You are on page 1of 9

დედამიწის წარმოშობა

დედამიწა არ წარმაოდგენს მყარ ქვას, არამედ ის მრავალშრიანი


სტრუქტურაა. იმის შემდეგ რაც დედამიწის მოცულობა საკმაოდ გაიზარდა,
მოხდა მისი ბირთვის გამკვრივება. ახალგაზრდა პლანეტაზე არსებობდა
უამრავი რადიოაქტიური ნივთიერება: ირიდიუმი,ურანი და ა.შ. დედამიწის
წიაღში მიმდინარე ბირთვულმა რეაქციამ და იზოტოპების დაშლამ
გამოიწვიეს დედამიწის დნობა. განვითარების ადრეულ ეტაპზე დედამიწის
თითქმის მთელი ზედაპირი დაფარული იყო მდნარი ლავის ოკეანეთი.
მილიონი წლის გნამავლობაში დედამიწაზე შეინიშნებოდა აქტიური
ვულკანური პროცესები.ამავდროულად, პლანეტა მასზე მომხვდარი
ასტეროიდების მეშვეობით იძენდა ახალ ქიმიურ ელემენტებს. დროთა
განმავლობაში პლანეტა ცივდებიდა და დაიწყო მისი ქერქის ფორმირება.
მაგრამ დაახლოებით 30 მლნ. წელიწადში მოხდა მისი შეტაკება პლანეტა
-თეიასთან. ეს გახდა უზარმაზარი ენერგიის გამოყოფის მიზეზი.
ორი პლანეტა შეირწყა. ამან გამოიწვია პლანეტის თხევად მდგომარეობაში დაბრუნება.ამასთან ერთად
მიზიდულობის კანონმა ნატეხებისგან, რომლებიც გაიფანტა შეტაკებისას, შექმნა დედამიწის გარშემო დისკი,
რის შედეგადაც შეიქმნა მთვარე- დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი. რადიოაქტიური პროცესების გამო
პლანეტის ზედაპირი დიდ ხანს რჩებოდა თხევად მდგომარეობაში, მაგრამ თანდათანობით ვულკანური
აქტივობა შემცირდა და დედამიწის ზედაპირი ცივდებიდა და შეიქმნა ქერქი. რა თქმა უნდა დედამიწის
წარმოშობა, როგორც მსოფლიოს და მზის სისტემის წარმოშობა მხოლოდ თეორიაა, თუმცა დღითიდღე
მეცნიერებს სულ უფრო მეტი დასაბუთება მოყავთ. დღეს ბევრი კითხვა პასუხის გარეშე რჩება. მაგალითად ,
დღემდე მეცნიერები კამათობენ წყლის წარმოშობაზე დედამიწაზე. ერთი ვერსიის მიხედვით წყალი ჯერ
კიდევ დედამიწის ჩამოყალიბების არსებობდა დედამიწის წიაღში, ხოლო მეორე ვერსიით წყალმა
დედამიწაზე გაყინულ ასტეროიდების მეშვეობით მოაღწია. ამგვარი კითხვები ჯერ ჯერობით ბევრია, ახალ
პასუხთან ერთან ახალი კითხვები ჩნდება , რაც უფრო საინტერესოდ აქცევს ჩვენს მსოფლიოს და ჩვენს
რაობას.
სანამ ჩვენ ვისაუბრებთ დედამიწის ბრუნვაზე აუცილებელია
აღინიშნოს , რომ დედამაწის ღერძი არ არის ვერტიკალური , ის
დახრილია 66,5 გრადუსით. მზის სისტემის ფორმირების დროს
დედამიწის პროტოპლანეტურ დისკს ჰქონდა ერთიანი ბრუნვის მიმართულება,
ამიტომ ყველა პლანეტის ორბიტის სიბრტყე მსგავსია, მაგრამ
ბრუნვა ეკვატორების დახრილობა საკმაოდ განსხვავებულია.
მეცნიერების ვარაუდით ეს გამოწვეულია პროტოპლანეტების სხვა
სხეულებთან შეჯახების პროცესით, როგორც მაგალითად
დედამიწისა და პლანეტა თეიას შეჯახებაა.
დედამიწის ბრუნვა მისი ღერძის
გარშემო
დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო განაპირობებს დღე-ღამის
ცვლას. ამ ბრუნვას დედამიწა 24 საათში ასრულებს (23 საათსა და 56
წუთში). გარდა ამისა, ღერძის გარშემო ბრუნვა გავლენას ახდენს მის
ფორმაზე(მობრტყელებული პოლუსები პლანეტის ღერძის გარშემო
ბრუნვის შედეგია)და ასევე ჰორიზონტალურ სიბრტყეში მოძრავ
სხეულების გადახრაზე( სამხრეთ ნახევარსფეროს მდინარეები,
დინებები და ქარები იხრებიან მარცხნივ, ჩრდილოეთ
ნახევარსფეროში-მარჯვნივ) თუ დედამიწის ბრუნვა სხვაგვარი
იქნებოდა და ერთი მხარე გამუდმებით მიტრიალებული იქნებოდა
მზისკენ, მაშინ ამ მხარეზე ტემპერატურა ( 100 გრადუსზე მაღალი
იქნებოდა) წყალი აორთქლდებოდა , მეორე მხარეს კი პირიქით
ძალიან დაბალი ტემპერატურა იქნებოდა ,ასეთი განლაგება არ
იქნებოდა ხელსაყრელი სიცოცხლის განვითარებისსთვის .
შეჯამება
თუ დედამიწის წარმოშობა ჩვენთვის მაინც საკამათო თემად
რჩება, მისი ადგილი მზის სისტემაში და სხვა სხეულების
მოქმედება მასზე ჩვენთვის უკვე ნათელია. დედამიწის
ფორმებმა ,მისმა განალაგებამ და ფიზიკამ გამოიწვიეს
სიცოცხლის წარმოშობა. იღბლიანები ვართ? რა თქმა უნდა
ვართ, სამყარომ შეგვიქმნა ის პირობები , რომლის
მეშვეობითაც ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ
გამოვიყენოთ ამოუწურავი რესურსები და შევიქმნათ
უსაფრთხო ედემი. სამწუხაროდ დღეს კაცობრიობა ჯერ
ჯერობით არ არის იმ დონემდე განვითარებული, რომ
ბუნებასთან ჰარმონიაში იცხოვროს, მაგრამ ჩვენ
მივისწრაფით იდეალისკენ
თ.ხუციშვილი

You might also like