You are on page 1of 12

ჰერა

ღმერთების დედოფალი. უზენაესი ღვთაების, ზევსის მეუღლე. კრონოსისა და რეას


ასული. ქორწინებათა მფარველი ქალღმერთი. ჰერა წინაბერძნული ღვთაებაა. მის
სახელს ჯერ კიდევ მიკენურ ეპოქაში მოიხსენიებდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ
ბერძნულ პანთეონში იგი საკმაოდ ადრე დამკვიდრდა.
ოლიმპიური მითოსის თანახმად, ჰერა კრონოსისა და რეას უფროსი ქალიშვილია.
იგი სხვა შვილებთან ერთად გადაყლაპა მამამ, რომელსაც უწინასწარმეტყველეს ,
რომ საკუთარი ნაშიერი წაართმევდა სამეფო სკიპტრას. როდესაც ფარულად
აღზრდილმა ზევსმა დაამხო კრონოსი, კვლავ მზის ნათელს დაუბრუნა თავისი და-
ძმანი, მათ შორის ჰერაც, რომელიც რეამ ტიტანთა ბრძოლის დაწყებამდე
გადამალა თავის მშობლებთან.
ერთხელ ზევსი ოკეანოსის სამფლობელოში სეირნობდა. მან თვალი მოჰკრა თუ
არა მშვენიერ ჰერას, მოეწონა და ალერსი მოუწადინა. ჰერა გაექცა. მაშინ ზევსმა
ხერხს მიმართა: ჭრელ გუგულად გარდაისახა და ხის ჩრდილში დასასვენებლად
ჩამომჯდარ ქალწულს მიუახლოვდა. ჰერას ფრინველი მოეწონა, ხელში აიყვანა
და ნაზად მიიკრა მკერდზე. არ დააყოვნა ზევსმა, უმალ მიიღო თავისი ჭეშმარიტი
სახე და ქალწული დაიმორჩილა. ასე გახდა ჰერა მისი მეუღლე.
ღმერთებმა ღირსეულად იზეიმეს მათი ქორწილი.
ყოველმა ღმერთმა დიდებული საჩუქარი უბოძა ახალ მბრძანებელს. დედამიწის
ქალღმერთმა გეამ ჰერას უძღვნა თავისი წიაღიდან აღმოცენებული ოქროს
ვაშლებით დახუნძლული საკვირველი ხე. დიდმა ათენამ ჰერას უბოძა საკუთარი
ხელით ნაქსოვი დიდებული ბიალონი, რომელსაც ჰერა მაშინ მოისხამს, როდესაც
ზევსის ცდუნებას დააპირებს. მაგრამ ეს მოხდება მოგვიანებით. ახლა კი
ზეიმობდნენ ღმერთები. მთელი სამყარო ადიდებდა მეუფე ზევსს და მის
უმშვენიერეს მეუღლეს.
ჰერა ისეთივე უფლებამოსილი იყო ოლიმპოსზე, როგორც ზევსი. იგიც ზევსივით
განაგებდა ქარიშხლებსა და ადამიანებს უგზავნიდა წვიმას, მათთვის მოჰყავდა
მოსავალი. ჰერა ქალთა მოწყალე და შემწყნარებელი ღვთაებაც იყო. იგი
ზრუნავდა დედებზე და იფარავდა ქვრივებს. ჰერას მთავარი ფუნქცია
ქორწინებათა მფარველობა იყო. ამიტომ იგი ცნობილი იყო ეპითეტით „ჰერა
გამელია“.
ზევსსა და ჰერას გაუჩნდათ შვილები – არესი, ჰეფესტო და ჰებე. ზოგიერთი
გადმოცემით, მათი ასული იყო ილითიიაც.
ჰერა მკაცრი და ეჭვიანი ქალღმერთიც იყო. იგი გამუდმებით სდევნიდა ზევსის
საყვარელ ქალებს.
და მაინც, ჰერა ბერძენთა უსაყვარლესი ქალღმერთი იყო. ჰერას თითქმის ყოველ
ქალაქში ჰქონდა ტაძარი ან საკურთხეველი. ასე გამოაქანდაკა იგი სახელოვანმა
პოლიკლეტესმა. ქალღმერთი იჯდა ოქროს ტახტზე. ცალ ხელში ეკავა ბროწეული,
როგორც ნაყოფიერების სიმბოლო, ხოლო მეორეში – კვერთხი, რომელზეც იჯდა
მისი ფრთოსანი გუგული. ჰერას ფრინველად ითვლებოდა ფარშევანგიც.
ჰერას ტაძრებს ჰერაიონებს უწოდებდნენ. შედარებით ცნობილი ჰერაიონები
აღმოჩენილა ოლიმპიასა და კუნძულ სამოსზე.

აფროდიტე
ოლიმპიური რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, სიყვარულისა და
მშვენიერების ქალღმერთი. აფროდიტე ერთობ პოპულარული მითოლოგიური
პერსონაჟია ანტიკურ მწერლობაში. მის სახელს მრავალი ამბავი უკავშირდება.

აფროდიტეს დაბადების ორი ვერსია არსებობს. ჰომეროსის გადმოცემის თანახმად,


იგი ზევსისა და დიონეს ასულია. სხვა, უფრო გავრცელებული ვერსიით, მისი
წარმოშობა უკავშირდება ურანოსს: როდესაც კრონოსმა ბასრი ადამანტით ურანოსს
მოჰკვეთა გასამრავლებელი ასო, იგი ზღვაში მოისროლა. ამ ასოს გარშემო ზვირთი
აქაფდა, ხოლო ქაფიდან ამოიმართა ულამაზესი შიშველი ქალიშვილი, რომელმაც
ნიჟარაზე მჯდომმა მიაღწია კუნძულ კითერას. არ მოეწონა სიმცირის გამო და
დასასახლებლად შეარჩია კუნძული კვიპროსი. აქ სიხარულით შეეგებნენ მას. თმები
შეუმკეს ოქროს გვირგვინით, მორთეს უძვირფასესი სამკაულებით და
აღამაღლეს ოლიმპოსის მაღალ ღმერთებთან.

მისი მშვენებით მოხიბლულ ღმერთებს აღფრთოვანებული შეძახილები აღმოხდათ.


მას შემდეგ მარად ახალგაზრდა, ღვთაებათაგან სილამაზით გამორჩეული
აფროდიტე ოლიმპოსის ბინადარია. როდესაც იგი ცისარტყელასავით ფერად
ბიალონს მოისხამს და სადმე მიდის, მზეს ემატება ნათელი, ყვავილები უფრო
ლამაზად იფურჩქნებიან. აფროდიტეს წელს უმშვენებს ჯადოსნური სარტყელი,
რომელშიც ჩაქსოვილია სიყვარული, ვნება, ტრფობის ჩურჩული, გრძნობის გამხელა.
ის, ვინც წელზე შემოიკრავს ამ სარტყელს, უმალ ივსება მომხიბლაობის ჯადო-
ძალით.ზევსმა უმშვენიერესი აფროდიტე მიათხოვა ცეცხლისა და მჭედლობის
ღმერთს, კოჭლ ჰეფესტოს.

რამდენადაც აფროდიტეს წარმოშობა ზღვას უკავშირდება, ეპითეტებიც შესაბამისი


დაეძებნება: პონტია ლიმენია, ანადიომენე. ყოველივე ეს კი მიგვითითებს იმაზე, რომ
შესაძლოა, თავდაპირველად იგი ზღვის ღვთაება ყოფილიყო და მხოლოდ
ოლიმპიურ რელიგიაში შეეძინა სიყვარულის ქალღმერთის ფუნქცია.

„ოდისეაში“ ცნობილი მომღერალი დემოდოკოსი მოგვითხრობს იმის თაობაზე, თუ


როგორ გამოჭედა ჰეფესტომ „უხილავი მახე“, რომელშიც გააბა აფროდიტე
და არესი სიყვარულის სარეცელზე. ამ სასიყვარულო კავშირის შედეგად
დაიბადნენ: ჰარმონია, ეროსი, ანტეროსი, ფობოსი და დეიმოსი.იგი მკაცრად სჯის
მათ, ვინც სიყვარულის ძალას.აფროდიტე მოწყალეა მათ მიმართ, ვინც მის ძალას
სცნობს და ადიდებს.

აფროდიტეს კულტს მთელს საბერძნეთში სცემდნენ თაყვანს. კულტის ერთ-ერთი


უმთავრესი ადგილი იყო კუნძული კვიპროსი, სადაც დაბადა ქაფიდან ქალღმერთი.
სიყვარულისა და ნაყოფიერების მფარველი ქალღმერთის მცენარეებად ასახელებენ:
ვარდს, ყაყაჩოს, ვაშლსა და მირტას.

ჰესტია
ოჯახის კერიის ქალღმერთი. კრონოსისა და რეას ასული. ზევსის, პოსეიდონის,
ჰადესის, ჰერასა და დემეტრეს და. კრონოსისა და რეას შეუღლებისთანავე იშვა
ჰესტია. კრონოსს ეშინოდა, რომ შვილთაგან რომელიმეს არ ჩამოეგდო ტახტიდან
და ამიტომ მათი ჩაყლაპვა იწყო. ჰესტია იყო პირველი, რომელიც მამამ შთანთქა.
როდესაც კრონოსის მეუფების ხანა დასრულდა და ზევსმა იგი იძულებული გახადა
უკანვე ამოენთხია თავისი შვილები, ჰესტია იყო.
ყოველ ბერძნულ სახლში ყველაზე წმინდა ადგილი იყო კერია. უძველეს ხანაში
იგი მთავარ ოთახს, მეგარონს ამშვენებდა. კერია მოთავსებული იყო ოთხ სვეტს
შორის. ყოველი სტუმარი, თუნდაც არასასურველი, ხელს შეახებდა თუ არა კერიას,
იმ წამიდან ღმერთების მფარველობას გრძნობდა. არ შეიძლებოდა სტუმრის
მოკვლა ან შეურაცხყოფა. იგი ამ სახლში ისევე ხელშეუხებელი იყო, როგორც
ტაძარში. ოჯახური სიწმინდის მფარველი კი იყო ჰესტია. მას ერთადერთს მაღალ
ოლიმპიელთა შორის, არასოდეს უომია, იგი არავის შედავებია.
ჰესტიას არასოდეს ჰქონია საკუთარი ოჯახი, სამაგიეროდ ის იყო ყველა ოჯახის
მფარველი ღვთაება. ჰესტია დიასახლისს განასახიერებდა: იგი ხვდებოდა
პატარძალს და ახალ სახლში შემოჰყავდა.
განსაკუთრებულად სცემდნენ თაყვანს თავის მფარველს ოჯახის დიასახლისები.
მთელი ცხოვრების მანძილზე ელოდნენ ისინი მისგან მოწყალებას, ხოლო
სიკვდილის წინ თავის ობლებს ავედრებდნენ. თუ ვინმე სახლიდან მიდიოდა,
ჰესტიას ევედრებოდა, ეზრუნა მის შინ მშვიდობით დაბრუნებაზე, ხოლო
დაბრუნებული, კვლავ მისადმი აღავლენდა მადლობის ლოცვას. იმდენად დიდი
და საყოველთაო იყო ამ კეთილი ღვთაებისადმი პატივისცემა, რომ ლოცვებში მის
სახელს მუდამ პირველად იხსენიებდნენ.
სხვა ღმერთებისაგან განსხვავებით, ჰესტიას ტაძრებს და საკურთხევლებს არ
უშენებდნენ. ყოველი სახლი მისი ტაძარი იყო, ყოველი კერია – მისი
საკურთხეველი.
ბერძენთა რწმენით, ჰესტია თავად იყო ცეცხლი, შეურყვნელი და წაუბილწავი.
ამიტომ ვერ ჩართეს იგი მითოსურ სიუჟეტებში. მას იშვიათად მოიხსენიებდნენ
ბერძენი ავტორები, იშვიათად გვხვდება მისი ქანდაკებები თუ ფერწერული
გამოსახულებები.
დემეტრე
ნაყოფიერების ღვთაება, მიწათმოქმედების მფარველი ქალღმერთი. კრონოსისა
და რეას ასული, ზევსის და, პერსეფონეს დედა. მიწის თაყვანისცემა ყველა ძველი
ხალხისთვის იყო დამახასიათებელი. მიწა ითვლებოდა სიცოცხლის საწყისად,
დედად ყოველი არსებულისა, რომელიც ბოლოს და ბოლოს უბრუნდება იმას,
საიდანაც იშვა. თავდაპირველად მიწის ღვთაება მრავლისმომცველი ქალღმერთი
იყო. რელიგიის განვითარებასთან ერთად მისი ფუნქციები განაწილდა, გამოიყო
ნაყოფიერების ღვთაება, რომელიც მოგვიანებით მიწათმოქმედების
მფარველადაც შერაცხეს. საბერძნეთში მისი სახელი იყო დემეტრე, რაც
სიტყვასიტყვით „დედა-მიწას“ ნიშნავს.
ბერძენთა წარმოდგენით, დემეტრემ ასწავლა ადამიანებს მიწის დამუშავების
წესები, მან უძღვნა მოკვდავთ ყველა ნაყოფი, რომელთაც კი დედამიწა
აღმოაცენებს. ამიტომ დემეტრეს ყოველგან სცემდნენ თაყვანს და უძღვნიდნენ
მდიდრულ შესაწირს.
მართალია, დემეტრე ქორწინების მფარველი ღვთაებაც იყო, მაგრამ მეუღლე
თავად არასოდეს ჰყოლია. მას ზევსისაგან უქორწინოდ შეეძინა ქალიშვილი.
არსებობს გადმოცემა იმის თაობაზე, თუ როგორ დაიმორჩილა დემეტრე
პოსეიდონმა. მითოსის თანახმად, თავი რომ დაეღწია აბეზარი ღვთაებისაგან,
დემეტრე ფაშატად გარდაისახა. პოსეიდონი არ მოტყუვდა, მანაც ულაყად იცვალა
სახე და ასე ძალით თანაეყო ღვთაებას. ამ ამაზრზენი კავშირისაგან იშვა ნიმფა
დესპოინა და ველური ცხენი არეიონი. დემეტრეს რისხვა იმდენად მძვინვარე იყო,
რომ მას თაყვანს სცემდნენ, როგორც შურისძიების ქალღმერთსაც.
დემეტრესავით ლამაზი იყო პერსეფონე. მიწისქვეშეთის მბრძანებელი ჰადესი
მოიხიბლა მისი მშვენებით და მოიტაცა. დიდხანს ეძებდა დემეტრე თავის
ქალიშვილს. ყოველ შემხვედრს ეკითხებოდა მის ამბავს, მაგრამ ვერც ღმერთი,
ვერც კაცი და ვერც ფრთოსანი სანუგეშოს ვერაფერს ეუბნებოდა. ცხრა დღე და
ღამე დაეხეტებოდა ძაძით მოსილი დიდი ქალღმერთი დედამიწაზე, მეათე დღეს
კი მზე-ჰელიოსს ესტუმრა, რომელმაც ამცნო, რაც იცოდა.კიდევ უფრო შეწუხდა
დემეტრე. მეხთამტყორცნელ ზევსზე განრისხდა, მიატოვა ღმერთების
საბრძანებელი, უბრალო მოკვდავის სახე მიიღო და დიდხანს, დიდხანს
დაეხეტებოდა ქალაქიდან ქალაქში. გაუდაბურდა დედამიწა, აღარც ბალახი
იზრდებოდა, აღარც ყვავილი,სიცოცხლე ჩაკვდა. ყველგან შიმშილი
მძვინვარებდა, დაღუპვა ელოდა ადამიანთა მოდგმას. ბოლოს ქალღმერთი
ელევსინს მიადგა და იქ, ქალაქის კედლებთან, ზეთისხილის ჩრდილში ჩამოჯდა
მოღლილი და მოტირალი. იგი ელევსინის მეფის, კელეოსის ასულებმა ნახეს და
სასახლეში წაიყვანეს. რა იცოდნენ გულმოწყალე ქალიშვილებმა, რომ მათ
გვერდით დიდი ღვთაება მიაბიჯებდა! მაგრამ როდესაც სასახლეში შედიოდა
დემეტრე, თავით შეეხო კარიბჭეს. მთელი სასახლე გააბრწყინა ნათელმა სხივმა .
იგრძნო დედოფალმა მეტანირამ, რომ უბრალო მოკვდავს არ გადმოუბიჯებია
სასახლის ზღურბლზე. იგი სტუმრებს შემოეგება და სადედოფლო ტახტზე
დაბრძანება შესთავაზა. მაგრამ ქალღმერთმა უბრალო მოახლის სკამი ირჩია .
მეტანირას მოახლემ, მხიარულმა იამბემ, ხუმრობა სცადა. პირველად გაიღიმა
დემეტრემ მას შემდეგ, რაც პირქუშმა ჰადესმა ასული მოსტაცა. დემეტრე
კელეოსის სასახლეში დარჩა და მისი ვაჟის, დემოფონის აღზრდას შეუდგა.
ქალღმერთმა განიზრახა მისთვის უკვდავება მიენიჭებინა. ყმაწვილს მუხლებზე
იწვენდა, ღვთაებრივ მკერდთან, რათა უკვდავი ამონასუნთქი შთაებერა.
ამბროსიას უსვამდა ტანზე. ღამღამობით კი, როდესაც ელევსინის სასახლეში
ყველას ეძინა, არტახებში ახვევდა და გახურებულ ღუმელში აწვენდა, რათა
მოკვდავთა ყველა თვისება, რაც იყო მასში, ალს დაეფერფლა. ბავშვი დღითიდღე
იზრდებოდა. ალბათ უკვდავებასაც ეზიარებოდა, მეტანირას რომ არ ეხილა
როგორ აწვენდა მას დემეტრე ანთებულ ღუმელში. შეძრწუნებულმა დედოფალმა
შეჰყვირა და დემეტრესთან მიიჭრა გონდაბინდული. თავადაც არ ესმოდა, რას
ყვიროდა. დემეტრე განრისხდა, ყრმა გამოიღო ანთებული ღუმელიდან, მთელი
თავისი ბრწყინვალებით აღიმართა მეტანირას წინაშე და აუწყა: „მე დემეტრე ვარ ,
დიდი ღვთაება. შემეძლო მეფისწული უკვდავი გამეხადა, მაგრამ ასე აღარ
მოხდება. გიბრძანებ, ამიგოთ ტაძარი და მის კედლებში აღმიმართოთ
საკურთხეველი. დღესასწაულსაც დავაწესებ, რათა საიდუმლო ზიარებისას
თაყვანი მცენ წესის მიხედვით“, – თქვა ქალღმერთმა და გაქრა. გონს რომ მოეგო
დედოფალი, ღვთაების ნების აღსრულება ბრძანა. მალე ელევსინში ააგეს
დიდებული ტაძარიც და საკურთხეველიც. ოქროს დემეტრემ, ძვირფას ასულზე
დარდით ერთობ დამწუხრებულმა, დაივანა ამ ტაძარში. მისგან მიტოვებული
დედამიწა კი გაუდაბურდა, იღუპებოდა ხალხი. მაშინ ზევსმა დემეტრეს
მოლმობიერება განიზრახა. ჰადესს ფიქრივით სწრაფი ჰერმესი გაუგზავნა , რათა
მაცდური სიტყვით დაეყოლიებინა იგი, დაეთმო პერსეფონე. ზევსის სურვილი კი
აღასრულა ჰადესმა, მაგრამ განშორების ჟამს ბროწეულის ნაყოფი მიართვა თავის
მეუღლეს. პერსეფონემ გადაყლაპა რამდენიმე მარცვალი. მან არ იცოდა , რომ
ამით სამუდამოდ დაუკავშირდებოდა აჩრდილთა საუფლოს.მას შემდეგ
პერსეფონე, ღვთაებათა გადაწყვეტილებით, წლის ორ მესამედს დედასთან
ატარებს, ერთ მესამედს კი – თავის მეუღლესთან. როდესაც პერსეფონე
დემეტრესთან არის, ბუნება ხარობს, მიწას ნაყოფიერება უბრუნდება, ტყე
ფოთლებით იმოსება, მწვანე ჯეჯილი თავთავს იყრის, მთელი სამყარო ზეიმობს და
განადიდებს მწიფე თაველისფერი გვირგვინით მოსილ მშვენიერ ქალღმერთს.
ხოლო როდესაც პერსეფონეს წასვლის დრო დგება, ბუნება კვდება, რათა შემდეგ
კვლავ აღორძინდეს.საბერძნეთში განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავდნენ
დემეტრეს სადიდებელ საყოველთაო დღესასწაულებს – თესმოფორიებს.
დემეტრესადმი მიძღვნილი მთავარი წმინდა ადგილი მდებარეობდა ელევსინში,
სადაც სექტემბრის თვეში იმართებოდა ელევსინური მისტერიები (ელევსინიები). ეს
იყო დემეტრეს გლოვის სიმბოლური წარმოსახვა. ამ მისტერიებს ზიარებულებს
სწამდათ, რომ გრძნობდნენ ცოცხალი და მკვდარი სამყაროს იდუმალ კავშირს,
რაც იწვევდა მათ სულიერ განწმენდას.
ათენა
ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში.იგი განასახიერებს
სიბრძნეს; მფარველობს ქალაქებს, სახელმწიფოებს, მეცნიერებას,
მიწათმოქმედებას, ხელოსნობას; მას მიიჩნევენ სამართლიანი და გონიერი ომების
ქალღმერთად.
ათენას სახელს მრავალი ლეგენდა და მითოსი უკავშირდება. მათ შორის
ყურადღებას იპყრობს მისი დაბადების ამბავი: ზევსს შეუყვარდა სიბრძნის
ღვთაება მეტისი, რომელსაც არ სურდა უზენაეს ღვთაებასთან სარეცლის
გაზიარება და სხვადასხვა სახედ გარდასახული ემალებოდა მის თვალთა
მზერას.მაგრამ ერთხელაც დაიჭირა იგი ზევსმა და შეეუღლა.
წინასწარმეტყველება ასეთი იყო. დაიბადება ქალწული, სიმამაცითა და
გონიერებით მამის სწორი, მაგრამ მეტისი თუ კვლავ დაფეხმძიმდება, იშვება ვაჟი,
რომელიც დაამხობს მამას. შეშინდა ზევსი, საალერსო სიტყვებით შეიტყუა მეტისი
თალამოსში და ჩაყლაპა.
გავიდა ხანი. ერთხელ, როდესაც ტრიტონის ტბის სანაპიროზე სეირნობდა ზევსი,
შემაძრწუნებელი თავის ტკივილი იგრძნო. მან საზარლად დაიღრიალა.უმალ
მასთან გაჩნდა ჰერმესი, მიხვდა, რაც ხდებოდა და ჰეფესტოსკენ ისწრაფა.
მჭედლობის ღმერთმა ჰეფესტომ ზევსს უროთი გაუპო თავი და საოცარი რამ
იხილეს მაშინ ღმერთებმა. ზევსის თავიდან ამოიმართა ბრწყინვალე აღსაკაზმავით
შემოსილი დიდებული ღვთაება. ეს იყო ათენა. მისი თვალები სიბრძნეს
აფრქვევდნენ.თავად კი ფარით და მახვილით ხელში ბრწყინავდა საოცარი
მშვენიერებით.
ზევსის თავიდან დაბადებული ათენა ღვთაებათა მეუფის აზრების განსახიერებად
გვევლინება. მისი სიმბოლო არის ბრძენი ბუ და ამიტომ მას "ბუსთვალებას"
უწოდებენ.
იგი კეთილი ქალღმერთი იყო. მან გამოიგონა ფლეიტა, საყვირი, კერამიკული
ქოთანი, ასწავლა ქალებს ყოველგვარი ხელსაქმე - რთვა თუ ქსოვა. ათენას დიდ
პატივს მიაგებდნენ ადამიანები. ქალღმერთი დიდად აფასებდა მათ სიყვარულს
და ვერ იტანდა სითავხედეს. ჩვენამდე შემორჩა მშვენიერი მითი, თუ როგორ
დასაჯა ათენამ არაქნე მხოლოდ იმისათვის, რომ შეეცადა ღვთაებას გატოლებოდა
მისგანვე ნასწავლი ხელსაქმით.
ათენა ხშირად გამოჩნდებოდა ხოლმე არეოპაგოსში მსჯავრის გამოტანისას .თუკი
მსაჯულთა ხმები თანაბრად გაიყოფოდა, ყოველთვის იყო მსჯავრდებულის
შემწყალებელი. იგი მებრძოლთა მფარველიც იყო.მისი წყალობით იმარჯვებდნენ
მძიმე ბრძოლებში ისეთი გმირები, როგორებიც იყვნენ ჰერაკლე, დიომედესი და
ოდისევსი.
ათენას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში. მას მრავალი
დღესასწაული ეძღვნებოდა. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო ის ზეიმები,
რომლებიც მიწათმოქმედებას უკავშირდებოდა.
ათენას რომაული სახელი იყო მინერვა. რომაელები მას წარმოსახავდნენ
მრისხანე გამომეტყველების დიდებულ ქალად, რომელსაც თავს ერქვა მუზარადი
და აღჭურვილი იყო ოროლითა და ეგისით.

აპოლონი
ოლიმპიელ ღმერთთა შორის აპოლონს ყველაზე უფრო ბერძენ ღვთაებად
მიიჩნევდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ზევსის კულტის საბოლოო
დამკვიდრებამდე სწორედ აპოლონი იყო უზენაესი ღვთაება. ვარაუდობენ, რომ
თავდაპირველად იგი სახლის ზღურბლის, ქალაქის კარიბჭისა და ქვეყნის
მისადგომთა მცველი ღვთაება უნდა ყოფილიყო. დროთა განმავლობაში კი
აპოლონს მრავალი მითი დაუკავშირდა და ასევე მრავალი ფუნქცია დაეკისრა.
მისი დაბადების მითოსი კი ასეთია:ზევსს მოეწონა ტიტან კოიოსის ასული ლეტო
და ჰერას ზედმეტად რომ არ ეეჭვიანა, მწყერად გარდაისახა და ასევე მწყერად
გარდასახულ ლეტოს შეუწყვილდა. ეს ამბავი ჰერამ მაინც შეიტყო. მან გეას
შობილი საშინელი გველი პითონი მიუჩინა მუცლადქმნილ ტიტანიდს და
განაცხადა, რომ ლეტო ვერ იმშობიარებდა იქ, სადაც აღწევდა მზის სხივი.
პითონისაგან დევნილმა ლეტომ ბოლოსდაბოლოს მიაღწია ორტიგიას, სადაც შვა
ჯერ არტემისი, რომელიც დაბადებისთანავე მიეხმარა დედას, გადაელახა ვიწრო
სრუტე და კუნძულ დელოსზე ეშვა აპოლონი. ოთხი დღის იყო ახალშობილი,
როდესაც მოითხოვა მშვილდი და ისრები.
პითონი დედა-ღვთაების, გეას ძე იყო და ამიტომაც ზევსმა აპოლონს მოუწოდა,
განწმენდილიყო დაღვრილი სისხლისაგან, ხოლო შემდეგ პითონის პატივსაცემად
დაეარსებინა პითიური ასპარეზობანი.
აპოლონი, როგორც პოეზიისა და მუსიკის ღვთაება. აპოლონს მეუღლე არ ჰყავდა,
თუმცა სიყვარულის გრძნობა ხშირად დაუფლებია. მას მშვენიერმა ნიმფებმა და
მრავალი შვილის გაუჩინეს.
აპოლონის სახელთან კიდევ მრავალი მითოსია დაკავშირებული. მათ შორის
აღსანიშნავია: ბრძოლა გიგანტებთან, ნოიბეს შვილთა დაღუპვა, ტროას ომში
მონაწილეობა...
ბერძნული რელიგიის განვითარებასთან ერთად აპოლონის კულტმა შთანთქა
ჰელიოსის კულტი. მზე – აპოლონის სხივები იგივე იყო, რაც მისი ოქროს ისრები,
რითაც „შორსმტყორცნელი“. აპოლონს თაყვანს სცემდნენ რომშიც. აქაურ
რელიგიასა და მითოლოგიაში მან ერთ-ერთი პირველი ადგილი დაისაკუთრა.
პალატიუმის ბორცვზე აშენებული აპოლონის ტაძარი უმდიდრესი და უდიადესი
იყო რომში.
თანამედროვე ევროპაში აპოლონი წესრიგის, ჰარმონიის, მშვენიერებისა და
გონიერების სიმბოლოდ იქცა, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ნიცშეს თეორიაში
ბერძნული კულტურის ორი საწყისის – აპოლონურისა და დიონისურის თაობაზე.
როდესაც საუბრობენ ბერძნული კულტურის „აპოლონურ საწყისზე“ მხედველობაში
აქვთ მისი რაციონალური, სიბრძნისმიერი ძირები.

არტემისი
ოლიმპიური პანთეონის უმნიშვნელოვანესი ღვთაება. ნადირობის ქალღმერთი.
ცხოველთა, მცენარეთა, აგრეთვე ქორწინებისა და მშობიარეთა მფარველი.
ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპისცალი. მას რომაელებმა დიანა
შეარქვეს.
მრავალი მითი, ქანდაკება და ფერწერული გამოსახულება წარმოგვიდგენს
არტემისს მოკლე კაბითა და ფეხებზე მჭიდროდ შემოკრული სანდლებით რომ
მირბის ტყეთა სიღრმეში. მას ხელთ უპყრია მშვილდი ან ოროლი. უკან მისდევენ
მწევრები და მშვენიერი ნიმფები. ტყეთა დედოფალი ხან ირემს დაიჭერს ბუჩქებში
რომ რქებით გაბმულა, ხან ათასწლოვანი ხის ფუღუროში მძვინვარე ტახებს
ჩაუსაფრდება. ხიბლავს ტყის ჩრდილი, მინდვრის სურნელება, ნაკადულების
სიგრილე.
ხანდახან იგი იდუმალი გზა-ბილიკებით მიუძღვება თავის თანამგზავრებს
პარნასოსის მწვერვალებისაკენ, სადაც მისი ძმა აპოლონი უკრავს კითარაზე,
ხოლო მუზები საამურად მღერიან.ძმასავით მშვენიერს არც არასოდეს უფიქრია
ქორწინებაზე და ათენას მსგავსად „მარადქალწულ ღვთაებად“ დარჩა. არტემისს
მეტსახელად უწოდებდენ „უბიწოს“. საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ იგი ნებას
არ რთავდა მამაკაცებს, ეხილათ მისი სიშიშვლე. ამის დასტურია მითი მონადირე
აქტეონზე.
აპოლონის მსგავსად არტემისი მოწყალეც არის და დამსჯელიც. სასტიკია იგი მათ
მიმართ, ვინც ხელყოფს ღმერთთა კანონებს (მელეაგროსი, ნოიბე), მაგრამ
საოცრად შემწყნარებელია მათი, რომლებიც უნებლიედ ემსხვერპლებიან ხოლმე
მოვლენებს (იფიგენია).
არტემისს თაყვანს სცემდნენ, როგორც ნაყოფიერების ქალღმერთსაც . მას
უძღვნიდნენ წყაროებს, მდინარეებსა და ჭაობებს, რადგანაც მათგან ეძლეოდა
მოსავალი მიწას. არტემისის მადლი გადმოდიოდა ცხოველებსა და მცენარეებზე,
აგრეთვე ბავშვებზე, რადგანაც იგი იყო მათი მფარველი. არტემისი
კეთილმოწყალე ღვთაებად ითვლებოდა. მას ავედრებდნენ ახლობელთა
ჯანმრთელობას. მის სურნელოვან საკურთხევლებზე ქალწულები აწყობდნენ
თმათა კულულებს, დედოფლები კი ქორწინების დღეს – სათამაშოებს.
ყურადღებას იპყრობს არტემისის მსგავსება ქართულ ღვთაება დალისთან,
რომელიც ქართულ ტრადიციაში ნადირთა დედოფლად არის წარმოდგენილი. ამ
ორ ღვთაებას მრავალი რამ აქვთ საერთო: სილამაზე, ფუნქციები, ტაბუ, დამსჯელი
ხასიათი და სხვა. დალის კულტი გავრცელებული იყო კავკასიის სხვა ხალხებშიც.
არტემისის წმინდა ფრინველად ითვლებოდა მწყერი. საგაზაფხულო გადაფრენის
დროს მწყერთა გუნდები ისვენებდნენ კუნძულ ორტიგიაზე (ორტიგია ქართულად
„მწყერთა კუნძულს“ ნიშნავს), იქ, სადაც იშვა მარადქალწული ღვთაება.

არესი
ომის მრისხანე ღმერთი, ზევსისა და ჰერას ძე.
ძვინვარე ომების, სისასტიკისა და შეუბრალებლობის განსახიერება.
არესს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ბრძოლის ველზე ყოფნა. და ამის ერთ-ერთი
ფაქტია ათენასთან ბრძოლა.
უპირისპირდება ქალღმერთ ათენას, სამართლიანი ომის მფარველს. არესის
დამდაბლებას მუდამ ცდილობდა სამართლიანი ომებისა და სიბრძნის ღვთაება
ათენა. ერთხელ, ტროას ომის დროს მან ბერძენი გმირი დიომედესი დაიყოლია,
შებმოდა არესს. ქალღმერთის თანადგომით მოკვდავმა დაჭრა ღმერთი, რომლის
ბღავილმაც ცა და მიწა შეაზანზარა. არესი შავი ღრუბელივით აიჭრა ცაში და ზევსს
შესჩივლა ეს ამბავი. ზევსმა მრისხანებით შეიკრა წარბი და ასე მიუგო:
„ოლიმპოსის მკვიდრთა შორის შენ მძულხარ ყველაზე მეტად. მუდამ ბრძოლაზე
ფიქრობ. სხვისი რომ იყო, კარგა ხანია ჰადესში გადაგკარგავდი. მაგრამ მაინც
ჩემი შვილი ხარ და საწამებლად ვერ გაგიმეტებ“. დაამთავრა ზევსმა სათქმელი,
იხმო მკურნალი და არესის მოვლა უბრძანა.
თავდაპირველად (ჰომეროსის ხანამდე) არესი ათონური ბუნების (ქვესკნელის )
ღვთაება იყო, როგორც კეთილდღეობის, ისე სიკვდილის მომტანი, შემდგომში კი
— მხოლოდ სიკვდილისა და უბედურებისა.
არესი აფროდიტეს მეგობარი და მიჯნურია, რომელთანაც რამდენიმე შვილი
ჰყავდა: ჰარმონია, ეროსი და სხვები. არესის კულტი ძველ საბერძნეთში არ იყო
გავრცელებული, მისი ერთადერთი ტაძარი აგებული იყო თებეში. რომაულ
პანთეონში კი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება — მარსი შეესაბამება. ჰომეროსთან და
ანტიკურ სახვით ხელოვნებაში არესი წარმოდგენილია ფარ-შუბით აღჭურვილ
ახალგაზრდა, ძლიერ და პირქუშ მამაკაცად.

ჰერმესი
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზევსისა და მაიას (ატლანტის ასული) ძე (ჰესიოდე).
ჭკვიანი, გამჭრიახი, მოხერხებული ჰერმესი ღმერთების ნების მაცნეა. ზევსის
შიკრიკი და მისივე ნების აღმსრულებელი, ყველა საქმის კეთილად
დამაგვირგვინებელი და ბედნიერებისა და კეთილდღობის მომნიჭებელი
(ჰომეროსი). იგი მიცვალებულთა სულებს აცილებს ჰადესში, შეუძლია სიზმრებისა
და ძილის მოგვრა, ამიტომაც იყო, რომ მას ძილის წინ ზედაშეს სწირავდნენ.
ჰერმესს მიაწერენ ქნარის (დაბადებისთანავე არტახებიდან გამომძვრალა და
აპოლონის ნახირიდან 50 ძროხა მოუპარავს. განრისხებულ აპოლონს ჰერმესი
ზევსისათვის მიუგვრია ქურდობაში გამოსატეხად, მაგრამ როდესაც მოუსმენია
მისი დაკვრა ქნარზე, რომელიც პატარა ჰერმესს კუს ბაკნისაგან გაუკეთებია , მაშინ
ამ ქნარში გაუცვლია თავისი ძროხები. აპოლონსავე უბოძებია მისთვის ოქროს
კვერთხი — ბედნიერების და სიმდიდრის სიმბოლო), ანბანის, რიცხვების
გამოგონებას, ღვთისმსახურების დაწესებას და სხვა.

ჰერმესი ტანვარჯიშის (ena gonis), ჭკვიანი და მოხერხებული სიტყვის (lógios)


ღვთაებად მიაჩნდათ, რომელიც მიზნის მისაღწევად არ ერიდებოდა ხრიკებს,
მზაკვრობას, ტყუილსაც კი. მას მოგზაურთა მფარველად, ნახირისა და საძოვრების
ღმერთად რაცხდნენ. ჰერმესის სამშობლო არკადია იყო, მაგრამ თაყვანს
სცემდნენ საბერძნეთში, მისი გამოსახულებები იდგა გზებზე და ქუჩებში,
საზოგადოებრივ მოედნებზე (ეს იყო ძირითადად ბოძები, რომლებზედაც ჰერმესის
თვის იდგა, ე. წ. ჰერმები — Hermai) ჰერმესს მსხვერპლად სწირავდნენ თაფლს,
ლეღვის ჩირს, ღვეზელს, ღორს, კრავს, ცხვარს და სამსხვერპლო ცხოველის ენას.
ხელოვნებაში გამოსახავდნენ წარმოსადეგი ჭაბუკის სახით, რომელსაც მშვიდი
ნაკვთბი, გამჭრიახი და კეთილი გამომეტყველება, ტერფებზე ფრთები ჰქონდა, მას
ზოგჯერ ხელში ოქროს კვერთხი ეჭირა, ფართოფარფლებიანი, ბრტყელი
სამგზავრო ქუდი ეხურა.

ჰერმესს რომაელებთან შეესატყვისებოდა მერკური (Mercurius), რომელიც


უმთავრესად ვაჭრობისა და მოგების მფარველი ღვთაება იყო.

დიონისე ან დიონისოსი
ძველბერძნულ მითოლოგიაში მევენახეობის, მეურნეობისა და მეღვინეობის,
მცენარეულობის მფარველი ღვთაება. აგრეთვე ცნობილი როგორც ბახუსი
ბერძნულსა და რომაულ მითოლოგიაში. მას მუდამ ახლდნენ მისი მხიარული
სატირები ძველი ბერძნების რწმენით, დიონისეს კეთილგანწყობაზე
დამოკიდებული იყო თუ როგორი იქნებოდა რთველი. ზევსის და სემელეს ვაჟი
(ზოგიერთი წყაროს თანახმად ის ზევსისა და პერსეფონეს ვაჟის იყო). ჰომეროსის
თანახმად დიონისე არ შედის მთავარ ღმერთთა შემადგენლობაში, რის გამოც
მისი კულტი ნაკლებად იყო გავრცელებული არისტოკრატიაში, სამაგიეროდ იგი
დიდი პოპულარობით სარგებლობდა დაბალ ფენებში.
რამდენიმე მითის მიხედვით, დიონისეს თავდაპირველად ერქვა ძაგრევსი

ჰეფესტო
ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ძველბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და
ჰერას ძე, ზოგი ვერსიით (ჰესიოდე) უმამოდ შობილა ჰერასგან. ერთი ვერსიით
ჰეფესტოსი დაბადებულა კოჭლი და ულამაზო, რისთვისაც ჰერას ოლიმპიდან
გადმოუგდია, მაგრამ ქალღმერთ თეტიდას აუტაცებია და 9 წლამდე აღუზრდია.
შურისძიების მიზნით ჰეფესტოსს ჰერასთვის გაუგზავნია თავისი გამოჭედილი
ოქროს ტახტი, რომელზეც დაბრძანებული ჰერა ვეღარ ადგებოდა, მაგრამ
დიონისეს შეურიგებია დედასთან.

მეორე ვერსიით, ოლიმპზე დაბრუნების შემდეგ ჰეფესტოსს განრისხებული


ზევსისაგან დაუცავს ჰერა, რის გამოც ზევს ჰეფესტოსი ციდან გადმოუგდია , იგი კ .
ლემნოსზე დავარდნილა და სამუდამოდ დაკოჭლებულა. ამ ვულკანურ კუნძულზე
ჰეფესტოსმა სამჭედლო გამართა და თავისივე შექმნილი ორი ოქრის მონა ქალის
(შეეძლოთ მოძრაობა და ლაპარაკი) დახმარებით ულამაზეს ნივთებს ჭედავდა.
ჰომეროსთან მისი სამჭედლო ოლიმპზეა, თავისთვის და ღმერთებისათვის აგებს
სპილენძის სასახლეებს. ღმერთებისა და გმირებისათვის ჭედავს იშვიათი
სილამაზის და გამძლეობის იარაღს. აქილევსისა და დიომედესათვის აბჯარი
გამოუჭედია, ზევსისათვის - კვერთხი.

ჰეფესტოსს მონაწილეობა მიუღია პრომეთეს მიჯაჭვაში (ესქილეს "მიჯაჭვული


პრომეთე"). გვიანდელი ტრადიციით, ჰეფესტოსის სამჭედლო ეტნის მთაზეა და
ციკლოპები ეხმარებიან ჭედვაში. "ილიადაში" ჰეფესტოსის ცოლად ქარიტა
იხსენიება, "ოდოსეაში" - აფროდიტე, ხოლო ჰესიოდესთან - აგლაია.
ჰეფესტოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები - ჰეფესტეია ან ქალკეია -
ძირითადად ათენსა და კ. ლესბოსზე იმართებოდა. რომაულ მითოლოგიაში
ჰეფესტოსის შეესატყვისებოდა ვულკანუსი. ჰეფესტოსს გამოსახავდნენ ძლიერი ,
წვეროსანი, ოდნავ კოჭლი მამაკაცის სახით. (დ. ველასკესის (პრადო, 1630),
პიეტრო და კორტონას (ბარმერინის სასახლე, რომი, 1633) და სხვათა
ნამუშევრები).

You might also like