You are on page 1of 1

38.

ლიზინგი − ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ


ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი . 39. სალიზინგო
კომპანია − საწარმო, რომლის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში ქონების
ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი მისი ერთობლივი შემოსავლის
არანაკლებ 70%-ია. [39. სალიზინგო კომპანია − საწარმო, რომლის მიერ
კალენდარული წლის განმავლობაში ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული
შემოსავალი მისი შემოსავლის არანაკლებ 70 პროცენტია. (ამოქმედდეს 2017 წლის 1
იანვრიდან)] 40. შემოწირულება – ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული
საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრები. 41. მაღალმთიანი
დასახლება – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება. 42. მაღალმთიანი დასახლების
საწარმო – საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას
ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში და „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული აქვს მაღალმთიანი
დასახლების საწარმოს სტატუსი. [43. წმინდა მოგება − მოგება, რომელიც
შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს
http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012 კანონმდებლობით დადგენილი წესით.
44. შემოსავალი − შემოსავალი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად. 45. ლომბარდი − პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაა
გირავნობით უზრუნველყოფილი სესხების (კრედიტების) გაცემა და კალენდარული
წლის განმავლობაში ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მისი შემოსავლის
არანაკლებ 70 პროცენტია. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2010
წლის 15 დეკემბრის კანონი №4061-სსმIII,№75,27.12.2010წ.,მუხ.469 საქართველოს 2011
წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 14
ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 13
ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8
ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9
დეკემბრის კანონი №5452 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20
დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27
მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28
დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12
ივლისის კანონი №817 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის
კანონი №906 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი
№1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 -
ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი №4037 -
ვებგვერდი, 28.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 -
ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 -
ვებგვერდი, 01.06.2016წ.

You might also like