You are on page 1of 2

კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში


„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მიხედვით

კაზუსის ამოხსნისათვის უნდა იქნეს დაცული გარკვეული საფეხურები, რის


მიხედვითაც შევძლებთ გავარკვიოთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხი
თანმიმდევრულად.

ამოხსნისთვის საფეხურები მთლიანობაში შეგვიძლია დავყოთ 4 ნაწილად, რომელიც


შემდეგი სახით არის წარმოდგენილი:

1. ამ ეტაპზე ვადგენთ თუ რამდენად არის სახეზე პერსონალური მონაცემი, სხვა


სიტყვებით, კაზუსში ნახსენები ინფორმაცია წარმოადგენს თუ არა
პერსონალურს. გაითვალისწინეთ, რომ მონაცემი მაშინ შეიძლება იყოს
პერსონალური, თუ მისი მეშვეობით პირვნების ვინაობა უკვე დადგენილია
(იდენტიფიცირებულია) ან სულ მცირე შეგვიძლია მისი ვინაობის დადგენა
გარკვეული ძალისხმევის შედეგად (იდენტიფიცირებადია). სხვა შემთხვევაში
მონაცემი ვერ იქნება პერსონალური. როდის არის პირი იდენტიფიცირებული
ან შესაძლებელია თუ არა მისი იდენტიფიცირება ეს დამოკიდებულია ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაზე, ამიტომ იგი ინდივიდუალურ დაკვირვებას
საჭიროებს.
2. მომდევნო ეტაპზე ვადგენთ თუ რამდენად მოქმედებს “პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონი იმ ურთიერთობაზე, რომელიც აღწერილია
კაზუსში. დავიმახსოვროთ, რომ კანონის მე-3 მუხლი ადგენს გარკვეულ
გამონაკლის ურთიერთობებს, რაზეც კანონი არ ვრცელდება, შესაბამისად, თუ
ასეთი ურთიერთობა იქნა სახეზე, მაშინ კაზუსის ამოხსნას ვწყვეტთ. თუმცა,
თუ ურთიერთობა ეხება კომერციულ ან სამსახურებრივ, ასევე პროფესიულ
მიზნებს, მაშინ კაზუსის ამოხსნას ვაგრძელებთ.
3. ამ ეტაპზე ვარკვევთ თუ რამდენად არის დაცული მონაცემთა დამუშავების
პრინციპები (კანონის მე-4 მუხლი) და საფუძვლები (5-დან 14 მუხლის
ჩათვლით). მუდამ გახსოვდეთ, რომ დამუშავების პრინციპების დაცვა
უპირველესი და უპირობო ვალდებულებაა იქამდე სანამ გადავალთ
დამუშავების საფუძვლების განხილვაზე. შესაბამისად, კაზუსის
მოცემულობის მიხედვით ჯერ ვარკვევთ არის თუ არა რომელიმე პრინციპის
დარღვევა სახეზე. თუ პრინციპებთან დაკავშირებით კაზუსში არ არის
მითითება, შესაბამისად გადავალთ საფუძვლების განხილვაზე. საფუძვლებთან
მიმართებით დავიმახსოვროთ, რომ კანონი განსაზღვრავს დამუშავების ზოგად
საფუძვლებს მე-5 მუხლით, სენსიტიური ინფორმაციის დამუშავების
საფუძვლებს მე-6 მუხლით და ასევე დამუშავების სხვა სპეციფიკურ
საფუძვლებს 7-დან მე-14 მუხლის ჩათვლით. სამართალში არსებული ზოგადი
წესის თანახმად თუ დამუშავების საფუძველი ეხება სპეციალურ შემთხვევას,
მაგალითად, პირდაპირ მარკეტინგს, ლოგიკურია, რომ არ უნდა განვიხილოთ
დამუშავების ზოგადი საფუძვლების დაცვის საკითხი. ამავდროულად, თუ
კაზუსში დამუშავების საფუძვლები არ იქნება სადაოდ გამხდარი, შესაბამისად,
არც შეეხებით ამ საკითხს.
4. ამ ნაწილში წერთ მხოლოდ მოკლე დასკვნას და მიუთითებთ, დაირღვა თუ არა
მონაცემთა დამუშავების წესები.

P.S. გაითვალისწინეთ, რომ კაზუსის ამოხსნის დროს უნდა შემოიფარგლოთ იმ


ინფორმაციით, რაც კაზუსშია მოცემული, შესაბამისად, თქვენით არ უდა დაამატოთ
რაიმე ფაქტობრივი გარემოება.

You might also like