You are on page 1of 25

სპეციალური

დაბეგვრის რეჟიმები

ვალერი უგულავა
მიკრო ბიზნესის
სტატუსი
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

ფიქსირებული
მიკრო ბიზნესი მცირე ბიზნესი
გადასახადი
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

არ იხდის გადასახადებს

არ იყენებს დაქირავებულ
შრომას
მიკრო
ბიზნესი შემოსავალი არ უნდა
აღემატებოდეს 30000 ლარს

აკრძალულია ვაჭრობა
სსკ-ის მუხლი #84 - მიკრო ბიზნესი

• მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს,


რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და
დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც
მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი
კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს.

• მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ


იხდის საშემოსავლო გადასახადის. სსკ-ს 86-ე მუხლი
მუხლი 85. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმება

• მიკრო ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს


უქმდება, თუ:
• ა) ფიზიკურმა პირმა საგადასახადო ორგანოს მიმართა მიკრო
ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის
მინიჭების მოთხოვნით;
• ბ) ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის
სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური
მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს.
• გ) ფიზიკური პირი დარეგისტრირდა დამატებული ღირებულების
გადასახადის გადამხდელად.
საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის
დადგენილი 30 000-ლარიანი ზღვარი (415-ე ბრძანება)

• სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორციელდება


ტრაქტორებით ან კომბაინებით.
• ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება.
• მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.
• ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტი.
• საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი.
• საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტი.
• ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი.
აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების
შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის
სტატუსის მინიჭება

• საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა


„საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1
კატეგორია) გადაყვანის საქმიანობისა;

• სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

• სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო,


საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.

• სათამაშო ბიზნესი.
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის


გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის
შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას:

ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემთხვევაში – მცირე


ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) სხვა შემთხვევაში – ამ კოდექსის 79-ე–82-ე მუხლების


შესაბამისად.
მაგალითი:

• პირობა: მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა მთარგმნელობითი


საქმიანობის შედეგად მიიღო ერთობლივი შემოსავალი 28 000 ლარი წლის
განმავლობაში, ამასთან ის ახორციელებდა ხალიჩების რეცხვას (რომლის
შედეგადაც მიიღო დამატებით 4 000 ლარი).
შედეგად, ერთობლივმა შემოსავალმა მიმდინარე საგადასახადო წლის
განმავლობაში შეადგინა 32 000 (28 000 + 4 000) ლარი.

• შედეგი: მიკრობიზნესის სტატუსი არ გაუქმდება, რადგან ხალიჩების


რეცხვიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება 30 000 ლარიან
ზღვარში.
მცირე ბიზნესის სტატუსი
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

• მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს,


რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი
შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს.

(შენიშვნა: აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ერთ-ერთი განმასხვავებელი


ნიშანი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირთან შედარებით არის ის, რომ ის
ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა როგორც მეწარმე სუბიექტი)
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

იხდის გადასახადებს

იყენებს დაქირავებულ
შრომას
მცირე
ბიზნესი შემოსავალი არ უნდა
აღემატებოდეს 500 000 ლარს

დაშვებულია ვაჭრობა
მუხლი 89. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება

მცირე ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ:

ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2


კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის
განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა.

ბ) პირი ახორციელებს აკრძალულ საქმიანობას.

გ) პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა


საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის.
გადასახადის
განაკვეთი

1% 3%

დასაბეგრი ერთობლივმა
შემოსავალი 1 შემოსავალმა 500
000 ლარს
% გადააჭარბა.
(გადაჭარბებიდან
წლის ბოლომდე)
მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების
აღრიცხვის პრინციპები

• მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის


სპეციალურ ჟურნალს.
• მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის
ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას ამ კოდექსით
გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო
ზედნადები.
• მცირე ბიზნესის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში
მიღებული ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება, თუ არ
ხდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლა.
მიკრო და მცირე ბიზნესის დეკლარაციის წარდგენა

• მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი (დეკლარაციის წარდგენის


ვალდებულება ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 აპრილამდე)

• მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის


საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა
ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მცირე მეწარმის სტატუსი
გადასახადის წყაროსთან დაკავების წესი

• დაქირავებული პირებისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ


კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6 000 ლარამდე
ხელფასი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი
პირობა:
• ა) იგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის
სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის განმავლობაში;
• ბ) მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული
ერთობლივი შემოსავალი 50 000 ლარს არ აჭარბებს.
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი
მცირე და მიკრო ბიზნესის საგადასახადო კონტროლი

• საგადასახადო ორგანოებმა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების


მიმართ შეიძლება განახორციელონ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის
შემდეგი ღონისძიებები:
• ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა;
• ბ) დათვალიერება;
• გ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა;
• დ) ქრონომეტრაჟი;
• ე) ინვენტარიზაცია.
აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში
არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

• 1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას.


გარდა „საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1
კატეგორია) გადაყვანის საქმიანობისა;
• 2. საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან
ინვესტიციას.
• 3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
• 4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო,
საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონ-სულ-ტანტთა) საქმიანობა.
• 5.სათამაშო ბიზნესი.
• 6. პერსონალით უზრუნველყოფა.
• 7. აქციზური საქონლის წარმოება.
ფიქსირებული გადასახადის
გადამხდელი
ფიქსირებული გადასახადი

• ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი,


რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის
გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით
დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას

(შენიშვნა: ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი, რომელიც ფიქსირებულ


გადასახადს იხდის თონეში პურის ცხობასა და რეალიზაციაზე, ამ პურს არ
უნდა უშვებდეს რეალიზაციაში თავისივე კვების ობიექტში)
ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი

• ა) დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის


ფარგლებში.

• ბ) დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 3


პროცენტი.
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება

• ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ


საქმიანობას;
• ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული
გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით;
• გ) პირი ახორციელებს დამატებითი საქმიანობისგან განსხვავებულ
საქმიანობას;
• დ) პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის
გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით
გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად
რეგისტრაციაში.
შეკითხვები???

You might also like