You are on page 1of 3

დაბეგვრები მე-3 შუალედური

დღგ (18%) 156 – 159 მუხლი

ვინ ითვლება გადამხდელად? (სულ 6 ტიპია, მაგრამ 3-ს გავივლით)


• პირი (ფიზიკურიც და იურიდიულიც), რომელიც რეგისტრირებულია დღგ-
ს გადამხდელად ან ვალდებულია დარეგისტრირდეს
• პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს (გამბაჟება) 300 ლარზე
ზემოთ.
• არარეზიდენტი, არა საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში
გაწევს მომსახურებას, ისე რომ აქ არ აქვს ფილიალი. რადგან არ არის
რეზიდენტი, ვინც ამისგან ყიდულობს მომსახურებას ისაა ვალდებული
გადაიხადოს დღგ (უკუდაბეგვრა). ეს ვალდებულება მხოლოდ
გადასახადის გადამხდელ პირებს აქვთ.

დღგ-ში შედის:
• გაყიდვები
• იმპორტი
• უკუდაბეგვრა

ჩათვლებში შედის:
• ყიდვები

• ნებისმიერი პირი, რომლის დღგ-თი დასაბეგრი თანხა 12 უწყვეტი თვის


განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს ვალდებულია დარეგისტრირდეს
დღგ-ს გადამხდელად. (ისედაც შეუძლია თუ სურვილი აქვს). დღგ-თი
დაიბეგრება ის ოპერაცია, რომლითაც 100 000-ის ლიმიტს აცდება.
• თუ გინდა გააუქმო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია საჭიროა, რომ: 1.
ბოლო რეგისტრაციიდან გასული იყოს 1 წელი. 2. ბოლო 12 თვის ბრუნვა
100 000-ს უნდა ჩამოცდეს. ( ამ დროს ვკარგავ ჩათვლის უფლებას).
• თუ დღგ-ს გადამხდელის სტატუსი გავიუქმე და ვფლობ შენობას
(რომელსაც ეკონომიკურ საქმიანობაში ვიყენებ), ამ შენობის საბალანსო
ღირებულება უნდა დავბეგროთ დღგ-თი
• თუ აპირებ აქციზური საქონლის გაყიდვას (სიგარეტი, ალკოჰოლი),
ვალდებული ხარ ამ საქონლის გაყიდვამდე დარეგისტრირდე დღგ--ს
გადამხდელად. აქ არ იგულისხმებიან მაღაზიები და ჯიხურები, რომლებიც
ამ საქონელს ყიდიან.
• ვთქვათ იწყება რეორგანიზაცია და ა და ბ კომპანია ერთიანდებიან და
ქმნიან კომპანია გ-ს. ა არის დღგ-ს გადამხდელი, ბ არა. გ-ც უნდა იყოს
დღგ-ს გადამხდელი.
• დღგ-ს გადახდა ხდება შემდეგი თვის 15 რიცხვამდე
დღგ-სთვის დაბეგვრის ობიექტია:
• დასაბეგრი ოპერაცია (საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური
საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის ან მომსახურების
მიწოდება
• იმპორტი
• ექსპორტი
• რეექსპორტი
• დროებითი შემოტანა ( ამ დროს თვეში 0.54% იხდი, სანამ 18%- მდე ავა)

• ეკონომიკურ საქმიანობად არ ითვლება 4 საცხოვრებელი ბინის უწყვეტ 48


თვეში გაყიდვა. თუ მე-5 გავყიდე, მაშინ გადავიხდი, თუ 5 სახლის ჯამური
ფასი აცდა 100 000-ს.

მომსახურების გაწევის ადგილი:


პირველად რომელ პუნქტსაც დაემთხვევა იმ პუნქტით ვხელვმძღვანელობ
• თუ მომსახურება უძრავ ქონებას უკავშირდება, იქ დაიბეგრება სადაც ეს
შენობა დგას.
• მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი, თუ მომსახურება
უკავშირდება: 1. მოძრავ ქონებას, ან/და მის შეფასებას. 2. კულტურის,
ხელოვნების, განათლების, ტურიზმის, დასვენების, ფიზიკური
კულტურის, სპორტის სფეროები. 3. დამატებითი სატრანსპორტო
მომსახურება, როგორიცაა დატვირთვა და გადატვირთვა
• თუ მომსახურება ტვირთის და მგზავრების საერთაშორისო გადაყვანას
ეხება, მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება ტრანსპორტირების
დაწყების ადგილი. (მაგ. თბილისიდან თურქეთში ჩავფრინდი და
ჩამოვფრინდი, პირველი რეისი საქართველოში დაიბეგრება, მეორე -
თურქეთში)
• მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების მიმღების
ადგილსამყოფელი. (მაგ ონლაინ კურსები რომ გაიარო, საქართველოში
დაიბეგრება)
• თუ არცერთ კრიტერიუმში არ ჩაჯდა, ვინც გაწია მომსახურება რისი
რეზიდენტიცაა იქ დაიბეგრება
ქონების გადასახადი
ფიზიკური პირები (არ ეხება მიწებს, მხოლოდ საცხოვრებელ სახლს)

ოჯახის გროსს შემოსავალი თუ არის:


• < 40 000 0%
• 40 000 – 100 000 0.05%-0.2%
• > 100 000 0.8%-1%

ქონების გადასახადი მიწაზე 204 მუხლში წერია კარგად

• თუ 5 ჰექტარამდე მიწა 2004 წლის 1 მარტამდე გაქვს ნაყიდი, ან მამაშენს


აქვს ნაყიდი და გადმოგიფორმა, არ იხდი ამ მიწაზე ქონების გადასახადს
• ქონების გადასახადი წლიური გადასახადია. თუ მაგალითად კომპანია
წელს დაარსდა და დაარსებიდან 6 თვეა გასული, წლის ბოლოს იგი
გადაიხდის მთლიანი წლის ქონების გადასახადის ½ -ს

You might also like