You are on page 1of 4

ტობითის წიგნი

1. ზოგადი ცნობები (მოსაზრებები წიგნის ავტორის, დაწერის დროისა და ადგილის


შესახებ; წიგნის კანონიკური ღირსება, ნამდვილობა და დაწერის მიზანი);
ტობითის წიგნთან დაკავშირებით ოდითგან აზრთა სზვადასხვაობა იყო. არც მასში
და არც გარეგან მოწმობებში არ არის ზუსტი ცნობები მოცემული მასთან დაკავშირებით.
ამიტომაც მრავალი აზრია მისი დაწერის ადგილის, ავტორის, დროის შესახებ.
მკვლევართა ნაწილი მას ისტორიულ წიგნად, ნაწილი მხატვრულ ნაწარმოებად ნაწილი
კი შუალედურ აზრზეა, ანუ ფიქრობენ რომ ეს არის მხატვრულად გადმოცემული
ნამდვილი ამბავი.
წიგნის ენაზე ნეტარი იერონიმე გვაუწყებს რომ მას სთხოვეს ქალდეურიდან ეთარგმნა
ლათინურად. სხვა მკვლევრები მიიჩნევენ, რომ წიგნი იყო დაწერილი ებრაულად ან
ბერძნულად.
ყველა ბერძნულ და ლათინურ ნუსხაში ტობითის წიგნი იხსენიება ბიბლიის სხვა
წიგნებთან ერთად. ასევე ეკლესიის მამები ეყრდნობიან და აღიარებენ მის ისტორიულ
ხასიათს. იყენებენ ციტატებად. მაგალითად კლიმენტი რომაელი, პოლიკარპე
სმინრელი,იოანე ოქროპირი. ათანასე დიდი დიდი პატივისცემით ეპყრობა ამ წიგნს ასევე
კირილე იერუსალიმელსა და გრიგოლ ღვთისმეტყველს არ შეაქვთ კანონიკურ წიგნთა
სიაში. დასავლურ ეკლესიაში ამ წიგნს ნაწილი კანონიკურად, ნაწილი კი
არაკანონიკურად მაგრამ შეწყნარებულ წიგნად მიიჩნევდა რეფორმაციამდე.
წიგნი დაწერილია სოლომონის ტაძრის დანგრევამდე და ბაბილონის ტყვეობის
დაწყებამდე. 598(ტობიას გარდაცვალების წელი) 586 (სოლომონის ტაძრის დანგრევის
წელი) წლების შორის.
წიგნში მოქმედება მიმდინარეობს ასურეთსა და მიდიაში, ანუ პალესტინის
საზღვრებს გარეთ და წიგნიც არ იქნება აქ დაწერილი. წიგნი დაიწერა ასურეთში, ამას
ადასტურებს წიგნში გადმოცემული ასურეთის შესახებ გეოგრაფიის, ტოპოგრაფიის,
ისტორიის შესახებ. ასევე მწერალი მოიხსენიებს ახიკარისა და ნადიბის ცხოვრებას,
რომელიც მკითხველისთვის, ასურელებისთვის კარგადაა ცნობილი, წიგნის
თავდაპირველი ენა არის არამეული, რომელიც იყო გავრცელებული ისრაელში და
ასურეთში.
წიგნის ავტორი ავტორი არის მკვლევართა აზრით თავად ტობითი, რადგან მან
კარგად იცოდა ენა, იცოდა სჯული და ფლობდა ამ ყველაფრის ლიტერატურულად
გამართულად გადმოცემის ხელოვნებას. ასევე საუბრპბს პირველ თავებში პირველ პირში,
მეცამეტე თავში კი მისი ლოცვაა. გამონაკლისად მე14 თავი შეიძლება ჩაითვალოს,
რომელიც ალბათ იმიტომაა დამატებული, რომ ამ წიგნს დასრულებული სახე ჰქონოდა.
აქედან შეიძლება დათარიღდეს კიდეც, ანუ ტობითის შორმა დაწერილია 11-12 თავებში
გადმოცემული მოვლებენის შემდეგ 675 წ. ხოლო რედაქტირება მოხდა ტობიას
გარდაცვალების შემდეგ, ტაძრის დანგრევამდე.598-596წ.
წიგნის დაწერის მიზანი იყო მასში გადმოცემული უჩეულო მოვლენა, ანგელოზის
ქმედება მათ ცხოვრებაში. ასევე ამ ნაწარმოებით მოუწოდა ავტორმა სხვებს, რომ
ტყვეობაშიც შეენარჩუნებინათ რწმენა, აეცვათ რჯული და უფალი მათ არ მიატოვებდა.
2. როგორი პიროვნებაა ტობითი? (აღწერეთ მისი გამორჩეული პიროვნული
თვისებები; მისი სუსტი მხარეები, თუკი ხედავთ ასეთს);
ტობითი წარმოშობით ნეფთალიმის ტომიდან იყო, მაგრამ იგი ასურეთის გადასახლებაში
მოყვა და ნინევიაში იქნა გადასახლებული. პირველ თავში, პირველ პირში არის
დახასიატებული, თითქოს თავის თავს თავადვე ახასიათებს. იგი მთელი ცხოვრება
ჭეშმარიტ გზაზე სიარულითა და უფლის რწმენით, რჯულის აღსრულებით გაატარა.
ტყვეობამდელ პერიოდში მისი თანატომელები და მამის სახლი მიდრეკილი იყო
ურჯულოებისკენ, მხოლოდ იგი დადიოდა იერუსალიმში და აღასრულებდა სჯულს და
წირავდა შესაწირავს.
ტყვეობის პერიოდში ყველა მისი თანატომელი მიდრეკილი იყო კერპებისადმი,
მხოლოდ ტობია არ ჭამდა ნაკერპავს და ინარჩუნებდა რჯულს. იგი მეფის ენემესაროსის
ვაჭარი იყო. ტობითი თავისი თანატომელების მიმართ დიდი მოწყალებით
გამოირჩეოდა, აპურებდა მშივრებს, მოსავდა შიშვეთ, მარხავდა უპატრონო მიცვალებულ
ებრაელებს. სენაქირიმის მიერ მოკლულ ებრაელებსაც მარხავდა, როსი გაგების გამოც
სენაქირიმი მას სიკვდილით დასჯას უპირებდა და გაიქცა. ტობითი ყველანაირ ებრაულ
წესს აღასრულებდა, მაგალითად გაუწმინდურების შემდეგ განწმენდას. ტობითი
ყველანაირად დიდი სულიერებისა და სარწმუნოების მქონდე პიროვნებაა, რომელიც
მაგალითია ყველა ადმაინისთვის. როგორც ყველა ადმაიანს, მასაც აქვს მცირე სისუსტე,
რომელიც მაშინ გამოავლინა, როცა მეუღისგან ყვედრება მიიღო. ეს მისთვის იმდენად
გამამწარებელი აღმოჩნდა რომ სიკვდილი ინატრა, მაგრამ უფალმა მას ამ ქვეყანაზევე
მოუვლინა ნუგეში. ტობითის დიდი რწმენა მაშინაც ჩანს, როცა ტობია აგვიანებს სახლში
დავიანებას, სარას ჰგონია რომ შვილი მოუკვდა, ხოლო ტობითი მას არ ეთანხმება და
კვლავ შვილის მოლოდინშია.

3. თქვენი აზრით, რა არის ის, რაც ტობიასა და სარას ბედს ერთმანეთს დაუკავშირებს? რა
საერთოა მათ შორის? რატომ აღიწია მათი ლოცვა უზენაესის წინაშე?
სარა და ტობია ორივე კეთიმლორწმუნე და ღვთისმოშიში პიროვნებაა. მათ
განსაკუთრებული თვისება, მშობლების პატივისცემა და მათზე ზრუნვა აერთიანებს.ქმრების
სიკვდილის გამო ყვედრებული სარა თავს არ იკლავს რადგან მშობლებზე დარდობს,
მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ მის მშობლებს და თავი, რომ მოიკლას მთელი ცხოვრება
საყვედრებლად ექნებათ ხალხს სარას მშობლებისთვის. ტობიაც, ერთადერთი შვილია
ტობითისა და ანასთვის. ისიც, პირველად სარაზე ქორწნებაზე უარს ამბობს, რადგან იცის,
რომ იგი ეშმაკს შეჰყვარებია და მისი შვიდი ქმარი, ქორწილის პირველ ღამესვე მოუკლავს.
იგი უარს ამბობს არა იმიტომ რომ ეშინია, არამედ არ უნდა, რომ ცხოვრება გაუმწარდეთ
თავის მშობლებს, ერთადერთი ვაჟის, ერთადერთი იმედისა და პატრონის გარდაცვალებით.
ორივე მშობლებზე ზრუნავს და საკუთარ ინტერესებს და სურვილებს მათი
გათვალისწინებით აღასრულებენ. ასევე ტობია ერთადერთია შემორჩენილი სარას გვარიდან
და კანონიერად მას ეკუთვნის სარას ქმრობა. მათ ილოცეს შეუღლების ღამეს, უფალს
ერთმანეთის ერთგულება აღუთქვეს და შემწეობა მას სთხოვეს. კეთილმორწმუნე წყვილის
ლოცვა შეისმინა უფალმა, ბედნიერება მიანიჭა და სარას ბოროტი ეშმკი განარიდა.

4. ტობიას გამგზავრება მიდიამელ გაბაელთან. თქვენი აზრით, ტობიას რა თვისებებმა


განაპირობა, რომ მას ამ მგზავრობისას მშობლების და ღვთის კურთხევა გაეყოლებინა?

ტობია მამის, ტობითის თხოვნით მიემგზავრება მიდიამელ გაბელთან, რადგან


მას ადრე ათი ვერცხლი მიაბარა ტობითმა და მისი დაბრუნება სურს. ამ ათი
ვერცხლით ტობითის თქმით, მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი ექნება მის
შვილს. ტობია არც კი ეწინააღმდეგება მამას და სრული მორჩილებით მიდის
სრულიეად უცხო პიროვნებასთან. არ უშინდება გზაში მოსალოდნელ საფრთხეებს,
თან მხოლოდ მამის წერილი მიაქვს და მისთვის სრულიად უცხო, დაქირავებული
თანამგზავრი მიჰყავს. იგი თავისი საქციელით მეხუთე მცნებას აღასრულებს „პატივ-
ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო
ქვეყანასა ზედა.“ ვინაიდან კეთილსინდისიერად აღასრულებს ამ მცნებას ტობია,
შესაბამის ჯილდოსაც იღებს იგი უფლისგან. მას თანამგზავრად რაფაელ
მთავარანგელოზს უგზავნის, რომლეიც იცავხ, იფარავს, განსწავლის და ყველანაირი
სიკეთით აღავსებს მას. ამიტომაც თავისი მშბლებისადმი მორჩილებით, იგი
მშობლებისა და უფლის კურთხევას იღებს.

5. იმსჯელეთ ადამინურ ურთიერთობებზე, ტობიას ოჯახის შიგნით და რეღუელის


ოჯახთან დამოკიდებულებაში; როგორია მათი ურთიერთპატივისცემა?
ტობითის ოჯახი არის ნამდვილი ქრიტიანული ოჯახის სახე. სადაც ცოლ-ქმარი
ერთმანეთის სიმძიმის მტვირთველია, ხოლო შვილი მშობლების მორჩილი და
პატივისმცემელი. ტობითმა, როცა სიკვდილი ინატრა, იხმო შვილი და ცხოვრებისეული
დარიგებები მისცა, როგორ ეცხოვრა მისი გარდაცვალების შემდეგ რჯულის მიერ და
ეპატრონა დედისთვის. ასევე თავისი მონაგები რაც ჰქონდა გაბაელისთვის ჩაბარებული
ისიც უანდერძა. აშკარად არის ტექსტში წარმოჩენილი, რომ ტობითს ძალიან უყვარს
თავისი შვილი და ყველაფერი მისთვის ემეტება. ტბიაც ღირსეული შვილია, იგი
ზედმიწევნით აღასრულებს მამის სიტყვებს, მიდის გაბაელთან, მიჰყავს თანამგზავრი და
ამიტომაცაა, რომ მისი გზა კურთხეულია. ასევე ტობითს გული იგრძნობს და ამბობს
კიდეც რომ მის შვილს გზაში კეთილი ანგელოზი დაემგზავრება.
რეღუელის ასული წესით ტობიას ერგებოდა, რადგან მისი გვარის
წარმომადგენელი მხოლოდ ესღა იყო. ამიტომაც რაფაელ მთავარანგელოზმა დააკავშირა
ისინი და ბოროტი ძალისგან გატანჯული სარას გათავისუფლება მოინდომა. ტობიას
სარას ქმრობის გამო სიკვდილის იმიტომ ეშინია რომ არ უნდა თავის მშობლებს სიბერე
გაუმწარდეთ.
პირველივე დანახვისას რაღუელმა ტობითს მიამსგავსა ტობია, თავის ძმად
მოიხსენია და ჰკითხა იცნობდა თუ არა მას, ხოლო როცა გაიგო, რომ ტობია მისი ძე იყო
კიდევ უფრო დიდი პატივისცემით შეხვდა მას. ფეხზე წამოდგა, გდაკოცნა და კეთილი
და ღირსეული მამის შვილი უწოდა. მისი ავადმოყოფობის გამო კი ძლიერ
დადარდიანდა. დიდებული ნადიმი გადაუხადა, როცაა შვილის ხელი სთხოვა ტობიამ არ
დაუმალა მათი უბედურების ამბავი. უსახსოვრა ქორწილის შემდეგ თავისი ქონების
ნახევარი, დანარჩენი კი თავისი გარდაცვალების შემდეგ. ტობიამ ჯერ თავისი მშობლები
მიაბარა ღირსეულად მიწას, შემდეგ კი თავისი სიმამრი და მისი მეუღლე.

6. იმსჯელეთ, რა დარიგებებსა და სწავლებებს გვაძლევს ტობითის ეს წიგნი? რა არის


მთავარი აზრი და სათქმელი?
ტობიას წიგნი მრავლ სულერ სწავლებას შეიცავს. პირველ რიგში აქედან ვსწალობთ
რომ ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა ვიყოთ არ უნდა დავივიწოყთ სარწმუნოება და
სათნოებების აღსრულებას უნდა ვეწეოდეთ. ამასთანავე ოჯახური სიყვარულისა და მოყვასის
სიყვარულზეა ქადაგება მასში.

You might also like