You are on page 1of 22

იმპორტის და აქციზის გადასახადი

ვალერი უგულავა
იმპორტის გადასახადი
იმპორტის გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი:

სსკ. მუხლი 195

✔ იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე


გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა.

სსკ. მუხლი 196

✔ იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის


გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
გადასახადის
განაკვეთი

12% 5%
იმპორტის გადასახადის დასაბეგრი ბაზა სასაქონლო
ნომენკლატურის გათვალისწინებით

12% იანი განაკვეთი 5%-იანი განაკვეთი


• თამბაქო • ყველი და ხაჭო
• ხეტყის მასალა • პლასტმასის ფილები, ფურცლები,
ფირები,
• ნატურალური თაფლი
• შინაური ფრინველი
• რეზერვუარები, ცისტერნები, ავზები.
• აჭრილი რძე და ნაღები, იოგურტი,
• საკანცელარიო ან სასკოლო ნივთები
კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან • ქანდაკებები და სხვა დეკორაციული
შედედებული რძე ნაწარმი
• ტანსაცმელი
იმპორტის გადასახადის დასაბეგრი ბაზა სასაქონლო ნომენკლატურის
გათვალისწინებით

• საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703


სასაქონლო პოზიციაში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტში მოქცევისას
იმპორტის გადასახადის განაკვეთია 0,05 ლარი ავტომობილის ძრავის მოცულობის ყოველ
კუბურ სანტიმეტრზე დამატებული იმპორტის გადასახადის თანხის 5 პროცენტი
ავტომობილის ექსპლუატაციაში ყოფნის ყოველი წლისათვის.
0.05*1000=50 ლარი
50*0.05*8 (წელი)=20 ლარი
იმპორტის გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი

• იმპორტის გადასახადის დარიცხვა ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების


მიხედვით.

• საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში


აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში
მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 90 კალენდარული დღის განმავლობაში
გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას,
იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ
სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი 100 პროცენტის
ოდენობით.
იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება

სსკ-ს 199-ე მუხლი

ფიზიკური პირის მიერ:

• მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 4
ლიტრი ღვინის და 16 ლიტრი ლუდის იმპორტი.

• მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის


ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის
იმპორტი

საწარმოს მიერ:

• საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული


დახმარების მიზნით;

• იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით, საქართველოს


მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული წესით;
იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება

სსკ-ს 199-ე მუხლი

• ფიზიკური პირის მიერ:


• საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით)
საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი
სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური
საქმიანობისათვის;
• საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის
ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე
ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის
განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება

სსკ-ს 199-ე მუხლი

• იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება უმნიშვნელო ღირებულების საქონლისგან


შემდგარი ნებისმიერი სასაქონლო პარტიის შემოტანა, რომელიც საქართველოში მიმღებს
უცხო ქვეყნიდან ეგზავნება.

• ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის „უმნიშვნელო ღირებულების საქონელი“ არის


300 ლარამდე ღირებულების სასაქონლო პარტია.

• შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან ნაწარმზე, სუნამოზე, ტუალეტის წყალზე,


თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე.
აქციზის გადასახადი
აქციზის გადასახადის გადამხდელი

სსკ. მუხლი 182

✔ აქციზური საქონლის მწარმოებელი;


✔ აქციზური საქონლის იმპორტიორი;
✔ აქციზური საქონლის ექსპორტიორი;
✔ ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის;
✔ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი.

შენიშვნა: დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებულ საქონელზე აქციზის


გადამხდელად ითვლება საქონლის მწარმოებელი.
დაბეგვრის ობიექტი

• 1. მწარმოებლის მიერ საქართველოში


 დასაბეგი წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდება
ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ
ოპერაცია გატანა;
• 2.მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით
საქართველოში წარმოებული აქციზური
საქონლის გადაცემა დამკვეთისათვის;
 აქციზური • 3.საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის
გამოყენების მომენტი, არააქციზური საქონლის
საქონლის წარმოებისათვის;
იმპორტი • 4. ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში)
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის
 აქციზური მიწოდების მომენტი;
საქონლის
• 5. საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ
ექსპორტი ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების
მომსახურების გაწევის მომენტი.
აქციზური საქონელი

✔ თამბაქოს ნაწარმი

✔ ალკოჰოლური სასმელები (გარდა ყურძნის ღვინისა)

✔ ნავთობპროდუქტები

✔ საპოხი მასალები, გამხსნელები

✔ მსუბუქი ავტომობილები

✔ ბუნებრივ აიროვანი კონდენსანტი ან ბუნებრივი აირი (გარდა მილსადენისა)

✔ მობილური საკომუნიკაციო მომსახურება


დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა

✔ ალკოჰოლიანი სასმელისათვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით ან ალკოჰოლიან


სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული
მაჩვენებლის მიხედვით
✔ თამბაქოს ნაწარმისათვის − თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო
სარეალიზაციო ფასის მიხედვით
✔ ნავთობპროდუქტისათვის – ნავთობპროდუქტის წონით (მოცულობით)
✔ ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისათვის ან/და ბუნებრივი აირისათვის – აირის
მოცულობით
✔ მსუბუქი ავტომობილისათვის და მოტოციკლისათვის (მოპედის ჩათვლით) – მათი
წლოვანებითა და ძრავის მოცულობით.
✔ საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების
მომსახურების გაწევის შემთხვევაში − ზარის ხანგრძლივობის მიხედვით (წუთი
ფიქსირებულ ქსელში 8, ხოლო მობილურ ქსელში 15 თეთრი).
მარკირებას ექვემდებარება შემდეგი საქონელი დასაბეგრი
ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე:

 თამბაქოს ნაწარმი
 აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელი
 სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან
ნიკოტინის შემცველობის გარეშე,
განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით
მოხმარებისთვის.

✔ აკრძალულია აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე


მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით დასაბეგრი
ოპერაციის ან/და იმპორტის განხორციელება;
სავალდებულო მარკირებისგან თავისუფლდება

✔ ექსპორტისთვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების საქონელი;

✔ უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური


სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-
ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი
სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი;

✔ 50 გრამის ან მასზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში ან 10 ლიტრზე მეტი (გარდა ლუდისა)


მოცულობის ჭურჭელში ჩასხმული ალკოჰოლიანი სასმელი

✔ იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 200 ღერი სიგარეტი ან


50 სიგარა ან 50 სიგარილა
✔ იმპორტირებული 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელი – საფოსტო გზავნილის
შემთხვევაში;
აქციზის გადახდის და დეკლარირების წესი

დეკლარაციის არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის


წარდგენა მომდევნო თვის 15 რიცხვისა

არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის


განხორციელების საანგარიშო
პერიოდის მომდევნო თვის 15
რიცხვისა;

გადახდა საქონლის იმპორტისას აქციზი


გადაიხდება იმპორტის
გადასახდელისათვის დადგენილი
წესის შესაბამისად.
აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები

აქციზისაგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე.

ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია:

ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები

ბ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო


საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან
კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო


დაწესებულებათა ქონების იმპორტი;
აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები

ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია:

• აქციზური საქონლის ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომლისთვისაც


გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს

შენიშვნა: ჩათვლის მისაღებად ან დასაბრუნებლად საჭიროა ანგარიშ-ფაქტურის ან/და


სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება ნედლეულის შეძენისას ან
იმპორტირებისას აქციზის გადახდა.

თუ აქციზური საქონლიდან ერთდროულად იწარმოება აქციზური და არააქციზური საქონელი,


ჩათვლა ხორციელდება წარმოებული აქციზური საქონლის რაოდენობის პროპორციულად.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like