You are on page 1of 2

ველი ბერძნების რწმენით, თავდაპირველად, მხოლოდ ქაოსი არსებობდა .

უსაზღვრო და
წყვდიადით მოცული, რომელმაც მთელი სამყარო შვა. პირველად გაჩნდა ქალღმერთი
გეა(გაია) - დედამიწის ღვთაება და ზეცის ღმერთი ურანოსი(გაიას შვილი).
ბერძნებს დედამიწის ქალღმერთი გაია თავიანი უამრავი შვილის დედად ჰყავდათ
წარმოდგენილი. გაიასა და თავისი შვილის, ურანოსის კავშირის შედეგად დაიბადნენ
ღმერთები, რომელთაც ტიტანები ეწოდათ.
ტიტანები ღმერთების პირველ თაობას წარმოადგენდნენ. ისინი გეას და ურანოსის
შვილები იყვნენ. ჰიპერიონი მზის პირველი ღმერთი იყო, თეია კი, მისი და და ცოლი .
ოკეანოსი ზღვებსა და ოკეანეებს განაგებდა. მისი და და ცოლი იყო თეტისი . კოეოსმა და
მთვარი ღმერთმა ფებემ, კრონოსმა და რეამ, კრიოსმა, იაპეტოსმა, თემისმა და
მნემოსინემ დანარჩენი 12 ტიტანი შვეს. გაიან ასევე შვა ორი ტიტანი პრომეთეოსი და
ეპიმეთევსი. გაიას მრავალი შვილიშვილი ჰყავდა მათ შორის ასხელიანი გიგანტები და
ციკლოპები.
ტიტანების მეორე თაობა შედგებოდა ტიტანებისგან:
ჰიპერიონის შვილები:ჰელიოსი, სელენე და ეოსი.
კოეოსის შვილები: იელანტოსი, ლეტო და ასტერია
იაპეტუსის შვილები: ატლასი, პრომეთეოსი, ეპიმეთევსი და მენოეციუსი.
ოკეანუსი: მეტისი
კრიუსის ვაჟები: ასტრაეუსი, პალასი და პერსესი.
იმის გამო, რომ მათი ძლიერების ეშინოდა, ურანოსი თავის შვილებს დღის სინათლის
დანახვის უფლებას არ აძლევდა. გაია თავის ქმარზე განრისხდა და თავის შვილებთან
ერთად ქმრის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო. მისი უმცროსი ვაჟი კრონოსი სამყაროს
მმართველი მას შემდეგ გახდა, რაც მამამისი ნამგლით დაკოდა. მან მამამისის
გენიტალიები ოკეანეში ჩაყარა. ჩავარდნის ადგილას ოკეანე აქაფდა და მშვენიერებისა
და ლტოლვის ქალღმერთი ულამაზესი აფროდიტე დაიბადა.
კრონოსიც ისეთივე ფრთხილი მეფე იყო, როგორიც მამამისი ურანოსი. ერთხელ ,
დედამისმა, გაიამ უწინასწარმეტყველა, რომ მისი ერთერთი შვილი ძალაუფლებას
წაართმევდა. კრონოსსა და რეას სამი ვაჟი - პოსეიდონი, ჰადესი და ზევსი და სამი
ქალიშვილი ჰესტია, ჰერა და დემეტრა ჰყავდათ. კრონოსი ყველა ბავშვს დაბადებსთანავე
მთლიანად ყლაპავდა.რეამ გადაწყვიტა კრონოსი შეეჩერებინა. მან იცოდა რომ თავის
ქმარს ძალით ვერ მოერეოდა, ამიტომაც ეშმაკობას მიმართა. როდესაც უმცროს შვილზე ,
ზევსზე უნდა ემშობიარა, მან ლოგინში დიდი ქვა დამალა და კრონოსის მოთხოვნაზე
ბავშვი მიეწოდებინა ქვა გაუწოდა და კრონოსმაც დაუფიქრებლად გადაყლაპა . რეამ
ახალშობილი გამოქვაბულში გადამალა. ზევს რძით თხა ამალთეა კვებავდა(რის გამოც ,
ზევსმა თხა ამალთეა ვასკვლავად აქცია), თავლით კი ფუტკრები. რეამ უმცროს
ღმერთებს ,კურეტებს ბავშვის დაცვა სთხოვა. როდესაც ზევსი ტირილს იწყებდა , კურეტები
ფარზე ხმლების ბრახუნით მის ხმას ახშობდნენ და ასე იცავდნენ კრონოსისგან. როდესაც
ზევსი წამოიზარდა, მან მამამისი აიძულა გადაყლაპული შვილები უკან ამოენთხია ,
კრონოსი კი ტარტაროზში ჩააგდო. სხვა მითოლოგიურ კონტექსტებში, პოსეიდონმა ,
ზევსმა და ჰადესმა კრონოსი ნაწილ ნაწილ აკუწეს და ისე დაამხეს მისი მმართველობა .
სანამ ადამიანთა მოდგმას მრავალი უსიამოვნება დაატყდებოდა თავს , ზევსს თავისი
დებისა და ძმებისთვის უნდა მიეხედა. მან ცოლად შეირთო თავისი და ჰერა , კერა ჰესტიას
ჩააბარა, დემეტრას კი მოსავალი და ნაყოფიერება გადასცა. ძმებმა სამყაროს
მმართველობა გადაინაწილეს. პოსეიდონი ზღვებსა და ოკეანეებს განაგებდა . ზევს
სამართავად ზეცა ერგო ჰადესს კი ქვესკნელი, რის გამოც იგი ძალიან განაწყენდა .
გაიას მხოლოდ ოთხმა შვილმა აღიარა ზევსი უზენაეს ღმერთად, დანარჩენებმა კი
ოლიმპოს ღმერთებს ომი გამოუცხადეს და რიცხობრივი უპირატესობის გამო
გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ. ზევსს გაახსენდა ასხელიანი გიგანტები და ციკლოპები ,
რომლებიც ტარტაროზში იყვნენ მიჯაჭვულნი და თავისუფლების სანაცვლოდ გიგანტებს
ღმერთების მხარეს ბრძოლა შესთავაზა, ციკლოპებს კი ისეთი იარაღის გამოჭედვა
მოსთხოვა, რომლსაც ვერც ტიტანები, ვერც ღმერთები და ვერც ურჩხულები წინ ვერ
აღუდგებოდნენ. მალე ზევსმა თავისი ახალი იარაღი - კბილებიანი ელვა მიიღო , თუმცა
ასეთი მძლავრი იარაღითაც კი 10 წელი დასჭირდა ომის მოსაგებად და აჯანყებულების
ტარტაროზში დასამწყვდევად

. ტიტანების და ოლიმპოს ღმერთების ომი დასრულდა, მაგრამ გაია განრისხებული იყო


ზვსზე, რადგან მან გაიას შვილებს ძალაუფლება ჩამოართვა. მან შვა ასთავიანი გიგანტები
- ტიფონი და ენკელადოსი, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ და მთებს ერთმანეთზე
აჯახებდნენ. მათ დანახვაზე ღმერთები შეშინდნენ, ცხოველებად გადაიქცნენ და ეგვიპტეს
შეაფარეს თავი. ტიფონი დიონისეს მოულოდნელად, ნილოსის ნაპირზე დასხა თავს ,
მაგრამ ღმერთი წყალში ჩახტა და ნახევრად თხად და ნახევრად თევზად გადაიქცა ,(ეს
ფაქტი თხის თანაარსკვლავედმა შემოინახა) აფროდიტე და ეროსი (კუპიდონი ) თევზებად
გადაიქცნენ(ეს ფაქტი კი თევზებისთანავასკვლავედითაა გამოხატული ).
თვით ზევსმაც კი ცხვრის სახე მიიღო, თუმცა ეყო გამბედაობა რომ დაბრუნებულიყო და
თოთოეულ გიგანთს თავისი ელვით შებრძოლებოდა. ბრძოლა გააფთრებული იყო და
მაშინაც კი, როდესაც გიგანტები დამარცხდნენ, მთის ეტნას ქვეშ გამომწყვდეული
ენკელადოსი მაინც აფრქვევდა ცეცხლ. სწორედ ამიტომ არის ეტნა ასეთი აქტიური
ვულკანი. ყოველთვის, როდესაც გიგანტი გათავისუფლებას ცდილობს, მიწა ზანზარებს ,
ხოლო როგორც კი ცეცხლს ამოაფრქვევს, ჰაერში ლავის ნაკადები აიტყორცნება .

You might also like