You are on page 1of 1

პლანეტა (უძველესი ბერრძნულიდან: ἀστὴρ πλανήτης (astēr planētēs), რომელიც

„მოხეტიალე ვარსკვლავს“ ნიშნავს; ქართული სახელწოდებაა ცთომილი) — ციური


სხეული, რომელიც ვარსკვლავის ან ვარსკვლავური ნარჩენის ირგვლივ ბრუნავს და
რომელიც/რომელმაც:

საკმარისად მასიურია, რომ საკუთარი გრავიტაციით მრგვალი ფორმა მიიღოს;

იმდენად მასიური არაა, რომ თერმობირთვული სინთეზი შეძლოს;

თავისი სამეზობლო გაასუფთავა პლანეტოშენადედებისაგან.[1][2][3]

ტერმინი პლანეტა უძველესია, რომელიც ისტორიას, მეცნიერებას, მითოლოგიასა და


რელიგიას უკავშირდება. თავდაპირველად პლანეტებს მრავალი ადრეული კულტურა
ხედავდა, როგორც ღვთისმეტყველს ან ღვთაებების ემისარიებს. სამეცნიერო ცოდნის
გაუმჯობესებასთან ერთად ადამიანის მიერ პლანეტების აღქმა შეიცვალა და
გარკვეული რაოდენობის განსხვავებულ ობიექტებს შეუერთეს. 2006 წელს
საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალურად მიიღო რეზოლუცია მზის
სისტემაში არსებული პლანეტების განმარტებაზე. ეს განმარტება საკამათოა , რადგან
ის გამორიცხავს პლანეტური მასის მრავალ ობიექტს, რომელიც დაფუძნებულია იმაზე ,
თუ სად ან რის გარშემო ბრუნავს ის. მიუხედავად იმისა, რომ 8 პლანეტური სხეული
აღმოაჩინეს 1950 წლამდე, დარჩენილი „პლანეტები“ თანამედროვე განმარტებით,
ზოგი ციური სხეული, როგორიცაა ცერერა, პალასი, იუნონა, ვესტა (თითოეული
ობიექტი მზის სისტემის ასტეროიდულ სარტყელშია) და პლუტონი (პირველად
აღმოჩენილი ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტი), რომლებიც ოდესღაც პლანეტებად იყო
მიჩნეული სამეცნიერო საზოგადოებაში, ძველებურად აღარ აღიქვამენ.

პტოლემე ფიქრობდა, რომ პლანეტები დედამიწის ირგვლივ ბრუნავდა ეპიციკლური


მოძრაობით. მიუხედავად იმისა, რომ ის იდეა მრავალჯერ იყო გამოთქმული, რომ
პლანეტები მზის ირგვლივ ბრუნავდა, მე-17 საუკუნემდე არავინ უჭერდა მხარს და
მხოლოდ მაშინ აღიარეს, როცა გალილეო გალილეიმ პირველად ტელესკოპით
ასტრონომიული დაკვირვებები ჩაატარა და ამის მტკიცებულება მოძებნა .
დაკვირვებათა მონაცემების ფრთხილი ანალიზით იოჰანეს კეპლერმა დაამტკიცა , რომ
პლანეტების ორბიტები არა წრიული, არამედ ელიფსური იყო. ტელესკოპების
განვითარებასთან ერთად ასტრონომებმა დაინახეს, რომ, დედამიწის მსგავსად ,
პლანეტები დახრილი ღერძების ირგვლივ ბრუნავდა, ზოგს კი აღმოაჩნდა ისეთი ნიშან-
თვისებები, როგორიცაა ყინულის ქუდები და სეზონები. კოსმოსური ხანის
დასაწყისიდან მოყოლებული კოსმოსური ზონდების მიერ ახლო დაკვირვებებმა
ცხადყო, რომ დედამიწასა და სხვა პლანეტებს ისეთი საერთო მახასიათებლები აქვს ,
როგორიცაა ვულკანიზმი, ქარიშხლები, ტექტონიკა და ჰიდროლოგიაც კი.

You might also like