You are on page 1of 2

გვანცა ჩანტლაძე

მეცნიერება და ფილოსოფია

ფილოსოფია ძვ.წ აღრიცხვით მეხუთე- მეოთხე საუკუნეებიდან მოყოლებული


სამყაროში,ადამიანში და ადამიანის ყოფიერებაში გარკვევას ცდილობდა, იგი
ამისთვის ძალებს არ იშურებდა ,გაჩნდა უამრავი შეხედულებათა
სისტემა,იდეალისტები,რეალისტები და ა.შ .ფილოსოფია ცდილობდა ადამიანი
შეესწავლა სამყაროში,თავის პოლისში ანუ პოლიტიკაში თავის თავთანდა ა,შ.თუმცა
რატომღაც ფილოსოფიას მეცხრამეტე საუკუნიდან კონკურენციას აქტიურად უწევდა
მეცნიერება .მას გაუჩნდა პრეტენზია ,რომ გადაეჭრა ადამიანის
ეკონომიკური,სოციალური,პოლიტიკური თუ სულიერი პრობლემა, შექმნას
აზროვნებისა და ცოდნის ახალი მიმართულება დაამყარა ემპირიზმის ხანა,რაც
ადამიანს თითქოსდა თავისთავად სამყაროსთან დაშორებისკენ მოუწოდებდა.თუმცა
მეცნიერება თავის გამარჯვებას მაშინ მოიპოვებს ,როდესაც ის ფილოსოფიის
მნიშვნელობას წაშლის ამ სამყაროდან ,რაც შეუძლებელია.

პირველი ფილოსოფოსები კოსმოსს ანუ სამყაროს აკვირდებოდნენ,ისინი ბუნებას


იკვლევდნენ და ამ ძიებაში საკუთარ წარმოშობაზეც სვამდნენ შეკითხვას -თუ საიდან
წარმოიშვა სამყარო,საიდან გავჩნდით ჩვენ,ადამიანები. მილეტური სკოლა პირველ
საწყისებს ასახელებდა,პითაგორა რიცხვთა სისტემას ქმნიდა და თავის
მისტიციზმსაც უმატებდა ,მოგვიანებით კი პლატონი ისეთ ადამიანებს არ უშვებდა
თავის აკადემიაში,რომელთაც არ იცოდნენ გეომეტრია.დიახ,ფილოსოფოსები
მეცნიერებასთან ძალიან ახლოს იყვნენ ოდითგანვე.მიუხედავად იმისა,რომ მათ
სხვადასხვა პრეტენზიები გააჩნდათ ,ისინი ავსებდნენ ერთმანეთს.როგორც
ნიუტონი,კოპერნიკი და ა.შ მეცნიერები ახდენდნენ გადატრიალებას თავიანთი
მეცნიერული გადატრიალების შედეგად,ასევე ფილოსოფოსები თავიანთი
აზროვნებით ,და თუნდაც ერთი შეკითხვის დასმით ცვლიდნენ ადამიანთა
შეხედულებებს და იწყებდნენ ახალ ეპოქას.(კანტმა კოპერნიკისეული
გადატრიალება დაარქვა აზრს ,რომელიც გულისხმობდა შესამეცნებელი საგნის
შემეცნების პროცესში აგებას).თუმცა მათ შორის ბზარს ქმნის ერთი რამ-
ექსპერიმენტი .დიახ ,ექსპერიმენტი სჭირდება მეცნიერს,რომ ბუნებას
დააკვირდეს,მას სჭირდება ხშირად ამ ექსპერიმენტის დადებითი შედეგი,მას ზუსტი
პასუხი უნდა ჰქონდეს.მაგალითად ექსპერიმენტმა (რომელიც ,როგორც ვიცით
მოულოდნელი აღმოჩნდა) ვაშლის ხიდან ჩამოვარდნამ და მეცნიერისთვის თავში
დაცემამ ,ჩაიარა წარმატებით.ეს შეიძლება ბუნებიდან მიღებული ცოცხალი
მტკიცებულება იყო და ამაში ,რა თქმა უნდა ნიუტონის გამჭრიახი გონებაც
ჩაერთო ,მაგრამ ის მეცნიერი არ იქნებოდა ეს მაგალითი რომ არ სჭეროდა ხელში.ის
უბრალოდ იქნებოდა ადამიანი ,რომელმაც გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ ,რომ
დედამიწას აქვს მიზიდულობის ძალა.ექსპერიმენტსა დამტკიცებულებებზე ,რომ არ
შევჩერდეთ ,მეცნიერებას სჭირდება ფიზიკა ,ანუ ის ,რისი დანახვაც
შეგვიძლია,ხოლო ფილოსოფია მეტაფიზიკაზე ,თვალით მიუწვდომელი ნივთის
შემეცნებაზე აცხადებს პრეტენზიას.თანაც ისე,რომ მან იცის,რომ ეს შეუძლებელია და
სწორედ ეს შეუძლებლობა განაპირობებს ამ დარგის არსებობას.ფილოსოფია
მთლიანად აზროვნების სფეროა,მას არ სჭირდება მტკიცებულებები,რადგან იცის
,რომ მას ვე რმოიპოვებს,მაგრამ მას შეუძლია ლოგიკური აზროვნებით ჩამოაყალიბოს
სწორი სისტემა.ფილოსოფიას განმარტოვება სჭირდება იმისთვის ,რომ რაღაც
შეიმეცნოს.ფილოსოფოსი თუნდაც უდაბურ ტყეში იყოს და საერთოდ არ უყურებდეს
არაფერს და არავის ,მას მაინც შეუძლია მიაღწიოს იმას ,რაც ფილოსოფიას სჭირდება
და ფილოსოფოსობას სჭირდება,ხოლო მეცნიერი ის ადამიანია,რომელიც ტრიალ
მინდორშიც კი რაღაცას უნდა მისჩერებოდეს გარს ურბენდეს და ცდილობდეს მის
დეტალურად შესწავლას . ფილოსოფოსს მანამდე არ ერქმევა ფილოსოფოსი სანამ ის
არ დასვამს შეკითვას და თავისი სააზროვნო სისტემით არ გასცემს ლოგიკურად
არგუმენტირებულ პასუხს და თან ბოლომდე პასუხის არგაცემის უფლებაც აქვს
მას.მაგრამ მეცნიერს მაშინ მოვიხსენიებთ მეცნიერად,როდესაც ის სვამს შეკითვას და
ბუნებაშ მოცემული მტკიცებულებებით სცემს მას პასუხს ამომწურავად.

You might also like