიძლება დაიყოს
პროფესიონალებად და არაპროფესიონალებად. კანონის ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ’’შესაბამისად ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონაი მონაწილეები არიან
იურიდიული პირები , ასევე მოქალაქეები როლებიც დარეგისტრირებულნი არიან
როგორც მეწარმეები, და რომლებიც ახორციელებენ შემდეგი ახის სამუსაოებს:1) საბაზრო
კერძო საქმიანობა; 2)დილერული საქმიანობა; 3)ფასიანი ქაღალდების მართვასტან
დაკავშირებული საქმიანობა; 4)აანგარიშგებო-კლირინგული საქმიანობა; 5)დეპოზიტური
საქმიანობა ; 6)ფასიანი ქაღალების მფლობელთა რეესტრის წარმოებასთან
დაკავშირებული საქმიანობა; 7)ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის ორგაანიზაციასთან
დაკავირებული საქმიანობა.

ფუნქციონალური ანიშნულების მიხედვით მონაწილეები იყოფიან :

1. ემიტენტები;
2. ინვესტორები;
3. საფონდო შუამავლები;
4. რეგულირებისა და კონტროლის ორგანოები;
5. ბაზრის მომსახურე ორგანიზაციები.

რაც შეეხება თითოეულ მათაგანს:

ფასიანი ქაღალდების ემიტენები- ეს არის იურიდიული პირი ან აღმასრულებელი


ხელისუფლების ორგანო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო , რომელიც
თავისი სახელით პასუხისმგებელია ფასიანი ქაღალდების მფლობელტა წინაშე მათი
უფლებების განხორციელებაში. ემიტენტების შემოადგენლობაში შედიან: სახელმწიფო,
სააქციო საზოგადოება, კერძო საწარმოები, კერძო პირები.

ინვესტორები- ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელტაც აქვთ დროებით


თავისუფალი ფულადი სახსრები და სურტ მოახდინონ მისი ინვესტირება დამატებითი
შემოსავლების მისაღებად. ინვესტორები იძენენ ფასიან ქაღალდებს თავისი სახელით და
საკუთარი სახსრებით.

ინვესტორების კლასიფიაციკა:

 ბაზრის პროფესიონალები-შუამავლები(ბროკერები, დილერები);


 ინდივიდუალური ინვესტორები-ფიზიკური პირები;
 სხვა ინვესტორები-საწარმოები, ორგანიზაციები.

ინვესტირების მიზნბიდან გამომდინარე განასხვავებენ საინვესტიციო სტრატეგიებს:

 სტრატეგიული-გრძელვადიანი დაბანდებები, ფასიანი ქაღალდების შესყიდვა


ვადით 1 თვიდან რამდენიმე წლამდე მოგების მირების მიზნით , ეს უკანასკნელი
მიირება ინვესტირები ვადის ბოლოს მათი გაყიდვიდან.
 სპეკულაციური-გათვლილია ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის
მოკლევადიან და კერძო ოპერაციებზე როგორც ერთ დღით, ასევე ერთ თვემდე
ვადით, ყველა გარიგებიდან მეტი მოგების მიღების მიზნით.
 დაზრვევის მიზნით-ფასიანი ქაღალდების გამოყენება ბიზნესში შესაძლო
ზარალისგან დასაზღვევად ანდ ფინანსურ ბაზრებზე ინვესტირებისთვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით ინვესტორები შეიძლება ასე დაჯგუფდეს:

- სტრატეგიული ინვესტორები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სააქციო


საზოგადოებაზე კონტროლის მოპოვებით საკუთრები მიღებაზე და ამ აკუთრების
გამოყენებიდან გაცილებით მეტი ოდენობის მოგების მირებას ცდილობენ , ვიდრე
შემოსავალს აქციების უბრალო ფლობიდან.
- პორტფელური ინვესტორები, რომლებიც შემოსავალს ღებულობენ მხოლოდ მათ
მფლობელობაში არსებული აქციებიდან.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილენი ემიტენტები და ინვესტორები ერთდროულად


არიან: ბანკები და კოლექტიური ინვესტორები.

ბანკები-ეს არის ორგანიზაცია , რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად


და მათ გასათავსებლად საკუთარი სახელით, უკან დაბრუნების, ფასიანობის და
ვადიანობის პირობით.

კომერციულ ბანკს უფლება აქვს განახორციელოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებუი


საფონდო და ნდობითი ოპერააციები. ეს ოპერაციებია:

 გამოუშვას, იყიდოს , გაყიდოს, შეინახოს ფასიანი ქაღალდები;


 მოახდინოს სასრების ინვესტირება ფასიან ქარალდებში;
 მართოს ფასიანი ქაღალდები კკლიენტის დავაებით და ა. შ

კოლექტიური ინვესტორები-ინსტიტუტები მოიცავენ, ინვესტორთა დიდ ჯგუფებს და


განათავსებენ სასრებს ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე. მათი საქმიანობა ორი ძირიტადი
მიმართულებით ხორციელდება :1. ფასიანი ქაღალდების გამოშვების ორგანიზაცია და
მათი განთავების შესახებ გარანტიების გაცემა მესამე პირთა სასარგებლოდ; 2.
ოპერაციების ჩატარება ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით საკუთარი სახელით და
საკუთარი ანგარიშით.

მისი წარმომადგენლები არიან:

 საპაიო საინვესტიციო ფონდი-ეს არის განკერძოებუი ქონებრივი კომპლექსი, მისი


ქონება შედგება ნდობით მართვაში გადაცემული ქონებისაგან, იმ პირობით, რომ
იგი შეუერთდება სხვა ნდობით აღჭურვილი დამფუძვნებლების ქონებას, აგრეთვე
იმ ქონებისაგან, რომელიც მიიღება ასეთი მართვის პროცესში; წილზე საკუთრების
უფლება დასტურდება კომპანიის მმართველის მიკერ გაცეული ფასიანი
ქაღალდით.
მისი სახეებია:
ღია საინესტიციო საპაიო ფონდი;
ინტერვალური საპაიო საინვესტიციო ფონდი
დახურული საპაიო საინვესტიციო ფონდი
 აქციონერული საინვესტიციო ფონდი

ეს არის ღია სააქციო საზოგადოება, რომლის საქმიანობის ძირითად სახეს შეადგენს


ქონების ინვესტირება ფასიან ქაღალდებში და სხვა ობიექტებში.

მისი ტიპებია:

ღია ფონდი;

დახურული ფონდი;

საჩეკო.

 არასახელმწიფო საპენსიო ფონდი

ეს არის სოციალური უზრუნველყოფის არაკომერციული ორგანიზაციის


განსკუთრებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომლის
განსაკუთრებულ საქმიანობას წარმოადგენს ფონდის მონაწილეთა არასახელმწიფო
საპენსიო უზრუნველყოფა მოსახლეობის არასახელმწიფო საპენსიო
უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

 სადაზღვეო კომპანია

არის ნებისმიერი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი,


რომელიც აღიარებულია კანონმდებლობის მიერ, ახორციელებს სადაზღვეო
საქმიანობას და დადგენილი წესით მიღებული აქვს ლიცენზია მის
განხორციელებაზე. ლიცენზია გაიცემა მზღვეველზე ფინანსთა სამინისტროდან
არსებული სადაზღვეო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ,
დაზღვევის ყველა სახეობაზე. სადაზღვეო კომპანიის უშუალო საქმიანობის სფერო არ
შეიძლება იყოს სამეწარმეო სავაჭრო-საშუამავლო და საბანკო საქმიანობა. დამზღვევი
ქმნის სადაზღვეო ფონდს, რომელიც ყალიბდება დამზღვევების მიერ გადახდილი
შენატანების საფუძველზე და კისრულობს ვალდებულებას სადაზღვეო შემთხვევის
დადგომის შემთხვევაი აუნაზრაუროს ზარალი დამზღვევს. მისსთვის სადაზღვეო
ანაზღაურების გადახდის გზით.

ფასიანი ქაღალდების მონაწილეთა შემდეგი ჯგუფია საფონდო შუამავლები. ესენია


მოვაჭრეები, რომლებიც ემიტენტებსა და ინვესტორებს შორის
ურთიერთდამოკიდებულებას უზრუნველყოფენ ფასიანი ქაარალდების ბაზარზე. მათ
მიეკუთვნება ბროკერები და დილერები.

ბროკერები-მნიშვნელოვანი ფინანსური შუამავალი ფულადი რესურსების


განწილებაში საფონდო ბაზარი ბაზარზე არის ბროკერი. ბროკერად შეუძლია იმუშაოს
სამეურნეო სუბიექტმა, სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის
საბროკერო კანტორამ, ანდა მოქალაქემ-ინდივიდუალურმა მეწარმემ, იურიდიული
პირის შექმნის გარეშე.

დილერი- ეს არის სამეურნეო სუბიექტი , რომლიც ახორციელებს ფინანსურ


ოპერაციებს თავისი სახელით და თავისივე ანგარით. დილერი შეიძლება იყოს
მხოლოდ იურიდიული პირი, რომლის ფუნქციაა ფასიან ქაღალდებში სახსრების
დაბანდება, გარიგებების განხორციელება ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში თავისი
სახელით, მათ შორის მათი კოტირების გზით.

ბაზრის მომსახურე ორგანიზაციები . ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ასრულებენ ისეთ


საქმიანობას , რაც არაა დაკავშირებული ფასიანი ქქაღალდების ყიდვა -გაყიდვასთან ,
კერძოდ:

- გარიგების დადების განმახორციელბელი ორგანიზაციბი


- ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარიგების შესრულებას.

მათ მიეკუთვნებათ:

-საფონდო ბირჟა;

ვაჭრობის ორგანიზატორია საფონდო ბირჟა . იგი ორგანიზებული რეგულარულად


ფუნქციონირებადი, ცენტრალიზებული ბაზარია ვაჭრობის ფიქსირებული
ადგილით,ფასიანი ქაღალების არჩევის პროცედურით და ბაზრის ოპერატორებით.

-საკლირინგო ორგანიზაციები;

საკლირინგო ორგანიზაციები ახორციელებენ ურთიერთვალდებულებების


განსაზღვრას და ფასიანი ქაღალდების მიწოდების ცათვლას მათზე ანგარიშსწორებას.

-დეპოზიტორიუმი;

ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონალური მონაწილეა , რომელიც


ახორციელებს დოკუმენტალურიდა არადოკუმენტალური ფორმით გამოშვებული
ფასიანი ქაღალდების შენახვასთან დაკავშირებულ საქმიანობას.დეპოზიტური
შეიძლება იყოს მხოლოდ სუბიექტი.

-რეგისტრატორი;

ეს არის იურიდიული პირი,რომელიც სახელობითი ფასიანი ქაღალდების


მფლობელთა რეესტრს აწარმოებს, იგი ახდენს მონაცემების შეკრებას, რეესტრის
წარმოების სისტემას შეადგენს.

-საინფომაციო სააგენტო.

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე განსაკუთრებულლ როლს ასრულებს საინფორმაციო


სააგენტო. ისაინფორმაიო საგენტოების დიდი უმრავლესობა ახდენენ არა მარტო
ინფორმაციის აკუმულირებას ,არამედ მის მოსაპოვებლად სვადასხვა ხერხებს.

You might also like