You are on page 1of 4

შპს ინტერბიზნესის აკადემია

სწრაფი ფულადი გაზავნილები

1. ფინანსურ ენაზე- ფულადი გზავნილები ფინანსური პროდუქტია, რომელიც


შესაძლებლობას იძლევა სასურველი თანხა პირს საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე
გავუგზავნოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მსოფლიოს ნებისმიერ
წერტილში.

2. საქართველოში სწრაფი ფულადი გზავნილის მიღება შესაძლებელია: კომერციულ ბანკში;


მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში; ფულადი გადარიცხვების განმახორციელებელ
დაწესებულებაში; მობაილ–ბანკინგით; ინტერნეტ ბანკინგით; ბანკომატის მეშვეობით; სწრაფი
გადახდის აპარატის მეშვეობით;

3. სწრაფი ფულადი გზავნილის გაგზავნის დროს საკომისიოს იხდის- თანხის გამგზავნი;

4. საბანკო და საფინანსო ორგანიზაციებიდან სწრაფი ფულადი გზავნილების გაგზავნისას


საკომისიოსთვის საჭირო თანხის დაანგარიშება ხდება იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც
არის გზავნილი;

5. მოლარე-ოპერატორმა გზავნილის მიმღები პირის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია,


ასევე, სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოახდინოს ფულადი გზავნილის
განხორციელებამდე;

6. კლიენტის მიერ ფულადი გზავნილის გაგზავნისას იქმნება: სალაროს შემოსავლის


ორდერი;

7. კლიენტის მიერ ფულადი გზავნილის განაღდებისას იქმნება: სალაროს გასავლის


ორდერი;

8. გზავნილის ცვლილების ან გაუქმების შემთხვევაში , კლიენტის მიერ გადახდილი


საკომისიო თანხა არ უბრუნდება კლიენტს.

9. საქართველოში კომერციული ბანკებში სწრაფი ფულადი გზავნილებით მომსახურება


ხორციელდება- გზავნილების საერთაშორისო სისტემების მეშვეობით;

10. სწრაფი ფულადი გზავნილი „Western Union“-ით თანხის გადარიცხვა ხორციელდება აშშ
დოლარსა და ევროში;
შპს ინტერბიზნესის აკადემია

11. თუ კი მომხმარებელი სტაბილურად იღებს საზღვარგარეთიდან სწრაფ ფულად


გზავნილებს, მას შეუძლია ისარგებლოს სწრაფი ფულადი გზავნილებით
უზრუნველყოფილი სესხით.

12. სწრაფი ფულადი გზავნილებით უზრუნველყოფილი სესხის ასაღებად საჭიროა:


საბანკო ამონაწერი გზავნილების განაღდების თაობაზე.

13. სწრაფი ფულადი გზავნილის გასაგზავნად გასატარებელი საჭირო პროცედურების


თანმიმდევრობა რომლებიც სავალდებულოდ უნდა განახორციელოს მოლარემ/მოლარე–
ოპერატორმა:

1) გამგზავნი პირის იდენტიფიკაცია და სწრაფ ფულად გზავნილთან დაკავშირებული


ინფორმაციის დაზუსტება;
2) გზავნილის არჩევა და გზავნილის მიმღები პირის ინფორმაციის სწრაფი ფულადი
გზავნილების პროგრამაში შეყვანა;
3) გზავნილის პროგრამაში ელექტრონული საბუთის შექმნა;
4) თანხის მიღება ყველა საჭირო პროცედურის დაცვით;
5) სწრაფი ფულადი გზავნილის ელექტრონული პროგრამიდან შემოსავლის
ორდერისა და გზავნილის საბუთის ბეჭდვა;
6) უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერის უზრუნველყოფა და საბუთებზე შტამპის დასმა;
7) გამგზავნი პირისათვის სწრაფი ფულადი გზავნილის უნიკალური კოდის გაცემა;
8) საბუთების განაწილება შესაბამის ფაილებში;

14. სწრაფი ფულადი გზავნილის მიღება/განაღდება კლიენტს შეუძლია, როგორც


ბანკში, მოლარე/მოლარე–ოპერატორის მეშვეობით ასევე დისტანციურად.

15. იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს დისტანციურად გააგზავნოს/გაანაღდოს


სწრაფი ფულადი გზავნილი საჭიროა, ბანკში ჰქონდეს საბანკო ანგარიში.

17. სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელება შეუძლიათ როგორც რეზიდენტ, ისე


არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს;
18. სწრაფ ფულად გზავნილ „Western Union” –ს აქვს გზავნილის 10 ნიშნა კოდი;

19. სწრაფ ფულად გზავნილ „Ria Money Transfer“ -ს აქვს გზავნილის 11 ნიშნა კოდი;

20. სწრაფ ფულად გზავნილ „MoneyGram” -ს აქვს გზავნილის 8 ნიშნა კოდი;


შპს ინტერბიზნესის აკადემია

21. სწრაფი ფულადი გზავნილის პროცედურის განხორციელებისას უფლებამოსილი


პირის მიერ გზავნილის მიმღების/გამგზავნის ვერიფიკაციის დროს შემოწმებას
ექვემდებარება მომხმარებლის სახელი და გვარი; მომხმარებლის დაბადების
თარიღი; მომხმარებლის პირადი ნომერი;

22. სწრაფი ფულადი გზავნილის პროცედურის შესრულებისას გზავნილის ვერიფიკაცია


ნიშნავს, შესაბამისობის დადგენას:მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემებსა და
გზავნილის დოკუმენტში არსებულ მონაცემებს შორის.

23. სწრაფი ფულადი გზავნილის დოკუმენტაციის გაფორმებასთან დაკავშირებული ის


ქმედებები, რომლებიც სავალდებულოდ უნდა განახორციელოს მოლარე/მოლარე–
ოპერატორმა: გზავნილების პროგრამის ელექტრონული საბუთის შექმნა;
შემოსავალის ორდერის ბეჭდვა; გზავნილის პროგრამიდან საბუთის ბეჭდვა; უფლებამოსილი
პირ(ებ)ის ხელმოწერის უზრუნველყოფა და საბუთებზე შტამპის დასმა; შემოსავლის ორდერისა
და გზავნილის პროგრამიდან ამობეჭდილი საბუთის გადაცემა გამგზავნ პირზე; საბუთების
განაწილება შესაბამის ფაილებში; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის
დამოწმება; გზავნილის კოდის გადაცემა.

24. კლიენტისა და ორგანიზაციის დოკუმენტების ეგზემპლარების განაწილება ხდება


შემდეგი წესის დაცვით:
ა)საბანკო პროგრამიდან ამობეჭდილი შემოსავალ-გასავლის საბუთები ეწყობა სალაროს
დღიურ საბუთებში, შემოსავლის ორდერები - ერთად, გასავლის ორდერები - ერთად.
ბ)გზავნილების პროგრამიდან ამობეჭდილი საბუთები ინახება გზავნილების
განმახორციელებელ პირთან ცალკე საქაღალდეში.
გ)თითოეულ გზავნილს დაერთვება კლიენტის პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის, მოლარის მიერ დამოწმებული ასლი; კლიენტს გადაეცემა
შემოსავლის/გასავლის და გზავნილის პროგრამიდან ამობეჭდილი ბეჭდით დამოწმებული
და ხელმოწერილი ეგზემპლარები:

25. სწრაფი ფულადი გზავნილების დროს სავალდებულო მოხდეს კლიენტის


იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს საბანკო
დაწესებულებების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის
შესახებ” დებულების შესაბამისად

26. ლოკალური სწრაფი ფულადი გზავნილებით თანხის გადაგზავნა შესაძლებელია:


ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე;

27. სწრაფი ფულადი გზავნილის გაუქმება შესაძლებელია, როდესაც მიმღებს ის ჯერ


არ გაუნაღდებია.
შპს ინტერბიზნესის აკადემია

28. სწრაფ ფულად გზავნილებს ვადა არ გასდით. რაც გულისხმობს, გზავნილის


ხანდაზმულობის მიუხედავად, მომხმარებელს მისი განაღდება შეუძლია
ნებისმიერ დროს.

29. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი არის ეროვნული ბანკის მიერ


კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ფიზიკური პირი,
რომელიც სხვადასხვა სისტემის მეშვეობით ახორციელებს ფულადი
გზავნილებით მომსახურებას.

You might also like