You are on page 1of 8

ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული საერთაშორისო

თანამშრომლობა

კიბერდანაშაულისა და ციფრული მტკიცებულებების სპეციფიკიდან


გამომდინარე, ინფორმაციის დაჩქარებული წესით მიმოცვლასთან დაკავშირებით,
ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის,.

არსებობს საერთაშორისო თანამშრომლობის რამდენიმე გზა, რომელთაგან


ყველაზე მნიშვნელოვანია MLA, რაც ნიშნავს საერთაშორისო სამართლებრივი
დახმარების მეშვეობით თანამშრომლობის განხორციელებას, ინტერპოლის
მეშვეობით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა და 24/7 საკონტაქტო პუნქტი.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს 2018 წელს დაემატა ახალი მუხლი


1
138 , რომელიც არეგულირებს უცხო ქვეყნიდან ინფორმაციის მოპოვების
საგამოძიებო მოქმედებას. აღნიშნული მუხლის სათაურია „კომპიუტერული
მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება უცხო სახელმწიფოდან სამართლებრივი
დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის გარეშე“, მუხლის
მიხედვით, პროკურორი უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (წარმოშობის
სახელმწიფო) ტერიტორიაზე მყოფი ან რეგისტრირებული პირისგან უშუალოდ
მიიღოს ამ პირის მფლობელობაში ან/და კონტროლის ქვეშ არსებული, სისხლის
სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი კომპიუტერული მონაცემი ან დოკუმენტი,
თუ კომპიუტერული მონაცემის ან/და დოკუმენტის ამ წესით მოპოვება დაშვებულია
შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, წარმოშობის სახელმწიფოს
სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით.
პროკურორის მიერ ამ უფლებამოსილებით სარგებლობისას არ გამოიყენება „სისხლის
სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის II თავით დადგენილი წესები.

MLA
MLA-ის მეშვეობით სამართლებრივი დახმარება ხორციელდება საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით. როგორც დახმარების შუამდგომლობის
გაგზავნა ასევე პასუხის მიღება ხორციელდება იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით.
აღნიშნული საერთაშორისო დახმარების გზა არის დროში გაწელილი, თუმცა
შედარებით საიმედო. თანამშრომლობის ამ გზას არეგულირებს „სისხლის
სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონი.
პროცედურულად MLA-ის მეშვეობით სამართლებრივი დახმარება
ხორციელდება შემდეგი წესებით. საჭიროა გამომძიებლის ან პროკურორის მიერ
ხელმოწერილი შესაბამისი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა, რომელშიც
მითითებული იქნება მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარება. კერძოდ
შესაძლებელია საჭირო იყოს ინფორმაციის გამოთხოვა საბანკო ანგარიშებზე,
სოციალურ ქსელის ანგარიშებზე, IP მისამართებზე და სხვ. ასევე შესაძლებელია
მოთხოვნილი იყოს ინტერნეტ ტრაფიკის ან შინაარსობრივი მონაცემების შენახვა და
მოწოდება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ინფორმაციის
გამოთხოვისათვის საჭიროა შესაბამისი სასამართლოს განჩინება.

სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაში ასევე შესაძლებელია


მოთხოვნილ იქნას სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მაგალითად IP
მისამართის მფლობელის დადგენა და შემდგომ მისი დაკითხვა. დაკითხვასთან
დაკავშირებით უნდა მიეთითოს ის კითხვები, რომლებიც მას უნდა დაესვას.
შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს განჩინება და საჭიროების შემთხვევაში საქმის
მასალები, რომლებიც უნდა მიეწოდოს იუსტიციის სამინისტროს.

ყურადსაღებია იმ ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნები სადაც იგზავნება


სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა, კერძოს გასარკვევია საჭიროა თუ არა
მოსამართლის განჩინება ან სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შუამდგომლობა დეტალურად უნდა


ასახავდეს ფაქტობრივ გარემოებებს და დასაბუთებული უნდა იყოს მოთხოვნილი
საგამოძიებო მოქმედების საჭიროება.

ინტერპოლის შემთხვევაში პროცედურა დაახლოებით იგივეა, განსხვავება


ადრესატებშია, კერძოდ მიმართვა უნდა განხორციელდეს ინტერპოლის ეროვნული
ბიუროს უფროსის სახელზე. ამასთან საჭიროა არ არის პროკურორის ხელმოწერილი
შუამდგომლობა. საკმარისი მხოლოდ მიმართვის წერილი სადაც ასახული იქნება
მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარება.

რაც შეეხება 24/7 საკონტაქტო პუნქტს ეს არის ევროსაბჭოს ფარგლებში


შექმნილი საკონტაქტო პუნქტი, რომლის მიხედვით ყველა წევრი სახელმწიფო
ვალდებულია განახორციელოს აღნიშნული საკონტაქტო პუნქტის საფუძველზე
კიბერდანაშაულთან დაკავშირებით თანამშრომლობა. საკონტაქტო პუნქტი
განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამართლებრივი დახმარება,
განჩინებები და მიმართვების მიწოდება ხდება ინგლისურ ენაზე ნათარგმნი
დოკუმენტების სახით ელ. ფოსტის მეშვეობით, პირდაპირ სამართალდამცავ
ორგანოებთან გაგზავნი გზით. აღნიშნული საკონტაქტო პუნქტის მიზანია
მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში იქნას მოთხოვნილი ინფორმაცია
მოწოდებული.
სოციალურ ქსელ facebook-თან პირდაპირი თანამშრომლობა
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ქსელის facebook-დან
ინფორმაციის გამოთხოვის დროს სტანდარტულად სოციალური ქსელის
ადმინისტრაცია, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე
ატყობინებს იმ კონკრეტულ მომხმარებელს, რომლის ინფორმაციას იქნა
გამოთხოვილი. ამიტომ აუცილებელია შუამდგომლობაში მითითებული იქნას, რომ
ადმინისტრაციის მიერ არ განხორციელდეს მომხმარებლის ინფორმირება მის შესახებ
ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

უპირატესობები:

 ძალიან სწრაფია, როგორც წესი ჭირდება 2-დან 30 დღემდე, საშუალოდ 10 დღე;


 ნაკლებია მონაცემზე უარის თქმის ალბათობა;
 მონაცემის წაშლის თავიდან აცილების შესაძლებლობა;
 გადაუდებელ შემთხვევებში სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა.

სოციალურ ქსელ facebook-სგან შესაძლებელია შემდეგი ინფორმაციის გამოთხოვა:

მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია (მომხმარებლის მიერ გამოყენებული სახელები,


e-mail; ტელეფონის ნომერი, მომხმარებლის რეგისტრაციისას მითითებული სხვა
მონაცემი);

 მომხმარებლის მიერ პროფილზე წვდომის შესახებ ინფორმაცია (IP


მისამართები, დრო).
 შინაარსობრივი მონაცემები, პოსტები, კომენტარები, სურათები, ვიდეოები და
აშ, მესინჯერით მიმოწერის შესახებ მონაცემები, მეგობრები, პროფილის
ვიზიტორები, მოწყობილობის და ბრაუზერის შესახებ მონაცემები, დღეის
მდგომარეობით Facebook არ ინახავს MAC მისამართებს).

შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას ყველა კატეგორიის მონაცემის შენახვა -


გაითვალისწინეთ, რომ მონაცემების შენახვა მნიშვნელოვანია, რადგან ყველა
მონაცემი იშლება მომხმარებლის პროფილის წაშლიდან 7 დღეში. გადაუდებელი
აუცილებლობის შემთხვევაში, facebook-დან იგივე ინფორმაციის მიღებაა
შესაძლებელია. გადაუდებელი აუცილებლობა არის ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული ან
სხვა განსაკუთრებით იშვიათი შემთხვევა: (ყველაზე კარგი მაგალითია ადამიანის
გატაცება ან მძევლად ყოფნა, ტერორისტული აქტი და სხვა). Facebook გადაუდებელ
აუცილებლობად არ მიიჩნევს მაგალითად, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების
გავრცელების უეცარ საფრთხეს.
 Facebook-თან დაკავშირებით შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას მონაცემების
დაბლოკვა (მთელი პროფილის, გვერდის, ჯგუფის ან კონკრეტული პოსტის) -
გაითვალისწინეთ, რომ მონაცემების დაბლოკვას შესაძლოა რამდენიმე საათი
დაჭირდეს.

გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციის მისაღებად, სოციალურ


ქსელ facebook-თან თავდაპირველად გაგზავნილი უნდა იქნას ინფორმაციის შენახვის
მოთხოვნა, რათა არ განხორციელდეს ინფორმაციის წაშლა ან დაზიანება. აღნიშნული
ხორციელდება სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის პლატფორმის
მეშვეობით მისამართზე https://www.facebook.com/records. აღნიშნულ ბმულზე
საჭიროა წესებსა და პირობებზე დათანხმება და სამსახურეობრივი ელ ფოსტის
მითითება. ამის შემდეგ მითითებულ მეილზე facebook-დან მოვა შეტყობინება სადაც
მითითებულია სპეციალური ბმული. ამ ბმულზე უნდა იქნას მითითებული სისხლის
სამართლის საქმის გარემობები და სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია. მოთხოვნის
გაგზავნის შემდეგ მომთხოვნს ენიჭება უნიკალური კოდი, რომელიც შემდგომში
საჭიროა შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისათვის.

ინფორმაციის გამოთხოვის დროს საჭიროა რამდენიმე წინაპირობის არსებობს,


კერძოდ:

1. გამოძიების დაწყება - აუცილებელია დაწყებული გქონდეთ გამოძიება;

2. პროფილის იდენტიფიკატორის მოპოვება - აუცილებელია მოვახდინოთ სამიზნე


პროფილის/გვერდის/ჯგუფის იდენტიფიკატორის მოპოვება; არ არის საკმარისი
მხოლოდ მომხმარებლის სახელი - შესაძლოა ერთიდაიგივე სახელით რამდენიმე
მომხმარებელი იყოს რეგისტრირებული; პროფილის იდენტიფიკატორის მოპოვებაზე
ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ;

3. განჩინების აღება - აუცილებელია სასამართლოდან განჩინების მოპოვება სისხლის


სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლისა და კიბერდანაშაულის შესახებ
ბუდაპეშტის კონვენციის (ETS 185) მე-18 მუხლის საფუძველზე; სასამართლოდან
განჩინების მოსაპოვებლად რეკომენდირებულია გამოიყენოთ შუამდგომლობის ეს
ფორმა; შუამდგომლობაში სამართლებრივ საფუძვლად არ მიუთითოთ სისხლის
სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონი;
შუამდგომლობაში აუცილებლად მიუთითეთ მომხმარებლის იდენტიფიკატორი.

აღნიშნული წინაპირობების დაკმაყოფილების შემდგომ საჭიროა განჩინებისა და


შესაბამისი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის პროკურატურის
საერთაშორისო თანამშრომლობის შესაბამისი დეპარტამენტისათვის მიწოდება. რის
შემდგომაც შესაბამისი პირები ახორციელებენ ქვემოთ მითითებულ მოქმედებებს.
4. Facebook მიმართვის შედგენა

5. მონაცემების გამოთხოვა

6. მონაცემების მიღება

7. მონაცემების ჩამოტვირთვა

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ

აუცილებელია მონაცემების მოთხოვნა მოქცეული იყოს დროის გარკვეულ ჩარჩოში,


თუნდაც ხანგრძლივი პერიოდი იყოს მოთხოვნილი.

სასურველი არ არის დახმარება მოითხოვოთ მცირე მატერიალური თუ სხვა


კატეგორიის ზიანის შემცველი ინციდენტების გამოძიებაზე, თუ ერთი შეხედვით
მცირე მნიშვნელობის საქმეა მიმართვის ფორმის ფაქტებში ერთი-ორი წინადადებით
დაწერეთ რატომ არის მნიშვნელოვანი; სხვა შემთხვევაში Facebook-მა შესაძლოა უარი
თქვას დახმარებაზე ან მოითხოვოს მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის
ანაზღაურება;

სასურველია გამოძიება გქონდეთ ისეთ დანაშაულზე/ინციდენტზე, რომელიც ერთ-


ერთ ქვემოთ მოცემულ კატეგორიაში ჯდება. სხვა შემთხვევაში, მონაცემის მიღება
შესაძლოა დაგვიანდეს.

 ბავშვთა ექსპლუატაცია
 ყალბი/დაჰაკული პროფილი
 სქესობრივი დანაშაულები
 ტერორიზმი
 მკვლელობა/თავდასხმა
 თაღლითობა ან ქურდობა
 ბანდის მოქმედებები
 მუქარა/გადაკიდება

სასამართლოში წარსადგენ შუამდგომლობაში მიუთითეთ, რომ მონაცემების


გამოთხოვა უნდა მოხდეს შემდეგი მისამართიდან: Facebook Ireland Ltd, 4 Grand Canal
Square, Dublin 2, Ireland. არ მიუთითოთ, რომ ეს სერვერების მისამართია, როგორც
ხშირად ხდება ხოლმე; მომხმარებელს რომელზეც ინფორმაციას ვითხოვთ
საქართველოსთან უნდა ჰქონდეს იურისდიქციული შემხებლობა, რაც გულისხმობს
მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგს:

 მომხმარებელი დარეგისტრირდა ან პროფილზე წვდომა აქვს ქართული IP


მისამართიდან;
 მომხმარებელს Friend-ების მნიშვნელოვანი ნაწილი ყავს საქართველოში;
 საქართველოდან დარეგისტრირებულ მომხმარებლებთან ან საქართველოს IP
მისამართით შესულ მომხმარებლებთან ქონდა კომუნიკაცია - messenger
მიმოწერა ან საჯარო კომენტარები (თუმცა კავშირების ნაკლები ინტენსივობის
გათვალისწინებით Facebookმა შესაძლოა უარი თქვას მონაცემის გაცემაზე);

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად დოკუმენტებში გამოიყენეთ Facebook-ში


დამკვიდრებული ტერმინები. მაგალითად, Facebook პროფილის (profile) ნაცვლად,
პრაქტიკოსები ხშირად იყენებენ გვერდს (Page). პროფილი და გვერდი სრულიად
სხვადასხვაა და ასეთი შეცდომის შემთხვევაში შესაძლოა ის მონაცემი ვერ მივიღოთ
რაც თქვენ გჭირდებათ. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ტერმინებს სწორად
იყენებთ შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ წინასწარ ელ-ფოსტით:
international@pog.gov.ge-ზე, საგანში მიუთითეთ: ‘Facebook, კონსულტაცია’). ასევე
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს 24/7 საკონტაქტო პუნქტს.

პროფილის იდენტიფიკატორის მოპოვება

თუ პროფილი აქტიურია, წაშლილი ან დეაქტივირებულია:

მეთოდი 1
თუ მომხმარებელს პირადი მონაცემების გაზიარების პარამეტრები შეცვლილი არ
ჰქონდა წაშლამდე ან დეაქტივაციამდე, მისი დაძებნა შესაძლებელია google-ის
საძიებო სისტემით.

ყველა Facebook პროფილი გახსნისთანავე ავტომატურად დაძებნადია Google-ის


საძიებო სისტემით. თუმცა, Facebook მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ეს
პარამეტრი შეცვალოს და მომხმარებელი Google-ს დაემალოს. თუმცა, ამ
შესაძლებლობას მომხმარებლების მინიმუმ 90% არ იყენებს.

მეთოდი 2
თუ მომხმარებელს წაშლამდე ან დეაქტივაციამდე მიმოწერა ქონდა სხვა
აქტიურ მომხმარებელთან და ეს უკანასკნელი ნებას გვრთავს დავათვალიეროთ მისი
მიმოწერა. მიმოწერიდან შეგვიძლია გადავიდეთ წაშლილი/დეაქტივირებული
მომხმარებლის პროფილზე. მართალია პროფილი არ გამოჩნდება. მაგრამ მისამართის
ველში გამოჩნდება წაშლილი მომხმარებლის იდენტიფიკატორის შემცველი ვებ-
მისამართი. ამ გზის გამოყენება როგორც წესი შესაძლებელია, მომხმარებლის
პროფილის წაშლიდან 7 დღის ვადაში. პროფილის იდენტიფიკატორი მომხმარებლის
პროფილის ვებმისამართის ნაწილია. თუ პროფილი აქტიურია იდენტიფიკატორის
ცალკე მოპოვება საჭირო არ არის და შეგვიძლია მომხმარებლისიდენტიფიკაციისთვის
გამოვიყენოთ პროფილის ვებ მისამართი. პროფილის ვებ მისამართის მოსაპოვებლად
უნდა შეხვიდეთ მომხმარებლის პროფილზე.

თანამშრომლობა Google-სთან
Google-ს შეიძლება მივმართოთ შემდეგ სერვისებთან დაკავშირებით

 Google
 Gmail
 YouTube
 Blogger
 Google +
 და გუგლის სხვა სერვისები

გაითვალისწინეთ, Google-ის ყველა სერვისი მიბმულია ერთ მომხმარებელზე. დღეის


მდგომარეობით Google საქართველოსთან თანამშრომლობს მხოლოდ შეზღუდული
ფორმით.

ამ ეტაპისთვის Google-სგან შესაძლებელია შემდეგი სახის დახმარების მიღება:

1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ყველა მონაცემის მიღება.


გადაუდებელი აუცილებლობა არის ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული ან სხვა
განსაკუთრებით იშვიათი შემთხვევა:

 არსებობს ტერორიზმის უეცარი საფრთხის არსებობა;


 ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უეცარი საფრთხის
ქვეშაა (ყველაზე კარგი მაგალითია ადამიანის გატაცება ან მძევლად ყოფნა);
 Google გადაუდებელ აუცილებლობად არ მიიჩნევს მაგალითად, პირადი
ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უეცარ საფრთხეს.

2. მონაცემების შენახვა - მონაცემების შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად


რამდენადაც ანგარიშის წაშლიდან მხოლოდ რამდენიმე დღე ინახება მომხმარებლის
შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, თუ მონაცემების შენახვა არ არის მოთხოვნილი
სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა შესაძლოა წარუმატებელი იყოს
მომავალში.

3. მონაცემების დაბლოკვა - გაითვალისწინეთ, რომ მონაცემების დაბლოკვას


შესაძლოა რამდენიმე საათი დაჭირდეს. Google-თან ზემოაღნიშნული
თანამშრომლობის საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ელ-ფოსტზე:
international@pog.gov.ge Subject-ში მიუთითეთ ‘Google, დახმარება’
24/7
ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საერთაშორისო
თანამშრომლობის საკითხებზე კონსულტაციისა და დახმარების მიზნით,
შესაძლებელია გამოყენებული იქნას 24/7 საკონტაქტო პუნქტი.

აღნიშნული პუნქტი შექმნილია კიბერდანაშაულის შესახებ ევროპული კონვენციით


გათვალისწინებული დებულებების საფუძველზე. 24/7 საკონტაქტო პუნქტი
ფუნქციონირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტში, კერძოდ კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში.
24/7 საკონტაქტო პუნქტის თანამშრომლები შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავ
ორგანოებს უშუალოდ მიაწოდებენ მოთხოვნილ ინფორმაციას.

You might also like