You are on page 1of 4

საგნის დასახელება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი

საგნის ხელმძღვანელი: ოთარ ჩახუნაშვილი

სტუდენტი: ლაშა ბლუაშვილი

შუალედური გამოცდა ფასდება 40 ქულით, შესაბამისად ერთი კაზუსი შეფასდება 20


ქულის ფარგლებში

ფინალური გამოცდის ხანგრძლივობა: 2 საათი. ამოხსნილი კაზუსი იგზავნება


ელ.ფოსტაზე - salome.sigua@tsu.ge

კაზუსი 1

ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში, რომელიც აერთიანებს 280 ფილიალს, უწყვეტად


მიმდინარეობს ვიდეო-აუდიო ჩაწერა, კერძოდ, მუდმივ რეჟიმში იწერება და
მონიტორინგს ექვემდებარება როგორც თანამშრომლებსა და მომხმარებლებს, ასევე,
თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია. აუდიოჩაწერა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს
სააფთიაქო ქსელის სავაჭრო დარბაზის მთლიან შიდა პერიმეტრზე, მომსახურების
დახლთან და ვიდეოსამეთვალყურეო კამერებთან დამონტაჟებული მიკროფონების
მეშვეობით.

სააფთიაქო ქსელის მიერ აუდიოჩანაწერის მიზნად დასაქმებული პირების მიერ


გაწეული მომსახურების მონიტორინგი, მათ მიმართ წახალისების ან დისციპლინური
ღონისძიებების გამოყენება, ასევე, მომხმარებელთა პრეტენზიის განხილვა და
გადაწყვეტა დასახელდა. სააფთიაქო ქსელის განმარტებით, აუდიოჩაწერა
მიმდინარეობს პირთა თანხმობით - მოქალაქეები აუდიოჩაწერის შესახებ
ინფორმირებულნი არიან აფთიაქების შესასვლელ კარზე განთავსებული
გამაფრთხილებელი ნიშნებით, ხოლო სააფთიაქო ქსელში დასაქმებულ პირებს,
აღნიშნულზე წერილობით აქვთ თანხმობა გაცხადებული.

გასათვალისწინებელია გარემოება, რომ მედიკამენტის შეძენისას ან/და ფარმაცევტის


მიერ კონსულტაციის გაწევისას, სააფთიაქო ქსელს შესაძლებლობა ეძლევა,
პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით მოიპოვოს ინფორმაცია მომხმარებლის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
შეაფასეთ, არღვევს თუ არა აფთიაქი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
კანონის მოთხოვნებს და დარღვევის შემთხვევაში რა სახის სანქცია უნდა დაეკისროს?

კაზუსის ფაბულის თანახმად მსხვილ სააფთიაქო ქსელში გამოიყენება ვიდეო და


აუდიო კონტროლის საშუალებები, რომელიც ხორციელდება სამუშაო სივრცეშიც,
აღნიშნულის შესახებ კერძო სამაღთლის იურიდიული პირი აცხადებს, რომ აუდიო
კონტროლი ხორციელდება დასაქმებული პირების მიერ გაწეული მომსახურების
მონიტორინგის, მათ მიმართ წახალისების ან დისციპლინური ღონისძიებების
გამოყენების, ასევე, მომხმარებელთა პრეტენზიის განხილვისათვის.

თავდაპირველად ვისაუბროთ ვიდეო კონტროლის შესახებ. საქართველოს კანონი


პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ 12.1 მუხლით ადგენს, რომ „საჯარო და
კერძო დაწესებულებებს შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით
შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს
აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის
მავნე ზეგავლენისგან დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და
გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის“ ამ შემთხვევაში შესაძლოა ვივარაუდოთ,
რომ არსებობდა ვიდეო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების
საფუძველი, თუმცა ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „ვიდეოთვალთვალის
სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და
შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი
ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი
ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების
თაობაზე ინფორმირებულად ითვლება“ კაზუსის ფაბულიდან უშუალოდ არ
იკვეთება 12,3 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლის შემთხვევების არსებობა,
როდესაც შესაძლებელია სამუშაო სივრცეში ვიდეო-კოონტროლის განხორციელება,
და ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა ვივარაუდოთ აღნიშნული პირობების არსებობა და
მივიჩნიოთ, რომ სახეზე გვაქვს კანონის მე-5 მუხლისა და 12 მუხლით
გათვალისწინებული პირობები და არ არის დარღვეული ვიდეო-კონტროლის
განხორციელების წესი.

რაც შეეხება აუდიო-კონტროლს. აუდიო კონტროლის მეშვეობით შესაძლებელია


კლიენტებისა თუ თანამშრომლების შესახებ მეტად პირადი ინფორმაციის შეგროვება,
რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან თუ სხვა პირადი ცხოვრების
დეტალებთან, შესაბამისად ის წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემებს და მათი დამუშავება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ
საგამონაკლისო შემთხვევებში, რომლებიც დადგენილია პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახწებ კანონის 6,2 მუხლში. ჩვენს შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ
წარმოდგენილი ახსნა არ მოიაზრებს რომელიმე გამონაკლისი შემთხვევას, როგორც
განსაკუთრებულ მონაცემთა განხორციელების საფუძველს, ამიტომ ვფიქრობ, რომ
აღნიშნული არ არსებობს და დარღვეულია საქართველოს კანონი პერსონალურ
მონაცემთა შესახებ, ამიტომ მოცემულ კომპანიას პასუხისმგებლობა დაეკისრება
კანონის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე.

კაზუსი 2

მოქალაქე ლიზიმ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და აღნიშნა, რომ


ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაცია არღვევს მის პერსონალურ მონაცემებს, რადგან
ინტენსიურად უკავშირდება მეგობრის მიერ აღებულ სესხთან დაკავშირებით
მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელზეც წვდომა საფინანსო ორგანიზაციას აქვს
სესხის ხელშეკრულების ფარგლებში. სესხის ხელშეკრულებით ლიზი მითითებული
იყო საკონტაქტო პირად მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, თუ ორგანიზაცია ვერ
შეძლებდა მსესხებელთან დაკავშირებას.

ლიზის განმარტებით, მან ორგანიზაციის წარმომადგენელს პირველივე საუბრისას


განუმარტა, რომ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემები ხელშეკრულებაში შეცდომით
იყო მითითებული, მიაწოდა მობილური ტელეფონის დაზუსტებული ნომერი და
სთხოვა აღარ დაკავშირებოდნენ. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია ინტენსიურად
აგრძელებს ლიზისთან დაკავშირებას.

იმსჯელეთ, არღვევს თუ არა საფინანსო ორგანიზაცია „პერსონალურ მონაცემთა


დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და დარღვევის შემთხვევაში რა
სახის სანქცია უნდა დაეკისროს?
კაზუსის თანახმად ლიზის ინტენსიურად უკავშირდება საფინანსო ორგანიზაია
სესხის ხელშეკრულების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც ის იყო მითითებული
საკონტაქტო პირად. საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
მე-5 მუხლის თანახმად ვფიქრობ მოცემულ კომპანიას გააჩნდა აღნიშნული
პერსონალური მონაცემის დამუშავების საფუძველი, ასევე ვფიქრობ დაცულია მე -4
მუხლით გათვალისწინებული პრინციპებიც, თუმცა ყოველივე ამის შემდგომ
მონაცემთა სუბიექტმა გამოიყენა კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული
უფლება, მოეთხოვა შეცდომით ჩაწერილი მონაცემის შესწორება, რომელიც არ
განხორციელდა საფინანსო კომპანიის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ 22-ე მუხლში
გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლება მონაცემთა
დამმუშავებლისთვის წარმოადგენს პირდაპირ ვალდებულებას, შესაბამისად
კომპანიას განცხადების მიღებისთანავე 25,2 მუხლის თანახმად უნდა შეესწორებინა
აღნიშნული მონაცემი, რაც არ მომხდარა. შესაბამისად ვფიქრობ, რომ კომპანია
არღვევს პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონის 4-ე მუხლით
განსაზღვრულ პრინციპებს და მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კანონის 44,1
მუხლის საფუძველზე.

You might also like